მთავარი სიახლეები

სიახლეები

მაკკენი უზრდელია!

ყატარში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც მდიდარია როგორც მოედანზე, ასევე მოედანს მიღმა მომხდარი უცნაური ამბებით. „კორიერე დელო სპორტმა" მაგალითად, ყურადღება მიაქცია ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ფეხბურთელის, 24 წლის ვესტონ მაკკენის საქციელს, რომლითაც მან ინგლისთან შეხვედრაში „გამოიჩინა" თავი. იტალიური გაზეთის ასეთი...

ახალი წლის ახალი არსენალი და ძველი იუნაიტედი

ძველი დიდებით ცნობილი „არსენალი" და „მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი წლის პირველ დღეს ლონდონში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და თამაშმა გამოაჩინა, რომ თუკი „იუნაიტედი" ჯერჯერობით ისეთივე მოსაწყენი და უკბილო გუნდია როგორიც 2019 წელს იყო, „არსენალი" 2020-ში გამოფხიზლებას აპირებს — ახალმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ...

მამარდას და ვალენსიას უახლოესი გეგმები

„ვალენსიამ" მეორე სეზონისწინა შეკრება დაგეგმა. ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატში არ მონაწილეობენ ჯენარო გატუზომ ერთ კვირაზე მეტი ხნით დაასვენა. შაბათს, 26 ნოემბერს გიორგი მამარდაშვილი და მისი თანაგუნდელები კლუბში გამოცხადდებიან. „ღამურების" ხელმძღვანელობას ოთხი ამხანაგური შეხვედრა აქვს დანიშნული. ეს მატჩები პარასკეობით გაიმართება,...

მამარდაშვილი ორ სიმბოლურში

ორმა ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა ვებგვერდმა (sofascore, whoscored) გიორგი მამარდაშვილი მადრიდის „რეალთან“ შესანიშნავი თამაშის გამო ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. აღნიშნულმა ვებ-გვერდებმა მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.  sofascore-მა ქართველს 8,2 ქულა დაუწერა, ხოლო whoscored-მა – 7,7 ქულა. 22 წლის ქართველმა მეკარემ...

საქართველომ მეტოქეები გაარკვია

1-9 იანვარს ავსტრალიაში ATP CUP გაიმართება, სადაც 16 ნაკრები მიიღებს მინაწილეობას. ნიკოლოზ ბასილაშვილის რეიტინგის წყალობით, იქ იქნება საქართველოს ნაკრებიც, რომელიც D ჯგუფში პოლონეთთან, საბერძნეთთან და არგენტინასთან ერთად მოხვდა. სულ, 16 ნაკრები ოთხ ჯგუფში გადაანაწილდა A ჯგუფი: სერბეთი, ნორვეგია, ჩილე, ესპანეთი B ჯგუფი:...

საქართველომ კავკასიური დერბი მოიგო

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტრაუნდი გამარჯვებით გახსნა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა სპორტის სასახლეში სომხეთის ნაკრებს 2:1 მოუგო. თამაში საბოლოოდ მძიმე გამოდგა. არადა, ჩვენებს მატჩის ბედის გადაწყვეტა ბევრად მარტივად შეეძლოთ. ჩვენებმა პირველ ტაიმში ორი გოლი შეაგდეს: ჯერ ჩიმბას პასით ირაკლი თოდუამ...

ალთუნაშვილის მეოთხე ავსტრიული

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი, რომელიც ივნისში ავსტრიის „ვოლფსბერგერში“ ჩაირიცხა, ახალი სეზონისთვის ემზადება. რამდენიმე დღის წინ გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარა სლოვაკურ „ჟილინასთან“ და ფრედ 2:2 ითამაშა. სამიდან ორი მატჩში („ჟილინასთან“ და „ლეობენთან“) ალთუნაშვილი ძირითად შემადგემლობაში იყო და...

