მთავარი აქეთურ-იქითური

აქეთურ-იქითური

მომავალ კლასიკოში “ბარსამ” მოიგო

23 დეკემბერს, შაბათ დღეს, თბილისის დროით 16 საათზე, მადრიდში, "ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე" ესპანეთის ჩემპიონატის დიდი მატჩია: "რეალი" — "ბარსელონა". მართალია, მანამდე ჯერ ხუთი ტურია, მაგრამ შეუძლებელია ფეხბურთელები ამთავითვე არ იქმნიდნენ საბრძოლო განწყობას. მესების ოჯახში, მაგალითად, ლეო და მისი უფროსი...

ხამეს, რად კადრულობ ასეთ რამეს ?

მიუნხენის „ბაიერნისა“ და კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის ნიჭიერად წაქცევა ინდური კინოს მამებმა თუ ნახეს, უთუოდ როლს მისცემენ ფილმში. სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩში ხამესს კორეელმა ცხვირზე წაუთათუნა, ის კი ტაისონის მუშტდარტყმულივით სამარცხვინოდ გაიშხლართა, არიქა, მსაჯი მეტოქეს გააძევებსო, მაგრამ მსაჯმა...

მამა-შვილი ინიესტები 21 წლის შემდეგ

ზუსტად 21 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც ფუენტეალბილელი 12 წლის ბიჭუნა ბარსელონაში ჩავიდა, სადაც ის მოეწონათ და "ლა მასიას" სკოლაში აიყვანეს. მანამდე "ალბასეტეში" ვარჯიშობდა. "ბარსელონაში" მოხვედრის შანსი ფეხბურთელს ცხოვრებაში ერთხელ თუ ეძლევა და მისი ხელიდან გაშვება არაფრით შეიძლება, მაგრამ...

ქალს უფრთხილდი, ლეო

"ბარსელონას“ გულშემატკივრები ლეო მესისა და მისი მეუღლის, ანტონელა როკუცოს ბოლოდროინდელმა ხშირმა მოგზაურობამ შეაშფოთა. თურმე, ანტონელა როკუცო-მესისა "ჩელსის" ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის ცოლს, დანიელა სამაანს ისე დაუმეგობრდა, რომ მის მოსანახულებლად, ქმართან ერთად, მალიმალ ლონდონში დაიარება. ქალბატონების მესამე მეგობარი კი სესკის თანაკლუბელის,...

გრიზმანის თეოლოგია

საინტერესო კაცი ჩანს ანტუან გრიზმანის ძმა თეო. დაწერს "ტვიტერზე" რაღაცას, გამოიწვევს ალიაქოთს და მიჩუმდება. ამასწინათ "ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე გაკენწლა, ახლა კი მანჩესტერის "ოლდ ტრეფორდის" ფოტო "დატვიტა" და ქვეშ "მლოცველის ხელუკები" მიახატა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ თეომ...

ძოლა რუსის ქალთან მოაგვარებს საქმეს

51 წლის ჯანფრანკო ძოლა შეიძლება "ჩელსის" ტექნიკური დირექტორი გახდეს. "ლურჯების" ლეგენდაზე რამდენიმე დღეა რაც ალაპარაკდნენ, კერძოდ, მას მერე, რაც თანამდებობა მაიკლ ემენალომ დატოვა. კლუბის კაბინეტებში ჩახედულ ადამიანთაგან ბევრი მიიჩნევს, რომ იტალიელი სწორედ ის კაცია, ვინც მწვრთნელ ანტონიო კონტეს აღმასრულებელ შეფთან,...

ევრას ევროჯარიმა და ევროდისკვალიფიკაცია

პატრის ევრა გულშემატკივრის ცემისთვის "მარსელმა" დაითხოვა. ამასთან, 36 წლის ვეტერანს სეზონის ბოლომდე ევროტურნირებში მონაწილეობა აეკრძალა. მარცხენა მცველი 10 ათასი ევროთიც დააჯარიმეს. ინციდენტი 2 ნოემბერს, ევრას მშობლიური პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში, ადგილობრივ "ვიტორიასთან", ევროთასის შეხვედრის დროს მოხდა. ევრა სათადარიგო იყო და მოედნის...

