მთავარი სიახლეები

სიახლეები

რუსთავმა  გაზს მიაჭირა – გაზაევი

რა ხმებიც გამოდის, რომელი ფეხბურთელების მისვლაზეც საუბრობენ, მგონი, ორი აზრი არაა - ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი „რუსთავი“ იქნება. როგორც ფრუნზიკა მკრტჩიანი ამბობს და მერე ვალიკო მიზანდარიც აიტაცებს, „ია ტაკ დუმაიუ“. ჯერ ერთი, მამუკა ჯუღელი მივიდა „რუსთავში“, მის მისვლას...

განტევების ვაცი ნაპოვნია

რომელუ ლუკაკუმ ევროლიგის დამარცხებული ფინალისტის მედალი არ აიღო — „ინტერში" ბელგიელი თავდამსხმელის საუცხოო სადებიუტო სეზონი დრამით დამთავრდა. როდესაც ანგარიში იყო 2:2 მან ბურთი საკუთარ კარში შეაგდო, რაც, როგორც შემდეგ გაირკვა, მატჩის გადამწყვეტი გოლი აღმოჩნდა. ასეთი უიღბლობა იშვიათია. „მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა...

სამწუხაროდ, საფრანგეთიც

კორონავირუსი ის აქლემი აღმოჩნდა, ყველა ქვეყანაში რომ დაიჩოქებს. საფრანგეთის სპორტის სამინისტრომ აკრძალა ღონისძიებები, რომლებსაც 1000 მაყურებელზე მეტი დაესწრება. კლუბებმა უნდა გადაწყვიტონ: ან 1000 ბილეთის გაყიდვა და მკაცრი კონტროლი, ანაც დახურულ კარს მიღმა თამაში. პირველი ასეთი შეხვედრა უმაყურებლოდ „ლანსსა“ და „ორლეანს“ შორის...

რისთვის მიუღწევია მაგ ჰამანს ცხოვრებაში?

წარსულში ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა, დღეს კი ტელეექსპერტმა დიტმარ ჰამანმა „ბაიერნის" პოლონელი თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის წინააღმდეგ გაილაშქრა. ასე დაწერა, ვატყობ, ლევანდოვსკი „რეკორდმაისტერისთვის" დიდ პრობლემად ყალიბდებაო. თავისი ყოფილი ფეხბურთელის კრიტიკულმა ტექსტმა ბავარიელთა პრეზიდენტი ული ჰიონესი გააბრაზა. ტელეშოუ Doppelpass-ში მან ჰამანს პასუხი გასცა: „დიდი...

სუარესი იუვეში აღარ გადადის

თითქოს ყველაფერი მოგვარებული იყო, მაგრამ ლუის სუარესი „იუვენტუსში" აღარ გადავა. ეს ცნობა ესპანურმა მაუწყებელმა RAC 1-მა გაავრცელა. მიზეზი: ურუგვაელი თავდამსხმელი „ბებერი ქალბატონის" მაისურით ჩემპიონთა ლიგაში ვერ ითამაშებდა. საქმე ის არის, რომ სუარესი იტალიაში არაევროკავშირელის სტატუსს მიიღებს. ევროკავშირელობისთვის მას იტალიის ან...

ჯაკა დარჩა გაცინებული

„არსენალის" ფანები გრანიტ ჯაკაზე ისედაც აჯაგრულები იყვნენ და როდესაც „აინტრახტთან" თამაშის შემდეგ დაინახეს, რომ შვეიცარიელი გერმანული გუნდის ფეხბურთელებს უცინის და ეხვევა, მთლად გადაირივნენ. მოგეხსენებათ, ჯაკას ბოლო ერთი თვეა „მეთოფეთა" შემადგენლობაში არ უთამაშია. ბოლო მატჩი, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო, სწორედ „კრისტალ...

დღე პირველი, დღე მეორე…

  პიონგჩანგის ზამთრის ოლიმიადაზე ორივე სამედლო დღე მოვლენებით დახუნძლული გამოვიდა. სნოუბორდში ჯერ მხოლოდ საკვალიფიკაციო შეჯიბრი გაიმართა, მაგრამ იაპონელი იური ოკუბოს მძიმე დახეთქებამ ქომაგის გული შეძრა. საბედნიეროდ, უბედურება არ დატრიალდა, სპორტსმენი შედარებით ადვილად გადარჩა. ოლიმპიური მედლების ათვლა თხილამურობაში დაიწყო, სადაც 10 თებერვალი...

