ორი დღეა, ბელარუსი მძლეოსანი კრისტინა ტიმანოვსკაია ტოკიოში ლამის ყველაზე ცნობად ოლიმპიელად იქცა. მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა და ამჟამად პოლონეთის საელჩოში იმყოფება. საელჩოსთან 50-მდე ჟურნალისტი მორიგეობს და ნელ-ნელა სკანდალის დეტალებიც ხმაურდება. არადა, სკანდალს სუფთა სპორტული სარჩული ჰქონდა და თავისდაუნებურად გაპოლიტიკურდა. საქმე იმაშია, რომ ანტისადოპინგო სააგენტოს მუდმივად ექმნებოდა პრობლემები იმ სპორტსმენების მოძიებაზე, ვისაც დიდი ტურნირების წინ არასაშეჯიბრო...
ჭდე: ალექსანდრ ლუკაშენკო
ბოიკოტი ეროვნულ ჩემპიონატს
ერთბაშად ცხრა წამყვანი ბელარუსული საფეხბურთო კლუბის ფან-დაჯგუფებამ მოუწოდა ქომაგებს, არ დაესწრონ ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებს. მათი პროტესტი ბელარუსში შექმნილი პოლიტიკური ვითარების და კონკრეტულად ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ არის მიმართული. მანიფესტზე ხელმომწერთა შორის ქვეყნის წამყვანი კლუბების ფანკლუბები არიან: ბატე, “შახტიორი”, ბრესტის “დინამო”, “სლუცკი”, “ვიტებსკი”, “მოლოდეჩნო”, “ნემანი”, ჟოდინოს და მინსკის “დინამო” და “მინსკი”. სავარაუდოდ, პროტესტი უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს...
ბელარუსის ნაკრები ლუკაშენკოს აუჯანყდა
ბელარუსმა ფეხბურთელებმა გაავრცელეს ვიდეომიმართვა, რომელშიც გმობენ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობას და თანაუგრძნობენ გარდაცვლილთა ოჯახებს. სულ მიმართვაში 93-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის უმაღლესი და პირველი ლიგის მოთამაშეები, ეროვნული ნაკრების წევრები და ლეგიონერები არიან. ვიდეომიმართვის ბოლოს გაკეთებულ ჩამონათვალში ფიგურირებენ ბელარუსის ნაკრების წევრები ალექსანდრ საჩივკო, სტანისლავ დრაგუნი, ანტონ ჩიჩკანი და პაველ ნეხაიჩიკი. უცხო ქვეყნის შიდაპოლიტიკური სამზარეულოს...