ლეო მესის უხერხული ფოტო

ლეო მესის ამბავი ასეა: მაღაზიაში ჩავა — ტელევიზორში ან ინტერნეტშია; ბავშვს დაბადების დღის ცენტრში წაიყვანს — ისევ იქაა; ვიღაცას მიესალმება — წერენ; ვიღაცას ვერ იცნობს — ამასაც წერენ... აი, გუშინ არგენტინელს მოსკოვში რა მოუვიდა: სასტუმროში მასთან ახალგაზრდა მივიდა, სელფი გადავიღოთო....

“ჩელსის” ჯაშუშური ოპერაცია

30 წლის ნიგერიელმა ნახევარმცველმა, ჯონ ობი მიკელმა რომელიც ახლა უკვე ჩინეთის კლუბ "ტიანჯინ ტედაში" თამაშობს, გაიხსენა, როგორ ჩაატარა ლონდონის "ჩელსის" მეპატრონემ, რომან აბრამოვიჩმა, ფაქტობრივად სამხედრო ოპერაცია მის "სტემფორდ ბრიჯზე" გადასაყვანად. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ნიგერიელის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს "ჩელსი" და...

რაზე ესაუბრა ლინეკერი ფაბრეგასს?

გარი ლინეკერმა ტელეკომპანია BBC-სთვის „ჩელსისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველთან, სესკ ფაბრეგასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაიწერა. „ფაბრეგასმა მითხრა, რომ მომავალზე ლაპარაკი არ უყვარს, რადგან რამდენჯერაც საჯაროდ თქვა რამე, იმდენჯერ მის ცხოვრებაში ყველაფერი ყირაზე დადგა“ — თქვა ჟურნალისტმა, რომელმაც ფეხბურთელობის წლებში, ინგლისის ნაკრებში...

მასკერანო არგენტინის ნაკრებზე, ბარსელონასა და კატალონიაზე

როგორც ჩვეულებრივ ხდება, არგენტინაში, სანაკრებო შეკრებაზე ჩასულმა ხავიერ მასკერანომ ინტერვიუები დაარიგა. TyC Sports-თან საუბარში "ბარსელონას" მცველმა თავის მომავალზე ილაპარაკა. მან თქვა: "ჩემი ამოცანაა ვიყო ბედნიერი, ხოლო ამისათვის რა ნაბიჯს გადავდგამ, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წავა საქმეები". ESPN-თან ინტერვიუში მასკერანო "ბარსელონაში"...

როგორ მამაძაღლობს ნეიმარის მამა

დაირხა ხმა, რომ „პარი სენ ჟერმენის“ ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის მამა ნეიმარი-უფროსი მადრიდში ჩავიდა, სადაც „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა და მისი ვაჟის „რეალში“ გადასვლის პერსპექტივაზე ელაპარაკა. მოგეხსენებათ, ნეიმარი ესპანეთიდან საფრანგეთში სულ რამდენიმე თვის წინ გადაბარგდა. მანამდე ის „ბარსელონას“ ფეხბურთელი...

კუბალას ქუჩა ბარსელონაში

ორშაბათს, ჩატარდა „ბარსელონას“ დირექტორატის მორიგი კრება, რომელიც წინა კრებებისგან სიმშვიდით გამოირჩეოდა. განიხილეს სამი საკითხი, რომელთაგან ორი სამეურნეოა და ფართო საზოგადოების ინტერესს არ წარმოადგენს, მესამეზე კი ღირს შეჩერება. საქმე ის არის, რომ ბარსელონაში უნგრეთის წარმომადგენლობამ კლუბს მიმართა წერილით, რომელშიც მას...

ბერნაბეუ, რომელიც თბილისის “დინამოსთან” დამარცხდა

ათ ნოემბერს ესპანეთის კინოთეატრებში შედგება დოკუმენტური ფილმის „ბერნაბეუს“ პრემიერა. სახელწოდება მეტყველია: ფილმი იმ ადამიანის შესახებაა, რომელმაც მთელი ცხოვრება მადრიდის „რეალს“ მიუძღვნა. ის  გახლდათ „თეთრების“ ფეხბურთელი და კაპიტანი, ხოლო სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ სიკვდილამდე კლუბის პრეზიდენტი იყო. „ბერნაბეუ“ ცნობილი პროდიუსერის, იგნასიო...

