მთავარი სიახლეები

სიახლეები

რუსთავში ბევრი ფერია, გუნდი ჩემპიონია

დიდი სიხარულია რუსთავში. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ვარლამ კილასონიას გაწვრთნილმა გუნდმა ეროვნული ლიგა ერთის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქვემოქართლელებმა საშინაო სარბიელზე „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლეს და დათა სიჭინავას და ზაზა ციცქიშვილის გოლებით 2:0 დაამარცხეს. „რუსთავმა“ მთელი სეზონი სტაბილურად, დამაჯერებლად...

ზუროსის მსოფლიო ქემნიცით იწყება

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც მსოფლიო 2019 ჩემპიონატის ორი უახლოესი შესარჩევი მატჩისთვის იახლებს. შეგახსენებთ, ჩვენები 24 ნოემბერს გერნამიის ქალაქ ქემნიცში მასპინძლებს შეხვდებიან, 27 - ში კი ბელგრადში, სერბებს. მანუჩარ მარკოიშვილი (196 სმ, რეჯიო ემილია, იტალია),...

იტალიურმა ფეხბურთმა თავი დაკარგა

ჯანპიერო ვენტურას შემდეგ კარლო ტავეკიოც - იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, რითაც ნაწილობრივ აიღო პასუხისმგებლობა „სკუადრა აძურას“ მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენაზე, რაც აქამდე 58 წლის განმავლობაში არ მომხდარა. იტალიური მედია აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებს ციტირებს: „მე...

იანა ნოვოტნა გარდაიცვალა

ავადმყოფობა უფრო ძლიერი გამოდგა - 49 წლის ასაკში ჩეხი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი იანა ნოვოტნა გარდაიცვალა. სპორტსმენი წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა. ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის საიტზე წერია, რომ ნოვოტნა ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ასოციაციის პრეზიდენტმა სტივ საიმონმა კი დაწერა,...

სამოური ფახა-ფუხი

მიყივლა ენამ და ახალი ზელანდია, ფიჯისთან 2:4 წაგების შემდეგ, ლიგის რაგბის მსოფლიო თასის მეოთხედფინალიდან გამოვარდა. რაგბში ფეხბურთის ანგარიში ძვირად თუ დაჯდება და უფრო ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდების დაპირისპირებისას ამოტივტივდება. ეს ფეხმარდი სამხრეთელები რამ გააშეშა, ვერ გეტყვით, ალბათ, ზელანდიელთაგან თვითშეფასების დეფიციტმა...

გრიშამ თხლიშა

გრიგორი - იგივე გრიშა - დიმიტროვმა კარიერაში ყველაზე წარმატებული სეზონი ცხოვრების უდიდესი გამარჯვებით დააგვირგვინა. 26 წლის ბულგარელმა ლონდონში დასრულებული წლის შემაჯამებელი რვაკაცა ტურნირის ფინალში თავის კბილა ბელგიელ დავიდ გოფენს დაძაბულ სამსეტიან შეხლაში  7-5 4-6 6-3 სძლია და სეზონის მეოთხე, ხოლო...

ნეიმარი: დამნებდი, კავანი !

პენალტის გამო კავანის და ნეიმარს შორის დაწყებული არა სასიყვარულო ისტორია 200 მილიონი ევროს გამარჯვებით დასრულდა. ამიერიდან პენალტებს ბრაზილიელი შეასრულებს - ასე გადაწყვიტა მწვრთნელმა უნაი ემერიმ, ან ვინმემ უფრო ზემოთ და ემერის დააბრალეს. 200 მილიონი ნეიმარში გაისროლეს და ხალხმა კავანის...

დიდი მიძალება

მკითხველი გაგვიგებს: უელსთან თამაშის ემოცია, მატჩის საკვანძო წუთებზე, გაშვებული ლელოს დეტალურ ანალიზზე, ცალკეულ მორაგბეთა მქკ-ზე, აშშ-ს ნაკრებთან მომავალი თამაშის პერსპექტივებსა და სხვა თემებზე საუბრის ფართს ჩვენს წერილში აღარ ტოვებს. ამ ერთხელ სპორტული ჟურნალისტის პირდაპირი მოვალეობების შესრულებაზე უარს ვამბობთ და...

