საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „ავჭალაზე“ რუმინეთი ისტორიაში 21-ედ დაამარცხა (53:30), ანთიმოზ ივერიელის საზიარო თასი 20-გზის მფლობელი გახდა და მადრიდის საგზურიც მოიპოვა. მოგეხსენებათ, 15 მარტს ესპანეთის დედაქალაქში „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება, რომლის მეორე მონაწილეც მოგვიანებით, პორტუგალიისა და ესპანეთის მატჩში გამოვლინდება. მარკო ბორტოლამის მიერ მომზადებულმა ბორჯღალოსნებმა 3-ის წილ 8 ლელო გაიტანეს, რომელთაგან ერთი საჯარიმო…
საინტერესო რამ მოხდა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გასულ ტურში. მოგეხსენებათ, მომდევნო უიქ-ენდზე „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატი იწყება და ბრონკან-ბორტოლამის სამწვრთნელო დუეტმა 34 მორაგბეს უხმო შვეიცარიასთან მატჩის წინ. სიტყვამ მოიტანა და ვთქვათ, რომ ილია სპანდერაშვილმა ბოლო ტურში ტრავმა მიიღო და გაფართოებულ განაცხადში მას „შავი ლომის“ მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე შეცვლის. ჰოდა, ნაკრებში გამოძახებულთაგან 15-მა ტოპ 14-სა და…
გასულ უქმეებზე საფრანგეთსა და ინგლისში 24-მა ქართველმა მორაგბე ლეგიონერმა ითამაშა. 2-2 ქართული ლელო ტოპ 14-სა და პრო დ2-ში დაფიქსირდა, ხოლო ამ უკანასკნელში კიდევ ორმა ჩვენებურმა ქულები ზუსტი დარტყმებით აგროვა. ტოპ 14 ირაკლი აფციაური „რასინგ-92“-თან პარიზში წაგებულ მატჩში „ლიონის“ რიგებში მე-60 წუთზე გამოჩნდა და უკვე 6 წუთში თავისი ფრანგული კარიერის პირველი ლელო გაიტანა. ბორჯღალოსანმა ბურჯმა ბურთი…
ტოპ 14 „სტად ფრანსეს“ ქართველმა ბურჯმა გიორგი მელიქიძემ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-6 ლელო გაიტანა! ბურჯისთვის ეს თავისთავად უნიკალური შედეგია, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერჯერობით პირველობის ეკვატორიც არ გადალახულა… ლელოცაა და ლელოც: „ასპინძა“ „რასინგ-92“-თან მატჩში 49-ე წუთზე მარქაფიდან ჩაერთო და უკვე დიდი ხნის, 3-ზე მეტი წუთის გაწითლებულ დროში ლელო გაიტანა, რომელმაც „სტად ფრანსეს“ დედაქალაქური დერბის…
პრო დ2-ში მე-11 ტური გაიმართა, არადა მსოფლიოში გაგანია ნოემბრის ტესტებია. უნდა ითქვას, რომ პრო დ2 სულაც არაა ხელწამოსაკრავი ლიგა და უკლებლივ ყველა მისი კლუბი სანაკრებო ტესტების სეზონმა საგრძნობლად დაასუსტა. ასე რომ, ვისაც ნაკლები ხალხი ჰყავს ეროვნულ გუნდებში დელეგირებული, ამ პერიოდში ის ხეირობს ხოლმე. ამასობაში, გასულ ტურში 19-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა და ინდივიდუალურად თავის გამოჩენა…
რა თქმა უნდა, სარაგბო საზომებით აშშ არაა იტალია, მაგრამ ვფიქრობ, ბორჯღალოსნების მატჩი თუნდაც ამერიკელების წინააღმდეგ უფრო სოლიდურ აუდიტორიას იმსახურებს. ბათუმის „აჭარაბეთ არენის“ისედაც მოკრძალებული ტრიბუნები ნახევრად ცარიელი იყო და ამის ხილვა მეტად დამთრგუნველია, აღარაფერს ვიტყვით თავად მოთამაშეებზე, რომელთაც საანგარიშო მატჩის მსვლელობისას არაერთხელ დაჭირდა მინიმუმ ოდნავ მეტი ქომაგობის შეგრძნება. ასეა თუ ისე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა ნოემბრის…