თეო, ძმა ხარ !

„ატლეტიკოს“ თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის ძმას დიეგო სიმეონეს ტაქტიკა უკვირს. „დეპორტივოსთან“ მატჩისას თეო გრიზმანის კომენტარები ასეთი იყო: „40 მეტრით აიწევს გუნდი, 80 მეტრით უკან ბრუნდება. ასე მეორდება ერთი და იგივე, არ მესმის რატომ. ანტუანი 6 ნომრად თამაშობს. ასე მგონია, რომ ...

ქარიმის შეტევა ქარმა წაიღო 🎥

ლა ლიგაში "ჟირონასთან" და ჩემპიონთა ლიგაში "ტოტენჰემ ჰოთსპურთან" დამარცხების შემდეგ, "რეალმა" მოიგო. მადრიდელებმა შინ, "სანტიაგო ბერნაბეუზე", 3:0 აჯობეს "ლას პალმასს". გოლები გაიტანეს კაზემირომ, მარკო ასენსიომ და ისკომ. განსაკუთრებით ლამაზი ასენსიოს გოლი გამოვიდა, მაგრამ გამარჯვებასთან ერთად ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა,...
video

ბურთმა დასცინა, ხალხი – აცინა 🎥

სახორხოცო ამბავი დაემართა  „გლადბახთან“ მატჩში ( 1:1 )  რობინ ცენტნერს - „მაინცის“ მეკარეს.  პენალტის ნიშნულთან ბურთი ერთი შეხებით ეგონა რომ გააჩერა, მაგრამ  გაეპარა და ჰაერში ამაოდ უქნევდა ფეხს საპენალტე თეთრ ლაქას. მერე კი დაეწია გაპარულს და მცველებიც წამოეშველნენ  გაეშმაკებული...

ჩაიწერეთ: ნული, ნული, ნული

ისტორიაში ჩასაწერი ნულები  შეგროვდა პრიმერა დივიზიონში  მე -11 ტურის შემდეგ. „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „ვალენსია“ - სამი წაუგებელი გუნდი 11 ტურის მერე  1996 წლის აქეთ არ ყოფილა. 10 მოგებით და ერთი ფრით „ბარსამ“  ძველი შედეგი გაიმეორა ,  „ვალენსიამ“ კი 8 მოგებით და...

მახინჯები

ვინ მოსთვლის რამდენჯერ გვსმენია ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაიწუნა მავანმა მწვრთნელმა ახალგაზრდა ფეხბურთელი ფიზიკური მონაცემების გამო და მწარედ შეცდა. გასულა დრო და ყმაწვილისგან ვარსკვლავი დამდგარა, მისი დაწუნების ისტორია კი ანეკდოტად ქცეულა. ასეთი რამ ყველგან ხდება. ქართული ფეხბურთის ლეგენდას,...

შეყვარებული მორატა 🎥

კვირას, 5 ნოემბერს, "ჩელსის"  "მანჩესტერ იუნაიტედთან" დიდი ჯახი ელის. ეს მატჩი ლონდონში, "სტემფორდ ბრიჯზე", საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მანამდე კი, "ლურჯების" ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა შინ, ცოლს შესციცინებს. აბა, მხოლოდ ფეხბურთზე მტერმა იფიქროს! ფოტო, სადაც ალვაროს ალის...

“რეალს” უჭირს!

მადრიდის "რეალს" მიმდინარე სეზონში გოლების გატანა უჭირს: 18 შეხვედრაში მხოლოდ 36-ჯერ შეაგდო. საშუალოდ, თამაშში ორი გოლი გამოდის. შარშან, ამ დროისთვის, "ლოს ბლანკოსს" 11-ით მეტი, 47 ჰქონდა გატანილი; თანაც სამი შეხვედრით ნაკლები ჩატარებული. ანუ, ერთი წლის წინ საშუალო მაჩვენებელი იყო...

თავში წიხლი ქომაგს — პატრის ევრა ახალი კანტონაა! 🎥

მარსელის "ოლიმპიკმა" გუშინ ევროლიგის შეხვედრაში, პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში იქაურ "ვიტორიასთან" 1:0 წააგო. პორტუგალია, მოგეხსენებათ, ფრანგული გუნდის 36 წლის მარცხენა მცველის, პატრის ევრას სამშობლოა. ამ შეხვედრაში ევრა, რომელმაც კარიერის საუკეთესო რვა წელიწადი "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარა, სათადარიგო გახლდათ და როგორც სათადარიგოთა...

