ჭდე: ალექსანდრ ლაკაზეტი

Home ალექსანდრ ლაკაზეტი
ლაკაზეტი სკამზე დასვით, ითხოვენ ლიონის ფანები
ჩანაწერი

ლაკაზეტი სკამზე დასვით, ითხოვენ ლიონის ფანები

საქართველოს ნაკრები საუცხოო ფორმაშია, რაც მან ერთა ლიგაში, სომხეთთან საშინაო შეხვედრაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ვილი სანიოლის ბიჭებმა მეტოქე 6:1 გაანადგურეს. ჟორჟ მიქაუტაძემ ორი გოლი გაიტანა. „ლიონის“ თავდამსხმელი კვლავ შთამბეჭდავ ფორმაშია, ბოლო 4 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. რონის რეგიონში ბევრი გულშემატკივრისა და მიმომხილველის აზრით „მეცის’’ ყოფილი ფეხბურთელი ლიონელებმა ამიერიდან ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში უნდა ათამაშონ....

კოვიდი არსენალის წინააღმდეგ
ჩანაწერი

კოვიდი არსენალის წინააღმდეგ

„არსენალმა“ დაადასტურა, რომ ერთი კვირის წინ, პრემიერლიგის პირველ ტურში, თავდამსხმელები პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ალექსამდრ ლაკაზეტი covid 19-ის  გამო ვერ ათამაშა. ობამეიანგი და ლაკაზეტი ბოლო წამს ვეღარ მოხვდნენ შემადგენლობაში. „მეთოფეებმა“ წააგეს 0:2, რასაც არავინ ელოდა. კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კოვიდი შეეყარათ მეკარე ალექს რუნარსონსა და გამთამაშებელ ვილიანსაც. ხსენებული ოთხეულიდან ჯერჯერობით მხოლოდ ობამეიანგი გამოჯანმრთელდა და...

არტეტამ ვერაფერი გაიგო
ჩანაწერი

არტეტამ ვერაფერი გაიგო

მიკელ არტეტამ „არსენალის” ფანებს ბოდიში მოუხადა. მწვრთნელმა თქვა, რომ ის ვერაფრით ხვდება, რატომ ვერ გადააბეს მისმა ფეხბურთელებმა სამი პასი ერთმანეთს. არტეტა „ლივერპულთან” 0:3 წაგებამ გააბრაზა. მისი აზრით, ხუთშაბათს, ევროლიგაში, პრაღის „სლავიასთან” „არსენალმა” უნდა აჩვენოს, რომ „ყვერებიანი გუნდია” (არტეტას სიტყვებია), რადგან ეს შეიძლება სეზონის გარდამტეხი მატჩი გამოდგეს. მართალია, „მეთოფეებს” მერსისაიდელების წინააღმდეგ კლუბის ისტორიაში სამი უძვირესი ფეხბურთელი,...

ლამელას რაბონა და ჟოზეს ბრაზი
ჩანაწერი

ლამელას რაბონა და ჟოზეს ბრაზი

„არსენალმა” „ტოტნჰემ ჰოთსპურს” 2:1 მოუგო. ეს იყო ჩრდილოლონდონური დერბი, რომელიც 1887 წლიდან იღებს სათავეს. ანგარიში „სფურზის” არგენტინელმა ნახევარმცვლელმა, 29 წლის ერიკ ლამელამ ულამაზესი დარტყმით გახსნა, რომლის ჩანაწერსაც ქვემოთ გთავაზობთ. ამ დარტყმას მთელს მსოფლიოში რაბონა ჰქვია. რაბონა დარტყმა არის საფეხბურთო ილეთის ის ნაირსახეობა, როდესაც მოთამაშე დამრტყმელ ფეხს საყრდენი ფეხის უკან აჯვარედინებს და ბურთს იქიდან არტყმას. ლამელას...

