მთავარი სიახლეები

სიახლეები

30 აგვისტოს უეფა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებს

უეფამ 2017-18 წლების ევროპის საუკეთესო ქალი და ვაჟი ფეხბურთელების სამკაციანი შორთ-ლისტი გაასაჯაროვა. დაჯილდოების ცერემონიალი მოეწყობა მონაკოში, 30 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დღეს. სამი ვაჟი ფეხბურთელის შერჩევაში მონაწილეობდა 80 მწვრთნელისგან შემდგარი ჟიური. ლაპარაკია იმ მწვრთნელებზე, რომლებიც 2017-18 წლების ჩემპიონთა...

ვაკური შედევრი

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადების საგაზაფხულო ეტაპი მაჟორულ ნოტაზე დავასრულეთ: ორიდან ორი მოგება, ექვსი გატანილი და არც ერთი გაშვებული ბურთი. კი, ბატონო, არც ლიტვა და არც ესტონეთი საშუალო ევროპულ გუნდებსაც არ განეკუთვნებიან, მაგრამ ციდან ვარსკვლავებს არც ჩვენ ვწყვეტთ. ვაკეში, "მესხზე",...

… მან ფანტასტიკური ჩოგბურთი ითამაშა

არტურ ეშის სახელობის კორტი აშშ-ში უპრესტიჟულესი და უმაგრესია. როგორია, უმაგრეს კორტზე მსოფლიოს უმაგრეს მეჩოგნესთან სათამაშოდ გახვიდე და მუხლები არ აგიკანკალდეს?! ტრიბუნები სავსე იყო. ბილეთები კარგა ხნით ადრე გაიყიდა. ამერიკელები მერვედფინალში ამ სარბიელზე ნადალისა და მათი ჯილა ჯეკ სოკის დაპირისპირებას ელოდნენ,...

საბაობა

„სარბიელთან“ ერთად 10-წლიანი პაუზის შემდეგ „სარბიელის“ გამოკითხვაც აღვდგინეთ. გამოკითხვა, რომელშიც მხოლოდ ქართულ ფეხბურთზე მომუშავე სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ და რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოვლენა გახლავთ. წლეულს ამ საქმეში ჩვენი პარტნიორი „ლიდერბეთი“ გახლავთ, ლიდერი კომპანია  ინტერნეტსივრცეში. ჟურნალისტები თავიანთ რჩეულს მაისში, ანუ...

ეს რა ჭირი გვჭირს?!

"სამსახურებრივ მივლინებაში" ბიუჯეტის ხარჯზე არგენტინული სუფთა ჰაერით საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით სუნქავს. დელეგაციის ხელმძღვანელობის უმთავრესი ფუნქციის პატიოსნად შესრულებისა კი რა გითხრათ - საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს (3X3) სლოვენიასთან ტექნიკური წაგება ჩაეთვალა გამოუცხადებლობის გამო! დელეგაციის ხელმძღვანელთა პირველადი ვერსიით, თურმე საცობში...

გაიოზ დარსაძე სახლში გაუშვეს

გაიოზ დარსაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსებს ვეღარ უხელმძღვანელებს. ფედერაციამ გაათავისუფლა პოსტიდან. დარსაძეს ფეხბურთის ფედერაციაში 1996  წლიდან მუშაობდა მწვრთნელთა განათლების მიმართულებით და მის ხელში იმდენმა აიღო სხვადასხვა კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია, ვინ მოთვლის. დარსაძის პერიოდში დაიწყო პრო-ლიცენზიის კურსებიც. გაიოზი 53 წლისაა....

არგენტინა პაბლო აიმარსაც ჩააბარეს

კარგად გვახსოვს ჩია ნახევარმცველი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები ესპანეთსა და პორტუგალიაში გაატარა, არგენტინის ნაკრების მაისურით კი 52 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი. აიმარი გუშინდლამდე არგენტინის 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი იყო და როგორც ჩანს, ფედერაცია მისი მუშაობით სულაც არაა უკმაყოფილო. ჰოდა ახლა, ეროვნულ...

