Tag: მიხეილ ნარიაშვილი

Home მიხეილ ნარიაშვილი
სახეცვლილი საქართველო და მრისხანე ფიჯი
Post

სახეცვლილი საქართველო და მრისხანე ფიჯი

შაბათს, 19:45 საათზე ბორჯღალოსნები გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაებმებიან. „სტად დე ბორდოზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ფიჯი იქნება, რომელმაც პირველ ტურში უელსთან დასანანი მარცხის შემდეგ ავსტრალიის ნაკრები დაამარცხა. მსოფლიო თასზე იოლი მეტოქე რომ არ არსებობს, ეს გასულ შაბათსაც დადასტურდა, როცა ლევან მაისაშვილის რაზმმა პორტუგალიელებთან შეხვედრაში სენსაციური შედეგი დააფიქსირა. 18:18 და წაგებასთან მილიმეტრებში გავლა, რასაკვირველია, უარყოფითი შედეგია და...

სარაგბო ზაფხული ქუთაისში იწყება
Post

სარაგბო ზაფხული ქუთაისში იწყება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი ზაფხულის სატესტო სეზონს კვირას, 3 ივლისს დაიწყებს. 18 საათზე, ქუთაისის „აია არენაზე“ სტარტს აიღებს ბორჯღალოსნებსა და არგენტინა XV-ს შორის მატჩი, რომელიც განიხილება, როგორც გენერალური რეპეტიცია ბოლო წლების უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის, რომელიც ერთი კვირის თავზე უკვე ბათუმში შედგება – საქართველო იტალიას უმასპინძლებს! თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაში ქართველთა სანაკრებო სტატისტიკის ოფიციალურ ნაწილში...

ქართული ფინალი ჩელენჯზე
Post

ქართული ფინალი ჩელენჯზე

გასულ უქმეებზე ბებერ კონტინენტზე სარაგბო საკლუბო ტურნირების ნახევარფინალები გაიმართა. ჩემპიონთა თასზე პირველი ფინალისტი დუბლინში გამოვლინდა, სადაც ადგილობრივმა „ლენსტერმა“ კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ უპრობლემოდ და დიდი სხვაობით – 40:17 დაამარცხა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ევროპული რაგბის საკლუბო სამყაროს ახალი გვირგვინოსანი ეყოლება. მეორე ნახევარფინალში ერთამეთს ორი გურამის კლუბები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს – გოგიჩაიშვილის „რასინგ-92“-მა პაპიძის „ლა როშელს“...

ქართველები ევროთასების ფლეი-ოფში
Post

ქართველები ევროთასების ფლეი-ოფში

„ორიაკმა“ პრო დ2-ის 27-ე ტურში „კარკასონთან“ გასვლაზე მაგრად წააგო – 24:54, თუმცა ამით საფრანგეთის ყველაზე „ქართულ“ კლუბს არც არაფერი დაჰკლებია და მით უფრო, არც არაფერი მომატებია. საქმე ისაა, რომ რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ამ გუნდს არც ფლეი-ოფში მოხვედრის შანსი დარჩა და აღარც დაქვეითება ემუქრება. საინტერესო კი გასული მატჩი იმით იყო, რომ მასში „ორიაკის“...

ლელო, ლელო, უკრაინა…
Post

ლელო, ლელო, უკრაინა…

საფრანგეთში ქართული სარაგბო ლეგიონისთვის გასული უქმეები ნაკლებად ეფექტური იმიტომ გამოვიდა, რომ რუსეთთან გაუქმებული მატჩიდან გათავისუფლებულ ბორჯღალოსანთა უმრავლესობამ საკლუბო მატჩები გამოტოვა. ჰოდა, ტოპ 14-ში მხოლოდ 10-მა ჩვენებურმა იასპარეზა, პრო დ2-ში – 13-მა… საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში ლიდერი კვლავაც „ბორდო“ გახლავთ, რომელმაც ნაკრებებში მივლენილი ხალხისგან დაცლილ მოქმედ ჩემპიონ „ტულუზთან“ ომი 11:12 დათმო. ლექსო ყაულაშვილმა „ღვინისფერთა“ რიგებში ბოლო 15...

