გრემ პოტერის გუნდში მუშაობის დროს, „ჩელსის“ ფეხბურთელების რაოდენობის პრობლემა გაუჩნდა. როდესაც „ჩელსიში“ ტრავმების პრობლემა მოგვარდა, მოთამაშეთა რაოდენობა ზოგჯერ 33-40-საც აღწევდა. ამისდაკვალად, ლონდონელებს გასახდელის ხელახალი აღჭურვა მოუწიათ, რათა ადგილების რაოდენობა გაეზარდათ. ამ მომენტამდე, ზოგიერთი ფეხბურთელი იძულებული გახდა დერეფანში გამოეცვალა ტანისამოსი და გუნდის კრების დროს იატაკზე დამჯდარიყო. „ჩელსიმ“ 2 აპრილს გამოაცხადა პოტერის გუნდის მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ....
ჭდე: გრემ პოტერი
ეს არ დასრულდება…
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი „სქაი სპორტსის“ ანალიტიკოსმა პოლ მერსონმა ლონდონის „ჩელსის“ კრიზისზე ისაუბრა. კლუბმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დაახლოებით 300 მილიონი გირვანქა დახარჯა, მაგრამ ახალი მთავარი მწვრთნელის, გრემ პოტერის დანიშვნის შემდეგ, 25 შეხვედრიდან მხოლოდ ცხრაჯერ მოიგო. „არ მგონია, ეს დასრულდეს. მათ ინდივიდუალისტების მთელი სატვირთო მანქანა იყიდეს, მაგრამ გუნდისთვის არავინ. მხოლოდ დრიბლიორები. დაივიწყეთ ენცო ფერნანდესი,...
გრემ პოტერი და თავში სახლელი ქვა
პრემიერლიგის ტიტულზე ფიქრს თავი დაანებეთ. როგორც ჩანს, „ჩელსის“ ამოცანა ამ სეზონში ოთხეულში დამკვიდრება და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშია. 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის თომას ტუხელის გუნდმა თავისი უგერგილო სვლა განაგრძო — ბრაიტონში 1:1 ითამაშა. 28-ე წუთზე ჰაკიმ ზიეშის გოლმა დასავლეთ ლონდონელები დააწინაურა, მაგრამ მე-60 წუთზე ადამ ვებსტერმა მძლავრი თავურით გაქვითა ანგარიში. „ჩელსის“ თამაშის სცენარი...
პოჩეტინო ტოტენჰემში დაბრუნდება?
ვერ გეტყვით, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დროს ავსებენ თუ რა ხდება, მაგრამ ინგლისური პრესა წერს, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავმჯდომარე დენიელ ლევი მაურისიო პოჩეტინოს დაუკავშირდა და დაბრუნება სთხოვა. ამბობენ, არგენტინელი ჩრდილოეთ ლონდონში მართლა რომ დაბრუნდეს, ნუ გაგიკვირდებათო. საყვარელი მწვრთნელის ხელმეორედ მიყვანა „სფურზის” თავმჯდომარეს ჰარი კეინის დასატოვებლადაც უნდა. შეგახსენებთ, რომ პოჩეტინო „ტოტენჰემიდან” 2019 წლის ნოემბერში, ხუთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ...