დავით ნინიაშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატში მორიგი ლელო გაიტანა, რომელიც მის ფრანგულ კარიერაში 25-ე გახლდათ. ტოპ 14-ში ორი ქართველი ახალგაზრდის დებიუტიც შედგა, ხოლო პრო დ2-ში დაფიქსირებული ორივე ქართული ლელოს ავტორები 9 ნომრები აღმოჩდნენ. ტოპ 14 „ლა როშელმა“ „რასინგ-92“-ს უმასპინძლა და კარგადაც ითამაშა. შედეგად, ბისკაის ყურის სანაპიროზე მდებარე ქალაქში ლამაზი გამარჯვება იზეიმეს – 33:6. ჰოდა, ამ ლამაზ გამარჯვებაში…
დავით ნინიაშვილმა სეზონში მე-3 ლელო გაიტანა, თანაც ეს თავის ყოფილ კლუბთან – „ლიონთან“ შეხვედრაში მოახერხა. პრო დ2-ში ერთადერთი ქართული ლელოს ავტორი კი გამოცდილი ბურჯი ომარ ოდიშვილი გახლდათ, რომელმაც პროფესიულ კარიერაში სულაც პირველი ლელო იზეიმა. და კიდევ თედო – აბჟანდაძემ კვლავ იჩუბინა, თავის „ორიაკს“ 13 ქულა შესძინა, თუმცა განადგურებისგან ვერ იხსნა. ტოპ 14 ნინიაშვილის ამჟამინდელი კლუბი…
პირველი შეხედვით, ანუ სტატისტიკური კუთხით, ტოპ 14-ის გასული ტური უშედეგო იყო ქართული ლეგიონისთვის, თუმცა ტურის მთავარ მატჩში ბექა გორგაძის თამაში ბევრ რამედ ღირდა. პრო დ2-ში კი, უკვე ტრადიციულად, ქართველთა გამორჩეულობა გასულ უქმეებზეც თვალშისაცემი გახლდათ. ტოპ 14 მე-7 ტურში გამორჩეული მატჩი, ცხადია, ლიდერების ჯახი იყო – „პო“ საფრანგეთის მოქმედ სარაგბო ჩემპიონ „ტულუზს“ მასპინძლობდა. ყველასთვის მოულოდნელად, ბასკებმა…
საფრანგეთის ელიტურ დივიზიონებში მოასპარეზე ქართველები არ ცხრებიან და გასულ უქმეებზე საზოგადოებამ მათ მიერ გატანილი კიდევ 5 ლელო იხილა. იყო ქართული ჯარიმებიც, გარდასახვებიც, ამასთან, ტოპ 14-ის ქართველთა რიცხვს ახალგაზრდა ბურჯი ნუგზარ სომხიშვილიც დაემატა… ტოპ 14 „კლერმონმა“ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა – ყოფილ ლიდერ „პოს“ საკუთარ მოედანზე 50 ქულა გაუტანა, 27 გაუშვა და ბონუსიც მიიღო. „ყვითელი წყალქვეშა…
ბორჯღალოსნებმა სამხრეთაფრიკულ ბლუმფონტეინში, ლეგენდარულ „ფრი სთეით სთედიუმზე“, რომლის დღევანდელი, სპონსორული სახელწოდება „ტოიოტა სთედიუმია“, მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრამდე გენერალური რეპეტიცია გაიარეს. ადგილობრივი ფრენჩაიზი „ჩიტასი“, რაც აფრიკაანსიდან ითარგმნება როგორც „გეპარდები“, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 24:20 აჯობა და ისე იზეიმა, თითქოს ქარის თასი ან სუპერ რაგბი მოეგო. პირველ ტაიმში აფრიკელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ეს ლოგიკურიც იყო – ბორჯღალოსნებს ხომ…
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში ახალდასრულებულ სეზონში მონაწილეობა 38-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო, რომელთა შორისაც რამდენიმე ბორჯღალოსანია. ტურნირი „მონტობანმა“ მოიგო, რომელმაც ფინალში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ „გრენობლს“ აჯობა, ხოლო „ალპელებმა“, თავის მხრივ, მეორე შანსიც გაანიავეს, როცა გადასასვლელ პლეი-ოფში საკუთარ მოედანზე „პერპინიანთან“ დამარცხდნენ. რაც შეეხება ჩვენებურებს, 38-დან 8 ქართველმა „ორიაკის“ მაისურით ითამაშა, 7-მა – „ნევერის“, ხოლო „კოლომიემ“,…