ოლივერ შარიანი

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, კრიშტიანუ რონალდუმ კი ლიგის ზედიზედ მეთერთმეტე თამაშში გაიტანა, მაგრამ დღის გმირი ტურინის „იუვენტუსია“! შინ 0:3 წაგების მერე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 3:0 წაიყვანო, ამას ალეგრისა კი არა, პლატინ-ბონეკის დროინდელი უდიდესი „იუვეც“ ვერ წარმოიდგენდა... ფეხბურთი რომ მარტო...

კაცი ბრონქსიდან

ოთხმოცდათხუთმეტი წლისა, სამზრუნველო სახლში გარდაიცვალა ჯეკ ლამოტა. ყველა იმ ადამიანს,  რომლსაც  კრივის ისტორიის წიგნები  გადაუფურცლავს, ამ სახელის  გაგონება ყოველთვის მიაბრუნებს სამუდამოდ გამქრალი დროებისკენ დიდი, მშფოთვარე ნიუ იორკისა, ძველი საკირვო სურნელით გაჯერებული ფიცარნაგებისა და შავ-თეთრი კინქორონიკსაკენ. იმ  წარმოუდგენელი, რთული  და მიმზიდველი...

ჰა, ბურთი და ჰა, კანადა

დღეს, 18:00-ზე, „დინამო არენაზე“ დიდი რაგბია. „დიდი“ - ჩვენი გაგებით. იმიტომ, რომ ქართველ გულშემატკივარს ჯერჯერობით დაახლოებით კანადელების დონის გუნდების სტუმრობით უწევს დაკმაყოფილება. მსოფლიო რაგბის ბობოლებს უკვე წელიწადში 2-ჯერ ვეთამაშებით, რაც წინსვლა და ერთგვარი აღიარებაცაა - გვკადრულობენ. იმედია, მალე თბილისსაც...

ნიკოლოზ სასწაულმოქმედი!

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნადალზე გაიწია! ეს უკვე ზღვარსგასული ოცნების სფეროდანაა - ქართველი ჩოგბურთელი US open-ის მერვედფინალში გავიდა. მსოფლიო ჩოგბურთის ელიტა უკვე ხელის გაწვდენაზეც აღარ არის - საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი მისი წევრია. არგენტინელი გვიდო პელა დაუძლეველი ბარიერი ნამდვილად არ ჩანდა, მაგრამ ამ...

ტოჩინოშინი ოძეკია!

ჯერ იმას შეგახსენებთ, რომ ოძეკის ტიტული სუმოს იერარქიაში მეორეა და ბევრი გოლიათი კარიერას ისე ასრულებს, ამ ტიტულს ვერ სწვდება! ლევან გორგაძე შესწვდა! დღეს მისი მეტოქე ტიოტეირიუ იყო. ტერმინებით რომ არ დაგღალოთ, ლევანმა მეტოქეს აუხსნა - უკეთ მოემზადეთ, ყმაწვილო და...

საქართველომ ჰონკონგს წუთები დაუთვალა

იყო დრო, როცა საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები ჰონკონგთან 0:12 (2014 წ.) და 3:11 (2015 წ. ) აგებდა, მაგრამ 2016 წლიდან მოყოლებული ჩვენ შორის ძალთა თანაფარდობა საგრძნობლად შეცვლილია და აგერ უკვე მესამე წელია, ამ გუნდს ათ შაიბაზე ნაკლები სხვაობით...

ამბავი იტალიიდან: დიდი ფული ქართული გუნდის წაგებებზე

არცთუ სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა იტალიურ საიტებზე. იქ მიმდინარეობს ცნობილი ტურნირი „ვიარეჯოს თასი“, რომელშიც მონაწილეობდა „ნორჩი დინამოს“ ასაკობრივი გუნდი, რომლის მწვრთნელი გახლავთ ირაკლი შენგელია. თბილისელებმა ჯგუფში სამივე თამაში წააგეს: იტალიურ „ტორინოსთან“ 1:7, ბრაზილიურ „ატლეტიკო პარანაენსესთან“ 1:4 და ბოლოს იტალიურ „რიეტისთან“ -...

