იამალის დაბრუნება
ლამინ იამალი მწვერვალზე დაბრუნდა! ეს უკვე ნაღდია. ამას მადრიდულმა „მარკამაც’’ მიუძღვნა წერილი. „ბარსელონას’’ ვარსკვლავი სექტემბერ-ოქტომბერში ტრავმამ ამოაგდო კალაპოტიდან, მაგრამ გუშინ მის მიერ ლა ლიგის 23-ე ტურში „მალიორკასთვის’’ გატანილი გოლი ჩემპიონატის, სამეფო თასისა და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ზედიზედ მეხუთე გამოდგა....
ლე კლასიკი -ბარკოლას შანსი
დღეს საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტური „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მარსელის’’ შეხვედრით, ეგრეთწოდებული „ლე კლასიკით’’ დამთავრდება. შეხვედრას საჩემპიონო ბრძოლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
პარიზელებს გამოუჯანმრთელდათ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ნიუკასლთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაშავდა. მან ვარჯიში განაახლა, მაგრამ ფრანგული...
სამი გიორგი ერთ მეცში
„მეცის’’ შემადგენლობაში სამმა ქართველმა ითამაშა. მართალია ისინი მოედანზე ერთად არ იყვენ და საერთოდაც, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრაში სამივეს მონაწილეობა ფორმალური იყო, რადგან გუნდის ახალწვეული გიორგი ქვილითაია მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა და გიორგი წიტაიშვილი შეცვალა, მაგრამ ოქმში დაფიქსირდა, რომ...
მამუს მოგება, გოგას მოგება
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. მოიგო ორივემ... სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „ჩიკაგო ბულსი“ 123:107 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 23.18 წუთი გაატარა. მამუმ 17 ქულა, 5 მოხსნა, სამი ჩაჭრა, თითოც პასი...
ფიფამ ახალი შეჯიბრება მოიგონა
ყველამ იცის, რომ წლეულს აშშ-ს, მექსიკისა და კანადის სტადიონებზე მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება, ხოლო ის, რომ ფიფას გადაწყვეტილებით კიდევ ერთი გლობალური შეჯიბრება, FIFA Series 2026 მზადდება, ნაკლებად არის ცნობილი. ეს უცნაური ტურნირი 6 კონფედერაციის 48 ნაკრებს მოუყრის თავს. მასში ფაქტობრივად...
ტორონტო მეექვსემდე დაქვეითდა
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ შინ „მინესოტა ტიმბერვულვზსთან“ 126:128 დამარცხდა.
მამუკელაშვილი ამჯერად სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მაგრამ მაინც ბევრი სათამაშო დრო მიიღო. მან 31.34 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მამუმ ხუთი...
დეშამი: თქვენ გინდათ, რომ მბაპემ 11 კილომეტრი ირბინოს?
უკვე კარგა ხანია ლაპარაკობენ, რომ „რეალის’’ ფეხბურთელები ბევრს არ დარბიან. ამ მხრივ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს კილიან მბაპეს, რომელიც ახალი მწვრთნელის ან უფრო სწორად დროებითი მწვრთნელის ალვარო არბელოას ხელში ხელშეუხებელია ― მიმდინარე სეზონში, 30 შეხვედრაში 37 გოლი...
ვინ უკაპიტნებს მეცს ხვალ?
სამი გიორგის, წიტაიშვილის, აბუაშვილის და ახლა უკვე ქვილითაიას „მეცში’’ რაღაც ხდება ― კაპიტანი შეცვალეს. ოთხშაბათს „ბროწეულისფერთა’’ ახალმა მწვრთნელმა ბენუა ტავენომ განაცხადა, რომ 29 წლის გოტიე ეინს სამკლავური ჩამოერთვა.
„დიახ, ასე გადაწყდა. ჩვენ ანჟედან (სადაც „მეცმა’’ 0:1 წააგო) კვირა საღამოს დავბრუნდით,...
პირინეული ფინალი
სამ ქვეყანაში დაწყებული ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი სლოვენიაში სრულდება, სადაც ორი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. ფინალიც მოსალოდნელი მივიღეთ...
პირველად მოედანზე ესპანელები და ხორვატები გავიდნენ. „ფურია როხას“ უპირატესობა დიდი იყო და ორი ბურთით დაწინაურდნენ. ხორვატებმა ბოლოსკენ მაინც დაძაბეს და სამი წუთით ადრე ერთი...
