მთავარი სიახლეები

სიახლეები

დასახიჩრდა ქალი პოლიციელი

სოფიაში, ვასილი ლევსკის სახელობის სტადიონის შესასვლელთან ქალი პოლიციელი დასახიჩრდა. მისი მდგომარეობა სერიოზულია. ეს ამბავი გუშინ, ბულგარეთის დედაქალაქის დერბის დაწყებამდე მოხდა. ერთმანეთს „ლევსკი" და ცსკა შეხვდნენ. სტადიონის შესასვლელთან ფანებმა რაღაც ააფეთქეს. აფეთქებამ მრავალი წვრილი შუშის ნატეხის დიდი ძალით გაფრქვევა გამოიწვია. პოლიციის უფროსი...

ესეც პრემიერლიგის სიმბოლური ნაკრები!

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ ჩატარებული ტრადიციული გამოკითხვის შედეგად გაირკვა პრემიერლიგის წლის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ყველაზე მეტი, ხუთი ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტიდან" მოხვდა. ესენი არიან, მარჯვენა მცველი კაილ უოქერი, ცენტრალური მცველი ნიკოლას ოტამენდი, ნახევარმცველები, დავიდ სილვა და კევინ დე ბრუინი და...

ბაიერნში ორიათასიანელები მოდიან

„ბაიერნი" სამომავლო რეორგანიზაციას ეწევა და საკვანძო პოზიციებზე თავის ყოფილ ფეხბურთელებს ნიშნავს. გასული ზაფხულიდან მოყოლებული კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე 41 წლის ჰასან სალიჰამიჯიჩი მუშაობს. მომავალი სეზონიდან მთავარ გუნდს 46 წლის ნიკო კოვაჩი გაწვრთნის. ყმაწვილთა მწვრთნელის თანამდებობას 39 წლის მიროსლავ კლოზეს ჩააბარებენ...

ბულგარეთიც გავყვანჯეთ!

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის ტურნირში, რომელსაც სამხრეთაფრიკული კეიპ ტაუნი მასპინძლობს, მეორე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და დიდი ნაბიჯი გადადგა II დივიზიონისაკენ, სადაც თავისი არსებობის არც ისე ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში - პირველი საერთაშორისო მატჩი 2010 წელს...

აგრესია ოლივერების წინააღმდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, კერძოდ „რეალისა" და „იუვენტუსის" საპასუხო შეხვედრაში დატრიალებულ დრამას ერთი ძალიან უსიამოვნო გაგრძელება მოჰყვა — შეხვედრის ინგლისელი მსაჯი მაიკლ ოლივერი და მისი მეუღლე აგრესიულ გულშემატკივართა თავდასხმის ობიექტებად იქცნენ. საბედნიეროდ, თავდასხმა ჯერჯერობით ვირტუალურ სივრცეს არ გასცილებია, თუმცა ფსიქოლოგიური...

კოუტინიუ ენფილდზე ბრუნდება

ფილიპე კოუტინიუ „ბარსელონაში" გადასვლიდან ექვს თვეში „ენფილდ როუდზე" დაბრუნდება. „ბლაუგრანას" ვარსკვლავი ბრაზილიის ნაკრების წევრია და ამ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთს გაემგზავრება. ჩემპიონატამდე კი ბრაზილიელებს ამხანაგური შეხვედრები აქვთ დაგეგმილი. გადაწყდა, რომ მონდიალის პირველ თამაშამდე ორი კვირით ადრე „სელესაო" ხორვატებს შეხვდება. ეს მატჩი...

მოურინიუ ბიჭებს დაერია

ჟოზე მოურინიუ ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალს თავისი ფეხბურთელებისთვის ნიღბების ჩამოსახსნელად გამოიყენებს. არადა, მეტოქე „ტოტენჰემია". პორტუგალიელი კვირას, აუტსაიდერ „ვესტ ბრომვიჩთან" შინ 0:1 წაგებამ გააბრაზა. წაგება წაგებად და ამ სამარცხვინო შედეგმა თანაქალაქელი „სიტი" ჩემპიონი გახადა. ხვალ „იუნაიტედი" პრემიერლიგაში სტუმრად თამაშობს „ბორნმუთთან", თუმცა „განსაკუთრებულს"...

