მთავარი დავთარი

დავთარი

გაზუთხული ფრაზების იქით…

მოვედით. ახლა კი ნამდვილად დეპოში ვართ... არადა, ჩვენივე ბრალია. ზოგჯერ თვალი წავუხუჭეთ, ზოგჯერ აშკარად წაგვთვლიმა, არც მემანქანის შეწუხება ვინდომეთ და, აჰა! რატომ იგავ-არაკებით? სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას: გუშინ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ სპორტულ მედიაზე ფეხი შეიწმინდა. ავლაბრის რეზოდენციაში...

ალინა, ლუკა და ნოა

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ოფიციალურმა საიტმა (www.eurolympic.org) საქართველოს და ისრაელს საგანგებო სტატია მიუძღვნა, სადაც ყურადღება შვეიცარიაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს სპორტულ ფორუმზე  ამ ორი ქვეყნის სპორტსმენთა წარმატებაზეა გამახვილებული. „ლოზანის III ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ევროპის ორი ქვეყნისთვის ისტორიული გამოდგა. საქართველომ და ისრაელმა ზამთრის...

ფეხბურთელებო, ერიდეთ პოლიტიკას

- ეჰ, სულ ტაქსის მძღოლი კი არ ვიყავი... - ალბათ ორი საუნივერსიტეტო განათლება გაქვთ და დეპარტამენტს ხელმძღვანელობდით (ღიმილით)... - არა, ფეხბურთელი ვიყავი. - მიაღწიეთ რამე სერიოზულს? - როგორ გითხრათ. FIFA-მ წლის საუკეთესო თავდამსხმელად მაღიარა... თუ ეს საუბარი თბილისში კი არა, ვაშინგტონში ხდება, UBER-ის ტაქსიში...

მთავარია მარიფათი

ესპანეთის სუპერთასის გათამაშების ახალმა ფორმატმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. როგორც წესი, ტიტულს ორი გუნდი შინ და გასვლით სისტემით ათამაშებდა. ცვლილება საუდეთიდან მიღებულმა მაცდურმა წინადადებამ განაპირობა - ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაცია 4 წელიწადში გარანტირებულ 120 მილიონ ევროს მიიღებს, სუპერთასი კი 4...

კიკე – ბარსას ელ მაესტრო

„ბარსელონას“ ფანებისთვის ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა კლუბის დირექტორატის გადაწყვეტილება. 14 იანვარს კატალონიური გრანდის საჭე კიკე სეტიენმა ჩაიბარა. კონტრაქტი 0.5+1+1 სისტემით გაფორმდა, მაგრამ ეს სულაც არ არის მთავარი. ყველას ერთადერთი კითხვა აწუხებს: რატომ სეტიენი, რომელსაც სამწვრთნელო ასპარეზზე დიდად არ დაუქუხია და...

საქართველომ საფრანგეთი ჩაძირა

პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. ბუდაპეშტში დაწყებულ ვაჟ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს დაძაბულ ბრძოლაში 9:7 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი გარანტირებულია. წყალბურთის ქომაგებს, ალბათ, შეხსენება არ სჭირდებათ, რომ წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ურთულეს...

ევროთასები ფრანგულად

გასულ უქმეებზე ევროპაში საკლუბო ტურნირების ბოლოსწინა, მე-5 ტური გაიმართა, რომელმაც ბევრ საკითხს ნათელი მოჰფინა. კერძოდ, გაირკვა, რომ სამმა ფრანგულმა და თითო ირლანდიურმა და ინგლისურმა კლუბმა მეოთხედფინალის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა. ესენი არიან „კლერმონი“, „რასინგი“, „ტულუზი“, „ლენსტერი“...

