წინ, ევროპისაკენ, ავტოქარხნის გავლით!
რაღაც წვიმები მოგვეძალა. გასაკვირიც არაა - შემოდგომა მოვიდა. თანაც, წვიმა ჩვენს სტადიონზე კარგად დაცდილი რამ არის, ხომ გახსოვთ, „ლივერპულიც“ წვიმაში გავაცურეთ. ეს ამბავი ზუსტად ჩვიდმეტი წლის წინათ იყო.
აჰ, ნეტავ იმ დროებას - ყიფიანმა მარჯვნიდან ჩამოაწოდა, გუცაევი კი ბურთიანად შევარდა...
ფეხბურთის ღამე და საფეხბურთო ამქარი
ეგებ ბართლომეს ღამეც კი დამერქმია ამ ოხრადდასარჩენი სვეტისთვის, ან გრძელი დანების ღამე - ან ღამე იმედისა და იდუმალ კრთომისა, როგორც ამას რომელიმე რომანტიკოსი მესვეტე უწოდებდა, მაგრამ განა ჩვენ რომანტიკოსები ვართ?
ჩვენ ქალაქელი ხალხი გახლავართ და ფეხუბრთის ყურებაში ჭირი მოგვიჭამია.
ჩვენ ძველი...
JUST DO IT
ზაფხული მოვიდა და გაგიხარიათ, ჩვენს ეზოში ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ. კარგა ხანია ეზოს ფეხბურთი არ მინახავს - გარაჟებს შორის, მტვრიან ასპალტზე გაგორებული ბურთი ცხოვრების ადამიანურობის და სილამაზის უტყუარი ნიშანია.
ეზოს ფეხბურთი საუცხოო საყურებელია: აგერ, ის ღიპიანი ბიჭი პირწავარდნილი გასკოინია (ყოველ შემთხვევაში,...
არ გაფუჭდება
აგერ, ბიჭები ლაპარაკობდნენ და დიდი კამათი ატყდა მაიკლ ოუენის გამო.
ჩვენებური გულშემატკივარი ალბათ იმითაც გამოირჩევა სხვა ქვეყნების ქომაგთაგან, რომ მომავალის განჭვრეტა უყვარს ხოლმე. ანუ, როცა სტადიონზე მიდის, იმდღევანდელი მატჩი თითქოს მოთავებულიც კი აქვს და უკვე იმას ფიქრობს, ხუთი თვის შემდეგ...
არის ასეთი გაზეთი
„სპორტ-ექსპრესი“ დიახაც რომ ცნობილი და სახელგავარდნილი გაზეთია ესენგეს მასშტაბით. ჩვენც, სპორტის მოყვარე ივერიელთაც არაერთხელ გადაგვიფურცლავს ეს ძაან ფორმატისა და ძაან ხარისხის რუსული გაზეთი, რომელსაც მთელი ძველი საბჭოეთის სპორტული დაკმაყოფილება განუზრახვას.
დიახაც, მძლავრი და ოპერატიულია ეს „სპორტ-ექსპრესი“, რა გინდა რომ იქ...
მსოფლიოს ჟანდარმი
ყოველ შეხვედრის წინ, სათადარიგოთა სკამზე რომ დაიჭერს ადგილს, მიროსლავ ბლაჟევიჩი გვერდით მოიდებს ხოლმე ფრანგ ჟანდარმთა ქუდს. ამბობენ, რომ ეს ქუდი ერთმა ფრანგმა ჟანდარმმა აჩუქაო. მერე ხორვატიის ნაკრები მოიგებს, ბლაჟევიჩი ქუდს დაიხურავს და გასახდელისკენ მიაბიჯებს. ეს ქუდი ალბათ (ალბათ კი...
აიაქსი და სინათლე
სამშაბათ ღამით ერის ერთ ნაწილს, გამორჩევით ქალაქის რამდენიმე უბანს რომ შუქ-სინათლე მიეცა, სულ ტყუილი გამოვიდა.
ის სინათლე სასიხარულოდ არ დაურჩა ხალხს, ვინაიდან შუქი იმ მიზეზით გამოშევათ ჩვენს სახლებში, რომ „აიაქსს“ მოეგო და ჩვენ მთელი ჩვენი უსინათლობა და ევროპასთან ოთხსაათიანი ჩამორჩენა...
კიდევ რამდენი ჩემპიონატი, კიდევ რამდენი წელი…
აჰა, გაილია საქართველოს კიდევ ერთი ჩემპმიონატი ფეხბურთში. მგონი მეშვიდე.
