მთავარი სიახლეები

სიახლეები

ნიკამ დელ პოტრო ოთხში ამოიღო

ესეც თქვენი მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი და ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ხუანი. ნიკოლოზ ბასილაშვილი CHINA OPEN - ის ტრიუმფატორია. სწორედაც ტრიუმფატორი და არა უბრალოდ გამარჯვებული. ერთ კვირაში ხუთი დიდებული სანახაობა, ოთხი სეტწაუგებელი გამარჯვება და ფინალი ვისთან - ორმეტრია არგენტინელთან, მსოფლიო...

ბარსას მომავალი მწვრთნელი

არგენტინაში არსებობს TNT Sports, რომელსაც აქვს გადაცემა Primera Tapa სადაც თქვეს, რომ ლეო მესის სამშობლოში გავრცეელებული აზრის თანახმად „ბარსელონას" შემდეგი მწვრთნელი მარსელო გალიარდო იქნება. ფაქტია, რომ „ბლაუგრანას" საუკეთესო პერიოდი არ უდგას. მართალია, მწვრთნელის ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში დიდებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ ბასკი...

აზარსმოკლებული ტრანსფერი

ამ ბოლო დროს უეფა კლუბების დასჯაზე ალაპარაკდა და ედენ აზარსაც შეეშინდა — თუკი „ჩელსის" ტრანსფერებს აუკრძალავენ, „რეალი" ოცნებად დარჩება. შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია გარიგებაზე, რომელიც თუ შედგა, 100 მილიონი გირვანქა ეღირება. დავაზუსტოთ: უეფამ დასავლეთლონდონელებს ფინანსური „ფეარ ფლეის" დარღვევა დაუმტკიცა და ახლა...

ბაიერნში ორიათასიანელები მოდიან

„ბაიერნი" სამომავლო რეორგანიზაციას ეწევა და საკვანძო პოზიციებზე თავის ყოფილ ფეხბურთელებს ნიშნავს. გასული ზაფხულიდან მოყოლებული კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე 41 წლის ჰასან სალიჰამიჯიჩი მუშაობს. მომავალი სეზონიდან მთავარ გუნდს 46 წლის ნიკო კოვაჩი გაწვრთნის. ყმაწვილთა მწვრთნელის თანამდებობას 39 წლის მიროსლავ კლოზეს ჩააბარებენ...

იუვე და სარი

ეგ არი. ტურინის „იუვენტუსმა“ მაურიციო სარი გაუშვა. რას ერჩოდნენ? მარტო ანდრეა ანიელიმ იცის. შარშან, სარის როცა ეძახდნენ, რევოლუცია მოსთხოვეს და პირველად ამ საუკუნეში „იუვემ“ შემტევი ფეხბურთი დაიწყო. რა ექნა ამ კაცს? რევოლუციები ერთ წელიწადში ვერ ხდება. კლოპს რამდენი წელი დასჭირდა?...

ლივერპულს ქვედა ლიგა უხსენეს

მეტისმეტად გადატვირთულმა საფეხბურთო ზაფხულმა ბევრ წეს-კანონშიც მოითხოვა ცვლილება. წესით, ინგლისში 2020-2021 წლების სეზონი ქვეყნის სუპერთასზე (Community Shield) მატჩმა უნდა გახსნას, თუმცა ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა გადამწყვეტი დაპირისპირებები ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაში. სუპერთასისთვის, მოგეხსენებათ, ჩემპიონმა და თასის მფლობელმა უნდა იბრძოლონ....

როჯერი კვარცხლბეკიდან გააძევეს

თანამედროვე ჩოგბურთის უპირველესმა ლეგენდა როჯერ ფედერერმა ტრავმის გამო დუბაის ტურნირი გამოტოვა. შესაბამისად, როჯერ ფედერერმა შარშანდელი გამარჯვებისთვის მიღებული 500 სარეიტინგო ქულა დაკარგა და რეიტინგში მესამე ადგილი ავსტრიელ დომინიკ ტიმს გადაულოცა. ეს ტიმის დებიუტია უძლიერესთა სამეულში. სამაგიეროდ, იმავე დუბაისა და აკაპულკოში ტრიუმფებით...

მანჩესტერ იუნაიტედი გადარჩა

„მანჩესტერ იუნაიტედი" კორონავირუსს, პრემიერლიგა კი დაბრკოლებას გადაურჩა — „იუნაიტედისა" და „სტოკ სიტის" ამხანაგური თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სტუმართა მწვრთნელ მაიკლ ონილს შეატყობინეს, რომ covid 19 სჭირს. ეს ამბავი გუშინ, სამშაბათს მოხდა. პრემიერლიგისა და ჩემპიონშიპის გუნდებს შორის საკონტროლო შეხვედრა მანჩესტერელთა...

ქართველი ბურჯი – ტურის სიმბოლურში

ლაშა ტაბიძეს „სტად ფრანსესთან“ საუცხოო თამაში ფრანგმა ჟურნალისტებმაც დაუფასეს და „ბორდოს“ 22 წლის მარჯვენა ბურჯი სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა „ბორდოსა“ და „სტად ფრანსეს“ მატჩის 21-ე წუთზე ულამაზესი ლელო გაიტანა და თავის გუნდს მეტოქის განადგურებაში (52:3) დაეხმარა. პოპულარულმა გამოცემა...

დე ბრუინს ვერ დაუკარგეს

რა გინდა რომ ჰქნა? 29 წლის ბელგიელმა კევინ დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტიში“ დიდებული სეზონი ჩაატარა და ინგლისურ პრემიერლიგაში წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. არადა, გუნდმა ვერც იჩემპიონა და ჩემპიონთა ლიგაშიც შერცხვა. საქმე 35 შეხვედრაში გატანილ 13 გოლსა და 20 საგოლე გადაცემაში...

ახალი ბესტი მანჩესტერისთვის

ჯეკ გრილიშზე პირველად ოთხი წლის წინათ შევიტყვეთ. მოგეხსენებათ, ბრიტანულ მედიას უყვარს ხოლმე ამბების გაბუქება. მაშინაც ტაბლოიდებმა დაწერეს, „ასტონ ვილაში“ ახალი ჯორჯ ბესტი გამოჩნდა. ის ძალიან ტექნიკურია და ხასიათითაც ჰგავს ლეგენდარულ ჩრდილოირლანდიელს. მაგალითად, მინდორზე ჩაჩაჩული წინდებით დაიარება და მსაჯებისგან ამის გამო...

ლაშამ შტანგა, ხალხმა ლაშა აიტაცა

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, ტრადიციულად 28 დეკემბერს, „სარბიელის“ დაბადების დღეს, ჟურნალისტთა გამოკითხვის გზით წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. მოულოდნელი არაფერი მომხდარა - წლის საუკეთესო სპორტსმენად ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა ლაშა ტალახაძე აღიარეს. ლაშამ ამ ნომინაციაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. საუკეთესო სამეული კი ასეთია: I ადგილი...

კანფეტებს თავი მოაბეს 

„ევერტონს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს. „კანფეტებს“ მრავლისმნახველი იტალიელი კარლო ანჩელოტი უთავკაცებს. 60 წლის სპეციალისტი უკვე შეხვდა ჟურნალისტებს და „გუდისონ პარკზე“ ოფიციალურად წარადგინა. ახალმა მწვრთნელმა 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წელიწადში დაახლოებით 11.5 მილიონ გირვანქას მიიღებს. „მილანის“, „იუვენტუსის“, „ჩელსის“, პსჟ-ს, მადრიდის „რეალის“ და „ბაიერნის“ ყოფილი მწვრთნელის...

მამლუქებს არავისი ერიდებათ…

ნაზი პაიკიძე, რუსუდან გოლეთიანი, ზვიად იზორია - დრო იყო, ამ სახელებს ქართული ჭადრაკის მომავალი ელიტის წევრებად მოიაზრებდნენ, მაგრამ ბევრი ნიჭიერი ქართველივით ისინიც საზღვარგარეთ წაიყვანა ცხოვრებასა და კარიერაში მეტის მიღწევის სურვილმა. ახლა სამივე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და ჭადრაკსაც პროფესიონალურად...

დააბით!

გერმანული ბუნდესლიგის 31-ე ტურში „დორტმუნდი“ დიუსელდორფის „ფორტუნას“ სტუმრობდა და თუმცა ჯახი სახუმარო არ იყო, შეხვედრა უგოლო ფრისკენ მიდიოდა. მერე იყო გასროლა... 95-ე წუთზე დორტმუნდელების ვარსკვლავბიჭუნა ერლინჰ ჰოლანდმა გამარჯვებისა გაიტანა. ნორვეგიელისთვის ეს მე-12 ბუნდესლიგურ შეხვედრაშერლინი გატანილი მე-11 გოლი იყო. სულ ჰოლანდმა დორტმუნდელთა...

ეს ერთი! დანარჩენიც იქნება!

ინგლისში „კარაბაოს" ანუ „ლიგის თასი" „მანჩესტერ სიტიმ" მოიგო. პეპ გვარდიოლას გუნდმა ფინალში „არსენალი" გადათელა — 3:0. ეს გახლდათ კატალონიელი მწვრთნელის პირველი ჯილდო „ქალაქელთა" თავკაცის რანგში. მოგვიანებით „სიტის" ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავის „ტვიტერზე" დაწერა: „ეს ერთი! დანარჩენიც იქნება!" „არსენალის"...

კიკე: ჭკვიანი კაცია პიკე!

დღეს შუაღამისას ანუ საქართველოსთვის ფორმალურად უკვე ხვალ, „ბარსელონა" „ბილბაოს" უმასპინძლებს. „ბარსა" პირველ ადგილზე აღარ არის. იმის გამო, რომ პარასკევს „სევილიას" ვერ მოუგო (0:0), ინიციატივა „რეალს" გადააბარა, მადრიდის გუნდმა კი თავის წილ „რეალ სოსიედადს" 2:1 სძლია და გალიდერდა. „რეალის" და „სოსიედადის"...

უშედეგოდ!

ეს იყო შეხვედრა, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა. მას მერე, რაც ლეო მესიმ „ბარსელონას" ოფისში გააგზავნა ფაქსი, სადაც ეწერა, რომ ის, მის კონტრაქტში არსებული პუნქტით სარგებლობას და კლუბიდან წასვლას აპირებდა, მხარეებს პოზიციები მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა შეეჯერებინათ. სწორედ ამ მიზნით ჩაფრინდა...

კავაი მიდის

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2018-19 წლების ჩემპიონი რომ ბევრისთვის მოულოდნელად „ტორონტო“ გახდა, კალათბურთის მოყვარულთ, ალბათ, შეხსენება არ სჭირდება. კანადური გუნდი NBA-ს გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა და „გოლდენ სტეიტთან“ ფინალურ სერიას (4:2) ვინც მიადევნა თვალი დაგვეთანხმება, რომ „ტორონტოს“ გამარჯვების მთავარი შემოქმედი კავაი...

ხვალ ვქომაგობთ ჰაკუჰოს!

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ლევან გორგაძე ზედიზედ მეორედ დამარცხდა. იოკოძუნა კაკურიუმ ტოჩინოშინს ქამარში ჩავლება გააწყვეტინა და გდება - სუკუინაგე გაახერხა. კაკურიუ ერთ ნაბიჯშია იმპერატორის თასისგან, მაგრამ ეს ბოლო ნაბიჯი ყველაზე რთულია - ბაშოს ბოლო დღეს მისი მეტოქე ლეგენდარული ჰაკუჰოა. ეს უკანასკნელი კი...

უეფა სეზონს აგვისტოში დაამთავრებს

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი უკვე ხმამაღლა აცხადებს, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ევროსეზონის დასრულებას აგვისტოში აპირებს. „გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როდის დავასრულებთ ევროსეზონს. ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი ჩემპიონატების უმრავლებაც დასრულდება. ვინც ასე არ გააკეთა ან არ გააკეთებს, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება,...

ხელები შორს ანტონიო კონტესგან

პეპ გვარდიოლა ანტონიო კონტეს გამოესარჩლა — არადა ხვალ „მანჩესტერ სიტი" „ჩელსის" მასპინძლობს. ლონდონელებისთვის სამკვდრო-საციცოცხლო თამაშია. წაგების შემთხვევაში მათი ოთხეულში შესვლა ძალიან სათუო გახდება. მნიშვნელოვნად გაიზრდება ზეწოლა კონტეზეც. იტალიელს ზაფხულში სავარაუდოდ მოხსნიან. „არასდროს მესმის იმ მწვრთნელების, რომლებიც კოლეგებს აკრიტიკებენ, — თქვა...

უეფამ ფინალები გადადო

უეფამ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი პანდემიის გამო იმთავითვე ერთი წლით გადადო, ევროტურნირების ფინალები კი დაახლოებით ერთი თვით - ივნისის ბოლოსთვის გადაიტანა. ეს ყველაფერი წევრ ასოციაციებთან კონსულტაციების შემდეგ იყო. სულ რამდენიმე წუთის წინ კი უეფამ ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე გამოაცხადა, რომ...

ჩაკვეტაძე გაიყვანეს…

ბოლოს ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში როდის იყო, რთული გასახსენებელია. წლეულს კი გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“ და ნიკა ნინუას „პაოკი“ ითამაშებენ. მართალია, ნინუა პორტუგალიურ გრანდ „ბენფიკასთან“ სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მაგრამ მომავალ მატჩებში ველოდებით. „პაოკმა“ კი, სენსაციურად იმარჯვა –...

ჰოლანდია მსოფლიოს ჩემპიონია!

იაპონიის პროვინცია კუმამოტოში ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატის ბედი სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ბოლოწამს გადაწყდა: საფინალო სირენამდე წუთითა და 43 წამით ადრე ესპანელებმა ჰოლანდიელებს გოლი გაუტანეს, ანგარიში გაქვითეს — 29:29. ამას მოჰყვა ჰოლანდიელების წუთშესვენება და შეტევა, რომელსაც ესპანეთის დაცვა იმდენად...

გრიზმანის საიდუმლო

"დიახ, გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ დღეს მისი გასაჯაროების დრო არ არის და არც ადგილია შესაფერისი", — თქვა საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავმა ანტუან გრიზმანმა „ლურჯების" პრეს-კონფერენციაზე. ამ სიტყვებით მისი ჟურნალისტებთან შეხვედრა დასრულდა. იოლი მისახვედრია, რომ საქმე მისი „ატლეტიკოდან" „ბარსელონაში" გადასვლას ეხებოდა და...

რონალდუ აღარც სწრაფია და აღარც დინამიკური

„იუვენტუსმა" „მილანს" 1:0 მოუგო. გოლი 77-ე წუთზე პაოლო დიბალამ გაიტანა. დიბალა მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა. მან კრიშტიანუ რონალდუ შეცვალა. როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, რონალდუ შეცვლამ გააღიზიანა. მან მწვრთნელს მაურიციო სარის ცივად ჩაუარა და უკმაყოფილო შევიდა გასახდელში. ამბობენ, მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო...

ლორის კარიუსი წავიდა

შეთანხმება შედგა: ლორის კარიუსი ორი წლით „ბეშიქთაშში" ითამაშებს! „ლივერპული" გერმანელ მეკარეს სტამბოლის გუნდში იჯარის წესით უშვებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში უხეში შეცდომებით თავგამოჩენილი გოლკიპერი დღეს, ოჯახის წევრებთან და ერთგულ მრჩეველ ფლორიან გოლთან ერთად მანჩესტერის კერძო აეროპორტიდან თურქეთის დედაქალაქს გაემგზავრა. კარიუსმა მერსისაიდელთა...

მარსელო ბიელსა: მგონი სულელი ვარ!

არგენტინელმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ განაცხადა, რომ ამ სეზონში ჯაშუშობდა ყველა გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც მისი „ლიდს იუნაიტედი" შეხვდა. ბიელსას სიტყვებმა ინგლისში მოწმენდილ ცაზე გავარდნილი მეხის ეფექტი მოახდინა. შეგახსენებთ, რომ ის მსოფლიოს ბევრი საუკეთესო მწვრთნელის, მათ რიცხვში პეპ გვარდიოლას მენტორი, მოძღვარი...

კბილაშვილი და ჭანტურია EHF-ს თასზე

ხელბურთში EHF-ს თასი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რანგით მეორე საკლუბო შეჯიბრებაა და მასში საქართველოს ნაკრების წევრების რევაზ ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის გუნდი სკოპიეს „მეტალურგი" მონაწილეობს. „მეტალურგი" თასის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, სადაც სლოვენიურ „ველენიეს" ხვდება. პირველი მატჩი, სტუმრად, მაკედონიელებმა 19:24 წააგეს და...

ლებრონმა, ჰოვარდიო

„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს. წინა სეზონში ფლეი ოფს მიღმა დარჩენილ მეფეს ხელები ექავება და საჩემპიონო ბეჭდის ერთხელაც მოპოვობისთვის საბრძოლო მოტივაცია ემატება. „ლეიკერსს,“ ცხადია, საჩემპიონო გუნდის ჩამოყალიბება სურს და ამჟამად „მემფისის“ დუაიტ ჰოვარდს მიადგა. მართალია, „ლეიკერსმა“ „გოლდენ სტეიტიდან“ დემარკუს კაზენსი...

როგორ დაიჩეჩქვა შოტლანდია

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინაში მიმდინარე მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე ჯგუფის დასკვნით მატჩში შოტლანდიელებს 17:12 მოუგო და თავის ოთხეულში მე-3 ადგილზე გავიდა. ილია მაისურაძემ ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა: ღერძი - ალანია-აბჟანდაძე მარქაფაში დატოვა, ასევე რეზერვში იყვნენ უძლიერესი ბურჯები. მაგრამ თუკი ამ უკანასკნელების...

პოგბა მოურინიუს ეპოქაში დაბრუნდა

გარი ნევილი ბარსელონაში პოლ პოგბას თამაშით უკმაყოფილო დარჩა და თქვა, ფრანგი ისევ ისე თამაშობს ჟოზე მოურინიუს მწვრთნელობის დროს რომ თამაშობდაო. მოგეხსენებათ, „ბარსელონამ" „იუნაიტედს" 3:0 მოუგო, რასაც ერთი კვირის წინ, „ოლდ ტრეფორდზე" მოგებული 1:0 დაემატა და ორი მეოთხედფინალური მატჩის ჯამში 4:0...

სალამიც არ დაამთავრებინეს

ჯერ ხეირიანად დაწყებულიც არ იყო სოფიის ღია პირველობა და ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის უკვე დასრულდა. ჩვენებურს პირველ წრეში მეტოქედ გერმანელი დანიელ ბრანდსი ერგო, რომელიც მსოფლიოს ოდენ 180-ე ჩოგანია და ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოხვდა. ნიკას გამარჯვებაში დარწმუნებულნი უკვე მეორე წრის მეტოქეზე ვფიქრობდით....

ხმა მისცა კაცმა, რომელიც არ არსებობს

საინტერესო რამ მოხდა „ფრანს ფუტბოლის" მიერ ჩატარებულ „ოქროს ბურთის" გამოკითხვაში: გაირკვა, რომ ჟურნალისტი, რომელმაც ხმა კომორის კუნძულების სახელით მისცა, არ არსებობს. ლაპარაკია მავან აბუ ბონიაზე. ბონიამ პარიზში ასეთი ხუთეული აფრინა: კილიან მბაპე, ლუკა მოდრიჩი, კრიშტიანუ რონალდუ, ედენ აზარი და მოჰამედ...

პიკეს აღვირი სჭირდება

„ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ და ერთ-ერთი კაპიტანი ჟერარდ პიკე ამ დღეებში ერთმანეთს შეხვდებიან. კატალონიური „სპორტი" წერს, რომ ბოლო დროს პიკე, საჯაროდ, ისეთ თემებს შეეხო, რომ პოზიციებს გარკვევა და ვითარებას განმუხტვა სჭირდება. კერძოდ, ვეტერანმა გასულ კვირაში ორჯერ ახსენა „ბარსას" დირექტორატი...

ნაკრებმა ქუთაისში ორიანები მიიღო

ზედიზედ მეორედ მოგება აღარ გამოვიდა. ვლადიმირ ვაისის თავკაცობით ეროვნული გუნდი  ბელარუსთან ფრეს დასჯერდა. მატჩი ქუთაისში შედგა, სავსე ტრიბუნების წინ, ცუდ მოედანზე. ჩვენები ჯერ აგებდნენ, მერე იგებდნენ, საბოლოოდ კი ეს აიწონა-დაიწონა 2:2 დამთავრდა. საქართველომ ექსპერიმენტალური შემადგენლობით ითამაშა, ცხადია, უამრავი ტექნიკური თუ...

მესი და მყესი

ლეო მესის ფანებს საყვარელი ფეხბურთელის თამაშის სანახავად კიდევ მოუწევთ მოცდა. არგენტინელი ვარსკვლავი შაბათს „ბარსელონასა" და „ვალენსიას" შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მას მყესის ტკივილი არა და არ დაუამდა. მეტიც, მესი ჯერ სრულყოფილ ვარჯიშსაც კი არ შესდგომია. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი 5...

რატომ ჩაიშალა მატჩი?

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მატჩი „ალბასეტესა“ და „რაიო ვალეკანოს“ შორის ჩაიაშალა. მიზეზი „ალბასეტეს“ უკრაინელი ფეხბურთელი რომან ზოზულია გახდა. ესპანელი ანტიფაშისტები თვლიან, რომ ზოზული სამშობლოში ულტრანაციონალისტებთან არის კავშირში. მატჩის დროს ფეხბურთელის მისამართით სკანდირება არ წყდებოდა. პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენესას, ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელებაზე...

არადა, გავა, გვჯერა!

ყოჩაღ, ნიკა! ამ დონის ტურნირზე შემთხვევითი ხალხი ვერ ხვდება. ჰოდა, აი, როცა მავანი ქართველი მეჩოგნე მერვედ და მეოთხედფინალებს სეტის წაუგებლად გაივლის, მეტის ამბიციაც გვიჩნდება. თუმც, სეტის წაუგებლად რას მიქვია, როცა დღეს ნიკამ ალექსანდ ზვერევთან მომგები მალეკ ჯაზირი უმოწყალოდ არბია...

ზუროსმა საქართველო აშერმადინა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა მომავალ წლამდე თავი დაგვიკრა. დაგვიკრა მაჟორულ ნოტაზე, თბილისის სპორტის სასახლეში ისრაელის ნაკრების დამარცხებით და თებერვალში გასამართი ორი დასკვნითი შესარჩევი მატჩის ოპტიმისტურ მოლოდინში. თამაში თანაბრად დაიწყო, გუნდებს დაცვაში თამაში უფრო ემარჯვებოდათ და პირველი მეოთხედის ანგარიში უფრო ხელბურთისას ჰგავდა....

ლუის ენრიკეს ჩრდილოეთიდან დაუკავშირდნენ

„არსენალი" უნაი ემერის შემცვლელს ეძებს. „მეთოფეების" საფეხბურთო საქმეთა დირექტორი რაულ სანლეჰი ესპანეთის ნაკრების ყოფილ თავკაცს ლუის ენრიკეს დაკავშირებია. ემერის ჩრდილო ლონდონში ცუდი პერიოდი დაუდგა — ყველა შეჯიბრებაში ერთად აგერ უკვე ხუთი თამაშია არ მოუგია. ბასკის ხელმძღვანელობით პრემიერლიგაში „არსენალმა" ბოლოს 6...

ყვითელი ბურთების აქცია კამპ ნოუზე

„ელ კლასიკოს" (0:0) მსაჯს, ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესს 55-ე წუთზე მატჩის შეწყვეტა მოუხდა, რადგან „კამპ ნოუს" ტრიბუნებიდან მოედნაზე უამრავი ყვითელი ბურთი გადმოყარეს. სანამ თამაში შეწყვეტილი იყო, სტიუარდები ბურთებს აგროვებდნენ და ფეხბურთელებს ასპარეზს უთავისუფლებდნენ. თუ რატომ იყო ეს ბურთები ყვითელი, ადვილი მისახვედრია...

აიწონა-დაიწონა ბერლინში

ბერლინში მიმდინარე საჭადრაკო მსოფლიო ჩემპიონობის კანდიდატთა ტურნირზე, მეთორმეტე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში დიდი გადანაცვლებები ჩანს. პრედენდენტთა წინა ტურნირის მომგებმა რუსმა სერგეი კარიაკინმა, რომელსაც მე-7 ტურამდე გამარჯვება არ ჰქონდა და ბოლო ადგილზე მიხოხავდა, სადღაც ჟანგბადის დიდი მარაგი გამოძებნა და მძლავრი...

სულშერმა რვას დაუმიზნა

„დორტმუნდმა“ 98 მილიონ ევროზე უარი თქვა და ჯეიდონ სანჩო „მანჩესტერ იუნაიტედს“ არ მიჰყიდა. თუმცა, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა იმედს არ კარგავს, რომ ფეხბურთელის გადაბირებას მაინც შესძლებს. „წითელი ეშმაკებში“ მასშტაბური სატრანსფერო კომპანია აქვთ დაგეგმილი და სანჩო მისი ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. სულ მანჩესტერელთა...

ლილის გიჟს გალტიე შეცვლის

„ლილის“ მწვრთნელი 51 წლის კრისტოფ გალტიე გახდა. ამავე კლუბის ყოფილმა ( 1987-1990 ) ფეხბურთელმა ცხრილში ჩაკარგული გუნდი ჩაიბარა და გავარდნას უნდა გადაარჩინოს. „ლილს“ ივნისიდან მარსელო ბიელსა - მეტსახელად „გიჟი“ - თავკაცობდა, მაგრამ 19 მატჩში 19 ქულაზე მეტი ვერ მოაგროვა...

ისევ ორხელისუფლებიანობა

ორნი და სხვები ეროვნულ ლიგაში ორხელისუფლებიანობა ისევ გრძელდება. ახლა „ბათუმი“ დადგა პირველ ადგილზე, რადგან ბურთების სხვაობა ერთით უკეთესი აქვს „საბურთალოზე“. „ბათუმი“ და „საბურთალო“ უკვე 7 ქულით დაშორდნენ კონკურენტებს, რაც მათ სოლიდურ უპირატესობას აძლევს. ბათუმში ისევ საფეხბურთო ზეიმი გაიმართა. ზღვისპირელებმა ბოლნისელებს...

ვინ გავა მარიფილდზე?

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“, შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 23-კაციან რაზმში ერთი დებიუტანტია - „ბორდოს“ 28 წლის მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელსაც მარცხენა ბურჯადაც შეუძლია თამაში. ის სასტარტო შემადგენლობაშია და მიხეილ ნარიაშვილს შეუწყვილდება, ხოლო კვაჭი...

ქართველებმა ნიცა გააოცეს

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთათვის წლის პირველი გამოცდა ანრი დელგანის სახელობის გრან-პრი იყო, რომელსაც ფრანგულმა ნიცამ უმასპინძლა. ჩვენი ნაკრების წარმატებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გიორგი იანტბელიძის შეგირდებმა ჯამში 9 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ: ოთარ გოგავა (-57 კგ.), ბექა ლომთაძე (-61), ზურაბ იაკობიშვილი (-70)...

ორმოცდაათიანელები

ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის გარდა აქ ახალგაზრდა სტეფანოს ციციპასზე უნდა გითხრათ. აბა, უნიჭიერესი ბერძენი მეჩოგნე ტიტულებით ჯერ სერბთან და ესპანელთან სად მივა, მაგრამ „რაღაცით“ მათ მაინც გაუტოლდა. ჩოგბურთი ემოციებთან, სიხარულთან, იმედგაცრუებასთან, ტიტანურ შრომასთან და სხვა ფაქტორებთან ერთად სტატისტიკაც არის....