რამოსი, ცხვირი და ევროკავშირი

სერხიო რამოსისთვის ცხვირის ტრავმა უცხო ხილი არ არის. ცხვირი "რეალის" მცველმა ათი წლის წინაც გვარიანად დაიშავა. მერე სამი თვე ოპერაციის გარეშე თამაშობდა. და აი, შაბათს, რამოსს კვლავ გაუტეხეს ძგიდე. საინტერესოა, რომ მადრიდელი ვარსკვლავის ცხვირს უცხოელები, უფრო კი ევროკავშირის ქვეყნების...

გრიზმანს ოჯახში უსტვენენ და უყვართ

მადრიდის "ვანდა მეტროპოლიტანოზე", ესპანეთის დედაქალაქის დერბიში, "ატლეტიკომ" და "რეალმა" 0:0 ითამაშეს. მატჩი კარგი სანახავი იყო, მაგრამ ამჯერად თქვენი ყურადღება უშუალოდ ფეხბურთზე კი არა, ანტუან გრიზმანის შეცვლაზე გვინდა გავამახვილოთ. 76-ე წუთზე არგენტინელი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს მიერ ფრანგი თავდამსხმელის მოედნიდან გაყვანა...

მილანმა საჯარიმოში ბურთი ვერ შეაგორა

სერია A-ს მეცამეტე ტურში, "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა და 2:1 მოუგო. ამ შეხვედრას "გაძეტა დელო სპორტში" გამოქვეყნებული რეპლიკის გამო მივაქციეთ გამორჩეული ყურადღება, თორემ შაბათ საღამოს რომაული დერბიც იყო — "რომამ" "ლაციო" ასევე 2:1 დაამარცხა. რეპლიკის მთავარი წინადადება ასეთი გახლდათ: "ვინჩენცო მონტელას...

კალათები შეივსო, ველით წილისყრას

წუხელ პერუმ ახალი ზელანდია 2:0 დაამარცხა და ამისდაკვალად, მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის ყველა, 32-ვე მონაწილის ვინაობა გაირკვა.  ფიფას ანონსის მიხედვით, ეროვნული ნაკრებები ოთხ რვაგუნდიან კალათებში გადანაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის წილისყრა მოსკოვში 1 დეკემბერს გაიმართება. 1 კალათა: რუსეთი, გერმანია, ბრაზილია, პორტუგალია, არგენტინა,...

ახალგაზრდული დღე

საქართველოს ახალგაზრდულმა და 19-წლამდელთა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ჩაატარეს. 19-წლამდელებმა, გიორგი ყიფიანის თავკაცობით, საქმე უკვე მოიმთავრეს. ტურნირის ბოლო დღეს, როგორც ანდორასთან, ჩვენი ჭაბუკები უმოტივაციო ფრანგებთანაც ფრეს დასჯერდნენ - 1:1 და ოთხგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილზე დარჩნენ. ცხადია, ამ ასაკში...

ქორწილი არ იქნება

გარეთ ბეილის ქვისლი, 29  წლის ალექსანდერ უილიამსი მშობლების სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ეს მოხდა გასულ ოთხშაბათს ქალაქ პენარტში, კარდიფის ახლოს. ალექსანდერი კარდიფში მამის ავტოსალონში მუშაობდა. ბეილის  საცოლე ემა ესპანეთიდან სასწრაფოდ გაეშურა უელსში დასთან, კეიტთან, რომელსაც ალექსანდერისგან მეორე შვილი ცოტა ხნის წინ...

finito Gigi

ლეგენდა დამთავრდა! შვედეთთან ვერმოგებული პლეი ოფის საპასუხო შეხვედრის შემდეგ იტალიის ნაკრების უდიადესი მეკარის ჯან ლუიჯი ბუფონის სანაკრებო კარიერა დამთავრდა! „ ეს ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩი იყო. ძალიან სამწუხაროა“, - შვედეთთან მატჩის შემდეგვე თქვა ჯიჯი ბუფონმა. არადა, რა ახლოს იყო მისთვის მსოფლიოს...

