ნინი საუკეთესოა
საფრანგეთის ტოპ 14-ში რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო, ხოლო ინგლისის პრემიერშიპში პირველი წრის ბოლო ტური შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩებში ჯამურად 15-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა, ამ ყველაზე გუნდურ თამაშში ინდივიდუალურად თავის გამოჩენა მხოლოდ დავით ნინიაშვილმა შეძლო.
ტოპ 14
„ლა...
ლუის ენრიკე: რატომ გვემუქრებიან მხოლოდ ჩვენ?
„პარი სენ ჟერმენმა’’ საფრანგეთის დედაქალაქის დერბი მოიგო, „პარიზი’’ დაამარცხა 2:1. მატჩის შემდეგ გამარჯვებულთა მწვრთნელმა გაღიზიანება ვერ დამალა. მან თქვა, რომ ოფიციალური პირები ტრიბუნებიდან შეურაცხმყოფელი შეძახილების გამო შეხვედრის შეჩერებას აპირებდნენ, რაც უსამართლობა იქნებოდა.
როგორც ამბობენ, „პარკ დე პრენსის’’ დიდ ეკრანებზე დაწერეს:...
ფრანგული ამბები: წიტას ფრე და დერბი კვარას გარეშე
გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ ზედიზედ მეხუთე თამაში აღარ წააგო, „ლორიანთან’’ სტუმრად 1:1 ითამაშა, ოღონდ ეგაა, რომ მოგება შეეძლო, რადგან 29-ე წუთიდან 73-ე წუთამდე სენეგალელი მცველის სადიბუ სანეს გოლით იგებდა. მეცელთა სამწუხაროდ ბამბა დიენგმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. სტუმართათვის...
ორი პასი სამმაგამდე [VIDEO]
დღეს დილით ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს. ჩვენებურის „ტორონტომ“ „ატლანტა ჰოუქსს“ უმასპინძლა და 134:117 მოუგო.
კანადელთა მწვრთნელმა დაბალი ხუთეული არჩია და მამუკელაშვილს სასტარტოში არ დაუწყია. თუმცა, პარკეტზე 31:56 წუთი მაინც გაატარა და სამმაგ დუბლამდე ორი პასი დააკლდა: 13 ქულა,...
დიდი ჟორჟობა ელჩეში
AS: „ეს იყო მიქაუტაძის საუკეთესო თამაში: საგოლე პასი და გოლი! მან ქუსლით ბევრი მომენტი შექმნა’’.
3:1 ― ასე დაასრულა „ვილიარეალმა’’ „ელჩეს’’ ცხრათამაშიანი წაუგებელი სერია. 15 წუთში ანგარიში უკვე 2:0 იყო. თავიდან ალბერტო მორენომ სეზონში თავისი მეშვიდე გოლი შეაგდო. მას საგოლე...
ჟორჟის გოლი და ასისტი [VIDEO]
ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალმა“ სტუმრად „ელჩე“ 3:1 დაამარცხა.
„ვილიეარეალის“ პირველ ორ გოლში წვლილი გიორგი მიქაუტაძეს მიუძღვის - პირველ შემთხვევაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ასისტი მიითვალა, ორამდე ანგარიში კი თავადვე გაზარდა.
დღეს იმედია ბოლომდე ითამაშებენ
დღეს აფრიკის ერთა თასის მერვედფინალში მალი ტუნისს ხვდება. ისინი ოთხი წლის წინაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ უცნაური ამბავი მოხდა: ზამბიელმა მსაჯმა ჯენი სიკაზვემ თამაში ადრე დაამთავრა. რამდენიმე კვირაში იმხანად 42 წლის არბიტრმა თავისი საქციელი ასე განმარტა:
„ძალიან ცხელოდა. ტენიანობა 80...
რას ერჩოდნენ ენცო მარესკას?
