მთავარი სიახლეები

სიახლეები

შანსი ჯერი კიდევ არის…

საქართველოს ნაკრემა თელავში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის პირველი მატჩი, ისრაელთან, 29:32 წააგო. თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ანგარიში ლოგიკურია. ეს კი არა, ბოლო ხუთ წამში ჯერ ძელმა გვიხსნა, შემდეგ გიორგი ცხოვრებაძემ შეაგდო და საპასუხო თამაშის წინ შანსი დაგვიტოვა. თამაში არეულად დაიწყო,...

ერთი დებიუტანტი

საქართელოს ეროვნული ნაკრები 26 და 29 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს - თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება, კაუნასში კი ლიეტუასთან ითამაშებს. ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამ მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია - გრაცის „შტურმის“ 23 წლის ნახევარმცველი გიზი მამაგეიშვილი. მეკარეები გიორგი...

სენეგალი მესამე მსოფლიო ომს იწყებს

სამშაბათს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ამბავი მოხდა: აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ კონტინენტის ჩემპიონის ორი თვის წინ მოპოვებული ტიტული ჩამოართვა სენეგალის ნაკრებს და ის ფინალში დამარცხებულ მარკოს გადასცა. მიზეზი: მეტოქის კარში გოლის არ-ჩათვლისა და მათ კარში პენალტის დანიშვნის გამო...

ლიგა დალაგდა

მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენის’’ მეტოქე იქნება „ლივერპული’’, რომელმაც სტამბოლში „გალათასარაისთან’’ 0:1 წააგო, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა - 4:0. მართალია თავის გასამართლებლად სუსტი არგუმენტია, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ სტუმრებს ნაწილობრივ არც გაუმართლათ, რადგან მათი გუნდის ყველაზე...

ბასილაშვილი ძირითადშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის 1 000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. საამისოდ ჩვენებურს საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა მოუწია. ბასილაშვილმა ნახევარფინალში მასპინძელი პატრიკ კიპსონი ორ სეტში დაამარცხა – 6:3: 6:1. თამაში სულ 56 წუთს გაგრძელდა. ჩვენიანმა კიდევ უფრო მარტივად მოიგო ფინალური...

მართალი ყოფილა მაროკო…

ორი თვე გავიდა მას მერე, რაც სენეგალმა აფრიკის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და... გამოცხადდა, რომ მას ტიტული ჩამოერთმევა. ამიერიდან ჩემპიონი მაროკოა. ასეთი უცნაური რამ ფეხბურთის ისტორიაში არასდროს მომხდარა. ინგლისურმა ტაბლოიდმა „სანმა’’ ვითარებაში გარკვევა სცადა. რა მოხდა? წაგებულმა მაროკომ ფინალი გააპროტესტა. მისი ხელმძღვანელობის...

კვარას დაუვიწყარი შეხვედრა

„საფეხბურთო ბრწყინვალებისა და სიკაშკაშის წუთებს დაფასება უნდა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მწვერვალზე დაბრუნდა. მან „ბებერ კონტინენტზე’’ მოწინააღმდეგეების ჩაგვრა განაახლა. მან გაანადგურა „ჩელსი’’, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე მეექვსე ადგილი დაიკავა, თან ისეთი სხვაობით, რომელიც პრემიერლიგაში შეშფოთებას იწვევს. „პარკ დე პრენსზე’’ გამართული...

სამწუხაროა, რომ ბრაზილიური პასპორტი არ გაქვს

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეაქო მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ფედერიკო ვალვერდეს თამაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ, სადაც მან ჰეთ-თრიქი შეასრულა. „ვალვერდეს ჰეთ-თრიქმა არ გამაკვირვა, მაგრამ მისი გოლები ძალიან მომეწონა. ისინი საოცარი იყო. მატჩის შემდეგ მივწერე: „სამწუხაროა, რომ...

გოგამ ბოლოს ითამაშა

გოგა ბითაძის „ორლანდომ“ შვიდმატჩიანი მეგობათა სერია ატლანტაში შეწყვიტა, სადაც „ჰოუკსთან“ 112:124 დამარცხდა. ფლორიდელთა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ ჩვენებური მოედანზე მაშინ შეუშვა, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. შედეგად, გოგას სათამაშოდ 5:29 წუთი ერგო და ამ დროში 4 ქულა, 3 (სამივე მეტოქის ფარზე) მოხსნა...

კაცი გამარჯვებულის მენტალიტეტით

„ჩელსისთან’’ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური შეხვედრის წინა საღამოს „პარი სენ ჟერმენის’’ ფორვარდმა ოსმან დემბელემ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი. პირველი თამაში პარიზში პსჟ-ს 5:2 აქვს მოგებული. - „რენთან’’ წაგების შემდეგ თქვენ თქვით, რომ ფეხბურთელი თავის თავზე კი არა, კლუბზე უნდა...

მეცხრედ…

საქართველოს ნაკრები 2 ივნისს კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს - თბილისში, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე რუმინეთის ეროვნულ გუნდთან. რუმინეთის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს ინარჩუნებს - მირჩა ლუჩესკუს გუნდი პლეი ოფის ნახევარფინალში თურქეთის ნაკრებს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები...

ჩელსის ვინჩიჩი კარგად ჰყვას დაცდილი

„ჩელსისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრას სლოვენიელი მსაჯი სლავკო ვინჩიჩი გაუძღვება. ეს ის არბიტრია, რომელმაც 29 იანვარს „პარკ დე პრენსზე’’ ჯგუფური ეტაპის შეხვედრა იმსაჯა „ნიუკასლის’’ წინააღმდეგ - 1:1. 46 წლის ვინჩიჩს ბედმა პსჟ-ს თამაშების გაძღოლა უკვე...

პასი, პასი, გოლი, მაგრამ წაგება

„ტულუზმა’’ მოგების გარეშე გავლილი ექვსთამაშიანი სერია „მეცთან’’ დაასრულა - გამარჯვება 90+9 წუთზე მოიპოვა, როდესაც შეხვედრაში ექვსი გოლი უკვე გასული იყო. სამი გიორგის გუნდს ახლა უკვე 14 ტურია თამაში არ მოუგია და სავარაუდოდ ლიგა 1-ში ადგილს ვეღარ შეინარჩუნებს. სამი გიორგიდან „ტულუზთან’’...

იცნობდეთ: ბარსელონას ძველი პრეზიდენტი

63 წლის კატალონიელი იურისტი  ჟოან ლაპირტა ი ესტრუჩი 2031 წლამდე „ბარსელონას’’ პრეზიდენტი იქნება. არჩევნებში, რომელიც 15 მარტს გაიმართა მას ხმა კლუბის წევრთა 68.18%-მა მისცა. მეორეზე გავიდა ვიქტორ ფონტი - 29.52%. ბიულეტენების გარკვეული ნაწილი „შემოუხაზავი’’ იყო. იმისათვის, რომ ლაპორტას პოპულარობაზე ნათელი...

საქართველომ ევროპა წააგო

უამრავი შეცდომის გამო საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან 17:19 წააგო. პირველი ტაიმი საქართველომ 12:3 მოიგო, თუმც შესვენების შემდეგ მოედანზე თითქოს სხვა გუნდები იყვნენ. პორტუგალიელები უფრო სწრაფად ათამაშდნენ. სამი საჯარიმო და ერთი ლელო გაგვიტანეს. რაზეც მხოლოდ ერთი ლელოთი ვუპასუხეთ....

კიტე-დუბლი [VIDEO]

ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილმა მე-12 გოლი გაიტანა - „შტურმი“ ვენის „აუსტრიას“ სტუმრად ეთამაშება - გრაცელები პირველი ტაიმის ბოლოს კიტეიშვილმა დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში 3:1 გახადა. 12 გოლის გარდა, ავსტრიის...

ალისონი ლივერპულმა კიდევ ერთი წლით დაიტოვა

„ლივერპულმა’’ ალისონის კონტრაქტის ის პუნქტი გაააქტიურა, რომლის თანახმადაც ბრაზილიელი მეკარე კიდევ ერთი წლით „ენფილდზე’’ დარჩება. ალისონმა ხელშეკრულება 2021 წელს გააფორმა და ინგლისური კლუბისთვის ექსკლუზიური უფლების მინიჭებას მაშინ დათანხმდა. ერთხელაც გავიმეოროთ: „ლივერპულს’’ უფლება ჰქონდა გოლკიპერისთვის ცალმხრივად ერთი წლით გაეხანგრძლივებინა თანამშრომლობის...