მესიზე და ნეიმარზე უკეთესიც გამოჩნდა – ლოპეს პარა! 🎥

ტოტალიზატორის ბილეთიც ამოეღო ბარემ  ჯიბიდან,  რომელშიც  ანგარიშის გამოცნობაზე (0:0) ჰქონდა ფსონი,  თუ არა, აბა ეს რა იყო ? ბურთი კარის ხაზს რომ კვეთდა, სწორედ მაშინ  არ დაუსტვინა ? ლოპეს პარაზე მოგახსენებთ, ესპანელ მსაჯზე, რომელმაც 1 ნოემბერს, „ხიმნასტიკი“ – „პონფერადინას“ მატჩზე...

რვა ამბავი “რეალისა” და “ტოტენჰემის” შეხვედრიდან

ინგლისურმა გაზეთმა „დეილი მეილმა“ „ტოტენჰემ ჰოთსპურისა“ და „რეალის“ შეხვედრიდან (3:1) რვა გარემოებას მიაქცია ყურადღება. ზოგი საქართველოშიც შევამჩნიეთ, ზოგზე არც კი დავფიქრდებოდით. ვფიქრობთ, ამ რვა პუნქტის ჩამოწერა ინტერესსმოკლებული არ იქნება. პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო მიუხედავად იმისა, რომ „დეილი მეილი“...

ლინეკერმა ზიდანს და ბენზემას ისევ დასცინა

წარსულში ცნობილმა ინგლისელმა თავდამსხმელმა, დღეს პოპულარულმა ტელეჟურნალისტმა გარი ლინეკერმა მადრიდის "რეალი", უფრო სწორად კი მისი ფრანგი თავდამსხმელი, ქარიმ ბენზემა აითვალწუნა. ლინეკერის პირველი კრიტიკული კომენტარის შემდეგ ბენზემას "რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გამოესარჩლა, რის გამოც ენამწარე მიმომხილველი მასაც გადაეკიდა და ხელსაყრელ...

ბრწყინვალე პსჟ

უკეთესს რას ინატრებ: "პარი სენ ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგის ოთხი შეხვედრიდან ოთხივე მოიგო, 17 გოლი გაიტანა, ერთიც არ გაუშვია და თავი ქუდში ანუ ფლეი ოფში აქვს. უნაი ემერის ბიჭები შეუჩერებლები ჩანან. ამას სტატისტიკაც ადასტურებს: შეტევაში ოთხ შეხვედრაში 17 გოლით "პარი სენ ჟერმენმა"...

ნეიმარის დამსახურებული ჰელოუინი

ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში, სადაც "პარი სენ ჟერმენმა" "ანდერლეხტს" 5:0 მოუგო, ერთი გაიტანა და ერთი ისეთი საჯარიმოც დაარტყა, რომელსაც გოლი მოჰყვა. ამრიგად, პარიზელებმა ოთხი თამაშიდან ოთხივე მოიგეს, 12 ქულა მოაგროვეს და ფლეი ოფის ეტაპზე დაიბევეს ადგილი. ბელგიური...

კრუიფი და მესი, საგრადა ფამილია

... 70-იანი წლების დასაწყისში, ამსტერდამის „აიაქსთან“ ერთად ევროპადაპყრობილი და „ოქროს ბურთებით“ დახუნძლული იოჰან კრუიფი „ბარსელონაში“ გადავიდა და კლუბის ხელმძღვანელებისგან, პირველ რიგში, თურმე ქალაქის ძირფესვიანად დათვალიერება მოითხოვა, აქაოდა, სლოგანი - უფრო მეტი, ვიდრე კლუბი  (Més que un club) - ბოლომდე...

მადრიდი – ქალაქი ქართველებისთვის!

რამდენიმე დღის წინ მადრიდში მომიწია წასვლა. სანამ ესპანეთის მთავრობისგან ამაოდ ველოდი კატალონიის საკითხებზე პოლიტიკურ ექსპერტად მიწვევას, იქამდე „ლიდერბეთმა“ შემომთავაზა თავის გათამაშებაში გამარჯვებულებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გამგზავრება. დილაადრიან მივადექით მადრიდს, რომელიც გადასარევი ამინდით და აივნებზე გამოფენილი ესპანეთის დროშებით დაგვხვდა. ჩვენ...

ალ აჰლის ვარჯიში ჩაიშალა

აფრიკის ჩემპიონთა ლიგის ფინალში საქმე ასეა: კასაბლანკას ანუ მაროკოს "ვიდადმა" და ქაიროს ანუ ეგვიპტის "ალ აჰლიმ" ქაიროში 1:1 ითამაშეს და ახლა კვირას, 5 ნოემბერს, კასაბლანკაში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ეგვიპტის გუნდი ცდილობს შეხვედრისთვის კარგად მოემზადოს, მაგრამ ვინ აცლის. გუშინ, საწვრთნელ...

ქარიმი და ლინეკერი

ქარიმ ბენზემამ ფრანგულ ჟურნალ Les Inrockuptibles-ს მისცა ინტერვიუ. ეს გახლავთ 1986 წელს დაფუძნებული გამოცემა, რომელიც თავიდან როკზე წერდა, მაგრამ თანდათან კულტურის სფერო მთლიანად მოიცვა. ახლა, როგორც ხედავთ, ფეხბურთითაც დაინტერესებულა. ინტერვიუ ვრცელია. სხვა თემებთან ერთად, ის ყოფილი ინგლისელი თავდამსხმელის, დღეს ენამწარეობით...

ყველაფერი გაიხადე და ფეხებით წამოდი – 2

სტადიონზე მოსახვედრად ზოგჯერ კაცი ნემსის კი არა, კედლის ყუნწში გაძვრება. სად აქვს კედელს ყუნწი? არგენტინაში „ბოკა ხუნიორსის“ „ლა ბომბონერას“  ჰქონია. ოღონდ ისეთიც არა, რომ ყველა  გაეტიოს. 29 ოქტომბერს „ბოკა“- „ბელგრანოს“ მატჩის შესვენებაზე მასპინძელთა მავან ფანს, რომელიც პირველ ტაიმში ერთ ტრიბუნაზე...

რატომ აკენწლეს არტურო ტივით ?

ქვეყნის მასხარად გამოაჭენეს არტურო ვიდალი პერუში. ჩილე ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც პერუელებისთვის ლამის ეროვნულ დღესასწაულად იქცა. პერუსაც პლეი ოფი ელის ახალ ზელანდიასთან და ეგებ, თვითონაც ვერ წავიდეს რუსეთში მომავალ ზაფხულს, მაგრამ ამას ვინ დაეძებს, მთავარია, რომ  მოქიშპე ჩილე დარჩა...

ნაირსახეობა სახის ახევისა

გასულ უქმეებზე ევროფეხბურთში ხელჩართულობის ტური იყო. ინგლისში და ესპანეთში ორ ფეხბურთელს სახეში არასწორი ხელი მოხვდა. პრემიერლიგაში  „უოტფორდი“ – „სტოკის“ მატჩის ბოლო წუთზე  სტუმარ-მასპნძელი შეიბნენ. ერთი ბეწო სტოკელი ჯო ალენი უვეებეს უოტფორდელ ტროი დინის არ დანებდა... შედეგად, მართალია, ვეება დინიმ ალენს...

პირზე ხელი აიფარეთ, ბიჭებო!

მიგიქცევიათ ყურადღება ამ ბოლო დროს ფეხბურთელები და მწვრთნელები ერთმანეთში ლაპარაკის დროს პირზე ხელს რომ იფარებენ? თუ ვინმემ არ იცის ასე რატომ აკეთებენ, „რეალის“ მცველის მარსელოს მაგალითზე გეტყვით: როდესაც „ლა ლიგას“ ბოლო ტურის შეხვედრაში მადრიდელებს ჟირონაში უჭირდათ (1:2 წააგეს), 66-ე...

ცოლებო, ჩამოდით ქმრებიდან !

ვისი ბრალია? - იკითხა „ლუცერნის“  მწვრთნელმა მარკუს ბაბელმა,  როცა მიჯრით ორი მარცხის შემდეგ  გუნდს ცხრილის ბოლოში მიაგნო. ცოლების! - უპასუხა მანვე  კითხვას ისე, რომ მიზეზის მისგანებად რაფაელ ბენიტესივით ბლოკნოტში ქექვა არ დასჭირვებია. ბაბელი ფეხბურთელების გასავათებას  მათ  ქალფრენდებს აბრალებს, კაცები ცოტა ხნით...

