მთავარი გიო ახვლედიანის სვეტი

გიო ახვლედიანის სვეტი

„სარბიელის“ კლასიკა, შექმნილი თანამედროვე ქართული ლიტერატურის კლასიკოსის მიერ. ფეხბურთის, კალათბურთის, კრივის, რაგბის, ან თუნდაც რომელიმე ეგზოტიკური სახეობის საკვანძო მოვლენებზე გამოთქმული აზრები, რომლებიც იქამდე არავის მოსვლია და მომავალშიც ვერავინ გაიმეორებს.

STILL KETS!

STILL მავანიო, ასე შესძახებენ ხოლმე ინგლისელი ტელეკომენტატორები, როცა მავანი ყაჩაღი ფეხბურთელი ბურთს არ დაჰკარგავს და მონდომებით მიიწევს წინ. ადვილი გადმოსათარგმნია, STILL მავანიო, ნიშნავს კვლავ ესო, ესე იგი, არ დაადგა საშველი ამ ფეხბურთელის დაკავებასო. თანაც იმათ რეპორტაჟი არ ესწავლებათ და...

ვითომ ჯორდი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ევრო 96-ზე მოთამაშე პატარა კრუიფს რომ ჰკითხეს, ზურგზე გვარი რატომ არ გაწერიაო, მან მედიდურად მიუგო: სირცხვილია ჰოლანდიის ნაკრებში ვინმეს ეწეროს ეს გვარი და არ ამძიმებდეს, ამიტომაც ჩემი ჯორდი მირჩევნიაო. გამოხდა ხანი და პატარა კრუიფი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვიხილეთ. ზურგზე მამისეული...

შარშან ვიალი იყო, კლუივერტიც

ვერ გავიგე, რას ველოდებოდი მთელი წელიწადი. ალბათ სულელი ვარ, მაგრამ მართლა ვერ გავიგე. ჩემპიონთა ლიგის ფინალს მშვიდად ვუყურებ, რადგან არცერთ იქ გასულ გუნდს არ ვგულშემატკივრობდი. მიუნხენში მაღალი კლასი იყო, მაგრამ მე მაინც ვერაფერი გავიგე. ალბათ იმიტომ, რომ კლასი იყო მაღალი. აი, 26 მაისს თბილისის...

ელის არმია

ახალი წლის დღეები თითქოს ჩათავდა. გვარიან ნამთვრალევზე გაიხსენებ მთელ გასულ დღეებს, როდესაც ჭიქა წყალი მიაყოლე და ფსკერი გამოუჩინე. იხსენებ თავგასიებული და ფიქრობ, რომ გამუდმებით სმა მეტად მძიმე რეჟიმი წარსულის და ტოლუმბაშთა ხვედრია. რა რაღა თქვან ფეხბურთელებმა, ვისთვისაც მავან მწვრთნელებს არათუ...

მსაჯი რომ პირველი კაცი იქნება…

გასული კვირის ერთ-ერთ „სარბიელში“ მსაჯთა შეცდომები იყო ჩამოთვლილი და სათაურად თბილისური ლანძღვა ჰქონდა - მსაჯო, შე მამათმავალოო. „ფეხბურთი შინ დაბრუნდაო“, - ასეთი ლოზუნგი მოუგონეს ინგლისელებმა ევროპის ჩემპიონატს. შინ დაბრუნებული ფეხბურთს საუცხოო სტადიონები დაახვედრეს. ეს „ენფილდიო“, „ვალა პარკიო“, „ოლდ ტრეფორდიო“, „უემბლიო“... დაახვედრეს განთქმული...

შენ ყარაჩოღელი გიჟუა გაგიგონია?