რეალის საბავშვო ბაღი და ლამაზი გოლები

„რეალმა’’ „ელჩეს’’ 4:1 მოუგო. ეს იყო ულამაზესი გოლების მატჩი, რომელთაც ვიდეოში გთავაზობთ. მადრიდელები ლიდერ „ბარსას’’ მისდევენ, მეორე ადგილზე არიან. 28-ე ტურის შეხვედრის წინ მწვრთნელ ალვარო არბელოას ათი ფეხბურთელი ჰყავდა დაშავებული. მათ რიცხვში იყვნენ წამყვანი მოთამაშეები კილიან მბაპე, როდრიგო, ედერ...

სამი ირანელი ქალი შინ ბრუნდება

ირანის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების სამმა წევრმა გადაიფიქრა ― მათ ავსტრალიაში დასარჩენად უკვე ჰქონდათ ჰუმანიტარული ვიზები, მაგრამ შინ დაბრუნება გადაწყვიტეს. ირანული დიასპორის ადამიანთა უფლებების დამცველმა აქტივისტებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ლაპარაკია ზარა სოლთან მეშკეჰკარზე, მონა ჰამუდისა და ზარა სარბალიზე. შეგახსენებთ რა მოხდა:...

ნატანჯი ფრე წვიმაში

AS: „მიქაუტაძეს რთული მატჩი ჰქონდა; მას მოვლენების სათავისოდ მოტრიალება და აშკარა საგოლე მომენტების შექმნა გაუჭირდა’’. ჟორჟის „ვილიარეალმა’’ სტუმრად „ალავესთან’’ 1:1 ითამაშა. თავსხმაში „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა’’ მე-40 წუთზე უიღბლობის გამო თავის კარში შეაგდო გოლი (რაფა მარინს ბურთი თავში მოხვდა და ბადეში...

იქნება მამარდა vs კვარა?

„ლივერპულმა’’ სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „გალათასარაისთან’’ 0:1 წააგო. ინგლისურ პრესასა და სოცმედიაში გამოითქვა აზრი, რომ მერსისაიდელები ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს უნდა უმადლოდნენ უფრო დიდი ანგარიშით რომ არ წააგეს. თუ არნე სლოტის გუნდი მომდევნო კვირაში ერთგოლიან ჩამორჩენას დაძლევს,...

რამ უკბინა კვარას თავმოყვარეობას?

„წაგება ჩემი ბრალია. ჩვენი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოვავლინეთ, ამის გაკეთება კი მწვრთნელის საქმეა. 3:3-თან მილიმეტრებში ვიყავით, მაგრამ რას იზამ. პრემიერლიგაში ბევრი ბარკოლა და კვარა არ არის; 2:2-მდეკი კარგად ვთამაშობდით’’, - თქვა „პარი სენ ჟერმენის’’ მიერ „ჩელსის’’ 5:2 ძლევის მერე...

კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ჩელსის“ უმასპინძლა. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ამის შემდეგ პარიზელებმა სამი გოლი გაიტანეს და სამივე კვარამ შექმნა - ჯერ ვიტინიას გაატანინა, შემდეგ კი დუბლი შეასრულა და...

ალ-ხელაიფი დოჰაში ჩარჩა

„პარი სენ ჟერმენის’’ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი დღეს „პარკ დე პრენსზე’’ „ჩელსისთან’’ შეხვედრას ალბათ ვერ დაესწრება. ის დოჰაში ჩარჩა, საიდანაც რეგიონში მიმდინარე ომის გამო ფრენები მინიმუმამდეა დაყვანილი. ალ-ხელაიფი ყატარს გასულ სამშაბათს, კონფლიქტის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ გაემგზავრა რათა ოჯახი ენახა,...

მონატრებული მამარდა

„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტამბოლში, „გალათასარაისთან’’ 0:1 წააგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა გაბონელმა მარიო ლემინამ. მეორე ტაიმში გუნდებს VAR-მა თითო გოლი არ ჩაუთვალა, მასპინძლებს ოფსაიდის, ხოლო სტუმრებს ხელით თამაშის მიზეზით. სამშაბათს, 18 მარტს ბოლო ოთხ წელიწადში პირველად...

მბაპე რეალის ექიმებს აღარ ენდობა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ კლუბის ექიმების მიმართ ნდობა დაკარგა და მოედანს მუხლის ტრავმის სრულად შეხორცებამდე არ დაბრუნდება. თავდამსხმელს დეკემბრიდან მუხლის მყესის დაჭიმულობა აწუხებს. მანამდე ის პარიზში ადგილობრივ სპეციალისტთან კონსულტაციისთვის ჩაფრინდა. ამ სეზონში კილიანმა ყველა ტურნირზე „რეალის“ შემადგენლობაში 33 მატჩში 38...

მამარდა სტამბოლში ითამაშებს

გახსოვთ, ჩემპიონთა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის დებიუტი სტამბოლში, „გალათასარაის“ წინააღმდეგ მატჩისას შედგა და ჩანს, ახლაც, ლიგის მერვედფინალშიც ჩვენიანი დაიცავს „ლივერპულის“ კარს. საქმე ისაა, რომ მერსისაიდელთა მთავარმეკარე ალისონი ამ დილით, ვარჯიშზე დაშავდა და საექიმო შეიქნა. კი თქვეს, ტრავმა სერიოზული არ არისო, მაგრამ...

მეზობლები

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. საქმეში ორივე ქართველის გუნდი ვნახეთ, ორივემ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლად არიან და ორივე ფლეი ოფის ზონაშია. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ „დალასს“ უმასპინძლა და 122:96 გაიმარჯვა. ჩვენიანი სათადარიგოთა შორის იყო და სათამაშოდ 17.32...

ერაყი თამაშის გადადებას ითხოვს

ერაყის ნაკრებს მსოფლიოს მოახლოებულ ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს. ერაყელები, რომლებიც მუნდიალზე თამაშს ორმოცი წელიწადი ელოდნენ, ახლა საერთაშორისო ფლეი-ოფში არიან გასულები. ისინი 31 მარტს ბოლივიასა და სურინამს შორის გამარჯვებულს უნდა შეხვდნენ. მოგების შემთხვევაში ერაყის ნაკრები I ჯგუფში მოხვდება საფრანგეთთან,...

ჟორჟის საოცარი ეპიზოდი

AS: „ის პირველ ტაიმში გოლს იმსახურებდა.  აქტიური იყო, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდა’’. ასე შეაფასა „ელჩეს’’ წინააღმდეგ „ვილიარეალის’’ ქართველი თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის თამაში გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ. ყვითელმა წყალქვეშა ნავმა 2:1 მოიგო. ანგარიში 31-ე წუთზე ტეჯონ ბუქანანმა გახსნა, ათ წუთში კი...

პსჟ-ს დასაწყნარებლად ჩელსიმაც ცუდად ითამაშა

ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრა „ვრექსჰემსა’’ და „ჩელსის’’ შორის  ორი მიზეზის გამო იყო საინტერესო. ჯერ ერთი, ეს იყო „ჩელსის’’ ბოლო  თამაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენთან’’ დაპირისპირების წინ და მეორეც, ეს გახლდათ „ვრექსჰემის’’ პირველი მატჩი ძლიერ გუნდთან მას მერე,...

პსჟ არ ვარგოდა

ბოლო ტურებში „მონაკომ’’ საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილზე სერიოზული გავლენა იქონია. გუნდმა, რომელიც ევროთასებზე გასვლისთვის იბრძვის ჯერ ჩემპიონობის პრეტენდენტ „ლანსს’’  მოუგო სტუმრად 3:2, შემდეგ კი ზედ, ასევე მის მოედანზე, „პარი სენ ჟერმენი’’ დააყოლა - 3:1. მართალია, ამ წუთის სატურნირო მდგომარეობით...

გოგას ოთხიდან ოთხი

NBA-ში მორიგი მატჩების გამართეს ქართველების გუნდებმა და ისევ განსხვავებულად ითამაშეს. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „დალასს“ უმასპინძლა და 115:114 დაამარცხა. „დალასი“ მატჩის დასრულებამდე 35 წამით ადრე 4 ქულას იგებდა, მაგრამ ჯერ ჯეილენ საგსმა ჩააგდო სამქულიანი, სამი წამით ადრე კი ორლანდოელთა სასტარტო...

ალისონის გაშვებული გოლი მაინც სხვაა

„ლივერპულში’’ სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ლეგენდარული მეკარის ალისონ ბეკერის წასვლის ან დარჩენის შესახებ. იმის აღსაწერად, თუ როგორ ეთაყვანებიან ბრაზილიელს „ენფილდზე’’ თვალი გადავავლოთ ჟურნალისტ იან დოილის წერილს Liverpool Echo-ში სადაც ის ამბობს, რომ ბოლო შეხვედრაში, „ვულვერჰემპტონთან’’ (რომელიც „ლივერპულმა’’ წააგო 1:2),...

