მინგსს ფსიქოთერაპევტის დახმარება დასჭირდა
ტაირონ მინგსმა თქვა, რომ ევრო 2020-ზე, ხორვატიასთან შეხვედრის წინ გაუჭირდა და ფსიქოთერაპევტის დახმარება დასჭირდა. „ასტონ ვილას“ მცველი პირველ ორ შეხვედრაში, ხორვატიისა და შოტლანდიის წინააღმდეგ, ჰარი მაგუაირს ცვლიდა.
მინგსმა გაიხსენა, თუ როგორ გაუჭირდა ინგლისელი გულშემატკივრის ეჭვთან გამკლავება. ფანების 90-95 პროცენტს არ...
რაშფორდი სამ თვეს იუქმებს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი მარკუს რაშფორდი მომდევნო კვირაში ოპერაციას გაიკეთებს. მან მხრის კუნთი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიზიანა და მას შემდეგ ტკივილგამაყუჩებლებით გადიოდა მოედანზე.
რაშფორდი გუნდის მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს შეხვდა და აუხსნა, რომ ასე დიდხანს გაგრძელება აღარ შეიძლება...
სიტიმ საფულე გახსნა
„მანჩესტერ სიტი" იმედოვნებს, რომ მომავალ კვირაში ჯეკ გრილიშს შეიძენს. „ქალაქელებს" თავდამსხმელი 100 მილიონი გირვანქა დაუჯდებათ.
ამის შემდეგ, მანჩესტერელთა მორიგი ხარჯიანი სატრანსფერო ნაბიჯი ჰარი კეინის გადაბირება იქნება.
სტატისტიკა მეტყველებს, რომ თუკი „სიტი" 25 წლის გრილიშის სანაცვლოდ „ასტონ ვილას" ზემოთ ნახსენებ ფასს გადაუხდის,...
რა უთხრა ბაიერნის პრეზიდენტმა ჩინელებს
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, 32 წლის პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი უეჭველად „ბაიერნში" დარჩება. ეს ბავარიელთა პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა ჩინურ მას-მედიასთან საუბრისას თქვა.
„ლევანდოვსკიმ კონტრაქტის თანახმად „ბაიერნში" კიდევ ორი წელიწადი უნდა დაჰყოს, — თქვა ჰაინერმა, — ერთი ხნის წინ, ასეთსავე კითხვაზე ვუპასუხე, რომ...
კუმანის დაწუნებულები
საფეხბურთო ევროპაში სატრანსფერო სეზონი გახურდა. მწვრთნელების უმეტესობა კლუბებს ახალი მოთამაშეების შეძენას სთხოვს. „ბარსელონას" თავკაცი რონალდ კუმანი კი ფრთხილობს. კატალონიურმა მაუწყებელმა RAC1-მა შეიტყო ორი ფეხბურთელის შესახებ, რომელიც ჰოლანდიელს შესთავაზეს, მან კი შორს დაიჭირა.
ორივე მოთამაშე 23 წლისაა. ერთი გახლავთ პორტუგალიელი, მეორე...
კუმანი 18 წლის ნახევარმცველზე ძალადობს
ილაიშ მორიბა სულ რაღაც 18 წლისაა, მაგრამ მისი სატრანსფერო ფასი უკვე 25 მილიონი ევროა. „ბარსელონას“ აღზრდილი არ ჩქარობს ახალი კონტრაქტის გაფორმებას და ფაქტობრივად, აშანტაჟებს კლუბს - გაისად, ივნისის ბოლოს თავისუფალ აგენტად შეუძლია წასვლა.
სწორედ აქედან ერთვება საქმეში რონალდ კუმანი და...
გვარდიოლას თავისი ფეხბურთელისთვის ხმა არ გაუცია
2019 წელს, ესპანელი პედრო პორო „ჟირონადან" „მანჩესტერ სიტიში" გადავიდა. მაშინ პორო 20 წლისა ხდებოდა. ინგლისურმა კლუბმა მასში 13 მილიონი ევრო გადაიხადა.
ახლა, დაირხა ხმა, რომ „ქალაქელები" ესპანელს პორტუგალიაში, ლისაბონის „სპორტინგში" ყიდიან. უფრო სწორედ, ის ერთი ხანია იჯარის წესით ისედაც თამაშობს...