შეხვედრა ფრანკფურტში

მოგეხსენებათ, „ბაიერნს" მომავალი სეზონიდან ფრანკფურტის „აინტრახტის" თავკაცი ნიკო კოვაჩი გაწვრთნის. მწვრთნელის გადაბირების ხერხი ფრანკფურტელთა დირექტორმა ფრედი ბობიჩმა უსამართლოდ და არაპროფესიულად მიიჩნია, რის შესახებაც საჯაროდ განაცხადა. ბობოიჩს უახლოეს პრეს-კონფერენციაზე პასუხი გასცა ბავარიელების პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, რომელმაც თქვა, რომ ასეთმა შეფასებამ...

სატრანსფერო ამბები

ანტონი მარსიალი სამი წელიწადია რაც „მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობს, მაგრამ გუნდში ფეხი ვერა და ვერ მოიკიდა. მისგან აშკარად მეტს ელოდნენ. მას მერე, რაც 2015 წელს „მონაკოდან" „ოლდ ტრეფორდზე" გადაბარგდა, მარსიალი სათადარიგოთა სკამსა და ძირითად შემადგენლობას შორისაა. არცთუ იშვიათად მწვრთნელს ჯოკერის...

ზემოდან ზიდანი

კვირას, „ლა როსალედაზე" ზინედინ ზიდანმა „რეალის" თავკაცის რანგში მეასე გამარჯვება იზეიმა. ამ შედეგით ფრანგმა მადრიდელთა ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელების გვერდით დაიმკვიდრა ადგილი, ხოლო თუ ყველა შეჯიბრებაში ჩატარებული თამაშებიდან პროცენტს ვიანგარიშებთ, სულაც საუკეთესო შედეგი გამოვა: 72% მოგებულია! რაოდენობრივად, ყველაზე მეტი შეხვედრა ზიდანმა...

ვიდალი ისევ დაშავდა

დღეს შუადღისას, მიუნხენში, ზაუბერ შტრასეზე მდებარე „ბაიერნის" საწვრთნელ ბაზაზე, ვარჯიშისას დაშავდა არტურო ვიდალი. ჯერჯერობით არ არის ცნობილი რამდენად სერიოზულია ჩილელის ტრავმა. მოედანზე ის ფიზიოთერაპევტმა ჯანი ბიანკიმ და ფიზმომზადების მწვრთნელმა ჰოლგერ ბროიხმა გასინჯეს. დანარჩენი საფუძვლიანი კვლევების შედეგად გაიკვლევა. „ბაიერნის" ჩილელ მეომრად...

სამოც კაციან ქეიფში კონტრაქტზე ვინ ლაპარაკობს

„ბაიერნმა" ბუნდესლიგის ნაადრევი ჩემპიონის რანგში პირველი თამაში „გლადბახთან" ჩაატარა და 5:1 მოიგო. მატჩის შემდეგ, ბავარიელთა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს, რაც გასაკვირი იშვიათობაა. საუბრის თემა ფრანკფურტის „აინტრახტის" სპორტული დირექტორის, ფრედი ბობიჩის მიერ წინა...

ბაიერნი – გერმანული კლუბების მძარცველი

ფრანკფურტის „ინტრახტის" სპორტული დირექტორი ფრედი ბობიჩი განრისხდა. 46 წლის ჩინოვნიკი მისი გუნდის მწვრთნელის, მისი თანატოლი ნიკო კოვაჩის „ბაიერნთან" გარიგებამ აღაშფოთა. მოგეხსენებათ, ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კოვაჩმა და „ბაიერნმა" დადეს პირობა, რომლის თანახმადაც მომავალი სეზონიდან „რეკორდმაისტერს" ხორვატული წარმოშობის...

კიევამდე…

ესეც ასე, გადამწყვეტი ომების წინ ევროპა დალაგდა. ნიონში უეფამ ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის საამსეზონო ბოლო წილისყრა გამართა. კიევში გასამართი ფინალისთვის ჩემპიონთა ლიგის ოთხეული უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა ანდრეი შევჩენკომ დააწყვილა: ბაიერნი-რეალი, ლივერპული-რომა. ინტრიგა უდიდესია - აქეთ ფინალისდარი გერმანულ-ესპანური ომი და იქით...

