ვარშავაში დასრულებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ ჯამში ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. წუხელ 86 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში სანდრო ამინაშვილი რუს არტურ ნაიფონოვს დაეჭიდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. მანამდე ამინაშვილს იტალიელი სიმონე იანატონი (11:0), პოლონელი სებასტიენ იეზერანსკის (5:1) და ბელარუსი ალი შაბანაუ (3:2) დაემარცხებინა. ბექა ლომთაძე (61კგ)...
ჭდე: ბექა ლომთაძე
ორი თავისუფალი ბრინჯაო
ვარშავაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ უკვე მოიპოვა ორი ბრინჯაოს მედალი და კიდევ ოთხი მედლის შანსი აქვს. 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნიკა კენჭაძემ მესამე ადგილისთვის სომეხი არმან ავაგიანს 47 წამში ხუთი ორქულიანი გდება გაუკეთა და ბრინჯაო ირგუნა. ელიზბარ ოდიკაძე (97) კი, ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ შამილ ზუბაიროვს დაეჭიდა და სუფთა გამარჯვება მოიპოვა. დღესვე...
მოჭიდავეები ხალიჩას უბრუნდებიან
ძიუდოისტების შემდეგ საქმეში მოჭიდავეებიც ჩაერთვებიან და საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ანრი დელანის სახელობის 47-ე საერთაშორისო გრან-პრიზე მიიღებენ მონაწილეობას. სულ ხალიჩაზე 23 ქვეყნის 300-ზე მეტი ათლეტი გავა. ქართველი მოჭიდავეები თითქმის წელიწადია ოფიციალურ ტურნირებში არ გვიხილავს, ამდენად საინტერესოა როგორ ფორმაშია ჩვენი გუნდი. საინტერესოა, რომ ტურნირი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. თუ აქამდე ერთი სახეობა რამდენიმე დღეზე იყო გაწერილი, ახლა ყველაფერი...