დავით ნინიაშვილს ვეღარ აჩერებენ. ქართული რაგბის იმედმა ბოლო დროს ისეთი ფორმა აკრიფა, ლელო ლელოზე გააქვს, თან ლელოცაა და ლელოც! ჯერ იყო და, ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში სამხრეთაფრიკული „ჩიტასი“ ისე დაალელოვა, რომ სტუმრები შოკიდან ვეღარ გამოვიდნენ. „ლიონმა“ ის თამაში საოცარი ანგარიშით – 68:21 მოიგო, ხოლო ფულბექად მოთამაშე ნინიაშვილმა მე-9 წუთზე თავისი 22-დან ბურთი წაიღო,…
გასულ უქმეებზე საფრანგეთის წამყვან სარაგბო ლიგებში მორიგი ტური გაიმართა და უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ ლეგიონერებს ინდივიდუალური თვალსაზრისით თავი დიდად არ გამოუჩენიათ, თუ არ ჩავთვლით თედო აბჟანდაძის ორ ზუსტ დარტყმას. ტოპ 14 ევროპის უძლიერეს ლიგაში ორხელისუფლებიანობა დამყარდა. „ბორდომ“ ლევან ჩილაჩავას „კასტრს“ მძიმე ბრძოლაში სტუმრად 13:3 აჯობა და 41 ქულას მოუყარა თავი. ჩილაჩავას დიდი ჯაფა დაადგა –…
პირველთან შედარებით, სარაგბო ევროტურნირების მეორე ტური უფრო ნაყოფიერი გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის, თანაც უმაღლეს დონეზე დებიუტი ლუკა პეტრიაშვილის კვალად, სრულიად ახალგაზრდა ანდრო დვალმაც იზეიმა. არც პრო დ2-ელებმა შეირცხვინეს თავი. დაწვრილებით – ქვემოთ… ჩემპიონთა თასი ტური ლონდონში, ადგილობრივი „სეილ შარქსისა“ და „რასინგ-92“-ის დაპირისპირებით გაიხსნა, რომელიც ინგლისურმა კლუბმა ბონუსით მოიგო – 29:7. პარიზელთა ერთადერთი ლელო კი გურამ გოგიჩაშვილმა…
გასული უქმეები დახუნძლული იყო საერთაშორისო რაგბით, თუმცა, პარალელურად საფრანგეთში პრო დ2-ის მორიგი ტური შედგა და ქართველმა ლეგიონერებმა სწორედ ამ უკანასკნელში შეძლეს თავის გამოჩენა, თუმცა, სჯობს ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. ჩემპიონთა თასი მთავარი სარაგბო ევროთასის 2024-2025 წლების სეზონის სტარტი ინგლისის ქალაქ „ბათში“ შედგა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა ფრანგულ „ლა როშელთან“ 20:24 წააგო და ამ მატჩს ორი ქართველი ლაროშელელის…
საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატის მე-9 ტურმა ტოპ 14-ის ქართველთათვის წინა ტურივით ნაკლებად ნაყოფიერად ჩაიარა, პრო დ2-ში კი ჩვენებურები კვლავ წამყვან როლებში იყვნენ: ტოპ 14 ლიდერად ქვეყნისა და ევროპის ჩემპიონი „ტულუზი“ დარჩა, რომელმაც „ბაიონთან“ გასვლაზე 8:12 კი წააგო, მაგრამ ბონუს-ქულის მიღებით ერთპიროვნული პირველადგილოსნობა შეინარჩუნა. 30-ქულიან ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება „ლა როშელი“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „სტად ფრანსე“ 35:18…
გასულ უქმეებზე საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორ მთავარ ლიგაში მე-7 ტური გაიმართა და ქართველმა ლეგიონერებმა თავის გამოჩენა მხოლოდ პრო დ2-ში მოახერხეს: ლუკა ნიორაძემ და ვასილ ლობჟანიძემ თითო ლელო გაიტანეს, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტი დარტყმებით თავის გუნდს 8 ქულა შესძინა. ტოპ 14 მე-7 ტურში ქართველებს თავი დიდად არ გამოუჩენიათ, ლიდერად კი ჩემპიონი „ტულუზი“ იქცა, რომელმაც „პოს“ სტუმრად…
