დეშამი: თქვენ გინდათ, რომ მბაპემ 11 კილომეტრი ირბინოს?
უკვე კარგა ხანია ლაპარაკობენ, რომ „რეალის’’ ფეხბურთელები ბევრს არ დარბიან. ამ მხრივ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს კილიან მბაპეს, რომელიც ახალი მწვრთნელის ან უფრო სწორად დროებითი მწვრთნელის ალვარო არბელოას ხელში ხელშეუხებელია ― მიმდინარე სეზონში, 30 შეხვედრაში 37 გოლი...
მამუს მოგება, გოგას მოგება
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. მოიგო ორივემ... სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „ჩიკაგო ბულსი“ 123:107 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 23.18 წუთი გაატარა. მამუმ 17 ქულა, 5 მოხსნა, სამი ჩაჭრა, თითოც პასი...
პირინეული ფინალი
სამ ქვეყანაში დაწყებული ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი სლოვენიაში სრულდება, სადაც ორი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. ფინალიც მოსალოდნელი მივიღეთ...
პირველად მოედანზე ესპანელები და ხორვატები გავიდნენ. „ფურია როხას“ უპირატესობა დიდი იყო და ორი ბურთით დაწინაურდნენ. ხორვატებმა ბოლოსკენ მაინც დაძაბეს და სამი წუთით ადრე ერთი...
სამი გიორგი ერთ მეცში
„მეცის’’ შემადგენლობაში სამმა ქართველმა ითამაშა. მართალია ისინი მოედანზე ერთად არ იყვენ და საერთოდაც, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრაში სამივეს მონაწილეობა ფორმალური იყო, რადგან გუნდის ახალწვეული გიორგი ქვილითაია მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა და გიორგი წიტაიშვილი შეცვალა, მაგრამ ოქმში დაფიქსირდა, რომ...
ლე კლასიკი -ბარკოლას შანსი
დღეს საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტური „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მარსელის’’ შეხვედრით, ეგრეთწოდებული „ლე კლასიკით’’ დამთავრდება. შეხვედრას საჩემპიონო ბრძოლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
პარიზელებს გამოუჯანმრთელდათ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ნიუკასლთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაშავდა. მან ვარჯიში განაახლა, მაგრამ ფრანგული...
კანტე ფენერბაჰჩეში
თურქული კლუბის „ფენერბახჩეს“ პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა „ალ-იტიჰადის“ ცენტრალური ნახევარმცველის, ნგოლო კანტეს ტრანსფერის შესახებ.
„ზოგიერთ ამბავს დრო სჭირდება, მაგრამ ისინი დაუმთავრებელი არ რჩება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ფენერბახჩეში“, ნგოლო კანტე“, - დაწერა კლუბის პრესსამსახურმა სოციალურ მედიაში.
გარკვეული დოკუმენტური პრობლემების შემდეგ „ფენერბაჰჩემ“ და „ალ-იტიჰადმა“,...
გვარდიოლა პოლიტიკაზე
მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა და უკრაინასა და პალესტინაში გენოციდი ახსენა.
„კაცობრიობის ისტორიაში არასდროს, არასდროს არ გვქონია ასეთი მკაფიო ინფორმაცია, როგორც ახლა: პალესტინაში გენოციდი, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება მთელ მსოფლიოში - სუდანში, ყველგან. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ...
ლობჟანიძის 100 და 8 ლელო ივერდონში
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მე-18 ჩემპიონობის მოპოვებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. შვეიცარიის ქალაქ ივერდონის „სტად მუნისიპალზე“ იტალიელი მარკო ბორტოლამის მიერ დამოძღვრილმა ბორჯღალოსნებმა შვეიცარიელ „ედელვაისებს“ მთლად შარშანდელივით 110:0 ვერა, მაგრამ 54:3 კი მოუგეს.
2026 წლის გათამაშების სტარტზე საქართველოს ნაკრებში დებიუტი...
ესპანეთი მერვედ…
ფუტსალში ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები გახდა. „ფურია როხამ“ ფინალში ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებული პორტუგალია 5:3 დაამარცხა და „ბებერი კონტინენტის“ პირველობა მერვედ მოიგო.
ესპანეთი მატჩის დებიუტში ორი ბურთით იგებდა, პორტიგალიელებმა ხუთ წუთში კი გაათანაბრეს, მაგრამ ტაიმი მაინც ესპანეთმა მოიგო – 3:2.
შესვენების...
დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…
საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „მარსელს“ შეხვდა და 5:0 დაამარცხა.
პარიზელთა შემადგენლობაში ტრავმის შემდეგ დაბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მოედანზე 62-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, 4 წუთში კი აი, ასეთი გოლი გაიტანა...
იამალის დაბრუნება
ლამინ იამალი მწვერვალზე დაბრუნდა! ეს უკვე ნაღდია. ამას მადრიდულმა „მარკამაც’’ მიუძღვნა წერილი. „ბარსელონას’’ ვარსკვლავი სექტემბერ-ოქტომბერში ტრავმამ ამოაგდო კალაპოტიდან, მაგრამ გუშინ მის მიერ ლა ლიგის 23-ე ტურში „მალიორკასთვის’’ გატანილი გოლი ჩემპიონატის, სამეფო თასისა და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ზედიზედ მეხუთე გამოდგა....
კარლოს ავსტრალიელი
კარლოს ალკარასმა ავსტრალიის ღია პირველობა პირველად მოიგო. გადამწტვეტ მატჩში ესპანელმა ამ ტურნირის 10-გზის გამარჯვებული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2:6; 6:2: 6:3; 7:5 დაამარცხა.
პირველი სეტი ჯოკოვიჩმა წაიღო. კორტზე ძველი, დიდებული ნოვაკი იდგა, მაგრამ საქმეში ახალგაზრდული ენერგია და შემართება ჩაერთო და 22...
ჩვენი რჩეული – ხვიჩა!
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, ტრადიციულად, გასული წლის საუკეთესო სპორტსმენები ასოციაციის წევრების გამოკითხვის შედეგად დაასახელა. სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოებს და სპორტის ჩინოსნებს, ასოციაციამ კლუბ „რესპუბლიკაში“ უპასპინძლა.
აი, ჩვენი რჩეულებიც:
საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი - გიორგი ქალდანი (ძიუდო)
საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი - ნინა თიბილაშვილი (ფარიკაობა)
საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ვახტანგ ლოლუა (ბერძნულ-რომაული...
უსენსაციო ავსტრალია
ავსტრალიის ღია პირველობა სენსაციების გარეშე მიმდინარეობს. წლის პირველი დიდ მუზარადის მეოთხედფინალში თითქმის ყველა განთესილი ჩოგბურთელი გავიდა.
კაცთა შორის მეოთხედფინალში რვა განთესილიდან შვიდია, მერვედ 20 წლის ამერიკელი ლერნერ ტიენი (25-ე რეიტინგში) ჩაემატა.
მეოტხედფინალური წყვილები ასეთაი: კარლოს ალკარასი - ალექს დე მინორი; ალექსანდერ...
ნახევარი ნახევარფინალისტები
ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალების პირველი დღე იყო. როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის ორ-ორი ნახევარფინალსტი უკვე ცნობილია.
კარლოს ალკარასმა ავსტრალიელი ალექს დე მინორი სამი სეტში დაამარცხა – 7:5; 6:2; 6:1. მატჩი 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. მსოფლიოს პირველ ჩოგანს მასპინძელმა...
ნეაპოლში ლონდონელები საავადმყოფოში წაიყვანეს
„ჩელსის’’ რამდენიმე გულშემატკივარი ნეაპოლში დაშავდა, ზოგი ვერსიით ისინი დაჭრეს. დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ნაპოლი’’ „ჩელსის’’ მასპინძლობს.
ლონდონურმა კლუბმა გაავრცელა განცხადება, სადაც გუშინდელი საღამოს ამბავი წერია. საუბარია, რომ ორი ინგლისელი ფანი ადგილობრივებთან შეხლა-შემოხლის შემდეგ საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი. მათ...
ოთხეულები შეივსო
ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალისტები სრულად შეივსო.
მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი გაუმართლა. სერბი ლორენცო მუზეტისთან სეტებში 0:2 ჩამორჩა, მაგრამ იტალიელმა ტრავმა მიიღო და ტურნირს გამოეთიშა, თუმც ჯოკოვიჩი ნახევარფინალში იტალიელს მაინც ვერ აცდა - მისი მეტოქე იანიკ სინერი იქნება. რეიტინგის მეორე ნომერმა ამერიკელი...
პარი სენ ჟერმენში ახლა უკვე დროა
ლუის ენრიკემ შეტევა გააძლიერა: ორშაბათს „პარი სენ ჟერმენმა’’ „ბარსელონასგან’’ ოფიციალურად შეიძინა 18 წლის პედრო „დრო’’ ფერნანდესი. შემტევმა ნახევარმცველმა პარიზელებთან 2030 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. საფრანგეთის ჩემპიონმა ესპანეთის ჩემპიონს ფეხბურთელის გამოსასყიდ ფასზე ანუ 6 მილიონ ევროზე მეტი, 8 მილიონი ევრო გადაუხადა.
„პარიზიენი’’...
ბრონკან-ბორტოლამის 34 რჩეული
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდის ფრანგულ-იტალიურმა ხელმძღვანელობამ, ცხადია, ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე 34 მორაგბე შეარჩია,რომლებიც 8, 15 და 21 თებერვალს „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები ჯერ შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, შემდეგ - ნიდერლანდებისა. ეს მატჩები შესაბამისად...
ლუის ენრიკე: ალბათ რთული ტრავმაა
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ნიუკასლის’’ შეხვედრაში (1:1) დაშავდა. მან მოედანზე მხოლოდ 20 წუთი დაჰყო და ამ დროში, კერძოდ მე-7 წუთზე, საგოლე პასის გადაწოდება მოასწრო, მაგრამ შვედი ენტონი ელანგას უხეშობის გამო იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. ქართველი დეზირე დუემ...
სუპერ მამუ
გამთენიისას სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ პორტლენდს ესტუმრა 110:98 მოუგო. ეს მატჩი უფრო იმით იყო გამორჩეული, რომ ჩვენიანი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მექულე გახდა.
მამუმ ზედიზედ მეორე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 34.51 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა, 6 მოხსნა,...
რეალი ვილიარეალისთვის მეტისმეტი იყო
„მიქაუტაძეს მთელი შეხვედრის განმავლობაში აკლდა ხარისხიანი ბოლო მოქმედება, რომლის წყალობითაც ის ბურთს გააკონტროლებდა და საგოლე მომენტებს შექმნიდა. ქართველი იხსნებოდა, ცდილობდა, მაგრამ ბოლო წამს უიღბლო იყო’’, ― წერს „ვილიარეალის’’ თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ AS მას მერე. „ყვითლებმა’’ შინ, „სერამიკაზე’’ „რეალთან’’...
ალისონისა და ლივერპულის ჩავარდნა
„ლივერპულის’’ წაუგებელი სვლა დრამატულად შეწყდა ― სტუმრად „ბორნმუთთან’’ 2:3 წააგო. მასპინძლებმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნეს და 33-ზე ორამდე გაზარდეს. გოლები გაიტანეს ევანილსონმა და ალეხანდრო ხიმენესმა. 45-ე წუთზე ვირჯილ ვან დაიკმა სხვაობა შეამცირა. მე-80 წუთზე დომინიკ სობოსლაიმ ეფექტური საჯარიმო დარტყმით...
ბოიკოტი მსოფლიოს ჩემპიონატსო!
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩატარდება. დაძაბულობის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი გრენლანდიის გარშემო ამტყდარი ვნებათაღელვაა ― გრენლანდია გახლავთ ავტონომიური ტერიტორია რომელიც დანიას ეკუთვნის, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის მისი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. ევროკავშირში ტრამპის...
ევროპა ფრანგებთან დამთავრდა
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან 1:3 წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. არადა, მოგებისა და ჯგუფიდან გასვლის შანსი გვქონდა.
თამაში ჩვენებისთვის უიღბლოდ დაიწყო – ფრანგების დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ კვარაცხელიას მოხვდა, შემდეგ კეკელიას და კარში აღმოჩნდა.
ფრანგები...
კამპ ნოუს ამბავი უკვე სასაცილოა
სანაკრებო კვირეული დამთავრდა, ყურადღების ცენტრში კვლავ კლუბები მოექცნენ. „ბარსელონასა’’ და განახლებული „კამპ ნოუს’’ ურთიერთობა კი სატირიდან ლამისაა კომედიად იქცეს. ჰანსი ფლიკის გუნდმა, რომელსაც 9 შესაძლებლიდან 7 ქულა აქვს, მეოთხე ტურში „ვალენსიას’’ უნდა უმასპინძლოს. კატალონიელებს კარგა ხნის წინ ჰქონდათ გამოცხადებული,...
ვინ არის ალი ?
35 დარტყმა და 33 მოგერიება... საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარე ალი ასლანმა, უფრო სწორად ასლანიშვილმა, ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიასთან მატჩისას მართლაც რომ სასწაულები აკეთა. შორიდან, ახლოდან, თავით, ფეხით, რიკოშეტით, პენალტის ნიშნულიდან თუკი ბურთი კარში წავიდა, ალიმ თითქმის ყველა უკუაგდო და თუ ჩვენმა...
