ჭდე: ჯეიმი ვარდი

Home ჯეიმი ვარდი
ჰოლანდი ჯეიმი ვარდისგან თამაშს სწავლობს
ჩანაწერი

ჰოლანდი ჯეიმი ვარდისგან თამაშს სწავლობს

ერლინგ ჰოლანდი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, რომლის შეძენაც თითქმის ყველა მდიდარ კლუბს უნდა. ეჭვი არავის ეპარება, რომ ნორვეგიელი ამ ზაფხულს „დორტმუნდიდან“ წავა. თავის მხრივ, გერმანული კლუბიც ცდილობს ფორვარდს ახალი ხელშეკრულება დაადებინოს. ჰოლანდი ფიზიკურად ძლიერია, იმავდროულად არის სწრაფი და კარში დარტყმისას ზუსტი. ის მხოლოდ 21 წლისაა. მისი შედეგი შთამბეჭდავია: ბუნდესლიგის 57 შეხვედრაში 56 გოლი გაიტანა. და...

ჯეიმი კაზინოშიც ვარდია
ჩანაწერი

ჯეიმი კაზინოშიც ვარდია

„ქომუნითი შილდის“ ანუ ინგლისის სუპერთასის მოგების შემდეგ, იმავე საღამოს, „ლესტერის“ 34 წლის ვარსკვლავმა ჯეიმი ვარდიმ კაზინოში 30 000 გირვანქა მოიგო. „ლესტერმა“ სუპერთასი „მანჩესტერ სიტის“ 1:0 ძლევით მოიპოვა. ვარდი კაზინოში მარტო არ გაქცეულა, გამარჯვებულ გუნდს ზეიმი „ლესტერის“ მეპატრონემ აიავატ სრივადჰანაპრაბჰამ მოუწყო. აიავატი ვიჩაი სრივადჰანაპრაბჰას ვაჟია, რომელიც ლონდონში, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ის 2018 წელს „ლესტერის“ და „ვესტ ჰემის“ მატჩის...

პირველი ვარდი
ჩანაწერი

პირველი ვარდი

შაბათს ინგლისის თასის ფინალში „ლესტერმა“ 1:0 დაამარცხა „ჩელსი“. ეს შეხვედრა განსაკუთრებული იყო ლესტერელი ჯეიმი ვარდისთვის. ის პირველი ინგლისელი ფეხბურთელია, ვინც თასის გათამაშების ყველა, 13-ვე რაუნდში მიიღო მონაწილეობა. ბუნებრივია, ამ რეკორდს ვერავინ გააუმჯობესებს და მხოლოდ მისი გამეორება შეიძლება. ვარდის პირველი გოლი ინგლისის თასის გათამაშებაში ჯერ კიდევ 2007 წელს აქვს გატანილი. რაც შეეხება ტიტულებს, კარიერაში მეორეა –...

დე ბრუინს ვერ დაუკარგეს
ჩანაწერი

დე ბრუინს ვერ დაუკარგეს

რა გინდა რომ ჰქნა? 29 წლის ბელგიელმა კევინ დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტიში“ დიდებული სეზონი ჩაატარა და ინგლისურ პრემიერლიგაში წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. არადა, გუნდმა ვერც იჩემპიონა და ჩემპიონთა ლიგაშიც შერცხვა. საქმე 35 შეხვედრაში გატანილ 13 გოლსა და 20 საგოლე გადაცემაში როდია – შემტევი ნახევარმცველი „სიტის“ მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. საუკეთესოს ტიტულისთვის ბრძოლაში კევინმა უკან სეზონის...