ჩავიმ ნაკრებზე უარი თქვა, პრემიერლიგას კი ელოდება

სადაცაა ორი წელიწადი გავა მას მერე, რაც „ბარსელონაში’’ ჩავი ერნანდესი ჰანსი ფლიკმა შეცვალა. ამ ხნის განმავლობაში კატალონიელთა ყოფილ დიდ ვარსკვლავს არაერთმა გუნდმა შესთავაზა მწვრთნელობა, მაგრამ ის არ დათანხმდა. ბოლო შეთავაზება რამდენიმე დღის წინ იყო. ჩავიმ „ბლაუგრანას’’ თავკაცის რთულ პოსტზე სტრესით...

სხვა როლი და თამაში…

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. თუმც, ისევ განსხვავებული როლებითა და შედეგებით. გოგა ბითაძე „ორლანდო“ - „ვაშინგტონის“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. მასპინძლებმა 126:109 მოიგეს და ჩვენებურმა გუნდის გამარჯვებაში საკუთარი წვლილიც დაიდო. ბითაძემ პარკეტზე 21.28 წუთი დაჰყო, რა...

ლივერპულმა აუტსაიდერთან წააგო

„ვულვზი’’ პრემიერლიგაში დარჩენისთვის სერიოზულ ბრძოლას აპირებს, „ლივერპულს’’ კი რაღაც არ ეტყობა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას რომ იმსახურებდეს. აუტსაიდერისა და ამბიციური გუნდის შეხვედრა დრამატული გამოდგა. მისი ბედი 24 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ანდრემ გადაწყვიტა. ეს ის ანდრეა, რომლის შეძენაც „ლივერპულს’’ სურდა. მან...

მარკინიოსს მეოთხე შვილი შეეძინა

„პარი სენ ჟერმენის’’ კაპიტანს, ბრაზილიელ მარკინიოსს ორშაბათს, 2 მარტს მეოთხე შვილი შეეძინა. მისმა მეუღლემ კაროლ კაბრინიომ ახალშობილის ფოტო დაპოსტა. ფოტოზე თავად და მარკინიოსიც არიან. „დაიბადა ჩვენი სრულყოფილი და შესანიშნავი შვილი ფილიპო’’, - მიაწერა ბედნიერმა დედამ ფოტოს. ფილიპომდე წყვილს ჰყავდა სამი შვილი:...

მესი პელეს გვერდით

„ინტერ მაიამის“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ორი გოლი გაიტანა MLS-ის რეგულარული სეზონის გასვლით მატჩში „ორლანდო სიტის“ წინააღმდეგ. ამ თამაშში არგენტინელმა საჯარიმო დარტყმით კარიერაში 70-ე გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით მესი სამგზის მსოფლიო ჩემპიონს პელეს გაუთანაბრდა, ისინი ახლა ფეხბურთის ისტორიაში მეორე-მესამე ადგილს ინაწილებენ...

ინფანტინო: პირი არ დაიფაროთ

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ საზოგადოებას შესთავაზა ფეხბურთის წესების შეცვლა მადრიდის რეალის თავდამსხმელის ვინისიუსის მიმართ რასისტული შეურაცხყოფის შემდეგ. მისი განცხადებით მოედნიდან ის მოთამაშეები უნდა გააძევონ, რომლებიც საუბრისას პირს ხელებით ან ტანსაცმლით დაიფარავენ. ინციდენტი 17 თებერვალს რეალსა და ბენფიკას შორის ჩემპიონთა ლიგის პლეი...

დანია დავჩაგრეთ

მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა დანია ამჯერად შინ დაამარცხა – 89:60. გამარჯვება ისევ მარტივად მოვიდა. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდმა მატჩის დაწყებიდანვე მოიპოვა უპირატესობა და თამაშის ბოლომდე ანგარიშს მეთუდურად ზრდიდა. სკანდინავიელებთამ ისევ შესანიშნავი თამაში ჰქონდა გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას, ვინაც...

სამი ქართველის მცდელობა

„მეცის’’ საქმე არ მიდის კარგად. მიუხედავად იმისა, რომ 22-ე წუთის შემდეგ თერთმეტი ათს ეთამაშებოდა, მასპინძელი მაინც დამარცხდა - 0:1. „ბრესტთან’’ წაგება მისთვის რვა შეხვედრაში მეშვიდე გამოდგა. ასეთი სტატისტიკაც შეგვიძლია მოვიტანოთ: „მეცს’’ ბოლო 11 შეხვედრიდან ერთიც არ ჰქონდა მოგებული, მაგრამ იცოდა,...

იამალის პირველი ჰეთ თრიკი და მიქაუტაძის მაღალი შეფასება

AS: მიქაუტაძე პასს იშვიათად იღებდა. ის იზოლირებული იყო. ქართველი ბურთის ძიებაში უკან ჩარბოდა, მაგრამ შემოტრიალებას და მეტოქის კართან სახიფათო მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. მას სივრცე აკლდა’’. „ვილიარეალმა’’ ბარსელონაში 1:4 წააგო. ამ შეხვედრაში ლამინ იამალმა კარიერის პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. მან ანგარიში...

პსჟ-მ მოიგო, კვარამ – მოინდომა

„პარი სენ ჟერმენმა’’ სტუმრად „ლე ავრთან’’ მოგებით მთავარი საქმე გააკეთა ― სამი ქულა ჩაიწერა და ცხრილში „ლანსს’’ უკვე 4 ქულით უსწრებს. პარიზელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ ინიციატივას, რის პირდაპირი მტკიცებულებაც გახლავთ ის, რომ მედიამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ერთხმად და...

გულიაშვილის ბენეფისი ესპანეთში [VIDEO]

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „რასინგში“ გადასვლის შემდეგ გიორგი გულიაშვილმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. სანტანდერელები სტუმრად ლა ლიგაში გადასასვლელად უშუალო კონკურენტ „კასტელონს“ შეხვდნენ და 3:1 დაამარცხეს. გიორგი გულიაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ეს არცაა გასაკვირი - ქართველმა ფეხბურთელმა ორი გოლი გაიტანა...

ლუის ენრიკე: მზად ვარ თავადაც გავიდე მოედანზე

„მონაკოსთან’’ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის შეხვედრიდან სამ დღეში „პარი სენ ჟერმენი’’ ლიგა 1-ს უბრუნდება. ცხრილის სათავეში მოქცეული პარიზელები ჰავრში გაემგზავრნენ და გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იქ გამართა პრეს-კონფერენცია. - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსი’’ შეგხვდათ. როგორია თქვენი რეაქცია? - საუცხოო კენჭისყრაა, ჩვენ...

ხვიჩას თამაშს გადაუდებენ

„პარი სენ ჟერმენს’’ სავარაუდოდ თამაშს გადაუდებენ. ლაპარაკია „ნანტთან’’ შეხვედრაზე, რომელიც თავდაპირველი კალენდრის თანახმად ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორ მატჩს შორის უნდა გამართულიყო. მოგეხსენებათ, პსჟ-ს კენჭისყრამ ჩემპიონთა ლიგაში „ჩელსი’’ არგუნა, ლონდონელებთან ორ შეხვედრას შორის კი, 26-ე ტურში საფრანგეთის ჩემპიონს „პარკ დე...

მარტივი მოგება დანიაში

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია სტუმრად დიდი ანგარიშით 89:71 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. უღიმღამო და ქულამწირი პირველი მეოთხედის (12:12) შემდეგ ჩვენმა გუნდმა ძალიან მოუმატა. მეორე მეოთხედი 27:20 მოიგო, ხოლო მესამე მეოთხედში 38:25 იმარჯვა და მატჩის...

ორი დიდებული

ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების წილისყრა გაიმართა. ორი დიდებული დაპირისპირება მივიღეთ: პსჟ - „ჩელსი“ და „რეალი“ - „სიტი“. დანარცენი გუნდები კი ასე დაწყვილდნენ: „გალათასარაი“ - „ლივერპული“, „ატალანტა“ - „ბაიერნი“, „ნიუკასლი“ - „ბარსელონა“, „ატლეტიკო“ - „ტოტენჰემი“, „ბოდო გლიმტი“ - „სპორტინგი“, „ლევერკუზენი“...

ხვიჩა უეფას სიმბოლურში

ხვიჩა კვარაცხელია უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის სიმბოლურ გუნდში დაასახელა. შეგახსენებთ, ხვიჩას პსჟ-მ ორი მატჩის ჯამში 5:4 მონაკო დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საპასუხო შეხვედრაში, რომელიც 2:2 მორჩა, ჩვენიანი შემტევი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მეორე გატანილი გოლითაც გამორჩა. უეფამ სათანადოდ...