ყველაზე უცნაური რაც ჩვენს ფეხბურთს სჭირს, მედიდურობაა. „დინამომ“ რომ „ტილბურგთან“ წააგო, სამი დღეა გასული და ამ დღეში, ბარე შვიდი ფეხბურთის მოყვარე კაცი შემხვდა და მითხრა, აგვისტოში რომ დაწერე „დინამომ“ გამოიღვიძა, აჩქარდი, ბევრი მოგივიდაო. როცა რაიმე გაგეხარდება, ბევრიც მოგივა ხოლმე. მიუხედავად...

BODYPUNCHER და KO PUNCHER

„ბოდიპანჩერი“ საკრივო ტერმინია და სიტყვასიტყვით სხეულზე დამრტმელს, ტანზე მცემელს ნიშნავს. ეს ტერმინი იმ მოკრივეთა მიმართ გამოიყენება, რომელთათვისაც ღმერთს მართლად ცემის ნიჭი მოუმადლებია, მაგრამ არ მიუნიჭებია კრივში ეგოდენ საჭირო და პრესტიჟული უნარი სანოკაუტო დარტყმისა. დიახ, კრივში არსებობს სხვა ტერმინიც - „ქეიოპანჩერი“,...

ტაისონის წაქცევის ერთი გზა

შენ, მსოფლიო კრივის ჩემპიონობაზე მეოცნებე ქართველო ჭაბუკო, დიახაც დაგჭირდება მაიკ ტაისონთან შეხვედრა. ვერ ასცდები ამ შერკინებას და ამიტომ, ფუთაში გამოკრული სიკტივკარის ქარხნის ხელთათმანებით რომ ჩახვალ ამერიკაში, დაფიქრდი, ვისთან საჩხუბრად მისულხარ დიდ ქალაქში. კი, გახსოვს, რომ ის კაცი, კრივის გაუცინარი ხელმწიფე,...

ძველ ჭეშმარიტებათა გახსენება

„ვ სავრემენნომ ფუტბოლე სამოე გლავნოე პერეხოდ ოტ ატაკი კ აბარონე ი ნააბაროტ,“ - იტყოდა ხოლმე ძველ, ზასტოის დროში ნიკოლაი ოზეროვი, რუსთა უპირველესი ტელეკომენტატორი. ოზეროვი ამას იმეორებდა ტაიმში სამჯერ და იმგვარი ინტონაციით, რომ თქვენი არ ვიცი და, მე ყოველთვის მეცინებოდა. დიახ, ოზეროვს...

ცოტა-ცოტა ფეხბურთზე ახალი წლის დღეებში

ჩვენ რომ ტრონჰეიმში ვცხოვრობდეთ, ახლა წითელი ბურთით ვირბენდით დათოვლილ მოედანზე და მადრიდის „რეალს“ დავამარცხებდით, მაგრამ განა ჩვენ ნორვეგიელები ვართ? არა, ჩვენ არა ვართ ნორვეგიელები. თუნდაც იმიტომ, რომ ისინი უკვე მეორედ არიან მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეგილ ოლსენმა წესად შემოიღო, რომ თავისი გუნდი...

ფეხბურთელებო, ქომაგებო, ქურდებო და პოლიციელებო – შევიკრათ!

ჩვენი სტადიონი ჭეშმარიტად ისტორიული არენაა. ვის აღარ უთამაშია აქ? დაპყრობილ-კოლონიური ქვეყნის პირობაზე პაიჭაძის (ძველად, იდიოტურ წესისამებრ ბერიას და ლენინის) სახელობის საფეხბურთო სახლში მართლაც დიდი და დიადი გუნდები გაგვიცნია. ამათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა და ნაკრებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კლუბებიც არ გვივიწყებდნენ....

ფეხბურთის ღამე და საფეხბურთო ამქარი

ეგებ ბართლომეს ღამეც კი დამერქმია ამ ოხრადდასარჩენი სვეტისთვის, ან გრძელი დანების ღამე - ან ღამე იმედისა და იდუმალ კრთომისა, როგორც ამას რომელიმე რომანტიკოსი მესვეტე უწოდებდა, მაგრამ განა ჩვენ რომანტიკოსები ვართ? ჩვენ ქალაქელი ხალხი გახლავართ და ფეხუბრთის ყურებაში ჭირი მოგვიჭამია. ჩვენ ძველი...

