ლისაბონში სკანდალი ატყდა. „ბენფიკასა’’ და „რეალის’’ შეხვედრაში მადრიდელების ბრაზილიელ ვარსკვლავს ვინისიუს ჟუნიორს სავარაუდოდ რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის პირველი შეხვედრა, რომელიც სტუმრებმა ვინისიუსის გოლით 1:0 მოიგეს. მადრიდელმა გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში, 50-ე წუთზე გაიტანა. მან ოსტატურად ითამაშა და შემდეგ გოლი იზეიმა, მაგრამ მსაჯის აზრით გამოხატვაში გადააჭარბა და ყვითელი ბარათით დასაჯა. როდესაც...
ჭდე: ბენფიკა
ქოჩორას სპორტინგმა სუპერთასი წააგო
პორტუგალიის სუპერთასი „ესტადიო ალგრავეზე’’ გაიმართა. „ბენფიკამ’’ გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგს’’ 1:0 მოუგო. როგორც A Bola წერს, პირველ ტაიმში „სპორტინგი’’ უფრო მოწესრიგებული ჩანდა და სივრცეებს უკეთ იყენებდა, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ შექმნა: ანატოლი ტრუბინის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, ისიც სუსტად. შესვენების შემდეგ ინიციატივა „ბენფიკასკენ’’ გადავიდა. „სპორტინგის’’ დაცვაში ნაპრალები გამოიკვეთა და 50-ე წუთზე ვანგელის პავლიდისმა გოლი გაიტანა. ამ...
აბსურდი ლისაბონში
თითქოს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება ყველა ადრინდელ გათამაშებაზე მოსაწყენი უნდა ყოფილიყო: უამრავი თამაში; უცნაური ცხრილი, რომლის მონაწილე გუნდების დიდი ნაწილი ერთმანეთს არც კი ხვდება; სუსტი გუნდები, როგორებიც არიან „სლოვანი’’, „სპარტა’’ ან „შტურმი’’. მაგრამ, ფეხბურთი ფეხბურთია, ამის დასტური კი ბენფიკასა’’ და „ბარსელონას’’ გუშინდელი თამაში გახლდათ: 1:0, 1:1, 3:1, 3:2, 4:2 და… 4:5. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის...
გამოუშვით ინტერი
„მილანის“ მცველმა ფიკაიო ტომორიმ, გუნდის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შესახებ ისაუბრა. გუშინ, 18 აპრილს, ტურნირის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „მილანმა“ და „ნაპოლიმ“ ფრედ ითამაშეს (1:1). ტომორის გუნდმა ჯამში 2:1 გაიმარჯვა. „ისეთი დაღლილი ვარ, ხვალინდელ „ინტერ“ – „ბენფიკას“ მეოთხედფინალს დივანზე მაღლა ფეხებდაწყობილი ვუყურებ. გვიხარია, რომ ნახევარფინალში გავედით. ახლა შეგვიძლია დავისვენოთ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა „ინტერთან“...
გიოტცე მილანში?
მოულოდნელი ამბავი გავრცელდა გუშინ – მარიო გიოტცე, შესაძლოა, „მილანში“ გადავიდესო. 29 წლის გერმანელი ფლეიმეიკერით „ბენფიკა“ და „მილანი“ დაინტერესებულან. უკვე ფეხბურთელსაც დაკავშირებიან. „მილანი“ უფრო აქტიურობს. თითქოს მარიოს ამჟამინდელი გუნდი, პსვ, წინააღმდეგი არ უნდა იყოს გერმანელის გაშვებისა. სატრანსფერო ფასი დაახლოებით 4-5 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ გიოტცე ნიდერლანდულ კლუბში 2020 წელს გადავიდა „დორტმუნდიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით.
