მთავარი დავთარი

დავთარი

ეს იყო გენიალური…

რატომ არ გამოუშვეს ესპანელებმა მსოფლიო ჩემპიონი საქართველოში? ძიუდოს ანგელოზი - ასე უწოდეს ესპანელებმა ნიკოლოზ შერაზადიშვილს, ქართველს, რომელიც ღვთით ბოძებულ საჩუქრად იქცა პირინეელთათვის - შერაზადიშვილმა აქამდე არნახული ოქრო მოუტანა ესპანურ ძიუდოს, რაც უდავოდ ისტორიული შედეგია. ესპანელებს მსოფლიოს ჩემპიონი აქამდე არა თუ...

ღია წერილი ზაზა ფაჩულიას

ძვირფასო ზაზა! ქართული კალათბურთის ლეგენდავ! დიდო სპორტსმენო და კეთილო ადამიანო! ემოციები გვძლევს და აღარც კი ვიცით, როგორ მოგმართოთ... ემოციები გვძლევს, რადგან არ შეიძლება შენზე უემოციოდ საუბარი... მხოლოდ იმიტომ არა, რომ ქართველი ხარ და ქართველები გწერთ! მხოლოდ იმიტომ არა, რომ მსოფლიოს საკალათბურთო სარბიელზე სახელი გაუთქვი შენს...

კანადასთან – ორი აფციაურით სასტარტოში

შაბათს, 16 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტების მეორე რაუნდში კანადას შეხვდება, ისევე, როგორც ერთი კვირის წინანდელი მატჩი, ეს შეხვედრაც ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ შედგება. შეხსენებისთვის: გასულ შაბათს ბორჯღალოსნებმა აშშ-ის ნაკრებს 43:30 მოუგეს, ხოლო კანადამ რუმინეთში 21:31 წააგო. კანადა შედარებით სუსტია...

დიადიდან სასაცილომდე

გასკდა გული! რამდენი გვარყია და გვაჯანჯღარა ერთმა თამაშმა! არ გვინდა, არ არის საჭირო ტაქტიკურ ჩავარდნებზე, მწვრთნელის შეცდომებზე, მოთამაშეთა ფსიქოლოგიური მზადყოფნის ხარვეზებზე და სხვა მეცნიერებებზე საუბარი. საქართველო-საბერძნეთის მატჩი იყო ორსაათიანი სანახაობა, რომელმაც ყველა ტრილერზე მეტად მიგვაჯაჭვა სპორტის სასახლის საკალათბურთო სარბიელს. პირველი...

კლოპმა ამაზონი გასახდელთან ჩახერგა

ყველაფერი ან არაფერი - ამ დასახელების სერიალის პირველი სეზონი "ამაზონის" გადამღებმა ჯგუფმა შარშან გადაიღო და იგი "მანჩესტერ სიტიზეა". ფილმში უხვადაა "ქალაქელთა'' კულისებსმიღმა ამბებიც. მთლიანობაში, პროექტი წარმატებული გამოდგა და ამით ფრთაშესხმული ამაზონელებიც "ლივერპულს" მიადგნენ.  პიარის თვალსაზრისით მაცდურ წინადადებას უყოყმანოდ დათანხმდა მერსისაიდული...

ქართული უიღბლობანი სიგნალების ქალაქში

ბაქო სიგნალების ქალაქია. აქ ყველა შუქნიშანთან საქორწინო მაყრიონი გეგონებათ, ისეთი პიპინ-ჭყვიტინია ატეხილი... საერთოდ, საზღვარგარეთ უფრო აფასებ შენს ქვეყანას და ჩემი უდიდესი პატივისცემა თბილისელ ტაქსისტებს, მათთან შედარებით აქაურები გზააბნეული ცხვრებივით არიან. როცა, მეოთხე, თუ მეხუთე ტაქსისტმა ჩვენგან გაიგო  ნაციონალური ტანვარჯიშის დარბაზის...

ანდორა გაიღუნა

ეს უკვე საქმეა, ყურისძირშია ევროპა. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე მიჯრით მესამე მატჩი მოიგო და ხელისგაწვდენაზე დაიახლოვა ერთა ლიგის პლეი-ოფი. 2-0 ყაზახეთთან, 1-0 ლატვიასთან და აგერ 3-0 ანდორასთან - გაასამა ვაისის გუნდმა და შედეგად ძალუძს, სამ დღეში ვადამდე მოიპოვოს ევროპისკენ მიმავალი...

მეორე ტური – კონახტთან

შაბათისა და კვირის მიჯნაზე, 0:00-ზე, ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ დაიწყებს ჩელენჯ თასის მეორე ტურის მატჩს. რიჩარდ კოკერილის გუნდის მეტოქე ირლანდიური ფრენჩაიზი „კონახტია“. ეს სარაგბო გუნდი საკმაოდ ავტორიტეტულია, ოდესღაც „კელტთა  ლიგის“ გამარჯვებულიც ყოფილა, თუმცა დღეს რთულ პერიოდს გადის. შარშანდელი „რაგბის გაერთიანებული...

პანებმა ფრენბურთი დააპანიკეს

ფრენბურთის ჯანსაღად ერთფეროვანი სპორტია. მთელი თვე უმაღლეს დონეზე ერთი და იგივე მოძრაობების კეთება რომ გიწევს (მიღება, აგდება, დაბათქუნება), ხამს გადაიწვა, ამიტომ ფრენბურთელებს სხვა ჯურის მობურთავეებზე მეტადაც კი სჭირდებათ ჯეროვანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნა. იტალიასა და ბულგარეთში დასრულებული ვაჟთა მსოფლიო...

სად არის ჩვენი ოცნება?

- მოვიგეთ, ფეოლა! - გაგჭირდებოდათ... დაახლოებით ასე, „უქიმერიონივით“ ჩაუქროლა ერთა ლიგის მეტოქეებს საქართველოს ნაკრებმა და უკეთესი რომ აღარ არსებობს, ისეთი შედეგით დაიკავა ქვეჯგუფში პირველი ადგილი. ლოგიკურად ასეც უნდა მომხდარიყო და ახლა ვთქვათ, ნაღდი რა  და დამატებით კიდევ რისთვის ბრძოლის უფლება მივიღეთ. ჩვენ...

ალათასა, ბალათასა, საქართველოს კალათასა…

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ვიღაც დაწინაურდა, ვიღაც დაქვეითდა, უეფამ კი ქულები და გოლები მისხალ-მისხალ დათვალა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის წინ ყველა ნაკრები შესაბამის კალათებში განთესა. საქართველოს ნაკრებმა წარმატებული გამოსვლით, შეიძლება ითქვას, ბოლო ვაგონს მიუსწრო და მეოთხე კალათში...

რატომ (არ) წავიდა ჯაბა?

ჯაბა კანკავამ განცხადება გაავრცელა - ევრო 2024-ზე არ წავალო. მარტში კაპიტანი ნაკრებს დაუბრუნდა, მაშინ როცა ისტორიული საქმე იყო გასაკეთებელი, გუნდი ევროპაზე უნდა გასულიყო. მან მინდორზე მეტი გასახდელში გააკეთა. იმ თამაშების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი ის იყო - ცვლილებაზე შესულ კანკავას...

იბერია – ტიტულამდე ზედიზედ  შვიდი

ეროვნული ლიგის 33-ე ტურმა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა ტიტულის მთავარი პრეტენდენტის ვინაობა. „იბერიამ“ გიორგი ჯგერენაიას ერთადერთი გოლით სტუმრად მოუგო „ბათუმს“, თუმცა მანამდეც შეეძლოთ გატანა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი კოხრეიძემ პენალტი ვერ გაიტანა. და ვინ აუღო? ლუკა ხარატიშვილმა, რომელმაც ახლახან...

… როცა მთელ ქალაქს ეიმედები

ვიდრე სარაგბო სამყარო მნიშვნელოვანი საერთაშორისო მატჩებითაა გართული, საფრანგეთში შიდა ჩემპიონატი გრძელდება, ოღონდ მხოლოდ რანგით მეორე დივიზიონში. პლუს ამას, „ტულონმა“ და „ლა როშელმა“ მესამე ტურში უამინდობის გამო ჩაშლილი შეხვედრა გამართეს. ბორჯღალოსან გიორგი ჯავახიას კი ტულონში ფანებმა თბილი დახვედრა მოუწყეს. ტოპ 14 პრინციპში,...

პირველი და მეასე

საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-18 ტურში ქართული რაგბისთვის ერთობ სიმბოლური ფაქტი დაფიქსირდა: ბოლო წლების საუკეთესო ბორჯღალოსანმა 8 ნომერმა ბექა გორგაძემ ევროპის უძლიერეს ლიგაში საიუბილეო, მე-100 მატჩი ჩაატარა, ხოლო ახალი თაობის გამორჩეულმა წარმამოადგენელმა, 20-წლამდელთა გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავგამოჩენილმა მიხეილ შიოშვილმა...

წინ მადრიდი და ფინალია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „ავჭალაზე“ რუმინეთი ისტორიაში 21-ედ დაამარცხა (53:30), ანთიმოზ ივერიელის საზიარო თასი 20-გზის მფლობელი გახდა და მადრიდის საგზურიც მოიპოვა. მოგეხსენებათ, 15 მარტს ესპანეთის დედაქალაქში „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება, რომლის მეორე მონაწილეც მოგვიანებით, პორტუგალიისა და...

კალანდაძე შაბათს ელის

19 და 21 მარტს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის მატჩებს ისრაელის ნაკრებთან ითამაშებს. თავდაპირველად მატჩები საქართველოსა და ისრაელში უნდა გამართულიყო, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო ორივე თამაშს საქართველო, კერძოდ კი, თელავი უმასპინძლებს. ორივე გუნდი უკვე კახეთშის...

როგორ აჯობა უელსში საქართველომ საქართველოს

მესამე ტაიმი იციან რაგბიში - მეტოქე გუნდების მოთამაშეები, ერთმანეთის დამჩეჩქვავი ბიჭები ერთად სხდებიან, ჭამენ, სვამენ და მხიარულობენ. ეგრე იქნებოდა უელსშიც, შაბათის თამაშის მერე. ჩვენი, ტელევიზორების აქეთ მხარეს მიმჯდარი ხალხის მესამე ტაიმი კი ინტერნეტში გაგრძელდა. სანამ 6 ერის კარზე ვაკაკუნებთ,...

იტალიური მასტერკლასი

წყალბურთს პროგნოზები უხდება. ევროპის 2018 წლის პირველობის ფინალური ტურნირის ჯგუფური ეტაპი აუმღვრევლად ჩატარდა, მხოლოდ A-ჯგუფში დატრიალდა ინტრიგა, როცა გერმანიამ ევრო-2016-ის ბრინჯაოსმედალოსან უნგრეთს ფრე გამოჰგლიჯა ხელიდან და ამით დაამტკიცა, რომ საქართველოს ნაკრებთან მისი გამარჯვებაც შემთხვევითი როდი იყო. ჩვენებმა კი მოლოდინისამებრ...

სამივე ქართული გუნდი ჯგუფიდან გავიდა

ირა ზაქარეიშვილი ჰიორინგიდან ნორვეგიული „სარპსბორგის“ დამარცხების მერე 3-1 (ბექაური გეგა-2 და კარანაძე სოსო) ნორვეგიული „ტვეიტის“ ჯერიც დადგა - 5-0! ზაზა დიდებაშვილის აღსაზრდელები ორმეტრიან ნორვეგიელებს ისეთი ჟინით ებრძოდნენ, განსაკუთრებით 2 ყველაზე პატარა (2 წლით უმცროსები!!!) ტატო მორგოშია და ლუკა დევდარიანი, რომ ბურთი...

ძია სემი დუბლინში დარჩა

დუბლინში, 82300 ქომაგით გაძეძგილ "კროუკ პარკზე" ირლანდიური ფეხბურთის საერთოირლანდიური ფინალი გაიმართა. თამაში აგვისტოს ბოლოს უნდა გამართულიყო, მაგრამ რომის პაპმა ფრანცისკ პირველმა სწორედ მაშინ ინება ირლანდიაში თავის კათოლიკური სამწყსოსთვის თვალის გადავლება (დუბლინში "ოჯახთა მსოფლიო კონგრესს" დაესწრო) და ამით შემოდგომის უდიდესი...

თუშა – ფალავანთფალავანი

ბაქოს ნაციონალური არენის მიქს ზონის კარს სიხარულისგან შეშლილი ქართველი შეგლეჯით აღებს, სამი ნახტომით ფარავს ოც მეტრამდე დისტანციას, ვინ იცის იქნებ ეს ნახტომებიც სარეკორდოა. ზღვა ემოციას საოცრებების ჩადენა ძალუძს. მოგვიანებით საგანგებოდ, ნაბიჯებით გავზომე ეს დისტანცია, ოც მეტრს ბევრიც არ დააკლდა......

პენალტები და დუბლები

„დინამო“ წლეულს „ლოკომოტივს“ შინ ვერ უგებს. მეორე წრეში სულაც 0:1 დამარცხდა. ახლა კი 0:0. არადა, სტუმრად ორივე შეხვედრა მოიგო, თან ორივეში რკინიგზელებს 4-4 გოლი გაუტანა. კვირას სტუმრები უფრო ორგანიზებულნი ჩანდნენ და ცოტა იღბალიც რომ ჰქონოდათ, ვიცე-ჩემპიონს სამ ქულასაც აართმევდნენ. დინამოელებს...

ჩამოყარეთ…

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმუნული „უნივერსიტატიასა“ და რუსული „დინამოს“ დამარცხებით თბილისის „ლოკომოტივმა“ უკვე გამოიმუშვა 780 000 ევრო. აქედან 240 000 მონაწილეობისთვის, 260 000 „უნივერსიტატიას“ ბარიერის გადალახვისთვის და შესაბამისად მეორე ეტაპზე მონაწილებისთვის, 280 000 კი - მოსკოვის „დინამოს“ გაგდებისთვის და...

დღეს ფეხბურთია…

დღეს ფეხბურთია... „ბურთი და მოედანი“ გამახსენდა! გენიალური ფილმია! მართალია, ცოტა უტრირებულად, მაგრამ ყველაფერი რეალურია ნაჩვენები ამ ფილმში. მართლაც ასე იყო! თამაშამდე 1-2 დღით ადრე იწყებოდა ფორიაქი, მზადება. იმ, დანიშნულ დღეს, დილიდან მატჩის დაწყებამდე დრო უმოწყალოდ ნელა გადიოდა. დაწყებას კი შემართულნი,...

ბათუმი – პირველი და მეათე

ეროვნული ლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა. მხოლოდ ფლეი აუტის ოთხი შეხვედრა დარჩა გასამართი, რომელიც საბოლოოდ გაარკვევს ლიგაში დარჩენილ-გავარდნილის ვინაობას. 8 და 12 დეკემბერს მარტვილის „მერანი“ ქუთაისის „ტორპედოს,“ „გაგრა“ კი „შუქურას“ შეხვდება. ჩემპიონი, ისტორიაში პირველად, ბათუმის „დინამოა“. ზღვისპირელებმა შესანიშნავად ჩაატარეს სეზონი და...

ექვსქულიანების ტური

ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ორი „ექვსქულანი“ მატჩი გაიმართა. „დილამ“ უშუალო კონკურენტს, ლიდერ „იბერიას“ უმასპინძლა და მოულოდნელად 0:6 დამარცხდა. მესამე წრის დასაწყისში „იბერია“ „დილას“ 6 ქულით უსწრებდა, მაგრამ გორელებმა ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს და „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გამართული მატჩიც ამად იყო...