შაპიტოა, შაპიტო…

ადრე მულტფილმი გადიოდა ხოლმე საბჭოთა ტელევიზიებში, ცხოველები თამაშობდნენ ფეხბურთს, კარში სპილო იდგა და გოლს ვერ უტანდნენ. რომელი ცხოველი გინდოდა, იქ არ ყოფილიყო. სახალისო საცქერი იყო... ნუ გაიკვირვებთ და ეს ყველაფერი ახალქალაქში, შეიძლებოდა, რეალობაში გადასულიყო. 31 ოქტომბერს რეგიონული ლიგის მატჩი უნდა...

ბასილაშვილი მხეცია!

სულო ცოდვილო, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო ასეულში შეაბიჯა, უკვე გვიხაროდა და ვამაყობდით. თურმე, ჯერ სად ვართ?! ნიკა ტოპებს ერთ სეზონში გაუშინაურდა და ჯერ თავისი რანგისები ხომ ჩაჩოგნა, ახლა კი ელიტას დაერია! დღეს ნიკას მორიგი მსხვერპლი ესპანური და მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავი ფერნანდო...

პეტერბურგის თავზე ქართული დროშა ფრიალებს

https://www.facebook.com/GeorgianJudoFederation/videos/1824946350857744/   სანკტ პეტერბურგის მასტერსზე ძიუდოს სამყარო ქართველი ვაჟების სრული ტრიუმფის მოწმე გახდა. მასტერსი, რომელიც ყოველი წლის ბოლოს თითოეულ წონით კატეგორიაში მსოფლიოს 16 საუკეთესო ძუიდოისტს შორის იმართება, ჩვენებიდან აქამდე მხოლოდ ადამ ოქრუაშვილსა და ბექა ღვინიაშვილს მოეგოთ. ახლა კი 90 წონით კატეგორიაში...

ანდორა გაიღუნა

ეს უკვე საქმეა, ყურისძირშია ევროპა. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე მიჯრით მესამე მატჩი მოიგო და ხელისგაწვდენაზე დაიახლოვა ერთა ლიგის პლეი-ოფი. 2-0 ყაზახეთთან, 1-0 ლატვიასთან და აგერ 3-0 ანდორასთან - გაასამა ვაისის გუნდმა და შედეგად ძალუძს, სამ დღეში ვადამდე მოიპოვოს ევროპისკენ მიმავალი...

ანონსი: ინტერვიუ თორნიკე ოქრიაშვილთან

                ის, რაც აქამდე არ წაგიკითხავთ და ის, რაც აქამდე არ იცოდით ... არ მინდოდა რუსეთში წასვლა... ... კამათისას ნერვები მომეშალა და თავი ჩავარტყი სახეში. მეორე დღეს ბაზაზე მისულმა აღმოვაჩინე, რომ თურმე 22 წლის ბიჭმა 32 წლის კაცი გავლახე ... ძალიან ბევრი პრობლემა...

მე რომ ზუროსი ვიყო…

რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?! ვაქო და ვადიდო ჩვენი ნაკრები, რომელსაც არ გაუმართლა? პერსონალური შედეგებით ვადიდო ლიდერები? ჩემმა ნაკრებმა წააგო და ეგ იყო. წააგო გრანდთან კი არა, საშუალოზე საშუალო გერმანიასთან. სერბეთს მოუგესო, ნუ შემახსენებთ - დღევანდელით ვმსჯელობ. დაცვის გარეშე დარჩენილი საქართველოს...

როინ IV

თბილისში, „დინამო არენაზე“, თბილისის „დინამოსთან“!...  ქუთაისის „ტორპედომ“ ქვეყნის ჩემპიონის მეოთხე ტიტული ყველაზე პრინციპულ და უხერხულ მეტოქესთან მოიპოვა. ამაზე დამსახურებული, ამაზე საამაყო და გასახარი, „ტორპედოსთვის“,  აბა, სხვა რა უნდა მომხდარიყო?! ... და გმირი: ქუთაისელთა მეკარე და კაპიტანი როინ კვასხვაძე! საფინალო სასტვენამდე...

ბარსელონა იცვლება

ახალი ვარიანტი უკვე გახდა განხილვის საგანი. ემბლემიდან გაქრება წარწერა FCB და შიდა შავი ხაზები. როგორც ინიციატორები ამბობენ, ეს ვერსია გაცილებით ერთგვაროვანია, ჰარმონიული და მკვეთრი. კლუბის წევრთა შეკრება 20 ოქტომბრისთვისაა დანიშნული. თუ ცვლილება დამტკიცდა, „ბარსელონას“ მაისურებზე ემბლემა 2019-2020 წლების სეზონიდან ამოიქარგება. დღემდე „ბარსელონას“...

მგლის მუხლი, დათას მიზანი 🎥

თითქმის მთელი ჩემპიონატი ლიდერობდა „მერანი“ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებას და ჰაეროვანი ჭენებით მიიწევდა მიზნისკენ. დაწინაურებულს, მოთმინებით და მგლის ალღოთი ედგა კვალში გამოცდილი ვარლამ კილასონიას „რუსთავი“ და დღეს გადამწყვეტი დარტყმაც მიაყენა კიდეც მეტოქეს - მინიმალური სხვაობით სძლია და შედეგად ჩემპიონატის...

ვარდები აღარ არიან

ჯეიმი ვარდიმ გადაწყვიტა სანაკრებო ფეხბურთს თავი დაანებოს. 31 წლის თავდამსხმელმა თქვა, რომ მას უნდა მთელი ძალ-ღონე მშობლიურ კლუბ „ლესტერსა" და ოჯახს შეალიოს. ამბობენ, რომ ვარდიმ ინგლისის ნაკრების მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს თავისი განზრახვის შესახებ ჯერ კიდევ რუსეთში, მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში უთხრა....

ასტორი სასტუმროში გარდაიცვალა

იტალიაში, „ფიორენტინას“ 31 წლის კაპიტანი დავიდე ასტორი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ფეხბურთელს გული ძილში გაუჩერდა. მისი ცხედარი ქალაქ უდინეს ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს. სწორედ უდინეში, დღეს უდინეზეს“ „ფიორენტინასთვის“ უნდა ემასპინძლა. დავიდე ასტორი „ფიორენტინას“ გარდა თამაშობდა „კალიარისა“ და „რომაში“, იყო იტალიის ნაკრების ფეხბურთელი და14 შეხვედრაში...

ტოჩინოშინმა დიადი ჩემპიონი ჟეჟა

იაპონელები დიად ჩემპიონებს იოკოძუნას უწოდებენ და ეს ხალხი ამომავალი მზის ქვეყანაში ღმერთკაცებად ითვლებიან. ჰოდა, ჩემო ბატონო, ერთ-ერთმა იოკოძუნამ - კისენოსატომ თავად მიაკითხა ლევან გორგაძეს - ტოკიოს ბაშოს (ტურნირის) წინ ვისპარინგოთო. სულ 11-ჯერ შეეჯახნენ გოლიათები და 9-ჯერ გამარჯვებული ქართველი გამოვიდა. მაშინვე დაიწერა, ქართველმა...

ადიდასმა რუსეთი წარსულში დააბრუნა

„ადიდასმა“ 2018  წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი წარადგინა. ახალი ბურთი, გარდა იმისა, რომ უახლესი ტექნოლოგიებითაა დამზადებული, ამავდროულად კლასიკის გადააზრებაც გახლავთ. პირველი სამსოფლიოჩემპიონატო ბურთი Telstar, „ადიდასმა“ 1970 წელს წარმოადგინა. დღეს ეს სახელი კიდევ ერთხელ გვახსენებს შესანიშნავ ფეხბურთელებს, ვისაც მაშინ მექსიკის სტადიონებზე...

ევროპა ორ ნაბიჯში…

საქართველოს ნაკრების თამაშმა მოლოდინს გადააჭარბა. მოედანზე ერთი გუნდი მეორეს ისე სჯობდა, რომ სადავო არაფერი ყოფილა. თბილისშიც გამოჩნდა, რომ საქართველო ლატვიაზე უკეთესია, თუმც დღეს კლასის ნამდვილი დემონსტრირება ვნახეთ. ეს გუნდი უფრო ზემო დივიზიონში უნდა თამაშობდეს. კარგა ხანია რიგაში ასეთი კარგი...

ევროპას გერმანია გააერთიანებს

1988 წლის შემდეგ პირველად - ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს გერმანია უმასპინძლებს. ეს ამბავი ახლახან, უეფას აღმასკომის სხდომაზე გახდა ცნობილი. გერმანიის კონკურენტი თურქეთი გახლდათ, თუმც იმთავითვე თვლიდნენ, რომ მათ გამარჯვების მიზერული ექნებოდა. კანდიდატი ქვეყნები პრეზენტაციის შემდეგ, რომლიც ფილიპ ლამმა წარადგინა, ცხადი...

