მთავარი აქეთურ-იქითური

აქეთურ-იქითური

სანამ კორონა გადივლიდეს – 4

ჭოკზე ცოცვაც სპორტია? 2004 წელს ამერიკულ სენტ-ლუისში ჩასულ იაპონელ სავაო ფუმის მანამდე თვალით არ ენახა ჭოკით მხტომელთა ასპარეზობა. ამას ხელი არ შეუშლია, სწორედ ამ სახეობაში დარეგისტრირებულიყო და კარგი მყარი ჭოკიც იშოვა. როცა მისი ჯერი დადგა, იაპონელი აუღელვებლად მივიდა ძელებთან, რომელზეც თამასაა...

პრემიერლიგის საშველი

ინგლისური პრემიერლიგის ბოსები ჯერ კიდევ იმის იმედად არიან, რომ სეზონს როგორმე ჩაამთავრებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტელეუფლებების გაყიდვით მიღებული 762 მილიონი გირვანქა ექნებათ დასაბრუნებელი, ეს კი კლუბებსაც სერიოზულად აზარალებს. საშველი იქიდან მოვიდა, საიდანაც სანქციებს ელოდნენ: Sky Sports არ მოითხოვს პრემიერლიგისგან თანხის დაბრუნებას....

ბარსელონას უფროსობა დაიშალა

„ბარსელონას“ დატრიალებულმა ქარიშხალმა კიდევ ერთხელ და ახალი სიმძლავრით დაუბერა. განხეთქილება კლუბის ბოსებს შორის იქამდე მივიდა, რომ აღმასრულებელი საბჭოს ექვსმა წევრმა თანამდებობა დატოვა. პოსტიდან წასვლის შესახებ მათ პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს უკვე შეატყობინეს. მას სამუშაო მაგიდაზე თავისი გუნდის წევრების მიერ ხელმოწერილი...

საშიში მხეცი

2019 წლის ოქტომბერში, 38 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ლოს ანჯელეს გალაქსიში" ბოლო მატჩი ჩაატარა და „მილანში" გადაბარგდა. შვედის წასვლამ კალიფორნიული გუნდის გულშემატკივრებს გული დაწყვიტა, მაგრამ თანაგუნდელებს, სავარაუდოდ, არა... ეს „სან ხოსე ერსქუეიქის" გერმანელი მოთამაშისგან, ფლორიან იუნგვირთისგან გახდა ცნობილი. იუნგვირთი 31 წლისაა. ადრე...

სანამ კორონა გადივლიდეს – 3

ძაღლი გარინჩას ერგო ჩილეში გამართული 1962 წლის მონდიალის მეოთხედფინალი ბრაზილია-ინგლისი ისტორიაში მხოლოდ დიდებული გარინჩას დუბლით როდი შევიდა. შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე მაწანწალა ძაღლი გამოჩნდა. მსაჯის და მის დასახმარებლად მობილიზებული პოლიციელების ძალისხმევა უნაყოფო აღმოჩნდა.. ცუგა ვერავინ მოიხელთა. სიტუაციაში სხვებზე უკეთ ინგლისელი ჯიმი გრივზი...

სანამ კორონა გადივლიდეს…

იხ. დასაწყისი  გაათავისუფლეთ ფინალის მსაჯი! კურიოზული აღმოჩნდა მსოფლიოს სულ პირველი, 1930 წლის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა მასპინძელ ურუგვაისა და არგენტინას შორის. ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო ყველა მსაჯს ეშინოდა ქომაგების მხრიდან შესაძლო შურისძიების. ერთადერთი, ვინც გარისკა, ბელგიელი ჯონ ლანგენუსი იყო. ორგანიზატორები მშვიდად...

გერმანიის 9 მაისობა

9 მაისი ის დღეა, როცა გერმანია მეორე მსოფლიო ომში დამარცხდა, ახლა კი ამ თარიღის „მესამე მსოფლიო ომად“ მონათლულ კორონავირუსზე გამარჯვების დღედ მონათვლა შეუძლია. Sport Bild-ის ცნობით, სწორედ 9 მაისი მიიჩნევა იმ დღედ, როცა ქომაგს ბუნდესლიგა უნდა დაუბრუნდეს... თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით...