ბაიერნის ახალი მწვრთნელი

„შპორტ ბილდისა" და „ბილდის" ინფორმაციით, რომელიც რამდენიმე საათში თავად კლუბმაც დაადასტურა „ბაიერნის" ბოსებმა ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩიეს — ის იქნება 46 წლის ნიკო კოვაჩი. როგორც ჩანს ბავარიელთა ხელმძღვანელებმა თავისივე გრაფიკს გაასწრეს. მათ ნათქვამი ჰქონდათ, რომ 72 წლის იუპ ჰაინკესის შემცვლელი...

სომხეთს უკვე გავასწარით

ფიფამ და „კოკა-კოლამ“ მორიგი რეიტინგი გამოაქვეყნეს. საქართველოს ნაკრებმა ლიტვასთან და ესტონეთთან მოგებებით 30 ქულა დაიმატა, ჯამში 362 გაუხდა და ერთი თვის წინანდელი 101-ე ადგილი 96-ეზე გაცვალა. რეიტინგში უკან მოვიტოვეთ სომხეთის, ინდოეთის, ისრაელის და ლიბიის გუნდები, ჩვენს წინ კი ფარერები და...

ძაგნიძე თამადობს

ქართველი დიდოსტატი ნანა ძაგნიძე ქალთა ევროპის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. სლოვაკურ ვისოკი ტატრიში მიმდინარე ტურნირის მეოთხე ტურში შეჯიბრის შარშანდელმა გამარჯვებულმა ერთერთი მთავარი კონკურენტი ლიტველი დაიმანტე დაილუტე თეთრი ფიგურებით 47-ე სვლაზე დაამარცხა. ძაგნიძემ ჯერ ლაზიერის ფრთაზე აგრესიული თამაშით დაჩაგრა მეტოქე, ხოლო...

ჰარი კეინს დასცინიან

„სტოკის" კარში გატანილი გოლი, რომელიც აქამდე კრისტიან ერიკსენს ეთვლებოდა, დანიელს ჩამოართვეს და ჰარი კეინს მიაწერეს. ამან, პრემიერლიგის ფეხბურთელთა შორის დიდი ქირქილი და ინტერნეტ ლაღობა გამოიწვია. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ კეინმა გაასაჩივრა, ბურთი კარში შევარდნამდე მხარზე შემეხოო. ამრიგად, ბომბარდირთა...

იყო თუ არა პენალტი?

ინგლისელი მსაჯი მაიკლ ოლივერი ჩემპიონთა ლიგის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მომენტის ცენტრში აღმოჩნდა. მან „რეალისა" და „იუვენტუსის" შეხვედრის ბოლოწამს „რეალის" სასარგებლოდ დანიშნა პენალტი, რომლის წყალობითაც მადრიდელები ნახევარფინალში გავიდნენ. ოლივერმა წესების დარღვევად ჩათვალა მედი ბენატიას აქტიურობა ლუკას ვასკესის წინააღმდეგ, შემდეგ კი...

ოლივერ შარიანი

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, კრიშტიანუ რონალდუმ კი ლიგის ზედიზედ მეთერთმეტე თამაშში გაიტანა, მაგრამ დღის გმირი ტურინის „იუვენტუსია“! შინ 0:3 წაგების მერე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 3:0 წაიყვანო, ამას ალეგრისა კი არა, პლატინ-ბონეკის დროინდელი უდიდესი „იუვეც“ ვერ წარმოიდგენდა... ფეხბურთი რომ მარტო...

ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ!

ერნესტო ვალვერდემ აღიარა რომ რომში „ბარსელონას" 0:3 დამარცხება მისი ბრალია. „მეტოქეს ვერაფერი დავუპირისპირეთ. ყველაფერი მის სასარგებლოდ და ჩვენ საწინააღმდეგოდ ხდებოდა. თამაში ვერ ავაწყეთ, რაშიც თავიდან ბოლომდე მე ვარ დამნაშავე. მე ვარ გუნდის  ხელმძღვანელი და ყველაფერი ჩემთან იყრის თავს. მოწინააღმდეგის ზეწოლას ბურთის...

