ტოჩინოშინის ორი მილიონი
ოსაკას ბაშოზე ბოლოსწინა საშეჯიბრო დღე იყო და ლევან გორგაძემ მორიგი, უკვე მეათე გამარჯვება მოიპოვა.
მიმდინარე ტურნირი ქართველისთვის ისედაც წარმატებული
იყო, ორგანიზატორებმა კი სამიდან ერთი სპეციალური პრიზით კიდევ უფრო გაულამაზეს.
სიუკონსიო (ასე ჰქვია პრიზს) იმ ფალავანს გადაეცემა, რომელიც „დიად ჩემპიონს“ (იოკოძუნას). დაამარცხებს.
ტოჩინოშინმა ეს...
ქართველთა 9 კლუბი პლეი-ოფშია
ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) ოფისში ორივე ევროტურნირის პლეი-ოფის პირველი წრის კენჭისყრა შედგა. შეხსენებისთვის, ჩემპიონთა თასის მერვედფინალში ქართველ ლეგიონერთა 4 კლუბი („კლერმონი“, „კასტრი“, „ლა როშელი“ და „ტულონი“) იასპარეზებს, ჩელენჯ თასზე - 5 („ლიონი“, „პო“, „მონპელიე“, „პერპინიანი“, „რასინგ-92“ და „ბაიონი“,...
სენსაციური ქალები და დამაჯერებელი კაცები
„უიმბლდონის“ ტურნირზე ქალთა და კაცთა შორის მეოთხედფინალების ორ-ორი მატჩი გაიმართა და თითო ნახევარფინალური წყვილი გამოვლინდა.
ქალთა შორის ორივე მატჩი იმ ჩოგბურთელებმა მოიგეს, რომლებიც აუტსაიდერებად ითვლებოდნენ. პირველ ნახევარფინალისტი ჩეხი მარკეტა ვონდროუსოვა გახდა, ვინაც ამერიკელ ჯესიკა პეგულას სამ სეტში მოუგო – 6:4;...
ეს მოუქნელი კვარაცხელია
გთავაზობთ, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შესარჩევი შეხვედრის მიმოხილვის ფრაგმენტს. ეს მიმოხილვა ესპანურ გაზეთ AS-ს ეკუთვნის და ჩვენ მისი ის მონაკვეთი გადმოვაქართულეთ, რომელიც საქართველოს ნაკრებს ეხება.
„...პირველი უსიამოვნება დასაწყისშივე მე-6 წუთზე მოხდა, როდესაც დიეგო ლორენტემ ყვითელი ბარათი მიიღო. კვარაცხელიასთან ერთი-ერთზე დარჩენილმა,...
სერენას ტრაგედია
ყველაზე დრამატული მატჩი ჩოგბურთის ისტორიაში - ასე მოინათლა მსოფლიოს ორი ექსპირველჩოგნის - კაროლინა პლიშკოვასა და სერენა უილიამსის მეოთხედფინალური დაპირისპირება ავსტრალიის ღია პირველობაზე.
ანგარიში 4:6, 6:4, 5:1 და 40:30 სერენას მოწოდებაზე. ამერიკელმა ეისი ჩააწოდა. ის თითქოს ნახევარფინალშია, მაგრამ... ხაზის არბიტრმა ჩაწოდებისას...
საიდუმლოდ პარიზში
ლეგენდარული მიხაელ შუმახერი პარიზში გადაიყვანეს. ეს ორშაბათს შუადღისას, სრულიად საიდუმლოდ მოხდა. საფრანგეთის დედაქალაქში ის ჟორჟ პომპიდუს საავადმყოფოში მოათავსეს.
„ლე პარიზიენის" ინფორმაციით „ფერარის" ყოფილი პილოტის მკურნალობა მაქსიმალურად საიდუმლოდ წარიმართება.
უბედური შემთხვევის შემდეგ შუმახერის მდგომარეობის შესახებ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დუმილს ამჯობინებენ....
ნამუსის ზღVARი გაწყვეტილია
5-თვიანი პაუზის შემდეგ მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა განახლდა. თუმცა, ვაი ამ განახლებას. ჯერ ერთი, მაყურებლების გარეშე რომ ასეთ მატჩებს ხიბლი არ აქვს და მეორეც – VAR-ი რატომ შემოიღეს, გაურკვეველია.
მაყურებლებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ ვიდეორეფერიზე გადავალთ, რომლის საქმიანობა...
ბაზაძემ წელი გრან პრით დაიწყო
სანდრო ბაზაძე კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – 29 წლის მოფარიკავე ტუნისის გრან პრის ჩემპიონია.
ამასთან, ბაზაძე გრან პრის ტურნირების პირველი ქართველი გამარჯვებულია!
ფინალში, სანდრომ ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, იტალიელი ლუიჯი სამელე 15:8 დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა. ოქროს მედლისკენ...
მბაპემ ფედერაციის პრეზიდენტს უპასუხა
„ზიდანი საფრანგეთია. ჩვენ კი ამხელა ლეგენდას პატივს არ ვცემთ", — დაწერა კილიან მბაპემ ტვიტერზე. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონისა და 2022 წლის ვიცე-ჩემპიონის ამ ტვიტმა გულშემატკივრებში ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან ცოტა ხნით ადრე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ნაკრების მწვრთნელად დიდიე...
მამარდაშვილის ვალენსია სამეულშია
ოთხი ტურის შემდეგ, ლა ლიგის ცხრილს 10 ქულით „რეალი“, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ და „ატლეტიკო“ ლიდერობენ. სეზონის წინ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ „ღამურები“ ასეთ კამპანიაში ამოყოფდნენ თავს. ცხრილის ზედა სამეულში უმალ „ბარსელონას“ დაასახელებდნენ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. მეხუთე ტურში კი...
უფერული ფრე
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2027-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ქუთაისში, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან მატჩით დაიწყო და ფრედ, 1:1 ითამაშა.
დასაწყისში საქართველო უკეთესი იყო და გოლიც ლიგიკურად გაიტანა. მეტოქის საჯარიმოში შექმნილ არეულობაში ყველაზე უკეთ გაბრიელ სიგუა გაერკვა და ანგარიში გახსნა.
ამის შემდეგ ნელ-ნელა უპირატესობა...
ბოდიში ბაქოს. არ ჩამოვალთ
„ფორმულა 1“-ს ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2020 წელს აზერბაიჯანის, სინგაპურისა და იაპონიის გრან-პრი არ გაიმართება.
პირველ ორ შემთხვევაში რბოლები ქალაქის პირობებში იმართება და სწორედ ამიტომ, ფორმულას ბოსებმა ჩათვალეს, რომ პანდემიის პირობებში საქალაქო ტიპის ტრასების მომზადება მეტისმეტად რთული იქნება და გარისკვა...
გიგზი – რძლის საყვარელი
ჟურნალისტთა ყურადღების ნაკლებობას უელსური ფეხბურთის ლეგენდა რაიან გიგზი არასოდეს უჩიოდა, მაგრამ უელსის ნაკრების მწვრთნალად დანიშვნის შემდეგ ინტერესმა კიდევ უფრო იმატა. ჰოდა, როცა კომენტარისთვის რაიანის მამას მიაკითხეს, სკანდალიც მაშინ აგორდა.
"ჩემს ოჯახში მისი სახელის ხსენება აკრძალულია. თუ მაინცდამაინც აუცილებელია, ვამბობთ - ...
სტოილოვი საქართველოს წინააღმდეგ?
ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა აზამატ აიტხოჟინმა ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატები დაასახელა.
„ოთხი კანდიდატი გვყავს შერჩეული. მათ შორის ორი ყაზახეთში მუშაობს - ტალგატ ბაისუფინოვი (21 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი) და სტანიმირ სტოილოვი (ასტანა). მარტამდე ნაკრებს თავკაცი ნამდვილად ეყოლება“- თქვა გენმდივანმა. ფავორიტი ამ...
მანჩესტერს ფეხბურთი ისე არ ეხერხება, როგორც პენალტები
„მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ მისი გუნდი მატჩისშემდგომ პენალტებში უფრო ძლიერია, ვიდრე ფეხბურთის თამაშში.
