ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალი“ და „სოსიედადს“ მასპინძლობს და პირველ ტაიმში 3:0 ამარცხებს. მასპინძელთაგან მეორე ბურთი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, რომლისთვას ეს ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი მეცხრე გოლია.
ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალი“ სტუმრად „ლევანტეს“ ეთამაშება. შეხვედრაში ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ გახსნა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩში მოახერხა გოლის გატანა. იხილეთ ვიდეო:
ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „ესპანიოლს“ შეხვდა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველი 73-ე წუთზე შეცვალეს. გოლი კი შესანიშნავი გამოვიდა…
გიორგი მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა ესპანეთის ლა ლიგაში. „ვილიარელი“ „ალავესის“ მატჩში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ანგარიში 3:0 გახადა. გოლი კი მართლაც ოსტატურად შეასრულა…
ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალმა“ სტუმრად „ელჩე“ 3:1 დაამარცხა. „ვილიეარეალის“ პირველ ორ გოლში წვლილი გიორგი მიქაუტაძეს მიუძღვის – პირველ შემთხვევაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ასისტი მიითვალა, ორამდე ანგარიში კი თავადვე გაზარდა.
ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალმა“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მეორე გოლი საქართველოს ნაკრების თვდამსხმელმა, გიორგი მიქაუატაძემ გაიტანა, რომელიც 79-ე წუთზე შეცვალეს. იხილეთ ვიდეო:
ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალს“ ხვდება. გიორგი მიქაუტაძე შეხვედრაში მეორე ტაიმიდან ჩაერთო და „სამეფო კლუბს“ გოლიც გაუტანა – ჟორჟმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ „ვილიარეალი“ წაგებას ვერ გადაარჩინა 1:3.
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში „ვილიარეალი“ ტურინის „იუვენტუსს“ მასპინძლობს. შეხვედრაში ანგარიში ესპანელებმა გახსნეს – გიორგი მიქაუტაძემ ჩემპიოინთა ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე კარიერას ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „ვილიარეალში“ გააგრძელებს. „ვილიარეალმა“ შეთანხმებას მიაღწია ფრანგულ საფეხბურთო კლუბ „ლიონთან“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთნ დაკავშრებით. ქართველი ფორვარდი ჩვენი გუნდის ღრსებას მომდევნო ექვსი სეზონის განმავლობაში, 2031 წლის ივნისამდე დაიცავს. კეთილი იყოს შენი მობრძანება, ჟორჟ“, – წერია „ვილიარეალის“ განცხადებაში. „ვილიარეალმა“ ლა ლიგის ახალ სეზონში სამიდან ორი თამში მოიგო, ერთი…
„ლიონი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდმა მოსამზადებელის ეტაპის ფარგლებში ამხანაგური მატჩი გამართა გერმანიის ბუნდესლიგაში დაბრუნებულ „ჰამბურგთან“. ლიონელთა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ და გოლიც გაიტანა. აი, ისიც…
ფინანსური პრობლემების წინაშე მდგომ „ლიონს’’ ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს. ყველაზე აქტიურად ქართველ თავდამსხმელზე ჟორჟ მიქაუტაძეზე ლაპარაკობენ. „ლიონს’’ ერთ კვირაში ეცოდინება რა ბედი ეწია მის აპელაციას ანუ დატოვებენ ლიგა 1-ში თუ მომდევნო სეზონს ლიგა 2-ში გაატარებს. როგორც ფრანგული მედია წერს, იმ შემთხვევაშიც კი თუ კლუბს ლიგა 1-ში დატოვებენ, მას საქმე კარგად არ ექნება ― რონისპირელებს ქამრების შემოჭერა…
საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დასრულდა გამოკითხვა, რომელსაც სეზონის საუკეთესო გოლი უნდა გამოევლინა. გამოკითხავში სულ რვა კანდიდატი მონაწილეობდა, რომელთაგან სამი ქართველი იყო – ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე. გამარჯვებულად ზურიკო დავითაშვილის მიერ „ოსერთან“ კარში შეგდებული ბურთი დასახელდა. …
საფრანგეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი „ქართული“ გოლი გავიდა – ამჯერად ჟორჟ მიქაუტაძემ იყოჩაღა – „ლანსთან“ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
საფრანგეთის ჩემპიონატში „ლიონი“ საკუთრ მოედანზე „რენს“ შეხვდა და 4:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა და ერთ წუთში სუპერგოლი გაიტანა, რაშიც ვიდეოდან დარწმუნდებით…
გიორგი მიქაუტაძე ჩინებულ სერიას განაგრძობს – საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულმა ფორვარდმა გოლი „ლიონშიც“ გაიტანა, თუმცა, მისი გუნდი „სტრასბურგთან“ გასვლით მატჩში 2:4 დამარცხდა. მიქაუტაძეს 0:0-ზეც ჰქონდა შანსი, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მატჩის ბოლოს კი პენალტი ზუსტად შეასრულა. 13 მარტის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე (საქართველოს ნაკრების ჩათვლით) 5 თამაშში 8 გოლი და 5 საგოლე…
ევროპაში ქართველების დღეა: გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთში გოლით და საგოლე პასებით გამოიჩინა თავი; დავითაშვილმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტიულ ბუნდესლიგაში იყოჩაღა, გიორგი გოჩოლეიშვილმა დანიაში; საფრანგეთშივე ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა საგოლე პასი… ბუნდესლიგაში კი ბუდუ ზივზივაძემ ივარგა და გოლს საგოლე პასიც მიაყოლა… აუცილებლად ვთქვათ, რომ ბუდუმ ზედიზედ მეორე მატჩში შეაგდო. მოკლედ, სომხეთთან 20 და 23 მარტის მატჩების წინ, შესაბამისად ერევანსა…
სომხებთან, საქართველოს ნაკრების ორ უახლოეს შეხვედრას გიორგი მიქაუტაძე საუკეთესო სპორტულ ფორმაში ხვდება – „ლიონის“ ბოლო ორ მატჩში ჩვენიანმა შემტევმა სამი გოლი და ოთხი საგოლე პასი გააკეთა. ორი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით შუა კვირაში მან სტიაუა დაამწუხრა, სულ რამდენიმე წუთის წინ კი თანაგუნდელებს გაატანინა და თავადაც იხეირა …
ევროის ლიგის საპასუხო მატჩში „ლიონი“ საკუთარ მოედანზე ბუქარესტის „სტიაუას“ 3:0 ამარცხებს – საქართველოს ნაკრები თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა – გიორგიმ ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა, მეორე გოლი კი 47-ე წუთზე გაიტანა. გიორგიმ მონაწილეობა მესამე გოლშიც მიიღო – ნაუმამ ორამდე ანგარიში ქართველის საგოლე გადაცემის შემდეგ გაზარდა.
ევროპის ლიგის საპასუხო მატჩში „ლიონი“ საკუთარ მოედანზე ბუქარესტის სტიაუას მასპინძლობს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე პაულო ფონსეკამ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ქართველმა ფორვარდმაც მწვრთნელს ნდობა გაუმართალა – შეხვედრის მე-14 წუთზე გოლი გაიტანა და „ლიონი“ დააწინაურა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლიონი“ სტუმრად „მონპელიეს“ ხვდება. ლიონელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და არც შემცდარა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შეხვედრის მე-3 წუთზე ანგარიში გახსნა და „ლიონი“ დააწინაურა.
საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში „ლიონმა“ „რეიმსს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა, არბიტრის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე მეოთხე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე „ბურგიონის“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში „ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და 64-ე წუთზე თავისიანები დააწინაურა. მასპინძლებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს და ძირითადი დრო 2:2 მორჩა.