ინგლისური „სანი’’ წერს, რომ „ჩელსის’’ მწვრთნელობა უმადური საქმეა, რაც ენცო მარესკას მოხსნამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა. გაზეთის მტკიცებით, როგორც კი მარესკამ დასავლეთ ლონდონელებს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა, მეპატრონე ბეჰდად ეგბალმა და მისმა ამალამ დაასკვნეს, რომ მათ მიერ შემუშავებული მოდელი იდეალურია:...
პარიზული დერბი საშიში არ არის
ძალთა თანაფარდობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ შეხვედრა, რომელიც კვირას „პარკ დე პრენსზე’’ გაიმართება გარკვეული გაგებით ისტორიულია ― ბოლო 47 წელიწადში პირველად ერთმანეთს საფრანგეთის დედაქალაქის ორი გუნდი დაუპირისპირდება. „პარი სენ ჟერმენი’’ „პარიზს’’ მასპინძლობს. ამ შეხვედრაში „პარიზის’’ ფანებისთვის გამოყოფილი სექტორი სავსე იქნება,...
თაღლითები და მერვედფინალები აფრიკაში
მაროკოში აფრიკის ერთა თასი მიმდინარეობს, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული პრობლემა აქვს: სტადიონის ბილეთების ფალსიფიკაციის გამო სხვადასხვა ქალაქში 118 ადამიანი დაიჭირეს.
დაჭერილთა ნაწილი საპატიმროებშია, ნაწილი კი თავდებით გაუშვეს. პოლიციამ მათი ვინაობა სოცქსელების მიყურადების წყალობით გამოავლინა. თაღლითები გულშემატკივრებს ბილეთებს ძალიან მაღალ ფასში სთავაზობდნენ....
რა უსურვეს გიორგი მამარდაშვილს?
ინგლისურმა, ლივერპულურმა საიტმა რომელსაც ჰქვია This is Anfield საახალწლო სურვილები თუ რეკომენდაციები ჩამოწერა. მან დაახასიათა მერსისაიდული კლუბის ყველა ფეხბურთელი, მათ შორის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი.
ჩვენს მკითხველს მთელი წერილით თავს არ შევაწყენთ, რადგან კონორ ბრედლის ან კერტის ჯონსის დახასიათება სავარაუდოდ...
გაყიდის მონაკო ოდესღაც ამომავალ ბარსელონელ ვარსკვლავს?
რამდენიმე თვეა, რაც ბარსელონელი ანსუ ფატი იჯარით „მონაკოში’’ თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში მას ემოციების მთელი კალეიდოსკოპის გავლა მოუხდა. კონტრაქტში ესპანელს უწერია, რომ ფრანგულ კლუბს 11 მილიონ ევროდ მისი გამოსყიდვის პრივილეგია ეძლევა.
ფატის სეზონის დასაწყისი მართლაც შესანიშნავი ჰქონდა, ყველა შეჯიბრებაში...
თექვსმეტი გუნდი ცნობილია, პოზიციები – ჯერ არა
16 გუნდი, რომელიც აფრიკის ერთა თასის მერვედფინალში გავიდა, ცნობილია. სამშაბათ საღამოს მაროკოში C ჯგუფის შეხვედრებმა ფლეი-ოფის ეტაპზე გასული გუნდების შერჩევას წერტილი დაუსვა.
ტუნისმა ტანზანიასთან 1:1 ითამაშა და შეუერთდა ნიგერიას, რომელმაც მანამდე უგანდას 3:1 მოუგო. ერთადერთი გუნდი, რომელიც ამ ჯგუფიდან შემდეგ...
აშრაფ ჰაკიმის ეს გრძნობა აკლდა
ორშაბათს მაროკოში ორი მნიშვნელოვანი ამბავი უნდა მომხდარიყო: „ატლასის ლომები’’ ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძოდნენ და აშრაფ ჰაკიმი ტრავმის შემდეგ მოედანზე უნდა დაბრუნებულიყო. მაროკოს ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის’’ მარჯვენა მცველი კოჭის ტრავმას ხუთ კვირაზე მეტხანს მკურნალობდა.
შეგახსენებთ, რომ გულშემატკივარი აფრიკის ერთა...