ფლიკის ბედი საფრანგეთისა და იაპონიის ხელშია…

გერმანიის საფეხბურთო კავშირი უახლოეს ხანში ეროვნული ნაკრების მწვრთნელის შეცვლას არ გამორიცხავს. ბუნდესნაკრები თუ იაპონიასთან და საფრანგეთთან ამხანაგურ შეხვედრებს ჩააგდებს, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა, ჰანს-დიტერ ფლიკი, შესაძლოა, პოსტიდან დაითხოვოს. მის შემცვლელად ოლივერ გლასნერს ან იულიან ნაგელსმანის კანდიდატურებს განიხილავენ. არც ის არის გამორიცხული, რომ...

რას ფიქრობენ კვარაზე იტალიური საიტები?

როგორ შეაფასეს ქვეყნის სუპერთასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში იტალიურმა საიტებმა და რა ქულები დაუწერეს მას? ქვემოთ რამდენიმე პორტალის მოსაზრებას გაგაცნობთ: calciomercato - 6. როდესაც ბურთი მისდიოდა, ნაპერწკალი ინთებოდა. ცდილობდა ცეცხლი გაეღვივებინა. „ნაპოლის" ერთადერთი სახიფათო მომენტიც მან შექმნა, მაგრამ შეიძლებოდა ცოტა...

ესპანეთში ლუისი ლუისმა შეცვალა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თანამდებობა დატოვა. მასთან ერთად დაითხოვეს სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრი — ეს ინფორმაცია ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. „ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ ეროვნული ნაკრებისთვის ახალი პროექტი უნდა დაიწყოს, რომელიც გუნდის წინსვლას...

რამდენჯერმე ულაპარაკიათ

რაგინდ საკვირველია იყოს, იტალიური, კერძოდ ნეაპოლური პრესა ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიში" დარჩენა-არ დარჩენაზე ლაპარაკისას თავშეკავებულია. კატეგორიულად ვერავინ ამბობს, დარჩება თუ არა ტოსკანელი მწვრთნელი კამპანიის დედაქალაქის გუნდში. ამის შესახებ თავისი ინფორმაცია გაასაჯაროვა მილანურმა „გაძეტა დელო სპორტმაც", რომელიც ისტორიულად იტალიის ყველაზე დიდტირაჟიანი...

ადამიანი – ჯომოლუნგმა

ამ ადამიანმა „როლან გაროსს“ აზრი დაუკარგა და დღეს დომინიკ ტიმის 6:4, 6:3, 6:2 დამარცხებით პარიზში მეთერთმეტედ იპირველა. გაინტერესებთ, სულ რამდენჯერ მონაწილეობდა? 13-ჯერ. გაინტერსებთ, რამდენი მატჩი გამართა? 88! ამ 88-დან 86 მოიგო და 2009 წელს რობინ სოდერლინგთან და 2015-ში ნოვაკ ჯოკოვიჩთან...

სახლში ჯობია

მასპინძელთაგან სტუმრების გვემით დაიწყო იტალია-ბულგარეთში ფრენბურთის მსოფლიო ჩემპიონატი. რომში, გაიტალიელებული რუსის, ივან ზაიცევის კაპიტნობითა და დიაგონალზე ყუმბარისებრი დარტყმებით აპენინელებმა მზე დაუბნელეს ამომავალი მზის ქვეყნელებს, რაშიც 11 000-კაციანი პუბლიკის წილი მცირე არ იყო. უმაღლეს გვამთაგან თამაშს ესწრებოდნენ იტალიის პრეზიდენტი სერჯო...

ინტერი სახელს და სახეს იცვლის

112-წლიანი ისტორიის მანძილზე „ინტერნაციონალე“, საფეხბურთო სამყაროში ყველასთვის მილანის „ინტერად“ ნაცნობი კლუბი, სახელსა და ლოგოს იცვლის. იტალიური მედიის ცნობით, Football Club Internazionale Milano შეიცვლება და Inter Milano გახდება. კლუბის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ქალაქის სახელისა და კლუბის ურთიერთობა ასე უფრო ნათელი და...

