„ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგაში „გლაზგო რეინჯერსს” 3:0 მოუგო. იტალიური კლუბის მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი დაასვენა, პიოტრ ჟელინსკი და ირვინგ ლოსანო კი მხოლოდ ბოლო წუთებში დატვირთა. „აძურის” მწვრთნელმა მატჩის შემდეგ თქვა: „დღეს ვათამაშე ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც კვირას „რომასთან” არ უთამაშიათ, მაგრამ მანამდე ბევრ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შესაძლოა სხვა გუნდებში როდესაც მატჩის...
ჭდე: გლაზგო რეინჯერსი
სპალეტი: ჩვენი ქალაქი მოედანზე უნდა ვაჩვენოთ
დღეს „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში „გლაზგო რეინჯერსს” მასპინძლობს. ოფიციალური პრეს-კონფერენციის შემდეგ ნეაპოლელთა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „სქაი სპორტს”, სადაც თქვა: „სიამაყით ვივსებით იმის გამო, რომ გულშემატკივართა გულები მოვინადირეთ და ხალხი ტრიბუნებზე დავაბრუნეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქომაგები ჩვენს შრომას აფასებენ, რაც ყველაზე მეტად გვიხარია. მთავარი ის კი არ არის,...
ხვიჩას მონადირებული პენალტი, 90 წუთი და ნაპოლის 3:0
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” გლაზგოში „რეინჯერსს” 3:0 მოუგო. ეს იყო შეხვედრა, რომელშიც იტალიურმა გუნდმა შოტლანდიურს სამი პენალტი დაურტყა, რომელთაგან ორი ვერ გაუტანა. შეხვედრას სჯიდა ესპანელი ანტონიო მატეუ ლაოსი, რომელმაც სამივე თერთმეტმეტრიანი სწორად დანიშნა. მეორე პენალტი პირველის გამეორება იყო. როდესაც პიოტრ ჟელინსკიმ პირველად დაარტყა და 40 წლის ალან მაკგრეგორმა მოიგერია, მსაჯმა შეამჩნია, რომ „ნაპოლის” ერთ-ერთი ფეხბურთელიც ადრე...
უფრთხიან კვარას და აპირებენ მოგებას
დღეს ჩემპიონთა ლიგაში „რეინჯერსი” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. გლაზგოელთა მწვრთნელმა ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ შეხვედრაში მის განკარგულებაში არ იქნება 35 წლის მეკარე ჯონ მაკლაფლინი და მის ნაცვლად ძელებს შორის 40 წლის ალან მაკგრეგორი იდგება. იმ „რეინჯერსიდან”, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ბოლოს ანუ 2009 წელს ითამაშა, გუნდში მხოლოდ მაკგრეგორი და 37 წლის ნახევარმცველი...
დედოფლის ნეშტი შოტლანდიას სწორედ სამშაბათ საღამოს დატოვებს
ჩემპიონთა ლიგაში „რეინჯერსისა” და „ნაპოლის” შეხვედრა, რომელიც სამშაბათს, 13 სექტემბერს უნდა გამართულიყო, ოთხშაბათს, 14 სექტემბერს გაიმართება. მიზეზი: გლაზგოში პოლიცია დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო დაკავებულია, ხალხი არ ჰყოფნის. უეფასთან შეთანხმებით დადგინდა, რომ მატჩს არ დაესწრებიან სტუმარი გუნდის გულშემატკივრები. სამართლიანობის დასაცავად ნეაპოლში, საპასუხო მატჩს არ დაესწრებიან შოტლანდიელები. „რეინჯერსის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კლუბს...
დედოფლის გარდაცვალება ნაპოლის კალენდარს ეხება
დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალებამ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩის „რეინჯერსი”-„ნაპოლის” ჩატარება ეჭვქვეშ დააყენა. წესით შეხვედრა 13 სექტემბერს გლაზგოში უნდა გაიმართოს, მაგრამ შოტლანდიურმა კლუბმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები უეფასთან შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით. „ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ დიდი ბრიტანეთისთვის ამ რთულ დროს შეიქმნა და ჯერაც არსებობს გაურკვევლობა მომავალ კვირაში გულშემატკივართა მგზავრობასა და...
ურტყეს ერთმანეთს
სევილიაში ევროთასის ფინალის წინ „რეინჯერსის” და „ფრანკფურტის” ფანებმა იჩხუბეს. გულშემატკივართა ორმა დიდმა ჯგუფმა ადგილობრივი მოსახლეობა გვარიანად შეაშინა. ისინი ერთმანეთს კაფე-ბარების სკამებს და სხვა ნივთებს ესროდნენ. როგორც ჩანს, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნასროლმა საგანმა ერთ-ერთ გერმანელს თავთან ჩაუფრინა; რომ არ დახრილიყო, დაზარალდებოდა. შემდეგ, „რეინჯერსის” მავან გულშემატკივარს ვიღაც გერმანელმა სახეში გაარტყა. წაქცეულს სხვებიც შემოეჯარნენ და გონების დაკარგვამდე...
რემზიმ ევროლიგა ფრანკფურტს უსახსოვრა
„რეინჯერსის” ბრწყინვალე ევროსეზონი გულის ტკენით დამთავრდა: არონ რემზის პენალტების სერიაში ხელი მოეცარა, გადამწყვეტი დარტყმა ვერ გაიტანა და ევროლიგის თასი ფრანკფურტის „აინტრახტმა” მოიგო. არადა, უელსელი გლაზგოს გუნდმა „იუვენტუსისგან” დიდი გამარჯვებებისთვის შეიძინა. აქამდე, 1980 წელს, ფრანკფურტელებს უეფას თასი ჰქონდათ მოპოვებული. ფინალი, რომელიც სევილიაში გაიმართა 1:1 დამთავრდა. როდესაც 57-ე წუთზე ნიგერიელმა ჯო არიბომ ანგარიში გახსნა, „რეინჯერსის” ქომაგებს იმედი...
ბომბარდირი და ომი
ეს 52 წლის ოლეგ სალენკოა, უკრაინელი, რომელმაც რუსეთის ნაკრებში ითამაშა და 1994 წლის მონდიალზე კამერუნს 5 გოლი გაუტანა. თანაბომბარდირი გახდა ხრისტო სტოიჩკოვთან ერთად. სალენკო სანკტ-პეტერბურგში დაიბადა, თავიდან „ზენიტში“ თამაშობდა, საიდანაც კიევის „დინამოში“ გადავიდა და სახელიც იქ გაითქვა. რუსეთის ნაკრებში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა… მანამდე ერთი მატჩი უკრაინის ნაკრებშიც ითამაშა. იყო „ვალენსიაში“,...








