„ლივერპულმა’’ პრემიერლიგაში მორიგი შეხვედრა წააგო, ამჯერად „ბრაიტონთან’’ დამარცხდა – 1:2. Liverpool Echo წერს, რომ ეს იყო მატჩი, რომელშიც ორივე გუნდი ხშირად ცდებოდა. ბრაიტონელებისგან ორივე გოლი, თითო ტაიმში თითო, დენი უელბეკმა გაიტანა, შუაში კი მილოშ კერკეზმა ანგარიში გაათანაბრა. ეს მარცხი იმას ნიშნავს, რომ არნე სლოტის გუნდი შეიძლება ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში ვერ მოხვდეს. მერსისაიდელთა ქართველ მეკარეს…
„მანჩესტერ სიტიმ’’ „ბრაიტონთან’’ 1:2 წააგო. ეს იყო გუნდის ზედიზედ მეოთხე მარცხი. მანჩესტერელთა მწვრთნელს პეპ გვარდიოლას ასეთი რამ კარიერაში პირველად დაემართა ― ზედიზედ ოთხი მარცხი 898 მატჩიან კარიერაში აქამდე არ განუცდია. თავიდან „სიტი’’ იგებდა, ნორვეგიელმა ერლინგ ჰოლანდმა პირველ ტაიმში ბურთი მასპინძელთა კარში ფაქტობრივად შეტენა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ „ქალაქელები’’ ნავსს გაწყვეტდნენ, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ჟოაო პდრომ…
ოდესღაც ძლევამოსილი „მანჩესტერ იუნაიტედი” უცნაური ამბების პოლიგონად იქცა. დავიწყოთ იმით, რომ ლეგენდარული მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ, კლუბმა რამდენი თავკაციც გამოიცვალა, იმდენს მოეცარა ხელი. აგერ, გუშინაც, ერიკ ტენ ჰაგმა „ოლდ ტრეფორდზე” თავისი მოღვაწეობა „ბრაიტონთან” 1:2 წაგებით დაიწყო და მატჩის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე თქვა, საქმეების ერთ დღეში გამოსწორებას ნურავინ ელითო. ტრიბუნაზე კი მაყურებელმა იჩხუბა. თან, მანჩესტერელები ბრაიტონელებს…
კრიშტიანუ რონალდუმ „ბრაიტონთან“ (2:0) ჩინებულად ითამაშა — ექვსმატჩიან უგოლო პერიოდს წერტილი დაუსვა და რომ გამართლებოდა ჰეთ-თრიკის შესრულებაც კი შეეძლო. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეორე გოლი ბრუნო ფერნანდეშმა 90+6 წუთზე გაიტანა. მანკუნიანელთა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ 37 წლის ვეტერანს ასე უკვე კვირებია არ უთამაშია: „ეს იყო საუცხოო გოლი. არა მარტო მნიშვნელოვანი, არამედ საუცხოოც“. ახლა „იუნაიტედს“…
პრემიერლიგის ტიტულზე ფიქრს თავი დაანებეთ. როგორც ჩანს, „ჩელსის“ ამოცანა ამ სეზონში ოთხეულში დამკვიდრება და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშია. 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის თომას ტუხელის გუნდმა თავისი უგერგილო სვლა განაგრძო — ბრაიტონში 1:1 ითამაშა. 28-ე წუთზე ჰაკიმ ზიეშის გოლმა დასავლეთ ლონდონელები დააწინაურა, მაგრამ მე-60 წუთზე ადამ ვებსტერმა მძლავრი თავურით გაქვითა ანგარიში. „ჩელსის“ თამაშის სცენარი…
