მთავარი დავთარი

დავთარი

ქართველის დაბრუნება

რუმინეთთან თამაშის წინ ჩვენმა ძველმა მკითხველმა გაიხსენა და გაგვახსენა გიო ახვლედიანის წერილი, ამ 17 წლის წინ დაწერილი.  მაშინაც რაგბი და მაშინაც რუმინეთი იყო. ოღონდ ბიჭები იყვნენ სხვები. იმ გუნდში, ნურავის ეწყინება და, სრულიად გამორჩეული მორაგბე იყო ლევან ცაბაძე, ლეონსიოდ...

… მგონი, არ ცდება

გიორგი ჭანტურია, ლუკა ზარანდია, გიორგი არაბიძე - რა საერთო აქვთ მათ, იოლი მისახვედრია, სამივე მარჯვენა გარემარბია და ერთმანეთს სათამაშო მანერით ჰგავს. კიდევ ის საერთო აქვთ, რომ ამ სამიდან ვერცერთი ვერ მოხვდა ვლადიმირ ვაისის სანაკრებო სიაში. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა 24 მარტს...

მოყვარულთა ეროვნული მასშტაბი

ყველა დიდი საქმე წვრილმანიდან იწყება, თუმცა ვიდრე სერიოზულ სახეს მიიღებს, სერიოზულივე დრო სჭირდება. ამას წინათ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის შესახებ მცირე ინფორმაცია მოგაწოდეთ, მაგრამ თემა იმდენად საინტერესო იყო, გადავწყვიტეთ ჩავღრმავებოდით - როგორ შეძლო რამდენიმე ენთუზიასტმა სამ წელიწადში ეროვნულ, მერე...

გურულივით წესიერი

გია გურულზე საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ქართველი ფეხბურთელის პოვნა ძალიან ძნელია. ლეგენდარული „დინამო“ და სსრკ-ის ჩემპიონატი, დამოუკიდებელი პირველობისა  და ეროვნული ნაკრების გარიჟრაჟი, წარმატებული წლები ევროპაში, მუშაობა ეროვნულ გუნდში და კლუბებში... ამას ისიც დაუმატეთ, რომ უწესიერესი კაცი და საინტერესოდ მოუბარია. ჰოდა,...

ყველაფერს ფულით ვერ იყიდი

რუსთავში „მეტეორები“ ბობოქრობენ, სამართლიანად ბობოქრობენ.... „მეტეორები“ რუსთავული საფეხბურთო კლუბის ერთგულ ქომაგთა გაერთიანებაა, ერთობ მომთხოვნი და რადიკალური. რუსულ რელსებზე შემდგარმა „რუსთავმა“ პირველ ტურში „დინამო“ კი  დაამარცხა სენსაციურად, თუმც, შემდეგ მიჯრით ორი მარცხი იწვნია. თანაც ორივე მატჩი სრულიად უსახური თამაშით წააგო, რაშიც ქომაგები ფრიად...

ეს იყო გენიალური…

რატომ არ გამოუშვეს ესპანელებმა მსოფლიო ჩემპიონი საქართველოში? ძიუდოს ანგელოზი - ასე უწოდეს ესპანელებმა ნიკოლოზ შერაზადიშვილს, ქართველს, რომელიც ღვთით ბოძებულ საჩუქრად იქცა პირინეელთათვის - შერაზადიშვილმა აქამდე არნახული ოქრო მოუტანა ესპანურ ძიუდოს, რაც უდავოდ ისტორიული შედეგია. ესპანელებს მსოფლიოს ჩემპიონი აქამდე არა თუ...

რატომ წუწუნებს კობიაშვილი?!

რთული საქმეა სპორტული ჟურნალისტობა. პირველ ადგილზე ოპერატიულობა როცა დგას, ხშირ შემთხვევაში ემოციები გძალავს. არადა, ემოციურობის გარეშე ამ სფეროში არაფერი გესაქმება. ევროპის საფეხბურთო ერთა ლიგის წილისყრას მინდა დავუბრუნდე. ვინც გვერგო, გვერგო: ლატვია, ყაზახეთი და ანდორა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, უფრო სუსტი...

და გაზა?

აი, რამდენი რამე ხდება მსოფლიო თასზე და რამდენი განცდა, ტკივილი და სიხარული იფრქვევა ეკრანიდან, მოედანზე და მოედნის გარეთაც უამრავი დიდი და პატარა ამბავი ხდება და მაყურებელს ერთგვარი სევდაც კი იპყრობს ხოლმე, როცა ჯგუფური ეტაპი დასრულდება და მსოფლიო თასის პირველი...

სამივე ქართული გუნდი ჯგუფიდან გავიდა

ირა ზაქარეიშვილი ჰიორინგიდან ნორვეგიული „სარპსბორგის“ დამარცხების მერე 3-1 (ბექაური გეგა-2 და კარანაძე სოსო) ნორვეგიული „ტვეიტის“ ჯერიც დადგა - 5-0! ზაზა დიდებაშვილის აღსაზრდელები ორმეტრიან ნორვეგიელებს ისეთი ჟინით ებრძოდნენ, განსაკუთრებით 2 ყველაზე პატარა (2 წლით უმცროსები!!!) ტატო მორგოშია და ლუკა დევდარიანი, რომ ბურთი...

ლოტკინიდან ატლეტიკოს კარამდე

ინტერნეტში ქექვა სპორტული ჟურნალისტის სამუშაოს ნაწილია და რამდენად სასიამოვნოა, როცა სადმე უცხოეთში მოღვაწე შენიანის შესახებ ინფორმაციას გადააწყდები. მერე ეს სიხარული გააორმაგეთ, რადგან საქმე მადრიდის „რეალის“ ფარმკლუბში მოთამაშე ქართველ ბიჭს ეხება. თბილისი პატარაა და ცოტა ხანში მინიმალურად საკმარი ინფორმაცია-კონტაქტიც მზად...

ჩაწყობილია?

როგორც ჩანს, ქართულ ფეხბურთში ძველ-ახალი სკანდალი მწიფდება. ჩვენი ჩემპიონატის მოსაწყენი,უსახურ-მონოტონური ცხოვრება დარღვეულია - მსოფლიოში ერთერთი უდიდესი საბუქმეიკერო კანტორა Bwin-ი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს, ეროვნული ლიგის მე-17 ტურის „კოლხეთი“-„დინამო“ ჩაწყობილი იყოო... მეჩვიდმეტე ტურის მატჩზე, სადაც თავდაპირველად ზღვისპირელები დაწინაურდნენ, Bwin-ში თურმე უჩვეულო აქტივობა...

აქა ამბავი ქართული ტრანსფერებისა…

ქართულ ფეხბურთში ბოლო დღეებში რამდენიმე ფეხბურთელმა მორიგი სამსახური გამოიცვალა. თანამედროვე ფეხბურთისგან განსხვავებით კი ეს ყველაფერი იმდენად სხვანაირად ხდება... ალბათ, ქვეყნად არაფერია იმაზე მოსაწყენი და უინტერესო, როგორც ქართულ კლუბებში მომხდარი ტრანსფერები. დაზამთრდა და დაიწყო რია-რია, ვინ სად გადადის და გადმოდის, კაცი...

საშინელი დროის საყვარელი ადგილი

ის დრო, როცა თბილისის „დინამო“ და საერთოდ ფეხბურთი სახალხო სიყვარულად უნდა გადაქცეულიყო, საშინელი დრო იყო. ეს იყო ყველაზე ცუდი დრო საქართველოს ისტორიაში. ქვეყნის უფროსად იყო ლავრენტი პავლოვიჩ ბერია, ხოლო თბილისის „დინამო“ უწყებრივად მიეკუთვნებოდა ლავრენტის საყვარელ უწყებას, შინსახკომს, ანუ „დინამო“...

მადლობა ხომ არ გვეთქვა?

არ ვაპირებდით ამ თემაზე გამოხმაურებას. მერე რა, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა რუსული დროშის ფერებში გადაწყვეტილი და ოსეთის პარლამენტის დეპუტატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურები ჩაიცვეს. აკი თავადაც მოინანიეს და მოიბოდიშეს - მასპინძელს ვეცით პატივი და ფერთა გამაზე ყურადღება სულაც არ გაგვიმახვილებიაო. „მთელ...

ფიქრები ხორვატიაზე, უფრო კი სადღეგრძელო

ხორვატიას გაუმარჯოს! ოთხმილიონიანი ერის, ვაჟკაცი, მებრძოლი ხალხის ქვეყანას. დედამიწის ლამაზ კუთხეს. ედემს. გაუმარჯოს ხალხს, რომელსაც დიდი, ხარბი და დაუნდობელი სახელმწიფოების ფერხულში გადარჩენა სურს, თავის დამკვიდრება უნდა. ვისაც თავისი შვილების ყოველ წარმატებაზე თვალს ცრემლი ადგება და სწორედ ამ ცრემლის ეშხით არ...

მადლობა და ბოდიში, კაიზერ

 როდის იყო? მგონი 15 წლის წინ. ან ეგებ 20 წლის წინაც. ძველ გაზეთებს რომ ჩავუჯდე, ზუსტად ვიპოვი, მაგრამ, საჭირო არ არის - ამბის შინაარსი უარქივოდაც ზუსტად მახსოვს და თარიღს ახლა დიდი მნიშვნელობა არც აქვს. ამბავი კი ასეთი იყო: ერთგან, სიტყვამ...

თბილისიდან ზესტაფონში მიმავალი მიკროავტობუსის მგზავრის ჩანაწერები

2003 წლის 12 ოქტომბერს მზე ანათებდა. თარიღი ასე ზუსტად იმიტომ მახსოვს, რომ ნაბახუსევზე მძიმედ ვიყავი — ოქტომბრის მეთორმეტე დღეს ყოველ წელიწადს მძიმედ ვარ. თერთმეტში ახლობელთან დალევა მიწევს. მიკროავტობუსის საჭესთან ბატონი ჯუმბერი იჯდა.  სალონში ხუთი-ექვსი კაცი ვისხედით. ზესტაფონისკენ გავეშურეთ....

ნოდარ ახალკაცი: ძალიან გულნატკენი ვიყავი, იმდენად, რომ 2009 წლის შემდეგ ახლა პირველად დავთანხმდი ინტერვიუზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, უმცროსი ნოდარ ახალკაცი ცხრა წელიწადი არ გამოჩენილა ქართულ მედიასივრცეში. „სარბიელთან“ უმცროსი ახალკაცი აქტუალურ თემებზე საუბრობს და ვფიქრობ, ყოველივე ეს საინტერესო იქნება ჩვენი გულშემატკივრისთვის, ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის. ჩვენს რესპონდენტს უცხოეთში ტელეფონით დავუკავშირდით და აქეთურ-იქეთურზე ვესაუბრეთ. -...

შოთა არველაძე: ფეხბურთელები არ გვყავს – ყველაზე ნაკლებად ამაზე უნდა ვილაპარაკოთ!

საქართველოს ნაკრებში ჯერაც ყველაზე მეტი, 26 გოლის გამტანი შოთა არველაძე ახლა ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელია. შოთას უზბეკეთის დედაქალაქში დავუკავშირდით და იქაური ამბების გარდა, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებზე და ქართულ ფეხბურთზეც ვესაუბრეთ. მოკლედ, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ შოთა ისევ „სარბიელის“ კითხვებს პასუხობს... ...

ბრეჟნევის კარის თამაშები

რუსეთის გუნდი ზამთრის ოლიმპიადაზე საკუთარი დროშის გარეშე გამოვა და რუსის გამარჯვების შემთხვევაშიც არ აჟღერდება ვარიაცია სსრკ-ის ჰიმნის თემაზე. ეს ყველაფერი არნახული მასშტაბის დოპინგსკანდალის გამოძახილია, რუსებს სოჭის ოლიმპიადაზე გუნდური პირველობის დაკარგვად რომ დაუჯდათ. თავად რუსებმა თემას უმალ პოლიტიკური სარჩული გამოაკერეს -...

რევაზ არველაძე: სასაცილო იქნება, თუ ერთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე ვერ გავალთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ამ დროისთვისაც აქტიურად არის ჩართული ფეხბურთში - არის „ფონდი არველაძის“ დამფუძნებელი და ხშირად უცხოეთშიც უწევს წასვლა. ესწრება ჩემპიონთა ლიგის გამოირჩეულ მატჩებს და აქვს შეხვედრები ფიფა-უეფას წარმომადგენლებთან. რევაზ არველაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი...

მოლაპარაკე ფაქტები

„ვხედავ, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, კობა იქნება ეს თუ სანდრო, პრობლემა არის ლევან კობიაშვილი. პრობლემა არის რომ ფედერაციის პრეზიდენტი არის ლევან კობიაშვილი, თორემ მათი ანალიზი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არაადეკვატურია, რაც საწყენია ასეთი კომპეტენციის ადამიანებისგან...“ - რაოდენ გასაკვირიც უნდა...

ფეხბურთი ხომ მთელი ჩემი ცხოვრებაა…

ერთი ბაბუა თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლიდერი... მეორე ბაბუა ლანჩხუთის „გურიას“ ლეგენდა... მამა „დინამოსა“ და „გურიას“ წამყვანი ნახევარმცველი... ძმა ჰოლანდიური კლუბის ფეხბურთელი... ახლა უფრო მარტივად კახი ჟორდანიას შესახებ: ის არის კახი ასათიანისა და ლეო ჟორდანიას შვილიშვილი, თბილისის...

მეწყინა, ბატონო ლევან

არ დავწერე ნაუცბათევად და ცხელ გულზე. ვერ დავწერე როგორც ჟურნალისტმა, რადგან არ ვიყავი სფფ-ის რიგით მეიმდენე ყრილობაზე აკრედიტებული და მოვლენებიც ზუსტად იმ დოზით აღვიქვი, როგორც რიგითმა ქომაგმა - მედიიდან. რიგით ქომაგებთან შედარებით ერთი უპირატესობა მქონდა მხოლოდ: ვეტერანი ფეხბურთელების გარდა,...

ჩვენ ვთქვით, ფიფა – იტყვის…

24 სექტემბერს, ლონდონში, დიდი სანახაობაა – ფიფა 2018 წლის საუკეთესოებს დაასახელებს.  გალა-დაჯილდოება ამჯერადაც ლონდონში გაიმართება. მსოფლიოს რჩეულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან: ⚽ საკუთესო ფეხბურთელი ქალი ⚽ საუკეთესო ფეხბურთელი კაცი ⚽ საუკეთესო მწვრთნელი ქალი ⚽ საუკეთესო მწვრთნელი კაცი ⚽ საუკეთესო მეკარე ⚽ საუკეთესო გოლი – პუშკაშის თასი ⚽...

ასეთი დამამახსოვრდა

ორშაბათი, 19 იანვარი, სტამბოლის აეროპორტის მოსაცდელი დარბაზი. საქართველოს დელეგაცია ბრიუსელიდან ბრუნდება. აქ, ყოფილ კონსტანტინეპოლში თვითმფრინავს ვიცვლით - თბილისისკენ მიმავალ მგზავრებს ორ საათში მიგვიწვევენ ჩასასხდომად, მანამდე კი დროს ვკლავთ. ნოდარ ახალკაცს სიარული უჭირს, ხელჯოხს ეყრდნობა, ფეხზე დიდხანს ვერ ძლებს. იგი ბარგთან სკამზე...

ვართ თუ არა სპორტული ერი?

სათაურში დასმულ კითხვას მოკლე პასუხი აქვს: არა! თუმცა ცხადია, ამ პასუხს განმარტება სჭირდება და აი, ისიც: ამ და ამ ტიპის კითხვებზე პასუხი შეფასების კრიტერიუმების სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული. საქმეში ჩაუხედავი ხალხი, როგორც წესი, მედლებს ითვლის ხოლმე. მართლაც, ქართველებს 36 ოლიმპიური, 150...

სადაც ქართველია, იქ წარმატებაა

სოლომონ კვირკველია დაიბადა: 1992 წლის 6 თებერვალს სამტრედიაში სიმაღლე: 190 სმ; წონა: 75 კგ ამპლუა: ცენტრალური მცველი კლუბი: „ლოკომოტივი“ (მოსკოვი, რუსეთი) სათამაშო ნომერი: 33 (კლუბში), 5 (ნაკრებში) საკლუბო კარიერა 2009/2010 „ზენიტი“ (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი) ახალგაზრდული გუნდი 2010/2011 „რუბინი“ (ყაზანი, რუსეთი) ახალგაზრდული გუნდი 2011/2017 „რუბინი“ (ყაზანი, რუსეთი) 87 მატჩი, 3...

როგორ დანიშნა ბათუმელმა კაცმა რუსეთის ნაკრების მწვრთნელი?

ანზორ კავაზაშვილი დაიბადა ბათუმში 19.07.1940 მეკარე სიმაღლე: 176 სმ საფეხბურთო კარიერა თბილისის დინამო (1957-1959) 5 მატჩი ლენინგრადის ზენიტი (1960) 30 მატჩი მოსკოვის ტორპედი (1960-1968) 165 მატჩი მოსკოვის სპარტაკი (1969-1971) 74 მატჩი ქუთაისის ტორპედო (1972) 31 მატჩი საბჭოთა კავშირის ნაკრები (1965-1970) 29 მატჩი სამწვრთნელო კარიერა კოსტრომის სპარტაკი 1973 ჩადის ნაკრები 1976-1977 რუსეთის საბჭოთა ფედერაციის...

კატასტროფა: გიბრალტარი!

კაცმა მალა მალაო და ჭირმა თავი არ დამალაო, უთქვამს ქართველს. ჩვენი საკლუბო ფეხბურთის პრობლემებზე საუბრისგან ხშირად თავს ვიკავებთ. მერე მოდის მორიგი ევროსეზონი და ჩვენი საფეხბურთო წარსულისთვის დამამცირებელ სტატისტიკას მწარე ალიყურივით გაგვაწნავს. რამდენიც არ უნდა ვეძახოთ ქართულ გუნდებს „სეზონის აღმოჩენა“, „ტალანტების...

კომბინატორები

ანატოლი მილჩენკოს უყვარდა ვასილი შუკშინის სიტყვები: ვიმეგობროთ, ასე უფრო ადვილია სიკვდილი! როცა მილჩენკოს დავუმეგობრდი ძველ, საინტერესო ამბებს მიყვებოდა. ის მაშინ უკვე აღარ იყო ქართველი მსაჯების ხელმძღვანელი, შუკშინიც აღარ უხსენებია, ქართულ საფეხბურთო სამყაროსთან მეგობრობაც ვეღარ იყო მისთვის ძველებურად მნიშვნელოვანი. მილჩენკო მეგობრობის, მოქმედების...

ფეხბურთის კაცი!

თორნიკე ოქრიაშვილი დაიბადა 1992 წლის 12 თებერვალს რუსთავში სიმაღლე: 181 სმ; წონა: 71 კგ ამპლუა: ნახევარმცველი კლუბი: კრასნოდარი (რუსეთი) საკლუბო კარიერა: 2008 ოლიმპი 2009-2010 გაგრა (23 მატჩი, 1 გოლი) 2010 შახტარი 2, უკრაინა (13 მატჩი, 3 გოლი) 2010-2014 ილიჩოვეცი, უკრაინა (57 მატჩი, 4 გოლი) 2014 ჩერნომორეცი, უკრაინა (10 მატჩი,...

მუშტის გასაღები

გასული შაბათ-კვირა ქართული სპორტისთვის ოქრო-ვერცხლით იმდენად დახუნძლული აღმოჩნდა ლაშა გურულის ევროპის ჩემპიონობა ლამის ყურადღების მიღმა დაგვრჩა. 22-წლამდელთა შორის პირველობაზე ქართველმა ბიჭმა იპირველა. ამ ასაკის ბიჭებს კი 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე მთავარ ბრძოლების გამართვა მოუწევთ. იაპონიამდე და ოლიმპიადამდე ჯერ შორია, თუმც...

ოპტიმისტური რეპლიკა

მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი: როდესაც ქართველ ფეხბურთელს წილად ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თამაშის პატივი გერგება, შესისხლხორცებული უნდა გქონდეს, რომ კარი ის არის ცაბაძის ქუჩისკენ რომ დგას და თუ გოლის გატანა გინდა ბურთი წერეთლის პროსპექტისკენ არ უნდა გადააგდო. წერეთელზე მაგ ადგილას...

ქართული ჰეთ-თრიქი დანიაში პირველივე დღეს

ირა ზაქარეიშვილი ჰიორინგიდან „ვიტ ჯორჯიასა“ და „საბურთალოს“ ჭაბუკთა გუნდებმა შვედეთის „გოტია კაპის“ მერე დანიაში გადაინაცვლეს და 25 ათას კაციან პატარა ქალაქ ჰიორინგის ცენტრალურ სტადიონზე 1982 წლიდან დამკვიდრებულ „დანა კაპზე“ გახსნის ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა. ტურნირზე 1000 გუნდი ითამაშებს 46 ქვეყნიდან, რომელთაც 288...

თანდართულები…

„90-იანები, გზის ფული, „სარბიელის“ ფული და თუ დაგრჩებოდა, ხაჭაპურის ფული... სულ სხვა რაღაც იყო, გაზეთი სულაც არ იყო მგონი... ან ჩემთვის არ იყო. „სარბიელი“ იყო და რაღაცას ბევრს სწავლობდი, ისრუტავდი, ბევრჯერ კითხულობდი... ვიღაცას რომ ათხოვებდი და თვალი სულ იქით...

… და გაუდგნენ გზასა

ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ბანალური და გაცვეთილი სიტყვები ზუსტად გამოხატავს მომხდარის არსს  - ეპოქა დასრულდა. სიმბოლურია, რომ მესი და კრიშტიანუ ერთ დღეს დაემშვიდობნენ მსოფლიო ჩემპიონატს და ალბათ, სანუკვარი ოქროს თასის აღმართვის შანსიც საბოლოოდ გაუშვეს ხელიდან. მომავალ, ყატარულ მონდიალზე მესი...

გინდა ვენგერი იყავი და…

ოთხ დღეში ორჯერ, კაცოო! (ზურაბ ქაფიანიძის ხმით). ორივეჯერ 3:0! ჯერ ლიგის თასის ფინალში და მერე ჩემპიონატის მორიგ ტურში. გაგონილა?! ჩემპიონატის ტურში პენალტიც კი ააცილეს ამ საცოდავებმა... არადა, ფინალის მერე თქვა იმ კაცმა, ეს როგორ მოგვივიდა, ტაქტიკა სულ მათემატიკურად გვქონდა...

ზიზუ წავიდა… ველით ზიზუს… დიდება ზიზუს!

მდაბიო რომ გააზნაურდება, ორიდან ერთ გზაზე ივლის: ან ხელახლა მდაბიოდქცევის შიში გაჰყვება და ჟამიდან ჟამზე რაღაცეებს იკადრებს, რომ სოციალურ კიბეზე არ ჩამოგორდეს (უმრავლესთ ეხებათ), ან მთელ თავის განვლილ ცხოვრებას დააფასებს: დედას, მამას, დედმამიშვილებს, ფაველათა უკანა ეზოებს, სადაც მეზობლის ბიჭებთან...

მოლოდინი

ისედაც მაკარონს ვგავარ და ლურჯი ბუტილკა შარვალი, ალბათ, საერთოდ ვერმიშელს მამსგავსებს. ეს სკოლის ფორმაა, ოღონდ საბჭოთა წესებს ბოლომდე არ ვეჩაგვრინები და ფორმას, შარვალსა და პიჯაკს კი არ ვყიდულობ, ატელიეში ვაკერინებ. მოკლედ, როცა „რკინის ღობის“ გადაღმა „შლაქსებია“ მოდაში, ჩემი სკოლის...

ავტოგრაფი საქართველოს და სარბიელს

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ქართველი გმირიც ჰყავს - ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ფურორი მოახდინა და ურთულეს, 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. დღეს ყველა შერაზადიშვილზე საუბრობს, გუშინ კი იგი ჩვეულებრივი მოჭიდავე იყო, თავის გეგმებით და ოცნებებით, რომელთა ახდენაც...

ღია წერილი ზაზა ფაჩულიას

ძვირფასო ზაზა! ქართული კალათბურთის ლეგენდავ! დიდო სპორტსმენო და კეთილო ადამიანო! ემოციები გვძლევს და აღარც კი ვიცით, როგორ მოგმართოთ... ემოციები გვძლევს, რადგან არ შეიძლება შენზე უემოციოდ საუბარი... მხოლოდ იმიტომ არა, რომ ქართველი ხარ და ქართველები გწერთ! მხოლოდ იმიტომ არა, რომ მსოფლიოს საკალათბურთო სარბიელზე სახელი გაუთქვი შენს...

ვიომოთ?!

„საბურთალომ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ისე დაიქუხა, გვეგონა, ევროპას ავალაპარაკებდით. არა, მეორე ეტაპზე მაინც გავედით, მაგრამ ბეწვის ხიდის და ვალიდოლის ერთთვიანი მარაგის ხარჯზე. როგორ უნდა მოახერხო, სტუმრად მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობის 11 წუთში განიავება? „შერიფია“ ბოლოს და ბოლოს, „ლივერპული“...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღიარა: ჩაწყობილი იყო!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ 29 ივნისს დააყენა შუამდგომლობა სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტში, რომლის სხდომაც გაიმართა სამშაბათს, 3 ივლისს. სხდომა ეხებოდა ფოთის „კოლხეთს“. ფედერაციის განცხადებით,  „კოლხეთის“ მიერ ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ასპარეზობას და მატჩების მსვლელობასა და...

სარბიელის საახალწლო, ანუ ზემოდან ეს ქვეყანა სხვანაირი ჩანს!

ყველას რაიმე აქვს სახსოვარი, — ასე თქვა გალაკტიონმა. ცხოვრებაში იგულისხმა, ჩვენ კი წელიწადზე ვთქვათ. 2017-ზე. ღმერთმა დალოცოს ლაშა ტალახაძე, რაც მაგან გაგვახარა, მაგრამ უცბად, თვალებს რომ ვხუჭავ, რა მახსენდება, იცით? „ოლ ბლექსი“ საქართველოში. 20 წლამდელი, მაგრამ ძალიან მაგარი. თუმცა, რატომ,...

სათავესთან დაბრუნებული ორაგული

გაგრძელება. დასაწყისი იხილეთ აქ - ბატონო ანზორ, თქვენს კარიერაზე მინდა გკითხოთ. როგორ ან რატომ შეელიეთ თბილისის „დინამოს“? - შეიძლება ითქვას, რომ გუნდიდან გავიქეცი. 1959 წელს პირველ წრეში გუნდის ძირითადი მეკარე ვიყავი, ჩვენი ბრწყინვალე სერგო კოტრიკაძე კი სათადარიგო იყო. მეორე წრის წინ...

წესიერი კაცი!

„შერიფთან“ ნამატჩევს „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა ქართული და ხორვატული სპორტული მედია ოდნავ უხერხულად შეადარა. გაგვიკვირდა და გვეწყინა, რადგან ბატონი გიას პროფესიონალიზმში არასოდეს დავეჭვებულვართ და მედიასთან ურთიერთობაშიც არაფერი შეშლია. ამად იყო, რომ ჩვენი პასუხიც მკვეთრი გამოვიდა. ზაგრების „დინამოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია „საბურთალოს“...

ჩაკვეტაძის გზაგასაყარი

ყველამ დაწერა, ყველამ გამოთქვა აზრი. ყველაში მხოლოდ ჩემს ქართველ კოლეგებს არ ვგულისმობ - ესპანური „მუნდო“-დან დაწყებული და მეორეხარისხოვანი ინტერნეტგამოცემებით დამთავრებული. ვატყობ, მეც დამიგროვდა სათქმელი... გიორგი ჩაკვეტაძე რომ უკიდეგანოდ ნიჭიერია, ყველა ვთანხმდებით. 99 პროცენტიანი ალბათობით, ის ამ ზამთარშივე რომ დატოვებს ბელგიურ...

წაგების ხიბლი კარდიფის ნაბახუსევზე

ტურინში ჩასულს, ამინდიც ისეთივე არაპროგნოზირებადი და ცვალებადი დამხვდა, როგორიც თავად ,,ბებერი ქალბატონია“. წვიმა, მზე, წვიმა, მზე... ყვითელი ველოსიპედები. ისტორია, ინდუსტრია, კულტურა, არქიტექტურა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი მაინც მეორეხარისხოვანია. ყველაზე დიდი ღისრშესანიშნაობა და ტაძარი ჩემთვის „იუვენტუსის“ სტადიონია. ტრანსპორტზე უარს ვამბობ. სასტუმროდან...

13.05.1981

13 მაისი ახლოვდება, ვისთვის თარსი რიცხვი და ქართველებისთვის კი ყველა ჭრილობის სალბუნი. 1981 წლის 13 მაისის გახსენება ბოლო ათწლეულების ომებით, ტერაქტებით, სეკვესტრებით, ბანკის ვალებით, სპორტული უიღბლობით და ათასი სხვა მიზეზით შეკრულ ქართველის შუბლზე ნაოჭებს ასწორებს. ათი წლის იყავი მაშინ, ოცის...