მთავარი სიახლეები

სიახლეები

ლივერპულთა შორის ულივერპულესი

იურგენ კლოპის „ლივერპულმა" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში „ვილიარეალს" 2:0 მოუგო, ინგლისელმა ვეტერანებმა რიო ფერდინანდმა, მაიკლ ოუენმა და პიტერ კრაუჩმა კი ერთხმად აღიარეს, რომ მერსისაიდელებს ასეთი გუნდი მათ მეხსიერებაში არ ჰყოლიათ. პირველი გოლი თავის კარში ფორმალურად ეკვადორელმა პერვის ესტუპინანმა გაიტანა (ჯორდან ჰენდერსონის...

ვაი, ინტერს!

„ინტერი" ზედიზედ მეორე სკუდეტოსთვის იბრძვის, მაგრამ ბოლონიაში 1:2 წააგო და ჩემპიონატის დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე „მილანს" ორი ქულით ჩამორჩა. თან, წაგებაც არის და წაგებაც: „ნეროაძურის" მეორე მეკარე, რუმინელი იონუტ რადუ შესაბრალისად შეცდა. მის დოყლაპიობას ქვემოთ, ვიდეოზე ნახავთ. ის, რომ „ინტერი"...

ნაპოლის პრეზიდენტი: კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელია

ყველანაირი ეჭვები მოისპო: „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მის კლუბში იქნება. დე ლაურენტისმა ეს ვრცელ ინტერვიუში თქვა, ბევრ საკითხს შეეხო და ასევე განაცხადა რომ ქართველის ტრანსფერი მოგვარებულია. როგორც იცით, ხვიჩა ბათუმის „დინამოში“ თამაშობს და მშვენიერ ფორმაშიც არის....

წერტილი ბენზემას პანენკამ დასვა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიც ასეთი უნდა: „მანჩესტერ სიტიმ" „რეალს" 4:3 მოუგო. ეს იყო ოსტატობით, სანახაობითა და დრამატიზმით სავსე შეხვედრა, რომელისაც წერტილი ქარიმ ბენზემას დარტყმულმა „პანენკამ" დაუსვა. იმის შეხსენებას, რომ „პანენკას", ჩეხი ვეტერანის ანტონინ პანენკას პატივსაცემად პენალტის მის მიერ მოგონებულ დარტყმას...

ბენზემა და ცხრა სხვა

Goal.com-მა 2022 წლის „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა სია განაახლა. პირველზე ისევ ქარიმ ბენზემაა, აი, მეორე-მესამეზე კი გადანაცვლება მოხდა: ახლა მოჰამედ სალაჰია წინ და მესამეზე რობერტ ლევანდოვსკი დაქვეითდა. საინტერესოა, რომ ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ოცეულშიც არ ჰყავთ. და ამ სიიდან ლუკა მოდრიჩის გარდა...

ზედიზედ მეათედ!

„ბაიერნი" ზედიზედ მეათედ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი. ამისათვის მან მდევარი „დორტმუნდი" 3:1 დაამარცხა. გერმანიის ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურია დარჩენილი, მაგრამ სხვაობა უკვე 12 ქულაა. და მართალია, ბუნდესლიგის წამყვანი გუნდების დაპირისპირებას „დერ კლასიკერ" ჰქვია, ბავარიელთა უპირატესობა მეტისმეტად აშკარაა. ჩემპიონთაგან ანგარიში ოსტატურად გახსნა...

ბურთი და თასი ზეცაში

„რეალ ბეტისმა" „ვალენსიას" პენალტებით მოუგო და ესპანეთის სამეფო თასს დაეუფლა. ქალაქ სევილიის გუნდმა ეს ჯილდო ისტორიაში მესამედ აღმართა  — ფინალიც სევილიაში, ოღონდ „ლა კარტუხას" სტადიონზე ჩატარდა. მატჩის შემდეგ ბედნიერმა ვეტერანმა, 40 წლის ხოაკინმა ზეცისკენ აღმართა თასი. როგორც AS წერს,...

მარტინესი მადრიდში მიდის

მადრიდის „ატლეტიკოს“ ამ ზაფხულს უმაღლესი კლასის ფეხბურთელის შეძენა გადაუწყვეტია. ჯერჯერობით მიზანში ორი ფეხბურთელია – პორტუგალიური „ბენფიკას“ თავდამსხმელი დარვინ ნუნიესი და მილანის „ინტერის“ არგენტინელი შემტევი ლაუტარო მარტინესი. მეტი შანსია, რომ მადრიდელთა ახალწვრული მარტინესი იყოს, რადგან, „ატლეტიკო“ თანახმაა „ინტერის“ მოთხვნას დათანხმდეს და...

ლა ბორდალეტა ევროპას უმიზნებს

ხვალ სევილიაში, „ლა კარტუხაზე", ესპანეთის სამეფო თასის ფინალია, „ბეტისი" გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას" ხვდება. გამარჯვების შემთხვევაში „ღამურების" მწვრთნელი ხოსე ბორდალასი გახდება პირველი ვალენსიელი (მისი მშობლიური ქალაქი ალიკანტე ვალენსიას ავტონომიურ თემშია) ვინც გუნდს ამ ტიტულს მოაგებინებს. სულ „ჩეებს" ესპანეთის სამეფო თასი...

მანჩესტერი ტენ ჰაგს დაუძმობილდა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ახლა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ახალი სეზონიდან გუნდს „აიაქსის“ ამჟამინდელი თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი გაუძღვება. ნიდერლანდელ სპეციალისტთან ინგლისელები კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებენ  გაგრძელების პერსპექტივით. 63 წლის რალფ რანგნიკი, რომელიც მანჩესტერელებს დეკემბრის აქით წვრთნის ახალი სეზონიდან კლუბის სპორტული დირექტორის პოსტზე...

საქართველომ წინსვლა წააგო

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა 2022 წლის II დივიზიონის B ჯგუფის მეორე მატჩი ისლანდიასთან 2:5 წააგო და, ფაქტობრივად, ზედა ჯგუფში გადასვლის შანსი დაჰკარგა. რეიკიავიკში მიმდინარე ჯგუფურ ეტაპზე როლანდ სვანიძის გუნდის უმთავრესი მეტოქე სწორედ ისლანდია იყო. მასპინძელი გუნდი ტურნირისთვის უკეთესი მომზადებული აღმოჩნდა და,...

ასპილიკუეტამ ხელები შალა

„ჩელსიმ" „არსენალთან" შინ 2:4 წააგო. დასავლეთ ლონდონელთა გაწბილებული კაპიტანი სესარ ასპილიკუეტა თამაშის შემდეგ, გულშემატკივარს დაუპირისპირდა. მიზეზი რასაკვირველია ტრიბუნიდან ყურმოკრული ფრაზა იყო. ინგლისური პრესა წერს, რომ ფანი, სავარაუდოდ, ფეხბურთელების თავდადებით იყო უკმაყოფილო. ესპანელმა ჯერ განრისხებული სახით მოედნიდან უპასუხა ქომაგს, შემდეგ კი...

დინამოს ამოასხა

წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში თბილისის „დინამოსა“ და სპლიტს „იადრანის“ მატჩის დასრულებამდე 44 წამით ადრე ანდრია ბითაძემ გოლი შეაგდო და დედაქალაქურ გუნდს ტურნირში პირველი გამარჯვება მოუტანა – 12:11. აქამდე ბოლო ადგილზე მყოფი უქულო „დინამომ“ მის წინ მდგომ ხორვატულ გუნდს კი მოუგო, მაგრამ...

იუნაიტედი ექვსი წლის წინანდელი ლივერპულის დონეზე

„მანჩესტერ იუნაიტედმა" „ლივერპულთან" სტუმრად 0:4 წააგო. მწვრთნელი რალფ რანგნიკი ამით იმდენად შეურაცხყოფილი დარჩა, რომ პრეს-კონფერენციაზე თავის ფეხბურთელებს მოურიდებელი კრიტიკით დაესხა თავს. გერმანელმა თქვა, რომ გუნდს განახლება სჭირდება. მისი თქმით დღეს „იუნაიტედი" იურგენ კლოპის „ლივერპულს" ექვსი წლით ჩამორჩება. არადა, რომ მოეგო, მანჩესტერის...

რატომ არ იდგა მამარდაშვილი კარში?

სილესენი კარში რატომ დააყენეთ, ამით ფინალის წინ მამარდაშვილი დაიცავით? — ჰკითხეს „ვილიარეალთან" 0:2 წაგების შემდეგ „ვალენსიას" მწვრთნელ ხოსე ბორდალასს. მან პირდაპირ პასუხს თავი აარიდა: „ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ჩვენი სამივე მეკარე თავდაუზოგავად მუშაობს, ისინი მოტივირებულები არიან, მე კი კმაყოფილი ვარ....

რუნია, სასწაულმოქმედი კი არა…

უეინ რუნი მწვრთნელობში უიღბლო ყოფილა. ჯერჯერობით ასეა და შემდეგ ვნახოთ... რუნის „დერბი ქაუნთი“ ინგლისის ჩემპიონშიფიდან ოფიციალურად გავარდა რანგით მესამე ლიგაში. 43-ე ტურში „ცხვრებმა“ ქპრ-სთან 0:1 წააგეს. „დერბი“ არ გავარდებოდა, რომ არა 21 ქულის ჩამოკლება. ფინანსური დარღვევების გამო სწორედ ამდენი ქულა ჩამოაკლეს... ასეთ სიტუაციაში...

დარვინის თეორია: გოლები

დარვინ ნუნიესი 22 წლის ურუგვაელია. ამპლუით თავდამსხმელი, ლისაბონის „ბენფიკაში“ თამაშობს და მისი დიდი დამსახურება იყო, გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე რომ მივიდა. ბევრი გოლი გააქვს და ადარებენ ლუის სუარესს, ასევე ედინსონ კავანის. ნუნიესის გადაბირების მსურველების რიგი უდგას. „ბარსელონა“, პსჟ, „მანჩესტერ იუნაიტედი“......

საქართველომ ბელგია მოასრიალა

რეიკიავიკში ჰოკეისტთა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფის მატჩები დაიწყო. ჯგუფურ ეტაპზე ექვსის ნაცვლად, ხუთი გუნდი დარჩა – კოვიდ-პრობლემების გამო ახალი ზელანდიის ნაკრები ისლანდიას, მექსიკას, ბელგიას, ბულგარეთსა და საქართველოს ვერ შეუერთდა. შედეგად, ყველა გუნდს ერთი ტურის გამოტოვება მოუწევს. გამარჯვებული...

ხელფასზეც შეთანხმდნენ

„დეილი მეილის" ექსკლუზიური ინფორმაციით „მანჩესტერ სიტიმ" ერლინგ ჰოლანდის ყიდვის საქმეში დიდი ნაბიჯი გადადგა — „ქალაქელები" 21 წლის ნორვეგიელს კვირაში 500 000 გირვანქის გადახდას დაყაბულდნენ. ჰოლანდს პრემიერლიგაში ყველაზე დიდი ჯამაგირი ექნება. ახლა, მანკუნიანელებს „დორტმუნდისთვის" თავდამსხმელის გამოსასყიდი 63 მილიონი გირვანქა (76 მილიონი...

რემონტადა!

სწორედ გუშინ ვწერდით, რომ ესპანურად ფეხბურთის მატჩში თითქოს გადაწყვეტილი შედეგის შემოტრიალებას რემონტადა ჰქვია. ინგლისურად (და სავარაუდოდ უკვე ქართულადაც) ამას ქამბექს ეძახიან, მაგრამ ის რაც წუხელ სევილიაში „სანჩეს პისხუანზე" მოხდა ქამბექი არ იყო. ეს გახლდათ ნამდვილი რემონტადა: „რეალი" „სევილიასთან" 0:2-ს...

თრილერი ავჭალაში

დიახ, „ევროპის რაგბის“ სუპერთასის ნახევარფინალური მატჩი ისეთი სცენარით წარიმართა და იმდენმა მორაგბემ დატოვა თამაში ტრავმის გამო, რომ „თრილერზე“ ზუსტი სიტყვით ვერც დაახასიათებ. წინასწარვე ვიტყვით, რომ საბოლოოდ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა - „შავმა ლომმა“ ესპანური „იბერიანსი“ 43:40 დაამარცხა, მაგრამ ავჭალაში გამართული...

რონალდუ ფულს შოულობს

კარიერის მესამოცე ჰეთ-თრიკმა კრიშტიანუ რონალდუს 850 000 გირვანქა მოუტანა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში, პრემიერლიგაში უკვე მეორედ შეასრულა ჰეთ-თრიკი. ამჯერად ეს „ნორვიჩთან" შეხვედრაში მოხდა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედმა" 3:2 მოიგო. შაბათს გატანილი სამი გოლის წყალობით, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო მოთამაშემ ყველა შეჯიბრებაში ერთად 20-გოლიანი...

მამარდაშვილზე სალაპარაკო არაფერია

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ" შინ წააგო „ოსასუნასთან" 1:2. გაშვებულ გოლებში ქართველი მეკარის ბრალი არ არის და ესპანური მედიაც მისი თამაშის შეფასებისას ან მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ პირველ ეპიზოდში გიორგიმ პენალტი კინაღამ აიღო (ბურთს მიწვდა, მაგრამ არგენტინელი ჩიმი ავილას დარტყმული იმდენად...

პირველად საქართველოს ისტორიაში…

პირველად ქართული ფიგურულ ციგურაობის ისტორიაში: ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას წყვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მართალია, ეს მიღწევა ახალგაზრდულ მონდიალზე დაფიქსირდა, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულია! აქამდე საქართველოს საუკეთესო მიღწევად ასევე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ასევე ტალინში, 2020 წელს გიორგი რევია და მარია კაზაკოვას...

ბოთლი თავში, წიწაკა თვალებში

„ვესტ ჰემი" 1981 წლის შემდეგ — თბილისის „დინამოსთან" რომ წააგო — ევროთასის მეოთხედფინალში არ ყოფილა. ახლა, ნახევარფინალშია. ოღონდ, ლიონში გადარჩენისთვის ფრანგული პოლიციის დახმარება დასჭირდა. ლონდონელებმა 3:0 მოიგეს. ორი შეხვედრის ჯამში 4:1. პოლიციელებს საფინალო სასტვენის შემდეგ აბობოქრებული გულშემატკივრებისთვის წიწაკის აეროზოლის მისხმაც...

ნაპოლის დირექტორი: ხვიჩა პრიორიტეტია

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში გადაბარგებას სერიოზული პირი უჩანს. უბრალოდ, ბოლო დროს იმდენ კლუბს დაუკავშირეს, რომ თავგზა აგვებნა. არადა, შემოდგომაზე ისევ „რუბინში“ დარჩა და მერე კარგა ხანი დასჭირდა დეპრესიიდან გამოსასვლელად. ახლა ის უკვე ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელია და რუსები უცხოეთში წასვლასაც ვერ დაუშლიან. ამასობაში,...

მაქსიმუმ ორ კვირაში

„დეილი მეილის" ინფორმაციით ერლინგ ჰოლანდი თავის ახალი კლუბს ორი კვირის განმავლობაში დაასახელებს, „მანჩესტერ სიტი" კი დარწმუნებულია, რომ ეს კლუბი თავად იქნება. 21 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელის გადაბირებით „ქალაქელების" გარდა დაინტერესებულები არიან „პარი სენ ჟერმენი", „ბარსელონა" და „რეალი". მარტში იმავე „დეილი მეილმა" დაწერა,...

როგორ ყარა სავიჩმა ცოფი

„მანჩესტერ სიტიმ“ მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ 0:0 ითამაშა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა (პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული) და… მონტენეგროელი სტეფან სავიჩის გაცოფებაც გადაიტანა. რომ არა სავიჩი, შეხვედრის ბოლო წუთები ჩხუბად და დავიდარაბად არ გადაიქცეოდა. საინტერესოა, რომ 31 წლის სავიჩი 2011-12...

პირველად: ერთად საქართველო და მსოფლიო!

ისტორიაში საქართველოს გუნდური სახეობის წარმომადგენლები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სპორტის თითქმის ყველა სახეობაში მონაწილეობა აკრძალული აქვს. გამონაკლისი არც წყალბურთი ყოფილა, რუსეთი კი რეიტინგში მისმა მომდევნო გუნდმა ჩაანაცვლა, ანუ საქართველომ, რომელიც 18 ივნისიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე...

შეთანხმდნენ! შემდეგ კვირაში იტყვიან

ინგლისში დაიწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი" „პრინციპულად და სიტყვიერად" შეუთანხმდა „აიაქსის" მწვრთნელს ეტიკ ტენ ჰაგს და ის ინგლისური გუნდის მომავალი თავკაცი გახდება. აქამდე ცნობილი იყო, რომ ჰოლანდიელი მანკუნიანელთა მიერ შერჩეულ კანდიდატთა შორთ ლისტში ლიდერობდა. ზაფხულში ტენ ჰაგი გერმანელი რალფ რანგნიკის...

ვან გაალი: სიმსივნე დამარცხებულია!

70 წლის ლუი ვან გაალმა სიმსივნე დაამარცხა. ამის შესახებ თავად განაცხადა... ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელმა ერთი კვირის წინ თქვა, რომ მძიმე დაავადება აწუხებდა (პროსტატის სიმსივნე) და პრესას რომ არ გაეგო, ისე მკურნალობდა. ახლა კი სასიხარულო ინფორმაცია გააჟღერა: „მთლიანი კურსი გავიარე. 25...

მადრიდში ვალენსია მამარდაშვილს ეყრდნობოდა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ მადრიდში „რაიო ვალეკანოსთან“ 1:1 ითამაშა. „ღამურები“ კარლოს სოლერის მიერ 57-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ მასპინძელთა თავდამსხმელმა სერხიო გვარდიოლამ 83-ზე ანგარიში გაქვითა. მადრიდელები ფრეს ნამდვილად იმსახურებდნენ. ვალენსიელთა ქართველი მეკარე რომ არა, ისინი უეჭველად მოიგებდნენ. გიორგიმ...

ლევიგოლი ბარსელონაში

„ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, დიდი ალბათობით, კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. პოლონელები ამბობენ, რომ 33 წლის რობერტმა უკვე შეათანხმა კატალონიურ კლუბთან სამწლიანი და ბევრმილიონიანი კონტრაქტის პირობები. თურმე, „ბარსელონას“ შეთავაზება ყველაზე უკეთესი გამოდგა მათგან, რომლებიც ბოლო დროს ფეხბურთელმა მიიღო. მისი წარმომადგენელი ასევე „მანჩესტერ...

მამუკელაშვილმა ფაჩულიას რეკორდი ჩამოართვა

ზაზა ფაჩულიას 15-წლიანი რეკორდი 11 აპრილიდან სანდრო მამუკელაშვილის საკუთრებაა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა 2007 წელს „ვაშინგტონს“ 27 ქულა ჩაუგდო, მამუკელაშვილმა კი, ეს ნიშნული 28-მდე აიყვანა. გასული სეზონის ჩემპიონი „მილუოკი“ რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში „კლივლენდს“ ესტუმრა და 115:133 წააგო. მატჩი მილუოკელთათვის...

ბასილაშვილი მონტე კარლოს მეორედ დანებდა

მონტე კარლოს საჩოგბურთო ტურნირის პირველი წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი გრიგორი დიმიტროვს შეხვდა. ჩვენებურმა პირველი სეტი 3:6 წააგო, ხოლო მეორე სეტის მეორე გეიმის შემდეგ თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა. პირველ სეტში ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებას იგებდა, მხოლოდ ერთხელ, მეექვსე გეიმში დათმო ჩვენებურმა საკუთარი და...

იშტაზე მოსული შავი ლომი

ქეიფთაუნიდან პორტ ელიზაბეთში გადაბარგებულმა „შავმა ლომმა“ ქარის თასის პირველი დივიზიონის ჩემპიონატში პირველად ითამაშა სამხრეთაფრიკული გუნდის წინააღმდეგ და საკმაოდ ეფექტურ გამარჯვებასაც მიაღწია. ქართული სარაგბო ფრენჩაიზი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩემპიონატში წარმატებით თამაშობს - პირველ ტურში „ზიმბაბვე ჰოქსს“ იოლად აჯობა, ამ ჯერზე კი...

გვარდიოლა ბრაზილიის ნაკრებში?

„მანჩესტერ სიტის“ თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა, შესაძლოა, ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფისში გვარდიოლა „სელესაოს“ თავკაცობის იდეალურ კანდიდატად მიაჩნიათ. ოღონდ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ, როცა ახლანდელ დამრიგებელ ტიტეს, კონტრაქტის ვადა ამოეწურება (2022 წლის 31 დეკემბერს). წყაროს ცნობით, ბრაზილიიდან...

სამში ხანგრძლივი

ინგლისურ მედიაში ხუმრობენ, როდესაც საქმე მსოფლიოს ჩემპიონატს ეხება ცუდი იდეის უგულებელყოფა არ შეიძლებაო. ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ამასწინათ აღიარა, რომ მუნდიალების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება არ მოუწონეს და… იქვე ახალი მოსაზრება შეაპარა საზოგადოებას — ეს საქმე სამ წელიწადში ერთხელ ხომ...

პროვოკაციები იცოცხლე, იქნება

პეპ გვარდიოლამ თავის ფეხბურთელებს მოუწოდა, „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში მეტოქის ხრიკებს არ აჰყვნენ და ნერვები მოთოკონ. სამშაბათს „სიტიმ“ „მატრასების მკერავებს“ შინ მოუგო 1:0. გოლი 70-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა გაიტანა. მანამდე ორიოდ წუთით ადრე კი მოედანზე შევიდა...

თავისუფლები: დიბალა და დი მარია

ამ სეზონის ბოლოს პაულო დიბალა „იუვენტუსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ანუ, ნებისმიერ კლუბს მისი დამატება მუქთად შეეძლება. მის შემცვლელად კი ტურინელებს პაულოს თანამემამულე, „პარი სენ-ჟერმენის“ არგენტინელი შუახაზელი ანხელ დი მარია შეუგულებიათ. 34 წლის დი მარიას პარიზელებთან კონტრაქტსაც ყავლი წლეულს 30...

გონსალო გედეში რომას უნდა

პორტუგალიელი გონსალო გედეში გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელია. 25 წლის თავდამსხმელი ის ფეხბურთელია, რომელიც „ვალენსიაში" ჩინებულად თამაშობს. თუკი მიმდინარე სეზონში „ღამურები" რაიმე წარმატებას აღწევენ, დიდწილად მისი დამსახურებაა და ამიტომაც არ იქნება გასაკვირი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მის გამო დიდი ვაჭრობა თუ გაიმართება. ხოსე...

რუნი: რონალდუ და პოგბა უნდა წავიდნენ!

უეინ რუნი ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა" კრიშტიანუ რონალდუ და პოლ პოგბა თავიდან უნდა მოიცილოს. მანკუნიანელთა რეკორდსმენ ბომბარდირს (253 გოლი ოფიციალურ შეხვედრებში) ეს გუნდის პროგრესისთვის აუცილებელ წინაპირობად მიაჩნია. ამგვარი მოსაზრება რუნიმ „სქაი სპორტის" წამყვან დეივ ჯონსთან ლაპარაკის დროს გამოთქვა. ჯონსმა მას...

ვან გაალი მძიმე სენს ებრძვის

საქვეყნოდ ცნობილი ჰოლანდიელი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ვერაგ დაავადებას, პროსტატის კიბოს ებრძვის. 70 წლის სპეციალისტი ამჟამად ნიდერლანდების ნაკრებს უდგას სათავეში. კვირას, „ალკმაარის", „აიაქსის", „ბარსელონას", „ბაიერნისა" და „მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავკაცმა სატელევიზიო გადაცემაში რომელსაც ჰქვია Humberto, თავისი მდგომარეობის შესახებ საჯაროდ გამოაცხადა. ვან...

მატჩის მეფე!

„ვალენსიამ" შინ „კადისთან" 0:0 ითამაშა. ესპანურ, განსაკუთრებით კი  ვალენსიურ პრესაში ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებენ, რომ ხოსე ბორდალასის გუნდმა ამით ევროპულ თასებზე მოხვედრის შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან — ყოველ შემთხვევაში, ახლა „ღამურებისთვის" ლა ლიგიდან ევროპაში „ფანჯრის გაჭრა" ძნელი იქნება. თუმცა, ქართველი...

ბრიტანული ოკუპაცია ვერ შედგება

ინგლისი ის ქვეყანაა, რომლის ფეხბურთელთა ნაკრებსაც დიდ შეჯიბრებებზე ჩვეულებრივ ბევრი გულშემატკივარი დაჰყვება. წესით ასე უნდა მოხდეს ყატარში, მსოფლიოს ჩემპიონატზეც, მაგრამ თავი იჩინა ერთმა დამაბრკოლებელმა გარემოებამ — არაბები მათ ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებენ, თუ თამაშის ბილეთი ექნებათ. ბრიტანეთიდან მუნდიალზე ინგლისის ნაკრების...

აბულაძემ ევროპა მოაოქროვა

ლერი აბულაძე ბერძენ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონია. 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ფალავანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა. აბულაძემ ფინალში აზერბაიჯანელ ტალეჰ მამადოვი 3:1 დაამარცხა. ოქროსკენ მიმავალ გზაზე კი უკრაინელ ოლეკსანდრ ჰრუშინს 7:1, ხოლო ნახევარფინალში გერმანელ ეტიენ...

ბითაძე სტატისტიკას იუმჯობესებს

კიდევ ოთხი მატჩი და გოგა ბითაძისთვის NBA-ს სეზონი დასრულდება. მისი „ინდიანა“ ფლეი ოფში რომ ვერ ითამაშებს, ისეც ნათელია. ახლა გოგა იმ სტატისტიკა იუმჯობესებს, მცირე სათამაშო დროის მიცემით რომ ჰქონდა არეული. „ინდიანამ“ ამჯერად სტუმრად ბოსტონთან წააგო – 123:128. ეს „პეისერსის“ ზედიზედ...

ყატარი ნაყარია!

ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაირკვა თუ როგორ დალაგდნენ გუნდები ჯგუფებში. 32 ნაკრები რვა ჯგუფში გადანაწილდა. იყო შეზღუდვები: რეგლამენტის თანახმად ერთი კონფედერაციიდან ჯგუფში ორი გუნდი ვერ მოხვდებოდა; თუმცა, ეს არ ეხებოდა ევროპის ქვეყნებს, რადგან მათი რაოდენობა ჯგუფების რაოდენობაზე მეტი იყო. აქედან...

უკრაინელის ცეცხლს ნორვეგიელმა ნავთი დაასხა

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანდრიი პავლენკო დოჰაში მიმდინარე ფიფას კონგრესს კიევიდან ჩაერთო. მას ჯავშანჟილეტი ეცვა. პავლენკოს სიტყვაში დანთებულ ცეცხლს ნავთი ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ლისე კლავენესმა დაასხა. ის არც მასპინძლების კრიტიკას მოერიდა, ფიფასაც კარგად გაჰკრა კბილი და რუსეთის უკრაინაში შეჭრასაც...

ინგლისის ნაკრების შიში და პრეტენზიები

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ყატარში სასტუმრო შეარჩია. დოჰადან 15 კილომეტრში, მეთევზეთა დასახლება ალ ვაკრაში მდებარე ამავე სახელწოდების ოტელი ისევე, როგორც ინგლისელთა წინა ორი სასტუმრო — 2014 და 2018 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე — აღჭურვილია ავტოსიმულატორით, ფლეისთეიშენით, მაგიდის ჩოგბურთით, აუზითა...