Breaking News

გენტი

მეცი ჩაიშალა, ახლა უოტფორდი…

ბელგიური „გენტის“ შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, შესაძლოა, ინგლისის ჩემპიონშიფის „უოტფორდში“ იჯარით გადავიდეს. „გორგი ჩაკვეტაძის „მეცში“ ტრანსფერი ფრანგული გუნდის ტექნიკური შტაბის ყოყმანის გამო ჩაიშალა. ჩაკვტაძემ ინგლისში, „უოტფორდში“ გადაწყვიტა თამაში, გარიგება კონტრაქტის გამოსყიდვის პერსპექტივას ითვალისწინებს. „გენტთან“ შეთანხმება უკვე მიღწეულია, გიორგი  ამჟამად ლონდონშია და დიდი ალბათობით მომავალ სეზონში ჩემპიონშიფის „უოტფორდში“ ითამაშებს“, – წერენ ჩვენი ინგლისელი კოლეგები სოციალურ ქსელში.

Read more

ჩაკვეტაძე გენტს მოშორდა

ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების ფონზე სასიამოვნო ინფორმაციაც ვრცელდება – გიორგი ჩაკვეტაძე გერმანულ „ჰამბურგში“ ითამაშებს. ბელგიურმა „გენტმა“ ჩვენებური სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი და იმედი ტრავმის შემდეგ „გენტში“ საერთოდ ჩაიკარგა. ეგ კი არა, ბოლო დროს მწვრთნელი უკვე საერთოდ აღარ ენდობოდა და გამოჯანმრთელების მიუხედავად განაცხადშიც ვეღარ ხვდებოდა. სათამაშო პრაქტიკა კი ფეხბურთელისთვის აუცილებელია….

Read more

ქართველების ნაადრევი სიხარული

გუშინ გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას ბელგიური “გენტი” ფაქტობრივად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დავიგულეთ, მაგრამ ჩვენი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. მოვყვეთ თავიდან: ბელგიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობამ ჩემპიონატის დასრულებულად გამოცხადების რეკომენდაცია გასცა. ახლა გენერალური ასამბლეის დასტურია საჭირო, რაც “ბრიუგეს” ჩემპიონობას უდრის, “გენტს” კი ვერცხლის მედლები გადაეცემა. ეს ბელგიელთა შიდა სამზარეულოა, მაგრამ უეფას რეაქცია მყისიერი იყო: ევროპული…

Read more

ჩაკვეტაძე და ქვილითაია ჩემპიონთა ლიგაში

ბელგიის ჩემპიონატი დამთავრდა – გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გენტი ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს… ასე გადაწყვიტეს კორონავირუსის გამო. უეფა ევროტურნირებზე არ დაუშვებს იმ ქვეყნის კლუბებს, რომელი ქვეყნებიც ჩემპიონატში ადგილებს არ გადაანაწილებენ, არც ჩემპიონს გამოავლენენ, არ მეორეადგილოსანს და ასე შემდეგ… ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია კი დიდი ალბათობით, უახლეოს დღეებში ჩემპიონად გამოაცხადებს ლიდერ ბრიუგეს, ხოლო მეორეადგილოსნად გენტს აღიარებს, რაც…

Read more

მეხელენი ევროპიდან მოკვეთეს

შავი ჭირი – სახელწოდებით გარიგებული მატჩები მარტო ქართული ფეხბურთის თავისტკივილი როდია. არც ისე შორეულ წარსულში იყო მამაძაღლობაში ტურინის „იუვენტუსი“ რომ ამხილეს და სერია B-ში დააქვეითეს. საფეხბურთო ევროპაში ჩაწყობილი შეხვედრების მონაწილე სხვა არაერთი გუნდიც გამხდარა. მორიგი ნაღმი კი ბელგიაში აფეთქდა. თან საქმე არა დაბალ დივიზიონში მყოფ უცნობ-უსახელო გუნდს, ქვეყნის თასის მფლობელ „მეხელენს“ ეხება, რომელიც რა გასაკვირია,…

Read more

გიორგი ჩაკვეტაძე: ყაზახეთთან გოლმა გოლი შემაყვარა

გიორგი ჩაკვეტაძე მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ ერთი დიდი საქმე უკვე გააკეთა: ვერის (კიროვყოფილი) პარკში, ბუკიას ბაღის საჭადრაკო მაგიდებთან, თბილისური ეზოების და სოფლის ბირჟებზე წლების წინ მინავლულ დისკუსიებს ქართული ფეხბურთის შესახებ დიდი ცეცხლი შეუნთო. მორიდებული სახის და მანერების ახალგაზრდამ ისევ დააბრუნა საქართველოში იმ ფეხბურთზე საუბრის ხალისი, რომელსაც პაიჭაძე, ბასა, მესხი, ყიფიანი და სხვები თამაშობდნენ. ჩაკვეტაძის დრიბლინგებმა,…

Read more