მევლუდ მიმინოშვილი: დამწვარი ვაგონებიდან სპორტის რაინდობამდე
მევლუდ მიმინოშვილი გარდაიცვალა, ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ქართველი მსაჯი. სარბიელელები ვწუხვართ მომხდარის გამო და გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც რვა წლის წინ გავაკეთე და გაზეთ „ჩვენი თამაშის“ ფურცლებზე დაიბეჭდა...
„მევლუდ მიმინოშვილმა პირველი მატჩი 1965 წელს თბილისში, დიდუბეში, „სუკონკის“ ხრეშიან მოედანზე იმსაჯა და იქიდან...
ვიქტორ ოსიმენი: კვარა? ჯადოქარია
ვიქტორ ოსიმენმა TvPlay-ზე Vox to Box-ის ფორმატში მარიო ბალოტელისთან და ემილიანო ვივიანოსთან ერთად მიიღო მონაწილეობა და „ნაპოლის" გულშემატკივრისთვის საინტერესო თემებზე ილაპარაკა.
„ოქროს ბურთი" მესის თუ ჰოლანდს?
ორივე იმსახურებს.
თავად თუ იბრძვით მის მოსაპოვებლად?
„ოქროს ბურთის" მოგება ჯადოსნური იქნებოდა. ასეთი დონის ფეხბურთის თამაში ოცნებაა....
კვარაცხელია: ორი ოცნება მაქვს…
ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი სახელი ფეხბურთის ისტორიის წიგნში უკვე ჩაწერა. ის და ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის" მიერ მარადონას გარეშე მოპოვებული ერთადერთი სკუდეტოს გმირები არიან. მოედანზე კვარაცხელია ნებისმიერ მეტოქეს შიშის გარეშე უპირისპირდება, მოედანს მიღმა კი მოკრძალებული ბიჭია. სანამ „აძურისთან" კონტრაქტს გააფორმებდა, ხვიჩას...
ძოფი: ისე ფიქრი, როგორც გარსიამ თქვა, მხოლოდ სუსტებს ახასიათებთ
იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მეკარემ დინო ძოფმა, რომელიც 1998-2000 წლებში „სკუადრა აძურას" წვრთნიდა, AreaNapoli.it-თან ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემაზე ილაპარაკა.
„დღეს სკუდეტოს მოსაგებად ყველაზე კარგად მომზადებული სიმონე ინძაგის „ინტერი" მგონია, მაგრამ არც მისი კონკურენტების ჩამოწერა შეიძლება.
„იუვენტუსი" წლეულს ევროშეჯიბრებაში არ...
ნაპოლის შეხვედრა გულშემატკივრებთან
„ნაპოლი" მესამე დღეა რაც დიმაროში ვარჯიშობს. თავიდან ჩასულებს ჯოვანი სიმეონე და მეკარე პიერლუიჯი გოლინი შეემატნენ, გუშინ საღამოს კი მწვრთნელი რუდი გარსია, მცველი ჟუან ჟესუსი და გოლინი გულშემატკივრებს შეხვდნენ. გთავაზობთ მათ პასუხებს კითხვების გარეშე და იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს „კორიერე...
ზამბო ანგისა: მე კვარას ვუთხარი, რომ საქართველოს ნაკრები მასთან ერთად შეიძლება დიდი გუნდი გახდეს
ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა „ნაპოლის" კამერუნელი ნახევარმცველია, რომელმაც The Athletic-ს ინტერვიუ მისცა. სხვადასხვა კითხვებს შორის, რომლებიც ანგისას დაუსვეს, ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა.
„მე კვარას ვუთხარი, რომ მასთან ერთად საქართველოს ნაკრები შეიძლება დიდი გუნდი გახდეს. მაგალითად ლევანდოვსკი მოვუყვანე, რომელიც პოლონელია. ერთხელ ასეთი...
რუდი გარსია: სპალეტის მემკვიდრეობა? ჯანმრთელობის პრობლემების მეტი არაფრის მეშინია
„ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდს ახალი მწვრთნელი რუდი გარსია დაუნიშნა. გუშინ ფრანგი „კაპოდიმონტე მუზეუმში" ჟურნალისტების წინაშე წარდგა.