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გასული ტური ორივე ელიტურ ლიგაში ძალზე წარმატებული გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის – 6 ლელო და ზედაც თედო აბჟანდაძის ჯარიმა-გარდასახვები! ტოპ 14 „ლა როშელმა“ „ბაიონთან“ გასვლითი მატჩი აშკარად ჩააგდო – 30-ქულიანი სხვაობით დამარცხდა და ბასკებს ბონუსიც დაუტოვა: 7:37. სტუმართა ერთადერთი ლელო საკუთარ ანგარიშზე ბორჯღალოსანმა სანდრო ქუნთელიამ ჩაიწერა – თამაშის მიწურულს, როცა მისი გუნდი „მშრალად“…
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი თანდათან ხურდება და ქართველ ლეგიონერთა პროდუქტიულობაც შესაბამისად მატულობს. ტოპ 14-ის მეორე ტურში, უნაყოფო სტარტისგან განსხვავებით, ერთბაშად ორი ქართული ლელო გავიდა, ხოლო პრო დ2-ის მესამე ტური – 3 ლელო და თედო აბჟანდაძის საოცარი წარმოდგენა. ტოპ 14 „ლიონმა“ მეორე ტურშიც იმარჯვა – ვიცე-ჩემპიონი „ბორდო“ მძიმე ბრძოლაში 28:26 დაამარცხა. ბექა საღინაძემ 63-ე წუთამდე ითამაშა, მეორე…
საფრანგეთში ტოპ 14 დაიწყო – ევროპის უძლიერესი სარაგბო ჩემპიონატი. პრო დ2-ში კი მეორე ტური შედგა. მთავარ ლიგაში ვანო კარკაძემ და სერგო აბრამიშვილმა სეზონი ლელოებით გახსნეს, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტი დარტყმების შესრულება ამ ტურშიც გააგრძელა. ტოპ 14 გასულ უქმეებზე ორ ბორჯღალოსანს დებიუტი როგორც ახალ კლუბში ჰქონდა, ისე ზოგადად ტოპ 14-ში. ბურჯი გიორგი ახალაძე თავის „კლერმონს“ „პოს“…
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტები მარცხით კი დაასრულა, მაგრამ ბორჯღალოსნებისთვის აუგის სათქმელად ენა ვერავის მოუბრუნდება. 29:40 სიდნეიში ავსტრალიასთან ის ანგარიშია, რომელიც დიდად არ ჩამოუვარდება ორ წინა უიქ-ენდზე უელსის ნაკრების მიერ განცდილ ორ მარცხს იგივე ავსტრალიელებთან დაპირისპირებებში – შესაბამისად 16:25 და 28:36, თან „დრაკონებზე“ მეტი ქულის გაკეთებაც ხომ შეძლეს ჩვენმა ბიჭებმა?! არადა თამაში ისე დაიწყო, რომ…
შაბათს, 13 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის სერიის მეორე ტესტ-მატჩს გამართავს. 14:05-ზე იაპონიის ქალაქ სენდაიში დაიწყება ბორჯღალოსნებისა და ადგილობრივი „მამაცი საკურების“ რიგით მე-7 შეხვედრა. უნდა ითქვას, რომ ფიჯის დარად იაპონიაც ერთ-ერთი უხერხული მეტოქეა ჩვენი გუნდისთვის. 2006 წლიდან მოყოლებული 2018-მდე ეს ნაკრებები ერთმანეთს 6-ჯერ დაპირისპირებიან და ბორჯღალოსნებმა ერთადერთხელ იმარჯვეს – 2014 წელს „მიხეილ მესხზე“ 35:24…
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორ მთავარ ლიგაში რეგულარული სეზონი იწურება და ეს სწორედ ის დრო ყოფილა, როცა ქართველი ლეგიონერები ძალიან პროდუქტიულები გახდნენ. უკვე მერამდენე უქმეებია, ჩვენი ბიჭები მრავალ ლელოს დებენ და თავიანთი კლუბების შედეგებს განსაზღვრავენ. გასულ უიქ-ენდზე ტოპ 14-სა და პრო დ2-ში ჯამურად 5 ქართული ლელო, 2 გარდასახვა და 3 ჯარიმა გავიდა, რამაც სათაურში გამოტანილი 38…
„ავჭალაზე“ გამართულ მატჩში საქართველოს სარაგბო ნაკრების უპირატესობა ეჭვს წამითაც არ იწვევდა, არადა ბორჯღალოსნები ესპანელებთან ჯახში მხოლოდ 37-ე წუთზე დაწინაურდნენ, როცა თენგიზ პერანიძემ ბურთის რაქიდან გამოტანისას დაქნევით მთელი ესპანური დაცვა გააბითურა და 9 ნომრისთვის კლასიკური ლელო გაიტანა. ეს იყო პერანიძის პირველი ლელო მე-3 სანაკრებო მატჩში. ლუკა მატკავამ გარდასახა და ანგარიში 7:3 გახდა, რადგან 21 წუთზე ესპანელებმა…
თებერვლისთვის უჩვეულო დარში ბორჯღალოსნებმა ავჭალაში სეზონის მეორე გამარჯვება იზეიმეს და „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემიონატის ა ჯგუფის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნიდერლანდებს 31:10 მოუგო, ერთის წილ 5 ლელო გაუტანა და ამის ხარჯზე პრემიალური ქულაც მიიღო. მიუხედავად ქართველთა დიდი უპირატესობისა, თამაშის პირველი და დასკვნითი ქულები სტუმრებმა მიითვალეს. მათ დებიუტშივე მოიპოვეს ჯარიმის შესრულების უფლება,…
გასული უქმეები იშვიათად ბარაქიანი გამოდგა ევროპულ კლუბებში მოასპარეზე ქართველი მორაგბეებისთვის. ჩემპიონთა თასის მატჩებში 2 ქართული ლელო გავიდა, ჩელენჯ კაპზე – ერთი, ხოლო საფრანგეთის პრო დ2-ში ჩვენებურის ასევე ერთი ლელო დაფიქსირდა, პლუს ამას თედო აბჯანდაძემ ტრავმის მერე დაბრუნება შედეგიანი დარტმებით აღნიშნა. ჩემპიონთა თასი დავით ნინიაშვილს ჩელენჯ კაპზე უამრავი მატჩია აქვს ჩაატარებული, არაერთი ლელოც დაუდია და ეს…
შაბათს, 19 აგვისტოს, „მიხეილ მესხზე“ კვლავ დიდი რაგბია – 19 საათზე დაიწყება მატჩი საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებებს შორის. ეს თამაში ბორჯღალოსანთათვის იქნება მსოფლიო თასისთვის გენერალური რეპეტიცია N2. ერთი კვირის წინ ლევან მაისაშვილის გუნდმა რუმინეთის ნაკრებს ისტორიაში ერთ-ერთი უმწარესი მარცხი აგემა – 56:6. რუმინეთი ნაკლებად გვადარდებს, აი, ამერიკის ნაკრებმა კი ორი კვირის წინ იმავე რუმინეთს ბუქარესტში…
შაბათს, 12 აგვისტოს, „მიხეილ მესხზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადების ბოლო, გადამწყვეტ ფაზაში შევა. 19 საათზე ვაკეში ძველი მეტოქე – რუმინეთის ნაკრები დადგება ბორჯღალოსნების წინაშე – ის რუმინეთი, რომელიც ოდესღაც შიშის ზარს სცემდა ძლიერებს ამა ქვეყნისა და ამასობაში, სატურნირო უპერსპექტივობასა და რაგბის ბობოლათა უკიდურესი კონსერვატიზმის გამო დაჭკნა, გაუფერულდა და თავის აჩრდილსაც აღარ ჰგავს. მიუხედავად…
საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგა პრო დ2 „ოიონაქსის“ გამარჯვებით დასრულდა, რომელიც მომდევნო სეზონს ტოპ 14-ში გაატარებს. აღზევების შანსი „გრენობლსაც“ ჰქონდა, მაგრამ ალპელებმა ზედა ლიგის ბოლოსწინაადგილოსან „პერპინიანს“ გადასასვლელ მატჩში ვერ აჯობეს. პრო დ2-დან ნასიონალ 1-ში „კარკასონი“ და „მასი“ დაქვეითდნენ და მათ ადგილებს „ვალანს რომანი“ და „დაქსი“ დაიკავებენ. როგორც ყოველთვის, პრო დ2-ის გასულ სეზონშიც შეინიშნებოდა ქათველთა სიმრავლე….
გასულ უქმეებზე საფრანგეთის ელიტურ სარაგბო ლიგებში გამართულ მატჩებში 27-მა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ოთხმა ლელოს გატანა მოახერხა და ამ ოთხიდან სამს სახელად ბექა ჰქვია. გარდა ამისა, ესოდენ იშვიათი „ქართული“ ჯარიმები და გარდასახვა დაფიქსირდა… ტოპ 14 ბექა საღინაძემ მისი „ლიონის“ და „პერპინიანის“ მატჩის 30-ე წუთზე თანაგუნდელთა უსწრაფესი, უნატიფესი, ზელანდიურ სტილში ხელდახელ ფლანგური კონტრშეტევა დააბოლოვა და…
საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში მორიგი, 24-ე ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 13-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ლიგაში სატურნირო ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ეს როგორც ლიდერთა ჯგუფს ეხება, ისე გასავარდნი ზონის წარმომადგენლებს. ერთპიროვნულ ლიდერ „ოიონაქსს“ პირველობა ფაქტობრივად განაღდებული აქვს, რადგან დღეისთვის ეს გუნდი უახლოეს მდევარ „გრენობლს“ მთელი 19 ქულით…
ეს იყო ძლიერისა და სუსტის შერკინების კლასიკური მაგალითი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ტორელავეგაში ისე ითამაშა, რომ კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ ბორჯღალოსნები ამ დონეს კარგა ხანია და კარგა მანძილით გაცდნენ. 41:3 და გარდა ამ შთამბეჭდავი სტატისტიკისა, გამოუყენებელი მომენტების მთელი რიგი. მარტო ის ფაქტი, რომ 7 ლელოდან დამრტყმელებმა მხოლოდ 3 გარდასახეს, ჩვენს ნაკრებს 8…
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ამსტერდამში 40:8 მოიგო, შემტევი ბონუსი მიიღო, ორი მატჩის ჯამში 10 ქულას მოუყარა თავი და „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მესამე ტურს ლიდერის რანგში შეხვდება. ბორჯღალოსნების გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ნიდერლანდელებმა დაამტკიცეს, რომ მართლაც პროგრესირებენ, ვითარდებიან, ოსტატდებიან, მაგრამ ჩვენებამდე აშკარად ბევრი უკლიათ. ამსტერდამის „რაგბის ეროვნული ცენტრის“ არენაზე ისეთი ქარი ქროდა, რომ პირველ ტაიმში ქართველთა ფეხის…
საფრანგეთის ორივე ელიტურ სარაგბო ლიგაში ქართველმა ლეგიონერებმა შესანიშნავი მატჩები ჩაატარეს და შედეგად მივიღეთ ის, რომ პრო დ2-ის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში „მონტობანის“ ბურჯი მირიან ბურდული მოხვდა, თან ვეტერანი მორკინალი ამ პატივს ზედიზედ მეორედ ეღირსა, ხოლო ტოპ 14-ის საუკეთესოთა 15-ეულში ერთბაშად სამი ქართველი აღმოვაჩინეთ! საფრანგეთის ყველაზე ავტორიტეტულმა სარაბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტურის ტრადიციულ ნაკრებში „ტულონის“ ბურჯი…
ეს იყო საოცრებათა საღამო უელსის დედაქალაქ კარდიფში! პლანეტის ერთ-ერთ უპრესტიჟულეს სარაგბო არენა „პრინსიპალიტიზე“ მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერმა, ტიერ 1-ის წარმომადგენელმა და ერთი კვირის წინ იგივე ალაგას არგენტინელთა მძლეველმა უელსის ნაკრებმა საქართველოს ბორჯღალოსნებს უმასპინძლა და მართალია, პირველი ტაიმი დამაჯერებლად მოიგო (12:3), შეხვედრის მეორე ნახევარში კი ისეთი ამბები დატრიალდა, ქართული რაგბის ისტორიაში დიდი ოქროს ასოებით რომ ჩაიწერება!…
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის ტესტების მეორე მატჩიც ქვეყნის უდიდეს სატადიონზე გამართა. განსხვავებით წინა მატჩისგან, რომელშიც ბორჯღალოსნებმა ურუგვაის ნაკრები დაამარცხეს, ამ ჯერზე „დინამო არენა“ თითქმის გაივსო და გულშემატკივრობაც ბევრად ენერგიული გამოვიდა.ქართველების მეტოქე სამოას ნაკრები იყო, რომელმაც ერთი კვირით ადრე იტალიაში მწარე მარცხი იგემა – 17:49. ამ ფაქტორმა კუნძულელები გამოაფხიზლა, რადგან ისინი იტალიაში განწირულ აუტსაიდერებად როდი ჩასულან…
საქართველოს ბორჯღალოსნებმა შემოდგომის სანაკრებო სეზონი ურუგვაის კარგ ნაკრებთან საშინაო მატჩით დაიწყეს და დამაჯერებელ გამარჯვებასაც მიაღწიეს. მოულოდნელად ვერშევსებულმა „დინამო არენამ“ გაიხარა, მაყურებელი კარგი სეირის მოწმე გახდა და სარაგბო დღესასწაულიც შედგა. ზოგადად, ქვეყნის უდიდესი სტადიონი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მატჩებზე მაქსიმალურად ივსება ხოლმე და ძირითადად ეს გაზაფხულზე ხდება, როცა ბორჯღალოსნები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის დასკვნით საშინაო მატჩს მართავენ. მეტოქეც,…
საფრანგეთის პრო დ2-ის მე-8 ტური ქართველი ლეგიონერებისთვის უჩვეულოდ შედეგიანი გამოდგა. უფრო ზუსტად რომ ითქვას, ეს შედეგიანობა ორ კაცზე მოდის. ორმა ქუთაისელმა, ორმა ბორჯღალოსანმა – ოთარ გიორგაძემ და თედო აბჟანდაძემ სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარეს, ჯამში თავის „მონტობანს“ 21 ქულა შესძინეს, მაგრამ გუნდმა „გრენობლთან“ საშინაო მატჩი მაინც დათმო – 33:34, მცირე სხვაობით მარცხისთვის სანუგეშო ბონუსი მიიღო და…
სულ რამდენიმე დღეში, 25 აგვისტოს გაიმართება მატჩი „ბიარიცსა“ და „ოიონაქსს“ შორის და ამით დასაბამი მიეცემა 2022-2023 წლების სარაგბო სეზონს. ტრადიციულად, საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონი პრო დ2 სხვა მნიშვნელოვან ტურნირებზე ოდნავ ადრე იწყება და რაგბის ქართველი ქომაგისთვის ეს უცხოური შეჯიბრება იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც მასში ყველაზე მეტი ქართველი ლეგიონერი მონაწილეობს. ესეც უკვე ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. კარსმომდგარ სეზონში…
ქართველი მორაგბე ლეგიონერებისთვის გასული ევროსეზონი იშვიათად ხვავრიელი გამოდგა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩვენებურები საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ, კერძოდ, ამ მწვერვალს ბორჯღალოსნები მიხეილ ნარიაშვილი და გელა აფრასიძე შეწვდნენ თავიანთ „მონპელიესთან“ ერთად. საერთაშორისო არენაზე კი ორმა ისეთმა კლუბმა ისახელა თავი, რომლებშიც ასევე თამაშობენ ქართველები. ჩემპიონთა თასის მფლობელი ისტორიაში პირველად გახდა ფრანგული „ლა როშელი“, რომლის ღირსებასაც გასულ სეზონში ბორჯღალოსანი ბურჯი…
ბორჯღალოსნებმა ზაფხულის სერიის დასკვნით მატჩში პორტუგალიის ეროვნული ნაკრები 23:14 დაამარცხეს და ქუთაისის „აია არენას“ ტრიბუნებზე შეკრებილი პუბლიკა აღტაცებაში მოიყვანეს. ლევან მაისაშვილის რაზმმა გასულ კვირას ბათუმში იტალიასთან უმნიშვნელოვანესი, ულამაზესი და უდაძაბულესი ჯახი გამარჯვებით დააგვირგვინა, მთელი ქვეყანა სიამაყით აღავსო და ესოდენ დიდი წარმატებით გამოწვეული ეიფორიიდან გამოსვლა იოლი საქმე როდი იყო. ამ ფსიქოლოგიურ მომენტს ის პასუხისმგებლობაც ამწვავებდა, რომ…
პირველი ტაიმი 14:6 მოიგო და საბოლოოდ 24:30 დამარცხდე – სასიამოვნო სცენარი ნამდვილად არაა, მაგრამ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სწორედ ასე წააგო არგენტინა XV-თან. ქუთაისის „აია არენაზე“ მაყურებელი უხვად შეიკრიბა, მაგრადაც უქომაგა ბორჯღალოსნებს, მაგრამ ქართველებს მშვენიერი გაზონიდან დამარცხებულებს მოუწიათ გასვლამ. პირველ ტაიმში სათამაშო მინდორზე ცეცხლი ენთო და „ბრალი“ ამაში ბორჯღალოსნებს მიუძღვოდათ. დასაწყისიდანვე მძიმე ბრძოლა გაჩაღდა, რომელშიც ქართველები…