სულშერის ბიჭებმა ლიგის ანუ „კარაბაოს" თასის მეთექვსმეტედფინალში, საკუთარ კედლებში, „ოლდ ტრეფორდზე", პირველლიგელ „როჩდეილს" რეგულარულ დროში 1:1-ის მეტი ვერაფერი მოუხერხეს და პენალტებითღა აჯობეს. შეგახსენებთ,...
ჰარი კეინი გაიფიცა
ჰარი კეინსა და „ტოტენჰემს“ შორის ომი გაჩაღდა — თავდამსხმელს „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა სურს. ტრანსფერის საფასური, თეორიულად 160 მილიონი გირვანქაა, მაგრამ „სფურზი“ უძალიანდება, ვარსკვლავის შენარჩუნება უნდა. კეინი პროტესტის ნიშნად გუშინ ჰოთსფურ ვეიზე არ მივიდა. უნდა გამოცხადებულიყო და კოვიდის ტესტი აეღო.
კეინის...
სად არის შენგელია?
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებს 24 თებერვალს ჩრდილოეთ მაკედონიასთან თბილისში, ხოლო 27-ში სტუმრად სკოპიეში, იმავე მაკედონიას გაეჯიბრება.
ამ მატჩებისთვის ეროვნული გუნდის თავკაცმა ილიას ზუროსმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
თად მაკფადენი, ლუკა მაზიაშვილი, გივი ბაქრაძე, ოთარ ფხაკაძე, დუდა სანაძე, კახა...
მარიო რუი დასაჯეს
„ნაპოლის" მარცხენა მცველს მარიო რუის სერია A-ს ბოლო შეხვედრაში, „ემპოლისთან" მიღებული წითელი ბარათი ძვირად დაუჯდა — მას ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ვერდიქტში წერია: „ის მეორე ტაიმის 22-ე წუთზე ჩვეულებრივი ორთაბრძოლის შედეგად დაეცა მოედანზე, ბურთი შორს იყო, მან კი მეტოქე გუნდის...
მძარცველები სპეცრაზმელები არიანო
ცნობილი გახდა, რომ ინგლისური ფეხბურთის ვეტერან ვარსკვლავ ეშლი კოულს შინ ნიღბიან მძარცველთა ბანდა დაესხა თავს. წარსულში სახელგანთქმული მოთამაშის საცხოვრებელი გადმოუქოთიათ და ძვირფასეულობა წაუღიათ. ამბავი, რომელსაც აქამდე მოხერხებულად მალავდნენ 21 ინავარს, საღამოს 10 საათვისთვის მომხდარა. პოლიციამ ჯერ ვერავინ დაიჭირა.
მძარცველებმა, რომელთაც,...
კლოპის ფაქტორი
მიუნხენის "ბაიერნმა" ჯერაც ვერ გამონახა საერთო ენა ტიაგო ალკანტარასთან. 29 წლის ესპანელის კონტრაქტს ვადა ერთი წლის შემდეგ გასდის და კლუბს მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება უნდა. თითქოს ყველა დეტალი შეთანხმებული იყო, მხოლოდ ქაღალდებზე ხელის მოწერა რჩებოდა, მაგრამ უკვე კლუბის ხელმძღვანელებთან...
ნაგავი წვიმდა ლონდონში
„კრისტალ პალასის" ფანებმა სტუმრად ჩასული „ლესტერ სიტის" მეკარეს კასპერ შმაიხელს დაჭმუჭნული ქაღალდები დააყარეს. ეს ამბავი „სელჰარსტ პარკზე" მოხდა.
ტრიბუნიდან გადმოყრილმა ნაგავმა დანიელი მეკარე თავიდან გაახალისა. მან მასპინძელ ფანებს გაუღიმა და ქაღალდი უკან გადაუგდო - ასე ვთქვათ ხუმრობაში აჰყვა - მაგრამ...