კოლო მუანი და უილსონ ოდობერი ავარიაში მოყვნენ
მათ უფრო შეეშინდათ, ვიდრე რამე დაუშავდათ ― „ტოტენჰემ ჰოთსფურის’’ ორი ფრანგი ფეხბურთელი რანდალ კოლო მუანი და უილსონ ოდობერი ავარიაში მოყვნენ, მაგრამ გუნდს ფრანკფურტში ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში მაინც შეუერთდებიან. „ტოტენჰემი’’ ჯგუფური ეტაპის ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო „ფრანკფურტი’’ 33-ეზე.
ლონდონელთა...
კიდევ უფრო საიმედო ინფორმაცია კვარას შესახებ
თავიდან შიშობდნენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული იყო. არ გამორიცხავდნენ, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ ქართველ გარემარბს დიდი ხნით მოუწევდა მკურნალობა და შესაბამისად ფორმის აღდგენაც. შემდეგ გამოჩნდა დამაიმედებელი ინფორმაცია, რომ პსჟ-სა და „ნიუკასლ იუნაიტედის’’ შეხვედრაში დაშავებული ფეხბურთელი 2-3 კვირაში ანუ...
რა უნდა ინტერს ლიგაში?
„ბარსელონამ" და „ინტერმა" ხელი ხელს დაჰკრეს — რაფინია ალკანტარა სეზონის დამთავრების შემდეგ მილანში გადაბარგდება. ერთიპირობა მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული, მაგრამ როდესაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ „ინტერი" ჩემპიონთა ლიგაში მოხვდება ის რაფინიას 35 მილიონ ევროდ იყიდის თუ არა და ეს...
რონალდუ, ოღონდ ლიმიტით
კრიშტიანუ რონალდუს მუზეუმმა გამოუშვა სამახსოვრო მაისურების ლიმიტირებული კოლექცია, რომელიც ფეხბურთელის მიერ ტურინის "იუვენტუსში" გატანილ მე-100 გოლს ეძღვნება.
შავ მაისურზე დატანილია კრიშის ფოტო, მისი ავტოგრაფი და უბრალო წარწერა: "100 გოლი "იუვენტუსში".
ბუნებრივია, მაისურებზე დიდი მოთხოვნაა და ეს იმის მიუხედავად, რომ სარეალიზაციო ფასი...
სად წავიდა ნეგრეირას ანგარიშები?
ესპანეთში არსებობს „ნეგრეირას საქმე’’, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში გამოიკითხნენ „ბარსელონას’’ ყოფილი მწვრთნელები ერნესტო ვალვერდე და ლუის ენრიკე. გამოძიებამ აღმოაჩინა 7-8 მილიონი ევრო, რომელიც კატალონიურმა კლუბმა 17 წლის განმავლობაში მსაჯთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას ჩაურიცხა. სამართალდამცველებს გაუჩნდათ ეჭვი,...
მბაპე რონალდუს უტევს
მიმდინარე სეზონში კილიან მბაპეს ყველა შეჯიბრებაში ერთად 27 შეხვედრაში 32 გოლი აქვს გატანილი. ამ გოლებიდან საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა 19 ლა ლიგაში შეაგდო, ხოლო 11 ჩემპიონთა ლიგაში. მართალია მას „რეალში’’ გადასვლის შემდეგ ჯერჯერობით მხოლოდ ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი აქვს...
სასტარტოში რომ ვერ ხვდება ლივერპულს უხარია
ესპანური მედია წერს, რომ „რეალი’’ ზაფხულში მორიგ ეტაპს დაიწყებს, როდესაც ალვარო არბელოას ნაცვლად ახალ მწვრთნელს დანიშნავს. იმავდროულად, მოსალოდნელია გუნდის გადახალისებაც. აქ იგულისხმება როგორც ახალი მოთამაშეების ყიდვა, ასევე რამდენიმე ძველის გაშვება.
ლაპარაკობენ, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ საჭიროა გამოჩნდეს ახალი ცენტრალური მცველი და...
დემბელე ფიფასთვისაც საუკეთესოა
„ოქროს ბურთის’’ მფლობელ ოსმან დემბელეს 2025 წელს მსოფლიოში ბადალი მართლა რომ არ ჰყავდა ფიფას გამოკითხვამაც დაადასტურა ― 16 დეკემბერს დოჰაში „პარი სენ ჟერმენისა’’ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კიდევ ერთი უდიდესი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო. ამ გამოკითხვაში ხმას აძლევენ გულშემატკივრები, ჟურნალისტები,...