გია ხარაიშვილი – მე-8 ქართველი ბარბაროსი!
Post

გია ხარაიშვილი – მე-8 ქართველი ბარბაროსი!

შაბათს, 18:30-ზე, პლანეტის ყველაზე ცნობილ სარაგბო სტადიონზე ძალიან საინტერესო თამაში დაიწყება – ლონდონის „თვიქნემზე“ უელსელი რეფერი კრეიგ ევანსის სასტვენი დასაბამს დაუდებს „ბარბაროსებისა“ და სამოას ნაკრების მატჩს. „ბარბაროსები“ – ესაა რაგბის კლუბი, რომლის შემადგენლობა მატჩიდან მატჩამდე სრულად იცვლება და მასში, როგორც წესი, პლანეტის გამორჩეულ მორაგბეებს იწვევენ ხოლმე. „ბარბაროსების“ ფორმა შავ-თეთრ, ზოლებიან კვართს წარმოადგენს და მორაგბეები ერთმანეთისგან...

ბონუსები
Post

ბონუსები

საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-6 ტურში მონაწილეობა 15-მა ქართველმა მიიღო და 8 თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო. მთლიანობაში კი შეგვიძლია, ტური ბონუსების ტურად მოვნათლოთ. „ტულუზის“ დომინაცია ამჯერადაც გაგრძელდა. „პოსთან“ საშინაო მატჩის პირველი ტაიმის 0:7 დათმობის შემდეგ ქვეყნის 21-გზის ჩემპიონმა მეორენახევარში 5 ლელო დადო და ბონუსით, 38:10 მოიგო, რამაც მას უახლოეს მდევართან უპირატესობა 7 ქულამდე გაუზარდა –...

ქართველთა იმედისმომცემი სტარტი ტოპ 14-ში
Post

ქართველთა იმედისმომცემი სტარტი ტოპ 14-ში

საფრანგეთის ტოპ 14-ის 2021-2022 წლების სეზონი ქართველთათვის ერთობ დამაიმედებლად დაიწყო. სასტარტო ტურის 7 მატჩში ჩვენი ნაკრების 16-მა ყოფილმა, მოქმედმა თუ მომავალმა წევრმა მიიღო მონაწილეობა! ეს კი არა, ამ 16-დან ცხრა კაცი თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო ამათგან სამმა სულაც შეუცვლელად ითამაშა! ჰოდა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ყველა ზემოთმოყვანილი რიცხვი სარეკორდო და უპრეცედენტოა ქართული სარაგბო...

ორი ბექას ამბავი
Post

ორი ბექას ამბავი

საფრანგეთის ტოპ 14-ში რეგულარული ჩემპიონატის მე-12 ტურმა 2019 წელი დახურა. ძალიან სასიამოვნოა, რომ 2020 წელს ფრანგული პირველობის ლიდერის რანგში „ბორდო“ შეხვდება, რომელშიც ქართველები არცთუ მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ. წლის ბოლო მატჩი ფრანგული ღვინის დედაქალაქის სარაგბო გუნდმა პოში გამართა და ერთობ დაძაბულ ბრძოლაში 27:23 იმარჯვა. ბორდოელთა სასტარტო შემადგენლობაში ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე იყო, რომელიც კლუბში, ნაკრებისგან განსხვავებით, 6...

ენდეთ გელას!
Post

ენდეთ გელას!

გელა აფრასიძემ საფრანგეთის ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო გაიტანა. საქართველოს ნაკრების 9 ნომერმა ეს „რასინგთან“ პარიზულ მატჩში შეძლო, რომელიც მისმა „მონპელიემ“ 25:29 წააგო და მხოლოდ მცირე სხვაობით მარცხისთვის კუთვნილ ბონუს-ქულას დასჯერდა. 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მსოფლიო თასზე ტვინის შერყევა მიიღო და მას შემდეგ უქმად იყო, მაგრამ გასულ ტურში მონპელიელთა სამწვრთნელო შტაბმა ერთობ მოულოდნელად სასტარტო შემადგენლობაში დააყენა...