„მე და პრეზიდენტ დე ლაურენტისს დიდი ამბიცია გვაქვს. მინდა გულშემატკივარს მადლობა ვუთხრა გულთბილი შეხვედრისთვის და გასულ სეზონში მიღწეული წარმატება მივულოცო. ქალაქში უამრავი...
ზამბო ანგისა: ეს იყო სრული სიგიჟე
ესპანურმა „მარკამ" ინტერვიუ ჩამოართვა „ნაპოლის" კამერუნელ ვარსკვლავ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას. თავისი ქვეყნის დედაქალაქ იაუნდეში დაბადებული 27 წლის ნახევარმცველი ლუჩანო სპალეტის გუნდში ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო.
— როგორი იყო გასული ჩემპიონატი პირადად თქვენთვის?
— ბედნიერი, თუმცა ფანების და კლუბის სიხარულს რომ ვუყურებ...
ჯოვანი სიმეონე: კვარა ნამდვილი მხეცია. ისევე როგორც ვიქტორი
ესპანურმა გაზეთმა AS ინტერვიუ ჩამოართვა „ნაპოლის" ფეხბურთელს, მადრიდის „ატლეტიკოს" მწვრთნელის დიეგო სიმეონეს ვაჟს ჯოვანი სიმეონეს, რომელმაც „აძურის" შემადგენლობაში 751 წუთი ითამაშა, მაგრამ ამ არცთუ დიდ დროში 8 გოლი გაიტანა და სკუდეტოს მოპოვებაში თავისი დიდი წვლილი ითამაშა. სიმეონეს „პარტენოპეელთა" ძირითადში...
რასპადორის ჩემი 500 ევრო მართებს
რადიო Kiss Kiss Napoli-მ ინტერვიუ ჩამოართვა „ნაპოლის" ჩრდილო მაკედონიელ ვარსკვლავ ელიფ ელმასს. საუბარი ბოლო ტურში, „იუვენტუსის" კარში გატანილი გოლით დაიწყო. გოლი ჯაკომო რასპადორიმ შეაგდო, კომბინაცია კი პიოტრ ჟელინსკიმ და ელმასმა წამოიწყეს — სამივე ფეხბურთელი შეხვედრაში გვიან, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.
„ჩვენ...
რაფა ბენიტესი: ნაპოლის მთავარი მოწინააღმდეგე ნაპოლია
ცნობილი ესპანელი მწვრთნელი, 62 წლის რაფა ბენიტესი 2013-15 წლებში „ნაპოლიში" მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, 2014 წელს, „პარტენოპეელებმა" იტალიის თასი და სუპერთასი მოიგეს. გუშინ, „ლა რეპუბლიკასთვის" მიცემულ ინტერვიუში ბენიტესმა სხვა თემებთან ერთად მიმდინარე სეზონსა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის შანსებზეც ილაპარაკა.
დღევანდელ „ნაპოლიში"...
ნეიმარი კი სასტუმროში იჯდა
ბრაზილიისა და შვეიცარიის ნაკრებთა გუშინდელ შეხვედრაში საინტერესო ამბავი მოხდა, ოღონდ... მოედანს მიღმა. ტრიბუნაზე იჯდა ადამიანი, რომელიც ძალიან ჰგავდა ნეიმარს, ყოველ შემთხვევაში ბევრმა მაყურებელმა ასე მიიჩნია და მას სელფი სთხოვა. ფსევდო-ნეიმარმა ავტოგრაფებიც ბლომად დაარიგა. ნამდვილი ნეიმარი კი სტადიონზე სულ არ...
იტალია შეიცვალა, მოურინიუ მუხრუჭია
„იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, რაც ყველამ განიცადა და მეც ძალიან მეწყინა. საბედნიეროდ, რობერტო მანჩინიმ გუნდის სათავეში დარჩენა გადაწყვიტა. მისი დარჩენა იმას ნიშნავს, რომ პროექტი გაგრძელდება და ეჭვი არ მეპარება, რომ წარმატებაც მოვა", — თქვა საქართველოს ნაკრების კარგმა ნაცნობმა-მეტოქემ...