ასიანი ჯეიმი ვარდი
ჩანაწერი

ასიანი ჯეიმი ვარდი

ასეთი რამ მილიონი ვარიანტიდან ერთხელ ხდება. ჯეიმი ვარდიმ ინგლისურ პრემიერლიგაში მეასე გოლი გატანა, რაც თავისთავად უნიკალური შედეგია, მაგრამ მომენტის სიდიადე სრულად რომ აღიქვათ, მცირეოდენ ინფორმაციას მოგაწვდით. დირკ კუიტმა ექვსი წელიწადი იბურთავა პრემიერლიგაში, „ლივერპულის“ ფანებში კეთილი მოგონებებიც დატოვა, მაგრამ სულ 51 გოლი მიითვალა; „მანჩესტერის“ დღევანდელმა დამრიგებელმა ოლე გუნარ სულშერმა 11 წლის განმავლობაში სულ 91-ჯერ გამოიჩინა თავი;...

Gucci და ვარდის კარტოფილი
ჩანაწერი

Gucci და ვარდის კარტოფილი

უქმობს მსოფლიო სპორტი და სხვების დარად თვითიზოლაციაში წავიდნენ საფეხბურთო ვარსკვლავებიც… განა რამდენ „ჩელენჯში“ უნდა ჩაებას ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას მიჩვეული ადამიანი, რომ მთელი თავისუფალი დრო მოკლას? აგერ, მაგალითად ინგლისის ნაკრებისა და „ლესტერის“ ჯეიმი ვარდმა საკუთარ ბაღ-ბოსტანს მიაშურა და თუ ფოტოებით ვიმსჯელებთ, გულიანადაც იმუშავა. ჯეიმის მარწყვი ჰქონია მოსარწყავი და კარტოფილი ამოსაღები. აბა, ამაში დასაძრახი ან გასაოცარი რა...

ვარდები აღარ არიან
ჩანაწერი

ვარდები აღარ არიან

ჯეიმი ვარდიმ გადაწყვიტა სანაკრებო ფეხბურთს თავი დაანებოს. 31 წლის თავდამსხმელმა თქვა, რომ მას უნდა მთელი ძალ-ღონე მშობლიურ კლუბ „ლესტერსა” და ოჯახს შეალიოს. ამბობენ, რომ ვარდიმ ინგლისის ნაკრების მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს თავისი განზრახვის შესახებ ჯერ კიდევ რუსეთში, მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში უთხრა. „ფლიტვუდის” ყოფილმა ფეხბურთელმა მონდიალზე ერთადერთ შეხვედრაში ითამაშა თავიდანვე. ეს გახლდათ ჯგუფური ეტაპის მატჩი ბელგიის ნაკრებთან,...

ვარდი მატრასზე ვის მოუკრეფია?
ჩანაწერი

ვარდი მატრასზე ვის მოუკრეფია?

ჯეიმი ვარდი „ატლეტიკოს” სურს! „ლესტერის” 31 წლის თავდამსხმელი მადრიდელთა სიაში ყოფილა. „მატრასებს” ზაფხულზე ანტუან გრიზმანი წაუვათ — „ბარსელონაში” გადადის — და ავანგარდში მისი შემცვლელი სჭირდებათ. გრიზმანის „კამპ ნოუზე” გადასვლას წინ აღარაფერი უდგას — „ბლაუგრანას” დაახლოებით 102 მილიონი ევრო აქვს ამ საქმისთვის გადადებული და ხელშეკრულებაც უკვე გამზადებულია. „ატლეტიკოს” სავარაუდოდ ფერნანდო ტორესიც დატოვებს. დიეგო სიმეონეს კი თურმე...

ვარდის სახელით
ჩანაწერი

ვარდის სახელით

„ლესტერის” თავდამსხმელ ჯეიმი ვარდის ამ ბოლო დროს გოლების გატანაში კრიშტიანუ რონალდუ ეხმარება. ინგლისის ნაკრების ფორვარდს, რომელმაც ბოლოს სამშაბათს, იტალიის ნაკრებს გაუტანა, იანვარში ნაჩვევი ბუცების გამოცვლა მოუხდა. 31 წლის ვარდის „ნაიკთან” მოუვიდა უთანხმოება. როგორც „დეილი მეილი” წერს, სპორტული აღჭურვილობის ამერიკულ გიგანტს ფეხბურთელისთვის ბუცის მოდელის შეცვლა უნდოდა, მან კი ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. რომ ვერ შეთანხმდნენ,...