სპალეტი და ნაპოლის ინსტაგრამი

ლუჩანო სპალეტიმ, რომელმაც „ნაპოლის" 2022-23 წლების სეზონში ისტორიაში მესამე სკუდეტო მოაგებინა, კამპანიურ კლუბთან ურთიერთობაში ახალი ნაბიჯი გადადგა — ის „პარტინოპეელთა" ინსტაგრამის მიმდევარი აღარ არის. ეს ფაქტი გულშემატკივრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო: ადამიანებად, ვისაც იტალიის ნაკრების თავკაცის ეს...

ნეაპოლური პრესის ამარა ვერაფერს გახდები

Napolipiu წერს, რომ ზოგადიტალიური გაზეთების და ტელეარხების მხარდაჭერის გარეშე, მარტო ნეაპოლური მედიით „ნაპოლი" შორს ვერ წავა და ამის დასტურად მსაჯთა ის შეცდომები მოჰყავს, რომლებმაც „პარტინოპეელთა" ბოლო ორ მატჩზე იქონია გავლენა. ლაპარაკია შეხვედრებზე „ინტერთან" (0:3) და „იუვენტუსთან" (0:1). პორტალი აღშფოთებულია,...

ისტორიული მოგების მოლოდინში

ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო. ტიტე კალანდაძის გუნდი ამჯერად კონტინენტის მოქმედ ჩემპიონ შვედეთთან დამარცხდა – 26:42. მეტოქე იმდენად ძლიერი იყო, რომ მათთან „ჭიდაობას“ აზრი არ ჰქონდა. ნაკრების ხელმძღვანელობას ძირითადი აქცენტი ბოლო, ბოსნიელებთან მატჩზე აქვთ გადატანილი. ამიტომაც იყო,...

იუვენტუსი დისკვალიფიკაციას დათანხმდა

ტურინის „იუვენტუსმა“ „ოპტიმალურ დისკვალიფიკაციას“ მიაგნო. იტალიური მედიის ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა უეფას შეუთანხმდა და მომდევნო სეზონში კონფერენციის ლიგაში მონაწილეობას არ მიიღებს. გეხსომებათ, ტურინელები საკუთარ ქვეყანაში დასაჯეს, 10 ქულა დააკლეს, რის გამოც გუნდმა სეზონი მეშვიდე ადგილზე და რანგით მესამე ევროტურნირის საგზურით...

ზღაპრული ტაიმი და… 6:33 შოტლანდიაში

... როცა „მარიფილდზე“ პირველი ტაიმი დასრულლდა, ედინბურგის ჰაერში უდიდესი სენსაციის სურნელი ტრიალებდა. გულს ბორჯღალოსანთა მორიგი ტრიუმფი სურდა, მაგრამ ცივი გონება გკარნახობდა, რომ შოტლანდიელები ასე მარტივად არ დათმობდნენ თამაშს. ასეც მოხდა - პირველი ტაიმის 0:6-ის მერე „ნარშავებმა“ კოსმოსური სიჩქარეები ჩართეს...

მთავარია ხასიათი…

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კიშინიოვში მოლდოვის ახალგაზრდულს დაუპირისპირდება. გუნდი ამ მატჩისთვის „ზიმბრუს“ საწვრთნელ კომპლექსში ემზადება. ტრავმის გამო ახალგაზრდულ ნაკრებს „ბაზელის“ ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა გამოაკლდა. მთვარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე კომენატარი გააკეთა მოახლოებულ მატჩთან დაკავშრებით და იმედი გამოთქვა, რომ გუნდი პირველ გასვლით შეხვედრას მოიგებს. „მოლდოვასთან...

მეკვლე ხორვატიაში…

2024 წელს მეკვლე გუნდურ სახეობებში წყალბურთელთა ნაკრები გამოდგა. კარგია, რომ სპორტში არ არიან სხვის ფეხზე თუ წყალზე დამოკიდებულნი და იმედია, თავიანთ საქმეს წლეულს იმაზე უკეთ გააკეთებენ, ვიდრე დეიან სტანოიევიჩის გუნდმა დაიწყო. ხორვატიაში დაწყებული ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველო იტალიასთან 5:22...

ფახთაქორი იყიდება

ტაშკენტის საფეხბურთო კლუბ ფახთაქორს ყიდიან, იუწყება უზბეკეთის სახელმწიფო აქტივების მართვის სააგენტო. საინტერესოა, რომ ამჟამად კლუბის აქციების 100% სახელმწიფოს ეკუთვნის. კლუბის შეძენისას, მოთხოვნები, ფახთაქორის საქმიანობის შენარჩუნება-განვითარებას,  გუნდის საერთაშორისო დონეზე აყვანას და აკადემიის გაძლიერებას, ასევე საფეხბურთო კლუბის ბალანსზე მყოფი ყველა სპორტული ობიექტის, მათ...

ვინი რეალმაც გადარია

ხომ გახსოვთ 2 მარტს „რეალმა" ვალენსიაში რომ ითამაშა? შეხვედრა 2:2 დასრულდა. მადრიდელთაგან ორივე გოლი ვინისუს ჟუნიორმა გაიტანა, გიორგი მამარდაშვილმა კი ჯუდ ბელინგემს საოცარი ბურთი აუღო. ეს ის თამაშია, რომლის საფინალო სასტვენს სკანდალი მიჰყვა. მოგვიანებით მასაჯი ხესუს ხილ მანსანო დასაჯეს....

შეფასებები: კვარა ბარსელონას არ ეყო

„ნაპოლიმ" ბარსელონაში 1:3 წააგო და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშა. ნეაპოლურმა და ზოგადად იტალიურმა საიტებმა ტრადიციულად შეაფასეს თავიანთი ფეხბურთელების თამაში. გთავაზობთ, იმ შეფასებებს, რომელიც მათ ხვიჩა კვარაცხელიას დაუწერეს. გარდა ამისა, ილუსტრაციის სახით მოგვყავს იმ პორტალების ნიშნები, რომლებსაც ქულები სტატისტიკაზე დაყრდნობით...

კვარა კვირის გუნდში

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები და გაირკვა ტურნირის ნახევარფინალური წყვილები. სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მილანთან“ დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. მილანელებთან საპასუხო მატჩში, წაგების მიუხედავას, სტატისტიკის ვებგვერდმა Sofascore-მა ხვიჩა კვარაცხელიას ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება (7,6) დაუწერა. აღნიშნულმა ვებგვერდმა მეოთხედფინალების შემდეგ...

მხოლოდ იმედის იმედად?

ძნელი ასახსნელია, მაგრამ ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა. ამჯერად ქართველმა ვერაფერი დაუპირისპირა კომუსუბი ჰოკუტოფუძის. მეტოქემ ძალისმიერი მიწოლით განდევნა ლევან გორგაძე დოჰიოდან. ეს სამ ბრძოლაში მისი მეორე მარცხია, ფეხის დაცდენის უფლება კი სულ უფრო ნაკლები რჩება. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა ნიშიკიგი...

შევჩენკომ ჯენოა ჩაიბარა

უკრაინის ნაკრების ყოფილი თავკაცი ანდრეი შევჩენკო იტალიური „ჯენოას“ მთავარ მწვრთნელად კვირას დაინიშნა, ორშაბათს დღეს გენუაში ჩაფრინდა და უკვე სამშაბათს პირველ ვარჯიშს უხელმძღვანელებს. მისი წარდგენა და პრესკონფერენცია სტადიონ „ლუიჯი ფერარიზე“ იგეგმება. შევჩენკომ თანაშემწედ წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი მაურო ტასოტი ჩაიყვანა, რომელიც...

ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ" „სან სიროზე" „მილანთან" 0:1 წააგო. გთავაზობთ იტალიური, მეტწილად ნეაპოლური საიტების ერთი ნაწილის შეფასებებს: calciomercato 6: კვარაცხელია ახალ პოზიციაზე თამაშობდა, ცენტრში, საიდანაც მეტოქეთათვის უფრო მოულოდნელობებით იყო სავსე. „ნაპოლი" ცდილობდა ჩაბღაუჭებოდა მას. ის დრიბლინგს მიმართავდა, სახიფათო მომენტებსაც ქმნიდა, მაგრამ...

ტალახაძემ მსოფლიოს დუშეთიდან გადმოხედა

ოლიმპიურმა,  მსოფლიოსა და ევროპის  ჩემპიონმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, ცხადია, საქართველოს ჩემპიონატშიც იმარჯვა და დუშეთში გამართულ საშინაო პირველობაზე ქომაგები ახალი რეკორდებით გაახარა. ქართველმა გოლიათმა დუშეთის ფიცარნაგზე 220 კილოგრამიანი შტანგა აიტაცა და თავისსავე მსოფლიოს ძველი რეკორდი სამი კილოგრამით გააუმჯობესა. დუშეთშივე ლაშამ ატაცში...

რუსებზე ზამთარმაც კი უარი თქვა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეისწავლა შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტის, სამუელ შმიდის კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტები და რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 2018 წლის პიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიადიდან მოკვეთა. სხვა სიტყვებით, რუსეთის ნაკრები სამხრეთ კორეის 43 ათასიან ქალაქში საასპარეზოდ ვერ ჩავა, თუმცა ეს იმას...

ზუროსმა შემადგენლობა შეათხელა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთკვირიანი შეკრება დასრულდა. ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა – ანატოლი ბოისამ და მანუჩარ მარკოიშვილმა ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ინტენსიურად ავარჯიშეს, რის შედეგადაც 18 კალათბურთელი შეირჩა, რომლებიც 21 ივლისიდან იტალიის ქალაქ ტრევიზოში შეკრების მეორე ეტაპში მიიღებენ...

მეორე დივიზიონი კვირამდე გადაიდო

საქართველოს ჰოკეის ნაკრებს უკვე დღესვე შეეძლო მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონში აღზევებულიყო, მაგრამ როლანდ სვანიძის გუნდმა, რომელმაც ტურნირის პირველი სამი შეხვედრა ერთი ამოსუნთქვით მოიგო, მოულოდნელად 2:4 დათმო თამაშების მასპინძელ და ერთ-ერთ აუტსაიდერ სამხრეთ აფრიკასთან, და ახლა საიმისოდ, რათა დასახულ მიზანს...

მამარდას გუნდის ზედიზედ მესამე გამარჯვება

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ" ლა ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. ამჯერად „ღამურებმა" სტუმრად, „ნუევო მირანდილაზე" „კადისი" დაამარცხეს 4:1. ზედიზედ სამი თამაში „ვალენსიას" 2021 წლის დეკემბრის შემდეგ არ მოუგია. რუბენ ბარახას გუნდმა ჯერ იყო და სტუმრად აჯობა „რაიო ვალეკანოს" (1:0), შემდეგ შინ...

ხვიჩა მიდის ამერიკაში

კარლო ალვინო ცნობილი ნეაპოლელი ჟურნალისტია, რომელმაც რადიო Kiss Kiss-ს „ნაპოლის" უახლოესი გეგმების შესახებ საინტერესო ამბები უთხრა. „ოფიციალურად ჯერ დამტკიცებული არაფერია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში „ნაპოლი" ორ ტურნეს აპირებს, აშშ-სა და თურქეთში. დეტალურად ყველაფერი მაშინ გვეცოდინება, როდესაც ამ ტურნეებთან დაკავშირებული ყველა...

მამარდათი ინტერი დაინტერესდა

AS დაბეჯითებით წერს, რომ ამ ზაფხულს „ვალენსია" გიორგი მამარდაშვილს გაყიდის. ავტორიტეტული ესპანური სპორტული გაზეთი ქართველ მეკარეს აქებს. ის ამბობს, რომ გიორგი გამორჩეული ფიგურაა და მან გასულ სეზონში „ღამურები" ბევრ წაგებას გადაარჩინა. მამარდაშვილი „ვალენსიას" ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტ პოსტერზე ყოფილა გახატული. გაზეთის...

