სამშაბათს დიდი რაგბია. მართალია, სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდულ ნაკრებთა მსოფლიო პირველობა მიმდინარეობს, მაგრამ გუნდები ისეთი დონის თამაშს დემონსტრირებენ, უკვე დღესაა ნათელი – მომავლის რაგბი ახლანდელზე მეტად ხარისხიანი იქნება, ამიტომაც სამშაბათი დიდი სარაგბო დღეა. ის კი ნაღდად ფაქტია, რომ ახალგაზრდა ბრჯღალოსნებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ამჟამინდელი პერსპექტივები აქამდე არ ჰქონიათ. გარდა იმისა, რომ ქართველებს იტალიის ბონუსით დამარცხება...
კატეგორია: დავთარი
ტიტულომანი ყოველ დილით ღიმილით იღვიძებს
ნიგერიის ნაკრებისა და „ნაპოლის” თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი Soccernet.ng-ს თავის ამბიციებზე და 2022-23 წლების საოცარ სეზონზე ელაპარაკა. 24 წლის ფორვარდმა ნეაპოლელთა საჩემპიონო სეზონში, სერია A-ში 26 გოლი გაიტანა. ყველა შეჯიბრებაში ერთად მან 31-ჯერ შეაგდო. ის დაასახელეს სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად. როგორც ნიგერიული პორტალი წერს განსაკუთრებით საამაყოა, რომ Transfermarkt-მა ის 120 მილიონ ევროდ შეაფასა, რაც იმას ნიშნავს, რომ...
საქართველომ არგენტინა დაადუმა
Rugbydump: „მიუხედავად იტალიის მიერ სამხრეთ აფრიკის ღირსშესანიშნავი ძლევისა, „მსოფლიო რაგბის“ U20 მიმდინარე ჩემპიონატზე უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა. საქართველოს ყოვლისმომცველი გამარჯვება არგენტინაზე იყო ტიერ 2-ის ერის რეალური განაცხადი ელიტაში შესვლაზე. ქართველები განუწყვეტლივ აკაკუნებენ ექვსი ერის კარზე და ევროპული რაგბის უმაღლეს ეშელონში ჩარიცხვას ითხოვენ, ეს არის იმის დასტური, რომ ქვეყანაში მოთამაშეთა აუცილებელი სიღრმეებია და ისინი აგრძელებენ გაუმჯობესებას....
პუმისტყაოსნები
საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა სამამულო რაგბის ისტორიის მორიგი საამაყო გვერდი დაწერა. მეტიც, უმცროსი ბორჯღალოსნები ამ ბოლო წლებში ისეთ საოცრებებს სჩადიან, რაგბის ისტორიაში მათი კუთვნილი თავი განსაკუთრებით საამაყოა. ჩვენმა ბიჭებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სტელენბოსის „დენი ქრეივენზე“ ზედიზედ მეორე მაგარი მატჩი ჩაატარეს და თუ სტარტზე მასპინძლებთან უიღბლობის ხარჯზე 10-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ, ხუთშაბათს...
ახალგაზრდა ბორჯალოსნები პუმიტასის წინააღმდეგ
უმცროსი ბორჯღალოსნების აფრიკული თავგადასავალი ხუთშაბათს გაგრძელდება. იგივე სტელენბოსში, უკვე ნაცნობ „დენი ქრეივენზე“ ლადო კილასონიას რაზმს არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრები დაუპირისპირდება. სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე მიმდინარე „მსოფლიო რაგბის“ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში მასპინძელ სამხრეთ აფრიკას დიდი ბრძოლა გაუმართა და მხოლოდ უიღბლობის გამო დარჩა უქულოდ – 23:33. როგორც ადრეც ვწერდით, ქართველებს მოგება თუ არა, სულ მცირე 2...
როგორ მოვხვდებით ოლიმპიადაზე…
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელსაც საქართველო და რუმინეთი მასპინძლობენ, პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურებიც თამაშდება. 2024 წლის ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირში 16 ნაკრები ითამაშებს, აქედან ევროპა ოთხი გუნდი იქნება წარმოდგენილი. ამ ოთხიდან ერთი გუნდი ცნობილია – მასპინძელი საფრანგეთი. ასე რომ, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოლიმპიადის სამი საგზური გათამაშდება. შესაბამისად, ოლიმპიადაზე მოსახვედრად საჭიროა პირველი სამი ადგილიდან ერთ-ერთის დაკავება, თუმცა არსებობს...
ქართველებმა სამხრეთ აფრიკა გააოცეს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი მასპინძელ თანატოლებთან 23:33 კი დათმეს, მაგრამ მსოფლიო რაგბის ამ ფორუმზე ფურორი ნამდვილად მოახდინეს. ჩვენს ბიჭებს ოდნავ რომ გამართლებოდათ და „პატარა ქურციკთა“ მგეზავ იან სმითს ოდნავ ნაკლები სიზუსტით ერტყა კარში, ანგარიში სულ სხვაგვარი იქნებოდა. სამხრეთაფრიკელმა 7-ჯერ დაარტყა ქართულ კარში და ყველა ზუსტად. სმითმა მასპინძელთა სამივე ლელო...
აუცილებლად წასაკითხი !!!
წუხელ, წასაგები თამაში წავაგეთ. მეტიც, ჯერ კიდევ სანაკრებო შეკრების დაწყებამდე ნათელი იყო რომ წავაგებდით. გასაკვირი ეს წაგება კი არ არის, გასაკვირი ის არის, რომ ნორვეგიასთან ქულა გადავარჩინეთ და კვიპროსში, რომელსაც ქართული ენის უცოდინარი ქართველები კიპრს ეძახიან, მოვიგეთ. ქართულის არცოდნა ტყუილად არ მიხსენებია. საკუთარი ენის არცოდნა, საკუთარი თავის უპატივცემულობაა. საკუთარი თავის უპატივცემულობა კი უთავმოყვარეობაა. უთავმოყვარეოს რაიმე...
მარცხი წყალში
საქართველოს ნაკრები შოტლანდიაში 2-0 დამარცხდა. თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ლოგიკურადაც. ვილი სანიოლის გუნდი ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა და მეტოქემ აშკარად დაგვჩაგრა. მატჩის წინ გლაზგოში უხვი ნალექი მოვიდა, შესაბამისად „ჰემპდენ პარკის“ საფარს ძლიერი კვალი დაატყო. მოედანი დაიტბორა და ბურთი თითქმის არ მოძრაობდა. შედეგად, მატჩი საათსა და 40 წუთს შეჩერდა. თითქოს ყველაფერი მოწესრიგდა, მაგრამ მინდორი ბევრად უკეთესის სურვილს ტოვებდა....
ლადო კილასონიას 30 რჩეული
მოგეხსენებათ, 24 ივნისს სამხრეთ აფრიკაში ესოდენ ნანატრი ტურნირი დაიწყება: სამწლიანი პაუზის შემდეგ სტარტს აიღებს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 2020-2022 წლებში კოვიდ პანდემიის გამო არ გამართულა. ცხადია, ტურნირში ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას – უმცროსი ბორჯღალოსნები ზედიზედ მეხუთედ ითამაშებენ პლანეტის 12 უძლიერეს ახალგაზრდულ ნაკრებს შორის. ჩემპიონატისთვის გასახურებელ მატჩებში ლადო კილასონიას ბიჭებმა ორი მარცხი განიცადეს და...