კეთილი სურვილებით, იოზეფ ბლატერი

აბა, რა სასიამოვნოა ასეთ საკითხზე წერა? აგერ რამდენი ხანია, ეს ამბავი მიმდინარეობს და ერთხელაც ვერ ავავსე სვეტი საჭირო მასალით. მიზეზი ესაა: ამ ამბავში მადლს ვერა ვხედავ და კიდევ - ერთი ალალი ხელის ჩამორთმევა მირჩევნია მთელს ამ ისტორიას. არა იმიტომ,...

დიახ, ბატონო, ძიუდოზე მოვხვდი

ხვალ თბილისის გრან-პრი იწყება, ძიუდოსთვის დიდად გამორჩეული ამბავი. 3 დღე, ანუ 1 აპრილის ჩათვლით, ახალ სასახლეში გვარიანი ორთაბრძოლები გაიმართება. ამ ამბავმა კი გიო ახვლედიანის ერთი ძველი სვეტი გაგვახსენა, სწორედ ძიუდოზე რომ დაუწერია ავტორს. ვისაც ამ სახეობის მუღამი ჯერ ვერ...

მსოფლიოს ჟანდარმი

ყოველ შეხვედრის წინ, სათადარიგოთა სკამზე რომ დაიჭერს ადგილს, მიროსლავ ბლაჟევიჩი გვერდით მოიდებს ხოლმე ფრანგ ჟანდარმთა ქუდს. ამბობენ, რომ ეს ქუდი ერთმა ფრანგმა ჟანდარმმა აჩუქაო. მერე ხორვატიის ნაკრები მოიგებს, ბლაჟევიჩი ქუდს დაიხურავს და გასახდელისკენ მიაბიჯებს. ეს ქუდი ალბათ (ალბათ კი...

ხუთი გოლის იმედით

რაც უფრო ახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი, მით უფრო დიდია საფრთხე იმისა, რომ ამ ფინალურმა მატჩმა ვერ ივარგოს. ამის მწარე გამოცდილება საერთაშორისო ფეხბურთის გულშემატკივრებს აქვთ. თორმეტი წელიწადია, გემრიელი ფინალი არ ყოფილა. თორმეტი წელიწადია, ფინალში თამაშიდან გოლი არ გასულა. სინამდვილეში, ეს...

წერილი ჩვეულებრივ ამერიკელს, მათი ლიგის გახსნის გამო

გამარჯობა, ძვირფასო ჩვეულებრივო ამერიკელო. შენ, რომელიც ასე აღიზარდე შენს კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში, რომ ხელში ან ბეისბოლის ტაფელა გეპყრა, ან კალათბურთის ნარიჯისფერი ბურთი გეჭირა, ან თქვენებური ფეხბურთის ჩაფხუტი გეხურა თავზე, ახლა კი დისტანციური მართვის პულტი ჩაგიბღუჯავს ხელში და ორასარხიან ტელევიზორში სპორტის...

ბოდიში და გმადლობ

ეგებ ლირიკაზე გველაპარაკა? ან საფეხბურთო ბედის კვანტისტრიალზე? ალალად - არ ვიცი, რა ჰქვია ამას. ჩვენებურ ქომაგს უცნაური მახსოვრობა აქვს. თბილიცა და დაუნდობელიც. აი, შარშან ზაფხულში „მარშრუტკაში“ ვიჯექი. ჩემს წინ კი ნოდარ ხიზანიშვილი მოხვდა. დაღლილი სახე ჰქონდა და მოწყენილი თვალები. ეგებ ამის გამოც...