ორი ვერცხლი და ბრინჯაო
ხორვატიაში დაიწყო სარეიტინგო ტურნირი ჭიდაობაში. ზაგრებში პირველი დღე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმო. საქმეში ექვსი ქართველი ვიხილეთ, მათგან სამმა მედლი მოიპოვა.
70 კილოგრამ წონით კატეგორიაში აკაკი ქემერტელიძემ ფინალში იასპარეზა და ირანელ სინა მაჰდი ჰალილთან 0:10 დამარცხდა; ფინალი დათმო 86 კილოგრამ წონით...
გვარდიოლა პოლიტიკაზე
მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა და უკრაინასა და პალესტინაში გენოციდი ახსენა.
„კაცობრიობის ისტორიაში არასდროს, არასდროს არ გვქონია ასეთი მკაფიო ინფორმაცია, როგორც ახლა: პალესტინაში გენოციდი, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება მთელ მსოფლიოში - სუდანში, ყველგან. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ...
კანტე ფენერბაჰჩეში
თურქული კლუბის „ფენერბახჩეს“ პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა „ალ-იტიჰადის“ ცენტრალური ნახევარმცველის, ნგოლო კანტეს ტრანსფერის შესახებ.
„ზოგიერთ ამბავს დრო სჭირდება, მაგრამ ისინი დაუმთავრებელი არ რჩება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ფენერბახჩეში“, ნგოლო კანტე“, - დაწერა კლუბის პრესსამსახურმა სოციალურ მედიაში.
გარკვეული დოკუმენტური პრობლემების შემდეგ „ფენერბაჰჩემ“ და „ალ-იტიჰადმა“,...
რეალს ვიტინია უნდა
„რეალი’’ მომავალი სეზონიდან ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს და ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ამთავითვე აქტიურად ფიქრობს. ახალი არაფერია იმაში, რომ მადრიდელებს ცენტრალური მცველი სჭირდებათ, მაგრამ ბოლო დრის სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ცენტრალურ ნახევარმცველზე.
„რეალი’’ 18 თვეა რაც ტონი კროოსს მისტირის. ამას გასულ...
80 წუთი უმცირესობაში
უჭირს გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცს’’, რომელმაც „ანჟესთან’’ სტუმრად წააგო 0:1 და 20 ტურის შემდეგ 12 ქულით ბოლო ადგილზეა. ბოლოსწინა ადგილზე მყოფი „ოსერი’’ მას ერთი ქულით უსწრებს. კიდევ ერთი ქულით მეტი აქვს „ნანტს’’, ხოლო „ლე ავრი’’ უკვე მნიშვნელოვნად,...
ჰაკიმის გაძევება, სხვა დუეს გოლი
„პარი სენ ჟერმენმა’’ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე სტუმრად 2:1 მოუგო „სტრასბურს’’ და ლიდერობა დაიბრუნა. პარასკევს „ლანსმა’’ „ლე ავრს’’ 1:0 აჯობა, შესაბამისად პარიზელთა ფეხის დაცდენის შემთხვევაში ლიდერობას შეინარჩუნებდა. ახლა, 21 ტურის შემდეგ პსჟ მეორეადგილოსანს ორი ქულით უსწრებს. „სტრასბურმა’’ თავის მხრივ მეხუთე...
კარლოს ავსტრალიელი
კარლოს ალკარასმა ავსტრალიის ღია პირველობა პირველად მოიგო. გადამწტვეტ მატჩში ესპანელმა ამ ტურნირის 10-გზის გამარჯვებული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2:6; 6:2: 6:3; 7:5 დაამარცხა.
პირველი სეტი ჯოკოვიჩმა წაიღო. კორტზე ძველი, დიდებული ნოვაკი იდგა, მაგრამ საქმეში ახალგაზრდული ენერგია და შემართება ჩაერთო და 22...
ჟორჟის წყნარი შეხვედრა
„ის იზოლირებული იყო. სულ ორიოდ ვარიანტი ჰქონდა. კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა’’, ― დაწერა AS-მა ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ. ქართველი თავდამსხმელის გუნდმა, „ვილიარეალმა’’ 22-ე ტურის შეხვედრაში პამპლონაში „ოსასუნასთან’’ 2:2 ითამაშა. სტუმართაგან ორივე გოლი ხერარდ მორენომ გაიტანა. მორენოს ერთ შეხვედრაში ორჯერ ორ...