ახალი ფლოიდი

„კარიერაში ბევრი დიდებული მწვრთნელი მყოლია, მათ შორის მამაჩემი და ბიძაჩემი, რომლებიც დღეს ჩემს გვერდით აღარ არიან. მათი გარდაცვალების შემდეგ, გადავწყვიტე სხვებს დავხმარებოდი, ისევე, როგორც ისინი მეხმარებოდნენ მე მთელი კარიერის განმავლობაში,“- ამბობს კრივის დაუმარცხებელი ლეგენდა ფლოიდ მეივეზერი. ვეტერანი ამერიკელი სამწვრთნელო კარიერის...

კრესპოს მესი

საერთაშორისო სარბიელზე მესის წარუმატებლობა ყოველთვის მის ნაკლად განიხილება და როცა საქმე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის განხილვაზე მიდგება, არგენტინელის წინააღმდეგ სწორედ ამ არგუმენტს იყენებენ ხოლმე. სამაგიეროდ, ასე არ თვლის, მისი ყოფილი თანანაკრებელი ერნან კრესპო. „ძალიან რთულია იყო მესი. არავის შეუძლია მის...

სანამ კორონა გადივლიდეს…

კორონავირუსმა სპორტული სამყარო სრულად დააპაუზა. ისღა დაგვრჩენია, მოცალეობის ჟამს, გარდასულ დღეთა საინტერესო ბატალიები გავიხსენოთ. გადავწყვიტეთ, ერთი რუბრიკა სპორტული კურიოზებისთვის დაგვეთმო და პერიოდულად შემოგვეთავაზებინა. დაწყებით კი, ბუნებრივია, ფეხბურთით ვიწყებთ... მწვრთნელი ათი წუთით ფეხბურთის სტაჟიან მოყვარულებს კარგად ემახსოვრებათ არგენტინელი ფორვარდი აბელ ბალბო, ნაკრებში...

რონალდინიო ციხიდან სასტუმროში გამოკეტეს

რონალდინიო თავისუფალია. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა პარაგვაის ციხე დატოვა, თუმც სასტუმრო „ასინსიონაში“ შიდა პატიმრობაში დარჩება და სამართალდამცავების მუდმივი ყურადღების ქვეშ დარჩება. რონალდინიომ საპყრობილეში დაახლოებით ერთი თვე გაატარა - 22 მარტს 40 წლის იუბილეს სწორედ იქ შეხვდა. შეგახსენებთ, ლეგენდარული ბრაზილიელი ძმასთან ერთად ყალბი საბუთებით...

მილანი ქომაგებს ეხმარება

უპრეცედენტო და გულის ამაჩუყებელი იყო საქველმოქმედო აქცია, რომელიც იტალიურმა „მილანმა“ განახორციელა. კლუბმა 65 წელზე მეტი ასაკის ყველა ქომაგს, რომლებსაც სეზონური აბონემენტი აქვთ, პირველადი მოხმარების პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები დაურიგა. ბენეფიციართა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა. ამას გარდა, კლუბმა მუნიციპალიტეტს 30 ლეპტოპი გადასცა...

მინდა ვიყო ლეგენდა

„ლივერპულის“ ნიდერლანდელმა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა, ჟურნალისტებს კლუბში მისი მთავარი მიზნის შესახებ უამბო. „მსურს „ლივერპულის“ ლეგენდა გავხდე. მსურს კიდევ ბევრი ტიტული მოვიგო. ახლა შესანიშნავი გუნდი გვყავს. ყველაფერი გვაქვს, იმისათვის, რომ გამარჯვებები გავაგრძელოთ. მწვრთნელი, რომლისაც გვჯერა, უნივერსალური შემადგენლობა, თამაშის სტილი, რომელსაც...

რეკლამა ფეხის გულებზე

თავს არ შეგაწყენთ მაიკ ტაისონის ცხოვრებიდან ლეგენდებად ქცეული ისტორიებით - მის შესახებ თითქმის ყველამ და თითქმის ყველაფერი იცის. მხოლოდ ერთ ეპიზოდს გავიხსენებთ - 2000 წლის 29 იანვარს, როცა „რკინის მაიკმა“ ევროპაში პირველად იკრივა. უკვე ნაციხარი ტაისონის ვიზიტს მაშინდელი პრემიერი ტონი...

ფეხბურთელები კუთხეში!

