მთავარი დავთარი

დავთარი

ტაშკენტის ოქრო – ნაშთი ძველი დიდებისა

სადღეგრძელოები გვიყვარს ქართველებს - გორგასალი რომ გოლიათი იყო... თამარის დროს რვა მილიონი რომ ვიყავით... სააკაძის ხმალი რომ 24 კილოს იწონიდა... ესეც სადღეგრძელოა, მაგრამ მითად ქცეული კი არა, სტატისტიკაში სამუდამოდ დარჩენილი - სსრკ-ის ჩემპიონატს საკავშირო კი ერქვა, მაგრამ თითქმის 30 წელი...

პრეზიდენტის სხვა სამყარო

ესეც ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელსაც უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეალობის გრძნობა დაუკარგავს, სადღაც სხვა სამყაროშია. სხვა შემთხვევაში, ამ კაცმა რაც იკადრა, ამის უფლებას თავს არ მისცემდა და თუ მაინცდამაინც, რაც გააკეთა, სხვა ფორმითაც შეძლებდა. აგერ, განცხადება, რომელიც სოციალურ...

თქვენ კი რა ქენით? ადექით და სომხეთთან…

სომხეთთან როგორ წააგეთ, ბიჭო?.. მეგობრებთან ერთად ვუყურე საქართველო - ჩრდ. მაკედონიას. რეგულაციებს დავემორჩილეთ და რაკიღა საგანგებო მდგომარეობას ემთხვეოდა მატჩი, იქვე დარჩენა გადავწყვიტეთ. ასეთი მნიშვნელობის თამაშისას უერთმანეთოდ ვერ ვიქნებოდით, გვსურდა დიდი ემოცია თანაბრად გაგვენაწილებინა და ტრიუმფი გაგვეზიარებინა... თვალებს ვერ ვუსწორებდით ნამატჩევს ერთმანეთს,...

ვინ უნდა გაიყვანოს ნაკრები ესტონეთთან?

„ვიცი ნაკრების შიდა სამზარეულო. ვიცი, როგორ უყურებენ ფეხბურთელები მწვრთნელს და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება,“ - ეს სიტყვები ლევან კობიაშვილმა გაზაფხულზე, ვლადიმირ ვაისთან კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილების მიღებისას თქვა. ამ კონტექსტში  „ვიცი, როგორ უყურებენ ფეხბურთელები მწვრთნელს,“ -  გუნდში ჯანსაღი სიტუაციის არსებობას ნიშნავს. ახლა...

გამოდი და თქვი: მე წავედი!

„დინამო არენას“ მუშთაიდის პარკის მხრიდან მივადექი, აი, ზუსტად იქიდან, საიდანაც საქართველოს ნაკრების ავტობუსმა სანაპიროდან სტადიონისკენ აუხვია... აი, ზუსტად იქ, სადაც პეტარდების კვამლს ისე დაებურა იქაურობა, კაცი კაცს მეტრში ვერ გაარჩევდა... ამაკანკალა. გამაჟირიალა. წარმოუდგენელი მუხტი იფრქვეოდა... მხოლოდ ამათ გამო უნდა...

დიდხანს გვემახსოვრები…

ის, რაც „დინამო არენაზე“ მოხდა, დიდი ხანი არ დაგვავიწყდება. მიზეზი მარტივია – ასეთი შანსი ჩვენ დიდი ხანი აღარ გვექნება და გასახსენებლადაც 2020 წლის 12 ნოემბერი დაგვრჩება. არც თუ კარგ გასახსენებლად... ყველაფერი 1994 წლის 7 სექტემბერს დაიწყო, მოლდოვასთან მატჩი 1996 წლის...

ერთი შეკითხვა ყველას: რატომ არ გაუშვეს ლორია მეტოქის საჯარიმოში?

მძაფრსიუჟეტიანი ფილმივით ფინალია - ბოლო წუთია, გუნდი მინიმალური სხვაობით აგებს და ჯარიმის უფლებას იღებს... მეკარე მეტოქის საჯარიმოსკენ გარბის, ჩაწოდება და გოოოოლ... რა თქმა უნდა, ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა და კიდევ ბევრჯერ მოხდება მაგრამ, ალბათ სხვაგან და სხვა სტადიონებზე, ოღონდ...

ფედერაციის ბოლო გაჩერება: დამნაშავე ქართველი ხალხია?

ჩვენ ფეიკ-ნიუსების ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ტყუილ-მართლის გარჩევა ზოგჯერ გვარიან ძალისხმევას მოითხოვს. გულწრფელად გეტყვით, რომ როდესაც რომელიღაც სააგენტოს გვერდზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის ეს განცხადება წავიკითხე, იმდენად დაუჯერებლად მომეჩვენა, რომ პირველწყაროს ძებნას შევუდექი, რადგან ტექსტი ფეიკად თუ არა, სულ...

ფეხბურთის ფედერაცია უნდა დაიშალოს!

ფეხბურთის ქომაგს ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან ხელი მოხვდა. იმ ქომაგს, წუხელ სასტუმროდან სტადიონამდე რომ მიაცილა საყვარელი გუნდი და მერე კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ერთზე კი არაა საუბარი - ბევრ ქომაგზეა. ხელი კი ვისგან მოხვდათ, იცით? იმ ფედერაციის ჩინოსნებისგან,...

რა გააკეთა ლევან კობიაშვილმა?

დავმარცხდით და ეს არ იყო რიგითი მარცხი. ჩვენ ფაქტობრივად მომავალი წავაგეთ, ის მომავალი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ, იმედიანი და ოცნებებით სავსე იყო. მე უფრო მეტად გავიხედე მაკედონიელთა კარისკენ, ვიდრე ჩვენმა ნაკრებმა მთელი მატჩის მანძილზე და დიახ, ჩვენ ვიტყვით რომ ფეხბურთელებმა...

მშვიდობით, ბატონო ვაის!

სულ ვიმეორებ, გაცეცხლებულ გულზე ემოცია არ უნდა გამოხატო მეთქი. ახლაც ვეცადე, ერთი ღამე მაინც გამეთია იმ ბოღმასთან, კიდევ დიდხანს რომ არ მომასვენებს და მერეღა ამომეთქვა. მე შემრცხვა! ვერმოგებისაც, გაშვებული შანსისაც, ტელევიზორს მიჯაჭვული მილიონისაც, სტადიონთან ნაკრების დამხვედრი ბიჭებისაც... ფეხბურთელების ნაცვლად სულაც არ...

სხვაგან ევროპაში

გუშინ საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის პარალელურად ევროპაში კიდევ სამი თამაში ჩატარდა. უნგრეთი 88-ე წუთამდე მარცხდებოდა და ბოლო ორ წუთში ორი ბურთი გაუტანა ისლანდიას. 88-ე წუთამდე მარცხდებოდა ჩრდილოეთ ირლანდია სლოვაკეთთან  და იმ დარჩენილ ორ წუთში მანაც მოახერხა გათანაბრება. შოტლანდიასთან ბოლო წუთამდე მარცხდებოდა სერბეთიც...

ბაცი ფერის ამბავი

დიდად ღირებული თამაშის წინ ადამიანური სისუსტე შემოგვეპარა და ობიექტურ ჟურნალისტურ მსჯელობაზე ხელი ავიღეთ: ნეტავ ჩრდილოეთ მაკედონიის მეკარემ ხვალაც ისე მიჰქაროს, როგორც კოსოვოსთან ნახევარფინალში თუ რიკოშეტით, თუ ავტოგოლით, თუ რაგბის მსგავსად ჯგროდ მიწოლით - ნეტავ ტაბლოზე თამაშის ბოლოს ჩვენი გატანილი...

ვაისის გულის თამაში და კორონა-ცრემლები

ჩრდ. მაკედონიასთან დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა პრესკონფერენცია გამართეს. ვლადიმირ ვაისი - ყველას აქვს იმედი, რომ ხვალ გავიმარჯვებთ და ხალხს გავახარებთ. წინა პრესკონფერენციაზე მკითხეთ კოსოვო უფრო ძლიერი მეტოქეა თუ ჩრდილოეთ მაკედონია, გიპასუხეთ, კორონავირუსი-მეთქი....