ჩრდილოლონდონური დერბის ჩუმი მღელვარება
ჩანაწერი

ჩრდილოლონდონური დერბის ჩუმი მღელვარება

ტობი ალდერვეირელდმა თამაშის მიწურულს თავური გოლი გაიტანა და ჩრდილო ლონდონის დერბი „ტოტენჰემსა” და „არსენალს” შორის მასპინძელთა გამარჯვებით დაამთავრა. ეს გახლდათ შეხვედრა დერბისთვის დამახასიათებელი ხალხმრავლობის და ღრიანცელის გარეშე. ერთადერთი, რისთვისაც მეტოქეები იბრძოდნენ ევროლიგაში თამაშის უფლება იყო, მაგრამ „სფურზის” თავკაც ჟოზე მოურინიუს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა. „ტოტენჰემმა” კარანტინამდე და მის მერე რამდენიმე დუნე, უინტერესო თამაში ჩაატარა, რომელთა ფონზე...

covid-იდიოტების დასჯა გამკაცრდება
ჩანაწერი

covid-იდიოტების დასჯა გამკაცრდება

ვინაიდან, ინგლისში covid 19 ჯერაც არ ჩამცხრალა, პრემიერლიგის განახლება კი კარს არის მომდგარი, ჩემპიონატის თავკაცებმა გადაწყვიტეს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც რეგულაციებს არ იცავენ და პრესაში კოვიდიდიოტებად არიან მოხსენიებულები, სასჯელი გაუმკაცრონ. რასაკვირველია, ეს მხოლოდ მოთამაშეებს არ ეხება. ხეირი არ დაადგებათ კლუბებსაც, რომლებიც კოვიდიდიოტურად მოიქცევიან. ერთი სიტყვით, მზადდება კანონი, რომელიც პრემიერლიგაში 200 ათას გირვანქიან ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში...

ახალი წლის ახალი არსენალი და ძველი იუნაიტედი
ჩანაწერი

ახალი წლის ახალი არსენალი და ძველი იუნაიტედი

ძველი დიდებით ცნობილი „არსენალი” და „მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი წლის პირველ დღეს ლონდონში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და თამაშმა გამოაჩინა, რომ თუკი „იუნაიტედი” ჯერჯერობით ისეთივე მოსაწყენი და უკბილო გუნდია როგორიც 2019 წელს იყო, „არსენალი” 2020-ში გამოფხიზლებას აპირებს — ახალმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ლიდერის თვისებებით თავი გამოიჩინა გრანიტ ჯაკამ, დავიდ ლუისი კი დაცვაში იყო შეუვალი. მესუთ...

ლაკაზეტი და ობამეიანგი გაქცევაზე არიან
ჩანაწერი

ლაკაზეტი და ობამეიანგი გაქცევაზე არიან

„არსენალმა” კვლავ ვერ ივარგა, „საუთჰემპტონთან” შინ 2:2 ითამაშა და მისი ბასკი მწვრთნელი უნაი ემერი ახალ გასაჭირში ჩავარდა — პიერ ემერიკ ობამეიანგი და ალექსანდრ ლაკაზეტი იქადნებიან, თუკი კლუბი მდგომარეობის გამოსწორებას ისევ ემერის ანდობს, ჩვენ სხვაგან წავალთო. სადღეისოდ „მეთოფეებს” პრემიერლიგაში ხუთი თამაშია არ მოუგიათ. ფანები ფეხბურთელებს, უფრო კი მწვრთნელს ობსტრუქციას უწყობენ — ტრიბუნებიდან ტრადიციული ინგლისური „ბუუუ” ისმის....

ლაკაზეტი ობამეიანგს არ მტრობს
ჩანაწერი

ლაკაზეტი ობამეიანგს არ მტრობს

ალექსანდრ ლაკაზეტმა კრიტიკოსებს უპასუხა, პიერ-ემერიკ ობამეიანგი ჩემი კონკურენტი კი არა, მეგობარიაო. ფრანგი თავდამსხმელი ამტკიცებს, რომ ახალი მწვრთნელის უნაი ემერის ხელმძღვანელობით ის და ობამეიანგი ერთად შესანიშნავად შეძლებენ თამაშს. ლაკაზეტი „არსენალში” ერთიწლის წინ „ლიონიდან” 46,5 მილიონ გირვანქად გადავიდა და შედგა თუ არა ახალ გუნდში მოედანზე ფეხი, 3 წუთში გოლი შეაგდო. „მეთოფეთა” შემადგენლობაში ჩატარებულ პირველ 15 შეხვედრაში ლაკაზეტმა...