Breaking News

ჟორჟ მიქაუტაძე

გიორგი და ზურიკო…

გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა. გიორგი მიქაუტაძემ „სენტ-ეტიენთან“ ორი გოლი გაიტანა და სტუმრად „მეცის“ გამარჯვებაში (3:1) გადამწყვეტი როლი ითმაშა. აღსანიშნავია, რომ 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა. ლიგა 2-ში თავი ზურიკო დავითაშვილმაც გამოიჩინა – საქართველოს ნაკრების შემტევმა საშინაო შეხვედრაში „გრენობლის“ გაუტანა. ეს ისტორიაში…

Read more

საუკეთესოც, სიმბოლურიც…

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ცხადია, სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. გიორგი მიქაუტაძემ XXVI ტურში სტუმრად „ანსისთან“ „მეცის“ მოგებაში (3:0) გადამწყვეტი როლი ითამაშა – ქართველი ფორვარდი სამივე გოლში მონაწილეობდა, დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა.   მიქაუტაძეს 8,9 ქულა დაუწერეს, რაც მის მიერ სეზონში მიღებული საუკეთესო შეფასებაა. ამასთან, ამ შეფასებით, გიორგი 26-ე…

Read more

მიქაუტაძე: გოლი გოლზე…

საფრანგეთის ლია 2-ში გიორგი მიქაუტაძემ ჰეთ თრიკი შეასრულა. „პარიზთან“ მატჩისას მიქაუტაძემ ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. მე-20 წუთზე მეტოქე კაცნაკლული დარჩა, მათ კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა – მიქაუტაძე ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა და პირველივე ტაიმში დუბლი გააკეთა. მეორე ტაიმიც „მეცის“ უპირატესობით გაგრძელდა, მიქაუტაძემ კი მატჩის მიწურულს კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა და შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით…

Read more

სუფთა ფურცელი

ერთა ლიგის მესამე გათამაშება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყო – ახალი ფორმა, ახალი სლოგანი – „მე ვარ საქართველო“, ახალი ჰიმნი. ფილოსოფიის მიხედვით, ახლებური აზროვნება. მოკლედ, მენტალური რევოლუციის ზღვარზე ვართ, რაც იდეაში ცუდი არ უნდა იყოს. გიბრალტართან მატჩში, ცხადია, ჩვენიანების რეალურ ძალას ვერ ვიხილავდით. ვილი სანიოლს რამდენიმე ამოცანა ჰქონდა გადასაწყვეტი: მოგება, თანაც სასურველი იყო, დიდი…

Read more

რევანშის დროა

საქართველოს ნაკრებს უეფას ერთა ლიგაში ოთხი მატჩი ზედიზედ, 10 დღეში აქვს სათამაშო.  ვილი სანიოლს ოთხივე მატჩის მოგების გეგმა აქვს. ყოველ შემთხვევაში, პრესკონფერენციაზე ასე თქვა და ამის გაკეთება, მუსიე ვილის, ალბათ, არც იოლი ჰგონია. მართალია, პირველი მეტოქე გიბრალტარია, მაგრამ ორი თამაში ბულგარეთთან (შინ და სტუმრად) და ჩრდილოეთ მაკედონიასთან (სტუმრად) ელის. სანიოლს ამ მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი ჰყავს…

Read more

უცნაური ვილი

საქართველოს ფეხებურთის ფედერაციასთან კონტრაქტის გაფორმებისთანავე ვილი სანიოლმა თქვა, რომ ჩვენი ეროვნული გუნდის მიზანი მსოფლიო 2022 წლის  ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილის დაკავება იქნებოდა, მაგრამ ახლა საქმე ისე მიდის, შესაძლოა,  ბოლოც დარჩეს. მწვრთნელი კი ცოტა არ იყოს უცნაურად იქცევა, თითქოს თავს იმართლებს და შვედეთთან შესარცევ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე პრესკონფერენციაზე ამბობს: „შედეგი, რომელიც ბოლო მატჩებში…

Read more

საქართველომ მერვე ცდაზე იმარჯვა

საქართველოს ნაკრებმა ნავსი გატეხა და რუმინეთის ნაკრები მერვე შეხვედრაში დაამარცხა. პლუს, ეს იყო ვილი სანიოლის პირველი გამარჯვება საქართველოს ნაკრებში დანიშვნის შემდეგ. ჩვენებმა 2:1 მოიგეს. ვერ ვიტყვით რომ იდეალური მატჩი ჩაატარეს. ვერც იმას ვიტყვით, რომ სანიოლმა იდეალური შემადგენლობა დააყენა. მეტიც, თუ ფრანგმა სპეციალისტმა ის ნახევარდაცვა, რაც რუმინეთთან ათამაშა, არავისთან უნდა გაიმეოროს… ბევრი შეცდომა იყო დაცვაში და…

Read more

ვილის 25 ქართველი

წლის პირველ მატჩს საქართველო 25 მარტს სტუმრად, შვედეთში გამართავს, სადაც შედგება კიდეც ნაკრების ახალი თავკაცის დებიუტი. შვედეთის შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდი თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი საბერძნეთში ითამაშებს. ამ მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა მისი პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში…

Read more

ფარული დავა წიტაიშვილზე

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარტში სამ მატჩს გამართავს. იცდახუთში შვედებთან სტუმრად, ოცდარვაში შინ ესპანეთთან და ოცდათერთმეტში ისევ სტუმრად საბერძნეთში. დიდია შანსი, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ახალ ციკლს განსხვავებული შემადგენლობით შეხვდეს. საქმე ის არის, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოლაპარაკებები წამოიწყო „მამლუქებთან“ და თითქმის ბოლომდეა მიყვანილი საქმე უკრაინელი გიორგი წიტაიშვილისა და ფრანგი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძის…

Read more