ჩვენი რჩეული – ხვიჩა!
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, ტრადიციულად, გასული წლის საუკეთესო სპორტსმენები ასოციაციის წევრების გამოკითხვის შედეგად დაასახელა. სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოებს და სპორტის ჩინოსნებს, ასოციაციამ კლუბ „რესპუბლიკაში“ უპასპინძლა.
აი, ჩვენი რჩეულებიც:
საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი - გიორგი ქალდანი (ძიუდო)
საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი - ნინა თიბილაშვილი (ფარიკაობა)
საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ვახტანგ ლოლუა (ბერძნულ-რომაული...
ნოლემ ტრადიცია ჩაშალა
ავსტრალიის ღია პირველობის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია.
კაცთა შორის ორივე ნახევარფინალში მაგარი ბრძოლა იყო და ორივე ხუთსეტიანი გამოდგა; ქალთა შორის კი გამარჯვებულები მარტივად გამოვლინდა.
ესპანელმა კარლოს ალკარასმა გერმანელი ალექსანდერ ზვერევი დაამარცხა – 6:4; 7:6; 6:7; 6:7; 7:5. მატჩი ხუთ საათსა და 26...
სასტარტოში რომ ვერ ხვდება ლივერპულს უხარია
ესპანური მედია წერს, რომ „რეალი’’ ზაფხულში მორიგ ეტაპს დაიწყებს, როდესაც ალვარო არბელოას ნაცვლად ახალ მწვრთნელს დანიშნავს. იმავდროულად, მოსალოდნელია გუნდის გადახალისებაც. აქ იგულისხმება როგორც ახალი მოთამაშეების ყიდვა, ასევე რამდენიმე ძველის გაშვება.
ლაპარაკობენ, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ საჭიროა გამოჩნდეს ახალი ცენტრალური მცველი და...
კიდევ უფრო საიმედო ინფორმაცია კვარას შესახებ
თავიდან შიშობდნენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული იყო. არ გამორიცხავდნენ, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ ქართველ გარემარბს დიდი ხნით მოუწევდა მკურნალობა და შესაბამისად ფორმის აღდგენაც. შემდეგ გამოჩნდა დამაიმედებელი ინფორმაცია, რომ პსჟ-სა და „ნიუკასლ იუნაიტედის’’ შეხვედრაში დაშავებული ფეხბურთელი 2-3 კვირაში ანუ...
პარიზიენი: კვარას დაშავების შემდეგ პსჟ-მ ტემპი და ფანტაზია დაკარგა
„პარიზიენი’’ წერს, რომ ერთი შეხედვით ლიდერობასა და ჩავარდნას შორი სხვაობა დიდია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „პარი სენ ჟერმენმა’’ სწორედ ამ ნაპრალში მოახერხა ჩავარდნა ― ცხრილში პირველ რვა გუნდს მიღმა დარჩა და მერვედფინალში ავტომატურად ვერ მოხვდა. ახლა ლუის ენრიკეს...
ლუის ენრიკე: ალბათ რთული ტრავმაა
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ნიუკასლის’’ შეხვედრაში (1:1) დაშავდა. მან მოედანზე მხოლოდ 20 წუთი დაჰყო და ამ დროში, კერძოდ მე-7 წუთზე, საგოლე პასის გადაწოდება მოასწრო, მაგრამ შვედი ენტონი ელანგას უხეშობის გამო იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. ქართველი დეზირე დუემ...
ევროპა ფრანგებთან დამთავრდა
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან 1:3 წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. არადა, მოგებისა და ჯგუფიდან გასვლის შანსი გვქონდა.
თამაში ჩვენებისთვის უიღბლოდ დაიწყო – ფრანგების დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ კვარაცხელიას მოხვდა, შემდეგ კეკელიას და კარში აღმოჩნდა.
ფრანგები...
ოთხეულები შეივსო
ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალისტები სრულად შეივსო.
მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი გაუმართლა. სერბი ლორენცო მუზეტისთან სეტებში 0:2 ჩამორჩა, მაგრამ იტალიელმა ტრავმა მიიღო და ტურნირს გამოეთიშა, თუმც ჯოკოვიჩი ნახევარფინალში იტალიელს მაინც ვერ აცდა - მისი მეტოქე იანიკ სინერი იქნება. რეიტინგის მეორე ნომერმა ამერიკელი...