დაანებეთ ჩემს ქვისლს თავი

მოგეხსენებათ, საქართველომ ალბანეთს მოუგო, ლატვიელებმა კი იმ თავის ფიორდებზევე მიამარცხეს ნორვეგიის განთქმული გუნდი. ამ გამარჯვებამ გაახარა არა მხოლოდ ჩვენი ნაკრების უფროსობა, არამედ გულშემატკვირებიც. როგორც იტყვიან, ლატვიის ნაკრებმა კარგი საქმე „გაუკეთა“ საქართველოს ნაკრებს, განსაკუთრებით საბერძნეთ - სლოვენიის ფრეს ფონზე. საქართველო იმედოვნებს, რომ...

ბრეივჰართ, წავედით რაგბის საცქერლად

განა ჩვენ სამხრეთ აფრიკელები ვართ? იქ ახლა ერთი ამბავია - ნაკრების კაპიტან ფრანსუა პინარს თუ არა ვცდები, „სბორზე“ არ დაუძახეს და მისი გუნდში დაბრუნების მოთხოვნით სამიოდე დღეში 70 ათასი სატელეფონო ზარი გაისმა. არა, ჩვენ არა ვართ სამხრეთ აფრიკა. და მიუხედავად ამისა, ხვალ...

თანხა

როგორია ქართული ფეხბურთი? იტყვიან, რომ დღეს ცუდია, გუშინ კი კარგი იყო. მაგრამ ამას სულაც არ ვგულისხმობ და ალბათ, კითხვაც ბუნდოვანი გამომივიდა. უკეთესი იქნებოდა მეკითხა, ვინ არის ქართველი ფეხბურთელი დღეს? რა სტატუსის კაცია? რას აძლევს მას ფეხბურთი და რას გაიღებს იგი ამ...

კირსანი არაყს ჩამოდგამს

ასე გამოვიდა, რომ ამ ჩვენი „სარბიელის“ მესვეტედ ვიქეც და ამიერიდან ამ გვერდზე ამ ადგილს დავიჭერ ხოლმე. მინდა, ორი რამ სიტყვა მოგაშველოთ, წინა კვირის ყველაზე ხმაურიანი ამბის გამო - ყმაწვილი ყალმუხი მსოფლიო ჭადრაკის თავკაცად რომ აირჩიეს, ქალაქ პარიზში. კირსან ილუმჟინოვი გაგეგონებათ, იგი...

JUST DO IT

ზაფხული მოვიდა და გაგიხარიათ, ჩვენს ეზოში ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ. კარგა ხანია ეზოს ფეხბურთი არ მინახავს - გარაჟებს შორის, მტვრიან ასპალტზე გაგორებული ბურთი ცხოვრების ადამიანურობის და სილამაზის უტყუარი ნიშანია. ეზოს ფეხბურთი საუცხოო საყურებელია: აგერ, ის ღიპიანი ბიჭი პირწავარდნილი გასკოინია (ყოველ შემთხვევაში,...

არასოდეს თქვა არასოდეს…

ამ განთქმულ კინოსურათს მე ასე გადავაკეთებდი - არასოდეს სთქვა „მანჩესტერ იუნაიტედი“, გამორჩევით მაშინ, როცა ეს გუნდი კარგა მანძილით გასცდება იმ მოხდენილ „ოლდ ტრეფორდს“, ლა მანშს გადაცურავს და კონტინენტზე გადავა. როგორც კი ალექს ფერგიუსონის გუნდი ევროპის რომელიმე ქალაქში მოხვდება სათამაშოდ (გინდა...

სადიდებელი წყალგაღმა კალათბურთისა

„ოკეანის გაღმელო, საზიზღარო სემ, ზანგებს რატომ აწამებ და ბავშვებს რატომ სცემ?“ გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ბოლშევიკური შაირი კალათბურთის გამო გამახსენდა. კალათბურთი, ისეთი სპორტია, რომ ძლიერის მიერ სუსტის დაჩაგვრა მეტად თვალშისაცემად ჩანს ხოლმე. ვთქვათ, გამოიჭერს დიდი პატარას და 97:17-ს მოუგებს. თითქმის წარმოუდგენელია ისეთი...

