Breaking News

დივოკ ორიჯი

ახალი ოლე

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი ფიქრობს, რომ „ლივერპულის“ თავდამსხნელი დივოკ ორიჯი, მისი ყოფილი თანაგუნდელის ანალოგიური ვარიანტია – რასაც აკეთებდა ოლე გუნარ სულშერი ორიჯიც იგივეს იმეორებსო. შეგახსენებთ, ნორვეგიელს 91 გოლიდან 17 თამაშში შეცვლაზე შესულს აქვს გატანილი. ინგლისურად ამას უწოდებენ ,,super sub”-ს, ანუ სუპერშეცვლა, ჩვენებურად – ოქროს სათადარიგო. თამაშში ჩართვის შემდეგ გატანილი გოლებით, ოლემ „მანჩესტერს“ ბევრი…

Read more

კლოპი ექვსს გააგდებსო

„სქაი სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ეჭვით ილაპარაკა. „აქ, ინგლისში, დიდი მითქმა-მოთქმაა იმაზე, თუ ვინ გადავა „მანჩესტერ იუნაიტედში”, „ჩელსიში” და სხვაგან. ჩვენთან, „ლივერპულში”, სრული სიწყნარეა. ეს შეიძლება დარწმუნებით ითქვას. იმისათვის, რომ ამ საკითხზე სერიოზულად ვილაპარაკოთ, საჭიროა აღდგეს ნორმალური ბიზნეს-გარემო. დღეს არ ვიცით, როდის დაბრუნდება მაყურებელი სტადიონზე და ამიტომ, რაიმეზე ლაპარაკი…

Read more

კვირაში 60 ათასი რა სალაპარაკოა

ვირჯილ ვან დაიკი გახდება „ლივერპულის” ისტორიაში ყველაზე დიდხელფასიანი ფეხბურთელი — მისი ჯამაგირი კვირაში 220 000 გირვანქამდე გაიზრდება. როგორც კი იურგენ კლოპის გუნდი პრემიერლიგის ჩემპიონი გახდება, 28 წლის ჰოლანდიელი კლუბთან ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. კონტრაქტის ღირებულებაა 57 მილიონი გირვანქა. ამრიგად, სადაცაა ბოლო მოეღება მითქმა-მოთქმას იმის თაობაზე, რომ ვან დაიკი შეიძლება „პარი სენ ჟერმენში” გადავიდეს. უმდიდრესმა ფრანგულმა…

Read more

ლივერპულის უცნაური გოლი (ვიდეო)

პრემიერლიგის მე-14 ტურში მერსისაიდური დერბი ანუ „ლივერპულისა” და „ევერტონის” შეხვედრა ყველაზე კარგი სანახავი ალბათ არ იყო, მაგრამ ყველაზე კურიოზული გოლი, თან „პრემიერლიგურად”, მსაჯის წამატებული დროის თითქმის ბოლო წამზე, სწორედ აქ გავიდა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ინგლისის ჩემპიონატი რაგინდ გადაივსოს უცხოელი ფეხბურთელებით, თავის ეშხსა და თვისებებს არ კარგავს. ანგარიში 0:0 იყო, როდესაც საჯარიმო მოედნის მისადგომებიდან …

Read more