უნდა კი ლუის ენრიკეს პარიზში დარჩენა?
ის, რომ „პარი სენ ჟერმენს’’ ლუის ენრიკესთან თანამშრომლობის გაგრძელება უნდა ბუნებრივია, მაგრამ ესპანელი მწვრთნელი ჯერჯერობით დათანხმებას არ ჩქარობს.
„ბარსელონასა’’ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი პარიზში ძალიან პოპულარულია. კლუბის 2024-25 წლების სეზონის დიდი წარმატება მის სახელთან არის დაკავშირებული. ესპანელის პრინციპები ზუსტად...
სარიმ გულის ოპერაცია გაიკეთა
„ლაციოს’’ მწვრთნელმა მაურიციო სარიმ გულის ოპერაცია გაკეთა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
„სარის ქირურგი იყო პროფესორი ანდრეა ნატალე, მთელს მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტი 30 წლის სტაჟით. ის ამ კონკრეტული პათოლოგიის უბადლო მცოდნეა’’, ― წერია „ლაციოს’’ განცხადებაში.
66 წლის სარი მოციმციმე არითმიით იყო ავად. ოპერაცია...
მამუს 13
NBA-ში მორიგი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ და „გოლდენ სტეიტი“ დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში 141:127 დაამარცხა.
მიუხედავად ჯეიკობ პოელტლის არყოფნისა, ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ვერც იმას ვიტყვით, რომ დიდი დრო მიეცა – 21.48 წუთი. თუმცა, ნაყოფიერად გაისარჯა –...
დიდი დაჯილდოება დუბაიში!
28 დეკემბერს დუბაიში გაიმართა Globe Soccer Awards-ის დაჯილდოება. ლაურეატები როგორც ყოველთვის მთელს მსოფლიოში გულშემატკივრების გამოკითხვისა და ექსპერტებისგან შედგენილი ჟიურის შეფასების შეჯამებით გამოავლინეს. ჟიურიში ყვნენ ფრანჩესკო ტოტი, იკერ კასილიასი, ლუიშ ფიგუ და მარჩელო ლიპი.
ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ წლევანდელი ცერემონიალის მთავარი მოვლენა...
ვირტცი!
კარგახნიანი კრიზისის შემდეგ „ლივერპულმა’’ შვებით ამოისუნთქა. სულ რაღაც ორი კვირის წინ „წითლები’’ პრემიერლიგის ცხრილში მე-10 ადგილზე იყვნენ. შემოდგომაზე მათ 0:3 წააგეს „ნოტინგემ ფორესტთან’’, 1:4 დამარცხდნენ ჩემპიონთა ლიგაში „ეინდჰოვენთან’’. გულშემატკივარს არც თამაშის ხარისხი აკმაყოფილებდა და არც შედეგი, მაგრამ მას მერე...
სკანდალი სუპერარწივებისა და კართაგენელი არწივების შეხვედრაში
აღმაშფოთებელია! ტუნისი დაჩაგრეს! მსაჯი დაშინებული იყო!... ასეთი კომენტარები მოჰყვა სოციალურ ქსელებში მალელი ბუბუ ტრაორეს ნამსაჯს აფრიკის ერთა თასზე ნიგერიის და ტუნისის შეხვედრაში. ეს თამაში მაროკოს ქალაქ ფესში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ აფრიკის თასზე პარასკევსაც იყო მსაჯობასთან დაკავშირებული სკანდალი, რომელიც ეგვიპტისა...
ორმაგი სტანდარტი აფრიკის თასზე
მეგობრობა ბევრს ნიშნავს. აშრაფ ჰაკიმის მიერ მაროკოსა და მალის შორის აფრიკის ერთა თასის B ჯგუფის შეხვედრაზე დასასწრებად დაპატიჟებული კილიან მბაპე პარასკევ საღამოს რაბატში „პრინც მულაი აბდალას’’ სტადიონზე ყოფილი თანაგუნდელის მაისურით მივიდა. როგორც „პარიზიენი’’ წერს, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი მაროკოში მშობლებთან...
