მთავარი გიო ახვლედიანის სვეტი

გიო ახვლედიანის სვეტი

„სარბიელის“ კლასიკა, შექმნილი თანამედროვე ქართული ლიტერატურის კლასიკოსის მიერ. ფეხბურთის, კალათბურთის, კრივის, რაგბის, ან თუნდაც რომელიმე ეგზოტიკური სახეობის საკვანძო მოვლენებზე გამოთქმული აზრები, რომლებიც იქამდე არავის მოსვლია და მომავალშიც ვერავინ გაიმეორებს.

დუდუს ოცნება

ხომ გახსოვთ დუდუ? წმინდა იანუარიუსის წინ რომ აღიმართება და მოსაპარი საგანძურის სანაცვლოდ რომ სთავაზობს: - ჩვენ შენ ეუსებიოს გიყიდით. „ნაპოლი“ ჩემპიონთა თასს მოიგებს... დუდუმ ეგრეც ვერ შეინარჩუნა მოპარული საგანძური, ეუსებიო ვერ იყიდა და „ნაპოლის“ დღემდე არ აუღია ჩემპიონთა თასი. ნეაპოლელი ქურდის...

წერილი ერიკ კანტონას

გამარჯობა, ძმაო ერიკ! გაზეთებში წავიკითხე, რომ ევროპის ჩემპიონატს არ ესწრები და ასე გითქვამს, დიდი რამეც არის ეგ თქვენი ევროპის ჩემპიონატი, ფეხბურთელები დაიღლებიან და მერე თავის ჩემპიონატებს და ევროთასებს ხეირიანად ვეღარ ითამაშებენო. შევიტყვე, ასევე, რომ კუნძულზე წასულხარ დასასვენებლად და ერთ-ერთი გაზეთისთვის შენი...

ტინსაიდელი ცინიკოსები

ესენი ვინა ყოფილან? მთელი ნიუკასლი, მთელი საჯორდეთი ფეხზე დგას. ხალხს გუნდის აღზევება ევალება და თურმე რეებს ლაპარაკობენ? კლუბის ოდინდელ თავმჯდომარეს სერ ჯონ ჰოლს ვაჟიშვილი ვერ გამოდგომია. საქმე კი იმაშია, რომ ინგლისურმა ტაბლოიდებმა, კრეძოდ კი „უორლდ ონ სანდიმ“ ნუიკასლ იუნაიტედის“ ორი თავკაცი, თავმჯდომარე ფრედი...

მსაჯი რომ პირველი კაცი იქნება…

გასული კვირის ერთ-ერთ „სარბიელში“ მსაჯთა შეცდომები იყო ჩამოთვლილი და სათაურად თბილისური ლანძღვა ჰქონდა - მსაჯო, შე მამათმავალოო. „ფეხბურთი შინ დაბრუნდაო“, - ასეთი ლოზუნგი მოუგონეს ინგლისელებმა ევროპის ჩემპიონატს. შინ დაბრუნებული ფეხბურთს საუცხოო სტადიონები დაახვედრეს. ეს „ენფილდიო“, „ვალა პარკიო“, „ოლდ ტრეფორდიო“, „უემბლიო“... დაახვედრეს განთქმული...

BODYPUNCHER და KO PUNCHER

„ბოდიპანჩერი“ საკრივო ტერმინია და სიტყვასიტყვით სხეულზე დამრტმელს, ტანზე მცემელს ნიშნავს. ეს ტერმინი იმ მოკრივეთა მიმართ გამოიყენება, რომელთათვისაც ღმერთს მართლად ცემის ნიჭი მოუმადლებია, მაგრამ არ მიუნიჭებია კრივში ეგოდენ საჭირო და პრესტიჟული უნარი სანოკაუტო დარტყმისა. დიახ, კრივში არსებობს სხვა ტერმინიც - „ქეიოპანჩერი“,...