გასულ უქმეებზე ევროპული რაგბი სათასო ტურნირებმა მოიცვა. ჩემპიონთა თასზე ხუთმა ქართველმა ითამაშა. „ლა როშელი“ ბორდოს ესტუმრა და 31:12 მოიგო. გამარჯვებულთა შორის ბოლო 16 წუთი გურამ პაპიძემ ითამაშა. პარიზში საფრანგეთის დედაქალაქის დერბი შედგა რომელშიც მასპინძლის როლში მყოფმა „სტად ფრანსემ“ „რასინგ-92“-თან 9:22 დამარცხდა. პირველის შემადგენლობაში მე-60 წუთზე ვასილ კაკოვინი და გიორგი მელიქიძე გამოჩნდნენ, ხოლო მეორეს სასტარტოში გურამ…
მართალი იყო მერაბ შარიქაძე, როცა მატჩისწინა ინტერვიუში თქვა, რომ რუმინეთს ბოლო წლებში საუკეთესო ნაკრები ჰყავსო. მართლაც კარგი გუნდი ჰყოლიათ, მაგრა ჩვენმა ბორჯღალოსნებმა მაინც აჯობეს და ანთიმოზ ივერიელის გარდამავალი თასი დაიტოვეს. საქართველომ ბუქარესტის მშვენიერ სარაგბო სტადიონზე რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებს 26:23 აჯობა და „ევროპის რაგბის“ 2022 წლის ჩემპიონატის მსვლელობისას სატურნირო ცხრილს სათავეში პირველად ჩაუდგა. მართალია, სავარაუდოდ ქართველთა…
12 მარტს ბუქარესტში, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თავის ისტორიაში 250-ე მატჩს გამართავს. როგორც მოგეხსენებათ, ეს იუბილე ბორჯღალოსნებს თბილისში, „დინამო არენაზე“ რუსეთის ნაკრებთან შეხვედრისას უნდა აღენიშნათ, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო ჯერ მატჩი გადაიდო, მერე რუსეთის ნაკრები ტურნირიდან მოიხსნა, საბოლოოდ კი რუსეთის რაგბის ფედერაცია „მსოფლიო რაგბიდან“ გაირიცხა. 20 მარტს კი ბორჯღალოსნები „დინამო არენაზე“ მაინც…
72:10 – ასეთი ანგარიშით მოიგო საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ამსტერდამში. „რაგბი ევროპის“ მეორე ტურში ბორჯღალოსანთა მეტოქე ნიდერლანდელებმა თავისი უპირობო აუტსაიდერობა დაადასტურეს, ხოლო ქართველებმა – ტურნირის მთავარფავორიტობა. თავიდანვე თვალშისაცემი გახდა, რომ აუტებსა და დერეფნებში ამ დღეს პრობლემები ნაკლებად იყო მოსალოდნელი – კვაჭის პოზიციას ხომ გამოჯანმრთელებული შალვა მამუკაშვილი დაუბრუნდა, ხოლო მარქაფაში თავის შანსს გიორგი ჭყოიძე ელოდა. მართალია, შალვას…
გასული უქმეები ქართველი მორაგბეებისთვის წარმატებული უფრო გუნდური თვალსაზრისით იყო, ვიდრე მათი ინდივიდუალური მიღწევების მხრივ. ევროპის ჩემპიონთა თასზე მხოლოდ ორმა ჩვენებურმა ითამაშა. ჯერ იყო და, გურამ პაპიძის „ლა როშელმა“ შოტლანდიაში მრისხანე „გლაზგო უორიორზს“ 38:30 ერთობ სენსაციურად მოუგო და ამ წარმატებაში გარკვეული წვლილი ქართველმა ბურჯმაც შეიტანა. პაპიძე შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა და თავის გუნდს დიდი უპირატესობის შენარჩუნებაში…
უკეთესად ვერც დაახასიათებ მორაგბე ქართველ ლეგიონერთა ბოლოდროინდელ თამაშს. ჯერ იყო და, კოტე მიქაუტაძემ საფრანგეთის პრო დ2-ში ლელო გაიტანა და თავის „ბაიონს“ ბონუსით მოაგებინა, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონთა თასის და ჩელენჯ კაპის (რანგით მეორე სარაგბო საკლუბო ევროტურნირი) ჯერი დადგა და აი, იქ კი მოხდა რაც მოხდა! ისე გამოვიდა, რომ „ბრივმა“ ჩელენჯ კაპის (გამოწვევის თასის) მესამე ტურში…
საქართველოს ნაკრების მესამეხაზელებმა ბექა გორგაძემ და ბექა საღინაძემ საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-12 ტურში თავი გამოიჩინეს და პირადი ანგარიში თითო გატანილ ლელოთი გაზარდეს. გორგაძემ თავის ახალ კლუბ „პოში“ სულაც სადებიუტო ლელო დადო. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი „ტულონთან“ საშინაო მატჩში 50-ე წუთზე ჩაერთო და ბასკთა ბოლო შეტევაში ანგარიში გაათანაბრა – 16:16. შერკინებიდან ბურთი თავად წაიღო, კინაღამ ლელო დადო,…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes