მთავარი სიახლეები

სიახლეები

იყიდება: ვიდალი ან რაკიტიჩი

„ბარსელონა“ არ მალავს, რომ ამ ზაფხულს არტურო ვიდალს ან ივან რაკიტიჩს შეელევა. ფრენკი დე იონგის ტრანსფერის შემდეგ კატალონიელთა სამკაციან ნახევარდაცვაში ცხრა ფეხბურთელს აქვს თამაშის პრეტენზია. „ბარსაც“ კი ვერ მისცემს თავს უფლებას, ამდენი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ჰყავდეს სათადარიგოთა სკამზე. მეორე მხრივ, თავად...

მძარცველებს ერთი ხელწერა აქვთ

ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი დელე ალი მეგობარ გოგონასთან, ძმასთან და მცირე კამპანიასთან ერთად მხიარულობდა, როდესაც სახლში მძარცველები შეუვარდნენ. მძარცველებმა ტოტენჰემელს არც ხელით შეხება დააკლეს და არც დანის ტრიალი. პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა ყაჩაღებს, რომლებმაც დელე ალის სახლიდან ძვირფასი საათები და...

რეალის დი სტეფანო

გადაწყდა, რომ მადრიდის „რეალი“  საშინაო მატჩები არა „სანტიაგო ბერნაბეუზე“, არამედ, ვალდებებასეში მდებარე მისსავე საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. ეს გადაწყვეტილება კლუბს ზედმეტი საორგანიზაციო ხარჯებისგან თავის არიდების საშუალებას მისცემს. „სეზონის დარჩენილ თამაშებს „ალფრედო დი სტეფანოს“ სტადიონზე ჩავატარებთ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კი რეკონსტრუქცია დაიწყო,“- თქვა...

საქმეში რეალიც ჩარეულა

ედინსონ კავანის ბედი ჯერ კიდევ ჰაერშია გამოკიდებული. 33 წლის ურუგვაელი „პარი სენ ჟერმენიდან" თითქოს „ბენფიკაში" უნდა გადასულიყო, მაგრამ იტალიური „გაძეტა დელო სპორტის" ცნობით ისეთ ხელფასს ითხოვს, რომ ლისაბონის კლუბმა ხელები ასწია. „ბენფიკას" შემდეგ სხვა მსურველებიც გააქტიურდნენ, რომელთა შორის, კატალონიური „სპორტის"...

ტოჩი ვერას გახდა…

იაპონური ოსაკას ედიონ-არენაზე დახურულ კარს მიღმა გაიხსნა გაზაფხულის ბაშო. ტოჩინოშინი რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითებული შეხვდა ტურნირს. ერთ დროს ოძეკი ლევან გორგაძე მხოლოდ მე-9 მაეგაშირაა. მისი პირველი მეტოქე მე-11 მაეგაშირა სადანოუმი იყო და ქართველი ვერას გახდა. ხვალ მისი მეტოქე მე-11 მაეგაშირა ტიოტაირიუ იქნება. წინა...

ლინეკერი, ბრექსიტი და თასის თამაშები

წარსულში ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი, დღეს კი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელესახე და წამყვანი გარი ლინეკერი პოლიტიკაში გარკვეული კაცია და თავისი მკაფიო პოზიცია აქვს — ბრექსიტის თავგადაკლული მოწინააღმდეგეა. ჩვეულებრივ, ლინეკერი პოლიტიკაზე სოციალურ ქსელებში კამათობს და როგორც ხდება ხოლმე ამის გამო...

ბაიერნმა დორტმუნდი გაანადგურა

„ალიანს არენაზე" „ბაიერნმა" „დორტმუნდს" 5:0 მოუგო და ცხრილის სათავეში დაბრუნდა. შეხვედრის პირველ 17 წუთში დორტმუნდელთა კარში გოლები გაიტანეს მათმა ყოფილმა თანაგუნდელებმა მატს ჰუმელსმა და რობერტ ლევანდოვსკიმ. ჰუმელსმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი. გარდა იმისა, რომ მან სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა, ზოგადადაც ჩინებულად...

ლებრონ დიდი!

ლებრონ ჯეიმსი NBA-ს იტორიაში ჩაგდებული ქულების რაოდენობით მეხუთე გახდა — მან თვით ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გადაუსწრო. ეს „ლეიკერსისა" და „პორტლენდის" შეხვედრაში მოხდა, რომელიც „ლეიკერსმა" 126:117 მოიგო. 33 წლის ჯეიმსმა ჩემბერლენს თამაშის მეოთხე მეოთხედში გადაასწრო. ჩემბერლენის მონაგარი კი თამაშიდან ნატყორცნი 31...

იტალიამ 13 ჩაიფიქრა

სერია A-ს ოფიციალურ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ შეწვეტილი სეზონის განახლება 13 ივნისისთვის იგეგმება. ყველა საორგანიზაციო სამუშაო ამ თარიღზე აიღებს ორიენტაციას, მაგრამ ყველაფერს მაინც ივნისის დასაწყისში ქვეყანაში არსებული ვითარება გადაწყვეტს. იტალიის სპორტის მინისტრი სანდრა ზამპა ჩემპიონატის განახლებას ემხრობა, თუმცა საფეხბურთო საზოგადოებას...

რეშფორდი ჩხუბისთვის ბოდიშს იხდის

მარკუს რეშფორდმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში — ის „ბარნლისა" და „მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრაში, რომელიც მანჩესტერელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა, მოედნიდან გააძევეს. რეშფორდმა მოწინააღმდეგის მცველს, ფილ ბერდსლის საფეხბურთო უხეშობაზე ქუჩური ილეთით უპასუხა. რეშფორდს, რომელსაც მოედანზე ხეირიანად 10 წუთიც არ დაუყვია, ახლა სამი შეხვედრის გამოტოვება...

დედა საავადმყოფოშია

კრიშტიანუ რონალდუ გუშინ სასწრაფოდ გაფრინდა პორტუგალიაში, საიდანაც შეატყობინეს, რომ დედამისს დოლორეშ ავეირუს გულის შეტევა ჰქონდა. მოგვიანებით კი მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ტვიტერზე დაწერა, რომ დედა უკეთაა და მხარში დგომისთვის მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს. „დიდი მადლობა მესიჯებისა და მხარდაჭერისთვის. ამ ეტაპზე დედა...

ნუ იპარავთ ბავშვებს

18 წლის ჯეიდონ სანჩო ბუნდესლიგის ახალწვეულია. გერმანელები ამბობენ, რომ მიმდინარე სეზონში არც ერთ მოთამაშეს არ მოუხიბლავს გულშემატკივარი ისე, როგორც ეს ახალგაზრდა ინგლისელმა მოახერხა. ჯეიდონი 2018 წლის ზაფხულში „მანჩესტერ სიტიდან" „დორტმუნდში" 8 მილიონ ევროდ გადავიდა. „მირორმა" კი დაწერა, რომ თავის დროზე...

დიბალა ქუჩაში გავა!

„იუვენტუსმა" სიხარულით გამოაცხადა, რომ არგენტინელი პაოლო დიბალა, რომელიც ოთხჯერ ეგონათ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული, მაგრამ ტესტმა ოთხივეჯერ დადებითი აჩვენა, ბოლოს და ბოლოს განიკურნა. 26 წლის ვარსკვლავს დაავადება ექვსი კვირის წინ შეეყარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დიბალა მეგობარ გოგონასთან, ორიანა საბატინასთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა,...

ტურე: გვარდიოლა რასისტია!

იაია ტურემ თქვა, რომ პეპ გვარდიოლას აფრიკელ ფეხბურთელებთან ურთიერთობის პრობლემა აქვს. ეს სერიოზული ბრალდებაა, რომელიც კოტ დ'ივუარის ნაკრების ვეტერანმა „ფრანს ფუტბოლისთვის" მიცემულ ინტერვიუში წამოაყენა. „მინდა ვიყო პირველი ვინც დაამსხვრევს მითს გვარდიოლას შესახებ", — თქვა 35 წლის ნახევარმცველმა, რომლის კონტრაქტს „მანჩესტერ...