მსოფლიოს საუკეთესო ლიგა, რომელსაც უარესი მსაჯები ჰყავს
„კარდიფ სიტი" „ჩელსისთან" უსამართლოდ დამარცხდა (1:2), რის გამოც უელსური გუნდის თავკაცმა ნილ უორნოკმა მატჩის შემდეგ მსაჯებს გაბრაზებული კაცის სანახაობა მოუწყო. 70 წლის მწვრთნელმა ჯერ „ლურჯ კოლეგას" მაურიციო სარის შეუღრინა, შემდეგ კი დოინჯშემოყრილი თეატრალურ პოზაში დადგა არბიტრების წინ და თუ...
რაცა ვართ, ესა ვართ
„ლაიფციგთან" შეხვედრაში „ტოტენჰემი" შინ დამარცხდა 0:1, დელე ალი 64-ე წუთზე შეცვალეს და ის გაბრაზდა. 23 წლის ნახევარმცველმა თავი ვერ მოთოკა, ჯერ ბუცები დაანარცხა, შემდეგ კი წყლის ბოთლი.
„სფურზის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ თქვა: „ვფიქრობ, ის საკუთარ თავზე გაბრაზდა და არა ჩემზე....
სპალეტი: მე ისედაც ცოტა მძინავს
იტალიის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში 1:1 ითამაშა, რამაც ლუჩანო სპალეტის დებიუტს ჩრდილი მიაყენა, „სკუადრა აძურას" სატურნირო მდგომარეობა კი დაამძიმა. ანგარიში 47-ე წუთზე ჩირო იმობილემ გახსნა, ხოლო 82-ე წუთზე „ტრაბზონსფორის" ნახევარმცველმა ენის ბარდიმ გაათანაბრა. მატჩის შემდეგ სპალეტიმ თქვა:
...ჩვენ გადმოგდებული, ასხლეტილი ეგრეთწოდებული...
ავსტრალია იტალიურად დამთავრდა
მელბურნში დასრულდა წლის პირცელი დიდი სლემის ტურნირი. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში იტალიელმა იანიკ სინერმა 3:6 3:6 6:4 6:4 6:3 სძლია რუს დანილ მედვედევს და კარიერაში პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი.
საწყის ორ პარტიაში რუსი უფრო უკეთესად გამოიყურებოდა. მან პირველი სეტი...
სქაი სპორტი: პსჟ ჯუღელს შეუთანხმდა
იტალიურ საიტებზე ბოლო ინფორმაცია ასეთია: „პარი სენ ჟერმენი" არ ცხრება. ფრანგული კლუბი ჯიუტად ცდილობს ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას. „სქაი სპორტის" ცნობით კი პსჟ ფეხბურთელის აგენტთან არის შეთანხმებული და მისგან პირობა აქვს მიღებული, რომ უკან არ დაიხევს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს სულ...
ბილიჩი: ხელი იყო და მორჩა!
„ვესტ ბრომვიჩის" ფანები აღშფოთდნენ, რისი მიზეზიც „ჩელსის" ბოლო გოლის წინ, კაი ჰავერცის ხელით თამაში იყო. ეს გოლი ტამი აბრაჰამმა მსაჯის მესამე წამატებულ წუთზე გაიტანა. შედეგად, თამაში 3:3 დამთავრდა.
ფრენკ ლემპარდის გუნდი პირველ ტაიმში არაფრად ვარგოდა და 0:3 წააგო, შესვენების შემდეგ...
ჩაკვეტაძე გაიყვანეს…
ბოლოს ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში როდის იყო, რთული გასახსენებელია. წლეულს კი გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“ და ნიკა ნინუას „პაოკი“ ითამაშებენ.
მართალია, ნინუა პორტუგალიურ გრანდ „ბენფიკასთან“ სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მაგრამ მომავალ მატჩებში ველოდებით. „პაოკმა“ კი, სენსაციურად იმარჯვა –...
დი ლორენცო და ჟესუსი კინაღამ ხელით შეეხნენ ერთმანეთს
დღეს იტალიური, მეტადრე კი ნეაპოლური საიტები ახალმა ამბავმა მოიცვა: „ნაპოლის" კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოსა და ბრაზილიელ მცველს ჟუან ჟესუსს ლამის ხელჩართული ჩხუბი გაუმართავთ. Campania Sport-ის გადაცემა Canale 21-ში გამოსვლის დროს ჟურნალისტმა უბერტო კიარელომ თქვა:
„ჟესუსი და დი ლორენცო კინაღამ ხელით...