ვითომ ჯორდი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ევრო 96-ზე მოთამაშე პატარა კრუიფს რომ ჰკითხეს, ზურგზე გვარი რატომ არ გაწერიაო, მან მედიდურად მიუგო: სირცხვილია ჰოლანდიის ნაკრებში ვინმეს ეწეროს ეს გვარი და არ ამძიმებდეს, ამიტომაც ჩემი ჯორდი მირჩევნიაო. გამოხდა ხანი და პატარა კრუიფი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვიხილეთ. ზურგზე მამისეული...

კირსანი არაყს ჩამოდგამს

ასე გამოვიდა, რომ ამ ჩვენი „სარბიელის“ მესვეტედ ვიქეც და ამიერიდან ამ გვერდზე ამ ადგილს დავიჭერ ხოლმე. მინდა, ორი რამ სიტყვა მოგაშველოთ, წინა კვირის ყველაზე ხმაურიანი ამბის გამო - ყმაწვილი ყალმუხი მსოფლიო ჭადრაკის თავკაცად რომ აირჩიეს, ქალაქ პარიზში. კირსან ილუმჟინოვი გაგეგონებათ, იგი...

ერთი, პოდლის ბლოკნოტი ჩამაგდებინა ხელში

დღესასწაულიო! პრინციპში სხვა რა უნდა ვუთხრა? თავადვე დავწერე, ამ ოხერი ცაცია ხელით, იქნება დიდებული თამაში, ორივე მხრიდან ხასიათები და გმირები-მეთქი. რატომ დავწერე ასე, არ ვიცი, ალბათ, გასამხნევებლად, ხმაურის გსაძლიერებლად, სტადიონზე ჩვენი სიმღერის მოსასმენად. გუშინწინ საღამოს „სარბიელში“ ინგლისელთა სავარაუდო შემადგენლობას ადგენდნენ. თავი...

ხუთი გოლის იმედით

რაც უფრო ახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი, მით უფრო დიდია საფრთხე იმისა, რომ ამ ფინალურმა მატჩმა ვერ ივარგოს. ამის მწარე გამოცდილება საერთაშორისო ფეხბურთის გულშემატკივრებს აქვთ. თორმეტი წელიწადია, გემრიელი ფინალი არ ყოფილა. თორმეტი წელიწადია, ფინალში თამაშიდან გოლი არ გასულა. სინამდვილეში, ეს...

არასოდეს თქვა არასოდეს…

ამ განთქმულ კინოსურათს მე ასე გადავაკეთებდი - არასოდეს სთქვა „მანჩესტერ იუნაიტედი“, გამორჩევით მაშინ, როცა ეს გუნდი კარგა მანძილით გასცდება იმ მოხდენილ „ოლდ ტრეფორდს“, ლა მანშს გადაცურავს და კონტინენტზე გადავა. როგორც კი ალექს ფერგიუსონის გუნდი ევროპის რომელიმე ქალაქში მოხვდება სათამაშოდ (გინდა...

ლონდონში (თბილისში) შუქი არ არის!

ო, იესპიენო, ქართველი ქომაგის ერთგულო მეგობარო. ფეხბურთის მოყვარული კაცი ბევრ რასმეს გაპატიებს, იმასაც კი, რომ როცა ნაღდი დიდი ფეხბურთი გაქვს გამოცხადებული, კრიკეტის ლაივს დაგვაჯახებ, კალიფსოს სერიას ან რაღაც ეგეთს. განა არ ვიცით? ხალხში აზიურ ვერსიას გეძახიან, ჰინდუსტანს კი ფეხბურთზე ათასჯერ მეტად...