გვარდიოლამ კი გააბრაზა

„მანჩესტერ იუნაიტედი" დარწმუნებულია, რომ ინგლისელ სუპერბავშვად წოდებული ჯეიდონ სანჩო მათი იქნება. დორტმუნდელთა ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს მანკუნიანელებთან ყველა სატრანსფერო დეტალი შეუთანხმებია, ეგრეთწოდებული წვრილი შრიფტით მიწერილების ჩათვლით. სანჩომ სამი წლის წინ „მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდული გუნდი დატოვა და გერმანიაში გადაბარგდა. გადაბარგების მიზეზი, რაგინდ უცნაურად...

იანა ნოვოტნა გარდაიცვალა

ავადმყოფობა უფრო ძლიერი გამოდგა - 49 წლის ასაკში ჩეხი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი იანა ნოვოტნა გარდაიცვალა. სპორტსმენი წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა. ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის საიტზე წერია, რომ ნოვოტნა ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ასოციაციის პრეზიდენტმა სტივ საიმონმა კი დაწერა,...

სამოური ფახა-ფუხი

მიყივლა ენამ და ახალი ზელანდია, ფიჯისთან 2:4 წაგების შემდეგ, ლიგის რაგბის მსოფლიო თასის მეოთხედფინალიდან გამოვარდა. რაგბში ფეხბურთის ანგარიში ძვირად თუ დაჯდება და უფრო ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდების დაპირისპირებისას ამოტივტივდება. ეს ფეხმარდი სამხრეთელები რამ გააშეშა, ვერ გეტყვით, ალბათ, ზელანდიელთაგან თვითშეფასების დეფიციტმა...

ოლე დროებითი აღარ არის

„მანჩესტერის“ ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა ოლე გუნარ სულშერთან სრულფასოვანი სამწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ. მოგეხაენებათ, ნორვეგიელმა მწვრთნელის პოსტი დეკემბერში მას შემდეგ დაიკავა, რაც კლუბი ჟოზე მოურინიოს დაემშვიდობა. მას შემდეგ მანკუნიანელებმა პრემიერლიგის 13 შეხვედრიდან 10 მოიგეს, ორი კი ფრედ დაასრულეს. ამას გარდა, „მანჩესტერმა“...

თავისუფლება ლუკას

მადრიდის „რეალის“ სერბ ფორვარდ ლუკა იოვიჩს შეუძლია გუნდი დატოვოს და იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სხვა გუნდში გააგრძელოს კარიერა. აღნიშნულ ვარიანტზე დასტური თავად ზინედინ ზიდანმა თქვა, წელს იოვიჩი არ მჭირდებაო. სერბის იჯარით აყვანის მსურველთა შორის ფავორიტი „რომაა“, რომელიც ლუკას სათამაშო დროის გარანტიას...

ინგლისელ მორაგბეთა კაპიტანი კინაღამ მანჩესტერ იუნაიტედის მეკარე გახდა

ინგლისის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი ოუენ ფარელი შეიძლებოდა „მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე გამხდარიყო. დღეს ფარელი 28 წლისაა, მაგრამ როდესაც ცამეტისა იყო, „იუნაიტედში" გასინჯეს. რიჩარდ ჰერტისი, რომელიც ახლა მანჩესტერელთა მთავარი გუნდის მეკარეებს წვრთნის, ვარაუდობს, რომ ინგლისური რაგბის ვარსკვლავი „ოლდ ტრეფორდსაც" შესანიშნავად მოერგებოდა. ჰერტისი იგონებს: „ოუენი...

ქეცბაიასთან კორონაა

საქართველოს ნაკრებს 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს გასამართი ჩრდილოეთ მაკედონიასთან. გუნდები ევროპის ჩემპიონატის ფინალური სტადიის საგზურს გაითამაშებენ. ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს ჯერ შემადგენლობა არ დაუსახელებია, მაგრამ, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას. საქმე ის არის, რომ კვიპროსულ „ანორთოსისში“, რომელსაც თემურ...

ადიდასმა რუსეთი წარსულში დააბრუნა

„ადიდასმა“ 2018  წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი წარადგინა. ახალი ბურთი, გარდა იმისა, რომ უახლესი ტექნოლოგიებითაა დამზადებული, ამავდროულად კლასიკის გადააზრებაც გახლავთ. პირველი სამსოფლიოჩემპიონატო ბურთი Telstar, „ადიდასმა“ 1970 წელს წარმოადგინა. დღეს ეს სახელი კიდევ ერთხელ გვახსენებს შესანიშნავ ფეხბურთელებს, ვისაც მაშინ მექსიკის სტადიონებზე...

დებიუტი შერყევით

გიბრალტართან ევროშესარჩევ მატჩში ძირითად შემადგენლობაში დებიუტანტი ჰქონდა შვედური „გიოტებორგის“ ნახევარმცველ გიორგი ხარაიშვილს, ვინც ერთი გოლი გაიტანა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ისე დაშავდა, მოედნიდან საკაცით გასაყვანი გახდა. ექიმებს ეჭვი ტვინის მძიმე შერყევაზე ჰქონდათ, თუმცა სფფ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარისას 23 წლის ფეხბურთელმა...

არბიტრს ჩაის მომტანი ქალიც კი ჩაუსაფრდაო

ევროლიგაში პირეუსის „ოლიმპიაკოსმა" „ბარნლის" 3:1 მოუგო, თამაშის წინ კი ადგილობრივმა გულშემატკივარმა ინგლისელი ფანი დაჭრა. ინგლისელს ფეხზე ნაკერები დაადეს. როგორც ბრიტანული პრესა წერს ათენში კიდევ სამი სტუმარი გულშემატკივარი გაქურდეს. მასპინძლებს არც ინგლისელები ჩამორჩნენ. ოცდასამი მათგანი ქალაქის პოლიციაში მოხვდა. მიზეზს დიდი მიხვედრა არ...

ბარსას არჩევნების თარიღიც ვიცით

„ბარსელონას" დირექტორთა საბჭო მთელდღიანი თათბირის შემდეგ ოთახიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით გამოვიდა. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ გადაწყდა კლუბის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი: 2021 წლის 20 და 21 მარტი. „ბარსელონამ" განცხადება გაავრცელა: „ჯანმრთელობის საყოველთაო ინტერესებიდან და ყველა ხმოსანისთვის ხელის შეწყობის სურვილიდან გამომდინარე, კლუბის მმართველობამ...

ველბეკის საშინელი ტრავმა

„არსენალის" ვარსკვლავი დენი ველბეკი კოჭის საშინელი ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში გააქანეს. თავდამსხმელი, რომელიც მოედნიდან საკაცით და ჟანგბადის ბალონის მიშველებით გაყივანეს, პირველი ტაიმის შუაში თავურის დასარტყმელად ახტა, მაგრამ საოცრად უიღბლოდ დაეშვა. ველბეკი, რომელსაც სავარაუდოდ ძვალი გაუტყდა, პიერ-ემერიკ ობემაიანგმა შეცვალა. „არსენალის" მოთამაშეები, განსაკუთრებით...

მანჩესტერიდან კაპიტანი წავიდა

თითქმის 9-წლიანი კარიერის შემდეგ ეშლი იანგმა „მანჩესტერი“ დატოვა და მილანის „ინტერში“ გადაბარგდა. იანგი გასულ სეზონში ვალენსიას არყიფნაში კაპიტნობდა გუნდს, ბოლო დროს კი სრულფასოვანი კაპიტანი იყო. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მანჩესტერელთა დღევანდელ თაობაში იანგი და დე ხეა ყველაზე სტაჟიანები არიან. იტალიელებმა 34...

ლუკა მოდრიჩი იტალიას არ უარობს

Sky Sports-ის ინფორმაციით, მილანის „ინტერი“ ყველა ღონეს ხმარობს მადრიდის „რეალიდან“ ლუკა მოდრიჩის გადასაბირებლად. ამის გამო იტალიურმა გრანდმა ერთი პერიოდი მიუნხენის „ბაიერნთან“ არტურო ვიდალის ტრანსფერზე მოლაპარაკებებიც კი შეაჩერა. გასული მონდიალის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა ხორვატმა მოლაპარაკებისთვის მზაობა გამოხატა. ორი კლუბის აგენტები კონტაქტზე...