რამდენი ჩემპიონატიც არ გაილია, „დინამო“ იმდენჯერ გახდა ჩემპიონი და ალბათ კარგახანს გასტანს ასე.
ეს ჩვენა, „დინამოს“ ქომაგსა, კიდევაც გაგვეხარდება, მაგრამ მალე აღარც გაგვეხარდება. იმიტომ რომ მივეჩვევით და დილით რომ ჩაის სვამ, განა...
გაცდენილი ფინალი
საქართველოს თასის ფინალი არასოდეს გამიცდენია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ფინალი წმინდა საქმეა. რაც არ უნდა უვარგისი იყოს, ფინალია და მორჩა. დღეც საუცხოო აქვს შერჩეული და ყველაფერი. მერე რა, რომ თამაში მაინცდამაინც არ გამოდის ხოლმე. ფინალი ფინალია და საყურებელი რამეა.
საქართველოს...
ნაგანოს თეთრი მზე
ზამთრის ოლიმპიადა სრულდება. ჩვენს დროში და ჩვენს ქვეყანაში ეს არცთუ პოპულარული სანახაობაა. ხალხი დიდად არ ინტერესდება ოლიმპიური თამაშობათა ცქერით. პრინციპში, რომც დაინტერესდეს, შუქი არა აქვს და უეჭველად სადმე დვიჟოკირებულ ადგილას უნდა წავიდეს, ვთქვათ, ფიგურული სრიალის საყურებლად.
მაგრამ დღეს სხვა დროა....
სარაგბო ფიქრები
რაღა მაინცდამაინც რაგბი? სიმართლე რომ ვთქვა, ამ თამაშში წესების დონეზე თუ ვარ გარკვეული. თამაშის იმგვარი გაგება და აღქმა, რაგბზე მწერალ კაცს რომ სჭირდება, არა მაქვს. ისიც უნდა გითხრათ, რომ წესების შესწავლაზეც გვარიანი დრო გავხარჯე, მაგრამ არ მინანია. ეს საუცხოო...
89 დღით ადრე
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხმოცდაცხრა დღე დარჩა, რაში უნდა გამოიყენოს გულშემატკივარმა ეს დრო?
მსოფლიოს ჩემპიონატი რომ ფეხბურთის მთავარი ზეიმია, ყველამ იცის. მერე რა, რომ ვერ გაგვიმართლებს ხოლმე და ბოლო დროა, ფინალისთვის გოლები ენანება? ზეიმი მაინც ზეიმია ხოლმე.
წინა მსოფლიოს ჩემპმიონატი ყველას გვახსოვს...
არასოდეს სთქვა არასოდეს… ანუ ორი მანჩესტერი
ამ განთქმულ კინოსურათს მე ასე გადავაკეთებდი - არასოდეს სთქვა “მანჩესტერ იუნაიტედი”, გამორჩევით მაშინ, როცა ეს გუნდი კარგა მანძილით გასცდება იმ მოხდენილ “ოლდ ტრეფორდს”, ლა მანშს გადაცურავს და კონტინენტზე გადავა.
როგორც კი ალექს ფერგიუსონის გუნდი ევროპის რომელიმე ქალაქში მოხვდება სათამაშოდ (გინდა...
უძვირფასესი მელოუნი ყოფილა, ჯორდანს კი ვირის თავ-ფეხი?
155 კალათბურთზე მწერალი კაცი ხუმრობა არ გეგონოთ, თქვენი ჭირიმე. მითუმეტეს, ის 155 კაცი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ამბებს რომ მიმოიხილავს. ჰოდა, ამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ენბიეის უძვირფასეს მოთამაშედ წელს მეილმენი უნდა ყოფილიყო.
მეილმენი - იგივე კარლ მელოუნია, მორმონთა ქვეყნის ცნობილი გუნდის,...
ბრუს სელდონი?! ჰმ…
ორი დღის წინ გვარიანი კამათი მომიხდა „რეზონანსის“ საკრივო მიმომხილველ ალბერტ ხაჩატურიშვილთან. ეს ხაჩატურიშვილი კრივის მცოდნე კაცია და მძიმე წონაც ძლიერ უყვარს, მაგრამ ერთი ახირებული ზნე სჭირს - ტაისონი ეზიზღება.
რახან ტაისონი ეზიზღება, ჩვეულებრივ, ათას რამეს გამოიგონებს ხოლმე მის საწინააღმდეგოდ და...
მარშრუტის გამო
რა და...
მარშრუტის გამო მინდა ვთქვა.
უცნაური მარშრუტი, რომელიც, ალბათ, არცერთ ქალაქში არ არსებობს.