რომელ მცველებზე ფიქრობს ბარსელონა?
„ბარსელონას’’ სპორტული დირექტორი, წარსულში ცნობილი ბრაზილიელ-პორტუგალიელი ვარსკვლავი დეკუ ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ კლუბს ახალი ფეხბურთელის დამატება არ სჭირდება და გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ფეხბურთელთა საახალწლო ვაჭრობა „კამპ ნოუზე’’ მშვიდად ჩაივლიდა. ამასობაში დანიელი ანდრეას კრისტენსენის ტრავმამ მწვრთნელი ჰანსი ფლიკი დააყენა...
ვინ სად გაატარა შობის არდადეგები?
„პარი სენ ჟერმენი’’ 30 დეკემბერს ვარჯიშს განაახლებს, მანამდე კი „პარიზიენის’’ ინფორმაციით, მათი უმეტესობა შობის დღესასწაულს ოჯახთან ერთად ატარებს.
კაპიტანმა მარკინიოსმა სოციალურ ქსელში ტრადიციულად მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად საახალწლო ნაძვის ხის ფონზე გადაღებული ფოტო დადო. ვეტერანმა სხვა ფოტოებიც დაპოსტა, რომლებზეც...
26 დეკემბერი, 21.00 საათი – ვინ გახდება 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?
ყველაზე პოპულარული, ყველაზე ავტორიტეტიანი - „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის შედეგები ხვალ, 26 დეკემბერს, 21.00 საათზე გამოცხადდება!
შევიტყობთ, საქართველოს 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტისა და ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის პრიზის მფლობელის ვინაობას, რომელსაც ბოლო ორი წელიწადია ქართული ფეხბურთის განვითარებაში...
წიტაიშვილს რიგი დაუდგა
საიტი Foot Mercato შეგვახსენებს, რომ საქართველოს ნაკრებისა და „მეცის’’ 25 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც კიევის „დინამოს’’ საკუთრებაა, სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მალე მისი შეძენის მსურველი კლუბების „ლიონისა’’ და „ლილის’’ გააქტიურებას უნდა ველოდოთ, თუმცა...
ზიდანმა დაგლიჯა
აფრიკის თასზე ალჟირმა სუდანს 3:0 მოუგო. ამ შეხვედრის წინ ალჟირელთა სასტარტო შემადგენლობაზე ბევრს მსჯელობდნენ. ყურადღების ცენტრში რასაკვირველია ცნობილი რიად მაჰრეზი იყო. 34 წლის ვეტერანი გულშემატკივარს „მანჩესტერ სიტიში’’ გატარებული ხუთი წლით ახსოვს, ახლა კი ის საუდის არაბეთის კლუბ „ალ აჰლიში’’...
ატლეტიკოს ახალი სიმეონე…
მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობა მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მიმდინარე კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
არგენტინელ მწვრთნელთან ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ კლუბი დარწმუნებულია, რომ სიმეონე პროექტის შემდგომი განვითარებისთვის ოპტიმალურ კანდიდატად რჩება. ამ პოზიციას იზიარებენ „ატლეტიკოს“ ...
სანდრომ სამმაგს უტრიალა
NBA-ს მორიგი სათამაშო დღეს ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა, მაგრამ მოედანზე მხოლოდ ერთი გამოჩნდა.
„ორლანდო მეჯიქმა“ სტუმრად „პორტლენდს“ 110:106 მოუგო. გოგა ბითაძეს არ უთამაშია. როგორც ირკვევა, ჩვენებურს მუხლის ტრავმა აწუხებს. თუმცა, მისი ხარისხი უცნობია.
„ორლანდოს“ 17 მოგების წილ 13 მარცხი აქვს და...
შალომ, სანდრო…
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „იბერიას“ ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ისრაელის ჩემპიონატის კლუბ ჰაიფას „აპოელში“ გააგრძელებს.
28 წლის ალთუნაშვილმა კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე, კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების ოფციით გააფორმა.