სულ სხვადასხვა ამბები დროზე

მოდით, ჭრელად ვილაპარაკოთ, მითუმეტეს, რომ გვარიანი ამბები ხდებოდა ამ კვირაში და თითო-ოროლა სიტყვა ყველაფერს გადავუგდოთ. დროზე წასვლა - აი, რა არის მეტად ლამაზი. ხალხით გაძეძგილ მედისონ სკვერ გარდენში, დიდი საჩოგბურთო ტურნირისას, კორტებს გამოეთხოვა არასაჩოგბურთო გარეგნობის ჩოგბურთელი გაბრიელა საბატინი. გაბრიელა 26...

წერილი ჩვეულებრივ ამერიკელს, მათი ლიგის გახსნის გამო

გამარჯობა, ძვირფასო ჩვეულებრივო ამერიკელო. შენ, რომელიც ასე აღიზარდე შენს კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში, რომ ხელში ან ბეისბოლის ტაფელა გეპყრა, ან კალათბურთის ნარიჯისფერი ბურთი გეჭირა, ან თქვენებური ფეხბურთის ჩაფხუტი გეხურა თავზე, ახლა კი დისტანციური მართვის პულტი ჩაგიბღუჯავს ხელში და ორასარხიან ტელევიზორში სპორტის...

ბრეივჰართ, წავედით რაგბის საცქერლად

განა ჩვენ სამხრეთ აფრიკელები ვართ? იქ ახლა ერთი ამბავია - ნაკრების კაპიტან ფრანსუა პინარს თუ არა ვცდები, „სბორზე“ არ დაუძახეს და მისი გუნდში დაბრუნების მოთხოვნით სამიოდე დღეში 70 ათასი სატელეფონო ზარი გაისმა. არა, ჩვენ არა ვართ სამხრეთ აფრიკა. და მიუხედავად ამისა, ხვალ...

STILL KETS!

STILL მავანიო, ასე შესძახებენ ხოლმე ინგლისელი ტელეკომენტატორები, როცა მავანი ყაჩაღი ფეხბურთელი ბურთს არ დაჰკარგავს და მონდომებით მიიწევს წინ. ადვილი გადმოსათარგმნია, STILL მავანიო, ნიშნავს კვლავ ესო, ესე იგი, არ დაადგა საშველი ამ ფეხბურთელის დაკავებასო. თანაც იმათ რეპორტაჟი არ ესწავლებათ და...

სარაგბო ფიქრები

რაღა მაინცდამაინც რაგბი? სიმართლე რომ ვთქვა, ამ თამაშში წესების დონეზე თუ ვარ გარკვეული. თამაშის იმგვარი გაგება და აღქმა, რაგბზე მწერალ კაცს რომ სჭირდება, არა მაქვს. ისიც უნდა გითხრათ, რომ წესების შესწავლაზეც გვარიანი დრო გავხარჯე, მაგრამ არ მინანია. ეს საუცხოო...

პირდაპირ თვითმფრინავიდან

ახლა მანდ შაბათია და საქართველოს ნაკრების „უემბლიზე“ გასვლამდე ოთხი დღე დარჩა. ამ არცთუ დალაგებულ სვეტს რომ ვწერ, პარასკევის ადრიანი დილაა და მე მრავალ სხვა ადამიანთან ერთად ცაში ვიმყოფები. დაბლა მხოლოდ ღრუბლებია და, თქვენ წარმოიდგინეთ, არცერთი სტადიონი არ ჩანს. სტადიონი იმიტომ ვახსენე,...

სადღაც დაიკარგა ის ძველი და ტკბილი

აი, უკვე მერამდენე „ოლ სტარზის“ გეიმი მოილია NBA-მ. ზანგის ბიჭების სიჩაუქეს და კონდიციას რომ უყურებ, ფიქრობ, რომ კალათბურთის თამაშს - აქედან ნიუ-იორკს რომ გამოსდები და იქიდან ლოს ანჯელესს - აზრი არა აქვს. თუ კალათბურთის თამაში გინდა და თავს მოთამაშედ...

მარშრუტის გამო

რა და... მარშრუტის გამო მინდა ვთქვა. უცნაური მარშრუტი, რომელიც, ალბათ, არცერთ ქალაქში არ არსებობს. ერთის მხრივ ეს ჩვეულებრივი მარშრუტია, ხალხი ყოველდღე გადიგამოდის ამ გზაზე, მაგრამ თბილისში გაჩნდა დღეები, როცა ადამიანთა უზარმაზარი ჯგუფები ამ მარშრუტს დიდი მონდომებით, ჩქარი და საქმიანი ნაბიჯით გადიან. რას იზამ...

ბრუს სელდონი?! ჰმ…

ორი დღის წინ გვარიანი კამათი მომიხდა „რეზონანსის“ საკრივო მიმომხილველ ალბერტ ხაჩატურიშვილთან. ეს ხაჩატურიშვილი კრივის მცოდნე კაცია და მძიმე წონაც ძლიერ უყვარს, მაგრამ ერთი ახირებული ზნე სჭირს - ტაისონი ეზიზღება. რახან ტაისონი ეზიზღება, ჩვეულებრივ, ათას რამეს გამოიგონებს ხოლმე მის საწინააღმდეგოდ და...

ფეხბურთის ღამე და საფეხბურთო ამქარი

ეგებ ბართლომეს ღამეც კი დამერქმია ამ ოხრადდასარჩენი სვეტისთვის, ან გრძელი დანების ღამე - ან ღამე იმედისა და იდუმალ კრთომისა, როგორც ამას რომელიმე რომანტიკოსი მესვეტე უწოდებდა, მაგრამ განა ჩვენ რომანტიკოსები ვართ? ჩვენ ქალაქელი ხალხი გახლავართ და ფეხუბრთის ყურებაში ჭირი მოგვიჭამია. ჩვენ ძველი...

საცივის შემდეგ

ახლოვდება საცივის ჟამი. დროება გადახუხვისა, ბაჟეში შუბლის ჩამხობისა და შემწვარი გოჭის მსუქანი ნაჭრების მოყირჭებისა. ათასობით ქართველი სპორტსმენი ისევ ხვდება და ელის ახალ წელიწადს, როგორც ასიათასობით მათი თანამემამულე. იმედი გაუმჯობესებისა, საქმის კეთილად და აზრიანად კეთებისა და ჩვენს სპორტშიაც იმგვარადვეა საჭირო და სანატრელი,...

ელის არმია

ახალი წლის დღეები თითქოს ჩათავდა. გვარიან ნამთვრალევზე გაიხსენებ მთელ გასულ დღეებს, როდესაც ჭიქა წყალი მიაყოლე და ფსკერი გამოუჩინე. იხსენებ თავგასიებული და ფიქრობ, რომ გამუდმებით სმა მეტად მძიმე რეჟიმი წარსულის და ტოლუმბაშთა ხვედრია. რა რაღა თქვან ფეხბურთელებმა, ვისთვისაც მავან მწვრთნელებს არათუ...

არის ასეთი გაზეთი

„სპორტ-ექსპრესი“ დიახაც რომ ცნობილი და სახელგავარდნილი გაზეთია ესენგეს მასშტაბით. ჩვენც, სპორტის მოყვარე ივერიელთაც არაერთხელ გადაგვიფურცლავს ეს ძაან ფორმატისა და ძაან ხარისხის რუსული გაზეთი, რომელსაც მთელი ძველი საბჭოეთის სპორტული დაკმაყოფილება განუზრახვას. დიახაც, მძლავრი და ოპერატიულია ეს „სპორტ-ექსპრესი“, რა გინდა რომ იქ...

მსოფლიოს ჟანდარმი

ყოველ შეხვედრის წინ, სათადარიგოთა სკამზე რომ დაიჭერს ადგილს, მიროსლავ ბლაჟევიჩი გვერდით მოიდებს ხოლმე ფრანგ ჟანდარმთა ქუდს. ამბობენ, რომ ეს ქუდი ერთმა ფრანგმა ჟანდარმმა აჩუქაო. მერე ხორვატიის ნაკრები მოიგებს, ბლაჟევიჩი ქუდს დაიხურავს და გასახდელისკენ მიაბიჯებს. ეს ქუდი ალბათ (ალბათ კი...

ლუვრის კარუსელში ბევრს თავბრუ დაეხვა

კარუსელი დარბაზია ლუვრში, იქ კი მომავალი საფეხბურთო ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა. ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ორიოდ მსუბუქი სიტყვით ჩვენც შევეწეოდით. უპირველესად გავიხსენოთ ერთი ძველი დიალოგი: შესძლებ იმას, იანეკ? ძნელია. შევძლებ. მთავარია, რომ ის არსებობს. რა? მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია. თუკი...

აიაქსი და სინათლე

სამშაბათ ღამით ერის ერთ ნაწილს, გამორჩევით ქალაქის რამდენიმე უბანს რომ შუქ-სინათლე მიეცა, სულ ტყუილი გამოვიდა. ის სინათლე სასიხარულოდ არ დაურჩა ხალხს, ვინაიდან შუქი იმ მიზეზით გამოშევათ ჩვენს სახლებში, რომ „აიაქსს“ მოეგო და ჩვენ მთელი ჩვენი უსინათლობა და ევროპასთან ოთხსაათიანი ჩამორჩენა...

მოკლე ისტორია ქალაქელთა კლუბისა

ახლა, რახან ინგლისში საფეხბურთო სეზონი დაიწყო და ოთხ იქაურ ლიგაში ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, გაზეთები და გამორჩევით “სარბიელი” ყოველ იქაურ ნაბიჯს აღბეჭდავდნენ ხოლმე თავის ფურცლებზე. ჩვენებური მკითხველი ისე გაუშინაურდა ალბიონის ფეხბურთს, რომ მისი გაკვირვება ძნელია და სიმართლე ითქვას, აღარც არის...

ბოსმანი და მზიური საქართველო

ჟან მარკ ბოსმანის სახელი გაგეგონებათ - უმისოდ დღეს სუფრა არ გაიშლება ევროპაში. იმსიშორეს გაუვარდა სახელი, რომ ყველას უნდა ეს საოცარი ახალგაზრდა კაცი დაპატიჟოს. ძველ და კურთხეულ დროში კი საქმე ისე იყო, რომ ფეხბურთელს მხოლოდ თამაშით თუ გაიცნობდი. მისი სახელი...

სადიდებელი წყალგაღმა კალათბურთისა

„ოკეანის გაღმელო, საზიზღარო სემ, ზანგებს რატომ აწამებ და ბავშვებს რატომ სცემ?“ გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ბოლშევიკური შაირი კალათბურთის გამო გამახსენდა. კალათბურთი, ისეთი სპორტია, რომ ძლიერის მიერ სუსტის დაჩაგვრა მეტად თვალშისაცემად ჩანს ხოლმე. ვთქვათ, გამოიჭერს დიდი პატარას და 97:17-ს მოუგებს. თითქმის წარმოუდგენელია ისეთი...

ამ საქმის ვერ გავიგე

საკვირველია საფეხბურთო მწვრთნელის ხელობა. ძალიან გაგიჭირდება გაიგო, რატომ გახდა ესა თუ ის კაცი კარგი მწვრთნელი. ამისთვის რომ დიპლომი არ არის საკმარისი, ცხადია, მაგრამ ისიც ხომ ნათელია, რომ ხშირად უდიპლომო მწვრთნელებიც არ ვარგანან მწვრთნელებად. მწვრთნელის ხელობა დიდი საიდუმლოა. არსებობს აზრი, რომ დიდი...

ვერ გავიგე, რას ველოდებოდი მთელი წელიწადი

ვერ გავიგე, რას ველოდებოდი მთელი წელიწადი ალბათ სულელი ვარ, მაგრამ მართლა ვერ გავიგე. ჩემპიონთა ლიგის ფინალს მშვიდად ვუყურებ, რადგან არც ერთ იქ გასულ გუნდს არ ვგულშემატკივრობდი. მიუნხენში მაღალი კლასი იყო, მაგრამ მე მაინც ვერაფერი გავიგე. ალბათ იმიტომ, რომ კლასი იყო მაღალი. აი, 26 მაისს...

NEVER-SAY-DIE და GIANT-KILLER

რას ნიშნავს ეს ერთ აზრად შეკრული სამი სიტყვა, რომელიც მალიმალ იელვებს ხოლმე საერთაშორისო სააგენტოთა ფურცლებზე? NEVER-SAY-DIE - სიტყვასიტყვით რომ გადმოვთარგმნოთ, ასე გამოდის: არასოდეს თქვა სიკვდილი. საზოგადოდ კი, ეს სიტყვათა შეთანხმება გულისხმობს უდრეკ, ასე ვთქვათბ აგუტეხელ კაცს, იმას, ვისი ხასიათიც აშკარად გამოჩნდება...

ტაისონის წაქცევის ერთი გზა

შენ, მსოფლიო კრივის ჩემპიონობაზე მეოცნებე ქართველო ჭაბუკო, დიახაც დაგჭირდება მაიკ ტაისონთან შეხვედრა. ვერ ასცდები ამ შერკინებას და ამიტომ, ფუთაში გამოკრული სიკტივკარის ქარხნის ხელთათმანებით რომ ჩახვალ ამერიკაში, დაფიქრდი, ვისთან საჩხუბრად მისულხარ დიდ ქალაქში. კი, გახსოვს, რომ ის კაცი, კრივის გაუცინარი ხელმწიფე,...

წინ, ევროპისაკენ, ავტოქარხნის გავლით!

რაღაც წვიმები მოგვეძალა. გასაკვირიც არაა - შემოდგომა მოვიდა. თანაც, წვიმა ჩვენს სტადიონზე კარგად დაცდილი რამ არის, ხომ გახსოვთ, „ლივერპულიც“ წვიმაში გავაცურეთ. ეს ამბავი ზუსტად ჩვიდმეტი წლის წინათ იყო. აჰ, ნეტავ იმ დროებას - ყიფიანმა მარჯვნიდან ჩამოაწოდა, გუცაევი კი ბურთიანად შევარდა...

ბოდიში და გმადლობ

ეგებ ლირიკაზე გველაპარაკა? ან საფეხბურთო ბედის კვანტისტრიალზე? ალალად - არ ვიცი, რა ჰქვია ამას. ჩვენებურ ქომაგს უცნაური მახსოვრობა აქვს. თბილიცა და დაუნდობელიც. აი, შარშან ზაფხულში „მარშრუტკაში“ ვიჯექი. ჩემს წინ კი ნოდარ ხიზანიშვილი მოხვდა. დაღლილი სახე ჰქონდა და მოწყენილი თვალები. ეგებ ამის გამოც...

Go, CANADA, Go!

გამოტყდით, რომ ამ არეულ დროში ჰოკეი კიდეც მიგავიწყდათ. არადა, ჰოკეი დიდი რამ გახლდათ, ჩემმა მზემ. მსოფლიოში ყველაზე სწრაფ გუნდურ თამაშს ამ ჩვენს ქალაქშიც გვარიანი ოდენობის მოყვარული ჰყავდა. მერე მოხდა გასროლ-გამოსროლანი და გულთახეთქვანი და ჰოკეიც გაქრა. მისი ადგილი ტელეეკრანზე დაიკარგა, მისი ადგილი...