ქართველი რომ ყოფილიყო, ვერ დაიჭერდნენ

მთელმა მსოფლიომ გაიგო ეს ამბავი და “სარბიელის” მკითხველებმაც. ოლიმპიური ჩემპიონი დეივ შულცი მილიონერმა ჯონ დიუპონმა მოჰკლა. რატომ და რისთვის გამოესალმა სიცოცხლეს განთქმული მოჭიდავე, ძნელი სათქმელია - ფილადელფიელი დეტექტივები ჯერჯერობით დუმან და დიუპონიც ვერავის მიაწვდენს ხმას ციხიდან. ფაქტი კი ერთია, „ნისან-პატრული“ რომ...

საცივის შემდეგ

ახლოვდება საცივის ჟამი. დროება გადახუხვისა, ბაჟეში შუბლის ჩამხობისა და შემწვარი გოჭის მსუქანი ნაჭრების მოყირჭებისა. ათასობით ქართველი სპორტსმენი ისევ ხვდება და ელის ახალ წელიწადს, როგორც ასიათასობით მათი თანამემამულე. იმედი გაუმჯობესებისა, საქმის კეთილად და აზრიანად კეთებისა და ჩვენს სპორტშიაც იმგვარადვეა საჭირო და სანატრელი,...

ლუვრის კარუსელში ბევრს თავბრუ დაეხვა

კარუსელი დარბაზია ლუვრში, იქ კი მომავალი საფეხბურთო ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა. ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ორიოდ მსუბუქი სიტყვით ჩვენც შევეწეოდით. უპირველესად გავიხსენოთ ერთი ძველი დიალოგი: შესძლებ იმას, იანეკ? ძნელია. შევძლებ. მთავარია, რომ ის არსებობს. რა? მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია. თუკი...

ჩემი უტოპიური ჩემპიონი

ბოლო ათი დღეა, „იესპიენის“ ტელეარხებზე სამხრეთამერიკულ ფეხბურთს გადმოსცემენ. ბრაზილიასა და არგენტინაში ახლა ორ ჩემპიონატს შორის შესვენებაა და კლუბების სხვადასხვა ტურნირებში ჩაბმულან: ბრაზილიაში ლიგა პაულისტა და რიოს პირველობა ტარდება, არგენტინაში „ტორნეო სიუდად დე მენდოსა“ და სხვა. ამ თამაშების ცქერისას ის ლაპარაკი...

მარშრუტის გამო

რა და... მარშრუტის გამო მინდა ვთქვა. უცნაური მარშრუტი, რომელიც, ალბათ, არცერთ ქალაქში არ არსებობს. ერთის მხრივ ეს ჩვეულებრივი მარშრუტია, ხალხი ყოველდღე გადიგამოდის ამ გზაზე, მაგრამ თბილისში გაჩნდა დღეები, როცა ადამიანთა უზარმაზარი ჯგუფები ამ მარშრუტს დიდი მონდომებით, ჩქარი და საქმიანი ნაბიჯით გადიან. რას იზამ...

უძვირფასესი მელოუნი ყოფილა, ჯორდანს კი ვირის თავ-ფეხი?

155 კალათბურთზე მწერალი კაცი ხუმრობა არ გეგონოთ, თქვენი ჭირიმე. მითუმეტეს, ის 155 კაცი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ამბებს რომ მიმოიხილავს. ჰოდა, ამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ენბიეის უძვირფასეს მოთამაშედ წელს მეილმენი უნდა ყოფილიყო. მეილმენი - იგივე კარლ მელოუნია, მორმონთა ქვეყნის ცნობილი გუნდის,...