უხარაიშვილოდ…

... როცა გიორგი ხარაიშვილი შვედურ „გიოტებორგში“ მიდიოდა, ბევრს ეგონა, რომ წლეულს „საბურთალოს“ ძალიან გაუჭირდებოდა. ამის მიზეზიც არსებობდა. გავიხსენოთ შარშანდელი სეზონი, როცა მათმა კაპიტანმა ტრავმა მიიღო, გუნდი ერთი მეორის მიყოლებით აგებდა მატჩებს. მაშინ საბურთალოელებს ერთდროულად კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუშავდათ...

იმპერატორი ლევან I

ტოჩინოშინად წოდებულმა ლევან გორგაძემ იაპონური სუმოს იანვრის ბაშოზე (ტურნირზე) ტრიუმფალური შედეგი აჩვენა. თოთხმეტ შერკინებაში მეცამეტე გამარჯვება ქართველმა გოლიათმა სიოჰოძანთან ჭიდილში მოიპოვა. ლევანმა გაუძლო მეტოქის ცუპარებს (მკერდში ხელის გულების ხშირ დარტყმებს) და იორიკირით ( მიძალებით) მიუჩინა ადგილი დოჰიოს მიღმა. ქართველი...

ვიღაცა ურევს !

„იმერული ესკიზებისა“ არ იყოს, ვინ ურევს? ვლადიმერ ვაისი თუ გიორგი ჭანტურია? სლოვაკმა მწვრთნელმა ფეხბურთელი საქართველო – უელსის მატჩის მეორე ტაიმის შუაში სათადარიგოთა სკამიდან მოედნის კიდეზე გასახურებლად გაუშვა. გააყოლა ფიტნეს-მწვრთნელი. ვუყურებდი, რა მოხდებოდა და ძალიან მინდოდა, მწვრთნელს მისთვის თამაშის საშუალება...

მეზობელო კარისაო… საქართველო ჯუჯების უბანში

მე ვერ მოგახსენებთ, გახდნენ თუ არა სერბთა ზეობის მოწმე, ბელგრადელი იეღოვას მოწმეები, რომელთა შტაბ-ბინაც ბელგრადის სტადიონიდან ორმოცდაათიოდე მეტრში მდებარეობს, გეტყვით მხოლოდ იმას, რისი მოწმეც თავად გავხდი: ჯერ ერთი სერბებმა რომ ასეთი წარმატება უჩვეულოდ მშვიდად აღნიშნეს და მერე მთავარი, საქართველოს...

ანასტასია!

  ქართველმა ძალოსანმა ანასტასია გოტფრიდმა საქართველოს მსოფლიო ჩემპიონის მედალი მოუტანა. ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩვენიანმა სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში 265 კგ. დაძლია და პირველად საქართველოს ისტორიაში ძალოსან ქალთა ოქროს მედალი მოიპოვა. ანასტასია გოტფირდი საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. უკრაინის ნაკრების...

მეოცე და ოციანი

 ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა - რუსებს ზედიზედ მეჩვიდმეტე, ხოლო ჯამში მეოცე მარცხი ვაგემეთ და თანაც ოცი ქულით ვძლიეთ, რაც ახალი რეკორდია: ასეთი სხვაობით “დათვები” მათსავე მინდორზე აქამდე არასოდეს გვიძლევია. მსაჯს “ბორჯღალოსანთა” ბოლო, მეოთხე, ლელო რომც არ ჩაეთვალა - და...

საბას თბილისში გიორგი დახვდება

ორმაგად მისალოცად აქვს საქმე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მცველს საბა კვერკველიას. იგი დღეს 26 წლის გახდა და დღევანდელი დღე ყოველთვის გამორჩეული იქნება მისთვის, რაკიღა დღესვე ვაჟის მამაც გახდა. ანი კურტანიძემ ფასდაუდებელი საჩუქარი გაუკეთა მეუღლეს - პატარა გიორგი თბილისში 3.900 მოევლინა ქვეყანას და...

იყო თუ არა პენალტი?

ინგლისელი მსაჯი მაიკლ ოლივერი ჩემპიონთა ლიგის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მომენტის ცენტრში აღმოჩნდა. მან „რეალისა" და „იუვენტუსის" შეხვედრის ბოლოწამს „რეალის" სასარგებლოდ დანიშნა პენალტი, რომლის წყალობითაც მადრიდელები ნახევარფინალში გავიდნენ. ოლივერმა წესების დარღვევად ჩათვალა მედი ბენატიას აქტიურობა ლუკას ვასკესის წინააღმდეგ, შემდეგ კი...

ინგლისელებიც მოტყუვდნენ

„სანი" წერს, რომ სასაცილო შეცდომა რომლის გამოც გაზეთი სხვებს კენწლავდა ინგლისის ნაკრებსაც მოუვიდა. როდესაც ხორვატებმა, კერძოდ კი მარიო მანჯუკიჩმა მეორე გოლი გაიტანეს და საზეიმოდ მოედანს გარეთ გავიდნენ, ერთ-ერთმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ეს შეამჩნია და იფიქრა, სანამ უკან დაბრუნებულან გოლს შევაგდებთ...

ჩვენები უგუნდოდ

ანტონ ფეიქრიშვილსა და ვიქტორ კოლელიშვილს ახალი კლუბების მოძებნა მოუწევთ. გამოცდილ ბორჯღალოსნებს თავთავიანთ კლუბებთან კონტრაქტები ამ სეზონის ბოლომდე ჰქონდათ. საქართველოს ნაკრების მარჯვენა ბურჯმა ფეიქრიშვილმა ამ სეზონის დასკვნითი ნაწილი სამედიცინო ჯოკერის სტატუსით საფრანგეთის პრო D2-ის „მონ-დე-მარსანში“ გაატარა და გუნდს პლეი-ოფში გასვლაში დაეხმარა,...

ბაიერნმა ჩემპიონი მეოთხედ გამოიძახა

მიუნხენს ჯერ ოქტობერფესტის ზარხოშიც არ გამონელებოდა - და იქაურ მელუდეთა ინფორმაციით, 18 სადღესასწაულო დღის განმავლობაში იზარის ნაპირებზე 7,5 მილიონი ლიტრი მარტო ლუდი შეისვა! - გერმანულმა პრესამ კაეშანმოძალებულ მიუნხენელ ქომაგებს რამდენადაც მოულოდნელი, იმდენადვე სასიხარულო ამბავი რომ ამცნო: სეზონის სტარტზე კრიზისში...

„დავით პეტრიაშვილზე“ განათების ბოძი წაიქცა

დიღომში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე განათების ბოძი წაიქცა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. იქაურობა ღმერთმა დაიფარა... მონტენეგრო - ლატვიის ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი „დავით პეტრიაშვილზე“ ახალდაწყებული იყო, როცა განათების ბოძი მოედნის მხარეს გადავარდა და სტადიონი სანახევროდ ჩაბნელდა. ცხადია, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი...

სარბიელი ფიფაში – რონალდუ, ნეიმარი, მარსელო

23 ოქტომბერს, ლონდონში, დიდი სანახაობაა - ფიფა 2017 წლის საუკეთესოებს დაასახელებს. ორშაბათის გალა-დაჯილდოება „პალადიუმის“ თეატრში გაიმართება. მსოფლიოს რჩეულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან: ⚽ საკუთესო ფეხბურთელი ქალი ⚽ საუკეთესო ფეხბურთელი კაცი ⚽ საუკეთესო მწვრთნელი ქალი ⚽ საუკეთესო მწვრთნელი კაცი ⚽ საუკეთესო მეკარე ⚽ საუკეთესო გოლი - პუშკაშის თასი ⚽ ფეარ პლეის ჯილდო ⚽ საუკეთესო ქომაგი ⚽ ფიფა პრო 11-ის...

გერი, ცამეტკაცა…

გახურდა ცამეტკაცას, იგივე ლიგის რაგბის მსოფლიო თასი სამხრეთ ნახევარსფეროში და "სარბიელსაც" თემის გაშუქება მართებს. 2005-06 წლებში, სხვათა შორის, თხუთმეტკაცას განაყოფს ქართველებიც მიეძალნენ: შემუსრეს ჰოლანდია (34:14) და სერბეთი (44:12), დამაჯერებლად წააგეს რუსეთთან (14:48) და შანსი არ ჰქონიათ საფრანგეთთან (0:60), რის...