რეალში კარგი სიტუაცია არ იყო

ფაბიო კაპელოს „რეალი" არ ესწავლება. ის ორჯერ (1996/97 და 2006/07) წლებში ედგა მადრიდის გუნდს სათავეში და ორივეჯერ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა. „თეთრების" მწვრთნელის თანამდებობიდან ზინედინ ზიდანის გადადგომის თაობაზე იტალიელმა ასე თქვა: „მადრიდში კარგი ატმოსფერო არ იყო. ამიტომ ზიდანი ძალიან ჭკვიანურად...

ვიდალი ბარსელონელია!

„ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ბაიერნისგან" ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი შეიძინა. კონტრაქტი სამწლიანია. ვიდალი 31 წლისაა ანუ თუ რამე არ შეიცვალა „ბარსაში" თამაშს თავს 34 წლისა დაანებებს. ოფიციალურ განცხადებაში „ბლაუგრანამ" დაადასტურა, რომ როგორც გერმანულ კლუბთან ასევე საკუთრივ ფეხბურთელთან ყველაფერი მოგვარებულია. „ერთადერთი, რაც...

უეფამ ევროსეზონი დაალაგა

უეფაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში  გაიმართა და  ცნობილი გახდა ევროპული ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის, ფლეი ოფისა და ჯგუფური ეტაპის გამართვის თარიღი. შეგახსენებთ, რომ ევროტურნირებზე საქართველოდან ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას: თბილისის „დინამო“ ჩემპიონათა ლიგაში, ხოლო ევროპალიგაში – ბათუმის „დინამო“, „საბურთალო“ და...

მიზანი, რომელიც 100 მილიონზე მეტია

„სანის" ცნობით „რეალი" მარკუს რეშფორდისა და კრისტიან ერიკსენის შესაძენად ინგლისურ ბაზარზე აპირებს გასვლას. მადრიდელები 90 მილიონი გირვანქით ანუ 101 მილიონი ევროთი ყოფილან შეიარაღებულნი. გაზეთის ცნობით „რეალის" შეფებს ინგლისისა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრა უნახავთ და რეშფორდის თამაში მოსწონებიათ. მათ იმედი აქვთ,...

ოქროს ბუცი მესისთან დარჩა

ლეო მესისთვის გასული სეზონი გოლებით უხვი გამოდგა. მან „ბარსელონას" არგენტინელ ვარსკვლავს მეხუთე „ოქროს ბუცი" და პიჩიჩის ანუ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოუტანა. „ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში მესის ერთხანს თითქოს ლივერპულელი მო სალაჰი უწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ ბარსელონელმა ესპანეთის ჩემპიონატში მაინც ბევრად...

ვილიანმა სარი იცის

„იუვენტუსს" „ჩელსისგან" 31 წლის ვილიანის წაყვანა სურს. ბრაზილიელს ჯერ კიდევ არ დაუდია დასავლეთლონდონელებთან ერთწლიანი ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სეზონი ასე დამთავრდება, ის თავისუფალი აგენტი გახდება. რატომ არ აწერს გარემარბი „ჩელსისთან" ახალ კონტრაქტს ხელს? იმიტომ, რომ ორწლიანი უნდა. „ჩელსიც"...

მოურინიუ ბიჭებს დაერია

ჟოზე მოურინიუ ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალს თავისი ფეხბურთელებისთვის ნიღბების ჩამოსახსნელად გამოიყენებს. არადა, მეტოქე „ტოტენჰემია". პორტუგალიელი კვირას, აუტსაიდერ „ვესტ ბრომვიჩთან" შინ 0:1 წაგებამ გააბრაზა. წაგება წაგებად და ამ სამარცხვინო შედეგმა თანაქალაქელი „სიტი" ჩემპიონი გახადა. ხვალ „იუნაიტედი" პრემიერლიგაში სტუმრად თამაშობს „ბორნმუთთან", თუმცა „განსაკუთრებულს"...

პოჩეტინოს განცხადება

მაურისიო პოჩეტინომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის" მწვრთნელობიდან მისი მოხსნის შესახებ საჯარო განცხადება გაავრცელა. მოგეხსენებათ, ჩრდილოლონდონურ კლუბში ხუთწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ არგენტინელი გაათავისუფლეს, ხოლო საქმე ჟოზე მოურინიუს გადაბარეს. მოულოდნელი მოხსნის ეფექტით დაზაფრულმა პოჩეტინომ ფეხბურთელებთან პირად დამშვიდობებაზე უარი თქვა, როგორც იტყვიან ქუდი დაიხურა და...