ტინსაიდელი ცინიკოსები

ესენი ვინა ყოფილან? მთელი ნიუკასლი, მთელი საჯორდეთი ფეხზე დგას. ხალხს გუნდის აღზევება ევალება და თურმე რეებს ლაპარაკობენ? კლუბის ოდინდელ თავმჯდომარეს სერ ჯონ ჰოლს ვაჟიშვილი ვერ გამოდგომია. საქმე კი იმაშია, რომ ინგლისურმა ტაბლოიდებმა, კრეძოდ კი „უორლდ ონ სანდიმ“ ნუიკასლ იუნაიტედის“ ორი თავკაცი, თავმჯდომარე ფრედი...

„მატჩი მესამე ადგილისთვის“

ჩემპიონატი მთავრდება. რაღა დარჩა? ოთხიოდე თამაში. მაგრამ ეს ოთხიოდეა, კაცს რომ გულს უხეთქავს. თუმცა, ამ ოთხიდან ერთი, მატჩი მესამე ადგილისთვის (ასე ჰქვია ოქმებსა და ქაღალდებში დამარცხებულ ნახევარფინალისტთა შეხვედრას), ყოველთვის სულელურია ხოლმე. უეფა დიდი ხნის მიხვედრილია იმას, დიდი შეჯიბრის ნახევარფინალისტი ისე...

ფიქრნი ემანუილ ამუნიკესი, ბურთაობა რომ სწყუროდა

ხვალ ბურთი ავარდება იოჰანესბურგში: აფრიკის თასის გათამაშების გახსნაზე ერთმანეთს შეერკინებიან სამხრეთი აფრიკა და კამერუნი - პიონერნი და ლომნი. მას კი, ტანმაღალ და ბრგე ემანუილ ამუნიკეს, გაახსენდება ორი წლის წინანდელი ფინალი, როდესაც ორი გოლი შეუგდო ზამბიას და აფრიკის ჩემპიონი გახდა. ასეთი...

ეგებ კევინმა უთხრა თავის თავს

რის გამო ვილაპარაკოთ? რა მოგითხროთ ამ გაქანებული ქეიფების შემდეგ? მოდით, ვთქვათ, კაცის მოსვლასა და წასვლაზე - ახალი წლის ყველაზე მეტად ხმაურიან ამბავზე. ევროპაშიც გვარიანად მოულხინეს ამ უქმეებზე. პრინციპში, იქ მოულხინეს, თუ მოულხინეს. ფეხბურთელებს ღიპები დაედოთ. გერმანელებმა თითქოს სამუდამოდ შეწყვიტეს თამაში. ევროპის...

ნაგანოს თეთრი მზე

ზამთრის ოლიმპიადა სრულდება. ჩვენს დროში და ჩვენს ქვეყანაში ეს არცთუ პოპულარული სანახაობაა. ხალხი დიდად არ ინტერესდება ოლიმპიური თამაშობათა ცქერით. პრინციპში, რომც დაინტერესდეს, შუქი არა აქვს და უეჭველად სადმე დვიჟოკირებულ ადგილას უნდა წავიდეს, ვთქვათ, ფიგურული სრიალის საყურებლად. მაგრამ დღეს სხვა დროა....

ღამის ზარების ამბავი

იცით, რაშია საქმე? ქართული ფეხბურთის ქომაგთა მრავალათასიანი არმია დაიღალა. მას აღარ აინტერესებს ლაპარაკი სავარძლების, გავლენის სფეროების, ფეხბურთელების ლათობა-არლოთობის შესახებ. მას ფეხბურთი აინტერესებს. ამას რატომ ვამბობ? საქართველოს ნაკრებმა მალტის ტურნირი მოიგო. ეს სანაკრებო ისტორიაში პირველი მოგებული ტურნირია. მიუხედავად ამისა, ეს არ არის ისტორიული...

ცივი და ცხელი გონებით

რაც არის არის, როგორც პარლამენტში იტყვიან, ცივი გონებით ვილაპარაკოთ. ჯერ ეს ერთი, რომ ცხელი გონებით არაერთხელ გამოგვითქვამს ტკბილი სიტყვები და ამას არანაირი სარგებელი არა ჰქონია და მეორეც - ასეთ შემთხვვაში ცივი გონება სჯობს. სულ დანომრილად მოგახსენებთ ყველაფერს: რა მომეწონა ძალიან მომეწონა...

მანჩესტერიდან მოვდივარ, უკან მაბრუნებს ქარიო

მდაა, ოთხი წელიწადი. ეს ოთხი წელიწადი სულ ერთნაირი დამარცხების, სირცხვილის, დაცინვის ეპოქაა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გამარცხებს ვოლგოგრადი, ტრაბზონი, ავტოქარხანა, ისთანბულის გარეუბანი, სოფელ ვარიანის მეფრინველეობის კომლექსის დუბლშემადგენლობა. გიგებს ლამის რომ აბოვიანის „კოტაიკი“ და შენა ხარ შვიდგზის შერცხვენილი, რადგან ზედიზედ...

მოგონილი გოლებიო, და

ძმებო, ფეხბურთის გიჟებო! ორი რამაა ჩართული ამ ამბავში - წარსული და ჟურნალისტის ხელობა. წარსული ისეთი რამ გახლავთ, რომ კაცი ხეირიანად ვერ აღიდგენ თვალწინ. ჟურნალისტის ხელობა კი იმგვარი პროფესიაა, რომ სილამაზის დედოფალსაც კი ნაკლი უნდა აართვას. მთელი ევრო 96-ის განმავლობაში ამ ოხერ...

ფანი ბუნების მოვლენებთან ბრძოლაში

უცნაური ამბავია: ასეთი საფეხბურთო კვირა გვქონდა და ლაპარაკი ერთი ჩვეულებრივი რამით დაიწყო. სინათლე! სინათლე ჩვენს ფანჯრებში. ფანჯრებში კი ტელევიზორს ვგულისხმობ, რადგან ღირსეული ანტენით შეჭურვილი ტელევიზორი დღეს ნამდვილი ფანჯარაა ევროპაში, გამორჩევით კი საფეხბურთო ფანისათვის. რა, რა და ტელევიზორი მთავარი რამ არის. არიან „დვიჟოკიანი“...

ბურთი ჩამოგორდა როკის გვირაბიდან და სიმდის ხმაზე ჩამოგვირბინა

რაც გამახსენდა გაზაევი რომ დავინახე, გამახსენდა ძველი დრო, როცა ვალერი გეორგიჩი თბილისის „დინამოში“ თამაშობდა და ჩვენს აბურდულ საფეხბურთო გუნდს შველოდა, ბაქოს „ნეფთჩისთან“ ყაიმის მიღწევის საქმეში. მაშინ ამბობდნენ გაზაევმა თბილისში თეთრი მერსედესი ჩამოიყვანა და გაყიდაო. ზოგი აცხადებდა, მერსედესი თეთრი კი არა, ლურჯი...

ბრუს სელდონი?! ჰმ…

ორი დღის წინ გვარიანი კამათი მომიხდა „რეზონანსის“ საკრივო მიმომხილველ ალბერტ ხაჩატურიშვილთან. ეს ხაჩატურიშვილი კრივის მცოდნე კაცია და მძიმე წონაც ძლიერ უყვარს, მაგრამ ერთი ახირებული ზნე სჭირს - ტაისონი ეზიზღება. რახან ტაისონი ეზიზღება, ჩვეულებრივ, ათას რამეს გამოიგონებს ხოლმე მის საწინააღმდეგოდ და...

Go, CANADA, Go!