თომას ტუხელის აზრით, როდესაც გუნდში ამდენი კოვიდინფიცირებული და დაშავებულია, ჩემპიონობაზე ფიქრი დიდი გულუბრყვილობაა. შინ, „ბრაიტონთან“ ნათამაშევი 1:1-ს გამო „ლურჯებმა“ ბურთი და მოედანი „მანჩესტერ სიტის“ დაუთმეს. არადა, რომელუ ლუკაკუს მიერ 28-ე წუთზე გატანილი გოლით ლონდონელები იგებდნენ. მათ სამწუხაროდ, დენი ველბეკმა 90+1 წუთზე გაქვითა. თუმცა, ტუხელის გუნდისთვის ყველაზე დიდი დარტყმა მაინც რის ჯეიმსის ტრავმა იყო. მან პირველ…
„ლივერპულში” რაღაც გაიბზარა: იურგენ კლოპის გუნდს აგერ უკვე ოთხი მატჩია, შინ არ მოუგია; 348 წუთია, „ენფილდზე” გოლი არ გაუტანია; წუხელ, „ბრაიტონთან” 0:1 წააგო და კვირას „მანჩესტერ სიტის” უნდა უმასპინძლოს. ჩემპიონს ტიტულისთვის ბრძოლა სულ მეტად და მეტად უჭირს. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ გუნდი უმნიშვნელოვანეს ქულებს მაინცდამაინც თავის ლეგენდარულ სტადიონზე კარგავს. აქ, ალბათ ყველას ერთი…
ინგლისში ხუმრობენ, გარეთ ბეილი სუპერვარსკვლავიდან სუპერსათადარიგოდ იქცაო. ორიოდ კვირის წინ, როდესაც უელსელი „რეალიდან” „სფურზში” დაბრუნების შემდეგ პირველად შევიდა მოედანზე, ასეთი რამ არავის უთქვამს. იმ დღეს ეფექტური დაბრუნების ოცნება კოშმარად იქცა: „ტოტენჰემი” „ვესტ ჰემს” 3:0-ს უგებდა და თამაში 3:3 დასრულდა. „ბრაიტონთან” შეხვედრაში კი ბეილი მოედანზე 70-ე წუთზე, ერიკ ლამელას ნაცვლად შევიდა, როდესაც ანგარიში იყო 1:1 და…
„ანტვერპენთან” 0:1 წაგების შემდეგ, ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ შესვენებაზე „ტოტენჰემის” ყველა ფეხბურთელის შეცვლა უნდოდა. განრისხებულმა პორტუგალიელმა, ბელგიიდან დაბრუნების შემდეგ დღეს, დილის 11 საათზე, ბაზაზე დაიბარა მთელი გუნდი. მართალია, მოურინიუს პირველი ტაიმის შემდეგ მთელი გუნდის შეცვლა უნდოდა, მაგრამ ეს შეუძლებელია და ამიტომ ოთხი ცვლილებით დაკმაყოფილდა. გამოცვლილთა შორის იყო გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავი დელე ალი. შესვენებისას „სფურზი” უკვე…
„მირორი” წერს, რომ პრემიერლიგის ექვსი კლუბი ორშაბათს კოლეგებს კატეგორიულად გამოუცხადებს: გააუქმეთ პრემიერლიგიდან გავარდნა და ჩვენ შეწყვეტილ ჩემპიონატს ჩაგამთავრებინებთ! „ნორვიჩი”, „უოტფორდი”, „ასტონ ვილა”, „ბორნმუთი”, „ვესტ ჰემი” და „ბრაიტონი” ნეიტრალურ მოედნებზე თამაშს იმ შემთხვევაში დაყაბულდებიან, თუ გავადნა აღარ იქნება. ისინი პრემიერლიგის კლუბთა ორშაბათის ვიდეოკონფერენციაში სწორედ ამ მოთხოვნით მიიღებენ მონაწილეობას. ჩამოთვლილ კლუბთაგან ერთ-ერთის მაღალჩინოსანმა „მირორს” განუმარტა: „ყველა თავისი ინტერესებიდან…
ინგლისური პრემიერლიგის ექვსი კლუბის პოზიციამ, შესაძლოა, ჩემპიონატის განახლებას საფრთხე შეუქმნას. მოგეხსენებათ, გასულ პარასკევს გაიმართა ვიდეოკონფერენცია და ოცივე კლუბმა მხარი დაუჭირა სეზონის განახლებას. იქვე დაითქვა, რომ დარჩენილი შეხვედრები 8 ან 10 ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება. ბრიტანელმა ჟურნალისტებმა მოიკვლიეს ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება არც თუ ერთსულოვანი იყო. ადგილი აქვს ერთგვარ ბუნტს ცხრილის ფსკერზე მყოფი კლუბების მხრიდან. „ბრაიტონი“, „უოტფორდი“, „ვესტ…