ბაჩოს გოლფი
სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 2 ივლისს „თბილისი ჰილსის“ გოლფის მოედნებზე მედია-ფესტივალი „ბაჩოს თასი 2019“ გაიმართა.
ტურნირი სპორტული ჟურნალისტების მონაწილეობით, საქართველოს გოლფის ფედერაციის მიერ დადგენილი წესებისა და რეგლამენტის გათვალისწინებით ჩატარდა. გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდნენ ინდივიდუალური მაჩვენებლების შესაბამისად, კაცებსა და ქალებს...
გერმანელებს ინგლისში არ უშვებენ
გერმანელი ფანები გაოგნებულები დარჩნენ — მათ შეიტყვეს, რომ „უემბლიზე", ევრო 2020-ის მერვედფინალურ მატჩს ინგლისისა და მათი ქვეყნის ნაკრებ გუნდებს შორის ვერ დაესწრებიან. თამაში სამშაბათს, 29 ივნისს გაიმართება.
დამნაშავე, ფორმალურად, კორონაა. იმისათვის, რომ გერმანელებს მატჩამდე ხუთდღიანი კარანტინი მოეთავებინათ, ლონდონში ოთხშაბათს, 23...
ცხრიანში ცხრიდან ცხრა
„რეალმა" კვლავ მოიგო და ჩვენც მადრიდული კლუბის წარმატებას კვლავ კატალონიური მედიის მიხედვით გაგაცნობთ. აი, რას წერს პრო-ბარსელონური პრესა:
„გრანადამ" „რეალი" აიძულა ბოლო წუთამდე ებრძოლა, თუმცა მადრიდელებმა უპირატესობის შენარჩუნება და მნიშვნელოვანი გამარჯვება შეძლეს. ახლა „ლოს ბლანკოსს" შეუძლია ჩემპიონის ტიტული ბოლო ტურამდეც...
ქოჩორაშვილს ტრავმა გაუმიზეზდა
გიორგი ქოჩორაშვილს არ გაუმართლა: მას 2023 წლის დეკემბერში მიღებული მარცხენა ბარძაყის ტრავმა გაუმიზეზდა და რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს. ეს პარასკევს „ლევანტეს" მწვრთნელმა ხავი კალეხამ განაცხადა.
„გიორგი კიდევ რაღაც ხნით დაბრკოლდება. მან ტესტები უნდა ჩაიტაროს, რათა ზუსტად დავადგინოთ, თუ როდის შეძლებს...
ზედიზედ მეათე არ გამოვიდა
NBA-ში მორიგი სათამაშო დღე იყო და ზედიზედ ცხრა მოგების შემდეგ დამარცხდა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“.
კანადელები ნიუ ორლეანს ესტუმრნენ და დაძაბულ, ოვერტაიმიანი მატჩი 111:118 დათმეს. სანდრო თამაშში სათადრიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 19.16 წუთში 13 ქულა და 3 მოხსნა...
გადაშალა მანჩესტერმა ფურცელი?
კრიშტიანუ რონალდუ იმედოვნებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ 3:0 ძლევით მანკუნიანელთა უხეირო პერიოდი დამთავრდება.
ლონდონში ჩასულ „იუნაიტედს“ შინ, „ლივერპულთან“ წაგებული 0:5 და სტუმრად, „ლესტერთან“ ნაწვნევი 2:4 უმძიმებდა გულს. სასწორზე იდო მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის თანამდებობაც, თუმცა უფრო სწორი იქნება...
ბასილაშვილმა ჩელენჯერი გაიხსენა
30 წლის ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს არც თუ კარგი დროება უდგას. ჩვენებური უკვე ჩელენჯერის ტურნირებშიც კი გამოჩნდა და ეს, შესაძლოა, წაადგეს კიდეც. ბასილაშვილმა პირველ მატჩში უკვე გაიმარჯვა, რაც ფსიქოლოგიურად გამოადგება.