უი! გაუშვეს რუი

ლისაბონის „ბენფიკას“ მწვრთნელი რუი ვიტორია გაათავისუფლეს. მიზეზი: მისმა გუნდმა ხუთშაბათს “პორტიმონენსესთან“ სტუმრად წააგო, ცხრილში მეოთხე ადგილზე დაეშვა და ლიდერ „პორტუს“ მთელი 7 ქულით ჩამორჩა. ვიტორიას დროებით შეცვლის  „ბენფიკას“ მეორე გუნდის თავკაცი ბრუნო ლაჟე. რუი ვიტორია „ბენფიკაში“ 2015 წელს „გიმარაეშიდან“ მივიდა....

წილი ნაყარია

უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ბუნებრივია, თითოეული კლუბის წარმომადგენელმა აქო და ადიდა მომავალი მეტოქე - ყველაზე ცუდ ბედქვეშ აღმოვჩნდითო. წლიდან წლამდე და კენჭისყრიდან კენჭისყრამდე ეს ფრაზები ტრაფარეტულია და მხოლოდ კლუბების სახელები იცვლება. ოდნავ ღიმილისმომგვრელი სხვა რამ...

ფროსინონე საზონოვს უმიზნებს…

საქართველოს ნაკრების მცველის, საბა საზონოვის მიმართ  ინტერესს სერია A-ს რამდენიმე გუნდი იჩენს. ადრე დაიწერა, რომ მას „უდინეზე“ და „სასუოლო“ აკვირდება. ახლა კი იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბა, შესაძლოა, დებიუტანტ „ფროსინონეში“ გადავიდეს, სადაც უკვე თამაშობს გიორგი კვერნაძე. როგორც ირკვევა, იტალიური...

მხოლოდ გამარჯვება !!!

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ლუქსემბურგთან მატჩისთვის შეკრების დაწყებამდე სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან ერთად ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. ვილი სანიოლი „ჯაბა კანკავას დაბრუნებაზე დიდი ხანი ვფიქრობდი. თავის დროზე პატივი ვეცით ნაკრებიდან წასვლაზე მის გადაწყვეტილებას, მაგრამ მიწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამაზე...

უფრო ყაზახეთი, ვიდრე დანია

ნებისმიერი ქვეყნის ნაკრებს გარკვეულ სტერეოტიპს მოვარგებთ ხოლმე და მერე ჟამთასვლის და თაობათა ცვლის მიუხედავად, იმავე სტერეოტიპით ვზომავთ. ამადაც გაგვეხარდა დანიამდე სამი დღით ადრე სამხრეთ კორეასთან სპარინგი - მობილურ და მებრძოლ კორეელებს სულ კაპიკ-კაპიკ უნდა ჩამოეხურდავებინათ ჩვენი პრობლემები. არ გამოვიდა....

2030 წელს მონდიალი სამ კონტინენტზე ჩატარდება

დღეს, 4 ოქტომბერს, გაიმართა ფიფას საბჭოს სხდომა, რომელზეც გადაწყდა, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ტურნირის იტორიაში პირველად, სამ კონტინენტზე, ექვს ქვეყანაში გაიმართება. მატჩები ჩატარდება ყველა იმ ქვეყანაში, რომელმაც მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა. ყველაზე მეტ მატჩს მაროკო, ესპანეთი და პორტუგალია უმასპინძლებს,...

ევროპა გადაიდო

როგორც მოსალოდნელი იყო ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო. ევრო 2020 უეფას დღევანდელი გადაწყვეტილებით ევრო 2021 გახდა. მიზეზი ცხადია  - COVID 19, იგივე კორონავირუსი, რომლის ეპიცენტრმაც ჩინეთიდან უკვე ევროპაში გადმოინაცვლა და რის გამოც  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ პანდემია...

შავიმ წელი ბრინჯაოთი დახურა

გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბის გრანდ სლემზე ქართველთაგან საჭიდაოდ მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) ჩავიდა და მედლით ბრუნდება. ქართველმა ძიუდოისტმა ჯერ მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა, შემდეგ რუსი კაზბეკ ნაგუჩევიც დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში უზბეკ ხიკმატილოხ ტურაევთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო. ლაშას მეტოქე...