ანალიტიკურმა ვებგვერდებმა sofascore-მა და whoscored-მასაფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორივე ქართველი შეიყვეს – ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე. „სენტ-ეტიენში“ ზურიკო დავითაშვილმა დუბლი შეასრულა „ანჟერთან“ გასვლით მატჩში – საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ორჯერ გაათანაბრა ანგარიში და თავის გუნდს თამაშის გადარჩენის შანსი შეუნარჩუნა, თუმცა „სენტ-ეტიენმა“ ამ შანსებით ვერ ისარგებლა და 2:4 წააგო. დავითაშვილის თამაში sofascore-მა და…
ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ ლიგა 1-ში „ლიონის“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ჟორჟმა პენალტით შეაგდო, თუმც აღსანიშნია, რომ ის პენალტიც თავად მოიპოვა. „ოსერთან“ საშინაო მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ჩვენიანმა თიტქმის დაკარგულ ბურთზე ბოლომდე იბრძოლა და მცველს პენალტიც დასტყუა… მიქაუტაძის დარტყმის შემდეგ „ლიონი“ 1:0 დაწინაურდა… „ოსერმა“ მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში კი გაათანაბრა, მაგრამ მალევე მიქაუტაძემ მეორე…
საქართველოს 2023-2024 წლების საუკეთესო ფეხბურთელი – ინგლისური „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი!!! … „სარბიელის” გამოკითხვაში მონაწილე ჩვენი კოლეგები დაგვეთანხმებიან, წინა სეზონის ბოლოს, ისე როგორც არასდროს, საუკეთესო ფეხბურთელის არჩევა-დასახელება ყველაზე რთული გამოდგა. აქით კვარამ იფრინა… იქეთ გიორგი ქოჩორაშვილმა… გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა… ოთარ კიტეიშვილი ეროვნული გუნდისთვის შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა… გიორგი ჩაკვეტაძე ათამაშდა, მაგრამ რა ათამაშდა……
გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ციებ-ცხელება „მეციდან“ „ლიონში“ გადასვლით დამთავრდა. ქართველ შემტევის გადაბირებასთან დაკავშირებით, თავიდა, მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მონაწილე „მონაკო“ იყო დაწინაურებული, თითქოს კონტრაქტიც დღედღეზე უნდა გაფორმებულიყო, თუმც მერე საქმეში „ლიონი“ ჩაერთო და ყველაფერი დათავდაყირა დააყენა. გიორგი „ლიონის აღზრდილია, მაგრამ ბავშვობაში მას შანსი არ მისცეს. საბოლოოდ, მიქაუტაძემ მაინც მშობლიურ გუნდში დაბრუნება გადაწყვიტა. დღეს მან სამედიცინო შემოწმება გაიარა…
გიორგი მიქაუტაძე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა – ქართული ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი საამაყო ფურცელი ჩაწერა. შეგახსენებთ, რომ უეფა-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევრო 2024-ზე თუ რამდენიმე ფეხბურთელი ტურნირს თანაბარი გოლების რაოდენობით დაასრულებს, „ოქროს ბუცს“ ყველა მათგანი მიიღებს და დამატებითი მაჩვენებელი გათვალისწინებული აღარ იქნება. შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძე „ოქროს ბუცის“…
როგორც 83 წლის წინ ლილში დაფუძნებული ჩრდილოფრანგული რეგიონული გაზეთი La Voix du Nord იტყობინება, 23 წლის ქართველი თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის შეძენა „ლანსს” სურს და ბრძოლაში, რომელიც მის ხელში ჩასაგდებად წამოიწყო „მონაკოს” უსწრებს. შემდეგ გაზეთი წერს, რომ მიქაუტაძე ის ფეხბურთელია, რომელიც შარშან „მეციდან” „აიაქსში” გადავიდა, მაგრამ იქ საქმე არ აეწყო და ისევ ფრანგულ კლუბს დაუბრუნდა. გიორგის…
საქართველოს ნაკრები გერმანიაში კარგ ხასიათზე მიდის. ვილი სანიოლის გუნდმა პოდგორიცაში მონტენეგროსთან ითამაშა და იოლად მოუგო – 3:1. ფრანგი სპეციალისტის ძირითადი შემადგენლობის გამოცნობა რთული არ იყო. საბა კვირკველიას ტრავმის გამო ნაკრებში დებიუტი გიორგი გველესიანს ჰქონდა, ვინც სადებიუტო საგოლე პასი ოთარ კიტეიშვილს გაუკეთა. გოლი კი კუთხურს მოჰყვა. სხვათა შორის, კუთხურიდან გოლი 2017 წლის 13 ნოემბრის შემდეგ არ…
