დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „ვალიადოლიდს” სტუმრობს. გუნდი ცუდ პერიოდს გადის. ხუთშაბათს, სამეფო თასზე, შინ „ბილბაოსთან” 1:3 დამარცხება გულშემატკივარმა დიდ ფიასკოდ აღიქვა — „ღამურებმა” მიმდინარე სეზონში ჯილდოს მოგების შანსი დაკარგეს. მას მერე, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ, საახალწლოდ, ესპანეთში თამაშები განახლდა, „ვალენსიამ” შვიდიდან მხოლოდ ორი მოიგო. ორივე შეხვედრა სამეფო თასზე იყო, მესამელიგელ „ლა ნუსიასა” (3:0) და...
Tag: ჯენარო გატუზო
გატუზო: უნდა გავიგო რის ეშინოდათ
„ბილბაოსთან” შინ, სამეფო თასის მეოთხედფინალში 1:3 წაგების შემდეგ, „ვალენსიას” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ პრეს კონფერენციაზე ასე ილაპარაკა: რა მოუვიდა გუნდს? ბოდიშს ვუხდი „მესტალიაზე” მოსულ 45 000 გულშემატკივარს. ჩვენ შეშინებულები ვთამაშობდით, ხოლო როდესაც გუნდი შეშინებული თამაშობს, პასუხისმგებლობა მწვრთნელმა უნდა იკისროს. თუ თასის მეოთხედფინალში ასე თამაშობ, პირველი დამნაშავე მწვრთნელია. მთელი 96 წუთის განმავლობაში გუნდი წარმოუდგენლად შეშინებული იყო. ყველაფერს...
საკუთარ საჯარიმოში ბურთის ფლობა სისულელეა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „ბილბაოსთან” სამეფო თასის მეოთხედფინალში არეული და უთავბოლო იყო. აქედან შედეგიც: 1:3. თან შეხვედრა „მესტალიაზე” ჩატარდა. „მარკამ” მატჩი ერთ აბზაცში აღწერა განსაკუთრებით კარგად: „შავ-თეთრებს უნდოდათ თამაშის ბედი ბურთის ფლობით გადაეწყვიტათ, მაგრამ მათი მცდელობა წარმატებული არ გამოდგა. „ბილბაომ” პრესინგი მოუწყო და პირველივე მანევრების შესაძლებლობა შეუზღუდა, ისინი კი თავიანთი მწვრთნელის იდეებს ერთგულებდნენ — ცენტრალური მცველები...
ბრაზისა და თასის გემო
დღეს „ვალენსია” და „ბილბაო”, ჯენარო გატუზო და ერნესტო ვალვერდე სამეფო თასის ნახევარფინალში გასასვლელად შეებრძოლებიან ერთმანეთს, თუმცა AS წერს, რომ ფსონი უფრო დიდია. ორივე მწვრთნელს აქვს საათნახევარი (პლუს, თუ საჭირო იქნება დამატებითი დრო და პენალტები) თავისი პროექტის სერიოზულობის დასამტკიცებლად — გატუზომ „მესტალიაზე” უნდა მოახდინოს შთაბეჭდილება, ვალვერდემ კი „სან მამესზე”. ესპანური გაზეთი მართალია. ერთი შეხედვით ამ ერთმა...
მამარდა არც აქეს და არც აკრიტიკეს
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” შინ „ალმერიასთან” 2:2 ითამაშა. როგორც AS წერს, საკმარისია მეტოქემ სტრატეგია შეიმუშაოს და ჯენარო გატუზოს გუნდი შუშის ნაკეთობასავით იმსხვრევა. იმავე გაზეთის მტკიცებით, „ჩეებმა” ამ შეხვედრაში მრავალჯერ დაშვებული შეცდომები გაიმეორეს, თავად იტალიელი მწვრთნელიც კი სახტად დარჩა. კერძოდ, ლაპარაკია სტანდარტულ მდგომარეობებზე. შემდეგ AS-ს მოჰყავს სტატისტიკა: მიმდინარე სეზონში „ვალენსიას” მიერ გაშვებული გოლების 45% სტანდარტულებიდან იყო. უფრო...