რუი კოშტა და ლუიზაო: დახმარება უკრაინას
ლისაბონის „ბენფიკას“ ყოფილი ლიდერები რუი კოშტა და ლუიზაო, ჰუმანიტარულ ფონდს შეუერთდნენ, რომელიც პორტუგალიაში შექმნეს უკრაინელების დასახმარებლად. რუი კოშტა, გემახსოვრებათ, მაგარი ათი ნომერი იყო, თამაშს ხატავდა. „მილანში“ თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ლუიზაო კი ბრაზილიელი მცველი ახლო წარსულში… ისინი ახლა პორტუგალიური გრანდის დირექტორატში მუშაობენ. „ბენფიკაში“ უკრაინელი თავდამსხმელი რომან იარემჩუკი თამაშობს. „ამას სპორტთან საერთო არაფერი აქვს. ეს...
ტოპ15 – ყველაზე გამყიდველები
ლისაბონის „ბენფიკას“ 21-ე საუკუნეში ყველაზე დიდი მოგება აქვს ფეხბურთელების გაყიდვის მხრივ. მეორე ადგილზეც პორტუგალიური კლუბია – „პორტუ“. ტოპ-15-ში კიდევ ორი პორტუგალიური გვხვდება… და „აიაქსი“? ბევრს ამსტერდამელები გაახსენდება, მაგრამ ისინი მესამეზე არიან. „ბენფიკას“ ბოლო დიდი მოგება იყო ჟოაო ფელიშის „ატლეტიკოში“ გაყიდვა. 126 მილიონი ევრო!.. რამდენად ამართლებს ფელიში ამ თანხას, თავად განსაჯეთ. ჯერჯერობით, დიდი ვერაფერი სარგებელი. აბა,...
პირლო ბენფიკაში ?
იტალიელი სპეციალისტი ანდრეა პირლო, შესაძლოა, ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელი გახდეს. პორტუგალიური კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ამჟამინდელი დამრიგებლის, ჟორჟე ჟეზუშის მუშაობით და მის ადგილზე მთავარ კანდიდატურად სწორედ პირლოს მოიაზრებს. „ბენფიკა“ პორტუგალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა, „სპორტნგისა“ და „პორტუს“ შემდეგ. ქვეყნის თასის გათამაშებასაც გამოეთიშა. ცხადია, ჟეზუშის გათავისუფლება სურთ, მაგრამ თავს იკავებენ, რადგან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის შემთხვევაში, სოლიდური კომპენსაციის გადახდა...
ტაკიმასხარობა პორტუგალიურად
პორტუგალიის ჩემპიონატში „ბენფიკასა“ და „ბელენენსეშის“ შეხვედრა შეწყდა. მიზეზი: მეორე ტაიმში მოედანზე მხოლოდ 17 ფეხბურთელი დარჩა. „ბელენენსეშს“ კორონავირუსი დაერია. გუნდი მოედანზე 9 ფეხბურთელით გავიდა. კლუბის დანარჩენი 17 მოთამაშე დაავადებას ებრძვის. ამის მიუხედავად კლუბის პრეზიდენტმა რუი პედრო სოარეშმა მატჩში მონაწილეობაზე მაინც განაცხადა თანხმობა და… პირველი ტაიმის შემდეგ სიმწრით უყურა ტაბლოს, სადაც „ბენფიკას“ სასარგებლოდ 7:0 ეწერა. „ბენფიკას“ აკადემიის...
ბარსა ბარსა იყო, მაგრამ ვერ მოიგო
„ბარსელონამ“ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, მაგრამ „კამპ ნოუზე“ შეკრებილი 50 000 გულშემატკივარი კმაყოფილი დატოვა. ჩავის გუნდმა „ბენფიკასთან“ 0:0 ითამაშა. ახლა, ბოლო ტურში, „ბარსა“ მიუნხენში უნდა ჩავიდეს და „ბაიერნს“ მოუგოს — ამ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფი გარანტირებული ექნება. „ბენფიკა“ იმავე დღეს კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს. თუ ლისაბონელები კიეველებთან ვერ გაიმარჯვებენ, „ბარსელონას“ „ალიანც არენაზე“ ფრეც მისცემს ხელს. თუ „ბარსელონა“...