ჩირო ფერარა: მე ვნახე მარადონა
2020 წლის შემოდგომაზე ჩირო ფერარამ გამოსცა წიგნი „მე ვნახე დიეგო და ყველაფერი სწორედ ასე იყო". წიგნში აღწერილია „ნაპოლის" ოქროს წლების ამბავი. ის ეძღვნებოდა დიეგო მარადონას, რომელიც იმხანად 60 წლისა სრულდებოდა — ეს მისი უკანასკნელი დაბადების დღე აღმოჩნდა.
ერთი ხნის წინ...
ხედვების ამბავი…
„ბათუმის“ მეკარე ლაზარე კუპატაძეს კლუბი დაატოვებინეს. კონკრეტული მიზეზი არ თქმულა, თუმც რა ძნელი მისახვედრია, „ბათუმიდან“ მისი გაშვება ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „სლოვანთან“ წაგებას და 26 წლის მეკარის უხეშ შეცდომას უკავშირდება. ასეთი რამ კი მხოლოდ საქართველოში უნდა მოხდეს - ...
ვილის ევროპა და ამერიკა
ვილი ისიანმა ამერიკის კოლეჯების ლიგაში მეოთხე სეზონი დაამთავრა და ახლა ახალი ნაბიჯისთვის ემზადება. 24 წლის და 204 სანტიმეტრი სიმაღლის მძიმე ფორვარდი დღესდღეობით საქართველოშია, აქვე ემზადება და მომავალი კლუბის მოლოდინშია. აი, თავად რა გვითხრა:
- ახალი სეზონიდან პროფესიულ კარიერას ვიწყებ. ველი...
დიდი ინტერვიუ დიდ ფილთან
ლუიშ ფელიპე სკოლარი 73 წლის არის. 40 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც მან მწვრთნელის ხელობას მიჰყო ხელი. 20 წელი სრულდება მას მერე, რაც სკოლარიმ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახადა.
ლეგენდარულ მწვრთნელს „დეილი მეილმა" ჩამოართვა ინტერვიუ. ჩვენ ამ ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ:
*...
ლევან ჯობავა: რიდი და სიფრთხილე მაინც იგრძნობა
თბილისის „ვიტ ჯორჯია“, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ცოტა არ იყოს, მივიწყებულია - კლუბი თავისი კოლორიტი ფეხბურთელებით, მაგალითად, გიორგი ადამიას გარღვევებით, დავით დიღმელაშვილის ბურთის ფლობითა და პასებით, ოთარ მარცვალაძის სპრინტებით, ლევან მელქაძის გოლებით...
რა თქმა უნდა, პრეზიდენტი: გურამ რუხაძე... მასთან ასოცირდება „ვიტ...
ფეხბურთის ბიჭი
მისი თამაში ჯერ კიდევ პატარაობიდან გვახსოვს, მაგრამ მამამისმა, ბადრი კვარაცხელიამ ისეთი ამბავი მოგვიყვა, ყველაფერი გადაფარა... თურმე ხვიჩა კვარაცხელია 13-14 წლის იყო, როცა დილის 7 საათზე სახლიდან გადიოდა, 6 ნომერ ავტობუსში ჯდებოდა და ორი კილომეტრის სიშორეზე „დინამოს“ აკადემიაში მიდიოდა სავარჯიშოდ....
ანტი-ლემპარდი? რა სისულელეა
„შპორტ ბილდმა" გამოაქვეყნა ინტერვიუ 27 წლის მცველ ანტონიო რუდიგერთან. მოგეხსენებათ, ის „ჩელსიში" თამაშობს, სადაც ცოტა ხნის წინ მწვრთნელად თომას ტუხელი დაინიშნა. „ჩელსიშივე" არიან გერმანელები კაი ჰავერცი და ტიმო ვერნერი. თურმე, არ არის გამორიცხული „ლურჯებმა" მომავალშიც შეიძინონ მოთამაშეები ამ ქვეყნიდან.
რუდიგერის...
გიორგი ჩიხრაძე: უცხო მწვრთნელი გვიანია !
ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე ამჟამად უმუშევარია. გახსოვთ როგორი „ამერი“ ჰყავდა ჩიხრაძეს? – დისციპლინირებული, გამართული, მოგებაზე მომართული...
„ამერის“ დაშლის შემდეგ ჩიხრაძემ აზერბაიჯანს მიაშურა და ბაქოს „ინტერში“ კახა ცხადაძის თანაშემწე იყო. ცხადაძესთან ერთად ასევე უმუშავია საქართველოს ეროვნულ გუნდში, ყაზახურ „ქაირატსა“...
