მთავარი მაიკლ ბერკოვიჩის რჩეული საკრივო ფურცლები

მაიკლ ბერკოვიჩის რჩეული საკრივო ფურცლები

გავიხსენოთ კენ ნორტონი

კენ ნორტონის გამო ბევრის დაწერა შეიძლება. მისი საკრივო თავგადასავალი მრავალფეროვანი და ღირსეულია. მაგრამ ამ ჯერზე უშველებელი ფურცლის შედგენა არ გამოვა. ისევ ისა სჯობს, რამდენიმე ეპიზოდი წარმოვადგინოთ მისი საკრივო და რინგსგარეთა ცხოვრებიდან და მის ნაფიქრსაც მივუგდოთ ყური. კენ ნორტონი გასახსენებელი...

ცხოვრება და ტკივილი ლეონ ქილერისა და მისი უმცროსი ძმისა

  მოკრივის ყოფა ხომ ასეთია - ერთ დღეს ყველაფერი მთავრდება. უფრო სწორად კი, ადამიანი ხვდება, რომ იქ, რინგზე მისთვის ყველაფერი დამთავრდა. ასეთია დროისა და ცხოვრების კანონი. ყველაფერი წყდება და მოკრივე, ერთ დროს ცნობილი და სახელგანთქმული, ყოველდღიურობაში დაინთქმება ხოლმე. რინგს გარეთ ის...

დაუვიწყარი დასასრული – 2

აკი მოგახსენეთ, ასეთი სულ თორმეტი ყოფილა - თორმეტი დაუვიწყარი დასასრული. კრივის ისტორიის ერთ-ერთ საყრდენს რომ ქმნის. ოთხი ამათგანი ორი კვირის წინანდელ “საკრივო ფურცელზე” წარმოგიდგინეთ, მომდევნო ოთხის ჯერი კი ახლა მოსულა. 1952 წლის 23 სექტემბერი. როკი მარჩიანო - ჯერსი ჯო უოლკოტი ეს ახლა არის,...

ჩემპიონის ერთი დღე

ოსკარ დე ლა ჰოია დღევანდელი მსოფლიო კრივის უძლიერესი მებრძოლია. მის შესახებ ბევრსაც წერენ და მისი საქმენიც ცნობილია. დაუმარცხებელ ჩემპიონს (28-0) გადაუწყვეტია ხუთი წონის ტიტულები მოიგოს. ამ ჯერზე ის ველთერის წონაში (148 ფუნტი) პირველობს და ახლა სურს ველთერის მცირე (140...

რვა სურათი განგსტერის ცხოვრებიდან

პორტრეტი მაუდის შლაპა, რუხი კოსტუმი, თეთრი პერანგი და შავი ჰალსტუხი. მსუქან თითებში ოცცენტიანი სიგარა, არათითზე დიდი ოქროს ბეჭედი, გულისჯიბეში რომელიმე კათოლიკური წმინდანის სურათი და რეზინის ძაფით შეკრული ასდოლარიანების დასტა.. სხვაფრივ, საშუალო სიმაღლის, ღაბაბიანი, ღიპიანი და კოტიტა ვინმეა. თვალებმოჭუტული ლაპარაკობს ხოლმე...

კაცი, რომელიც როკის ებრძოდა

პირველი შეყრა ათიოდე წლის წინათ, ამერიკულ გაზეთებში გამოჩნდა ცნობა იმის თაობაზე, რომ მილანის განთქმულ “ლა სკალაში” როლანდ ლა სტრაზა იმღერებს. კაცი იფიქრებდა, რომ ვინმე გამოჩენილ მომღერალზეა ლაპარაკიო, მაგრამ ოპერის მოყვარულთათვის ეს სახელი უცნობი იყო და იტალიური სცენისკენ დაძრული ამერიკელი დიდად...

მისტერ ბუნგუს სამეზობლო

ჩვენი ქვეყნის ამბავი ისეთია, რომ საზოგადო საქმეზე თავგადადებულ ხალხს ახირებულ ვინმეებს ეძახიან. აი, კაცი თუ გადაწყვეტს, ჩემი გამორჩენისთვის კი არა, ხალხისთვის უნდა გავაკეთო რამე და დახმარება მჭირდებაო, ასეთ დროს ორგვარად ფიქრობენ: ამბობენ, გიჟიაო, ან თუ გიჟი არ არის, რაღაც...

მარჯვენა დენ დონელისა

დაგბურძგლავს, ხორკლი დაგაყრის ტანზე, გაგახსენდება ძველი დროება, დროება მარტოხელა მებრძოლთა, დროება მკლავისა და მუშტისა, ალალი სიტყვისა და ორ ყლუპად გამოცლილი არაერთი კათხისა. გაგახსენდება და მაშ, არ დაგბურძგლავს? გარდასული დრო იგი საამო, ორასი წელი მაინც გასულა იმ ხანიდან, როცა მუშტს...

იყო სიცილიანი და დიდი მოკრივე

ჰოსპიტალში მაიამი ბიჩის ერთ-ერთ ჰოსპიტალში რომ კვდებოდა, ჭაღარა, კეთილთვალება ზანგი, ცალი თირკმელი სულ არ ჰქონდა, მეორე კი ვეღარაფერში ეხმარებოდა. მერე ზანგი აღესრულა. ეს იყო ზუსტად ორი წლის წინათ, განსვენებული 59 წლისა იყო და მაიამურმა ტაბლოიდებმა ნახევარსვეტიანი ნეკროლოგები მიუძღვნეს მის განვლილ...

ძველ ნევადაში წმინდა პატრიკის დღეს

დილით ორიკვირისწინანდელ ამბავს ვუბრუნდებით, სადაც მძიმე წონის ჩემპიონ კორბეტსა და საშუალოწონოსან პრეტენდენტ ფიცსიმონსის დიადი შერკინების წინაპირობები იყო აღწერილი. ამ ჯერზე, ორთაბრძოლის დღის, 1897 წლის 13 მარტის ამბავს მოგითხრობთ, ფიცსისა და კორბეტის დიდ შეყრას აღვწერთ. ეს იყო ნევადაში, ქალაქ კარსონ სიტიში. ის დღე გამოვიდა უღრუბლო,...

თეოფილო, „მედალა ორო“

ყველაფერი ბილ იეზიმ გვიამბო, ბილი ფილადელფიელია და იმ იშვიათ ამერიკელთა გუნდის წევრია, ჰავანა რომ ვერაფრით დაივიწყეს. ჩვენ შორის ატეხილი დავის მიუხედავად, მან ბოლო ოცდაათ წელიწადში ოთხჯერ მოახერხა კუბაზე ჩასვლა და იქედან შთაბეჭდილებებით სავსე რვეულები, ჯერაც გაუმჟავნებელი ფოტოფირები და „კინტეროს“...

ვერგამოსული დიდი ჩხუბი

ზარი მოდით, ჩარლი როუზს ველაპარაკოთ. უფრო სწორად, გავიხსენოთ ის, რასაც ჩარლი როუზი გვიამბობდა, სანამ ცოცხალი იყო. ჩარლი ძველი დროების პრომოუტერი გახლდათ და ბროდვეიზე პატნემ ბილდინგში ჰქონდა კანტორა, საიდანაც მსუბუქი წონის მოკრივეთა ბედს განაგებდა და მატჩების გამართვას ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ როუზი...

დაუვიწყარი დასასრული

აი, თქვენს წინაშეა რინგი, ადგილი, სადაც მოკრივენი ერთმანეთს ებრძვიან. სულ მალე, ჭერში დაკიდული ნათურები გაანათებს ცისფერ ფიცარნაგს და იქ მებრძოლები გამოჩნდებიან. კრივი დაიწყება და თქვენც სანახაობის მომსწრენი შეიქნებით. კრივი დიდად საინტერესო სანახაობაა, მისი ყოველი წამი იზიდავს თვალს, მაგრამ რა უყვარს...

როკი V

მოკრივის ნაამბობი იყო ასეთი დრო, არცთუ დიდი ხნის წინათ. სლაი, ამერიკის თეთრ ლეგენდას ქმნიდა. ის ქმნიდა ისტორიას თეთრკანიანი მოკრივის, როკი ბალბოას შესახებ. სლაი, იგივე სილვესტერ სტალონე, თითქოს სარინგო ვაჟკაცობის უკანასკნელ დიდ მითს თხზავდა მსოფლიოსთვის. ამბავი ფილადელფიის, მარადიული სიყვარულის ქალაქის ჭუჭყიან ქუჩებში...