ალთუნაშვილი „იბერიაში“ დაბრუნებალმდე ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბ „ვოლფსბერგერში“ თამაშობდა, მაგრამ ბოლო დროს სათამაშო...
გოგა გოლდენ სტეიტთან…
NBA-ში მორიგი მატჩები იყო. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ კალიფორნიაში „გოლდენ სტეიტს“ ესტუმრა და 97:120 დამარცხდა.
ჩვენებურმა პარკეტზე 14.29 წუთი დაჰყო, რა დროშიც 2 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ სამივე ორქულიანი ააცილა, ხოლო ორივე საჯარიმო ჩააგდო....
გვარდიოლას საშობაო კონტროლი
„მან. სიტის“ მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა საშობაო არდადეგების დროს ფეხბურთელების წონის მატების შემოწმებას გეგმავს.
„მათ შეუძლიათ ჭამა, მაგრამ მინდა მათი კონტროლი. უნდა ავირჩიო შემადგენლობა 27-ში „ნოტინგემ ფორესტთან“ მატჩისთვის. წარმოიდგინეთ ფეხბურთელი, რომელიც ახლა შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ სამი ზედმეტი კილოგრამით ბრუნდება. ის მანჩესტერში...
ენდრიკი ზაფხულამდე ლიონში ითამაშებს
ცოტა ხნის წინ პაულუ ფონსეკას „ლიონის’’ სატრანსფერო გეგმების შესახებ ჰკითხეს. პორტუგალიელმა მწვრთნელმა უპასუხა, რომ კულისებს მიღმა პროცესები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს.
„ჩვენ ლუი-ჟან მატიესთან და ბენჟამენ შარიესთან („ლიონის’’ სკაუტინგის ხელმძღვანელები) ერთად ვმუშაობთ, რომ გუნდში ძლიერი ფეხბურთელები მოვიყვანოთ’’, ― თქვა ფონსეკამ. მას...
რეგრაგი: ჰაკიმი 20 წუთით ხომ არ გვინდა
მაროკოს ნაკრებმა აფრიკის თასის პირველ შეხვედრაში კომოროს ეროვნულ გუნდთან 2:0 გაიმარჯვა. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე გამარჯვებულთა მწვრთნელს ვალიდ რეგრაგის დაუსვეს გუნდის კაპიტნისა და მთავარი ვარსკვლავის აშრაფ ჰაკიმის ჯანმრთელობას ეხებოდა. ინტერესის ასეთი გაღვივება გარკვეულწილად თავად რეგრაგის ბრალი იყო,...
მწირი მამუ და ტორონტო
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ ბრუკლინში, „ნეთსთან“, 81:96 დამარცხდა. მოპოვებული ქულებიდანაც ჩანს, რომ „ტორონტოს“ შეტევაში საქმე კარგად არ წაუვიდა.
არც ჩვენებურს ჰქონია ისეთი დღე, როგორსაც ველოდით. მამუ სათადარიგო იყო და 20 წუთში მხოლოდ 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა....
მამარდაშვილის თანაგუნდელი სერიოზულად დაშავდა
„ლივერპულის’’ შვედი თავდამსხმელი ალექსანდერ ისაკი „ტოტენჰემთან’’ შეხვედრაში ისე დაშავდა, რომ რამდენიმეთვიანი მკურნალობა მოუწევს. 26 წლის ვარსკვლავს მერსისაიდელთა მიერ 2:1 მოგებულ შეხვედრაში მოედნის დატოვება შესვლიდან 14 წუთში მოუხდა. მას სავარაუდოდ ძვალი აქვს მოტეხილი.
ისაკი მოედანზე შესვენებისას შევიდა, 56-ე წუთზე ჩრდილო ლონდონელთა...
