„პარი სენ ჟერმენმა’’ პორტუგალიელი ფეხბურთელების დიოგო ჟოტასა და მისი ძმის ანდრე სილვას ავტოკატასტროფაში დაღუპვის ამბავი ატლანტაში დილას გაიგეს. პარიზელები ამერიკის შეერთებულ შტატებში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობენ. პსჟ-მ ვარჯიში ხუთშაბათს, „ბაიერნთან’’ მეოთხედფინალურ თამაშამდე ორი დღით ადრე განაახლა, მაგრამ განწყობა ძიმეა. საფრანგეთის ჩემპიონთა რიგებში ხომ პორტუგალიის ნაკრებში დიოგო ჟოტას თანაგუნდელები ნუნუ მენდეში, ჟოაო ნევეში, გონასლო რამუში და...
ჭდე: დიოგო ჟოტა
დიოგო ჟოტას და მის ძმას შაბათს პორტუში დაკრძალავენ
დიოგო ჟოტას და მის ძმას ანდრე სილვას პორტუს ჩრდილოეთ გარეუბან გონდომარში შაბათს, დილის 10 საათზე დაკრძალავენ. პარასკევ საღამოს ადგილობრივ ეკლესიაში სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება. წესის აგების დრო ზუსტად არ არის ცნობილი, რადგან ავტოკატასტროფაში დაღუპული ფეხბურთელები ესპანეთიდან პორტუგალიაში ჯერ არ ჩაუსვენებიათ. ეს ინფორმაცია გონდომარის მუნიციპალიტეტზე დაყრდნობით გავრცელდა. სწორედ 1921 წელს დაფუძნებულ ამავე სახელწოდების მქონე კლუბში დაიწყო...
ჟოტა ლივერპულში 2027 წლამდე
პორტუგალიელმა დიოგუ ჟოტამ „ლივერპულთან“ კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, მერსისაიდულ კლუბში ის 2027 წლამდე დარჩება. ამ სიახლემ „წითლების“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი აღაფრთოვანა. „შესანიშნავი, შესანიშნავი სიახლეა. მისი უნარები არაჩვეულებრივია. ყველა ხედავს რაოდენი მუხტი მოიტანა გუნდში მოსვლისთანავე. ბევრი გოლი გააქვს, გუნდურადაც კარგად თამაშობს. მისი პრესინგი და კონტრპრესინგი გასაოცარ დონეზეა. ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში და...
კლოპი: წამაკითხეთ სტატია!
„ლივერპული“ ცეცხლს ეთამაშა, მაგრამ მაინც გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. „წითლები“ შინ 2:0 მოგების მერე, ვილიარეალში 0:2-ს აგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში კლასი აჩვენეს და მოკლე მონაკვეთში 3 უპასუხო გოლი გაიტანეს და საბოლოოდ 3:2 მოიგეს. „ლივერპული“ კლოპის ხელში 7 სეზონიდან მე-3 ფინალს ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაში. გერმანელი სპეციალისტი საოცარ შედეგებს აღწევს… მარტო ის რად ღირს, რომ ამ სეზონში...
ჟოტა მხსნელი
„ლივერპული“ აფრიკის თასის გადამკიდე დაბლა დაეშვება და თამაშებს ვერ მოიგებსო… ტყუილი შფოთვა გამოდგა. იურგენ კლოპის გუნდმა ზედიზედ 5 მატჩში გაიმარჯვა, საერთო ჯამში 13:2. ამჯერად „ლესტერს“ 2:0 აჯობა და თან ხარისხიც უმაღლესი იყო – ნაღდი ლივერპულური. ამ პერიოდში, სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰის არყოფნაში, გაიბრწყინა დიოგო ჟოტამ. პორტუგალიელი აქამდეც ფიგურა იყო, ახლა კი უკვე სხვა დონეზე...