დუდუ ქუბრიაშვილი – ჯერ გასინჯე, მერე განსაჯე
34 წლის ექს-ბორჯღალოსანი გასული წლის ოქტომბერში საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონ „პერპინიანს“ შეუერთდა და იმედოვნებს, რომ ფრანგული კატალონიის ქალაქის გუნდთან ერთად ტოპ 14-ში დაბრუნებას შეძლებს. მით უფრო, რომ წლის ბოლომდე გაფორმებული კონტრაქტი პერპინიანელებმა ვეტერან ვარსკვლავს 2022 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივეს.
დავით (დუდუ) ქუბრიაშვილს...
ფლიკი: არ მესმის, როგორ შეიძლება ეს ვინმეს არ ესმოდეს!
დეკემბერი დადგა, 2020 იწურება. ამ წელიწადს „ბაიერნის" მწვრთნელმა, 55 წლის ჰანსი ფლიკმა უდიდეს წარმატებას მიაღწია — „ტრიპლი" მოიგო, შემაჯამებელი ინტერვიუ კი მას მიუნხენური კლუბის ჟურნალმა „51"-მა ჩამოართვა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ საუბრიდან.
- ჰერ ფლიკ, თომას მიულერს მიაჩნია, რომ თქვენ უშიშარი...
ფეხბურთის დიდი ეგო
ეს ამბავი ცოტათი თბილისურ ისტორიას ჰგავს: რაღაც საქმეზე ძველი ნაცნობის დაჭერა რომ გინდა და მისი მობილური ტელეფონის ნომრის გასაგებად მთელ ქალაქს რომ შეაწრიალებ.
დიეგო მარადონას ძებნა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დავიწყე და ბოლოს მივაგენი კიდეც. მასთან სატელეფონო ინტერვიუს დიდი ჩხრეკა-ძიება და...
ჯიგარი !!!
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ასეა სპორტსმენების კარიერაც. ვინც გამორჩეულია, საზოგადოება მის ყველა ნაბიჯს დიდი ყურადღებით აკვირდება, ვინც ღირსეულია - ბავშვებისთვის სამაგალითო ხდება, ხოლო ვინც თან წარმატებულია - მთელ ერს უყვარდება! და როცა კარიერის დასრულების დრო დგება, მადლიერი ქომაგი...
ჭიკაძე, სტალონე, სნუპ დოგი…
კიკბოქსინგში ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა გიგა ჭიკაძემ UFC-ის ოქტაგონზე რომ გადაინაცვლა, ორთაბრძოლების მოყვარულებმა იციან. თუმცა პანდემიამ ცხადია, გეგმები და გრაფიკი ყველას აურია. რა გავლემა მოახდინა UFC-ზე მსოფლიოში გავრცელებულმა COVID 19-მა და როგორ შცვალა პირადად გიოგას გეგმები - ამ და სხვა კითხვებით...
გვინდა 11 ანწუხელიძე!
2003/2004 წლების სეზონის თბილისის „თბილისი“ თავისი ლამაზი ფეხბურთით... იმ გუნდს 31 წლის გიორგი დევდარიანი წვრთნიდა. იქიდან მოყოლებული, დევდარიანი ყოველთვის საინტერესო პერსონა იყო ქართულ ფეხბურთში. საკამათო და ბევრისთვის მიუღებელი იყო ხოლმე მისი აზრი, მაგრამ ხმამაღლა საუბარს მაინც არ ერიდებოდა.
რამდენიმე თვის...
მაისის შუაში
ლა ლიგას პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ვარაუდობს, რომ ევროპის ტოპ ლიგები მაისში ჩემპიონატებს განაახლებენ. ტებასმა „მარკას" მისცა ინტერვიუ, რომელიც გადმოვაქართულეთ. გთავაზობთ ოდნავ შემოკლებულ ვარიანტს.
— რა მონაცემები გაქვთ ხელთ პროფესიონალ ფეხბურთელებს შორის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით?
— ფეხბურთელებს შორის სურათი ზუსტად იგივეა, რაც...
მათ პირობებიც ჩვენზე უკეთესი აქვთ
„შპორტ ბილდში" გამოქვეყნდა გერმანიის ნაკრებისა და „რეალის" 29 წლის ნახევარმცველის ტონი კროოსის ინტერვიუ. საუბარი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატსა და ბუნდესნაკრების მზადებას შეეხო. გთავაზობთ მის გადმოქართულებულ ვარიანტს.
— ახლოვდება 2020, ევროპის ჩემპიონატის წელიწადი. რა განწყობითა და ფიქრებით ხვდებით მას?
— მსურს გერმანიის...
გოდინი: ინტერში ნიჩაბი მიჭირავს
ამ ზაფხულს დიეგო გოდინი „ინტერში" გადავიდა და ამით მისი თავგადასავალი „ატლეტიკოში" დასრულდა. ხუთი ტურის შემდეგ „ინტერი" სერია „ა"-ს ცხრილს სათავეში რომ მოექცა, ამაში, ურუგვაელის დიდი დამსახურებაც არის. გადასავლის მიზეზი: მილანელებმა მას სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, მადრიდელებმა — არა. და აი,...
როცა თამასა ძალიან მაღლაა
საფრანგეთის ნაკრების 50 წლის მწვრთნელმა დიდიე დეშამმა „შპორტ ბილდს" ინტერვიუ მისცა. საუბარი შეეხო გერმანელი მწვრთნელის თომას ტუხელის ხელში „პარი სენ ჟერმენის" გამოსვლას, „ბაიერნის" ფრანგ ვეტერანს ფრანკ რიბერის, ბენჟამენ პავარს, კინგსლი კომანს, სერჟ გნაბრის და სხვა პიროვნებესა თუ თემებს.
გთავაზობთ, ამონარიდებს...
ხიდების აგების ინჟინერი ნოდარი…
დღეს ზუსტად ცხრა წელი შესრულდა ნოდარ ახალკაცის გარდაცვალებიდან. ამ პიროვნებამ თბილისის „დინამოს“ მწვრთნელობით ქართველი ერის ისტორიაში ეპოქა შექმნა - მისი ხელმძღვანელობით „დინამომ“ ორჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის თასი, ერთხელ - ჩემპიონატი, ხოლო 1981 წელს - ევროპის თასების მფლობელთა თასი...
რამდენიმე წლის...
მათამაშეთ!
"ბონჯორნო, გენაცვალე" - მყუდრო რესტორანია კრასნოდარში, როგორც იქაურები ამბობენ, ქართული რესტორანი იტალიური აქცენტით. ეს ის ადგილია, სადაც მშობლიურ გარემოს იქმნის კრასნოდარის და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, თორნიკე ოქრიაშვილი.
"ოქრი" ახლაც "გენაცვალეშია" ქართველ მეგობრებთან ერთად და ცოტა ხანში ტელევიზორით მოუწევს "კრასნოდარის"...
ხორხე სამპაოლი — არგენტინული მენტალიტეტის მსხვერპლი
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ „მარკასთვის" მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა ლეო მესიზე, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციაზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე.
ასე მაგალითად, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტ კლაუდიო ტაპიაზე მას ცუდი არაფერი დასცდენია. ამასთან, სამპაოლიმ თავისი მომავალიც ახსენა.
„გადავწყვიტე ცოტა...
გაზას ყვ…ირილი და ვინი ჯონსი
მსოფლიოს სპორტული ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სურათია, როგორ უჭერს ვინი ჯონსი პოლ გასკოინს ყვერებში ხელს. ასეთი ბევრი არ არის. ნუ, ვთქვათ, როგორ ადგას თავზე გამარჯვებული კასიუს კლეი რინგზე განრთხმულ სონი ლისტონს და კიდევ რამდენიმე.
ამ კაცობრიობას შემორჩენილი წამიდან 30...
არშემდგარი დაბრუნება
მასზე ამბობდნენ, არ გაუმართლა საქართველოში რომ დაიბადა, თორემ მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდებოდაო. გია რაფავას არ გაუმართლა, როდესაც კლოდ სორელმა აითვალწუნა და ორმეტრიანი გოლიათი ნაკრებს ჩამოაშორა. სორელამდე გია რაფავამ 13-ჯერ ითამაშა ნაკრებში და გულშემატკივართა ჯილა იყო. არაადამიანური ჯანის პატრონი, მეტოქეს...