ხელებსაც ვიქნევ და ფეხებსაც ვერ მომჭამთო…

გახსოვთ საედ მოლაი? სახელგანთქმული ირანელი ძიუდოისტი, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც თავისმა სამშობლომ პოლიტიკურ დევნილად აქცია და ისიც იძულებული გახდა უკანმოუხედავად გაექუსლა. მოლაიმ, ჯერ თავი გერმანიას შეაფარა, შემდეგ კი მონღოლეთს მიაშურა, იქაური პასპორტი აიღო და ამიერიდან საერთაშორისო არენაზე ამ...

აუტის მეფეები

„ლივერპულთან“ მარცხის შემდეგ ჯოზე მოურინიომ დაიწუწუნა, აუტებისთვის სპეციალურად ვემზადებოდით და მაინც აუტიდან გავუშვითო. მიაქციეთ ყურადღება: აუტების მოწოდებაში კი არა - მოგერიებაში ვარჯიშობდნენ. ამით სეუ ჟოზემაც აღიარა, რომ ლივერპულელთა ხელში აუტები ჯოჯოხეთურ იარაღად იქცა. ახლა კი გაიცანით: ტომას გრონემარკი - „ლივერპულის“...

ზამთრის ყულაბაც გაიხსნა

სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ საქართველოში ზამთრისა და ზაფხულის სპორტს შორის ცა-დედამიწასავით სხვაობაა. საერთაშორისო შეჯიბრებებში, თოვლსა და ყინულზე ქართველი ათლეტები ისეთი წარმატებით ვერასდროს დაიკვეხნიდნენ, როგორც ტატამზე, საჭიდაო ხალიჩასა და ზაფხულის სხვა ინდივიდუალურ და თუნდაც, სათამაშო სახეობებში. ამის...

მეტრეველის ავსტრალიური ნახტომი

საქართველოს საჩოგბურთო ნაკრებმა ATP-ის თასის პირველ ისტორიულ გათამაშებაში ეგებ ფურორი ვერ მოახდინა, მაგრამ ღირსეულად კი იბრძოლა და ხელშესახები ნადავლითაც დაასრულა ტურნირი. ავსტრალიდან ყველაზე დიდი ნადავლით ალექსანდრე მეტრეველი ბრუნდება. მან ურუგვაელებთან ერთეულთა თანრიგში მოგებით 15 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ჯამში 44 დაუგროვდა...

ტერმინატორი? არა – დომინატორი!

სპორტის ყველა სახეობაში გასული ათწლეულის გმირების დასახელება გრძელდება. კალათბურთში გასული ათი წელიწადი უდავოდ ლებრონ ჯეიმსის იყო, კრივში ფლოიდ მეივეზერის, მძლეოსნობაში უსაინ ბოლტის, ფორმულა 1-ში ლუის ჰემილტონის, ფეხბურთში ლეო მესის... ჩოგბურთში დღეს ერთბაშად სამი მოქმედი ლეგენდაა და ვისიმე გამორჩევაც უფრო გემოვნების...

კოტე ფინიში

მთელი წინასაახალწლო პერიოდი რაგბის ქართველი გულშემატკივარი საფრანგეთის ტოპ 14-ის ამარა იყო, რადგან ინგლისის პრემიერშიპში, კერძოდ კი „უოსპსში“ მოასპარეზე ერთადერთი ქართველი ზურა ჟვანია ბოლო ხანებში ტრავმის გამო არ თამაშობდა, ხოლო საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონ პრო D2-ში, სადაც ქართველ მორაგბეთა განსაკუთრებული...

დაბრუნება დასასრულით

ნოსტალგია მოეძალა. ვეღარ გაუძლო ოჯახის, სამშობლოს მონატრებას, რაც დიდად არც გაგვკვირვებია. ის ხომ ლეგიონერობას ჩვეული არ იყო, მთელი საფეხბურთო კარიერა „რომაში“ გაატარა და  ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტის წასვლის შემდეგ, დედაქალაქელთა კაპიტნის სამკლაურიც დამსახურებულად შეიბა მკლავზე. „რომას“ გარდა, ერთადერთი გუნდი, რომლის მაისურაც...