ახალგაზრდების დაუნდობელი ექსპლოატაცია

„ეს ფეხბურთია, შეჯიბრებაა. საჭიროა მას ალღო აუღო. განსაკუთრებული არაფერი ხდება’’, ― თქვა ლუის ენრიკემ, როდესაც ფეხბურთელთა მოხშირებული ტრავმების შესახებ ჰკითხეს. მაგრამ ფრანგი ჟურნალისტი მატიე მარგერეტი კი გამოთქვამს ეჭვს, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელი თვალთმაქცობდა, რადგან სურდა ესიამოვნებინა კლუბის პრეზიდენტისთვის...

მსოფლიო ჩემპიონატი ოცნებად დარჩა…

მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ფინალის ტოლფასი იყო. თუმცა, ვილი სანიოლის გუნდმა იზმითში კოშმარულად ითამაშა და თურქეთთან 1:4 წააგო. ვინჩენცო მონტელას გუნდის უპირატესობა დასაწყისშივე გამოიკვეთა და მასპინძლებს 35-ე წუთზე საქმე მოლეული ჰქონდათ. თურქებმა ანგარიში მე-14...

წუთში ორი გოლი

ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ლიდერი კვლავ შეიცვალა, უფრო ზუსტად „დილამ“ წინა ტურში დაკარგული პირველობა დაიბრუნა. გორელებმა ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანეს „გაგრას.“ თან ხუთივე მეორე ტაიმში. დუბლი მიითვალეს კონგოელმა დეო ბასინგამ და ისრაელელმა აბდალა ხლაიხალმა. ამ ტურში კიდევ ორი ორგოლა შესრულდა:...

ივანიშვილის სადებიუტო ინგლისური

სანაკრებო პერიპეტიების შემდეგ ევროპის წამყვანი ეროვნული ჩემპიონატების ერთი ტურით გააქტიურება მოხდა - მომდევნო კვირის ბოლოს უკვე ევროთასების სტარტია. ტოპ 14 „სტად ფრანსემ“ კლერმონში დიდი ბრძოლა გადაიტანა, 32:36 დამარცხდა, ნუგეშ-ქულა მიიღო და 31 ქულით ლიდერთა ჯგუფში მე-4 საფეხური შეინარჩუნა. „ვულკანებში“ ნაკრებიდან დაბრუნებული...

სრული ტური

გასულ უქმეებზე ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ამჯერად ყველა შეხვედრა ჩატარდა. მოგეხსნებათ, პირველ ტურში დიდთოვლობის გამო სამი თამაში გადაიდო და ისინი 11 მარტს გაიმართება. გამარჯვებით გახსნა სეზონი ქვეყნის ბოლო ორი წლის ჩემპიონმა, „იბერიამ.“  თანაც გუგა ნერგაძის გუნდმა შარშანდელი მთავარი...

მხოლოდ ჩემპიონობისთვის

კვირას, 15 მარტს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის სატელიტ-ქალაქ ლეგანესში „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. 14-ათასკაციან „ესტადიო ონტაიმ ბუტარკეს“ იმ დღეს დიდი რაგბობა ელის. საფეხბურთო კლუბ „ლეგანესის“ საშინაო არენაზე ჯერ ესპანეთი და რუმინეთი გამოავლენენ მესამეადგილოსანს, ხოლო 21:45-ზე ფინალში საქართველოსა...

სამყაროს მინი-მოდელი

მოხდა ის, რის საშიშროებაც დიდი ხანია არსებობდა და რის შესახებაც საუბარს „სარბიელი“ არასდროს მორიდებია. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების დომინაციას ტიერ 2-სა და კერძოდ, „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე, წერტილი დაესვა. იმედია, დროებით, თუმცა დღეს ფაქტია - 17-გზის ჩემპიონმა ბორჯღალოსნებმა კვირას მადრიდში პორტუგალიელ...

გარბენი

რუსეთში გადაუღიათ კიდევ ერთი სპორტული ფილმი, საბჭოთა დროის დიად სურათებზე. ამჯერად, კალთბურთზე. ფილმი აღწერს, 1972 წელს ამერიკასთან მოგებულ ლეგენდარულ ოლიმპიურ ფინალს მიუნხენში და იმ დიდ სულიერ და ფიზიკურ შრომას, რომელიც მწვრთნელმა და მოთმაშეებმა გასწიეს, რათა იმ უდიადეს, ორჯერ გადათამაშებულ...

სამი თითის კომბინაცია

ეს ჩანაწერი შეგიძლიათ არ წაიკითხოთ, რადგან ყოფილი თხუთმეტი წლის ბიჭის მოგონებაა და დღევანდელ ამბებთან კავშირში არ არის.  ბიჭი მე ვარ, ხოლო ის, რაც გამახსენდა დიდი-დიდი ხუთ წუთს გრძელდებოდა. არც კი ვიცი რამ მომაგონა ან ღირდა კი საერთოდ ამ ტექსტის...

მეწყინა, ბატონო ლევან

არ დავწერე ნაუცბათევად და ცხელ გულზე. ვერ დავწერე როგორც ჟურნალისტმა, რადგან არ ვიყავი სფფ-ის რიგით მეიმდენე ყრილობაზე აკრედიტებული და მოვლენებიც ზუსტად იმ დოზით აღვიქვი, როგორც რიგითმა ქომაგმა - მედიიდან. რიგით ქომაგებთან შედარებით ერთი უპირატესობა მქონდა მხოლოდ: ვეტერანი ფეხბურთელების გარდა,...

მადლობა და ბოდიში, კაიზერ

 როდის იყო? მგონი 15 წლის წინ. ან ეგებ 20 წლის წინაც. ძველ გაზეთებს რომ ჩავუჯდე, ზუსტად ვიპოვი, მაგრამ, საჭირო არ არის - ამბის შინაარსი უარქივოდაც ზუსტად მახსოვს და თარიღს ახლა დიდი მნიშვნელობა არც აქვს. ამბავი კი ასეთი იყო: ერთგან, სიტყვამ...

ქართველებმა სივატაუ აგანდაგანეს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირწმინდად მოგებული მეორე ტაიმის წყალობით სამოა 27:19 (10:19) დაამარცხა და სიხარულის და დისკუსიისთვის იმდენი სივრცე დატოვა, ორი კვირა პრაიმტაიმების მასალა საძიებელი აღარ არის, საპრეზინდენტო არჩევნებს და სხვა ულამაზო მოვლენებს რომ არ ჰქონდეთ რაგინდარა ტელე- და ინტერნეტ-მაუწყებელთა...

დაუფასებელი…

არტურო ვიდალის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა და არა იმიტომ, რომ ვერ თამაშობს, არამედ - საუკეთესო ფორმაშია. ეს ერთგვარად პარადოქსია, თუ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოა, თავად კლუბში დარჩენა უნდა, რატომ უნდა გაუშვან? „ბარსელონას“ შემადგენლობაში ბევრი ვარსკვლავია და სათამაშო დრო ყველას უნდა....

კახური არომატით

13 წლის შემდეგ ქართულ საფეხბურთო ელიტაში ისევ გამოჩნდა კახური გუნდი. თანაც ისეთი, არავისთვის საჩუქარი რომ არ იქნება. კახელთაგან ბოლოს უმაღლეს ლიგაში 2006-07 წლების სეზონში თელავის „კახეთმა“ ითამაშა და სამარცხვინოდ გავარდა - 26 თამაშიდან 2 ფრე და 24 წაგება... ეს „თელავი“...

წადი ვილი, მიჰყევი – ლევან !

ბულგარეთის ნაკრებმა და სოფიის „ვასილი ლევსკის“ სტადიონმა საქართველოს ნაკრების ორი მწვრთნელი უკვე შეიწირა – გაიოზ დარსაძე და ექტორ რაულ კუპერი. ღმერთს სამება უყვარსო და მესამე ვილი სანიოლი უნდა იყოს. თუ ფრანგ სპეციალისტს თავმოყვარეობა აწუხებს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა სოფიაშივე უნდა...

Vive le France!

საფრანგეთს გაუმარჯოს! ევროპული რაგბი ფრანგული ჰეგემონიის ეპოქას განიცდის. ადრეულ გაზაფხულზე ამ ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა „ექვსი ერი“ მოიგო, პარასკევს მარსელის „ველოდრომზე“ ჩელენჯ კაპის ფრანგული ფინალი შედგა, რომელიც „ლიონმა“ მოიგო, შაბათს კი, იგივე არენაზე ფანგულმა „ლა როშელმა“ ირლანდიურ „ლენსტერს“ სძლია და...

გიო!

1996 წელს, ინგლისმა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ლონდონიდან მანჩესტერში ავტობუსით ჩავედით და იქვე ავტოსადგურში საქალაქო ტრანსპორტში გადავჯექით „ოლდ ტრაფორდზე“ მისასვლელად. სალონში მხოლოდ მძღოლი იყო. ჩემი ცვლა დამთავრდა, ბაზაზე ვბრუნდებიო, მაგრამ სააკრედიტაციო ბარათები რომ შეგვნიშნა, „ოლდ ტრაფორდი“ გზად არის და რადგან ჩამოსულები...

ეს ფენომენალური დავით ნინიაშვილი!

ვიდრე ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია ა-ში თავის მორიგ შედევრალურ მატჩს ატარებდა, ხოლო საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისტორიას ქმნიდა, ქართული რაგბის ამბები რამდენადმე ჩრდილში მოექცა, არადა ქართული ნიჭის ზეიმი სწორედ ტოპ 14-ში იყო თუ იყო. ნაკრებიდან თავის „ლიონში“ დაბრუნებულმა დავით ნინიაშვილმა „რასინგ-92“-თან...

ცივი

2012 წელს „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაიმარჯვა - ეს ერთადერთი შემთხვევა იყო ევროპული გუნდის შემთხვევაში ბოლო 19 წლის განმავლობაში. ლონდონელები შემდეგ მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ „კორინთიანსთან“. ცხრა წლის თავზე, ინგლისურმა ბობოლამ ისევ მოიგო ჩემპიონთა ლიგა,...

ოდენ ქულა

... მეორე წრის დასრულების შემდეგ „იბერია“, რომელსაც წინა სეზონიდან მოყოლებული 30 მატჩი არ წაეგო, ექვსი ქულით უსწრებდა უშუალო მდევარ „დილას“, მაგრამ ევროთასებზე ცუდმა გამოსვლამ ეტყობა უარყოფითად იმოქმედა გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მესამე წრე დაიწყო და მოქმედმა ჩემპიონმა ჯერ ერთ-ერთ აუტსაიდერ „თელავთან“...

წყნარი ტური

ეროვნული ლიგის 23-ე ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. პირველ და მეორეადგილოსნებს შორის სხვაობა ისევ ორი ქულაა. „იბერიამ“ მინიმალური ანგარიშით აჯობა წყალტუბოში კაცნაკლულ „სამგურალს.“ (მასპინძელთა კაპიტანმა, დემურ ჩიხლაძემ 23-ე წუთზე მეორე ყვითელი მიიღო). ერთადერთი გოლი კი 49-ე წუთზე 20...

აუტსაიდერმა ლიდერი შეცვალა

ეროვნული ჩემპიონატის 24-ე ტურში მნიშვნელოვანი სატურნირო ცვლილება მოხდა, გორის „დილა“ მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა. აქამდე მოქმედ ჩემპიონ „იბერიას“ პირველობა არავისთვის დაუთმია, ამჯერად კი აუტსაიდერ „კოლხეთთან“ შინ 0:2 დამარცხდა, გორელებმა კი საკუთარ მოედანზე ასეთივე ანგარიშით სძლიეს ორკაცნაკლულ „ბათუმს“ და ერთი...

გოცირიძის დუბლი და 300

ეროვნული ლიგის 25-ე ტური რამდენიმე ამბით გამოირჩა. მთავარი ალბათ ის რის, რომ „დინამოსთან“ მარცხის შემდეგ, ჩემპიონ „იბერიას“ მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ თანამდებობა დატოვა. არადა, გეგუჩაძე გუნდში აგვისტოს დასაწისში მივიდა... „იბერიამ“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და ლიდერ „დილას“ ახლა უკვე 4 ქულით...