თეთრი ანგელოზი
დიდი ფეხბურთელი იყო, სხვათაგან გამორჩეული, ხასიათითაც თავისებური. ეროვნულ გუნდში ადგილის დამკვიდრება არ გასჭირვებია, 20 წლისა ევროპის ჩემპიონი გახდა და საფეხბურთო სამყაროც აალაპარაკა.
თანაგუნდელთა უმეტესობას ათვალწუნებული ჰყავდა, არა თამაშის გამო, სხვა მიზეზით... მის ცოლზე ამბობდნენ, პრეტენზიულიაო... მის გარშემო ათასი ჭორი დადიოდა....
ვიცხოვროთ უბრალოდ!
„მილანის“ და იტალიის ნაკრები. მსოფლიო სამი ჩემპიონატი და ამდენივე ევროპის. ორი ფინალი, ერთი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის, მეორე - შარშანდელი ევროპის. ორჯერვე იმედგაცრუება. წაგება მატჩისშემდგომი პენალტებით და „ოქროს გოლით“. ექვსჯერ სკუდეტო, სამჯერ ჩემპიონთა თასი. 16 წელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო...
მიხეილ მესხი: მე ფეხბურთი არ მათამაშეს!
ინტერვიუს პირველი ნაწილი
ინტერვიუს მეორე ნაწილი
- გავიგებ, რა ხდებაო. თურმე ნუ იტყვით, ცეკაში არაფერი იციან, პირიქით, ახალკაცს უჭერენ მხარს... ახალკაცის გაგდება მარტო მინისტრს სურდა. საღამოს ბაზაზე ვბრუნდებით, ვარჯიში გვაქვს, მეორე დღეს მოსკოვის „დინამოს“ ვეთამაშებით. ახალკაცს ისე უჭირავს თავი, ვითომ არაფერი...
მიხეილ მესხი: ვსვამდი, სიგარეტსაც ვეწეოდი, სხვა რამეებსაც ვაკეთებდი…
ინტერვიუს პირველი ნაწილი იხილეთ 17 თებერვლის მასალაში.
– რატომ არ გათამაშებდათ? ერთხელაც არ გიკითხავთ?
– რა აზრი ჰქონდა კითხვას. რა გიპასუხოთ, არც ვიცი. ყოველთვის ერიდებოდა ძირითადში ექვსი–შვიდი თბილისელის დაყენებას. სამ–ოთხს კიდევ ეგუებოდა, მეტს ვერა. დიქტატორობა უნდოდა, თერთმეტ თბილისელთან არ გამოუვიდოდა.
– იქნებ...
მიხეილ მესხი: დიდი ფეხბურთი რომ ვერ ვითამაშე, КГБ-ს ხელი ურევია
ზუსტად აღარ მახსოვს, 1984 თუ 85 წელი იყო. გახურებული საბჭოთა კავშირის ჩემპიონატია. თბილისის ,,დინამო“ კრიზისშია და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. მაშინ, როგორც თითქმის ყველა ბიჭუნა, მეც ბურთს დავდევდი და ,,დინამოს“ იქით ვერაფერს ვხედავდი. მაისის თვე იდგა, წვიმდა. წინადღეს...
ქართველებო შემოგვთავაზეთ სიურპრიზი, თქვენ ეს შეგიძლიათ!
„როდესაც დენი ბურთს მიიღებს, ჩათვალეთ, რომ ათიდან ცხრა შემთხვევაში ლელოს გაიტანს. ლუგერი ფანტასტიკური მოთამაშეა“ - ეს სიტყვები ინგლისის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ფენომენალურ კლაივ ვუდვორდს ეკუთვნის.
დენ ლუგერი ახლა საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის „ტულონში“ ჩვენი გია ლაბაძის მხარდამხარ თამაშობს, მანამდე კი...
ბურთის მადლი
თბილისშიც ყოფილა და ეროვნული სტადიონის გაყვითლებული მინდვრის ირგვლივ ურბენია. თამაშით არ უთამაშია, ტრავმა ჰქონდა და გართულებას მოერიდა.
მაშინ კიევის „დინამოს“ თავდამსხმელი გახლდათ, უკრაინაში ბადალი არ ჰყავდა.