ნეაპოლში ლონდონელები საავადმყოფოში წაიყვანეს
„ჩელსის’’ რამდენიმე გულშემატკივარი ნეაპოლში დაშავდა, ზოგი ვერსიით ისინი დაჭრეს. დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ნაპოლი’’ „ჩელსის’’ მასპინძლობს.
ლონდონურმა კლუბმა გაავრცელა განცხადება, სადაც გუშინდელი საღამოს ამბავი წერია. საუბარია, რომ ორი ინგლისელი ფანი ადგილობრივებთან შეხლა-შემოხლის შემდეგ საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი. მათ...
კოლო მუანი და უილსონ ოდობერი ავარიაში მოყვნენ
მათ უფრო შეეშინდათ, ვიდრე რამე დაუშავდათ ― „ტოტენჰემ ჰოთსფურის’’ ორი ფრანგი ფეხბურთელი რანდალ კოლო მუანი და უილსონ ოდობერი ავარიაში მოყვნენ, მაგრამ გუნდს ფრანკფურტში ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში მაინც შეუერთდებიან. „ტოტენჰემი’’ ჯგუფური ეტაპის ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო „ფრანკფურტი’’ 33-ეზე.
ლონდონელთა...
ნახევარი ნახევარფინალისტები
ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალების პირველი დღე იყო. როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის ორ-ორი ნახევარფინალსტი უკვე ცნობილია.
კარლოს ალკარასმა ავსტრალიელი ალექს დე მინორი სამი სეტში დაამარცხა – 7:5; 6:2; 6:1. მატჩი 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. მსოფლიოს პირველ ჩოგანს მასპინძელმა...
ბრონკან-ბორტოლამის 34 რჩეული
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდის ფრანგულ-იტალიურმა ხელმძღვანელობამ, ცხადია, ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე 34 მორაგბე შეარჩია,რომლებიც 8, 15 და 21 თებერვალს „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები ჯერ შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, შემდეგ - ნიდერლანდებისა. ეს მატჩები შესაბამისად...
ბოიკოტი მსოფლიოს ჩემპიონატსო!
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩატარდება. დაძაბულობის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი გრენლანდიის გარშემო ამტყდარი ვნებათაღელვაა ― გრენლანდია გახლავთ ავტონომიური ტერიტორია რომელიც დანიას ეკუთვნის, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის მისი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. ევროკავშირში ტრამპის...
პარი სენ ჟერმენში ახლა უკვე დროა
ლუის ენრიკემ შეტევა გააძლიერა: ორშაბათს „პარი სენ ჟერმენმა’’ „ბარსელონასგან’’ ოფიციალურად შეიძინა 18 წლის პედრო „დრო’’ ფერნანდესი. შემტევმა ნახევარმცველმა პარიზელებთან 2030 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. საფრანგეთის ჩემპიონმა ესპანეთის ჩემპიონს ფეხბურთელის გამოსასყიდ ფასზე ანუ 6 მილიონ ევროზე მეტი, 8 მილიონი ევრო გადაუხადა.
„პარიზიენი’’...
ვინ არის ალი ?
35 დარტყმა და 33 მოგერიება... საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარე ალი ასლანმა, უფრო სწორად ასლანიშვილმა, ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიასთან მატჩისას მართლაც რომ სასწაულები აკეთა. შორიდან, ახლოდან, თავით, ფეხით, რიკოშეტით, პენალტის ნიშნულიდან თუკი ბურთი კარში წავიდა, ალიმ თითქმის ყველა უკუაგდო და თუ ჩვენმა...
უსენსაციო ავსტრალია
ავსტრალიის ღია პირველობა სენსაციების გარეშე მიმდინარეობს. წლის პირველი დიდ მუზარადის მეოთხედფინალში თითქმის ყველა განთესილი ჩოგბურთელი გავიდა.
კაცთა შორის მეოთხედფინალში რვა განთესილიდან შვიდია, მერვედ 20 წლის ამერიკელი ლერნერ ტიენი (25-ე რეიტინგში) ჩაემატა.
მეოტხედფინალური წყვილები ასეთაი: კარლოს ალკარასი - ალექს დე მინორი; ალექსანდერ...
როი კინი: კერიკი იგებს, მაგრამ არ ვარგა
„მანჩესტერ იუნაიტედმა’’ „არსენალს’’ სტუმრად მოუგო -3:2. გამარჯვებულთაგან პატრიკ დორგუმ და მატეუს კუნიამ შესანიშნავი გოლები გაიტანეს.
მოგეხსენებათ, „იუნაიტედს’’ ახალი მწვრთნელი ჰყავს, მაიკლ კერიკი, რომლის დებიუტი წინა ტურში მანჩესტერულ დერბიში შედგა და 2:0 გამარჯვებით დამთავრდა. და აი, მეორე თამაშში კერიკმა „სიტის’’ ზედ...
ენდრიკის ეფექტი ქართველების წინააღმდეგ
გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ შინ „ლიონთან’’ 2:5 წააგო. ამ შეხვედრაში „რეალიდან’’ „ლიონში’’ იჯარის წესით ახალმა გადასულმა ბრაზილიელმა ენდრიკმა ჰეთ თრიკი შეასრულა და ბუნებრივია მედიამ ყურადღება მასზე გაამახვილა. „ეკიპი’’ წერს, რომ ამ დღეს ენდრიკი 19 წლის და 188...
ალი და ქულა
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრები ხორვატიას 2:2 ეთამაშა. მატჩი ხორვატების სრული დომინაციით მიმდინაორებდა და ავთანდილ ასათიანის გუნდმა ქულა რომ მოიპოვა ჩვენი ფერეიდნელი ქართველი მეკარის დამსახურებაა - ალი ასლანს 33 მოგერიება ჰქონდა, მათ შორის პენალტი.
პირველი გოლი კი ჩვენი...
ალისონისა და ლივერპულის ჩავარდნა
„ლივერპულის’’ წაუგებელი სვლა დრამატულად შეწყდა ― სტუმრად „ბორნმუთთან’’ 2:3 წააგო. მასპინძლებმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნეს და 33-ზე ორამდე გაზარდეს. გოლები გაიტანეს ევანილსონმა და ალეხანდრო ხიმენესმა. 45-ე წუთზე ვირჯილ ვან დაიკმა სხვაობა შეამცირა. მე-80 წუთზე დომინიკ სობოსლაიმ ეფექტური საჯარიმო დარტყმით...
რეალი ვილიარეალისთვის მეტისმეტი იყო
„მიქაუტაძეს მთელი შეხვედრის განმავლობაში აკლდა ხარისხიანი ბოლო მოქმედება, რომლის წყალობითაც ის ბურთს გააკონტროლებდა და საგოლე მომენტებს შექმნიდა. ქართველი იხსნებოდა, ცდილობდა, მაგრამ ბოლო წამს უიღბლო იყო’’, ― წერს „ვილიარეალის’’ თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ AS მას მერე. „ყვითლებმა’’ შინ, „სერამიკაზე’’ „რეალთან’’...
სუპერ მამუ
გამთენიისას სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ პორტლენდს ესტუმრა 110:98 მოუგო. ეს მატჩი უფრო იმით იყო გამორჩეული, რომ ჩვენიანი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მექულე გახდა.
მამუმ ზედიზედ მეორე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 34.51 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა, 6 მოხსნა,...
მთავარი მამოძრავებელი ძალა დაბალი ნიშნით
„ქართველი გარემარბი ბურთის კონტროლისა და მოკლე დრიბლინგების წყალობით მოწინააღმდეგეს მუდამ პრობლემებს უქმნიდა. მისი მოქმედებები იყო ძალიან აქტიური და ზუსტი, მაგრამ ბოლო პასებსა და დარტყმებში ეფექტურობა აკლდა. და მაინც, თამაშზე მისი დიდი გავლენა კარგად გამოჩნდა იმ ეპიზოდში, როდესაც საჯარიმოდან ბურთი...
მბაპე რონალდუს უტევს
მიმდინარე სეზონში კილიან მბაპეს ყველა შეჯიბრებაში ერთად 27 შეხვედრაში 32 გოლი აქვს გატანილი. ამ გოლებიდან საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა 19 ლა ლიგაში შეაგდო, ხოლო 11 ჩემპიონთა ლიგაში. მართალია მას „რეალში’’ გადასვლის შემდეგ ჯერჯერობით მხოლოდ ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი აქვს...
საქართველო ევროპაში მეათეა
ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მე-10 ადგილზე დაასრულა. მეცხრე ადგილისთვის მატჩში ათანასიოს კეჩაგიასის გუნდი საფრანგეთთან 13:16 დამარცხდა.
პირველი პერიოდი ფრანგებმა ანგარიში 4:2 მოიგეს. მეორე პერიოდში საქართველომ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ დასკვნითი ნაწილი ფრანგებმა უკეთ ჩაატარეს და პირველი ტაიმის შემდეგ...
ერთი მოხსნა ორმაგამდე
სანდრო მამუკელაშვილი და „ტორონტო“ საკრამენტოში სათამაშოდ ჩავიდნენ და მეტოქე 122:109 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების ფორვარდი სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე დაბრუნდა და პარკეტზე 32.20 წუთი გაატარა. მამუს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა – 22 ქულა, 9 მოხსნა და 4 ასისტი. სანდრომ...
რიგა, ლატვია, 0:4…
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ლატვიასთან გამართა და 0:4 დამარცხდა.
ლატვია მატიუშენკოს გოლით მესამე წუთზე დაწინაურდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა გასათანაბრებლად შეუტია, საგოლე მომენტებიც ბევრი შექმნა, მაგრამ ხან ლატვიის ნაკრების მეკარე რაინერს მურნიეკსი თამაშობდა კარგად, ხანაც შემტევები სცოდავდნენ და...
მოუგებელი ევროპა
ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა სამი წაგებით დაასრულა.
ტიტე კალანდაძის გუნდი ბოლო ტურში ნიდერლანდებთან 26:31 დამარცხდა. დაახლოებით ათი წუთი თამაში ბურთი ბურთში წავიდა. მდევრის როლში საქართველო იყო. გიორგი ცხოვრებაძის გოლით საქართველო მე-11 წუთზე პირველად დაწინაურდა; მე-18 წუთისთვის საქართველოს ორბურთიანი უპირატესობაც...
სობოსლაის უჩვეულო გოლი
„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგაში „მარსელს’’ სტუმრად 3:0 მოუგო. შეხვედრის ყველაზე ეფექტური მომენტი იყო პირველი გოლი, რომელიც უნგრელმა ვარსკვლავმა დომინიკ სობოსლაიმ ჯარიმიდან გაიტანა. ეს მოხდა შესვენების წინ, 45+1 წუთზე. ნახევარმცველმა ამხტარ ცოცხალ კედელს ბურთი დაბლა გაუტარა და ხერონიმო რულის კარში შეაგდო.
შეხვედრის...
ერთი მეორეშიც მოვიგეთ
სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში თურქეთს ეთამაშა და 14:11 აჯობა.
პირველი მეოთხედი თურქების იყო და 3:1 მოიგეს, მაგრამ მეორეს დასაწყისში წინ უკვე ჩვენები იყვნენ. თუმც, უპირატესობა ბოლომდე ვერ შევინარჩუნეთ და ტაიმი 6:6 დასრულდა.
მესამე...
მამუს ორმაგი დუბლი
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ კალიფორნიაში რჩება. კანადური გუნდი ამჯერად „გოლდენ სტეიტს“ გაეჯიბრა და 145:127 აჯობა.
ქართველი კალათბურთელი „რეპტილიებს“ გამარჯვებაში ორმაგი დუბლით წაეხმარა. მამუმ პარკეტზე 25.39 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება...
პლეი-ოფი დაიგეგმა
EPCR-ის (ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბის) ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების ჯგუფური ეტაპის შედეგად დგინდება მერვედფინალში გასული გუნდების ერთიანი ცხრილი, იქ კი პირველადგილოსანი მე-16 გუნდს მასპინძლობს, მე-2 - მე-15-ეს და ასე შემდეგ. ჩელენჯ თასზე მცირე განსხვავებაა, რადგან იქ სამი 6-გუნდა პულია,...
ჟორჟმა ალბათ რეალისთვის დაისვენა
ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრაში შინ „აიაქსთან’’ 1:2 წააგო. ქართველი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა, ორ ეპიზოდში შეხვედრის გამწვავება სცადა, მაგრამ პირველ შემთხვევაში მისი მიმართულებით გადაწოდებული ბოლო პასი სტუმარი გუნდის მცველმა ჩაჭრა, მეორეში კი ჟორჟმა კარში...




![დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Khvicha-Kvaratskhelia-1-218x150.jpg)



















































