„ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „მინესოტას“ პირველი ტაიმის დასრულებამდე ოთხი წუთი იყო დარჩენილი, როდესაც სათადარიგოთა სკამიდან ფეხზე ჯერ ლებრონ და ბრონი ჯეიმსები წამოდგნენ, შემდეგ – მაყურებელი. საქმე ის არის, რომ NBA-ს ისტორიაში მამა-შვილი მოედანზე ერთდროულად პირველად იყვნენ. მართალია, სულ 2 წუთი და 41 წამი, მაგრამ ისტორია დაიწერა. „ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. NBA-ში თამაშის გამო ოჯახს ბევრი...
Tag: ლებრონ ჯეიმსი
დენვერი პირველს უმიზნებს
NBA-ს სუპერფინალში „დენვერ ნაგითსი“ პირველად გავიდა და ნანატრ ჩემპიონობას ერთი მოგება აშორებს. კოლორადოელებმა „მაიამის“ სტუმრად მეორე მატჩშიც აჯობეს და ფინალურ სერიაში უკვე 3:1-ს იგებს. მაიამელებმა მხოლოდ ნახევარი ტაიმი გაუძლეს მეტოქეს, მესამე მეოთხედიდან უპირატესობა სტუმრების მხარეს გადავიდა, მეტოქეს 13 ქულით გაექცნენ და მატჩის ბოლოსაც ასეთი სხვაობა დააფიქსირეს – 108:95. სტუმრებს 27 ქულით აარონ გორდონმა ულიდერა, ნიკოლა...
ვარსკვლავცვენაში მამუკელაშვილიც მოჰყვა
NBA-ში ვარსკვლავების დღე იყო და სანდრო მამუკელაშვილი პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც G ლიგის ყველა ვარსკვლავთა მატჩში ითამაშა. ვარსკვლავებმა თავი იუტაში მოიყარეს. ლუკა გარზას გუნდმა, რომლის ღირსებასაც მამუკელაშვილი იცავდა, სკოტ ჰენდერსონის გუნდს 178:162 სძლია. ჩვენებური სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, მისი მონაგარი – 8 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრააა. სანდრომ 9-დან 4 ორქულიანი ჩააგდო,...
38 387
„ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ოკლაჰომა სიტის“ მესამე მეოთხედის დასრულებამდე 10.9 წამით ადრე ლებრონ ჯეიმსის ნასროლი ბურთი კალათში ჩაეშვა და თამაში დროებით შეწყდა. ბოლომდე გადაჭედილი 19 000-იანი Crypto.com Arena „მეფეს“ ფეხზე წამოუდგა და მეფობა მიულოცა. 38 387 ქულა – ასეთია, ჯერჯერობით, NBA-ს ახალი რეკორდი… რეკორდი, რომელიც აქამდე ქარიმ აბდულ-ჯაბარს ეკუთვნოდა, ახლა ჯეიმსისაა… ლებრონს ისტორიული ამბავი პირველად...
მეფე გვირგვინისკენ მიიწევს
NBA-ში მორიგი დღის მატჩები გაიმართა და ლებრონ ჯეიმსმა კიდევ ერთი უნიკალური რეკორდი დაამყარა – მეფე ლებრონს 40 და მეტი ქულა უკვე ლიგის 30-ვე გუნდთან აქვს ჩაგდებული. ბოლო კლიპერსი იყო. ლოსანჯელესურ დერბიში ლეიკერსმა 115:133 წააგო, ლებრონმა კი 46 ქულა ჩააგდო. მართალია, ამით გუნდს ვერ უშველა, მაგრამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ჯეიმსს წლევანდელ სეზონშივე შეუძლია უფრო უნიკალური რეკორდი დაამხოს...
ლებრონი და მოკრივეები
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ზედიზედ მეცხრე წელია NBA-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელია. ლებრონმა ბოლო წლის განმავლობაში 124.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 44.5 მილიონი კალათბურთელის ხელფასია, ხოლო 80 მილიონი სარეკლამო კონტრაქტებით მიიღო. საერთოდაც, ჯეიმსი პირველი მოქმედი კალათბურთელია, რომლის შემოსავალმაც მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამასობაში, NBA ახალი გუნდების შექმნას აპირებს. ადგილმდებარეობა ლას ვეგასსა და სიეტლში მას შემდეგ გაოფიცილურდება,...
გააგრძელე და მიიღე
ლებრონ ჯეიმს ორი არჩევანი აქვს – თუ იგი „ლეიკერსთან“ არსებულ ხელშეკრულებას 1 წელს დაამატებს, ასეთ შემთხვევაში 47 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, ხოლო თუ კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებს მისი ხელფასი ჯამში 97 მილიონს გაუტოლდება. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წესების მიხედვით ლებრონს 2023 წლის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე კონტრაქტის გახანგრძლივება 4 აგვისტოდან მოყოლებული ნებისმიერ დროს შეუძლია. შეგახსენებთ, რომ დღეისათვის ლებრონ...
მანუ!
დიდი არგენტინელი მანუ ჯინობილი, შედეგების შესაბამისად, NBA-ს ისტორიაში საუკეთესო ყოფილა. მან ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ჩატარებული მატჩების 72,1 პროცენტი მოიგო, რაც საუკეთესო შედეგია იმ კალათბურთელთა შორის, რომელთაც ლიგაში მინიმუმ 100 ან მეტი მატჩი აქვთ გამართული. ჯონობილი „სან-ანტონიოსთან“ ერთად ოთხჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი (2003, 2005, 2007, 2014 წლებში) და ორჯერ იყო ყველა ვარსკვლავის მატჩი მონაწილე. სათქმელია, რომ...
მესი შემოსავალშიც პირველია
ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პირველ ადგილზე „პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების დიდვარსკვლავი ლიონელ მესია. 2021 წლის 1 მაისიდან 2022 წლის 1 მაისამდე ლეომ 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, საიდანაც 75 მილიონი ჯამაგირია, დანარჩენი კი სარეკლამო და სასპონსორო შემოსავლები. მეორე ადგილზე „ლეიკერსის“ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი გავიდა – 121,2 მილიონი დოლარით. მესამეზე...
მეფე გამეფდა
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი და მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთი ლეგენდა ლებრონ ჯეიმსი პირველი კალათბურთელი გახდა, ვისაც მინიმუმ 30 000 ქულა, 10 000 მოხსნა და 10 000 შედეგიანი პასი აქვს გაფორმებული. „წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვთქვა. მახსენდება ოცნებები, რომ NBA-ში მეასპარეზა და ახლა ერთადერთი ვარ, ვინც ამ სტატისტიკურ კატეგორიაში იმყოფება. მომხდარს ჯერ ბოლომდე ვერ ვააანალიზებ“, –...