პრემიერლიგის კლუბების ნაწილი შიშობს, რომ ხელფასების შეკვეცის გამო დიდი არეულობა იწყება და შექმნილი მდგომარეობა მათ თავიანთ საუკეთესო ფეხბურთელებთან დააპირისპირებს. თავიდან იყო წინადადება, ყველა მოთამაშემ 30 პროცენტი მოიკლოს ან ხელფასების აღება გადავუვადოთო, მაგრამ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ეს იდეა არ მოიწონა. ასოციაცია...

… მუდამ გრიპის პანდემია

ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ თქვა, კორონავირუსით ზოგიერთი კლუბი სარგებლობს, ანუ პერსონალს ხელფასს არ უხდის და ეს ფეხბურთელთა მდგომარეობას უფრო ამძიმებსო. „არიან ფეხბურთელები, რომლებიც დიდ თანხას იღებენ და შეუძლიათ, რომ მოიკლონ, თუნდაც 70 და 80 პროცენტი. თუმცა არიან ისეთები, რომლებიც ერთ თვესაც...

9 საბედისწერო გასროლა

ოკეანის გადაღმა პირდაპირ აღმერთებენ ყოველგვარ სტატისტიკას. ჰოდა, მოცალეობის ჟამს კალათბურთის ამერიკელმა ჟამთააღმწერლებმა NBA-ის ისტორიაში საფინალო სირენასთან ერთად ჩაგდებული ყველა ტყორცნა დათვალეს. თუმცა, ყველა არა - მხოლოდ გამარჯვების მომტანი ის ტყორცნები, რომლის შემსრულებლის გუნდიც იმ წამს ჩამორჩებოდა ან ანგარიში საყაიმო იყო....

მამა, შე ძაან ძველო!

ხანგრძლივი და მქუხარე აპლოდისმენტები - „ფორმულა 1“- ის ყოფილი პრეზიდენტი ბერნი ეკლსტოუნი ოთხგზის მამობისთვის ემზადება. ამ ამბავში გასაოცარი არაფერი იქნებოდა, ოქტომბერში უბერებელ ბერნის 90 წელი რომ არ უსრულდებოდეს. ინფორმაცია ბრიტანული გამოცემა Dayli Mail ავრცელებს და შვეიცარიულ Blick-ს იმოწმებს. ამავე გამოცემას მოჰყავს...

პირველი მილიარდერი ფეხბურთელი

მსოფლიო სპორტის ისტორიაში სამად სამი სპორტსმენია, რომლებმაც კარიერის განმავლობაში მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავეს: კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანმა კარიერა კარგა ხნის წინ დაასრულა, მეგოლფე ტაიგერ ვუდსი და მოკრივე ფლოიდ მეივეზერი კი დღემდე აგრძელებენ გამოსვლას. მილიარდერთა ამ კლუბს სულ მალე კრიშტიანუ...

როგორ ყვლეფდნენ სამუელ ეტო’ოს

პანდემიის მძიმე დღეებში ესპანურმა გაზეთმა „მარკამ" შემოიღო რუბრიკა: „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია". ისტორიები თუ ანეგდოტური სიტუაციები, რომლებიც აქ არის მოთხრობილი, ცხადია სპორტს ეხება და ერთ-ერთი მათგანი ბრწყინვალე კამერუნელ თავდამსხმელზე სამუელ ეტო'ო-ზეა. თურმე, 2011 წლის დასაწყისში, როდესაც ეტოო უკვე ვეტერანი იყო...

corona sale

ის, რაც კორონავირუსის პანდემიას მოჰვება, ჯერ კიდევ არავინ იცის. იმის გარდა, რომ ახლა მთავარი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა, ძალიან იცვლება ეკონომიკური შემადგენლებიც. მსოფლიოს აშკარად ახალი თამაშის წესებით მოუწევს ცხოვრება. აგერ, მაგალითად, საფეხბურთო ობსერვატორიის (CIES) კვლევებზე დაყრდნობით, ინგლისელები წერენ, რომ კორონავირუსის მიზეზით,...

რონალდუ – მაწანწალა პირუტყვი

„მინდა, რომ იტალიიდან ჩამოფრენილი ეს პირუტყვი სახლში იჯდეს. ან წაიყვანეთ ეს მაწანწალა მადეირადან,“ - ეს სიტყვები პორტუგალიელ პოლიტიკოს რაფაელ მასედუს ეკუთვნის და სოციალურ ქსელში მას შემდეგ გაჩნდა, რაც პაპარაცებმა დააფიქსირეს როგორ მშვიდად დასეირნობენ ქუჩაში რონალდუ და მისი თანამეცხედრე ჯორჯანა...

პენალზე აწიე, ქალო!

სანამ მხიარულ ამბავს გეტყოდეთ, საქმიანად დავიწყოთ: „მანჩესტერ იუნაიტედს" კვლავ მოუნდა ჰოლანდიელი მატეის დე ლიხტის ყიდვა. გასულ ზაფხულს, როდესაც გაირკვა, რომ ცენტრალური მცველი „აიაქსიდან" წასვლას აპირებდა, „იუნაიტედი" აქტიურად ჩაერთო ვაჭრობაში, მაგრამ „იუვენტუსს" ვერ აჯობა. დე ლიხტი ტურინს ვერ მოერგო. გარდა ამისა, ცნობილია, რომ...

ბარსას ჩე

ფრანგულმა გამოცემა L'Eguipe-მა პირველ გვერდზე ლიონელ მესი  სოციალისტ-რევოლუციონერ ერნესტო ჩე გევარას ფორმაში გამოსახა. სათაურიც შესაბამისია: "ლიონელ მესი. ბარსელონელი ჩე". ამით გამოცემა მესის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ფეხბურთელები კრიზისის განმავლობაში ხელფასის 70%-ზე ამბობენ უარს. მათი ეს ქველმოქმედება მიზანმიმართულია - სანაცვლოდ კლუბის...

მილიარდიანი საწყობი

ლონდონის „ტოტენჰემმა“, თავისი ახალგახსნილი სტადიონი, რომელიც დაახლოებით მილიარდი გირვანქა დაჯდა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე სარბიელად ითვლება, კორონავირუსის მიზეზით, სათავსოები პროდუქტების შესანახ საწყობად გადააქცია, რადგან პანდემიით დაზარალებულ ყველაზე დაუცველ ადამიანებს დაეხმაროს. სტადიონის სათავსოები ლონდონის სამ ყველაზე დიდ დისტრიბიუტორს The Felix...

როცა შენი იდიოტობის შესახებ ყველა გაიგებს

ახლა, 100 000 გირვანქით დააჯარიმებენ, „ასტონ ვილას" კაპიტნობას ჩამოართმევენ, ინგლისის ნაკრებში მოხვედრა პრობლემად ექცევა, „მანჩესტერ იუნაიტედი" აღარ იყიდის და ეს ყველაფერი დაამატეთ იმას, რომ მთელი ინგლისი იდიოტს ეძახის. ჰედლაინებში უწერიათ პირდაპირ დიდი ასოებით, იდიოტიაო. ლაპარაკია „ასტონ ვილას" 24 წლის შემტევ...

ტაისონის ვეფხვმა ქალი ჩაკბიჩა

მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა მძიმეწონოსანმა მაიკ ტაისონმა კიდევ ერთხელ „მოახერხა“ ყურადღების ცენტრში მოხვედრა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მაიკმა სამი ბენგალური ვეფხვი იყიდა, რომლებიც მის ეზოში ბინადრობენ. ერთ-ერთმა ვეფხვმა კი ქალბატონს ხელი მოაჭამა. „აპირებდნენ, ჩემთვის სასამართლოში ეჩივლათ, მაგრამ გაირკვა, რომ ეს ქალბატონი თავად...

გასახდელთან შხამიანი არავინ უნდა იყოს!

„ბარსელონას" ლეგენდამ ჩავიმ თქვა, რომ მის ყოფილ გუნდს გასაძლიერებლად გარემარბები სჭირდება. ჩავი: „მე რომ „ბარსელონას" სათავეში ვიყო, გარემარბებს მოვიწვევდი. მაგალითად, დავაბრუნებდი ნეიმარს. არ ვიცი სოციალური ასპექტის გამო არის თუ არა ის ფორმაში, მაგრამ როგორც ფეხბურთელი გამორჩეულია და მისი შეძენა ძალიან...

ვიეირა გვარდიოლას ჰგავსო

მანჩესტერში პეპ გვარდიოლას შემცვლელზე დაიწყეს ფიქრი. ესპანელის კონტრაქტს „სიტისთან“ მომავალი სეზონის ბოლოს გასდის ყავლი და კლუბში ვარაუდობენ, რომ გვარდიოლა თანამშრომლობის გაგრძელებაზე ყაბულს აღარ იქნება. „სიტის“ დირექტორებმა ფერან სორიანომ და ჩიკი ბეგირისტაინმა, თურმე, სავარაუდო შემცვლელთა სიაც შეადგინეს. მათი აზრით, მსოფლიოში სულ...

კორონასგან დაზღვეული

ბრიტანულ მედიას თუ ვენდობით, მომავალ კვირაში „უიმბლდონის“ წლევანდელი საჩოგბურთო ტურნირის გაუქმება ოფიციალურად გაცხადდება. ინგლისის საჩოგბურთო კლუბის დირექტორთა საბჭოს სხდომა წინა კვირას იყო დაანონსებული, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღეში გაიმართება ტელე-კონფერენციის ფორმატში. ელიან, რომ საბჭო 1945 წლის შემდეგ პირველად გამოაცხადებს უპრესტიჟულესი ტურნირის...

პსჟ: ყველა ერთად!

ფრანგულმა პსჟ-მა საშინაო მაისურების სპეციალური, საქველმოქმედო ვერსია გამოუშვა. მაისურზე ტრადიციული სპონსორის ნაცვლად პრინტად ლოზუნგია დატანილი - Tous Unis (ყველა ერთად). ამას გარდა, მარჯვენა სახელოზე დატანილია პარიზის საავადმყოფოთა ქსელის ლოგო. სწორედ ამ ქსელს, რომელიც 44 კლინიკას მოიცავს და 90 ათას თანამშრომელს...

ჭკვიანი კაცი

კარლო ანჩელოტიმ „კორიერე დელო სპორტის" ფურცლებიდან ინგლისური ფეხბურთის შეფები გააფრთხილა, სჯობს უარესი სცენარისთვის მოემზადოთო. იგივე ეხება დანარჩენ მსოფლიოსაც. ინტერვიუში „ევერტონის" მწვრთნელი ამბობს, რომ ამიერიდან ფეხბურთის ეკონომიკა შეიცვლება და ზღაპრული ტრანსფერების ეპოქა წარსულს ჩაბარდება. ანჩელოტი: „ფეხბურთელები და მწვრთნელები ნაკლებ ხელფასებს მიიღებენ. სტადიონის...

კრიშის ბუგატი 9,5 მილიონად

კრიშტიანუ რონალდუ და მისი აგენტი ჟორჟე მენდეში სრულად დააფინანსებენ პორტუსა და ლისაბონში მდებარე ორ კლინიკაში კრიტიკული მედიცინის სამი ბლოკის აღჭურვას. თითოეული ბლოკი 10 პაციენტზე იქნება გათვლილი და მათ შემომწირველთა სახელებს დაარქმევენ. ამას გარდა, რონალდუ დათანხმდა, „იუვენტუსში“ კუთვნილი 21-მილიონიანი გასამრჯელო შექმნილი კრიზისიდან...

ტოჩი იაპონიაში ჩაკეტეს

იაპონიის სუმოს ასოციაციამ უცხოელ ფალავნებს ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით აუკრძალა ქვეყნის ფარგლების დატოვება. ამას გარდა, გაუქმდა საკმაოდ პოპულარული საჩვენებელი გამოსვლები, რომლებიც ბაშოებს შორის იმართება ხოლმე. ჯერჯერობით არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება მაისის ხაცუ ბაშოსთან დაკავშირებით. კარგ ვარიანტში, ტურნირი, ისევე როგორც...

ესპანეთში ზამთრის არდადეგები გაუქმდებაო

კატალონიურმა რადიომ RAC1-მა ინტერვიუ ჩამოართვა ბარსელონაში მდებარე მულტიმედიისა და კომუნიკაციათა მსხვილი ჯგუფის „მედიაპროს" აღმასრულებელ დირექტორს, ბიზნესმენს, კინოპროდიუსერს, მედიამაგნატსა და პოლიტიკოსს ჯაუმე როურესს, რომელსაც ესპანურ და მსოფლიო ფეხბურთთანაც გვარიანი შეხება აქვს. ხსენებულ ინტერვიუში საუბარი ევროპულ ფეხბურთში შექმნილ ვითარებას, მატერიალურ ზარალსა და...

გიოტცე ფარმაცევტი

მარიო გიოტცეს „დორტმუნდთან“ კონტრაქტი ივნისის ბოლოს უმთავრდება. კლუბმა  კი 27 წლის გერმანელს ერთი თვის წინ აცნობა, რომ მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აღარ აპირებს, ანუ სამომავლო გეგმებში არ შედის. ახლა კი გერმანული საიტები გადაწყვეტით წერენ, რომ წინასწარი სიტყვიერი შეთანხმებით მარიო გიოტცე...

კოპის ბოსი კლოპი vs ოლიმპიადა

იურგენ კლოპი, გაისად, შეიძლება შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს — ეგვიპტის ნაკრებს მო სალაჰი ოლიმპიადაზე სჭირდება, ოლიმპიადა კი, არ არის გამორიცხული, 2021 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს. ამას კიდევ რა უშავს, აფრიკის თასი, რომელიც კამერუნში გაიმართება, უკვე გადატანილია. ეს შეჯიბრება 2021 წლის...

ვიმაიმუნოთ?

ვარსკვლავად ვერ ჩავთვლით, მაგრამ მისმა პერსონამ სერიოზული ხმაური კი გამოიწვია. 30 წლის ნიგერიელი ოდიონ იგალო „მანჩესტერ იუნაიტედში“ იჯარის წესით ბურთაობს და პირველ 8 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. მანკუნიანელები მზად არიან იგალო 15 მილიონ გირვანქად გამოისყიდონ, თუმცა... ფეხბურთელის კონტრაქტი ჩინურ „შანხაი...

ბალოტელის არ უძალადიაო

იტალიური ბრეშას პროკურატურამ ბრალდება მოუხსნა მარიო ბალოტელის, რომელიც არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობასა და გაუპატიურებაში იყო ეჭვმიტანილი. ძიებამ დაადგინა: ხანმოკლე რომანი ორმხრივი თანხმობის შედეგი იყო და გოგონამ დაარწმუნა ფეხბურთელი, რომ უკვე სრულწლოვანი იყო. მოგვიანებით გოგონამ, რომლის ვინაობასაც გამოძიება არ ასაჯაროებს, ფეხბურთელის შანტაჟირება...

კრიში მანჩესტერში ბრუნდება?

კრიშტიანუ რონალდუ აღარც მალავს, რომ ტურინის „იუვენტუსიდან“ წასვლა სურს. ამაში გარკვეული როლი იტალიაში შექმნილმა კატასტროფულმა პანდემიურმა ვითარებამაც ითამაშა. თუ ესპანურ პრესას ვენდობით, ფეხბურთელს შესაბამისი წინადადებით უკვე მიმართეს პსჟ-მა და „მანჩესტერ იუნაიტედმა“. რონალდუ თანახმაა დაბრუნდეს „ოლდ ტრაფორდზე“, თუკი ოლე გუნარ სულშერი გუნდს...

ფსონი, პორნო და 15 მილიონი

ბრაზილიელი პაულინიო კარგა ხანია ჩინურ სუპერლიგაში ბურთაობს და 15 მილიონ დოლარსაც იღებს წლიური ჯამაგირის სახით. მისი იდილიური ყოფა კი ერთმა ფოტომ ლამის უმუშევრობად და ჩინეთიდან დეპორტაციად აქცია. საქმე იმაშია, რომ პაულინიომ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა იაპონელ ცუკასა აოისთან ერთად. მომღიმარი სიმპათიური ახალგაზრდების...

ზამ-თარ-ში!

ინგლისური „ბრაიტონი“ საკუთარ მატჩებზე 1000 ბილეთს გაუნაწილებს ბრიტანეთის ჯანდაცვის ასოციაციის თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს. ამით მათ სურთ გამოხატონ მადლიერება მედმუშაკების მიმართ და სხვა კლუბებსაც მოუწოდეს, გამოეხმაურონ წამოწყებას. „ბრაიტონის“ წამოწყება უკვე აიტაცა „ბორნმუთმა“ და სასაჩუქრედ ისიც 1000 ბილეთს გამოყოფს. ბუნებრივია,...

მო(უ)ხალისე

ჟოზე მოურინიუმ დაამტკიცა, რომ ხალხის კაცია — კორონავირუსის გამო შინ ჩაკეტილი ლონდონელი მოხუცებისთვის საკვების დარიგებაში მიიღო მონაწილეობა. „ტოტენჰემ ჰოთსპურის" 57 მწვრთნელი ორი ორგანიზაციის, Age UK-სა და Love Your Doorstep-ის  ჩრდილო ლონდონის უბან ენფილდის განყოფილებებში ჩაეწერა მოხალისედ. წარმოიდგინეთ, სხვა მოხალისეების გაკვირვება, როდესაც გვერდით „რეალის",...

რაკიტიჩი მესამასეს ელოდება და საჭმელს აკეთებს

კრონავირუსის პანდემიის დროს ფეხბურთელები შინ სხედან, ცოლ-შვილთან ერთად და  სახლის პირობებში ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. მათ რიცხვშია „ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, რომელიც დარბაზის და ტრენაჟორების გარდა ინტერნეტშიც ბევრ დროს ატარებს, ხუმრობს და ფანებს ელაპარაკება. „ფაქტია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ მე...

რუსული რულეტი პრემიერლიგაში

თუკი პრემიერლიგა სეზონის განახლებამდე ფეხბურთელებს სავარჯიშოდ ხუთ კვირას არ მისცემს, ჩათვალეთ, რომ ისინი რუსულ რულეტს თამაშობენ! ასე მძაფრად გამოხატა თავისი დამოკიდებულება ჰოლანდიელმა რაიმონდ ვერჰეიენმა, რომელიც „ბარსელონაში", „მანჩესტერ სიტიში" და უელსის ნაკრებში ფიზიკური მომზადების მწვრთნელად არის ნამუშევარი. ინგლისის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო...

იბრა მიდის… მილანიდანაც…

იტალიურ გაზეთებში ხმა დაირხა, სეზონის ბოლოს ზლატანი დაგვტოვებსო. ასაკი ასაკად და „უძლეველი იბრა“ კორონავირუსის პანდემიამაც შეაშინა. აპენინებზე დაბრუნება ვეტერანი შვედისთვის მთლად იღბლიანი არ გამოდგა. „მილანში“ გადასვლიდან 2 თვეში ნახევარკუნძული და მსოფლიო ახალმა ვირუსმა მოიცვა და სხვა ყველაფერთან ერთად სპორტიც შეაჩერა. ჯერ...

ბარსამ გრიზმანი გააიაფა

კატალონიური „ბარსელონა“ მომავალი სეზონისთვის გაძლერებას კი გეგმავს, მაგრამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ამის გაკეთებას მინიმალური დანახარჯით აპირებს. პირველ ყოვლისა, ტრანსფერზე დააყენებენ ფელიპე კოუტინიუს, რომელის ამჟამად იჯარით მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობს. ფაქტობრივად გადაწყვეტილია ანტუან გრიზმანის ბედიც. კლუბი მზადაა, მას 100 მილიონ ევროდ შეელიოს,...

სანამ პორტუგალიას დავჭირდები

2008 წლის მაისში პორტუგალიის თასის ფინალში ლისაბონის „სპორტინგმა“ „პორტუს“ ორი უპასუხო გოლი დამატებით დროში გაუტანა და ტიტულს მეთხუთმეტედ დაეუფლა. სწორედ ამ დროს ავღანურ ყანდაგარში დაბანაკებული ნატოს პორტუგალიური სამხედრო კონტიგენტი ადგილობრივებთან ერთად უყურებდა მატჩს. სამხედროთა შორის იყო ექიმი-ლეიტენანტი, 28 წლის ფრედერიკუ...

დაბრუნდები, მაგრამ როდის?

„ჩელსი" ვილიანის თხოვნას განიხილავს — ბრაზილიელს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სამშობლოში სურს დაბრუნება. ნახევარმცველს ის ლონდონი, რომელსაც ამ დღეებში ხედავს, აღიზიანებს. ის ამბობს, რომ ინგლისის დედაქალაქი საომარი მოქმედებების ზონას ჰგავს, რაც ძირითადად იმის ბრალია, რომ ხალხი მაღაზიებს შეესია. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო...

ცეცხლი ტოკიოში ჩავიდა

ოლიმპიური ცეცხლი უკვე ტოკიოშია და 26 მარტიდან ამომავალი მზის ქვეყნის გარშემო მოგზაურობას დაიწყებს. ტოკიო 2020-ის სპეციალური თვითმფრინავი იაპონიის მაცუშიმას პრეფექტურის ავაიბაზაზე ადგილობრივი დროით 10 საათზე დაეშვა. გასაგები მიზეზების გამო იაპონური დელეგაცია საბერძნეთს სულ რამდენიმეკაციანი დელეგაციით ესტუმრა. ცეცხლი კი თვითმფრინავიდან იაპონიის საამაყო...