ბასილაშვილმა რუანის ტურნირზე კვალიფიკაციიდან გამოსულ ფრანგ ანტუან ჰოანგს 7:6, 4:6,...
ლუკა კრემონეზელი
ერთი ქარველიც იტალიურ სერია A-ში. 23 წლის მცველი ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ „კრემონეზეში“ გადავიდა.
ლუკა თბილისის „დინამოს“ აღზრდილია, ავსტრიულ კლუბში კი 2020 წლიდან თამაშობდა, სადაც 69 მატჩი ჩაატარა. იყო ასევე სლოვაკურ „ჟილინაში“, კიევის „დინამოსა“ და საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში. ეროვნულ გუნდში კი...
კაპიტანი კიმიხი
მას შემდეგ, რაც ილქაი გიუნდოგანმა სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, გერმანიის ნაკრების დღის წესრიგში ახალი კაპიტნის არჩევის საკითხი დადგა.
ბუნდესგუნდმა ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის შეკრება დაიწყო და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგლესმანმა ახალი კაპიტნის ვინაობაც დაასახელა - ამიერიდან ბუნდესგუნდს მიუნხენის...
შავი ლომი კონკურენტულ ჯგუფშია
„შავი ლომი“ ჩელენჯ თასის 2025/2026 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე პულ 1-ში გამწესდა.
გამოვლინდა პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზის თანაპულელთა ხუთეულიც, რომლიდან ერთ-ერთს აცდება „შავ ლომთან“ დაპირისპირება, დარჩენილi 4 გუნდიდან კი ქართველი მორაგბეები ორს შინ შეხვდებიან და ორსაც - სტუმრად, ხოლო...
მსოფლიოს ჩემპიონატმა მასპინძელი დაკარგა
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპი დღეს დასრულდება. ოთხშაბათს კი მესამე ტურის 8 შეხვედრა გაიმართა და უკვე ცნობილია იმ გუნდების ნახევარი, რომელიც მეორე ეტაპზე ითამაშებენ.
ანგოლამ და ფილიპინებმა გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი ითამაშეს და საბოლოოდ აფრიკებმა - 84:81 იმარჯვეს. თუმცა,...
იგორ კოკოშკოვის დეპორტი
ალბათ გახსოვთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი. ნამდვილად მაღალი დონის სპეციალისტი რომ არ ყოფილიყო, ვერც გახდებოდა პირველი ევროპელი, რომელსაც NBA-ის გუნდი ანდეს.
„ფინიქს სანზში“ კოკოშკოვი გასული წლის მაისში დაინიშნა და ამოცანად ფლეი-ოფისთვის ბრძოლა დაუსახეს. კლუბის გენმენეჯერი რაიან მაკდონო...
ჯერარდმა რეინჯერსი მიიღო
ფაქტი მხარეებმა უკვე დაადასტურეს. კონტრაქტი ოთხწლიანია და სეზონის დასრულებისთანავე ამოქმედდება.
საჭიროა იმის შეხსენება, ვინ იყო სტივ ჯერარდი მოედანზე და რა ღვაწლი მიუძღვის „ლივერპულის“ ისტორიაში? „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის ზღაპრული ფინალი შეგახსენოთ? ვინ შემოატრიალა პირველი ტაიმის 0:3?
არც ისაა განსამარტი, რას ნიშნავს გლაზგოს...
მიუნხენში იცხოვრებს და დორტმუნდს დაეხმარება
გერმანულ WAZ-თან ინტერვიუში, „დორტმუნდის" აღმასრულებელმა შეფმა ჰანს-იოახიმ ვაცკემ განაცხადა, რომ კლუბში კონსულტანტად ყოფილი ვარსკვლავი, 50 წლის მათიას ზამერი მოჰყავს.
„ჩვენ გვჭირდება ისეთი ადამიანი, როგორიც ზამერია. გვჭირდება მისი ანალიზის უნარი, მისი ჟინი, ავტორიტეტი და მოვლენათა ნათელი ხედვა გარედან. ევროსპორტის ექსპერტად მუშაობის...