საქართველოს ჰიმნიდან საქართველოს ჰიმნამდე

ცოტაც და ძიუდოში თბილისის გრანპრის გუნდურ პირველობას ფრანგი ქალბატონები დაისაკუთრებდნენ. ფრანგებმა თბილისიდან ხელს 5 ოქროს მედალი გააყოლეს და ყველაფერს ვაჟთა შორის მძიმეწონოსანთა ფინალი წყვეტდა. მძიმე წონა ყოველთვის ელიტარულად ითვლებოდა, თუცა ბოლო წლებში შევეგუეთ, რომ გოლიათთა ჭიდილში ყველაფერს გაფრთხილებები წყვეტდა....

კივებს ჩაუნისკარტეს

10-12 ნოემბრის შვიდი თამაშით დასრულდა ცამეტკაცას მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი. ნერვულ და შეცდომებით გაჯერებულ თამაშში ფიჯიმ იტალიას მოუგო (38:10), ირლანდიამ უელსთან კელტურ დერბიშიღა გამოაჩინა ბრჭყალები (34:6), მაგრამ ჯგუფში მაინც ჩარჩა, ხოლო "ბერლოუ პარკზე" (ქენზი, ქუინზლენდი, ახალი ზელანდია) პატარა დიდი...

ბასილაშვილი მხეცია!

სულო ცოდვილო, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო ასეულში შეაბიჯა, უკვე გვიხაროდა და ვამაყობდით. თურმე, ჯერ სად ვართ?! ნიკა ტოპებს ერთ სეზონში გაუშინაურდა და ჯერ თავისი რანგისები ხომ ჩაჩოგნა, ახლა კი ელიტას დაერია! დღეს ნიკას მორიგი მსხვერპლი ესპანური და მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავი ფერნანდო...

„ბარსამ” ისევ დაკარგა ქულები

„ოსასუნამ" „ბარსელონას" უმასპინძლა და თამაშის ბოლოს, პენალტით გაუთანაბრა ანგარიში — 2:2. მასპინძელთა ორივე გოლი რობერტო ტორესმა გაიტანა. თერთმეტმეტრიანი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, იმიტომ დაინიშნა, რომ „ბლაუგრანას" ვეტერანმა მცველმა ჟერარდ პიკემ საჯარიმოში ხელით ითამაშა, თუმცა მატჩის შემდეგ კატალონიელი მსაჯის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. პიკემ...

მეოცე და ოციანი

 ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა - რუსებს ზედიზედ მეჩვიდმეტე, ხოლო ჯამში მეოცე მარცხი ვაგემეთ და თანაც ოცი ქულით ვძლიეთ, რაც ახალი რეკორდია: ასეთი სხვაობით “დათვები” მათსავე მინდორზე აქამდე არასოდეს გვიძლევია. მსაჯს “ბორჯღალოსანთა” ბოლო, მეოთხე, ლელო რომც არ ჩაეთვალა - და...

დღეს საღამოს ვნახავთ ვინ იქნება დაღლილი

ლუკა მოდრიჩმა თქვა, რომ ნახევარფინალის წინა დღეებში ინგლისელები ხორვატიის ნაკრების მიმართ უპატივცემულობას ამჟღავნებდნენ, რამაც მას და მის თანაგუნდელებს დამატებითი სტიმული მისცა. ხორვატთა 32 წლის კაპიტანმა ITV-სთან ინტერვიუში განაცხადა: „ვუსმედით ხალხს — ინგლისელ ჟურნალისტებსა და ექსპერტებს, რომლებიც ტელევიზიით გამოდიოდნენ და ვხედავდით,...

ხვალ ვქომაგობთ ჰაკუჰოს!

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ლევან გორგაძე ზედიზედ მეორედ დამარცხდა. იოკოძუნა კაკურიუმ ტოჩინოშინს ქამარში ჩავლება გააწყვეტინა და გდება - სუკუინაგე გაახერხა. კაკურიუ ერთ ნაბიჯშია იმპერატორის თასისგან, მაგრამ ეს ბოლო ნაბიჯი ყველაზე რთულია - ბაშოს ბოლო დღეს მისი მეტოქე ლეგენდარული ჰაკუჰოა. ეს უკანასკნელი კი...