გამოტყდით, რომ ამ არეულ დროში ჰოკეი კიდეც მიგავიწყდათ. არადა, ჰოკეი დიდი რამ გახლდათ, ჩემმა მზემ. მსოფლიოში ყველაზე სწრაფ გუნდურ თამაშს ამ ჩვენს ქალაქშიც გვარიანი ოდენობის მოყვარული ჰყავდა. მერე მოხდა გასროლ-გამოსროლანი და გულთახეთქვანი და ჰოკეიც გაქრა. მისი ადგილი ტელეეკრანზე დაიკარგა, მისი ადგილი...

არ გაფუჭდება

აგერ, ბიჭები ლაპარაკობდნენ და დიდი კამათი ატყდა მაიკლ ოუენის გამო. ჩვენებური გულშემატკივარი ალბათ იმითაც გამოირჩევა სხვა ქვეყნების ქომაგთაგან, რომ მომავალის განჭვრეტა უყვარს ხოლმე. ანუ, როცა სტადიონზე მიდის, იმდღევანდელი მატჩი თითქოს მოთავებულიც კი აქვს და უკვე იმას ფიქრობს, ხუთი თვის შემდეგ...

მოკლე ისტორია ქალაქელთა კლუბისა

ახლა, რახან ინგლისში საფეხბურთო სეზონი დაიწყო და ოთხ იქაურ ლიგაში ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, გაზეთები და გამორჩევით “სარბიელი” ყოველ იქაურ ნაბიჯს აღბეჭდავდნენ ხოლმე თავის ფურცლებზე. ჩვენებური მკითხველი ისე გაუშინაურდა ალბიონის ფეხბურთს, რომ მისი გაკვირვება ძნელია და სიმართლე ითქვას, აღარც არის...

წინ, ევროპისაკენ, ავტოქარხნის გავლით!

რაღაც წვიმები მოგვეძალა. გასაკვირიც არაა - შემოდგომა მოვიდა. თანაც, წვიმა ჩვენს სტადიონზე კარგად დაცდილი რამ არის, ხომ გახსოვთ, „ლივერპულიც“ წვიმაში გავაცურეთ. ეს ამბავი ზუსტად ჩვიდმეტი წლის წინათ იყო. აჰ, ნეტავ იმ დროებას - ყიფიანმა მარჯვნიდან ჩამოაწოდა, გუცაევი კი ბურთიანად შევარდა...

სულ სხვადასხვა ამბები დროზე

მოდით, ჭრელად ვილაპარაკოთ, მითუმეტეს, რომ გვარიანი ამბები ხდებოდა ამ კვირაში და თითო-ოროლა სიტყვა ყველაფერს გადავუგდოთ. დროზე წასვლა - აი, რა არის მეტად ლამაზი. ხალხით გაძეძგილ მედისონ სკვერ გარდენში, დიდი საჩოგბურთო ტურნირისას, კორტებს გამოეთხოვა არასაჩოგბურთო გარეგნობის ჩოგბურთელი გაბრიელა საბატინი. გაბრიელა 26...

სარაგბო ფიქრები

რაღა მაინცდამაინც რაგბი? სიმართლე რომ ვთქვა, ამ თამაშში წესების დონეზე თუ ვარ გარკვეული. თამაშის იმგვარი გაგება და აღქმა, რაგბზე მწერალ კაცს რომ სჭირდება, არა მაქვს. ისიც უნდა გითხრათ, რომ წესების შესწავლაზეც გვარიანი დრო გავხარჯე, მაგრამ არ მინანია. ეს საუცხოო...

ფეხბურთის ყურების დროს

ამ სვეტს რომ ვწერ თქვენთვის, ძვირფასო ტელემაყურებლებო, „საფრანგეთის ტურნირის“ ბოლო მატჩი მიმდინარეობს. მეზობელთა შორის თამაშს საომარი პირი უჩანს, ხომ არ შეიძლება, რომ გამუდმებით ფრეები ჩაიწერო აქტივში და იძახო, მოსამზადებელი ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს, კმაყოფილი ვარო? ბოლოს და ბოლოს, თამაშს ხალხი ესწრება და...