„ლივერპულმა’’ პრემიერლიგაში მორიგი თამაში წააგო, გულდასაწყვეტი მარცხი იწვნია ბრენტფორდში ― 2:3. მასპინძლები დანგო უტარას (5-ე წთ) და კევინ შადეს (45-ე წთ) გოლებით დაწინაურდნენ – 2:0. შესვენებამდე, 45+5 წუთზე მილოშ კერკეზმა სხვაობა შეამცირა. 60-ე წუთზე იგორ ტიაგომ პენალტით მასპინძელთა მესამე გოლი მესამე შეაგდო, 89-ე წუთზე კი მო სალაჰმა მრისხანე მერსისაიდელებს ოდნავ მოწმინდა პირი. ქართველ გულშემატკივარს უპირველეს...
ჭდე: ბრენტფორდი
ლივერპულის დიდ მეტოქე-კაპიტანს პლუს ხუთი სხვა კაპიტანი
დღეს „ლივერპულს’’ ყოფილი კაპიტანი, 35 წლის ჯორდან ჰენდერსონი დაუპირისპირდება ― მან „ენფილდი’’ 2023 წელს დატოვა, ჯერ საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ეტიფაქში’’, შემდეგ „აიაქსში’’ ბოლოს კი „ბრენტფორდში’’ გადავიდა. ჰენდერსონი ერთადერთი კაპიტანია, რომლის ხელშიც „ლივერპულმა’’ ექვსი სხვადასხვა ჯილდო მოიგო. ამ საღამოს სწორედ „ბრენტფორდი’’ და „ლივერპული’’ ხვდებიან ერთმანეთს. „წითლებმა’’ ოთხშაბათს სტუმრად მოუგეს „ფრანკფურტს’’ 5:1, რითაც ზედიზედ მეხუთე მარცხს გადაურჩნენ....
ჟორჟის ყიდვა ბრენტფორდსაც მოუნდა
„ლიონის’’ გულშემატკივრები სუნთქვაშეკრულები ელოდებიან სატრანსფერო ბაზრის დახურვას. მათმა გუნდმა ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო, ორი თამაშიდან ორი მოიგო და ეს დიდწილად ჟორჟ მიქაუტაძისა და მალიკ ფოფანას ძალისხმევით შეძლო, მაგრამ მაინცდამაინც ამ ორი ფეხბურთელის მომავალია ბუნდოვანი. შეგახსენებთ, რომ ვითარება მას მერე აირია, რაც ბელგიელმა ფოფანამ გამოაცხადა, რომ ამ ზაფხულს აღარსად უნდა წასვლა, რადგან მისთვის შესაფერისი კლუბი ვერ...
დაბრუნდა !!!
რვათვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, დანიელი ვარსკვლავი, კრისტიან ერიკსენი მოედანს დაუბრუნდა. ორშაბათს, მის 30-ე დაბადების დღეს დაემთხვა, მან ახალი კლუბის, „ბრენტფორდის“ მაისურით პირველად ითამაშა ამხანაგურ მატჩში „საუთჰენდ იუნაიტედის“ წინააღმდეგ. სუსხიან, წვიმიან ამინდში მასპინძლებმა 3:2 მოიგეს და ერთი გოლი ერიკსენის პასით გავიდა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, დანიელი შუახაზელი საკმაოდ დატვირთული იყო მოედნის ცენტრში. ბევრს მოძრაობდა და...
კეთილი ამბავი – ერიკსენი დაბრუნდა
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის ყველაზე კეთილი ამბავი კრისტიან ერიკსენის ფეხბურთში დაბრუნება იყო. მასთან პრემიერლიგის „ბრენტფორდმა“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე უკვე ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. 29 წლის დანიელი ფეხბურთში, ევრო 2020-ზე მომხდარი საშინელი ისტორიიდან შვიდი თვის თავზე ბრუნდება. მაშინ, ფინეთთან მატჩის პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, დანიის ნაკრების ნახევარმცველი გაითიშა და მინდორზე დაეცა. როგორც შემდეგ...