ტკბილი იანვარი

აგერ, FA CUP-ის 1/32 ფინალში მერსისაიდული დერბი გაიმართა. თან ეს ხომ იცით როგორი თამაშია? პრემიერლიგაში, ყველაზე მეტი წითელი ბარათი ამ გუნდების შეხვედრებში დაფიქსირებულა. მოკლედ, საუკუნის განმავლობაში „ლივერპულსა“ და „ევერტონს“ შორის ომი იყო, ბოლო ხუთი წელი კი ამ დერბიმ თავისი...

სალუქვაძე და კამიკაძე

არის სპორტის სახეობები, რომლებიც ჩვენში ნაკლებად პოპულარულია, თუმცა ყველა სახეობას ჰყავს გმირები, რომლებიც დროსთან ერთად ლეგენდებად იქცევიან. ამ დღეებში ცენტრალური ევროპის სამთო კურორტებზე „ოთხი ტრამპლინის ტურნე“ გრძელდება, რომელიც მფრინავ მოთხილამურეთათვის საკულტო შეჯიბრებაა. წლეულს პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში ტურნირზე ვერ...

ტალანტი ტურინში

- მესი თუ რონალდუ? - მესი. - ტოტი თუ დელ პიერო? - ტოტი. როცა 28 დეკემბერს შვედურ ტელეკომპანია SVT-ს ბლიც-ინტერვიუს აძლევდა, თავადაც არ იცოდა, რომ ერთ კვირაში მისგან „დაწუნებული“ რონალდუს და დელ პიეროს „იუვენტუსის“ წევრი გახდებოდა. ინტრიგა გაგვიგრძელდა და დროა უფრო ახლოს გაგაცნოთ... დეიან კულუსევსკი...

ქველმოქმედი საქართველო

2020 წელს, საჩოგბურთო სამყარო მნიშვნელოვანი სიახლით რომ შეხვდებოდა ეს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაცხადდა. ისიც ვიცოდით, რომ 24 რჩეულ გუნდთან ერთად  ამ ნოვაციის ნაწილი საქართველოს ნაკრებიც იქნებოდა. ახლადდაარსებულ ATP-ის თასის გათამაშებაზე ვსაუბრობთ, რომელიც ავსტრალიის 3 ქალაქში - სიდნეიში, ბრისბენში...

ორი ბექას ამბავი

საფრანგეთის ტოპ 14-ში რეგულარული ჩემპიონატის მე-12 ტურმა 2019 წელი დახურა. ძალიან სასიამოვნოა, რომ 2020 წელს ფრანგული პირველობის ლიდერის რანგში „ბორდო“ შეხვდება, რომელშიც ქართველები არცთუ მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ. წლის ბოლო მატჩი ფრანგული ღვინის დედაქალაქის სარაგბო გუნდმა პოში გამართა და ერთობ დაძაბულ...

მესი და ლივერპული

სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. ხმათა საერთო რაოდენობის 13,11პროცენტით საუკეთესოს ტიტული „ბარსელონას“ ლიდერმა ლეო მესიმ დაისაკუთრა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა წლეულს მეექვსე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა. მეორე ადგილზე კენიელი მორბენალი ელიუდ კიპჩოგე გავიდა. მას გამოკითხულთა 12,1პროცენტმა მისცა ხმა. მესამე...

თან კი, თან არა!

დრო დროზე სწრაფად გადის, წლები წლებს მიჰყვება და ყველა დარგში, განსაკუთრებით კი სპორტში მოცემულობაც იცვლება, რაშიც მთავარი „დამნაშავე“ დიდი ფულია. 21-ე საუკუნეში, მსოფლიო სპორტში ამა თუ იმ ათლეტთა ჯამაგირის თუ ტურნირების საპრიზო ფონდების მხრივ იმხელა თანხებზეა საუბარი, ძველი დროის...

კრიკეტი ფეხბურთზე მაღლა

წლის ბოლოა და სპორტულთან ერთად ფინანსური შედეგებიც ჯამდება, დგება რეიტინგები და სახელდებიან გასული წლის გმირები... გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ მსოფლიოში სპორტის ყველა სახეობას შორის ყველაზე მაღალი შემოსავალი ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგას დაუფიქსირდა. ამის მიუხედავად, ყველაზე მაღალი ხელფასები კვლავაც NBA-ში არის -...

დაუფასებელი…

არტურო ვიდალის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა და არა იმიტომ, რომ ვერ თამაშობს, არამედ - საუკეთესო ფორმაშია. ეს ერთგვარად პარადოქსია, თუ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოა, თავად კლუბში დარჩენა უნდა, რატომ უნდა გაუშვან? „ბარსელონას“ შემადგენლობაში ბევრი ვარსკვლავია და სათამაშო დრო ყველას უნდა....

წინ

აი, კაცს რომ პრეზიდენტად აირჩევენ, მაგრამ ჯერ ოფისში არ შესულა და ხალხში გამოჩნდება ხოლმე, ასე უწოდებენ - ფრეზიდენთ-ელექთ, ანუ არჩეული პრეზიდენტიო. ჰოდა, ინგლსური მედიაც ამ შობას უკვე ასე უწოდებს „ლივერპულს“ - ჩემპიონ-ელექთ. გუნდმა გასულ კვირაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონობა მოიგო, ხუთშაბათს...

დიდი ჩინური საფეხბურთო კედელი

როგორც ჩანს, ჩინეთმა დაკარგა იდეალური წინასაპენსიო ქვეყნის სტატუსი, რაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს ასე იზიდავდა. ჩინურმა კლუბებმა უცხოელებს ფანტასტიური პირობები შესთავაზეს და ამ რბოლაში მათი უმეტესობა წამგებიანი გახდა. ჩინეთის საფეხბურთო ასოციაცია იძულებული იყო, გადამჭრელი ზომები მიეღო. აბა რა ექნათ, როცა „ზენიტიდან“...

915 მილიონი 4 საათში

ჟურნალი „ფორბსი“ ყოველწლიურად ასახელებს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების ათეულს. ამჯერად ჟურნალმა გასული ათწლეულის ათეული დაასახელა. პირველ საფეხურზე მოკრივე ფლოიდ მეივეზერია, რომელმაც 2009-2019 წლებში 915 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მხოლოდ მენი პაკიაოსა და კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ გამართულ 22 რაუნდში ფლოიდს ჰონორარის და ტრანსლაციებიდან...

თავისუფლება ფედეს…

2019-20 წლების სეზონში რეალის გულშემატკივრები ფედე ვალვერდეს „დეპორტივოდან“ დაბრუნებას ენთუზიაზმით არ შეხვედრიან. ძირითადად იმიტომ, რომ არ ენდობოდნენ. მადრიდისტებმა მისი მთავარი პრობლემა კარგად იცოდნენ - პოზიციური თამაში. ახალგაზრდა ურუგვაელს, მოედანზე თითქოს თავისი თავის პოვნა უჭირდა. ზიდანის ხელში მას მეორე სუნთქვა გაეხსნა და...

დინამოს ახალი მწვრთნელი: ვიჩქარებთ ნელა!

თბილისის „დინამოს“ მწვრთნელად ქუთაისელი კახა ჩხეტიანის მწვრთნელად დანიშვნაზე ლაპარაკი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. საქმე თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმც ეს ყველაფერი ოფიციალურად მხოლოდ 23 დეკემბერს, კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გამოაცხადა. „დინამომ“ და „ტორპედოში“ წარმატებულმა კახა ჩხეტიანმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს „დინამო...

თქმის ვალდებულება

ვთქვით და საქართველოს უდიდესი ჩოგბურთელი გაგვიბრაზდა... ადრე არ გვითქვამს? ერთხელ, მეორედ, მესამედ ... მეათედ... საჩოგბურთო ელიტაში ნიკა ბასილაშვილის ელვისებური წინსვლით აღვფრთოვანებულვართ და აღფრთოვანებისას ხშირად ზომასაც გადავსულვართ - ქართველები ვართ, სპორტულ ბედნიერებას მოწყურებულნი და როცა იგი გვეწვევა, ჟურნალისტებშიც ზოგჯერ ემოცია გადასძალავს...

სოფიაში რომ წააგეო…

საჩოგბურთო სეზონი თვეზე მეტია დასრულდა და ვიდრე სპორტსმენები 2020 წლისთვის და მორიგი ბატალიებისთვის ემზადებიან, სამეფო სპორტში მორიგი სკანდალი აგორდა, რომელიც ჩაწყობილ მატჩებს უკავშირდება. სომხურ მაფიის მიერ შემუშავებულ კრიმინალურ სქემაზე, რომელშიც 135 მოთამაშე მონაწილეობდა ინფორმაცია სხვადასხვა პოპულარულმა უცხოურმა სააგენტოებმა ელვის სისწრაფით...

ნიკა, თქვი…

ნიკოლოზ ბასილაშვილზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს გასაკვირი არ არის - ცნობას გულგრილად რომ შევხვედროდით, უცნაური ის იქნებოდა. ამბავი კი ის არის, რომ ევროპულ მედიაში გაჩნდა ცნობა ჩოგბურთში მასშტაბური გარიგებების სქემის შესახებ და ამ საქმესთან კავშირში სამწუხაროდ, ნიკოლოზ...

ჩვენი სუპერპარასკევი

გუშინდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ევროპულ კლუბებში მოთამაშე ქართველი მორაგბეებისთვის. ჩვენი ბიჭების აქტივში 3 ლელო, 3 გარდასახვა და 1 საჯარიმო დარტყმაა. თავიდანვე ვიტყვით, რომ ამ ქართული ნადავლის ლომის წილი ბრიველ ახალგაზრდებზე მოდის. თუმცა, იყო ნეგატიური მომენტებიც - ქართველთა გაძევებები...

ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად

ნიჭი ისეთი რამეა, ადამიანი რა სფეროშიც არ უნდა წავიდეს, ის მუდამ შეაწუხებს და საშუალებას არ მისცემს თავი არ გამოავლინოს. ტალანტით დაჯილდოვებული კაცი კიდევ სხვაა, მარტივად, ლამაზად, ლაზათიანად გამოსდის ყველაფერი. შრომასაც შეუძლია დიდი წარმატება მოგიტანოს, ღმერთების გვერდზეც დაგაყენოს, თუმცა ოლიმპოზე...

კატალონიელებს ელ-კლასიკო მადრიდში სურთ

გახსოვთ, ლიბერტადორესის თასის შარშანდელი ფინალი, რომელშიც ორი არგენტინული კლუბი და დაუძინებელი მტრები „ბოკა ხუნიორსი“ და „რივერ პლეიტი“ უპირისპირდებოდნენ?! ვეჭვობთ, სამხრეთამერიკული ფეხბურთის ქომაგებს დავიწყებოდათ, რადგან იქაური გიჟმაჟი გულშემატკივრების შეტაკებები გამო ფინალი, რომელიც ორი მატჩისგან შედგებოდა რამდენჯერმე ჩაიშალა და კენმობოლსაც მისი...

რინგზე შეპარული კაცი

კრივში, მძიმე წონით კატეგორიაში თუ იბრძვი, სადღაც გამოჩნდება მეტოქე, რომელიც აუცილებლად დაგამარცხებს. აქ ისეთი ხალხი გამოდის, მოწინააღმდეგე ერთი დარტყმით რომ შეუძლიათ დაამარცხონ. ეს დაუწერელი კანონი ყველაზე ვრცელდება, როგორც ლეგენდებზე, ისე რიგით ჩემპიონებზე... მიუხედავად იმისა, რომ ენტონი ჯოშუამ თავი 2012 წლის ოლიმპიადიდან...