მსოფლიომ იტალია დაკარგა

პირველად 1958 წლის შემდეგ პირველად იტალია მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა. სამწუხაროა, მუნდიალმა დიდი გუნდი დაკარგა. ეს ამბავი მილანის „სან სიროს“ სტადიონზე გაირკვა, სადაც მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონებმა შვედეთში წაგებული 0:1 ვეღარ გააბათილეს და ბევრი მცდელობის მიუხედავად საშინაო მოედანი უგოლოდ დატოვეს. მატჩი...

ნაკრებმა ქუთაისში ორიანები მიიღო

ზედიზედ მეორედ მოგება აღარ გამოვიდა. ვლადიმირ ვაისის თავკაცობით ეროვნული გუნდი  ბელარუსთან ფრეს დასჯერდა. მატჩი ქუთაისში შედგა, სავსე ტრიბუნების წინ, ცუდ მოედანზე. ჩვენები ჯერ აგებდნენ, მერე იგებდნენ, საბოლოოდ კი ეს აიწონა-დაიწონა 2:2 დამთავრდა. საქართველომ ექსპერიმენტალური შემადგენლობით ითამაშა, ცხადია, უამრავი ტექნიკური თუ...

ხეჩიკაშვილი: ბიზნესიდან მოვედი, ბიზნესში მივდივარ

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა აწ უკვე ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესში დაბრუნდა... - სპორტის სამსახურში ვრჩები. მინისტრობამდე, მინისტრის რანგში და შემდეგაც, ქვეყნის სამსახურში ვიყავი. ჩემთვის სპორტისა და ქვეყნის სიყვარული არის ერთ-ერთი უპირველესი. მინისტრის რანგში მიღებულ გამოცდილებას ქართულ სპორტსა და ქვეყნის...

კივებს ჩაუნისკარტეს

10-12 ნოემბრის შვიდი თამაშით დასრულდა ცამეტკაცას მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი. ნერვულ და შეცდომებით გაჯერებულ თამაშში ფიჯიმ იტალიას მოუგო (38:10), ირლანდიამ უელსთან კელტურ დერბიშიღა გამოაჩინა ბრჭყალები (34:6), მაგრამ ჯგუფში მაინც ჩარჩა, ხოლო "ბერლოუ პარკზე" (ქენზი, ქუინზლენდი, ახალი ზელანდია) პატარა დიდი...

რონალდუს მესამე შვილი ხუთ თვეში

კრიშტიანო რონალდუს მეოთხე შვილი შეეძინა. გოგონას რომ ალანა მარტინას დაარქმევდნენ, წინასწარ იყო ცნობილი. დედა, ხეორხინა როდრიგესი თავს კარგად გრძნობს. "დაიბადა ალანა მარტინა! — ტვიტერით ამცნო ქვეყანას პორტუგალიელმა, — თავს ყველანი ბედნიერად ვგრძნობთ". ახალშობილი გახლავთ რონალდუს პირველი შვილი, რომელიც სუროგატმა დედამ კი...

ერთიც ვნახოთ – სავაისო ქუთაისი

საქართველო-ბელარუსის ხსენებაზე, უცებ „სარბიელის“ დღევანდელი რესპონდენტი გამახსენდა. თორნიკე ოქრიაშვილმა ხუთი წლის წინ რომ ატორღიალა მცველები, სამნი ერთი მოძრაობით რომ დააწვინა და საქართველოს გოლი-შედევრით მოაგებინა. იმ შესარჩევში შინ 1:0 მოვუგეთ, სტუმრად 0:2 წავაგეთ. მაშინ თემურ ქეცბაია წვრთნიდა ნაკრებს. ახლა არც თბილისშია თამაში...

ანონსი: ინტერვიუ თორნიკე ოქრიაშვილთან

                ის, რაც აქამდე არ წაგიკითხავთ და ის, რაც აქამდე არ იცოდით ... არ მინდოდა რუსეთში წასვლა... ... კამათისას ნერვები მომეშალა და თავი ჩავარტყი სახეში. მეორე დღეს ბაზაზე მისულმა აღმოვაჩინე, რომ თურმე 22 წლის ბიჭმა 32 წლის კაცი გავლახე ... ძალიან ბევრი პრობლემა...