მსაჯები სიტის წინააღმდეგ

როდესაც საქმე საკამათო მსაჯობას ეხება, „დეილი მეილი" კომენტარისთვის გადამდგარ ინგლისელ რეფერის, გრემ პოლს მიმართავს ხოლმე. გავლენიანი გამოცემა ასევე მოიქცა ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისა" და „ლივერპულის" საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრის შემდეგ, რომელიც „ლივერპულმა" 2:1 მოიგო. გრემ პოლის კომენტარი ამჯერად ერთი მატჩის...

ლივერპულელი გალახეს

ჩხუბის გარეშე მაინც არ გამოვიდა — „სიტის" ფანებმა „ლივერპულის" გულშემატკივარი გალახეს. როგორც ჩანს მერსისაიდელს არ გაუმართლა, „სიტის" ოჯახურ ლოჟაში იჯდა და იმდენიც ვერ მოახერხა, რომ მისი გუნდის გამარჯვების შემდეგ „მტრის გარემოცვაში" ზეიმისგან თავი შეეკავებინა. ჰოდა, შედგნენ. როგორც ამბობენ და...

მძინარე ბარსელონა რომში დაეცა

არ იყო კატალონიელების დღე. აქეთ პეპ გვარდიოლას „სიტი“ გავარდა, რაც არავის გაჰკვირვებია, რადგან ცალი ფეხი ისედაც ჩემპიონთა ლიგის გარეთ ჰქონდა, იქით - მისი მშობლიური „ბარსელონა“ საკვირველი იყო ის, რაც რომში მოხდა: ლეო მესი, ლუის სუარესი, ანდრეს ინიესტა და ძმანი მათნი...

შავი კარუანა

მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი ფაბიანო კარუანა გერმანიაშიGrenke Chess Classic-ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან 9 პარტიაში 6,5 ქულა დააგროვა და მეორეზე გასულ მაგნუს კარლსენს ქულით აჯობა. მეშვიდე ტურამდე კარუანა ფრანგ მაქსიმ ვაშე-ლაგრავთან და რუს ნიკიტა ვიტიუგოვთან ერთად ლიდერობდა ცხრილს, თუმც მე-7 ტურში ფრანგს...

სიკვდილი „ჩრდილოეთის ჯოჯოხეთში“

პარიზი-რუბეს ველორბოლა უკანასკნელი აღმოჩნდა 23 წლის მიხაელ გოლარსტისთვის. რბოლისას მან წონასწორობა დაკარგა, ქვაფენილზე დაეცა და გონება დაკარგა. შემდეგ მას გულიც გაუჩერდა. ადგილზე ჩატარებულმა რეანიმაციულმა ზომებმა შედეგი არ მოიტანა. სპორტსმენის გადარჩენა საავადმყოფოშიც ვერ მოხერხდა, სადაც ის ვერტმფრენით გადაიყვანეს. პარიზი-რუბეს ველორბოლა ტექნიკური...

რამოსი დერეფანსა და რონალდუზე

6 მაისს „ელ კლასიკოა". ამ დღეს „კამპ ნოუზე" სათამაშოდ „რეალი" ჩავა, ხოლო „ბარსელონა" სავარაუდოდ უკვე ჩემპიონი იქნება. მოუწყობს თუ არა მადრიდის გუნდი ჩემპიონს „საპატიო დერეფანს"? — ამ თემამ ესპანეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია. „რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა რამდენიმე დღის წინ...

რეპეტიცია

წესიერად ვერ ეზეიმა ფაბიანო კარუანას ბერლინში, საჭადრაკო პრეტენდენტთა ტურნირის მოგება, რომ სამხრეთ გერმანიისკენ აფრინეს, მე-20 კატეგორიის Grenke Chess Classic-ტურნირში სათამაშოდ, რომელსაც ორი ქალაქი, კარლსრუე და ბადენ-ბადენი მასპინძლობენ. 10 დიდოსტატის მონაწილეობით და ერთ წრედ დაგეგმილი ტურნირის პირველი სამი ტური კარლსრუეში...