პიკე ლონდონში

ჟერარდ პიკემ ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრაში, "კამპ ნოუზე", "ოლიმპიაკოსთან", ორი ყვითელი ბარათი მიიღო და ხვალ, ამავე გუნდების ათენურ (პირეოსი ცალკე ქალაქად კი ითვლება, მაგრამ რეალურად ათენის გარეუბანია) მატჩს ტოვებს. და ვინაიდან პიკე საბერძნეთში თამაშს ვერ შეძლებს, "ბარსელონას" მწვრთნელებმა მას...

ნეიმარი ბარსელონაში

კვირას, ერნესტო ვალვერდემ, ბილბაოში 2:0 გამარჯვების შემდეგ "ბარსელონას" ფეხბურთელები ძალების აღსადგენ ვარჯიშზე დაიბარა, სადაც მათ ნეიმარის ნაცნობი სახე შეეგებათ. ბრაზილიელი საფრანგეთის ჩემპიონატში დისკვალიფიცირებული იყო, "პარი სენ ჟერმენმა" "ნიცას" 3:0 მის გარეშე მოუგო, ნეიმარმაც დრო იხელთა და ბარსელონაში ძველი თანაგუნდელებისკენ...

176 – ვის „დაავიწყდა“ ლიონელ მესი

მესი თუ რონალდუ? წელს ფიფამ თავის გალა-დაჯილდოებაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად პორტუგალიელი გამოაცხადა. თუმცა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ფიფამ მხოლოდ შედეგები გამოაცხადა, საუკეთესო კი ეროვნულ გუნდთა მწვრთნელებმა, კაპიტნებმა, გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა დაასახელეს. და სად არის მესი? მესი წლეულს  გამოკითხულთა მხოლოდ 19.25...

მოგზაურობა არსაით

სათაურს ესპანურ გაზეთ "მარკას" დავესესხეთ. კატალონიაზეა ლაპარაკი. კიდევ მარიდის "რეალზე", რომელსაც ხვალ კატალონიაში, ჟირონაში აქვს თამაში. "რეალი" მესამეზეა, "ჟირონა" მეთხუთმეტეზე, ოღონდ ესპანეთის ჩემპიონატში. ქვეყანაში კი დიდი გაუგებრობაა: კატალონიის პარლამენტმა პარასკევს შუადღისას რესპუბლიკა გამოაცხადა. პასუხად, მადრიდში, ესპანეთის ხელისუფლებამ 21 დეკემბერს...

იბრა მანჩესტერში დაბრუნდა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ სავარჯიშო ბაზაზე დაბრუნდა და მალე გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს. მაგრამ იბრა რისი იბრა იქნებოდა, ხმაურიანად არ დაბრუნებულიყო. ბოსნიელმა შვედმა ჯერ გვარიანდ იოხუნჯა გასახდელში, შემდეგ კი საკუთარ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თანაგუნდელებთან: ერიკ ბაილისთან და დავიდ დე...

ლურჯები: ედენი და იხვი

რა კარგია ფული რომ გაქვს კაცს. "ჩელსის" ბელგიელმა ვარსკვლავმა, ედენ აზარმა დრო იხელთა და პრემიერლიგის მე-10 ტურის ხვალინდელი მატჩის წინ პარიზის დისნეილენდში დაისვენა. არაფერი შეგვშლია, ინგლისის დედაქალაქიდან საფრანგეთის დედაქალაქში მხოლოდ იმიტომ ჩავიდა, რომ იქ დისნეილენდში გაევლო — პარიზის დისნეილენდი...

ნეიმარი ნუ ბლატაობსო

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ფრანგი კრისტოფ დუგარი ბრაზილიელ ნეიმარზე ცუდი აზრისაა. როდესაც 45 წლის ყოფილ ბარსელონელს 25 წლის ყოფილი ბარსელონელის შესახებ ჰკითხეს, მან გაღიზიანება ვერ დამალა. მიზეზი კვლავ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურის შეხვედრა გახლდათ, სადაც "მარსელმა" და "პარი...