რაც გულთან უფრო ახლოსაა

ხვალ ქართული ფეხბურთის ისტორია დაიწერება: ან ტრიუმფალური და ანაც ტრაგიკული. ყველა ქომაგს პირველი ვარიანტის გვეიმედება და როცა მსაჯის საფინალო სასტვენი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის გასვლას დააფიქსირებს, 1981 წლის 13 მაისი მონაგონი იქნება. ასე ახლოს ოცნებასთან ჯერ არ...

ბოსნია მეტია, ვიდრე საფრანგეთი

სხვა ქვეყანაში დაბადებული ქართული ფესვების ფეხბურთელები გვინახავს საქართველოს ნაკრებში. ამასთან დაკავშირებით ერთ მაგალითს მოვიყვანოთ, რომელიც მირალემ პიანიჩმა დღეს გააჟღერა. როგორც ირკვევა, ბოსნია-ჰერცოგოვინის ეროვნული გუნდის ფეხბურთელს საფრანგეთის ნაკრებში ეპატიჟებოდნენ. „დიახ, როდესაც „ლიონში“ გადავედი, შემეძლო საფრანგეთის ნაკრებში თამაში, მაგრამ ნათქვამი მქონდა, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინის მაისურა...

ცხვარი, გორი, თევზი…

ეროვნული ლიგის მე-15 ტურიც ნაკლული გამოდგა. ოთხი მატჩი გაიმართა, მეხუთე, „ტორპედო“ – „ბათუმი“ კი 8 ნოემბერს ჩატარდება. თუმცა, „ტორპედოში“ რა მდგომარეობაა, კიდევ საკითხავია... 8 ნოემბერსვეა დაგეგმილი მე-13 ტურის ძალიან საინტერესო შეხვდრა: „ლოკომოტივი“ – „დინამო.“ შემდეგ სანაკრებო პაუზა გამოცხადდება, რომლის დროსაც...

29 საქართველოსთვის

ერთი კვირა დარჩა საქართველოს ნაკრებს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მატჩამდე. 12 ნოემბერს ჩვენები „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუხვდებიან. სასწორზე ევრო 2020-ის საგზური დევს. ამ მატჩის გარდა ვლადიმირ ვაისის გუნდი კიდევ 2 მატჩს გამართავს: 15 ნოემბერს სომხეთს დაუხვდება, 18 ში – ესტონეთს. ეს...

ირაკლი ლილუაშვილი: ჩვენი მიზანი ფეხბურთელებისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევაა

საფეხბურთო საშუამავლო კომპანია „Bene Sport Management“ 2020 წლის 1 ივნისს დაფუძნდა და მას შემდეგ 30 ფეხბურთელთან და 5 მწვრთნელთან გააფორმა ოფიციალური ხელშეკრულება. კომპანია ბაზარზე ახალი სტანდარტების დამკვიდრებას ცდილობს, ყოველდღიურად ვითარდება და აქცენტს ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებთან თანამშრომლობაზე აკეთებს. კომპანიის მენეჯმენტის...

პატარები და მაგრები

რატომ მოხდა ასე, გასაგებიცაა, ტალანტებმა გაიბრწყინეს და მათში დიდი პოტენციალი დაინახეს... არ გაგიკვირდებათ, როცა ნახავთ, რომ ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან. ვინ იცის, ეგებ არც ის დღეა შორს, როცა უძვირესი ფეხბურთელების ხუთეულში, თუნდაც ათეულში, ქართველი ფეხბურთელის გამოჩნდეს. 5. მეისონ გრინვუდი  19 წლის, „მანჩესტერ...

რაზმი რვა ერისთვის

14 ნოემბერს, მსოფლიო რაგბის ერთ-ერთ მექაში, ლონდონის სახელოვან „თვიქნემზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თავის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ტურნირში ჩაებმება - შემოდგომის ერთა თასის გათამაშებაში. ერთი კვირის წინ შოტლანდიაში განცდილი მარცხის შემდეგ საქართველოს კლუბებში მოთამაშე და უკლუბოდ მყოფი ბორჯღალოსნები, ედინბურგიდან თბილისში დაბრუნდნენ,...

აურზაური

კორონავირუსის პანდემიამ ბევრი რამ არია. გამონაკლისი არც ფეხბურთი და ჩვენი ეროვნული ლიგაა. აი, ახლაც, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, განრიგი ისევ შეიცვალა. მეცამეტე ტურის მატჩს, „ლოკომოტივი“ – „დინამო“ თბილისი, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მიხეილ მესხის სახელობის...

დედამ კარიერა დაასრულებინა

ერთი ლამაზი სპორტული ისტორიაც დასრულდა... დაღესტნელმა ჰაბიბ ნურმაგომედოვმა UFC-ში ზედიზედ 29-ე ბრძოლა მოიგო და კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ამას კი ნამდვილად არავინ ელოდა, ისევე როგორც ჩემპიონის რეაქციას: ჰაბიბი გამარჯვების შემდეგ მუხლებზე დაეცა, თავი ხელებში ჩარგო და მერე ქომაგებმა პირველად იხილეს...

ლოგიკური იმედგაცრუება

კაცმა რომ თქვას, სქოთებისგან 7:48 არავის უნდა გაკვირვებოდა, მაგრამ ქართველი ქომაგი „მარიფილდზე“ ბორჯღალოსნებისგან ხომ ლამის მოგებას მოითხოვდა. ეტყობა ასეთია ჩვენი ბუნება და მენტალობა... ჩვენი ნაკრების მოუმზადებლობა თამაშამდეც ცნობილი იყო: მაისის ბოლოს ლევან მაისაშვილის მიერ „შევარდენზე“ შეკრებილი შემადგენლობა ხომ მხოლოდ შიდა...

ერთი გადაიდო, მეორე – გადმოიდო…

რახან „ლოკომოტივი“ – „დინამო“ გადაიდო, ტურის მთავარი მატჩი „საბურთალო“ – „ბათუმი“ გამოდგა. ე-ლიგის ვებ-გვერდზე წერია: „18 ოქტომბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე, თბილისის „ლოკომოტივი“ და თბილისის „დინამო“ დაპირისპირება უნდა გამართულიყო. კოვიდ ინფიცირებულთან მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის...

ეს რა სპორტია?

ვაღიაროთ, რომ კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი ცხოვრება კარდინალურად შეცვალა. ფეხბურთი უმაყურებლოდ? სულ ორჯერ მქონდა „ბედნიერება“, უმაყურებლო ფეხბურთისთვის ტრიბუნიდან მეყურებინა. ვაღიარებ: სჯობს, მეტოქის ფანებით გადაჭედილ სტადიონზე სტუმრად ითამაშო, ვიდრე შინ, მაგრამ სიცარიელის გენიალური აკუსტიკის თანხლებით. სპორტი სანახაობაა, რომელსაც მაყურებელი და ცოცხალი ემოცია სჭირდება. ტელეეკრანს...

პარადოქსი და ვაისი

გულდასაწყვეტიაო, რომ ვთქვათ, არაფერი გამოვა ნათქვამი. ზედიზედ მეორე მატჩია, საქართველოს ნაკრები მოსაგებს ბოლო სამ წუთში ატანს ქარს. შეიძლება მსაჯობაზე საუბარი, მაგრამ აქამდე არ უნდა მიიყვანო საქმე. მით უმეტეს, კაცნაკლულ მეტოქესთან. ვლადიმირ ვაისმა მის კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ ისედაც ბევრ კითხვას გასული ერთი კვირის...

ნაკრები და ახლები საფრანგეთში წავიდნენ

საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები, რომლებიც თბილისში, „შევარდენის“ ბაზაზე 21 სექტემბრიდან თვითიზოლაციაში ვარჯიშობდნენ, 11 ოქტომბერს 10-დღიან შეკრებაზე საფრანგეთში გაემგზავრნენ. „მსოფლიო რაგბის“ მე-9 რეგულაციის თანახმად, მანდელიოში ნაკრებს სამი დღით (ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით) ლეგიონერები შეუერთდებიან. ხუთშაბათს მათი ნაწილი კლუბებს დაუბრუნდება და ნაკრების შეკრებაზე ორშაბათს...

ომში მშვიდობა დარჩა

რა გითხრათ? რით გაგახაროთ? თითქოს ნომინალურად სტუმრები ვიყავით და სტუმრად მოპოვებულ ქულას ოქროს ფასი აქვს. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ ესტონეთი ვერ გადაძალა. ქულებში პარიტეტი შენარჩუნდა და ახლა საქართველოს უამოცანესი დარჩა - მაკედონიაში მოგება. ფრე მათ უტოვებს უპირატესობას... ეს სულ მათემატიკაა,...

ტიხი მეზობლებისთვის

ხვალ პოლონურ ქალაქ ტიხიში, კატოვიცედან 20 კილომეტრში რომ მდებარეობს, საქართველოს ეროვნული გუნდი სომხეთისას დაუპირისპირდება. მატჩი ევროპის ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფის ეგიდით იმართება და ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ქართველთა და სომეხთა საფეხბურთო ბატალიებში გახარჯულ ემოციას რომელი ტურნირის ფორმატი...

მზიანი ღამე

ბევრი ჩემი კოლეგის თუ უბრალოდ ქართული ფეხბურთის ქომაგის მოსაზრება წავიკითხე. ბუნებრივია, ბელარუსთან მოგება ყველას უხარია, მაგრამ საყვედურიც ბევრი იყო - თამაშის ხარისხი არ გვივარგოდაო. კარგით, რაა... მივიგეთ! თავად ეს ვიკმარე და თანახმა ვარ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 90-წუთიანი უსახური თამაშით გავიმარჯვოთ. ისიც გაითვალისწინეთ,...

ბითაძე ამაყობს, ბითაძე ემზადება, ბითაძე ამბობს…

გოგა ბითაძემ NBA-ში ერთი სეზონი უკვე გაატარა. „ინდიანა პეისერსის“ ქართველმა ცენტრმა რეგულარული სეზონის 54 მატჩი ჩაატარა. მისი საშუალო მაჩვენებელი 3.2 ქულა და 2.0 მოხსნაა. მართალია, ფლეი ოფში არ უთამაშია, მაგრამ საერთო ჯამში... „კმაყოფილი ვერ ვიქნები მხოლოდ სათამაშო დროით, მაგრამ ვითამაშე...

ერთი მატჩიც და…

საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბოლო წამამდე გვენერვიულა. არადა, ყველაფერი ფაქტობრივად მატჩის დასაწყისშივე უნდა დასრულებულიყო. წარმოიდგინეთ: მე-15 წუთზე სამი ქართველი შემტევი ორი ბელარუსის მცველის პირისპირ. ეს დანამდვილებით იყო ის შემთხვევა, როდესაც ასეთი მომენტის გაფუჭებას გაუკუღმართებული ფანტაზია სჭირდება... პირდაპირ ვთქვათ, რომ...

ზეიმი პირველი

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა შეძლო: არა შეუძლებელი, მაგრამ ძნელი. უეფას ერთა ლიგის D-ჯგუფის პლეი-ოფის ნახევარფინალში არ ყოფილა ეპიზოდები, რომლებიც ისტორიას გასწვდება, მაგრამ ესთეტიკას და სილამაზეს დღეს ბელარუსთან დღეის თამაშში ბოლო ადგილი ეჭირა. ნერვული 96 წუთის შემდეგ შედეგი დადგა, რომელმაც...

საუკუნის შანსი!

ჭრიალით, რყევებით, დიდი ვარდნებით და ნაკლები აღზევებებით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, დამოუკიდებლობის დღიდან პირველად, დიდ აეროდრომს უწია - ახლა უსაფრთხოდ დაფრენაა საჭირო. ჩვენს „ეროვნულზე“ ნახევარფინალსა და მოგვცემს ღმერთი - ფინალურ მატჩებში გადაწყდება, შეირხევა თუ არა ქართული ფეხბურთის სიმი, გაჩნდება თუ არა...

ნემსაძის ფაქტორი

ნაევროთასევს ეროვნულ ლიგაში ნაკლული, მე-12 ტური ჩატარდა. თუმცა, ახლა სანაკრებო პაუზა უწევს და შემდეგი სათამაშო დღეები უკვე 17-18 ოქტომბერს იქნება. ლიდერთა შეხვედრა, „დინამო“ – „საბურთალო“ სულაც 23 ოქტომბრისთვის გადაიდო. არადა, საინტერესო კი იქნებოდა „დინამოს“ ხილვა, ფარერელ მეცხვარეებთან 1:6-ის შემდეგ. გაურკვეველი ვითარებაა...

ანსუ: სევილიელი სევილიის წინააღმდეგ

დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე ესპანური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, 17 წლის ანსუ ფატი „ბარსელონას“ შემადგენლობაში „სევილიას“ წინააღმდეგ ითამაშებს. „სევილია“ კი ის კლუბია, რომლის ბავშვთა გუნდში ანსუმ 2010-12 წლებში, თითქმის წელიწადნახევარი აგორა ბურთი. ის, იქ ადამიანად და ფეხბურთელად ყალიბდებოდა. კატალონიურმა გაზეთმა...

რაზმი

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, შემოდგომის პირველი ორი ტესტ-მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს ნაკრები 23 ოქტომბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებს ეთამაშება, ხოლო 1 ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში რუსეთს თბილისში უმასპინძლებს. ამ მატჩებისთვის ჯამში 38 მორაგბე მოემზადება, რომელთაგან 22...

სუპერფინალის სუპერდუეტი

NBA-ს სუპერფინალის პირველ შეხვედრაში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „მაიამი ჰიტი“ უშანსოდ დატოვა – 116:98. ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო, რომელიც კალიფორნიელებმა 3 ქულით მოიგეს – 31:28. მეორე და მესამე მეოთხედებში კი „ლეიკერსმა“ იოლად იმარჯვა და ბოლო 10 წუთის წინ 26-ქულიანი ჰანდიკაპი...

მზადება თვითიზოლაციასთან ერთად

საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები ორშაბათიდან „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე შევლნენ და 11 ოქტომბრამდე შემოდგომის მატჩებისთვის მზადების პირველ ეტაპს გაივლიან. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტის ცნობით, COVID-19-ის პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით, მთელი ეს პერიოდები ბორჯღალოსნები თვითიზოლაციაში იქნებიან და გარე სამყაროს...

ღია წერილი გამგებს, რომელიც გაიგებს

ეძღვნება თბილისის დინამოს დავიკარგე, ხომ იცი? აღარავის აღარ ვაქვარ… არა, რა ვაქვარ…  ვაქ. თუ ვყავარ? არა, არც ვყავარ. მოკლედ, აღარსად აღარ ვარ. სანთლით უნდა მეძებო. არადა, რამხელა ვიყავი! ხომ გახსოვს ერევანში ჭომამ მსაჯს ტაში რომ დაუკრა, იმან კიდევ ეგ როგორ მაკადრეო...

მე ვარ მეცხვარე…

გილოცავთ, მეგობრებო: „დინამო“ გუშინდელი საღამოს ყველაზე წყალწაღებული გუნდი არ ყოფილა. „დუნაისკა სტრედამ“ ავსტრიულ „ლასკთან“ სულაც 0:7 წააგო. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ამ უწყალწაღებულესმა „დუნაისკა სტრედამ“ ორი წლის წინ ეს ჩვენი „დინამო“ ათრია... ახლა კი სერიოზულად: ვიკიპედიაში ამოვიკითხე, რომ პოლ კლეტსტარდი...

ლანდი!

ვერ გეტყვით, ეს რა გრძნობა იყო. ყველაზე დიდი დამცირება, რაც ქართული ფეხბურთისგან გადაგვიტანია. თბილისის „დინამოს“ გუშინდელი 1:6 კატასტროფის ფონზე იმავე ფარერებზე წლების წინ „ვიტ ჯორჯიას" წაგებული 0:3 ლამის გმირობად გვეჩვენება. ვინ? თბილისის „დინამომ"? ვისთან? უსახელო კუნძულელებთან, რომლებიც გლდანულას არ აღემატებიან მოსახლეობით...