ლელო ჰაერში 🎥

  54:22 - ასეთი ანგარიშით მოიგო საქართველოს ნაკრებმა თიბისი რაგბის სერიების პირველი მატჩი. 54 ქულა კანადის წინააღმდეგ - ნამდვილად კარგი შედეგია. ამაზე მეტი ქულა ბორჯღალოსნებს ბოლო წლებში მხოლოდ ერთხელ დაუგროვებიათ - შარშან, ევროპის რაგბის ჩემპიონატის სტარტზე გერმანიის ნაკრებთან 59:7 მოიგეს....

უფსკრულისკენ სრული სვლით…

ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი სირცხვილი: საქართველოს 19 -წლამადელთა ნაკრებმა ბოსნიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ევროპის მაჩანჩალათა შორის მაჩანჩალა ანდორას ვერ მოუგო. შეხვედრა 1:1 დამთავრდა. არადა, ანდორასთან ფრემ გიორგი ყიფიანის გუნდს ელიტ რაუნდში გასვლის შანსი კიდევ დაუტოვა, თუმც საამისოდ ქართველმა...

ჰა, ბურთი და ჰა, კანადა

დღეს, 18:00-ზე, „დინამო არენაზე“ დიდი რაგბია. „დიდი“ - ჩვენი გაგებით. იმიტომ, რომ ქართველ გულშემატკივარს ჯერჯერობით დაახლოებით კანადელების დონის გუნდების სტუმრობით უწევს დაკმაყოფილება. მსოფლიო რაგბის ბობოლებს უკვე წელიწადში 2-ჯერ ვეთამაშებით, რაც წინსვლა და ერთგვარი აღიარებაცაა - გვკადრულობენ. იმედია, მალე თბილისსაც...

წავა გია?

ის დროა, გია გეგუჩაძემ ქუდი დაიხუროს და პოსტი დატოვოს... საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროშესარჩევი მატჩი ვერც ამჯერად მოიგო და ჯგუფში კვლავაც ბოლო ადგილზეა. მოსალოდნელი იყო, რომ  ფარერებზე დიდსირცხვილნაჭამი გუნდი მორიგ მეტოქესთან მაინც შეძლებდა რეაბილიტაციას, მაგრამ ამაოდ... ორჯერ აგებდა გეგუჩაძის გუნდი...

ძველი გემო

ვლადიმირ ვაისის საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩი მოიგო. ესეც ამხანაგური, თუმცა, მთავარია მოიგო და ქომაგებს განწყობა გამოუკეთა. განწყობა გამოიკეთეს თავად მწვრთნელმა და ფეხბურთელებმაც, რაც სამომავლოდ ფრიად მნიშვნელოვანია, აბა, სულ წაგებული ჩვენი მტერი იყოს... საქართველომ კვიპროსს მოუგო და ეს ამ გუნდთან ისტორიაში...

ადიდასმა რუსეთი წარსულში დააბრუნა

„ადიდასმა“ 2018  წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი წარადგინა. ახალი ბურთი, გარდა იმისა, რომ უახლესი ტექნოლოგიებითაა დამზადებული, ამავდროულად კლასიკის გადააზრებაც გახლავთ. პირველი სამსოფლიოჩემპიონატო ბურთი Telstar, „ადიდასმა“ 1970 წელს წარმოადგინა. დღეს ეს სახელი კიდევ ერთხელ გვახსენებს შესანიშნავ ფეხბურთელებს, ვისაც მაშინ მექსიკის სტადიონებზე...

ვლადიმირ სლოვაკმა ქართულ მომავალს გახედა

საქართველოს ნაკრები თბილისის ზღვაზე, „ზესტაფონის“ სავარჯიშო მოედანზე ორი ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. 10 ნოემბერს ჩვენები გორში კვიპროსს უმასპინძლებენ, ხოლო 13-ში ქუთაისს ბელარუსი ეწვევა. კვიპროსთან და ბელარუსთან თამაშისთვის ვაისმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ცხადია, შემადგენლობას ოპტიმალური არ ეთქმის, ტრავმისა თუ სხვა მიზეზების გამო...

ვაისის ახალი აისი

ის, რაზეც აქამდე მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საუბრობდა, ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაადასტურა. პრესკონფერენციაზე სლოვაკმა მწვრთნელმა თქვა, რომ... - დიახ, გადავწყვიტე, საქართველოს ნაკრებში კიდევ ორი წელიწადი ვიმუშავებ, რის შემდეგაც, ვიმედოვნებ, ჩემი საქმიანობა წარმატებულად შეფასდება. შეგახსენებთ, სლოვაკი ვლადიმირ...

გერი, ცამეტკაცა…

გახურდა ცამეტკაცას, იგივე ლიგის რაგბის მსოფლიო თასი სამხრეთ ნახევარსფეროში და "სარბიელსაც" თემის გაშუქება მართებს. 2005-06 წლებში, სხვათა შორის, თხუთმეტკაცას განაყოფს ქართველებიც მიეძალნენ: შემუსრეს ჰოლანდია (34:14) და სერბეთი (44:12), დამაჯერებლად წააგეს რუსეთთან (14:48) და შანსი არ ჰქონიათ საფრანგეთთან (0:60), რის...

ტუზი და გაზი

გვაჯობეს უხეშობაში, გვაჯობეს პროვოკაციებში და გვაჯობეს ანგარიშშიც. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ცუდად დაიწყო, მასპინძელ ბოსნიასთან 0:1 წააგო და შანსი იმისა, რომ ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდეს, ძალიან შეიმცირა. მცირე იმიტომ არის, რომ ბოსნიისა და ანდორის...

ვერცხლის კუნძული

რთულია მოიძებნოს საჭადრაკო ტურნირისთვის ისეთი მშვიდი და სასიამოვნო გარემო, როგორიც საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე იყო. ევროპის გუნდურ ჩემპიონატს, რომელიც სასტუმრო კომპლექს "კრეტა მარისში" მიმდინარეობდა, მე-6 ტურიდან შევუერთდი. სწორედ ეს ტური იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ჩვენი ქალთა ნაკრებისთვის- იბრძოლებდნენ თუ ვერა ჩემპიონობისთვის. იმ...

რატომ გაიაფდა მესი?

„სარბიელი“ ადრეც წერდა, რომ წლევანდელი ზაფხულის სატრანსფერო კამპანიამ ახალ, ერთობ სახიფათო ტენდენციას დაუდო სათავე, რომელიც შესაძლოა, კლუბების მეპატრონეების მხრიდან უკონტროლო ფინანსების ხარჯვამდე მივიდეს და ამას ვერც უეფას ფეარ პლეის პრინციპი და ვერც სხვა სამართლებრივი ინსტიტუტები უშველის. აგერ ბატონო, ვნახოთ...

ჩაო, პირლო!

ანდრეა პირლო ფეხბურთიდან წავიდა. იტალიელმა ვარსკვლავმა ახლა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა ის, რაც ცნობილი იყო, მაგრამ თავის დროს ელოდა — სეზონის ბოლოს მოთამაშის კარიერისთვის წერტილი უნდა დაესვა. და აი, მისი „ნიუ იორკი“ MLS-ის ნახევარფინალში „კოლამბას ქრუსთან“ დამარცხდა, შეჯიბრებას გამოეთიშა და...

მთავარი ლომი ბავშვებს დაერია

ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეითმა თავისი ქვეყნის 17- წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები გაკიცხა. მოგეხსენებათ, „ჭაბუკი ლომები“ ახლახან ამ ასაკში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. ფინალში ესპანელებს 5:2 მოუგეს და წარმატების აღნიშვნისას მაისურები შემოიბრუნეს. „მესმის, რომ ძალიან ახალგაზრდები არიან და ამ...

