Breaking News

ავთანდილ კენჭაძე

პეტრიაშვილი ვერცხლს დაეჩვია

ოსლოს მსოფლიო ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილი (125კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში პეტრიაშვილი ირანელ ამირ ჰოსეინ აბას ზარესთან თავიდან 2:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ მეტოქეს ზედიზედ შვიდი ქულა დაუთმო და დამარცხდა. არადა, მანამდე ჩვენებურმა გზა ერთი ამოსუნთქვით გაირა – მოუგო მონღოლ ლხაგვაგერელ მუნკტურს (11:1), ავსტრიელ იოჰანეს ლუდეშერს (5:0) და ყაზახ ოლეგ ბოლტინს (10:0). ახლოს იყო მედალთან…

Read more

გენო ოქროსთვის ემზადება

ტოკიო 2020-ის ფინალის ბოლო წამზე დამარცხებული თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ოსლოში დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა და 3 ოქტომბერს  გადამწყვეტ ბრძოლაში ირანელ ამირ ჰოსეინ აბას ზარეს შეხვდება, ვინც, თავის მხრივ, ნახევარფინალში ჩვენიანის პრინციპულ მეტოქე, თურქ ტაჰა აკგულს დააყრევინა ფარ-ხმალი. შეგახსენებთ, აკგულმა პეტრიაშვილამდე ვერც ოლიმპიურ თამაშებზე მიაღწია და ოქროსთვის ბრძოლას ნაადრევად ჩამოშორდა. ოსლოში კი პეტრიაშვილმა…

Read more

გენო ოქროს გზაზე

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) ფინალში გავიდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი გარანტირებული მედალი აქვს. ფინალი 6 აგვისტოს შედგება, ჩვენს დელეგაციას კი ოლიმპიადაზე მოგებული მედლების რეკორდული მაჩვენებელი ექნება – 8. პეტრიაშვილი ნახევარფინალში ირანელ ამირ ჰუსეინ ზარეს დაეჭიდა. პირველი პერიოდი ჩვენიანმა 0:3 წააგო, მაგრამ მეორე პერიოდში მეტოქეს ექვსი ქულა…

Read more