წვიმის კაცი

ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი ფინალი 500-იან მსოფლიო ტურში! ყოჩაღ! ეს ყოველგვარ მოლოდინსა და იმედზე მეტია. ჰამბურგის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რეიტინგში მასზე მაღლა მდგომი ზედიზედ მეოთხე მეტოქის, ნიკოლას ჯარის დამარცხებით შეაბიჯა. დღევანდელი ნახევარფინალის პირველ სეტში ნიკამ 2:2-ზე მოწოდება დათმო, მერე მეტოქეებმა თითო...

ტოჩინოშინს კადობანით დაემუქრნენ

ლევან გორგაძემ ნაგოია ბაშოზე სულ ექვსი ბრძოლა გამართა, ხუთი მოიგო და მხოლოდ მეექვსეში დამარცხდა. სწორედ მარცხიან ბრძოლაში მიიღო ქართველმა ოძეკიმ ტრავმა და ტურნირიდან მოიხსნა. ნაგოია ბაშოს შედეგები საბოლოოდ შეჯამდა და სპეციალურმა კომისიამ ლევანი „კადობანში“ ჩააყენა. მარტივი ენით რომ ვთქვათ, ეს...

ყველა, როგორც ერთი!

ბელგრადში მართლაც დიდი ზეიმის მოლოდინია. უცხო თვალისთვის ეს შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ აქაურებში ისეთი განწყობაა, თითქოს უკვე რუსეთში იყვნენ. მართალია, პესიმისტები ამათშიც გამოერევიან, მაგალითად ჩემი მეგობარი და ყვინთვაში მეწყვილე უროშ აჩიმოვიჩი, რომელსაც სერბეთის გამარჯვებისა არ სჯერა და ამბობს, საქართველო,...

ლევან გორგაძე – ორი ნაბიჯი იმპერატორამდე

იაპონელთა სათაყვანებელ სუმოში ქართული იანვარი დგას. საუკეთესო ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ორიოდე საათის წინ იმპდრატორის თასისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. ტოტინოსინად წოდებული ქართველის მეტოქე ელიტარულ ლიგაში უმძიმესი - 215-კილოგრამიანი მონღოლი იტონოძიო იყო. ფალავნები (სეკიტორები) მარჯვენა დგომში დაეჯახნენ ერთმანეთს და მცირეხნიანი...

არგენტინელთა მთავარი შეცდომა

არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ, 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ოსვალდო არდილესმა ლეო მესი, ხორხე სამპაოლი და მთელი მისი ქვეყნის აწ უკვე გავარდნილი ნაკრები მკაცრად გააკრიტიკა. 65 წლის ვეტერანმა თავისი ემოცია „ტვიტერით" გამოხატა. „ვულოცავ საფრანგეთს მეოთხედფინალში გასვლას და მომავალ თამაშებში დიდ იღბალს ვუსურვებ. არგენტინა: რა...

აბრეზა-უფროსი და აბრეზა-უმცროსიც „ლოკომოტივში“

16 წლის შემტევი ნახევარმცველი ზურაბ დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშებს. მან თბილისის „დინამო“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, თუმცა დინამოელებმა გარკვეული კომპენსაცია მიიღეს ფეხბურთელის აღზრდისთვის. დავითაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ჭაბუკია საქართველოში. მან ეროვნულ ლიგაშიც ჩაატარა რამდენიმე მატჩი. ზურაბ დავითაშვილს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში (17...

ლელო ჰაერში 🎥

  54:22 - ასეთი ანგარიშით მოიგო საქართველოს ნაკრებმა თიბისი რაგბის სერიების პირველი მატჩი. 54 ქულა კანადის წინააღმდეგ - ნამდვილად კარგი შედეგია. ამაზე მეტი ქულა ბორჯღალოსნებს ბოლო წლებში მხოლოდ ერთხელ დაუგროვებიათ - შარშან, ევროპის რაგბის ჩემპიონატის სტარტზე გერმანიის ნაკრებთან 59:7 მოიგეს....