ჟორჟის 25 წუთი ბარსელონას წინააღმდეგ
ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა’’ ლა ლიგაში ზედიზედ მეშვიდე მატჩის მოგება ვერ შეძლო, შინ „ლა სერამიკაზე’’ „ბარსელონასთან’’ დამარცხდა 0:2. მასპინძლებს არ გაუმართლათ, პირველივე ტაიმში ათი კაცით დარჩნენ მოედანზე. ლამინ იამალის წინააღმდეგ უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით დასაჯეს პორტუგალიელი რენატო ვეიგა. სტუმართაგან გოლები...
მამუს 24
NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ მორიგი მატჩი გამართა და საკუთარ მოედანზე „ბოსტონ სელტიქსთან“ 96:112 დამარცხდა. ჩვენებური ისევ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 29.47 წუთი გაატარა, რა დროშიც 24 ქულა, 5 მოხსნა, თითოც პასი და დაფარება მოინაგრა. მამუმ ოთხიდან სამი...
მბაპემ კრიშტიანუს რეკორდი გაიმეორა
მას კრიშტიანუ რონალდუს რეკორდის გამეორების ბოლო შანსი ჰქონდა და ის ხელიდან არ გაუშვა. შაბათ საღამოს „სევილიასთან’’ შეხვედრაში (2:0) კილიან მბაპემ პენალტით 2025 წლის 59-ე გოლი გაიტანა. ამ გოლით ფრანგი „რეალის’’ ისტორიაში პორტუგალიელს გაუტოლდა ― ახლა ერთ ასტრონომიულ წელიწადში ყველაზე...
ლუის ენრიკე: გვიხარია არდადეგები რომ დაიწყო
„პარი სენ ჟერმენმა’’ საფრანგეთის თასის ოცდამეთორმეტედფინალში სტუმრად 4:0 მოუგო „ვენდე ფონტენეს’’ რომელიც ნასიონალ 3 ლიგაში თამაშობს. ეს გახლავთ საფეხური ლიგა 1-ის, ლიგა 2-ის, ნასიონალისა და ნასიონალ 2-ის შემდეგ. ადრე ამ ლიგას მოყვარულთა მეორე ლიგას ეძახდნენ. ქალაქ ვენდეს გუნდის წინააღმდეგ...
ჰორნელანდი: ზურიკომ გაკვეთილი ისწავლა
„სენტ ეტიენის’’ ორმა ფეხბურთელმა გასულ ზაფხულს მედიის ყურადღება მიიპყრო და სავარაუდოდ ზამთარშიც იგივე მოხდება. ლაპარაკია ლუკა სტასენსა და ზურიკო დავითაშვილზე, რომელთა შეძენას, როგორც კი სატრანსფერო ბაზარი გაიხსნება, ბევრი მოინდომებს. თუმცა, საინტერესოა, რომ „მწვანეების’’ მწვრთნელს ერიკ ჰორნელანდს ეს როგორც თავად...
ის ბარსა თუ ეს პსჟ?
„პარი სენ ჟერმენმა’’ „ფლამენგოს’’ პენალტებით მოუგო და საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა. 2025 წელს ეს პარიზელთა გუნდის მეექვსე ტიტული გახლდათ. ასეთი შედეგისთვის ადრე მხოლოდ „ბარსელონას’’ და „ბაიერნს’’ მიუღწევია 2009 და 2020 წლებში. ფრანგული საიტის sofoot-ის ჟურნალისტ ტომა მოლერკს გაუჩნდა კითხვა: რომელი...
რა მოუვიდა პარიზელთა თავდასხმას ფლამენგოსთან?
„პარიზიენმა’’ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც საკონტინენტთაშორისო თასზე „პარი სენ ჟერმენის’’ გამარჯვებას ეხება და „ფლამინგოსთან’’ მატჩს (1:1; პენალტებით პარიზელებმა მოიგეს) განსხვავებული კუთხით განიხილავს. წერილი კარში დარტყმების სტატისტიკით იწყება: დეზირე დუე - 1, კანგ ინ ლი - 1, ხვიჩა კვარაცხელია - 2,...
კიდევ ერთი ქართველი შტურმში…
22 წლის გიზო მამაგეიშვილი ოთარ კიტეიშვილის თანაგინდელი გახდა - თბილისის „იბერიას“ კაპიტანმა გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი და კლუბმა ეს ამბავი ოფიციალურად დაადასტურა.
ავსტრიის ტოპკლუბ „შტურმთან“ კონტრაქტის გაფორმებით გახარებული ვარ. ამ კლუბში ოთარ კიტეიშვილი თამაშობს და კონტრაქტს ხელი როგორც კი მოვაწერე მაშინვე...
ნიგერია კონგოს ფიფაში უჩივის…
ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციამ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შემდეგ (1:1, 3:4 პენალტებში) ფიფა-ში საჩივარი შეიტანა - ამის შესახებ ESPN-ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, ნიგერიული მხარე მიიჩნევს, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებში ექვსიდან ცხრა მოთამაშე იყო, რომლებსაც...
ბრიტანეთის პრემიერი ფიფა-ს: დაწიეთ ფასები!
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ფიფა-ს სთხოვა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების ფასები გულშემატკივრების უმეტესობისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
„მოხარული ვარ ფიფა-ს განცხადებით ბილეთების ფასების შემცირების შესახებ. თუმცა, როგორც ადამიანი, რომელიც ადრე ბილეთებზე ფულს ზოგავდა, მოვუწოდებ ორგანიზაციას, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს, რათა...
ნაგელსმანისთვის საუკეთესო არტეტაა…
გერმანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა თავისი არჩევანი გააკეთა ფიფა-ს 2025 წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მინიჭების შესახებ ხმის მიცემისას.
გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა ყველაზე მეტად იმსახურებს ამ ჯილდოს. მეორე ადგილზე „ჩელსის“ დამრიგებელი ენცო მარესკა გავიდა,...
ვის მისცეს ხმა ლივერპულელებმა
ფიფას წლის საუკეთესოთა დაჯილდოებაზე უკვე მოგახსენეთ, ახლა კი ამ მოვლენას „ლივერპულის’’ გადასახედიდან შევხედოთ. გიორგი მამარდაშვილის კლუბის ოფიციალურმა საიტმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლეო მესიმ თავის ანკეტაში საუკეთესო მწვრთნელთა შორის არნე სლოტი საერთოდ არ ჩაწერა. „ბარსელონას’’...
ხვიჩას წვლილი პარიზელთა მეექვსე ტიტულში
ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა შეხვედრაში, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა’’ „ფლამენგო’’ პენალტებით დაამარცხა და 2025 წლის მეექვსე ტიტული მოიგო. ეს ტიტულებია: ლიგა 1-ის ჩემპიონობა, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი.
პსჟ-ს და „ფლამენგოს’’ შეხვედრის ძირითადი და...
პარიზიენი: ერთი გმირი, დიდი სიხარული და ბევრი საფიქრალი
„ამ შეხვედრის გმირი ერთადერთი ადამიანი შეიძლება იყოს. ეს მატვეი საფონოვია, რომელმაც განაახლა დებატები იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს „პარი სენ ჟერმენის’’ მთავარი მეკარე. პენალტების სერიაში ოთხი დარტყმის მოგერიებით მან პარიზულ კლუბს წლის მეექვსე ტიტული მოუტანა და ეს მოხდა...
კვარას გოლი ფინალში [VIDEO]…
საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ ბრაზილიურ „ფლამენგოს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა - 1:1 (პენ. 2:1).
შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა - საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა...
იხილეთ ვიდეო...
![დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Khvicha-Kvaratskhelia-1-534x341.jpg)









![ორი პასი სამმაგამდე [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/01/toronto-mamukelashvili-324x235.jpg)

![ჟორჟის გოლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/01/Giorgi-Mikautadze-2-324x235.jpg)











































![კვარას გოლი ფინალში [VIDEO]…](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Kvara_1-324x235.jpg)