ინგლისური „ლიდსის“ 5 წლის ქომაგმა დენიელ ოტენმა წერილი მისწერა „ბრაიტონის“ პრეზიდენტს და სთხოვა, მის საყვარელ გუნდში დატოვოს 22 წლის მცველი ბენ უაიტი, რომლის იჯარასაც სეზონის ბოლოს გასდის ვადა. „პატივცემულო პრეზიდენტო, მე 5 წლის ვარ და „ლიდსს“ ვქომაგობ. ამ წერილს გწერთ, რომ მოგითხროთ თქვენს ფეხბურთელზე, რომელიც ჩვენს გუნდში თამაშობს. ის ჩემი საყვარელი ფეხბურთელია და ბენი უაიტი…
არა და არ დაადგა საშველი „არსენალის” კრიზისს. გუშინ, „ემირეით სთედიუმზე” „მეთოფეებმა” „ბრაიტონთან” წააგეს 1:2 და ეს გერმანელი ვეტერანისთვის, მესუთ იოზილისთვის, ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ყველაზე მძაფრად მან გამოხატა თავისი სიბრაზე. ამ თამაშამდე „არსენალს” ზედიზედ რვა შეხვედრა არ ჰოქონდა მოგებული. „ბრაიტონმა” კი, როგორც გითხარით, ჩრდილოლონდონელებს მორიგი წარუმატებლობის დღე გაუთენა. ანგარიში ბრაიტონელმა ადამ ვებსტერმა გახსნა, რასაც არგენტინელმა „მეთოფემ”…
პეპ გვარდიოლა გაბრაზდა, რადგან „მანჩესტერ სიტისა” და „კარდიფ სიტის” პრემიერლიგური შეხვედრა კალენდარში „ბრაიტონთან” ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალზე სულ რაღაც სამი დღით ადრე ჩაუსვეს. თავდაპირველი გეგმით ასე იყო: „სიტის” უელსელებთან 6 აპრილს უნდა ეთამაშა. ეს მატჩი ინგლისის ჩემპიონისთვის იოლი გასეირნება ნამდვილად არ იქნებოდა (და არც იქნება), რადგან „კარდიფ სიტი” პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. ამასობაში მოხდა ისე, რომ…
„ლივერპულმა” „ბრაიტონს” 1:0 მოუგო, მერსისაიდელთა ძველმა ვარსკვლავმა სტივ მაკმანამანმა კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჯეიმს მილნერი დაასახელა და საამისოდ ძალიან უცნაური მიზეზი დაასახელა. მაკმანამანი BT Sport-ზე თანა-კომენტატორი გახლდათ, როდესაც „ლივერპულმა” „ბრაიტონთან” უსახური ფეხბურთი ითამაშა. თუმცა, „წითლებმა” მოჰამედ სალაჰის მიერ გატანილი გოლის წყალობით მაინც გაიმარჯვეს. თავისი ყოფილი გუნდის შემყურე მაკმანამანმა თქვა, ფეხბურთელები არაფრისმეტყველები იყვნენ, მაგრამ საუკეთესოდ მილნერს…
„კრისტალ პალასის” ფანებს პოლიციამ მრავალრიცხოვანი დაცვა დაუყენა და ასე ესკორტით მიაცილა ქალაქ ბრაიტონ ენდ ჰოუვის „ფელმერ სტედიუმამდე” (იგივე „ამერიკან ექსპრესის” სტადიონი), სადაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე მასპინძელმა „ბრაიტონმა” მათ გუნდს 2:1 მოუგო. მიზეზი: ნოემბერში, როდესაც ეს გუნდები პრემიერლიგის შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, არეულობა მოხდა. ბევრი ბილეთიანი გულშემატკივარი ვერ შევიდა სარბიელზე. მერე სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ტურნიკეტები…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes