მთავარი ქართველები საბჭოთა ნაკრებში

ქართველები საბჭოთა ნაკრებში

მთავარი თემა

ეს ამბავი კარგა თხუთმეტი წლის წინ მოხდა გაგრაში. შავიზღვისპირეთში წინასასეზონო სამზადისისთვის ჩასული მოსკოვის „დინამო" გაგრის ნაკრებთან ამხანაგურს მართავდა. ადგილობრივ გუნდში ახალგაზრდებთან ერთად სამი თმაშეთხელებული, ჭარმაგი კაცი თამაშობდა და არცთუ ურიგოდ. ტრიბუნები განსაკუთრებით ერთ-ერთ ძიაკაცს ქომაგობდნენ. მერე სწორედ ეს ძიაკაცი...

მან იცოდა ფეხბურთი

1999 წელი. თებერვალი. სპორტის სასახლე და მიხეილ მესხის ხსოვნის ტურნირი მინიფეხბურთში. ჟურნალისტები უფრო მეტი, ვიდრე მაყურებელი. ტაშიც და ფეხბურთიც ერთნაირი — აქა-იქ და კანტიკუნტი. ჟურნალისტებს შორის ჯერაც ახალგაზრდა, შავგვრემანი, უკვე სრული კაცი. მშვიდი, მაგრამ ფიქრიანი სახე. მშვიდადვე უცქერს დარბაზის...

თანამედროვე

ზამთარში ადრე ღამდება ხოლმე და მაშინაც ადრე დაღამდა. ცუდი დრო იყო, ცუდი ამინდი, ცუდი საათი. სეზონი დამთავრებული იყო. გზა არ ვარგოდა და როდის ვარგა გზა საქართველოში? ასიათასობით ადამიანი გადის და გამოდის იმ გზაზე ყოველწლიურად. მდინარეც იქვეა - რაც ქვეყანა არსებობს, მდინარე...

ოფიცერი

...ჩემი მეზობლის დიდი ბებია, ანუ ბებიის დედა ოდესღაც სმოლნის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში სწავლობდა. ეს ქალბატონი, ძველ მიქელაძეთა შთამომავალი, მგონი ოთხმოცი წლისა იყო, ან სულაც ასისა. ჩემს მახსოვრობაში სახლიდან არ გამოდიოდა, დიდ ლოჯიაში იჯდა სავარძელში, ხუთი-ექვსი სათვალე ელაგა მუხლებზე და...

დიდი მეათე ნომერი

...მერე იყო 9 აპრილი, ომი, შიმშილი და სიბნელე. თბილისური კორპუსების წინ, კოცონებს შემორტყმული ადამიანები ზამთრის ცივ და მკვდარ საღამოებს მიაშტერდებოდნენ და ლაპარაკობდნენ, ლაპარაკობდნენ... ...ის დაუცხრილავთ... მერე მის ძმაკაცებს მკვლელი აუფეთქებიათ... იმის მეზობელი კაიფში გაპარულა... ამის ბიძაშვილი იმის საძმოშია, უკვე სამი...

გოლი, ნოდიას გოლი

ძნელია, წერო ადამიანზე, რომელსაც თითქმის შენი ასაკის ტოლი საფეხბურთო კარიერა აქვს, რომლის თამაში არ გინახავს და შთაბეჭდილებას მხოლოდ მასზე წაკითხული და გაგონილი გიქმნის. მას ერთხელ უთქვამს, ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის ის იქნება, თუკი მომავალ თაობებს გივი ნოდიას შესახებ რამე...

მეორე თაობის ვარსკვლავი

1964 წელს, როდესაც თბილისის „დინამომ“ ჩემპიონობა მოიპოვა, საბჭოთა პრესაში გამოქვეყნდა ცნობილი საფეხბურთო სტატისტიკოსის, კონსტანტინე ესენინის ამ მოვლენისადმი მიძღვნილი სტატია, რომელშიც მხატვრულად იყო ასახული თბილისის „დინამოს“ სხვადასხვა თაობის ბრძოლა საკავშირო პირველობისთვის. ამ უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა ბოლოს და ბოლოს თბილისის „დინამოს“...

სახალხო ჩელე

ჩემს მაგიდაზე ძველი საფეხბურთო ცნობარები აწყვია. ისინი საგანგებოდ გამოვითხოვე სარედაქციო არქივარიუსთაგან, რათა ძველ, დავიწყებულ სტატისტიკას ჩავუჯდე. ცნობარი სულ თეთრმეტია, 1976 წლიდან 1986 წლამდე. თითოეული მათგანი განვლილ სეზონს აღწერს და მეც მაინტერესებს, თუ სად, რამდენი და როგორ ითამაშა ოდინდელი “დინამოს”...

ამბავი ოქროს პასისა

ფეხბურთი შექმნის დღიდან ვითარდება და ვითარდება. თუმცა უკანასკნელ წლებში ამ მილიონების თამაშში ბევრი სიახლე აღარავის შეუტანია. ბოლო „აღმოჩენად" შეიძლება მსოფლიოს წამყვან გუნდებში ეგრეთ წოდებული კულუარის მოთამაშეების გამოჩენა ჩაითვალოს. ეს ისეთი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც მთელი ფლანგის გაკონტროლება ევალებათ. ისინი ძირითადად...

საბჭოთა ნაკრების პირველი ქართველი მერცხალი

გივი ჩოხელმა ძალიან ადრე, 26 წლისამ დატოვა დიდი ფეხბურთი, მაგრამ მის ისტორიაში მაინც ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დარჩა. თელაველი ჭაბუკის გამოჩენა თბილისის „დინამოში" მოულოდნელი იყო. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ჩვენი ქვეყნის უძლიერეს გუნდს უფრო დასავლეთ საქართველოს რგონები კვებავდნენ მაღალი კლასის ფეხბურთელებით...

დიდი კაცი

მე არ მახსოვს მურთაზ ხურცილავას ფეხბურთი. მიყურებია კი, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზორში და ტელევიზორში ნანახით ფეხბურთელზე წარმოდგენას ვერ შეიქმნი. ჩემს მეხსიერებას მურთაზ ხურცილავას ფეხბურთიდან საზეიმო გაცილება შემორჩა ბუნდოვნად — ითამაშეს „დინამომ“ და სსრკ ნაკრებმა, მერე სხვა ფეხბურთელებმა ხურცილავა მხრებზე...

მორცხვობამდე თავმდაბალი

მორცხვობა ამშვენებსო ადამიანს -  ცნობილი გამონათქვამია. ვინ იცის, რამდენი შეგვხვედრია ცხოვრებაში ისეთი კაცი, საკეთებელს სხვაზე მეტს რომ აკეთებს, ბევრზე უკეთ, თავის გამოჩენას და საკუთარ საქმეზე ლაპარაკს კი ჩრდილში ყოფნა უჯობს. ნოდარ ხიზანიშვილიც ასეთი კაცია - მორცხვობამდე თავმდაბალი. აბა, მე რა...

ორი წამი და მთავარი

თბილისის „დინამოს“ უფროსი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი: „მანუჩარ მაჩაიძის დარი კიდევ ერთი ნახევარმცველი რომ მომცა, ჩვენს გუნდს წინ ნამდვილად ვერაფერი დაუდგებოდა“.  იტალიური საფეხბურთო კლუბის „ნაპოლის“ მწვრთნელები: „რაოდენ ბედნიერნი ხართ ქართველები, რომ გყავთ ისეთი უნივერსალური და უნიკალური ნახევარმცველი, საერთაშორისო კლასის ისეთი ბრწყინვალე...

ელეგანტური ნახევარმცველი ყუმბარისებური დარტყმებით

საბჭოთა კავშირის ნაკრების სახეს წლების მანძილზე მოსკოვის კლუბების, კიევისა და თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები განსაზღვრავდნენ. მართლაც გამორჩეული, ჭეშმარიტი ლიდერი უნდა ყოფილიყო სხვა კლუბის ფეხბურთელი, რომ ამ სახელგანთქმული კლუბების მოთამაშეებთან ერთად საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხვედრილიყო. იმ ქართველ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც საბჭოთა...