გაბრაზებული რონალდუ ბრენტფორდის წინააღმდეგ
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბრენტფორდს“ სტუმრად 3:1 მოუგო, კრიშტიანუ რონალდუ კი თამაშის დასრულებამდე 19 წუთით ადრე ჰარი მაგუაირით შეცვალეს. შეცვლამ პორტუგალიელი გააღიზიანა, რაც გასვლასა და სკამზე ქურთუკის დაგდებაზე შეეტყო. 71-ე წუთზე რალფ რანგნიკმა ერთბაშად ორი მოთამაშე გაიყვანა მოედნიდან. მეორე ცვლილება ასეთი გახლდათ: მარკუს რეშფორდი მეისონ გრინვუდის ნაცვლად. „სანმა“ ყურადღება გაამახვილა, რომ გერმანელი მწვრთნელი რონალდუსთან ჩახუტებას ცდილობდა, მაგრამ...
შედეგი კარგია, თამაში – ჯერ არა.
„ლივერპულმა“ „ბრენტფორდს“ 3:0 მოუგო. ეს იყო ძალიან საჭირო შედეგი, მაგრამ არ იყო ის თამაში, რომელიც მერსისაიდელებს „მანჩესტერ სიტის“ გაუტოლებს. ინგლისურ პრესაში წერენ, რომ „წითლებს“ პეპ გვარდიოლას გუნდის დასაწევად სეზონის დარჩენილ პერიოდში თითქმის იდეალური ფეხბურთის თამაში დასჭირდებათ. „სიტი“ ხომ ის გუნდია, რომელმაც ზედიზედ 12 თამაში მოიგო და მისი „ტახტიდან ჩამოგდება“ იოლი საქმე არ არის. თუმცა ისიცაა,...
სიტის ახალ წლამდე მაინც დაეცადა და ჩემპიონი მერე გამხდარიყოო
პრემიერლიგაში ჯერ სეზონის შუაა, მაგრამ ინგლისურ მედიაში უკვე მეტისმეტად თამამ განცხადებებს აკეთებენ. როგორ მოგწონთ მაგალითად წინადადება: „მანჩესტერ სიტის“ ახალ წლამდე მაინც მოეთმინა და ჩემპიონი მერე გამხდარიყო. ვითომ მართლა ასეა საქმე? „ქალაქელებმა“ „ბრენტფორდს“ სტუმრად 1:0 მოუგეს. ეს მათი ზედიზედ მეათე გამარჯვება იყო, მაგრამ როგორც მიმომხილველები წერენ, ამაზე მნიშვნელოვანი 24 საათით ადრე „ლესტერთან“ „ლივერპულის“ დამარცხება იყო. ახლა...
მეასე გოლი პრემიერლიგაში
მო სალაჰმა პრემიერლიგაში მე-100 გოლი გაიტანა. ეგვიპტელს საამისოდ გასაოცრად ცოტა დრო (2017-2021) დასჭირდა. ის გახდა „ლივერპულის“ მე-13 ფეხბურთელი ვინც ეს შეძლო. საოცარია, რომ ეს საზეიმო ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც მერსისაიდელთა გუნდი კარგ ფორმაში არ იყო, დაცვაში უხეშად ცდებოდა. და მაინც, „ლივერპული“ მარტიდან მოყოლებული აგერ უკვე 16 მატჩია, რაც ინგლისის პირველობაზე არ დამარცხებულა. „ბრენტფორდისა“ და „ლივერპულის“...
კოვიდი არსენალის წინააღმდეგ
„არსენალმა“ დაადასტურა, რომ ერთი კვირის წინ, პრემიერლიგის პირველ ტურში, თავდამსხმელები პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ალექსამდრ ლაკაზეტი covid 19-ის გამო ვერ ათამაშა. ობამეიანგი და ლაკაზეტი ბოლო წამს ვეღარ მოხვდნენ შემადგენლობაში. „მეთოფეებმა“ წააგეს 0:2, რასაც არავინ ელოდა. კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კოვიდი შეეყარათ მეკარე ალექს რუნარსონსა და გამთამაშებელ ვილიანსაც. ხსენებული ოთხეულიდან ჯერჯერობით მხოლოდ ობამეიანგი გამოჯანმრთელდა და...