ბითაძეს მოხსნა დააკლდა
გამთენიისას, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ფილადელფიას“ სტუმრად 41 ქულით აჯობა – 144:103. „ჯადოქრების“ გამარჯვებაში ჩვენებურის წვლილიც სოლიდურია – გოგას ორმაგ დუბლამდე მოხნა დააკლდა. ბითაძემ პარკეტზე 19.35 წუთი გაატარა, მისი მონაგარი კი ასე გამოიყურება – 10 ქულა, 9 მოხსნა, 2...
სად ცხოვრობს და რას სწავლობს კლოპი?
„რეალი’’ ზაფხულისთვის ემზადება, როდესაც ერთ წელიწადში მესამე მწვრთნელის შეცვლის შესაძლებლობა მიეცემა. რამდენიმე დღის წინ ალვარო არბელოამ ჩაბი ალონსოს დატოვებული თანამდებობა ჩაიბარა, მაგრამ არ არსებობს რაიმე გარანტია, რომ ის შემდეგ სეზონშიც „ლოს ბლანკოსის’’ სათავეში იქნება. თუ რაიმე კოშმარი არ დატრიალდა...
ალისონის მოკრძალებული თამაში
„ლივერპულმა’’ მორიგი იმედგაცრუება განიცადა, შინ „ბარნლისთან’’ 1:1 ითამაშა. „წითლები’’, რომლის კარს პრემიერლიგის შეხვედრებში ალისონ ბეკერი იცავს და არა გიორგი მამარდაშვილი ფლორიან ვირტცმა დააწინაურა. მანამდე დომინიკ სობოსლაის შეეძლო გოლის შეგდება, მაგრამ პენალტი ხარიხას გაარტყა, სტუმართა თავდამსხმელმა მარკუს ედვარდსმა მეორე ტაიმში...
დიმიტრი, ჭკვიანად…
დიმიტრი პაიეს, „ვესტ ჰემისა“ და „მარსელის“ ყოფილი ფეხბურთელის ირგვლივ ახალი სკანდალი მძვინვარებს. ფრანგი გარემარბი, რომელიც 2023 წლიდან 2025 წლამდე ბრაზილიურ კლუბ „ვასკუ და გამაში“ თამაშობდა, კვლავ სერიოზული ბრალდებების ზეწოლის ქვეშაა.
ფეხბურთელის ყოფილმა შეყვარებულმა თქვა, რომ ბრაზილიაში მათი ურთიერთობის დროს მასზე...
მთავარი მამოძრავებელი ძალა დაბალი ნიშნით
„ქართველი გარემარბი ბურთის კონტროლისა და მოკლე დრიბლინგების წყალობით მოწინააღმდეგეს მუდამ პრობლემებს უქმნიდა. მისი მოქმედებები იყო ძალიან აქტიური და ზუსტი, მაგრამ ბოლო პასებსა და დარტყმებში ეფექტურობა აკლდა. და მაინც, თამაშზე მისი დიდი გავლენა კარგად გამოჩნდა იმ ეპიზოდში, როდესაც საჯარიმოდან ბურთი...
ენდრიკის ეფექტი ქართველების წინააღმდეგ
გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ შინ „ლიონთან’’ 2:5 წააგო. ამ შეხვედრაში „რეალიდან’’ „ლიონში’’ იჯარის წესით ახალმა გადასულმა ბრაზილიელმა ენდრიკმა ჰეთ თრიკი შეასრულა და ბუნებრივია მედიამ ყურადღება მასზე გაამახვილა. „ეკიპი’’ წერს, რომ ამ დღეს ენდრიკი 19 წლის და 188...
პოგბა ფულს ითხოვს
პოლ პოგბამ „მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს დაურეკა და უთხრა, რომ თუ მისი გუნდში დარჩენა უნდათ, ყოველკვირეული ჯამაგირი 200 ათასი გირვანქით უნდა გაუზარდონ.
სხვა სიტყვებით, სადღეისოდ ფრანგის ხელფასი კვირაში 180 ათასი გირვანქაა და ის 380 ათასამდე გაზრდას ითხოვს. ასეთი...
შეწყვიტეთ გინება!
„კამპ ნოუზე" ნამდვილი სპორტული სულის დემონტსტრაცია მოხდა: „ბარსელონას" ფანები ტრიბუნებიდან „რეალის" კაპიტან სერხიო რამოსს ერთხმად „ბ...ის შვილს" ეძახდნენ, მაგრამ მისმა კოლეგამ და ყოფილმა თამაგუნდელმა ესპანეთის ნაკრებში, ჟერარდ პიკემ ხალხს ჟესტით მოუწოდა სკანდირება შეეწყვიტა და გააჩერა.
ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, თელავი
ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ ოთხეულში გავიდნენ: ბათუმის BSB, „პეგასი", „ქუთაისი" და თელავის „იმედი-სტუ". ეს ჯერ კიდევ აღმოსავლეთის გუნდების თბილისური წრის ბოლოსწინა ტურში გაირკვა. იმ დღეს თელაველებმა 46:27 დაამარცხეს „სპორტის უნივერსიტეტი", „პეგასმა" კი 46:29 მოუგო „გორს".
ბოლო ტურის მთავარი მოვლენა აღმოსავლელი...
ბათუმის მარცხი და ლომის ზავი
„რაგბი ევროპის“ სუპერთასის მეორე ტური საკმაოდ საინტერესო მატჩებით აღინიშნა. დასავლეთ კონფერენციაში ფავორიტებმა, პორტუგალიურმა „ლუზიტანუშმა“ ბელგიურ „ბრიუსელს დევილზს“ ასტრონომიური ანგარიშით - 95:0 გადაუარა, ხოლო ესპანურმა „იბერიანსმა“ ჰოლანდიურ „დელტას“ ერთობ მოკრძალებულად - 22:7 სძლია, რის შედეგადაც ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს...
ოსიმენი შეკრებაზე ჯერ არ გამოჩენილა
მომდევნო კვირაში ნიგერიის ნაკრებს აფრიკის თასი ეწყება, ვიქტორ ოსიმენი კი ეროვნული გუნდის ბანაკში ჯერ არ გამოჩენილა. „სუპერარწივებმა" აბუ დაბის საწვრთნელ ბაზაზე წუხელ ბოლო შეკრება დაიწყეს.
ეს ინფორმაცია საკუთრივ ნიგერიელთა გუნდიდან გავრცელდა, რომლის მიერ გავრცელებულ ბოლო ინფორმაციაში წერია ყველა გამოცხადებული ფეხბურთელის...
ნინო – ვაჟთა სწორი
გიბრალტარის საერთაშორისო ტურნირის შედეგებით ქალთა შორის ქართველი დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი მალე ანალოგიურ ტიტულს ვაჟთა შორისაც დაიმსახურებს. ნინომ აღნიშნულ ტურნირზე დიდოსტატის ნორმა მესამედ შეასრულა, რაც ნიშნავს, რომ ფიდე-ს მორიგ კონგრესს მხოლოდ ფორმალობათა მოგვარება რჩება, რათა ქართველი მოჭადრაკის ბარათში ვაჟთა შორის...
ძაგნიძე თამადობს
ქართველი დიდოსტატი ნანა ძაგნიძე ქალთა ევროპის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. სლოვაკურ ვისოკი ტატრიში მიმდინარე ტურნირის მეოთხე ტურში შეჯიბრის შარშანდელმა გამარჯვებულმა ერთერთი მთავარი კონკურენტი ლიტველი დაიმანტე დაილუტე თეთრი ფიგურებით 47-ე სვლაზე დაამარცხა. ძაგნიძემ ჯერ ლაზიერის ფრთაზე აგრესიული თამაშით დაჩაგრა მეტოქე, ხოლო...
რუსეთისკენ როლინგ სტოუნზის თვითმფრინავით
აი, ნამდვილი როკენროლის სულისკვეთება: ლეო მესი და არგენტინის ნაკრები მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთო შოუზე, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატი ჰქვია, „როლინგ სტოუნის" კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდნენ.
(I Can't Get No) Satisfaction — აგერ უკვე 53 წელია მღერიან „როლინგები" და „სანი" ამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე...
რეალში მწვრთნელი შეიცვლება
მადრიდული „მარკა" წერს, რომ „რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თავის დირექტორატს უახლოეს საათებში მწვრთნელის საკითხზე დაელაპარაკება და ხულენ ლოპეტეკის სავარაუდოდ ანტონიო კონტე შეცვლის.
„ელ კლასიკოში" 1:5 დამარცხება, როგორც ჩანს მადრიდელთა შეფების მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი იყო. „მარკა" წერს, რომ კონტე ესპანეთის...
















![დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Khvicha-Kvaratskhelia-1-324x235.jpg)







