ვინ მივა დღეს ნაპოლიში?

ბოლო ცნობები ნეაპოლიდან: „ნაპოლის" მწვრთნელად შესაძლოა დაუყოვნებლივ დაინიშნოს იტალიელი ფრანჩესკო კალცონა, რომელიც სკუდეტოს მფლობელთა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს დღეს შეხვდება. შეთანხმების შემთხვევაში კალცონას ასისტენტები იქნებიან მარეკ ჰამშიკი და ფრანჩესკო სინატი — ლუჩანო სპალეტის დროინდელი ფიზიკური მომზადების მწვრთნელი. კალცონა 2022 წლის...

ლეაო: კვარა შესანიშნავ სეზონს ატარებს

„მილანმა" „ნაპოლის" ნეაპოლში მოუგო 4:0. თანაგუნდელთაგან ორი გოლით თავი 23 წლის პორტუგალიელმა მარცხენა გარემარბმა რაფაელ ლეაომ გამოიჩინა. მე-17 წუთზე მან ანგარიში გახსნა, ხოლო 59-ზე თავისი მეორე, ხოლო გუნდის მესამე გოლი შეაგდო. „ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი მატჩი დიდი გუნდის...

ესპანელების აზრით ქეცბაიამ იჩქარა

კვიპროსის ნაკრების ქართველმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ესპანეთს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი უწოდა, რაც ესპანური პრესის აზრით თამამი განცხადებაა. ეტყობა თავიანთი ეროვნული გუნდი ასეთად არ მიაჩნიათ. თითქმის ერთი წელიწადი გავიდა მას მერე, რაც „ლა როხამ" ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში მაროკოსთან...

მესი! და ხვიჩას მხარდამჭერნი

ფიფას გამოკითხვით 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ლეო მესი. მან 2022 წელს მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლონდონში გამართულ ცერემონიალზე დააჯილდოვეს. ხმების თანახმად მეორეზე გავიდა ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი, ხოლო მესამეზე კილიან მბაპე. წილისყრაში მონაწილეობდნენ ნაკრები გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები, გულშემატკივრები და...

როგორ ითამაშებს ხალხნაკლული ნაპოლი ლაციოსთან?

დღეს რომის „სტადიო ოლიმპიკოზე" „ლაციო" „ნაპოლის" მასპინძლობს. ცოტა ხნის წინ ორივე გუნდი საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის გათამაშებაში მონაწილეობდა. „ლაციოს" არ გაუმართლა, ნახევარფინალში „ინტერს" შეხვდა და 0:3 წააგო. ეს ის შემთხვევა გამოდგა, როდესაც ანგარიში თამაშის შინაარსს ზუსტად გამოხატავს. რაც შეეხება...

წყვილთა მეორე

კაუნასში დაწყებულ ფიგურულ მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას პირველი მედლები აქვს. ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი მეორე ადგილზე გავიდა. აღსანიშნია, რომ წყვილთა შორის აქამდე ევროპის ჩემპიონატზე მედალი არ გვქონდა მოპოვებული. არადა, ჩვენებმა მოკლე პროგრამა კარიერისთვის სარეკორდო (71.30 ქულა) შედეგით...

გლასნერი, ფლიკი და ლიოვი

„ბაიერნის“ მწვრთნელის პოსტზეოლივერ გლასნერი, ჰანს-დიტერ ფლიკი და იოახიმ ლიოვი არიან იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც „ბაიერნის“ მწვრთნელის პოსტზე თომას ტუხელის შემცვლელებად მოიაზრებიან. „ბაიერნი“ ახლა გლასნერის კანდიდატურას განიხილავს, რომლის ბოლო სამუშაო ადგილი ფრანკფურტის „აინტრახტი“ გახლდათ. მანამდე ავსტრიელი სპეციალისტი „ვოლფსბურგსა“ და „ლასკში“ მუშაობდა. გერმანიის...