ერთის მხრივ ეს ჩვეულებრივი მარშრუტია, ხალხი ყოველდღე გადიგამოდის ამ გზაზე, მაგრამ თბილისში გაჩნდა დღეები, როცა ადამიანთა უზარმაზარი ჯგუფები ამ მარშრუტს დიდი მონდომებით, ჩქარი და საქმიანი ნაბიჯით გადიან.
რას იზამ...
ზინედინ არაბი
და თქვა გოგია მესვეტემ:
ქალაქ ბორდოსა ერთი ახალგაზრდა კაცი იყო და ბურთაობდა. კარგი მობურთავე იყო და პატივიც ფრიადი ჰქონდა. მთელი ბორდოს ქალაქის ბავშვები იმას დასდევდნენ. ამ ახალგაზრდა კაცს ზინედინ ზიჰდანი ერქვა და ქონებაც ფრიადი მოეგროვებინა.
ერთხელ ზინედინი მეჯლიშში იყო და ქეიფობდა,...
წერილი ჩვეულებრივ ამერიკელს, მათი ლიგის გახსნის გამო
გამარჯობა, ძვირფასო ჩვეულებრივო ამერიკელო.
შენ, რომელიც ასე აღიზარდე შენს კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში, რომ ხელში ან ბეისბოლის ტაფელა გეპყრა, ან კალათბურთის ნარიჯისფერი ბურთი გეჭირა, ან თქვენებური ფეხბურთის ჩაფხუტი გეხურა თავზე, ახლა კი დისტანციური მართვის პულტი ჩაგიბღუჯავს ხელში და ორასარხიან ტელევიზორში სპორტის...
STILL KETS!
STILL მავანიო, ასე შესძახებენ ხოლმე ინგლისელი ტელეკომენტატორები, როცა მავანი ყაჩაღი ფეხბურთელი ბურთს არ დაჰკარგავს და მონდომებით მიიწევს წინ. ადვილი გადმოსათარგმნია, STILL მავანიო, ნიშნავს კვლავ ესო, ესე იგი, არ დაადგა საშველი ამ ფეხბურთელის დაკავებასო. თანაც იმათ რეპორტაჟი არ ესწავლებათ და...
მოკლე ისტორია ქალაქელთა კლუბისა
ახლა, რახან ინგლისში საფეხბურთო სეზონი დაიწყო და ოთხ იქაურ ლიგაში ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, გაზეთები და გამორჩევით “სარბიელი” ყოველ იქაურ ნაბიჯს აღბეჭდავდნენ ხოლმე თავის ფურცლებზე.
ჩვენებური მკითხველი ისე გაუშინაურდა ალბიონის ფეხბურთს, რომ მისი გაკვირვება ძნელია და სიმართლე ითქვას, აღარც არის...
ჩემი უტოპიური ჩემპიონი
ბოლო ათი დღეა, „იესპიენის“ ტელეარხებზე სამხრეთამერიკულ ფეხბურთს გადმოსცემენ. ბრაზილიასა და არგენტინაში ახლა ორ ჩემპიონატს შორის შესვენებაა და კლუბების სხვადასხვა ტურნირებში ჩაბმულან: ბრაზილიაში ლიგა პაულისტა და რიოს პირველობა ტარდება, არგენტინაში „ტორნეო სიუდად დე მენდოსა“ და სხვა.
ამ თამაშების ცქერისას ის ლაპარაკი...
ფეხბურთის ყურების დროს
ამ სვეტს რომ ვწერ თქვენთვის, ძვირფასო ტელემაყურებლებო, „საფრანგეთის ტურნირის“ ბოლო მატჩი მიმდინარეობს.
მეზობელთა შორის თამაშს საომარი პირი უჩანს, ხომ არ შეიძლება, რომ გამუდმებით ფრეები ჩაიწერო აქტივში და იძახო, მოსამზადებელი ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს, კმაყოფილი ვარო?
ბოლოს და ბოლოს, თამაშს ხალხი ესწრება და...
მანჩესტერიდან მოვდივარ, უკან მაბრუნებს ქარიო
მდაა, ოთხი წელიწადი.
ეს ოთხი წელიწადი სულ ერთნაირი დამარცხების, სირცხვილის, დაცინვის ეპოქაა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გამარცხებს ვოლგოგრადი, ტრაბზონი, ავტოქარხანა, ისთანბულის გარეუბანი, სოფელ ვარიანის მეფრინველეობის კომლექსის დუბლშემადგენლობა. გიგებს ლამის რომ აბოვიანის „კოტაიკი“ და შენა ხარ შვიდგზის შერცხვენილი, რადგან ზედიზედ...