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ავსტრიაში სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. სეზონის დასრულების შემდეგ, ნაკრებს გაინბერგში „მეცის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. 6 ივნისს ყველა გამოძახებულმა, 26-ვე ფეხბურთელმა ივარჯიშა. კვირკველია ინდივიდუალურად ემზადებოდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარები გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი) მცველები სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ…
საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „მეცი“ – „რენის“ შეხვედრის ბოლო წუთზე არბიტრმა რუდი ბუკემ საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს არასპორტული საქციელისთის წითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. არბიტრის ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რექაცია მოჰყვა, ბუკემ ეპიზოდი ვიდეორეფირისთანაც გადაამოწმა და თავისი პირველი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თუმცა, როგორც ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ წერს, ამ ამბის შემდეგ არბიტრმა…
ლუქსემბურგი დაამარცხე, ბუდუ? ორი გოლი გაუტანე? აღფრთოვანების ღირსი მონდომებით და ოსტატობით ითამაშე? მანამდე ძელსაც გაარტყი? კიდევ ერთი გოლი არ ჩაგითვალეს? ორთაბრძოლებს იგებდი, მოპოვებულ ბურთს წამოწეულ თანაგუნდელებს ახვედრებდი, რბილ პასებს აყოლებდი ზონაში. ვიცი, რომ გუნდურ სახეობაში ერთი კაცი არ იგებს, მაგრამ ამ დღეს ჩემთვის მთავარი შენ იყავი. უცხოელებმა დაწერეს, კვარაცხელიას არყოფნაში ზივზივაძემ ლიდერობა გასწიაო. ყველა თავისებურად…
„დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლი გიორგი მიქაუტაძესთან ერთად გამოცხადდა. „აიაქსის“ ფორვარდმა სანაკრებო მატჩებზე და საკლუბო ამბებზე ისაუბრა. „მომავალ თამაშებისთის მზად ვართ და არც მოტივაცია გვაკლია. ამ შეხვედრებს პლეი ოფისთვის მოსამზადებლად ვიყენებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ. „აიაქსში“ ვარჯიშებზე და თამაშებზე ბოლომდე ვიხარჯები, დამატებითაც ვვარჯიშობ. ჩემი ოჯახიც ჩემთან ერთადაა და ეს მაძლიერებს….
ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი დაიბრიყვა და შინ 4:0 მოუგო. არადა, პირველი ტაიმი ისეთი იყო, ჩვენები იმდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ, ამხელა სხვაობას ვერავინ იფიქრებდა. შესვენების შემდეგ ოთარ კიტეიშვილი სწრაფი გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრებს თითქოს სუნთქვა გაეხსნა. ჩვენები უფრო მარტივად ათამაშდნენ და მომენტების გამოყენებაც არ დაიზარეს… თუმც ეს ყველაფერი იქნებ კვიპროსელთა უნიათობის ფონზეც ჩანდა…
… გაგიჭირდებოდათ… ფრანგი სპეციალისტის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ტაილანდი 8:0 დაამარცხა. სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში რეკორდული ანგარიშით მოიგო და გარკვეული თუ გაურკვეველი ვადით ისტორიაში ჩაიწერება… ჩვენი ნაკრების ისტორიაში პოკერი პირველად გიორგი მიქაუტაძემ გაახერხა. დუბლი ზურიკო დავითაშვილმა; ლუკა ლოჩოშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ თითო გოლი მიითვალეს. კარგი ვარჯიში იყო…
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ შემტევი კარიერას ამსტერდამის „აიაქსში“ გააგრძელებს. როგორც ცნობილი გახდა, ნიდერლანდელები ჩვენიანი თავდამსხმელის სანაცვლოდ მეცს 18 მილიონ ევროზე და 5-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდნენ… ტრანსფერის დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, თუმც ამბავი იახლოეს საათებში უნდა გაოფიციალურდეს… შეგახსენებთ, ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება და კლუბებმა ტრანსფერიც იქამდე უნდა დახურონ…გიორგი ხვალ ამსტერდამში სამედიცინო შემოწმებას გაივლის……