შავები მანჩესტერში

ინგლისში საფეხბურთო ხულიგნები უკან დახევას არ აპირებენ: შაბათს, მანჩესტერული დერბის დღეს, მათ ქალაქის ქუჩებში დებოში მოაწყვეს. როგორც თვითმხლველები ამბობენ გამოჩნდა შავ ტანსაცმელში გამოწყობილი დაახლოებით ორმოცდაათკაციანი დაჯგუფებაც. დაჯგუფებამ გვარიანი არეულობა მოაწყო, მაგრამ პოლიციის რაზმის გამოჩენისთანავე გაიფანტა. იყო შეჯახებები გულშემატკივართა შორის. პოლიციელებმა რამდენიმე...

მადლობა გაგდებულს და ვეტერანებს

„ბაიერნის" მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ბავარიული კლუბის ჩემპიონობაში კარლო ანჩელოტის დამსახურება აღნიშნა. „მინდა მივესალმო კარლო ანჩელოტის", — თქვა „რეკორდმაისტერის" თავკაცმა ტელეკომპანია „სქაისთან" ინტერვიუში მას მერე, რაც მისმა გუნდმა „აუგსბურგს" სტუმრად 4:1 მოუგო და ოცდამერვედ მოიგო გერმანული ფეხბურთის უდიდესი ტიტული. მოგეხსენებათ, „ბაიერნმა"...

რას იტყოდით ბუნდესლიგაში ფლეი-ოფზე?

„ბაიერნმა" „აუგსბურგს" 4:1 მოუგო და ოცდამერვედ მოიგო ბუნდესლიგის სასალათე. ბავარიელებისთვის ეს ზედიზედ მეექვსე ჩემპიონობაა. მაგრამ, ის რაც უხარიათ მიუნხენში, დანარჩენ გერმანიაში მოსაწყენად მიაჩნიათ — სეზონის დასრულებამდე ხომ კიდევ კიდევ ხუთი ტურია, რომელსაც აზრი მხოლოდ ქვედა ადგილების გადანაწილებისთვის დარჩენია. მთავარი...

ოქრო–ვერცხლი ანთალიიდან

თურქულ ანთალიაში წარმატებული სტარტი აიღეს ჩვენმა ძიუდოისტებმა. თურქეთის გრან-პრიზე პირველი ნომრები თითქმის არავის ჩაუყვანია და ჩვენი გუნდიც გადახალისებული შემადგენლობით გამოდის. ამას ხელი არ შეუშლია, გუშინვე გვეზეიმა გამარჯვება. 66 კილოგრამამდე კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილმა ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიცილა გზიდან კუბელი სოლისი, ირანელი ხოჯასტენი,...

„ბარსელონას” საპატიო დერფანს არ მოვუწყობთ!

„რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ მისი გუნდი 6 მაისს, „ელ კლასიკოს" დღეს, „ბარსელონას" საპატიო დერეფანს არ მოუწყობს — ცხადია, ლაპარაკია იმ შემთხვევაზე თუ „ბლაუგრანა" მანამდე გაინაღდებს ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში, სეზონის პირველი „ელ კლასიკოს" დღეს, აბუ...

ლებრონის ახალი მწვერვალი

ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში 31 000 ქულას გადააბიჯა. ჯეიმსამდე ასეთი შედეგი მხოლოდ ექვს ვარსკვლავს ჰქონია, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იყო ისეთი ახალგაზრდა, როგორიც 33 წლის ლებრონია. ამდენად, ეს რეკორდი გახლავთ. ზემოთ ნახსენებ ექვსეულში ისეთი სახელებია, როგორებიცაა ქერიმ აბდულ ჯაბარი, კობი...

ბარსელონაში შოუ აკლიათ

რას არ გაიგებ: „ბარსელონას" შემდეგ სეზონში ლუკ შოუს იჯარით აყვანა უნდაო. არადა, „მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი ჟოზე მოურინიუს ხელში ძირითად შემადგენლობასთან მთლად შენობით ვეღარ არის. შოუ 22 წლისაა. რატომ არ ყიდულობს „ბარსელონა" მანჩესტერელს მუდმივმოქმედი კონტრაქტით? როგორც ამბობენ, კატალონიურ კლუბს სახსრები...

საოცრება: დე ბრუინი ასახელებს სალაჰს!

„მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავი კევინ დე ბრუინი BT სპორტის ჟურნალისტ დეს კელის ტელეფონში სურათებს ათვალიერებინებდა, როდესაც შემთხვევით გამოჩნდა, თუ ვის მისცა ხმა ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში. ეს სწორედ ის გამოკითხვაა, რომელშიც წლეულს ან თავად ბელგიელი გაიმარჯვებს ან „ლივერპულის" ეგვიპტელი...

ჩაწიხლეთ „სიტი” სტადიონამდე!

„ენფილდის" მისადგომებთან ლივერპულელმა ფანებმა „მანჩესტერ სიტის" ავტობუსი ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ კლუბს ბოდიშის მოხდა დასჭირდა. ბოთლების, მაშხალების, პეტარდების და სხვა მძიმე საგნების სეტყვა მოდიოდა. გარშემო წითელი კვამლი დადგა. არავინ დაშავებულა, მაგრამ წინა შუშა და მძღოლის კარი დაზიანდა. „სიტის" მატჩის შემდეგ...

Livergoooooooooool

გუშინ იყო, „ბაიერნმა“ და „რეალმა“ თითქმის გაინაღდეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, დღეს კიდევ „ბარსელონამ“ და „ლივერპულმაც“ დიდი ანგარიშით მოიგეს. რაღას ვუყუროთ საპასუხო მატჩებში? დავიჯეროთ, ამ ოთხიდან რომელიმე გავარდება? ძალიან გაგვიკვირდება. მოკლე მონაკვეთებში ენფილდელებმა როგორი აფეთქება იციან, ეს 13 წლის წინანდელ სტამბულის...

იბრა და შვედური წარმოშობის მალტური ტოტალიზატორი

ორი წლის წინ, შვედური ფეხბურთის ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სანაკრებო კარიერას დაეთხოვა. მიზეზი: საკლუბო ფეხბურთისთვის მეტი დროისა და ენერგიის დათმობა, კარიერის გახანგრძლივება. ამის შემდეგ, იბრამ შესანიშნავად ჩაატარა თავისი პირველი სეზონი „მანჩესტერ იუნაიტედში", წარმატებით გაიკეთა მუხლის ოპერაცია და... „რუსეთი 2018"-ის წინ...

უი-ვენტუსი

...ამ შემთხვევაში ჯანლუიჯი ბუფონი ნიკანდრო ქილიასავით გაიფიქრებდა: „დედა, რა იყო ეს?!“. მეექვსე ოქროს ბურთისკენ მიიწევს კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ისეთ ფორმაშია (ან როდის არაა), უკვე რეკორდს რეკორდზე ამხობს. პირველი კაცი გახდა, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ათ მატჩში რომ გაიტანა. თან, რა გუნდების...

პეცის ოქრო-ვერცხლი

თბილისში ქალთა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით ჩატარდა. მოჭადრაკეებმა რაპიდით (სწრაფი პარტიებით) დაიწყეს და ბლიცით (ელვისებური პარტიებით) დაასრულეს. რაპიდი გერმანელმა ელიზაბეტ პეცმა მოიგო, რომელმაც 11 პარტიიდან 5-ში იმარჯვა, დანარჩენები ყაიმით დაასრულა და 4 სხვა...

კანიბალი გაძღა

ბატონი ბიათლონი, იგივე „კანიბალი" ანუ 44 წლის ლეგენდარული ოლე ეინარ ბიორნდალენი აქტიური სპორტიდან წავიდა. მისი დიდების დარბაზში 8 ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონატის 20 ოქროს მედალი კიდია.  ნორვეგიელთა გმირმა და უსაყვარლესმა სპორტსმენმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ სიმოსტრანდაში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. „სიამოვნება და მოტივაცია...

პეპს ყოველთვის ჩემზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავდა

იურგენ კლოპი ამბობს, რომ პეპ გვარდიოლას წარმატებებში სასაწაულებრივი არაფერია. მიზეზი მარტივია: უკეთესი ფეხბურთელები. ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კლოპის „ლივერპული" გვარდიოლას „სიტის" მასპინძლობს. ნუ იფიქრებთ, რომ გერმანელს დამარცხებული კაცის ბოღმა ალაპარაკებს. პირად შეხვედრებში მას გვარდიოლასთვის 12 თამაშიდან 6 აქვს მოგებული. გვარდიოლამ...

ალეგრიმ იტალიაში თავი ამოწურა

„იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ როდესაც ტურინიდან წავა, შემდეგ სამსახურს იტალიის გარეთ მოძებნის. ალეგრი „იუვეში" 2014 წლიდან მუშაობს, სადაც ზედიზედ სამჯერ შეასრულა დუბლი ანუ გახდა როგორც ჩემპიონი ასევე თასის მფლობელი. ინგლისურ გაზეთებს მოჰყავთ მისი სიტყვები, რომ სანამ ნაკრების სათავეში...

საქართველოს ჰიმნიდან საქართველოს ჰიმნამდე

ცოტაც და ძიუდოში თბილისის გრანპრის გუნდურ პირველობას ფრანგი ქალბატონები დაისაკუთრებდნენ. ფრანგებმა თბილისიდან ხელს 5 ოქროს მედალი გააყოლეს და ყველაფერს ვაჟთა შორის მძიმეწონოსანთა ფინალი წყვეტდა. მძიმე წონა ყოველთვის ელიტარულად ითვლებოდა, თუცა ბოლო წლებში შევეგუეთ, რომ გოლიათთა ჭიდილში ყველაფერს გაფრთხილებები წყვეტდა....

„ბაიერნი” მწვრთნელს დაასახელებს

„ბაიერნმა" ცხრილში მესამე ადგილზე მყოფი „დორტმუნდი" 6:0 გაანადგურა, თუმცა ამჯერად ჩვენი ინტერესის საგანს არა ბუნდესლიგის ერთგუნდიანობა, არამედ ბავარიული კლუბის აღმასრულებელი ბოსის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს მატჩის წინანდელი ნათქვამი წარმოადგენს: „მომდევნო მწვრთნელის ვინაობას მაქსიმუმ აპრილის ბოლოს გამოვაცხადებთ. — თქვა გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, —...

ბენზემა vs ბეილი

საინტერესო დეტალი ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრიდან, რომელიც ლას პალმასში გაიმართა და სადაც „რეალმა" მასპინძლებს 3:0 მოუგო: ამ შეხვედრაში „ლას პალმასის" კარში ორი პენალტი დაინიშნა. მადრიდელთა პენალტისტი კრიშტიანუ რონალდუ არ თამაშობდა  — ზინედინ ზიდანმა კანარის კუნძულებზე საერთოდ არ წაიყვანა; როგორც ჩანს „იუვენტუსთან" ჩემპიონთა...

მიუნხენში იცხოვრებს და დორტმუნდს დაეხმარება

გერმანულ WAZ-თან ინტერვიუში, „დორტმუნდის" აღმასრულებელმა შეფმა ჰანს-იოახიმ ვაცკემ განაცხადა, რომ კლუბში კონსულტანტად ყოფილი ვარსკვლავი, 50 წლის მათიას ზამერი მოჰყავს. „ჩვენ გვჭირდება ისეთი ადამიანი, როგორიც ზამერია. გვჭირდება მისი ანალიზის უნარი, მისი ჟინი, ავტორიტეტი და მოვლენათა ნათელი ხედვა გარედან. ევროსპორტის ექსპერტად მუშაობის...

მანჩესტერში რა მინდოდა…

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომ ორი წლის წინ, როდესაც „პარი სენ ჟერმენიდან" წავიდა, „ლოს ანჯელეს გალაქსიში" უნდოდა გადასვლა და არა „მანჩესტერ იუნაიტედში". 36 წლის შვედმა ამერიკაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომლითაც ის კალიფორნიელ გულშემატკივარს წარუდგინეს, თქვა: „ეს ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა მომხდარიყო,...

ქართველებმა მედლები დამალეს

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოს დროა. დღეს დაიწყო და 1 აპრილამდე გაგრძელდება. 28 ქვეყნის 300-მდე ძიუდოისტი, ასეთია თბილისურ გრან პრის მასშტაბი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამჯერად საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლისგან თავი შეიკავეს იაპონიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებმა. პირველი საშეჯიბრო დღე კი ქართული მედლებით...