ახლა იტალიაშია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის - „მილანის“ თავდამსხმელია, იქაც უბადლოა, „სან სიროს“ სტადიონის ხასხასა...
ინტერვიუ ფეესბეს გენერლის ტელეფონით
19 წლის იყო, რუსეთის ნაკრებში დებიუტი რომ ჰქონდა და იქიდან მოყოლებული, სეზონი ისე არ დაუსრულებია, რაიმე ტიტული არ მოეგო. 26 წლის ეკატერინა გამოვას პირად და სანაკრებო ჯილდოებს თვლა არ აქვს, შარშანწინ კი ჯერჯერობით უმთავრესი ჯილდო ირგუნა - 2004 წლის...
ქარავანი და, რა ქარავანი!
მეათე წელია საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრების კაპიტნის ამირან ჯიოშვილის და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფრენბურთელი ქალის ვიქტორია რავას ვარსკვლავური ოჯახი შობა-ახალ წელს საფრანგეთში ხვდება.
ამირანი „ნიცას“ ერთ-ერთი ლიდერია, ვიკა კი „კანის“ სუპერვარსკვლავია და სპორტული რეჟიმის გამო საახალწლოდ საქართველოში ჩამოსვლას ზაფხულობით თუ ახერხებენ....
იქ, სადაც რაგბი რელიგიაა
ენდი მერთენსი 21 წლის კნაჭა ბიჭი იყო, ახალი ზელანდიის ნაკრების 10-ნომრიანი შავი მაისურა რომ გადააცვეს და ხორცსაკეპში შეუშვეს. ერთად იყწებდნენ ის და მთაკაცი ჯონა ლომუ. 1973-მა წელმა უნიჭიერესი მორაგბეები აჩუქა მსოფლიოს - ენდრიუ მერთენსი, ტანა უმაგა, ჯასტინ მარშალი (ახალი...
მარსელ დესაის ქართველები და საქართველო
რა შეიძლება ინატროს ღარიბ აფრიკულ ქვეყანაში დაბადებულმა ზანგმა ბიჭუნამ? ძალიან იოლია ამის გამოცნობა: ითამაშოს ფეხბურთი, წავიდეს ევროპაში, მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, კონტინენტის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი...
ეს ოცნება ოცნებადვე რჩება მილიონებისთვის, მაგრამ არიან ისეთებიც, სულ სამაგალითო სპორტსმენები, ვინც ოცნების ცა გადაიფრინეს და...
Oh, my goal
ნიუკასლის შესასვლელთან, ბორცვზე, დაახლოებით 50-მეტრი სიმაღლის მონუმენტია. ერთი შეხედვით , დიდი არაფერი, მარტივი კონსტრუქციაა, რომელსაც ფერიც ჟანგისა დაჰკრავს... რამდენიმე წლის წინ კი იმ ბორცვზე ასეთი რამ მოხდა: „ნიუკასლის“ ფანებმა კლუბის 50-მეტრიანი მაისურა შეკერეს, უკანა მხარეს ციფრი „9“ და „GOD“...
ეს იყო ტაშკენტში… რუბენისს ყველაფერი ახსოვს
დრო გაჩერდა...
გამარჯვებულთა შეძახილები...
მოედნის ცენტრი...
შავ სამოსში გამოწყობილი 30 წლის ახალგაზრდას ხელები აღუმართავს. ის ჩვენი კოლეგა, სპორტული ჟურნალისტია, იმავდროულად მსაჯი. 34 წლის წინათ, 18 ნოემბერს, ტაშკენტის „ფახთაქორის" სტადიონზე ამ კაცის სინდისსა და პროფესიონალიზმზე იყო დამოკიდებული, ვინ გახდებოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.
საღამოს ცხრის...
დიდი ავსტრალიელის ფრანგული დრამა ინგლისელი მკვლელით
მსოფლიოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, სამი ერის ორგზის მომგები, ზე 12-ის ორგზის გამარჯვებული! 139 თამაში ავსტრალიის ნაკრებში და ამ მხრივ დამყარებული მსოფლიო რეკორდი!
მეტი რა უნდა ინატროს მორაგბემ? მაგრამ, როგორც ირკვევა, „ვოლაბების“ და „ბრამბიზის“ ლეგენდარული 9 ნომერი და კაპიტანი ჯორჯ გრეგანი...