ბექა მიქელთაძემ დინამოს საჩემპიონო წამმზომი ჩართო

ჩემპიონის მე-17 ტიტულისკენ კიდევ ერთი მოზრდილი ნაბიჯი გადადგა კახა კაჭარავას გაწვრთნილმა თბილისის „დინამომ“ – თბილისელებმა ბათუმელი თანაკლუბელები ისტუმრეს და ლევან გეგეჭკორის გოლითა და ბექა მიქელთაძის ჰეთ-თრიქით 4:0 გაანადგურეს. ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე „დინამომ“ უახლოეს მდევარ „ტორპედოსთან“ ოთხქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა...

ტალახაძემ მსოფლიოს დუშეთიდან გადმოხედა

ოლიმპიურმა,  მსოფლიოსა და ევროპის  ჩემპიონმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, ცხადია, საქართველოს ჩემპიონატშიც იმარჯვა და დუშეთში გამართულ საშინაო პირველობაზე ქომაგები ახალი რეკორდებით გაახარა. ქართველმა გოლიათმა დუშეთის ფიცარნაგზე 220 კილოგრამიანი შტანგა აიტაცა და თავისსავე მსოფლიოს ძველი რეკორდი სამი კილოგრამით გააუმჯობესა. დუშეთშივე ლაშამ ატაცში...

შოთა ლიგისთვის ემზადება

შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ფახთაქორმა“ უზბეკეთის ჩემპიონატის წინა ტურში სტუმრად „სოგდიანა“ 1:0 დაამარცხა და ტურნირის  დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა მესამე ადგილი. „ფახთაქორის“ მესამე ადგილი იმას ნიშნავს, რომ ტაშკენტელებს გაისად აზიის ჩემპიონთა ლიგაში თამაშის შანსი გაუჩნდათ.  უზბეკეთიდან ამ ტურნირში სამი გუნდი...

დორტმუნდი – ბაიერნი: მოკლე ამბად დიდ ამბავზე

  სამ მატჩში გოლგაუშვებელი და ზედიზედ სამჯერ მომგები, იუპ ჰაინკესისგან მოსულიერებული „ბაიერნი“,  სამ  მატჩმოუგებელ „დორტმუნდს“ დღეს ესტუმრება. ბუნდესლიგის მეორე გუნდი პირველს მასპინძლობს. ამ ციფრების სტატისტიკური რახარუხიც საკმარისია საამო ფეხბურთის მოლოდინში ხელების მოსაფშვნეტად. იუპ ჰაინკესის თავკაცობით  „ბაიერნი“ „დორტმუნდს“ ბოლოს 2013 წელს  ჩემპიონთა...

მგლის მუხლი, დათას მიზანი 🎥

თითქმის მთელი ჩემპიონატი ლიდერობდა „მერანი“ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებას და ჰაეროვანი ჭენებით მიიწევდა მიზნისკენ. დაწინაურებულს, მოთმინებით და მგლის ალღოთი ედგა კვალში გამოცდილი ვარლამ კილასონიას „რუსთავი“ და დღეს გადამწყვეტი დარტყმაც მიაყენა კიდეც მეტოქეს - მინიმალური სხვაობით სძლია და შედეგად ჩემპიონატის...

ნადალი თხემზე წამოჯდა

რაფაელ ნადალმა პარიზის მასტერსის მეორე წრეში სამხრეთ კორეელ ჩან ჰიანს სძლია 7:5 6:3 და ამ გამარჯვებით თავის ბრწყინვალე მიღწევათა ჩამონათვალს რამდენიმე ახალი რეკორდი შემატა. 31 წლის ესპანელმა, ვინაც რეიტინგის სათავეში მიმდინარე წლის 21 აგვისტოს ბრიტანელ ენდი მარის ჩაენაცვლა, გახდა უხუცესი...

მეზობლური ამბები – ვუგებთ და გვიგებენ

კრეტაზე, ქალაქ ჰერსონისოსში, ჭადრაკში ევროპის სანაკრებო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომლის ხუთი ტურიც გასრულდა.  რომ არა მეოთხე ტურში რუსთაგან დასანანი წაგება, ჩვენი ქალთა ნაკრები იქნებ პირველ პოზიციაზეც გვეხილა. ქართველებმა ჩემპიონატი ყოჩაღად დაიწყეს, ზედიზედ სამი მატჩი მოიგეს და ლიდერობაც მოიპოვეს მაგრამ რუსეთთან წაგებული...

ზესტაფონი გაზაფხულზე აყვავდება

საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ საქართველოს ჩემპიონატს გაზაფხულზე დაუბრუნდება! „ზესტაფონი“ ნამდვილად აკლია ქართულ ფეხბურთს და ძალიან გამიხარდება ამ გუნდის აღორძინება. სამწუხაროდ, გარკვეული დროის წინ, სხვადასხვა მოსაზრებების გამო, მათ მზადყოფნა არ გამოთქვეს ერთი საფეხურით ქვედა ლიგაში თამაშზე. რა თქმა უნდა, „ზესტაფონთან“ ურთიერთობას ვაგრძელებთ...

შაპიტოა, შაპიტო…

ადრე მულტფილმი გადიოდა ხოლმე საბჭოთა ტელევიზიებში, ცხოველები თამაშობდნენ ფეხბურთს, კარში სპილო იდგა და გოლს ვერ უტანდნენ. რომელი ცხოველი გინდოდა, იქ არ ყოფილიყო. სახალისო საცქერი იყო... ნუ გაიკვირვებთ და ეს ყველაფერი ახალქალაქში, შეიძლებოდა, რეალობაში გადასულიყო. 31 ოქტომბერს რეგიონული ლიგის მატჩი უნდა...

„დავით პეტრიაშვილზე“ განათების ბოძი წაიქცა

დიღომში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე განათების ბოძი წაიქცა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. იქაურობა ღმერთმა დაიფარა... მონტენეგრო - ლატვიის ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი „დავით პეტრიაშვილზე“ ახალდაწყებული იყო, როცა განათების ბოძი მოედნის მხარეს გადავარდა და სტადიონი სანახევროდ ჩაბნელდა. ცხადია, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი...

ტვიტერზე წერდა ოდესღაც მერი 🎥

„ბურგოსის“  27  წლის წინანდელ  მოგებას  „რეალთან“  (1990, 2:1)  კიდევ კარგა ხანს, ალბათ, არავინ გამოჩხრიკავდა, ზიდანის გუნდს  29 ოქტომბერს კატალონიურ ჟირონაში რომ არ წაეგო. რატომ გაიხსენეს ესპანეთში 1990 და „ბურგოსი“? –  იმიტომ, რომ  პრიმერაში პირველად  აღზევებულ გუნდთან „რეალი“ 27 წელი არ...

როჯერ დიდი!

როჯერ ფედერერმა ბაზელში გამართული ტურნირის ფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაძაბულ ბრძოლაში 6-7(5), 6-4, 6-3 დაამარცხა და მშობლიურ ქალაქში მერვე, წლეულს მეშვიდე, ხოლო კარიერაში 95-ე ტიტულს დაეუფლა. ეს ფედერერისა და დელ პოტროს 24-ე დაპირისპირება გახლდათ და 36 წლის შვეიცარიელი...

ასიეშვილმა ტულონი დაალელოვა 🎥

საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში „ტულონმა“ „ბრივს“ უმასპინძლა და 41:24 დაამარცხა. მამუკა გორგოძემ ტულონელთა შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად და ჩვეულ, უმაღლეს დონეზე ითამაშა. სტუმართა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში კი კარლენ ასიეშვილი იყო. 32-ე წუთზე ასიეშვილს ტულონელ ოპონენტ ვან დერ...

მანოლო სანჩისი-მამა გარდაიცვალა

79 წლისა გარდაიცვალა მადრიდის "რეალის" კაპიტანი 1960-იან წლებში, მცველი მანუელ სანჩის მარტინესი, რომლის ვაჟი, მანუელ სანჩის-უმცროსი 90-იან წლებში კაპიტნობდა "თეთრებს". ევროპული ფეხბურთის ისტორიამ სულ სამი შემთხვევა იცის, როდესაც ჩემპიონთა თასი (ლიგა) მამამაც მოიგო და შვილმაც. მამა-შვილი სანჩისების გარდა ასეთები...