მამარდას ბრწყინვალე თამაში და… რეალის გამარჯვება
საუდის არაბეთში, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, „რეალმა” გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” პენალტებით მოუგო. შეხვედრის ძირითადი დრო დასრულდა 1:1. მოკლედ ვთქვათ, „ღამურებს” ყველა თამაშის ამ დონეზე ჩატარება რომ შეეძლოთ, ლა ლიგის ცხრილში გაცილებით წინ იქნებოდნენ. რაც შეეხება უშუალოდ ქართველ მეკარეს, AS-მა თავის მიმოხილვას ასეთი შესავალი გაუკეთა: „ბელგიელმა გოლკიპერმა (მადრიდელ ტიბო კურტუაზეა ლაპარაკი) „რეალი” პენალტების სერიით ფინალში გაიყვანა. მანამდე...
სანამ გატუზო კადისთან აგებდა
პარასკევს ქურდებმა „ვალენსიას” მწვრთნელის ჯენარო გატუზოს სახლში სცადეს შეღწევა. როგორც Las Provincias იტყობინება ბოროტმოქმედებს განზრახვაში ხელი უსაფრთხოების სისტემამ და ორმა ძაღლმა შეუშალეს. ეს ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც იტალიელი „მესტალიაზე” იყო და „ჩეებს” „კადისთან” შეხვედრაში ხელმძღვანელობდა. „კადისმა” გაიმარჯვა 1:0. მომხდარი პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მავანნი „ვალენსიას” წევრის ბინის გაქურდვას ცდილობენ. აგვისტოში ლა ლიგის ერთ-ერთი შეხვედრის...
გატუზოს ეშინოდა და კარში მამარდაშვილი დააყენა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებაში ჩაერთო. მეთექვსმეტედფინალში მისი მეტოქე იყო ქვეყნის საფეხბურთო პირამიდის მესამე ლიგის გუნდი „ლა ნუსია”, რომელიც ვალენსიისავე ავტონომიის ამავე დასახელების ქალაქიდან არის. ჯენარო გატუზოს შეგირდებმა სტუმრად მოიგეს 3:0. ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ „ვალენსიას” შემადგენლობა ფრიად გადახალისებული იყო, მაგრამ კარში მაინც ქართველი მეკარე იდგა. ამის შესახებ გატუზოს ესპანელმა ჟურნალისტებმა მატჩის...
ჯენარო გატუზო: სიკვდილის არ მეშინია
ესპანურმა გაზეთმა AS გიორგი მამარდაშვილის კლუბის, „ვალენსიას” იტალიელ მწვრთნელთან ჯენარო გატუზოსთან ვრცელი, ორნაწილიანი ინტერვიუ გამოაქვეყნა. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბის საუბარმა „ჩეების” ტექნიკურ-ტაქტიკური საკითხების გარდა გატუზოს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტიც მოიცვა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს, რომელიც თავად AS-მა ამოარჩია და საიტზე დადო. გატუზომ ფეხბურთის აღქმა შეიცვალა 27-28 წლის რომ ვიყავი „მილანში” ვთამაშობდი და ერთ-ერთ ესპანურ გუნდს შევხვდით. ჩვენ დავრბოდით...
დაცვა ვალენსიას პრობლემად რჩება
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” უჩვეულო დროს ჩასმული მუნდიალით გამოწვეული შემოდგომა-ზამთრის მოსამზადებელი პერიოდის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში ჰოლანდიურ „ალკმაართან” 1:3 წააგო. თავად შეხვედრაც უჩვეულო იყო, რადგან ჯენარო გატუზომ ის რაღაცნაირად მიაბა მეორე საკონტროლო მატჩს „ვალენსია მესტალიასთან”, თუმცა ჯამში „ალკმაართან” მაინც ცალკე თამაში გამოვიდა, უბრალოდ, იტალიელმა მწვრთნელმა 70-ე წუთზე მთელი შემადგენლობა შეცვალა. AS წერს, რომ „ჩეებს” ძალიან აკლდათ ედინსონ...