დამშვიდობება ტელეფონით და ფარული ფავორიტი

წლევანდელ ლა ლიგას, სავარაუდოდ, ცოტა მეტი ინტრიგა ახლავს, ვიდრე გასულს. გუნდი, რომელმაც დიდი პრობლემებით და 16 ფრით მესამე ადგილამდე ააღწია, მთელი სეზონი საკუთარი სტილის ერთგული იყო. დიეგო სიმეონეს „ატლეტიკო“ დაცვაში კედლად იდგა და მხოლოდ მაშინ რისკავდა, როცა გოლის გატანა...

ერთი ფოტოს ნახვის შემდეგ…

- არველაძეებს იცნობ..? ფეხბურთის ანა-ბანას რომ ვსწავლობდი, მაშინ გამუდმებით ეს სიტყვები ჩამესმოდა. მერე, ისე მოხდა, ორი წელიწადი 35-ე საფეხბურთო სკოლაში ვისწავლე და ერთი-ორი მატჩი არველაძეების წინააღმდეგაც ჩავატარე... მერე, მე სარბიელში აღმოვჩნდი,  არველაძეები - დინამოში... მერე - არველაძეები ტრაბზონში წავიდნენ. მერე - ორივე ჰოლანდიაში:  შოთა...

ჩამოყარეთ…

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმუნული „უნივერსიტატიასა“ და რუსული „დინამოს“ დამარცხებით თბილისის „ლოკომოტივმა“ უკვე გამოიმუშვა 780 000 ევრო. აქედან 240 000 მონაწილეობისთვის, 260 000 „უნივერსიტატიას“ ბარიერის გადალახვისთვის და შესაბამისად მეორე ეტაპზე მონაწილებისთვის, 280 000 კი - მოსკოვის „დინამოს“ გაგდებისთვის და...

ჩვენ არ ვიფხორებით

დაგლიჯა „ლოკომოტივმა“! ჩამოვიდა მოსკოვის გაბღენძილი გუნდი, თბილისისამ კიდევ, ამხელა სტალიციდან მობრძანებული ბრექით უნდა იყო, აბა რაო და… მოუგო. მოუგო ლამაზად, ჭკვიანურად. როცა საჭირო იყო პრესინგი ითამაშა, როცა გამოუვიდა წკაპა-წკუპა კომბინაციებიც გაათამაშა და მიართვა მისართმეველი. მერე, საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში ვიღაცებს უთქვამთ,...

Бедные !!!

თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ ევროპალიგიდან რომ გააგდო, ამას ჩრდილოელ მეზობლებში არაადეკვატური გამოხმაურება მოჰყვა. ელიტა დაბოღმილია, ხალხი უფრო ობიექტური... Они унизили «Динамо» არის ასეთი რუსული გამოთქმა – плохому танцору яйца мешают... დაახლოებით იგივე მოუვიდა მოსკოვის „დინამოს“ მწვრთნელ კირილ ნოვიკოვს, რომელმაც ქართული მოედნის...

რუსი სტუმარი? ვინ დაპატიჟა?

გუშინ თბილისის „ლოკომოტივისგან“ მოსკოვის „დინამოს“ ძლევამ ისეთი სიხარული მოგვგვარა, მხოლოდ ფეხბურთის ჩარჩოებში რომ ვერ ეტევა. სპორტისგან ძალიან შორს მდგომი სიხარულიც იყო, მაგრამ ისე როგორ მოხდებოდა, თავადვე არ გაგვეფუჭებინა საერთო სურათი?! „მიხეილ მესხზე“ აკრედიტირებულ ახალგაზრდას პოლიციელებმა მაისურის გახდა მოსთხოვეს. მიზეზი - მაისურზე...

რუსებმა სარბიელის დავალება პირნათლად შეასრულეს

ქართული გუნდების ევროპული შემოდგომა გრძელდება. ორივე თბილისურმა გუნდმა, „ლოკომოტივმა“ და „დინამომ“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ეტაპი წარმატებით დასძლიეს. „ლოკომოტივი“ „მიხეილ მესხზე“ დაუხვდა მოსკოვის „დინამოს“ და კუდით ქვა ასროლინა, ჩვენებმა ეს პრინციპული თამაში 2:1 მოიგეს. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა ზუსტად იგივე...