რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ქვეყნის ნაკრებს სტანისლავ ჩერჩესოვი მოაშორა. ჯერ ამბობდნენ, რომ ჩერჩესოვი პირგასამტეხლოს არ აიღებდა, დღის ბოლოს კი ითქვა, რომ დაახლოებით 300 მილიონ რუბლს გადაუხდიან. ამასობაში კი რამდენიმე რუსმა სპეციალისტმა იუარა ჩერჩესოვის მემკვიდრეობა. ითქვა, რომ ნაკრებს უცხოელი, უფრო გერმანელი მწვრთნელი გამოადგება. ახსენეს იოაჰიმ ლიოვის სახელიც. ორ კანდიდატთან კონტაქტი უკვე შედგა, თუმც ისინი მალევე თამაშგარეში დარჩნენ....
ჭდე: ანდრე ვილაშ-ბოაში
რომანს ვალი არ უყვარს
რომან აბრამოვიჩმა „ჩელსის“ საჭე თომას ტუხელს კი გადააბარა, მაგრამ გუნდიდან გაშვებული ფრენკ ლამპარდის მისამართით სამადლობელი სიტყვები არ დანანებია. ლიტონი სიტყვების გარდა, აბრამოვიჩი ლამპარდს კონტრაქტის ბოლომდე დარჩენილი ექვსი თვის ხელფასს – დაახლოებით 2 მილიონ გირვანქას გადაუხდის. თუმცა, რა მოსატანია 2 მილიონი, როცა გიჟმაჟ მილიარდერს ჯამში მწვრთნელებისთვის კონტრაქტის გაწყვეტის კომპენსაციად 112 მილიონი აქვს გადახდილი. აბრამოვიჩის ეპოქაში „ჩელსის“...
ისეთივე მწვრთნელი, როგორი ფეხბურთელიც ვიყავი
ფრენკ ლემპარდის აზრით ბოლო 20 წელიწადში ფეხბურთის მწვრთნელის, ინგლისურად კი მენეჯერის საქმიანობა ძალიან გართულდა. „ჩელსის” თავკაცს ფეხბურთელობის წლებში ბევრი თავკაცი გამოუცვლია და ამბობს, რომ მათგან უამრავი რამ ისწავლა. იმ მენეჯერთაგან, ვისთანაც თანამშრომლობა მოსწევია, ლემპარდს მჭიდრო, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჟოზე მოურინიუსთან, ანდრე ვილაშ-ბოაშთან კი ვერ გამონახა საერთო ენა. თუმცა, წიგნში რომელსაც ჰქვია „ბოსი — ჩელსის მენეჯერები...