კაილი უოქერის პრობლემა

ბოლო პერიოდში „მანჩესტერ სიტის" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ თავისი გუნდისა და ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველი, 28 წლის კაილი უოქერი თითქოსდა ამოიჩემა. ზოგადად ფეხბურთის მოყვარულს შეიძლებოდა გამორჩენოდა, მაგრამ „სიტის" ფანებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, რომ მან უოქერი დეკემბერში „ბორნმუთთან" და „ჰოფენჰაიმთან" არ...

მე რომ ზუროსი ვიყო…

რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?! ვაქო და ვადიდო ჩვენი ნაკრები, რომელსაც არ გაუმართლა? პერსონალური შედეგებით ვადიდო ლიდერები? ჩემმა ნაკრებმა წააგო და ეგ იყო. წააგო გრანდთან კი არა, საშუალოზე საშუალო გერმანიასთან. სერბეთს მოუგესო, ნუ შემახსენებთ - დღევანდელით ვმსჯელობ. დაცვის გარეშე დარჩენილი საქართველოს...

სიგიჟე რიოში

სიგიჟეა, აბა რა, ის, რასაც ამ ვიდეოზე ხედავთ: მთელი რიო ქუჩაშია გამოფენილი. ამბავი კი ასეთია: ბრაზილიის ყველაზე პოპულარული კლუბი „ფლამენგო“ ბოლო 38 წელიწადში პირველად, ლიბერტადორესის თასის ფინალში გავიდა და იქ არგენტინული „რივერ პლეიტი“ დაამარცხა. ევროპული ჩემპიონთა ლიგის სამხრეთამერიკული ანალოგის ფინალური...

უეფა სეზონს აგვისტოში დაამთავრებს

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი უკვე ხმამაღლა აცხადებს, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ევროსეზონის დასრულებას აგვისტოში აპირებს. „გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როდის დავასრულებთ ევროსეზონს. ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი ჩემპიონატების უმრავლებაც დასრულდება. ვინც ასე არ გააკეთა ან არ გააკეთებს, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება,...

მთავარი ლომი ბავშვებს დაერია

ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეითმა თავისი ქვეყნის 17- წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები გაკიცხა. მოგეხსენებათ, „ჭაბუკი ლომები“ ახლახან ამ ასაკში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. ფინალში ესპანელებს 5:2 მოუგეს და წარმატების აღნიშვნისას მაისურები შემოიბრუნეს. „მესმის, რომ ძალიან ახალგაზრდები არიან და ამ...

ფეხბურთელები კორონას უტევენ

პრემიერლიგის კაპიტნებმა შექმნეს ფონდი სახელწოდებით Players Together და ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის 4 მილიონი გირვანქის აგროვებას აპირებენ. ოცი გუნდის კაპიტანი, რომელთაც ლივერპულელი ჯორდან ჰენდერსონი და „მანჩესტერ იუნაიტედის" ჰარი მაგუაირი ხელმძღვანელობდნენ, ოთხი დღის განმავლობაში თათბირობდა და შედეგად ფულის აგროვების გეგმა დაისახა. წუხელ, ინგლისური ფეხბურთის...

ვირუსის გამანადგურებელი

ჰონგ-კონგი! აი, სად ეძებენ პრემიერლიგაში მაყურებლის დაბრუნების გასაღებს. მართალია, ჯერ არავინ იცის, როდის დაბრუნდება ფეხბურთი თუნდაც უმაყურებლოდ, მაგრამ ოდესმე ასეთი რამ ხომ მოხდება და სწორედ ამისათვის ემზადებიან. ჰონგ-კონგში, „აზია-მსოფლიოს ექსპო" ცენტრში პრეზენტაციისთვის ემზადებიან — მათ მოიგონეს სანიტარული კაბინა, რომელშიც სტადიონზე შესვლის წინ...

ლივერპულმა ყატარში მსოფლიო დაიპყრო! (VIDEO)

იურგენ კლოპმა გულწრფელად თქვა, რომ ყატარში, კლუბთა მსოფლიო თასის ფინალში, სანამ მისი „ლივერპული" ბრაზილიურ „ფლამენგოს" ბრაზილიელი რობერტო ფირმინოს მიერ 99-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0-ს მოუგებდა, ნერვილულობისგან თავისი დაემართა. ეს გახლდათ „ლივერპულის" მეოთხე მცდელობა დაუფლებოდა კლუბთა მსოფლიო თასს, რომელსაც ხან საკონტინენტთაშორისო...

ვერცხლის კუნძული

რთულია მოიძებნოს საჭადრაკო ტურნირისთვის ისეთი მშვიდი და სასიამოვნო გარემო, როგორიც საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე იყო. ევროპის გუნდურ ჩემპიონატს, რომელიც სასტუმრო კომპლექს "კრეტა მარისში" მიმდინარეობდა, მე-6 ტურიდან შევუერთდი. სწორედ ეს ტური იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ჩვენი ქალთა ნაკრებისთვის- იბრძოლებდნენ თუ ვერა ჩემპიონობისთვის. იმ...

დააბით ზლატანი!

იტალიური სერია A-ს მე-5 ტურში „მილანმა“ პირველი ქულები დაკარგა. „როსონერი“ სამჯერ დაწინაურდა „რომასთან“ შეხვედრაში, მაგრამ გამარჯვება ვერ შეინარჩუნა - 3:3. შეხვედრის გმირი 39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა. შვედმა ჯერ ანგარიში გახსნა, მერე კი პენალტით 3:2 დააწინაურა გუნდი. ჯამში ზლატანმა მიმდინარე ჩემპიონატის...

რეალი ყოფილა ეს — ლეგანეს!

რონალდუ არ იყო, ბეილი არ იყო, მარსელო არ იყო, კარვახალი არ იყო, მოდრიჩი არ იყო (ეს ორი ბოლო 20 წუთით შევიდა)... სამაგიეროდ იყო ესპანეთის ლა ლიგის ყველაზე მცირებიუჯეტიანი კლუბი „ლეგანესი", რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე" „რეალს" 2:1 მოუგო და „სამეფო თასის"...

ლოზანაში უეფა გაამტყუნეს

ლოზანის სპორტულმა არბირტრაჟმა ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ აპელაცია დააკმაყოფილა. პარიზელები ფინანსური ფეირ პლეის დარღვევის ფაქტზე უეფას მხრიდან გამოძიების განახლებას ასაჩივრებდნენ. თავდაპირველად პროცედურა 2017 წლის სექტემბერში დაიწყო, რისი საბაბიც რამდენიმე უმსხვილესი ევროპული კლუბის მიმართვა გახდა. ისინი დაინტერესდნენ, რამდენად კანონიერი იყო...

მარტო თოკო ევროლიგაშიც ბრალიაო

საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია დიდებულ სეზონს ატარებს და თუ მისი „ბასკონია“ ევროლიგის 16-გუნდიან რეგულარულ გათამაშებაში მე-9 ადგილზეა, დიდწილად მისი დამსახურებაა. წუხელ „ბასკონია“ თურქულ „ფენერბაჰჩეს“ მისსავე „ულქერ არენაზე“ დაუპირისპირდა. თოკო, ბუნებრივია, სასტარტოში ხუთეულში იყო და საკუთარ გუნდში ყველაზე მეტი -...

მარსელო რეალიდან მიდის

ჯერ-ჯერობით მხარეები ხმამაღალ განცხადებებს არ აკეთებენ, მაგრამ როგორც ჩანს, მადრიდელებმა ბრაზილიელ „პერპეტუუმმობილეს“ შემცვლელი მოუნახეს. ლა ლიგის ბოლო ორ შეხვედრაში მარცხენა მცველად 22 წლის სერხიო რეგილონი იყო გამწესებული და ცუდი შთაბეედილება ნამდვილად არ დაუტოვებია. თუ ასე გაგრძელდა, მარსელოს ფასი სატრანსფერო ბაზარზე...

გრიზუს გრიზი მირჩევნია

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს" ვარსკვლავმა ანტუან გრიზმანმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ თემების მიხედვით დახარისხებულ პასუხებს ისე, როგორც კატალონიურმა „სპორტმა" დაწერა: „ოქროს ბურთი": ჩემს წინაშე „ოქროს ბურთის" კი არა, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შესაძლებლობაა. „ოქროს ბურთი"...

აზარის ბაზარი დასრულდა. რიგში პოგბაა!

„სანი" წერს, რომ „რეალმა" „ჩელსისთან" ედენ აზარის ტრანსფერი უკვე გაჩარხა და ახლა პოლ პოგბას გადასაბირებლად მთელი ძალით „მანჩესტერ იუნაიტედს" ეკვეთება. უმსხვილესი ინგლისური გამოცემა ირწმუნება, რომ ზინედინ ზიდანმა „სანტიაგო ბერნაბეუზე" ახალი სახეების მიყვანა ბელგიელით დაიწყო და საქმე ფაქტობრივად გაკვაჭულიც აქვს. ის, რომ 28...

… ახლა მართლა წავიდა

16 წელი პროფესიულ ფეხბურთში, 9 საკლუბო ჯილდო და რამდენიმე ათეული - ინდივიდუალური. საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა კაკამ კარიერა დაასრულა. „მილანისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა. „მე მზად ვარ ახალი მოგზაურობისთვის. იესოს სახელით, ამინ“! - დაწერა...

მიუნხენში იცხოვრებს და დორტმუნდს დაეხმარება

გერმანულ WAZ-თან ინტერვიუში, „დორტმუნდის" აღმასრულებელმა შეფმა ჰანს-იოახიმ ვაცკემ განაცხადა, რომ კლუბში კონსულტანტად ყოფილი ვარსკვლავი, 50 წლის მათიას ზამერი მოჰყავს. „ჩვენ გვჭირდება ისეთი ადამიანი, როგორიც ზამერია. გვჭირდება მისი ანალიზის უნარი, მისი ჟინი, ავტორიტეტი და მოვლენათა ნათელი ხედვა გარედან. ევროსპორტის ექსპერტად მუშაობის...

რეალმა ბურთი აუტში არ გადააგდო

ბარსელონაში გამართული „ელ კლასიკოს" (2:2) ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი მომენტი მეორე ტაიმში იყო, როდესაც მასპინძელთა ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი მოედანზე იწვა, „რეალის" ფეხბურთელებმა კი ბურთი აუტში არ გადააგდეს. სტუმრების ასეთმა უჩვეულო ქცევამ „კამპ ნოუზე" შეკრებილი „ბარსას" გულშემატკივარი აღაშფოთა და თავად...

პირად შეხვედრებში უპირატესობა მადრიდელებისაა

მესი გაცეცხლდა. პირველი ტაიმის ბოლოს მან მეტოქე დიეგო კარლოსს ხელი ჰკრა. ის, რასაკვირველია წაიქცა და ეს ყველაფერი მოხდა „ბარსელონასა" და „სევილიას" შეხვედრაში, რომელიც 0:0 დამთავრდა.  ახლა, ლა ლიგის ცხრილში „ბარსას" 30 შეხვედრიდან 65 ქულა აქვს, ხოლო „რეალს" 29 შეხვედრიდან...

პოგბა და იუნაიტედის პრობლემები

„სანი" წერს, რომ პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედს" ერთიანობას ურღვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში მას უეჭველად გაყიდიან. თურმე, საკუთრივ ფეხბურთელები შიშობენ, რომ ოლე გუნარ სულშერი ფრანგს აღვირს ვერ ამოსდებს, რადგან საამისოდ პიროვნული სიმტკიცე არ ეყოფა. პოგბას თანაგუნდელებისთვის დაუფარავად უთქვამს, „მანჩესტერ...

ბარსა ექვსთვიანებს ეძებს

„ბარსელონა" „ვალენსიას" თავდამსხმელის როდრიგო მორენოს ყიდვას ცდილობს. ესპანეთის ჩემპიონი სხვა ვარიანტებზეც მუშაობს, მაგრამ მორენოსთან დაკავშირებული მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. „ბარსას" აქტიურობის მიზეზი კი დაშავებული ლუის სუარესის შემცვლელის მოძებნა გახლავთ. სუარესმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ოთხი თვე რეაბილიტაციას მოუნდება. შესაბამისად, „ბლაუგრანა" თავდამსხმელს ეძებს,...

1 აგვსტოს ჟირუ მეხუთეს ელოდება

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალი „არსენალსა" და „ჩელსის" შორის 1 აგვისტოს გაიმართება და მას მოემსახურება მსაჯი ენტონი ტეილორი. „უემბლისკენ" გზა „ჩელსიმ" „მანჩესტერ იუნაიტედის" ძლევით გაიკვალა, ხოლო „არსენალმა" „მანჩესტერ სიტის" სძლია. ამრიგად, ლონდონურმა გუნდებმა ნახევარფინალში მანჩესტერულებს აჯობეს და ახლა, მომდევნო კვირის შაბათ...

მარსიალი პარიზში გაიქცა

ანტონი მარსიალი მამა გახდა. მისმა მეგობარმა ქალმა მელანი და კრუსმა ბიჭი შვა, სახელად სვონ ანტონი. მარსიალისთვის ეს მეორე შვილია. უფროსი გოგონა პეიტონი მას ორი წლის წინ ყოფილ მეუღლესთან სამანტა ჟაკლინთან შეეძინა. შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბმა სამანტა ჟაკლინი მელანი და კრუსის...

როინ IV

თბილისში, „დინამო არენაზე“, თბილისის „დინამოსთან“!...  ქუთაისის „ტორპედომ“ ქვეყნის ჩემპიონის მეოთხე ტიტული ყველაზე პრინციპულ და უხერხულ მეტოქესთან მოიპოვა. ამაზე დამსახურებული, ამაზე საამაყო და გასახარი, „ტორპედოსთვის“,  აბა, სხვა რა უნდა მომხდარიყო?! ... და გმირი: ქუთაისელთა მეკარე და კაპიტანი როინ კვასხვაძე! საფინალო სასტვენამდე...

რუსეთისკენ როლინგ სტოუნზის თვითმფრინავით

აი, ნამდვილი როკენროლის სულისკვეთება: ლეო მესი და არგენტინის ნაკრები მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთო შოუზე, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატი ჰქვია, „როლინგ სტოუნის" კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდნენ. (I Can't Get No) Satisfaction — აგერ უკვე 53 წელია მღერიან „როლინგები" და „სანი" ამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე...

შავი სამკლავურები არ შეიბეს

„მილუოლისა" და „ევერტონის" მოთამაშეებმა ფეხბურთის ასოციაციის თასის მეთექვსმეტედფინალური მატჩის დღეს ემილიანო სალას პატივსაცემად შავი სამკლავური არ გაიკეთეს. მიზეზი: ავიაკატასტროფაში დაკარგული არგენტინელი ფეხბურთელის ოჯახმა ინგლისური ფეხბურთის შეფებს სთხოვა ასე. შეგახსენებთ, რომ ემილიანო სალა „ნანტიდან" „კარდიფ სიტიში" ამ ზამთარს, 15 მილიონ გირვანქად...

რატომ მოიჭერს რუმენიგე ფეხზე ხელს

„ბაიერნის" აღმასრულებელმა შეფმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კიდევ ერთხელ კატეგორიულად განაცხადა, რომ ბავარიული კლუბი ეგრეთწოდებულ „სუპერლიგაში" არ ითამაშებს. „ჩვენი გუნდი გააგრძელებს გამოსვლას ბუნდესლიგაში, გერმანიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაში. სანამ „ბაიერნის" სათავეში ული ჰიონესი და მე ვუდგავართ, კლუბი ეროვნულ ჩემპიონატს არ დატოვებს", —...

კასილასი ფედერაციის სკამზე

მადრიდის „რეალისა“ და პორტუს ყოფილმა მეკარე იკერ კასილასმა დაადასტურა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას აპირებს. არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება. ლეგენდარული ესპანელი მეკარის გარდა პოსტისთვის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლუის რუბიალესიც იბრძოლებს. კასილასმა აღნიშნული ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა. მან დაწერა: „დიახ, ესპანეთის...

კაცი რაჯ კაპურის ქვეყნიდან

ინდიან უელსის მასტერსი ნელ-ნელა ხურდება და პირველი წრის შეხვედრებიც გაიმართა. ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ ეტაპისგან თავისუფალია და მეტოქის ვინაობის გარკვევას ელოდა. სავარაუდოდ, ეს მსოფლიოს 69-ე ჩოგანი ფრანგი ბენუა პაირე უნდა ყოფილიყო, რომელსაც კვალიფიკაციის გამარჯვებული ინდოელი პრაჟნეშ გუნეშვარანი უნდა ეძლია. მოლოდინის საწინააღმდეგოდ ორ...

გამარჯვებულები სტადიონიდან მიდიან

ყოველ დიდ მატჩს სდევს ერთი ემოციური სანახაობა, რომელიც გულშემატკივარს მსოფლიოს ყველა კუთხეში უყვარს — სტადიონიდან მიმავალი დამაშვრალი ფეხბურთელებისთვის ხელი დაქნევა. დამშვიდობება. ოვაცია, ტრიბუნებს გარეთ. ეს პროცესი ლივერპულელი ფანებისთვისაც მთელი სიამოვნებაა და ცხადია ფოტორეპორტიორებიც ჩასაფრებულები არიან. „ენფილდზე" „რომასთან" 5:2 გამარჯვების შემდეგ...

ინგლისელებს მოუგეს. ინგლისელები კინაღამ გაჭყლიტეს

ერთა ლიგის A ლიგის ფინალში პორტუგალიას ჰოლანდია შეხვდება. ჰოლანდიელებმა ნახევარფინალში ინგლისს მოუგეს 3:1. ძირითადი დრო 1:1 დამთავრდა. მესამე ადგილისთვის შვეიცარია და ინგლისი შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ორივე მატჩი კვირას, 9 ივნისს გაიმართება. და რასაკვირველია, კვლავ შარსა და გასაჭირში აღმოჩნდნენ ინგლისელი ფანები. ალბათ, იმიტომ, რომ...

იურგენ კლოპის ჰოლანდიური კედელი

„ლივერპულის“ ჰოლანდიური „კოლონია“ კიდევ ერთი ფეხბურთელით შეივსო. იურგენ კლოპმა „ზვოლედან“ უნიჭიერესი 17 წლის მცველი სეპ ვან დერ ბერგი გამოიწერა. ტრანსფერის თანხა 2 მილიონ ევროზე ნაკლებია. სამაგიეროდ, კლოპის ხელში და მსოფლიოს საუკეთესო მცველად აღიარებული თანამემამულის, ვირჯინ ვან დეიკის მხარდამხარ ეს ყმაწვილი...

ყვითელი ბურთების აქცია კამპ ნოუზე

„ელ კლასიკოს" (0:0) მსაჯს, ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესს 55-ე წუთზე მატჩის შეწყვეტა მოუხდა, რადგან „კამპ ნოუს" ტრიბუნებიდან მოედნაზე უამრავი ყვითელი ბურთი გადმოყარეს. სანამ თამაში შეწყვეტილი იყო, სტიუარდები ბურთებს აგროვებდნენ და ფეხბურთელებს ასპარეზს უთავისუფლებდნენ. თუ რატომ იყო ეს ბურთები ყვითელი, ადვილი მისახვედრია...

ჩასცხო, გაიტანა, ავარდა…

ეს დიეგო კოშტა არ არის ნორმალური. მადრიდის „ატლეტიკოში" დაბრუნებულმა, ლა ლიგის პირველივე თამაშში გოლიც გაიტანა და მოედნიდანაც გააგდეს. სხვა სიტყვებით, ძალიან ძლიერი თავდამსხმელია, მაგრამ აფრენს. თუმცა, ახალი, ცხადია, არაფერი გვითქვამს. 29 წლის გაესპანელებულ ბრაზილიელს „ხეტაფესთან“ შეხვედრაში, რომელიც „ატლეტიკომ" 2:0 მოიგო,...

ტერ შტეგენი ნოიერმა დააჩქარა

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ჯერ 28 წლისაა, რაც მეკარისთვის ლამის ყმაწვილკაცობის ასაკია. ამის მიუხედავად, გერმანელი გოლკიპერი უკვე 6 წელია „ბარსელონას“ ღირსებას იცავს. მის მოქმედ კონტრაქტს ესპანურ კლუბთან 2022 წლის 30 ივნისს გასდიოდა ვადა. ბარსელონაში მისი დიდი ხნით დატოვება სურდათ, მაგრამ...