ცოტა-ცოტა ფეხბურთზე ახალი წლის დღეებში

ჩვენ რომ ტრონჰეიმში ვცხოვრობდეთ, ახლა წითელი ბურთით ვირბენდით დათოვლილ მოედანზე და მადრიდის „რეალს“ დავამარცხებდით, მაგრამ განა ჩვენ ნორვეგიელები ვართ? არა, ჩვენ არა ვართ ნორვეგიელები. თუნდაც იმიტომ, რომ ისინი უკვე მეორედ არიან მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეგილ ოლსენმა წესად შემოიღო, რომ თავისი გუნდი...

კიდევ რამდენი ჩემპიონატი, კიდევ რამდენი წელი…

აჰა, გაილია საქართველოს კიდევ ერთი ჩემპმიონატი ფეხბურთში. მგონი მეშვიდე. რამდენი ჩემპიონატიც არ გაილია, „დინამო“ იმდენჯერ გახდა ჩემპიონი და ალბათ კარგახანს გასტანს ასე. ეს ჩვენა, „დინამოს“ ქომაგსა, კიდევაც გაგვეხარდება, მაგრამ მალე აღარც გაგვეხარდება. იმიტომ რომ მივეჩვევით და დილით რომ ჩაის სვამ, განა...

ეგებ კევინმა უთხრა თავის თავს

რის გამო ვილაპარაკოთ? რა მოგითხროთ ამ გაქანებული ქეიფების შემდეგ? მოდით, ვთქვათ, კაცის მოსვლასა და წასვლაზე - ახალი წლის ყველაზე მეტად ხმაურიან ამბავზე. ევროპაშიც გვარიანად მოულხინეს ამ უქმეებზე. პრინციპში, იქ მოულხინეს, თუ მოულხინეს. ფეხბურთელებს ღიპები დაედოთ. გერმანელებმა თითქოს სამუდამოდ შეწყვიტეს თამაში. ევროპის...

ნაგანოს თეთრი მზე

ზამთრის ოლიმპიადა სრულდება. ჩვენს დროში და ჩვენს ქვეყანაში ეს არცთუ პოპულარული სანახაობაა. ხალხი დიდად არ ინტერესდება ოლიმპიური თამაშობათა ცქერით. პრინციპში, რომც დაინტერესდეს, შუქი არა აქვს და უეჭველად სადმე დვიჟოკირებულ ადგილას უნდა წავიდეს, ვთქვათ, ფიგურული სრიალის საყურებლად. მაგრამ დღეს სხვა დროა....

მოგონილი გოლებიო, და

ძმებო, ფეხბურთის გიჟებო! ორი რამაა ჩართული ამ ამბავში - წარსული და ჟურნალისტის ხელობა. წარსული ისეთი რამ გახლავთ, რომ კაცი ხეირიანად ვერ აღიდგენ თვალწინ. ჟურნალისტის ხელობა კი იმგვარი პროფესიაა, რომ სილამაზის დედოფალსაც კი ნაკლი უნდა აართვას. მთელი ევრო 96-ის განმავლობაში ამ ოხერ...

აქედანა და გორამდე

ხვლა, გორის მაზრაში, ჩვენი ფეხბურთის ისტორიის ერთი ხმაურიანი, ცოცხალი ფურცელი დაიწერება. ასე თქვი, ისე თქვი, “დინამო” მოიგებს, თუ “დილა” შესძლებს ფინალში გასვლას, ფურცელი დაიწერება. “დილა” რომ თასის ფინალში გავიდეს, ეს ფურცელი უფრო ხმაურიანი და ფეთქებადი იქნება, უფრო ბევრი რამ დაიტევა...

არასოდეს სთქვა არასოდეს… ანუ ორი მანჩესტერი

ამ განთქმულ კინოსურათს მე ასე გადავაკეთებდი - არასოდეს სთქვა “მანჩესტერ იუნაიტედი”, გამორჩევით მაშინ, როცა ეს გუნდი კარგა მანძილით გასცდება იმ მოხდენილ “ოლდ ტრეფორდს”, ლა მანშს გადაცურავს და კონტინენტზე გადავა. როგორც კი ალექს ფერგიუსონის გუნდი ევროპის რომელიმე ქალაქში მოხვდება სათამაშოდ (გინდა...

დიახ, ბატონო, ძიუდოზე მოვხვდი

ხვალ თბილისის გრან-პრი იწყება, ძიუდოსთვის დიდად გამორჩეული ამბავი. 3 დღე, ანუ 1 აპრილის ჩათვლით, ახალ სასახლეში გვარიანი ორთაბრძოლები გაიმართება. ამ ამბავმა კი გიო ახვლედიანის ერთი ძველი სვეტი გაგვახსენა, სწორედ ძიუდოზე რომ დაუწერია ავტორს. ვისაც ამ სახეობის მუღამი ჯერ ვერ...

უძვირფასესი მელოუნი ყოფილა, ჯორდანს კი ვირის თავ-ფეხი?

155 კალათბურთზე მწერალი კაცი ხუმრობა არ გეგონოთ, თქვენი ჭირიმე. მითუმეტეს, ის 155 კაცი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ამბებს რომ მიმოიხილავს. ჰოდა, ამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ენბიეის უძვირფასეს მოთამაშედ წელს მეილმენი უნდა ყოფილიყო. მეილმენი - იგივე კარლ მელოუნია, მორმონთა ქვეყნის ცნობილი გუნდის,...

ყველაფერი ძველებურად?

ჰეი, თქვენ, ალბანელებო, გაუმაძღარნო ომითა, რამდენჯერაც შეგვხდით, იმდენჯერაც მოგიგეთ! ეს ამბავი მომხდარა სრულ სამჯერ, თქვენ კი, მაინც არ იშლით და კიდევ ჩვენსკენ მოიწევთ, გინდათ თუ არა, ერთად უნდა ვსწიოთ შესარჩევის ჭაპანიო. ჰეი, კიდევ თქვენა, საქართველოს ნაკრებო, რომ ალბანელებს ყოველთვის ამარცხებდით...

უკლანოდ დარჩენილი ვინსენ მუტალე

ეს კვირაა და დიდმნიშვნელოვან შეჯიბრებებში გვარიანი ამბები ხდება: სამპრასი წაახდინეს, ჩანდა რუბინმა და არანტა სანჩესმა ლამის ოთხ საათს იქნიეს ჩოგნები, ხორხე ვალდანომ ქუდი დაიხურა და ამღვრეული „რეალი“ დელ ბოსკეს გადაულოცა, თბილისის „დინამო“ მანეჟში სათამაშოდ გაემგზავრა, ჟან-მარკ ბოსმანი მგონი ჰააგის სასამართლოს...

ფიქრნი ემანუილ ამუნიკესი, ბურთაობა რომ სწყუროდა

ხვალ ბურთი ავარდება იოჰანესბურგში: აფრიკის თასის გათამაშების გახსნაზე ერთმანეთს შეერკინებიან სამხრეთი აფრიკა და კამერუნი - პიონერნი და ლომნი. მას კი, ტანმაღალ და ბრგე ემანუილ ამუნიკეს, გაახსენდება ორი წლის წინანდელი ფინალი, როდესაც ორი გოლი შეუგდო ზამბიას და აფრიკის ჩემპიონი გახდა. ასეთი...

ძველი და ახალი

მისალოცი წერილები, ჩვეულებრივ, ერთი ტიპისაა: „ძვირფასო „რეალ“, მოგილოცავ დიდ გამარჯვებას, იყავი ბედნიერი, მშვენიერო და ა.შ.“ ამდენი წლის შემდეგ საკლუბო ფეხბურთის ისტორიამ თავის მთავარ ადგილას დაიბრუნა მადრიდის „რეალი“. ამ საქმეში არის სამართლიანობა და ამ საქმეში არის ერთგვარი გახსენებაც მადრიდელთა რამდენიმე ბრწყინვალე თაობისა, ჩემპიონთა თასს...