ჯერ დაიხოცნენ, მერე მოულხინეს
„სანი" წერს, რომ ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან 2:4 დამარცხების შემდეგ გემრიელად მოულხინეს და მთელი ღამე ღრეობაში გაატარეს. რასაკვირველია, კორექტულობისთვის გაზეთი დასძენს, რომ ლაპარაკია ხორვატ ფეხბურთელთა მხოლოდ ერთ ნაწილზე. ალბათ, ასეც იქნებოდა.
„ბუნებრივია, რომ ლუკა მოდრიჩმა და კომპანიამ...
მბაპემ ფრანგ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა
საფრანგეთმა მაროკოს 2:0 მოუგო დ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც 18 დეკემბერს არგენტინას უნდა შეხვდეს. შეხვედრის წინ, ეგრეთწოდებული მოთელვის დროს, „პარი სენ ჟერმინის" ფრანგმა ვარსკვლავმა კილიან მბაპემ ბურთს ფეხი დაარტყა და „ალ ბაით სთედიუმზე" შეკრებილ გულშემატკივართაგან ერთ-ერთს გაარტყა. ფრანგი...
ვალვერდე: ჯობს ხალხმა არ იცოდეს როგორები ვართ ცხოვრებაში
„ბარსელონას“ ყოფილმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ტელეკომპანია ETB-ს გადაცემა El día de mañana-სთვის („ხვალინდელი დღე“) მიცემულ ინტერვიუში „კამპ ნოუზე“ გატარებული პერიოდი გაიხსენა.
თავიდან ვალვერდეს ჰკითხეს, რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც „ბარსას“ თავკაცობა შესთავაზეს. მან უპასუხა:
„მყისიერად დავთანხმდი, რადგან ეს იყო შესანიშნავი პერსპექტივა. მე...
გვარდიოლამ გრილიში და ფოდენი დასაჯა
პეპ გვარდიოლამ ჯეკ გრილიში და ფილ ფოდენი სერიოზულად გააფრთხილა, რომ ვარჯიშზე ღამენათევები აღარასდროს მივიდნენ. მწვრთნელმა ისინი ნიუკასლში არ ათამაშა. წაიყვანა, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე დასვა. როგორც ირკვევა, „ლიდსთან“ 7:0 მოგების შემდეგ ხსენებულმა წყვილმა ლაზათიანად მოულხინა და მეორე დღეს აღდგენით ვარჯიშზე...
ზურიკო გამწვანდა
„ეკიპის" ცნობით „სენტ ეტიენი" „ბორდოსგან" საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევს ზურიკო დავითაშვილს ყიდულობს. გავლენიანი ფრანგული გაზეთი წერს, რომ საკითხი მოგვარებულია. „მწვანეები" ჟირონდისტებს 6 მილიონ ევროს გადაუხდიან და თუ ტრანსფერი გაამართლებს, ბონუსებსაც დაამატებენ.
ლიგა 1-ში ადგილის დაბევების შემდეგ „სენტ ეტიენი" შემადგენლობის...
ბარსელონამ ვალენსია ისევ გაანადგურა
„ბარსელონამ’’ სტუმრად 5:0 მოუგო „ვალენსიას’’ და ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდა. „ბლაუგრანა’’ ყველა შეჯიბრებაში ერთად უკვე 10 მატჩში არ დამარცხებულა ― 8 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა. ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილს მონაწილეობა არ მუღია, „ღამურების’’ კარს სტოლე დიმიტრიევსკი იცავდა.
ესპანური მედია...
16 წლის ლიდერი
კაც ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატში 10 ტური მიილია. დღეს აღმოსავლეთის გუნდებმა თბილისის სპორტის სასახლეში თავიანთი სამდღიანი წრე დაასრულეს. „პეგასმა" დაამარცხა თელავის „სტუ-იმედი" 33:30, ხოლო „სპორტის უნივერსიტეტმა" „გორს" მოუგო 40:38.
ორივე შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ლიდერების მატჩი პერსპექტიული უკანახაზელის 16 წლის ნიკოლოზ კალანდაძის...























