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის შეხვედრაში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „მარსელს“ შეხვდა და ფრედ, 2:2 ითამაშა. მასპინძლეთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი გაიტანა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა. მიქაუტძემ შედეგიანი თამაში გამო სტატისტიკისა და ანალიზის ვებგვერდმა whoscored-მა საკმაოდ მაღალი შეფასება 7,9 დაუწერა და გასული ტურის სიმბოლურ…
სატრანსფერო საკითხებში კარგად ჩახედული ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო სოციალურ ქსელში წერს, რომ სერია A-ს კლუბი „ლაციო” საქართველოს ნაკრებისა და „მეცის” თავადმსხმელის, გიორგი მიქაუტაძის დამატებაზე ფიქრობს და ფრანგებს ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშრებით პირველი შეთავაზებითაც მიმართა. იტალიელები ჩირო იმობილეს შემცვლელს ეძებენ და ჟურნალისტის ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი სამიზნე გიორგი მიქაუტაძეა. გასულ სეზონში ქართველმა ლიგა 2-ის 37…
საქართველოს ნაკრები შოტლანდიაში 2-0 დამარცხდა. თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ლოგიკურადაც. ვილი სანიოლის გუნდი ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა და მეტოქემ აშკარად დაგვჩაგრა. მატჩის წინ გლაზგოში უხვი ნალექი მოვიდა, შესაბამისად „ჰემპდენ პარკის“ საფარს ძლიერი კვალი დაატყო. მოედანი დაიტბორა და ბურთი თითქმის არ მოძრაობდა. შედეგად, მატჩი საათსა და 40 წუთს შეჩერდა. თითქოს ყველაფერი მოწესრიგდა, მაგრამ მინდორი ბევრად უკეთესის სურვილს ტოვებდა….
ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ საკუთარ სოციალურ ქსელში პოსტი გიორგი მიქაუტაძემაც გამოაქვეყნა, საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირმა და სეზონის საუკეთესო მოთამაშემ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თამაშისგან თავი შემიკავა: “ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როცა ჩემი სახელი გაფართოებულ შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს. რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ, მინდა გუშემატკივარმა…
საქართველოს ეროვნული გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს. ვილი სანიოლის გუნდს გიორგი მიქაუტაძეც შეუერთდა და 11 ივნისს, ნაკრებმა „დინამოს“ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საქართველოს ნაკრები დედაქალაქში 15 ივნისამდე დარჩება, 15-ში ლარნაკაში გაემგზავრება და მზადებას კვიპროსში განაგრძობს. კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ მატჩებისთვის ვილი სანიოლის განკარგულებაში 25 ფეხბურთელია. ოთარ კიტეიშვილი „გუნდში ძალიან კარგი გარემოა,…
გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და წლის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს – ინფორმაციას საფრანგეთის ფეხბურთელთა კავშირის (UNFP) ოფიცილაური გვერდი ავრცელებს. UNFP-ის მიერ წლის ფეხბურთელის ჯილდოზე ნომინირებული იყვნენ ასევე ვიქტორ ლეკალი („ლე ავრი“), ჯოშ მაია („ბორდო“) და ნილს ნკუნკუ („სენტ-ეტიენი“). გამარჯვებულები სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გამოავლინეს. „ლიგა 1-ში დასაბრუნებლად ბოლო ტურში „ბასტიასთან“…
საფრანგეთის ლიგა 2-ის „მეცში“ გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავ სეზონს ატარებს. ქართველი თავდამსხმელი ლიგა 2-ის ბომბარდირი (23 გოლი, 8 საგოლე პასი) და ამავე დროს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ბოლო დროს მედიაში ხშირად იწერება მისი სავარუდო ტრანსფერის შესახებ. მიქაუტაძის მიმართ დაინტერესებას არაერთი კლუბი იჩენს. footmercato-ს ინფორმაციით, დაინტერესებულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური „მილანია“, გამოცემა წერს, რომ კლუბის…
ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის სიმბოლურ გუნდში ისევ ერთად შეიყვანეს. 36-ე ტურში, „მეცის“ ქართველმა თავდამსხმელმა „გენგამს“ გაუტანა და 23 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. თუმცა, გუნდმა მიქაუტაძის გოლით ვერ ისარგებლა, მხოლოდ ფრეს დასჯერდა (1:1). ზურიკო დავითაშვილმა კი „ლავალთან“ გაიბრწყინა და გოლთან ერთად, საგოლე გადაცემა ჩაიწერა. სულ დავითაშვილის ანგარიშზე 5 გოლია. სეზონის…
საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეხუთედ მოხვდა. 22 წლის ქართველი თავდამსხმელი ამჯერად „გრენობლთან“ მატჩისთვის გამოარჩიეს. ამ შეხვედრაში, რომელიც „მეცმა“ მინიმალური ანგარიშით მოიგო, მიქაუტაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო – მან ჯერ საგოლე პასი მიაწოდა იალოუს, შემდეგ კი მასთან უხეშობის გამო „გრენობლის“ მცველი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს. მიქაუტაძეს ლიგა 2-ის…
საფრანგეთის ლიგა 2-მა ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც ზედიზედ მესამედ ორივე ქართველი ფეხბურთელი მოხვდა „მეცის“ თვდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე და „ბორდოს“ შემტევი ზურიკო დაითაშვილი. 34-ე ტურში გიორგი მიქაუტაძემ „ნიორთან“ გასვლით მატჩში დუბლი შეასრულა და „მეცის“ მოგება განაპირობა, ხოლო ზურიკო დავითაშვილის ერთადერთი გოლით „ბორდომ“ შინ „კაენი“ 1:0 დაამარცხა.
ფრანგულმა ვებ გვერდმა maligue2.fr საფრანგეთის ლიგა 2-ის აპრილის საუკეთსო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე დაასახელა. გამოკითხვაში ვებგვერდის რედაქტორები და მკითხველები მონაწილეობდნენ, მათი ხმების უმრავლესობა ქართველმა ფორვარდმა მიიღო და გასულ თვეში საუკეთესოდ დასახელდა. „აპრილში გიორგი მიქაუტაძემ 6 გოლი გაიტანა და მისი დიდი დამსსახურებაა, რომ „მეცი“ ჯერ კიდევ იბრძვის საფრანგეთის ლიგა 1-ის საგზურისთვის. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა…
ისევ წყვილად! ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა 33-ე ტურის სიმბოლურ ნაკრები შეადგინა, რომელშიც ორი ქართველი გიორგი მიქაუტაძე („მეცი“) და ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“) მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის ლიგა 2-ში მოთამაშე ორივე ქართველი კვირის გუნდში მოხვდა. მიქაუტაძემ „პარიზთან“ საშინაო შეხვედრაში პენალტი გამოიყენა და „მეცს“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა (1:1). დავითაშვილს „ვალანსიენთან“ სტუმრად მოგებულ (2:0)…
საფრანგეთის ლიგა 2-ში 33-ე ტურის შეხვედრები ჩაატარეს გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ და ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“. „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „პარიზს“ უმასპინძლა. გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგნელობაში იყო. თამაშის დაწყებამდემას მას მარტის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო გადაეცა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, „მეცმა“ წონასწორობა მალე აღადგინა, პარიზელთა კარში დანიშნული პენალტი მიქაუტაძემ ზუსტად შეასრულა და სეზონში თავისი მე-20 გოლი (პლუს 7 საგოლე…
კვარაცხელია და მისი ძმები. საქართველოს საფეხბურთო ნაკადი ძლიერდება. „ნაპოლი”, რომელიც სადაცაა იტალიის ჩემპიონი გახდება, რასაკვირველია ამ დინების წინ პოლარული ვარსკვლავივით არის. საფრანგეთში, კი არის ჟორჟ მიქაუტაძე, 2000 წელს დაბადებული „მეცის” თავდამსხმელი. მას გოლი გოლზე გააქვს. მიქაუტაძემ ლიგა 2-ში 31 შეხვედრაში 19-ჯერ გაიტანა და გუნდს ლიგა 1-ში დასაბრუნებლად წინ მიუძღვის. მან ამასწინათ ითამაშა კიდევ ერთი ქართველის…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes