შეადარეთ, როგორ მივიდა ანდრეი შევჩენკო სერია A-ში როგორც ფეხბურთელი და როგორ მივიდა როგორც მწვრთნელი… ფეხბურთელმა მალევე „ლაციოს“ კარში სამი გოლი გაიტანა და ის თამაში 4:4 დასრულდა. „მილანიც“ მაგარი იყო და „ლაციოსაც“ ისტორიაში საუკეთესო პერიოდი ჰქონდა. აი, მწვრთნელი კი სერია A-ში საშინელ შედეგს აჩვენებს: „ჯენოაში“ დანიშნეს და გუნდმა 6 მატჩიდან მხოლოდ ერთი ქულა აიღო. 5 წაგება!...