აპატიმრებენ… როკი ბალბოას

ბანერი, რომელზეც სილვესტერ სტალონეს ცნობილი კინოგმირი, როკი ბალბოაა გამოსახული, თურქეთში გამოძიების ობიექტად იქცა. ბანერი გულშემატკივრებმა სტამბოლური დერბის, გალათასარაის და ფენერბაჰჩეს მატჩის დროს გამოფინეს. თურქეთის ხელისუფლებამ ამ ბანერში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პირადი მტრის, ფეთჰულა გიულენზე მინიშნება დაინახა. ოფიციალური ანკარა,...

ფაქტი: ნიცა თბილისი არ არის

ოთხმოცდაათწლიანი ისტორიისთვის ხაზის გადასმა ადვილია — რაც მოძველდა, გადააგდე და სულ ეს არის. ანდა, თუ სტადიონია, დაანგრიე. "ნიცა" საფრანგეთის ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა და 2013 წლიდან ახალ სარბიელზე, "ალიანს რივიერაზე" გამოდის, მანამდე კი, დაარსების დღიდან მისი სახლი "სტად დე რეი" იყო....

ვახ, ეს პაპარაცები!

როგორ პოულობს ეს ხალხი იმხელა ლონდონში სადღაც, თავის საქმეებზე მოხეტიალე ადამიანს, გასაკვირია პირდაპირ. ინგლისელ პაპარაცებზე მოგახსენებთ. ეს ცნობა მათზე უფროა, ვიდრე "რეალის" კაპიტანზე, სერხიო რამოსზე. რამოსს განსაკუთრებული არაფერი უქნია: ფიფას გალა-წარმოდგენისა და საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ პირდაპირ აეროპორტში...

მამა–შვილ ნეიმართა სამახსოვრო ფოტო

ნეტავ, ნეიმარს (უფრო კი მამამისს, ნეიმარ–უფროსს) რამე მაკვარანცხული აქვს ჩაფიქრებული თუ კრიშტიანუ რონალდუსთან ფოტოს გადაღება გულწრფელად უნდოდა? – ასე იხუმრა მას–მედიის ზოგმა წარმომადგენელმა, როდესაც დაინახა, რომ ლონდონში, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების შემდეგ, ბრაზილიელმა პორტუგალიელს ძებნა დაუწყო და სანამ მასთან...

ბალოტელი:  ტოტის ვიტყვი და არ ვიტირებ

თავქარიანმა იტალიელმა მეგოლე მარიო ბალოტელიმ ქომაგების კითხვებს სოციალური ქსელით უპასუხა. კითხვაზე  „რეალში“  ითამაშებდა თუ  „ბარსელონაში“, ბალოტელის  პასუხია: „რეალი“ უფრო მომწონს, მაგრამ „ბარსელონა“ თუ  წამიყვანს, „რეალის“ გამო არ ვიტირებ.“ ტოტის და დელ პიეროს შედარებაზე: „ განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან, თუმცა ტოტი უკეთესად...

ვის დასცინის გარი ჰარით ?

გოლით,  გონით და იუმორით ცნობილი  გარი ლინეკერი კვალავაც  ხუმრობის ხასიათზეა. „კიდევ კარგი ზიდანმა არ იცის, რომ ჰარი კეინი ქარიმ ბენზემაზე უკეთესია, თორემ „რეალი“ მის ყიდვას შეეცდებოდა“ -  თქვა  ლინეკერმა  „ტოტენჰემი“ – „ლივერპულის“ (4:1)  მატჩის მერე, რომელშიც კეინმა დუბლი მიიწერა. ფრანგი ფორვარდის...

ოხ, ეს ესპანელი მსაჯები!

ბოლო წლებში ესპანელი არბიტრების შეცდომებზე ბევრს ლაპარაკობენ. როგორც ჩანს, ევროპის ამ ქვეყანაში ფეხბურთის დონემ მსაჯობისას ძალიან გაასწრო. მაგალითად გასული უქმეები, ლა ლიგას მეცხრე ტურიც კმარა. შაბათს, "ბარსელონამ" "მალაგას" კარში პირველი გოლი (შეხვედრა დასრულდა 2:0) წესების აშკარა დარღვევით გაიტანა —...