იყოს შენზე ალალიო…

მალე, თანამედროვე საჩოგბურთო სამყარო კიდევ ერთ ვარსკვლავს მოისაკლისებს. 15-წლიანი ეპოქა სრულდება. თავისი შესანიშნავი კარიერის მანძილზე ის 71 კვირის მანძილზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო და WTA-ს 30 ტიტულიც მოიხვეჭა. შარშანწინ, ქალთა შორის შემაჯამებელი ტურნირის ჩემპიონი გახდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ დიდი...

ლექსო და ნიკა

ევროპული სარაგბო სათასო ტურნირების მესამე ტურის პირველ დღეს ერთბაშად ორი ქართული ლელო დაიდო და ორივეს ავტორი მორკინალი გახლდათ. საინტერესოა, რომ მილტონ ჰეიგის მიერ ორივე მათგანი დაწუნებულ-დაიგნორებული იყო. ნიკოლოზ ხატიაშვილისა და ლექსო ყაულაშვილზე ვამბობთ. ორივე 27 წლისაა, ორივე უნივერსალი ბურჯია -...

ელიტა ევროპამდე

2020 წლის მარტი, საფეხბურთო ბატალიებით მართლაც რომ დატვირთული იქნება. 26 მარტს, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეროვნულ ნაკრებს ყველაზე მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩი ელის - ბელარუსთან, ერთა ლიგის ნახევარფინალი. ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა თუ ივარგეს, ხუთ დღეში, ვინძლო, ნანატრ ევროპის ჩემპიონატის საგზურსაც...

საქართველო თუ გავიდა…

ბუქარესტში გაიმართა ევრო-2020-ის წილისყრა. სულ სხვა მუღამით ვუყურებდით, რადგან გაისად ზაფხულს ევროპაზე საქართველოს ნაკრებიც შეიძლება ვიხილოთ... საქართველო, მოგეხსენებათ, ერთა ლიგის D ჯგუფში თამაშობდა. ჩვენებმა იმარჯვეს და ფლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს. საქართველო 26 მარტს ბელარუსს უმასპინძლებს და თუ მოიგებს, თბილისშივე...

პირველი მეჩვიდმეტეს ამბავი…

კვირას, 1 დეკემბერს, ეროვნული ლიგის ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. ლიდერი, თბილისის „დინამო,“ უკვე კარგა ხნის გავარდნილ „ვიტ ჯორჯიას“ შინ დაუპირისპირდება, მისი კონკურენტი და თანაკლუბელი „ბათუმი“ კი თბილისში, ასევე უმოტივაციო „ლოკომოტივს“ ეწვევა. თბილისელები 2 ქულით უსწრებენ უშუალო კონკურენტს და მოგების შემთხვევაში,...

დღეს რომ დავიღუპო, მაინც ბედნიერი ვიქნებიო… თითქოს ენამ უყივლა…

ბედის ირონიაც ამას ჰქვია... „შაპეკოენსე“ ბრაზილიის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონიდან ანუ სერია A-დან გავარდა. გუნდისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის ამ უსიამოვნო და გულდასაწყვეტ ამბავს კი 28 ნოემბერს ოფიციალურად დაესვა ბეჭედი, მას შემდეგ, რაც „შაპეკოენსემ“, „ბოტაფოგოსთან“ 0:1 წააგო. სატურნირო ცხრილი და არითმეტიკა კი...

ადგილამდე დრო

დროის ათვლა დაიწყო. უფრო სწორად, 2020 წლის მარტისადმი განსაკუთრებული მოლოდინი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის D ჯგუფი ერთი ამოსუნთქვით მოიგო და ტურნირის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, საიდანად ევრო 2020 უფრო კარგად მოჩანს. ქომაგების პულსიც...

უსარგებლო მილიონები

ფეხბურთისა და ფულის ურთიერთობა ყოველდღიურად უფრო მეტად ღრმავდება. ფეხბურთელების ხელფასები, მათ შესაძენად გადახდილი თანხები და ის ყოველწლიური ხარჯები, რაც საფეხბურთო კლუბებს აქვთ, უბრალოდ ასტრონომიულია. 2017 წლის ზაფხულში, ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო ფასად ნეიმარის „ბარსელონადან“ პსჟ-ში გადასვლამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ერთი შეხედვით...

თანხა

როგორია ქართული ფეხბურთი? იტყვიან, რომ დღეს ცუდია, გუშინ კი კარგი იყო. მაგრამ ამას სულაც არ ვგულისხმობ და ალბათ, კითხვაც ბუნდოვანი გამომივიდა. უკეთესი იქნებოდა მეკითხა, ვინ არის ქართველი ფეხბურთელი დღეს? რა სტატუსის კაცია? რას აძლევს მას ფეხბურთი და რას გაიღებს იგი ამ...

უეფა, ხარისტიასი, საქართველო…

ქართველებს ხშირად გვჩვევია რაიმეს წინასწარ ზეიმი, მით უფრო თუ საქმე ფეხბურთს ეხება. აგერ, უკვე თითქმის 30 წელია ყველა შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ქულებს ვითვლით. ამას სახლში უეჭველი მოვუგებთ, იმას სტუმრად ფრეს გავუგორებთ და მიზანიც მიღწეული იქნება, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება...

ჯორდანის უძველესი ვიდეო

მაიკლ ჯორდანი რომ ყველა დროის ყველაზე დიდი კალათბურთელია, მგონი, არავინ დაობს. ამ უძველეს ვიდეოში კი ჩანს, რომ ყმაწვილკაცობაშიც მაგარი ვინმე იყო. როგორც ქართველები ამბობენ, კოჭებში ეტყობოდა, ვინც დადგებოდა.        

ტანმაღალი და თავმდაბალი ვარსკვლავი

ფირუზ კანთელაძე უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო, მაგრამ მისმა გარდაცვალებამ ქართული ფეხბურთის მოღვაწეებს და ვეტერანებს პირველ ყოვლისა სიტყვები "უწესიერესი", "უპატიოსნესი", "უკეთილშობილესი" გამოათქმევინა და იმ კოლეგა-ჟურნალისტებმაც, ვისაც ფირუზ კანთელაძესთნ ინტერვიუ ჩაუწერიათ, განაცხადეს: საკუთარ სახლში გვეგონა თავი, ისეთი სითბოთი და სიკეთით...

ცეცხლთან თამაში კარის არევით

ყბადაღებული „კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ“ უკვე აღარ მუშაობს. ჩვენების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმაც თქვა მატჩის შემდეგ, თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, შედეგით არაო. რამდენჯერ მოგვისმენია ეს სიტყვები მისგან? არადა, ხარისხი რომ კარგი ყოფილიყო, ხომ არ წავაგებდით? კიდევ ერთი ნაცნობი პრობლემა. ჩვენებმა მეორე ტაიმი...

ვინ არის მეოთხე?

უკვე 1 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მორიგ გათამაშებაში უმთავრეს კონკურენტთან, რუმინეთის ნაკრებთან საშინაო მატჩით ჩაებმება. ამით ახალი 4-წლიანი ციკლი იწყება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბორჯღალოსნები ამ საპასუხისმგებლო თამაშს თავკაცის გარეშე შეხვდებიან. მოგეხსენებათ, რაგბის კავშირის პრეზიდენტ...

… ოღონდ ხელები დაბლა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს მეშვიდედ დახურავს. ეს 15 ნოემბერს, სენტ-გალენში, შვეიცარიასთან მოხდება და იმედია კარსაც გაიჯახუნებს. ამას რომ ვამბობთ, „ბურთი მრგვალიას“ პრინციპზე ვფიქრობთ, თორემ ვლადიმირ ვაისის გაწრთვნილი გუნდი რომ ძლიერ შვეიცარიასთან აშკარა აუტსაიდერია, მეორე ნომრად ითამაშებს, 90...