პენალტი კი საეჭვო იყო
ახლა პრემიერლიგა დაისვენებს. შემდეგი ტური 8 თებერვალსაა. ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ მაინცდამაინც სანერვიულოდ არ აქვს საქმე — მდევარ „ლივერპულს“ 9 ქულით უსწრებს. თავის მხრივ „ლივერპულიც“ კმაყოფილია: გუშინ, „კრისტალ პალასთან“ 3:1 გაიმარჯვა, პლუს შეხვედრა აქვს მარაგში. „ლივერპულს“ 1 ქულით ჩამორჩება „ჩელსი“, რომელმაც წუხელ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ 2:0 მოგებით პოზიცია გაიმყარა, თუმცა მერსისაიდელებზე ორი, ხოლო „სიტიზე“ ერთი თამაშით მეტი...
ლივერპული არსენალზე ძლიერია და მოუგო
„ლივერპულმა“ „არსენალს“ ლონდონში ეფექტურად მოუგო 2:0. ეს გახლდათ „კარაბაოს თასის“ საპასუხო ნახევარფინალური მატჩი. პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა. სტუმართაგან ორივე გოლი დიოგო ჟოტამ გაიტანა. „არსენალს“ ჯილდოს მოსაგებად ახლა შემდეგ სეზონამდე მოუწევს ლოდინი, რადგან ფეხბურთის ასოციაციის თასიდანაც გავარდნილია — 1/32 ფინალში გამოეთიშა შეჯიბრებას. „კარაბაოს თასზე“ კი ფინალიღა დარჩა: 27 თებერვალს „ლივერპული“ და „ჩელსი“ შეხვდებიან ერთმანეთს. „მეთოფეთა“ მწვრთნელმა...
ჰკითხეთ მაგ მსაჯს, რას ერჩის კლოპს?
„ტოტენჰემმა“ და „ლივერპულმა“ ლონდონში ფრედ ითამაშეს — 2:2. მერსისაიდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მსაჯ პოლ ტიერნის როგორც თამაშის დროს, ასევე მისი დამთავრების შემდეგ შეუტია. არბიტრმა მას ყვითელი ბარათი აჩვენა. მან ყვითელი ბარათი აჩვენა ჰარი კეინსაც, არადა ენდი რობერტსონთან უხეშობის ეპიზოდი შესაძლოა წითელს იმსახურებდა. კლოპი იმანაც გააბრაზა, რომ ტიერნიმ დიოგო ჯოტას წაქცევისთვის „სფურზის“ კარში პენალტი არ დანიშნა....
რონალდუს გოლი არ ჩაუთვალეს, პორტუგალიას 2 ქულა დააკლეს
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ A ჯგუფში დღეს სერბეთი და პორტუგალია 4 ქულით თანაბრად არ იქნებოდნენ, მსაჯებს შეხვედრის წამატებულ წუთებში კრიშტიანუ რონალდუს აშკარა გოლი რომ დაენახათ და ჩაეთვალათ.თამაში დასრულდა 2:2. როდესაც გაცეცხლებული რონალდუ მიხვდა, რომ არბიტრებთან კამათს აზრი არ აქვს, კაპიტნის სამკლავური დააგდო და მოედნიდან გავიდა. ვიდეოჩანაწერსა თუ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ 36 წლის ვარსკვლავის...
პატრისიუ გადარჩა
„ვულვზის” პორტუგალიელი მეკარე რუი პატრისიუ გადარჩა. ის გონზეა და ჯდომაც შეუძლია — ეს ყველაფერი კი მას მერე მოხდა, რაც თანაგუნდელთან სასტიკი შეჯახების შემდეგ ჟანგბადის ბალიში და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 33 წლის პატრისიუ თავისივე გუნდის 28 წლის მცველს კონორ კოუდის „ვულვერჰემპტონისა” და „ლივერპულის” შეხვედრის მიწურულს შეეჯახა. თამაში სტუმრებმა, ლივერპულელებმა მოიგეს – 1:0. ინციდენტის დროს პორტუგალიის ნაკრების...