იგებს და…

ბუნდესლიგა განახლდა. „ბაიერნმა" ლევერკუზენის „ბაიერს", რომელსაც ზედიზედ 12 თამაში არ წაეგო, სტუმრად 3:1 ძლია. მოდი და ამის მერე გაგიკვირდეს რომ ამბობენ, გერმანიაში ჩემპიონის ვინაობა გარკვეულიაო. არადა, მასპინძლებმა რიხით დაიწყეს თამაში. მიუნხენის გუნდიდან გოლები გაიტანეს ხავი მარტინესმა, ფრანკ რიბერიმ და...

შეხვედრა ფრანკფურტში

მოგეხსენებათ, „ბაიერნს" მომავალი სეზონიდან ფრანკფურტის „აინტრახტის" თავკაცი ნიკო კოვაჩი გაწვრთნის. მწვრთნელის გადაბირების ხერხი ფრანკფურტელთა დირექტორმა ფრედი ბობიჩმა უსამართლოდ და არაპროფესიულად მიიჩნია, რის შესახებაც საჯაროდ განაცხადა. ბობოიჩს უახლოეს პრეს-კონფერენციაზე პასუხი გასცა ბავარიელების პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, რომელმაც თქვა, რომ ასეთმა შეფასებამ...

რა უნდა?

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ყოველთვის ყველაფრის უკმაყოფილოა. ამჯერად მისი კრიტიკა მოახლოვებულმა სანაკრებო მატჩებმა დაიმსახურა. „იმ სეზონის შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო იქნა გამოწვეული, 29 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე სანაკრებო მატჩებზე ფეხბურთელების გამოძახება, არის უჭკუობა და საბავშვო ბაღი. ეს უპატივცემულობაა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ...

იუნაიტედმა ბოლოწამს თავდამსხმელი იყიდა

ყველაფერს ელოდნენ, მაგრამ ამას არა: იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედმა" „შანხაი შენხუადან" იჯარით ოდიონ იგჰალო გადაიბირა. ამრიგად, ოლე გუნარ სულშერს ბოლოს და ბოლოს ჰყავს თავდამსხმელი, რომელსაც ასე ნატრობდა — 30 წლის ნიგერიელი, რომელიც როგორც ინგლისური წყაროები ამბობენ,...

ბარსელონა გერმანიის ნაკრებს აშფოთებს

გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს კვირას, 19 საათზე, „ლუჟნიკებზე", მექსიკასთან შეხვედრით იწყებს. ცხადია, იოაჰიმ ლიოვს უნდა, რომ მისი ფეხბურთელები მთლიანად კარსმომდგარ თამაშზე იყვნენ კონცენტრირებულები, მაგრამ მონდიალის პარალელურად მსოფლიოში სხვა საფეხბურთო პროცესებიც მიმდინარეობს. განსაკუთრებული საზაფხულო აქტიურობა ცხადია სატრანსფერო ბაზარზე შეინიშნება. და...

რეაბილიტაცია ბერლინში

ბრაზილიის ნაკრებმა ბერლინში გარმანელებს 1:0 მოუგო. როგორც „შპორტ ბილდი" წერს, ეს ამბავი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანელთა მიერ ბრაზილიელების 7:1 განადგურებიდან 1358 დღის შემდეგ მოხდა. იოლი მისახვედრია, გერმანულმა გამოცემამ დღეები იმიტომ დაითვალა, რომ მაშინდელი 7:1 ეხსენებინა. სელესაომ გერმანელთა 22 მატჩიან...

ინგლისის და ისლანდიის თამაშს გადადება ემუქრება

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბრძანა, ჩემს ქვეყანაში დანიიდან შემოსული არავინ დავინახოო და... ინგლისისა და ისლანდიის შეხვედრას გადადება დაემუქრა. მიზეზი ცხადია კორონაპანდემია გახლავთ. ზემოთ ხსენებული ბრძანება უეჭველად შეაშფოთებს პრემიერლიგის კლუბებსაც, რომლებმაც სანაკრებო ფანჯრის შემდეგ შესაძლოა წამყვანი ფეხბურთელები მთელი ორი კვირით მოისაკლისონ. მათ ხომ ქვეყანაში...

ვითომ ეს უშველის…

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს რაგბის კავშირს მაინც მოუწია არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება - საქართველოსა და რუსეთის მატჩი 14 მარტს „მიხეილ მესხზე“ უმაყურებლოდ ჩატარდება. კორონავირუსმა კორექტივები ყველა სფეროში შეიტანა, მათ შორის სპორტშიც და ცხადია, გვერდი არც რაგბს აუარა. აგერ, „ექვსი ერის“...

უეფამ სიტის ევროპა დაუხურა

სენსაციური ცნობა უეფასგან:  მომდევნო ორი სეზონში „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგაში ვეღარ ითამაშებს. ფინანსური ფიერ ფლეის დარღვევისთვის უეფამ „სიტი“ ლიგიდან 2020 -2021 და 2021 -2022 წლით მოკვეთა. ასევე, პეპ გვარდიოლას ბოსები ჯარიმის სახით 30 მილიონ ევროს გადახდიან. ეს ყველაფერი მომავალი სეზონიდან,...

არ დაარტყაო, უყვიროდნენ კომპანის!

სერხიო აგუერომ უნდა ილოცოს, ვინსენტ კომპანიმ რომ არ დაუჯერა და კარში დაარტყა. ბელგიელმა ულამაზესი გოლი შეაგდო (ვიდეომიმოხილვაში 1:40-დან) და ამ გოლის წყალობით „მანჩესტერ სიტის" პრემიერლიგის ჩემპიონობამდე ერთი მოგებაღა აკლია. ახლა, ყველაფერი ბოლო ტურში, ბრაიტონში გადაწყდება. „სიტის" კონკურენტი „ლივერპული" კი...

რეიტინგის შესაბამისი წილისყრა

უეფაში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ევროპალიგაში სამი ქართული გუნდი ითამაშებს – ბათუმის „დინამო“, დედაქალაქის „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“. სამივე განუთესავი იყო, ამიტომ მეტოქეებიც საკმაოდ შესაბამისი ამოუვიდათ. თბილისის „ლოკომოტივი“ შინ ითამაშებს და რუმინულ „უნივერსიტატიას“ მიიღებს; „საბურთლო“ კვიპროსს ესტუმრება და იქაურ „ლიმასოლთან“ გაარკვევს...

ბარსელონა გაVARდა

„ბარსელონას" „ატლეტიკოსთან" ცუდად არ უთამაშია, მაგრამ მაინც დამარცხდაო, ასე წერს თავად კატალონიური პრესა. მადრიდელებს კი ყოჩაღ! მართალია, მეორე ტაიმის მეოცე წამზე კოკეს დარტყმით ანგარიში გახსნენს, მაგრამ შემდეგ ორი გაუშვეს — ლეო მესიმ და ანტუან გრიზმანმა გაუტანეს; 62-ე წუთზე „ბარსასთან"...

ჩხუბი არსენალის ვარჯიშზე

არსენალელებს, დავიდ ლუისსა და დანი სებალოსს თანაგუნდელების წინაშე ბოდიში მოახდევინეს. მიზეზი: წინა კვირაში, ვარჯიშზე, მათ ერთმანეთს ცხვირ-პირი დაუნაყეს. როგორც ამბობენ, ჩხუბის წამომწყებმა ესპანელმა სებალოსმა სავარჯიშო მოედანი სახედასისხლიანებულმა დატოვა. ამბავი ზუსტად ერთი კვირის წინ მოხდა. 24 წლის სებალოსი ლუისთან საჩხუბრად პირველი წამომხტარა....

ავსტრალია ქართულად დაიწყო

თბილისში ძველით ახალი წლის სუფრები აქა-იქ ჯერაც აულაგებელი იყო, როცა მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობა ნიკოლოზ ბასილაშვილის შეხვედრით გაიხსნა. ტურნირზე მე-19 ნომრად განთესილი ჩვენებურის მეტოქე კრისტოფერ იუბენქსი მსოფლიოში მხოლოდ 171-ეა, მაგრამ ვინც ნიკას იოლ გამარჯვებას ელოდა, იმედები გაუცრუა. თავად განსაჯეთ: 23...