ბოატენგი ანდალუსიას უმიზნებს
სად ითამაშებს მომავალი სეზონიდან 32 წლის ჯერომ ბოატენგი? 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ამ ზაფხულს „ბაიერნთან" ათწლიანი ურთიერთობა დაასრულა. მას ბავარიელებთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და მხარეებმა ახალი ხელშეკრულების გაფორმება აღარ ისურვეს.
და აი, ბოლო დღეებში გამოჟონა ინფორმაციამ — ბოატენგს გეზი ესპანეთისკენ...
ძალიან ცუდი სიგნალი
რა გინდა რომ ქნა? ტურნირის ორგანიზატორებმა ძიუდოს მეოთხედფინალების ბლოკი დაგვიბლოკეს, ძალიან გაიწელა დროშიო. ვერც გაამტყუნებ.
„ოქროს ქულის“ წესი ვაჟთა ლამის ყველა ორთაბრძოლაში გამოიყენება. ბრძოლები 8-10 წუთს გრძელდება და ხშირ შემთხვევაში უქულო-უილეთო-უინტერესო ბღლარძუნი გამოდის.
ჰოდა, უკმაყოფილოა ტელემაყურებელი, შესაბამისად კი სპონსორები და სარეკლამო...
მწამს, ვარანმა თქვა: მჭირდება, მსურს, უნდა წავიდე!
რიო ფერდინანდმა თავის გადაცემაში Rio Ferdinand Presents FIVE, რომელიც იუთუბის არხზე გადის თქვა, რომ რაფაელ ვარანმა ბრძოლით გაიკაფა გზა „რეალიდან" „მანჩესტერ იუნაიტედისკენ" და მალე ოფიციალურად გამოაცხადებს პრემიერლიგის კლუბში თავისი გადასვლის შესახებ.
როგორც ევროპულ მედიაში მიიჩნევენ, ფრანგი ცენტრალური მცველი „სანტიაგო ბერნაბეუდან"...
პიანიჩ ბაზარი
„ბარსელონა" ცდილობს ზედმეტი ფეხბურთელების გაყიდვა დააჩქაროს. კლუბს უნდა, ამ კვირაში რამდენიმე საკითხი მოაგვაროს. მათ შორისაა მირალემ პიანიჩის „დაბინავება".
მოწადინებულია თავად ბოსნიელიც. ის ამბობს, რომ თუკი „იუვენტუსში" დააბრუნებენ, მზად არის ნაკლებ ხელფასს დაყაბულდეს. ლაპარაკია პირველ წელიწადს იჯარასა და მეორე წელიწადს კონტრაქტის...
მიყვარხარ საქართველო, მიყვარხართ ქართველებო !
სანდრო ბაზაძე, რომელსაც ტოკიოს ოლიმპიურ მედლამდე სულ ცოტა დააკლდა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, მიმართავს თანამემამულეებს და მათ, ვინც მისი ნახევარფინალური ფარიკაობა უნგრელ არონ სილაგის წინააღმდეგ არაობიექტურად განსაჯა. გახსოვთ, როცა ანგარიში 13:13 გახლდათ, სანდროს მოპოვებული ქულა მოულოდნელად სილაგის მიანიჭეს. არადა,...
ვულკანის მოლოდინში
ჯერ მხოლოდ მშრალი ფაქტები:
- ოლიმპიადაში მონაწილეობს 205 ქვეყანა.
- ჯერჯერობით მედლები მოიპოვეს 39 ქვეყნის წარმომადგენლებმა.
- ჩვენ ორი ვერცხლის მედლით 25-ე ადგილს ვიყოფთ ბრაზილიასთან და ტაივანთან.
- ჩვენ უკან არიან: ესპანეთი, სერბეთი, ჩეხეთი, ბელგია, ბულგარეთი, შვეიცარია...
- ჯერ საერთოდ უმედლოდ არიან: გერმანია, ყაზახეთი,...
ტერიმ ვილა დატოვა
ლონდონის „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ჯონ ტერიმ, „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტი დატოვა, - წერს ბირმინგემული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ტერი თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში „ჩელსიში“ ირჯებოდა (1998-2017), თუმცა, მოთამაშეობა „ასტონ ვილაში“ დაასრულა, სადაც 2017-18 წლების სეზონი გაატარა.
ბოლო...
საქართველო ოლიმპიურ ელიტაშია
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ქართულ ყულაბაში მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილის ვერცხლის მედალია, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ჩვენი გუნდი 24-ე ადგილს იყოფს რამდენიმე სხვასთან.
საქართველო ამ ცხრილში ისეთ ქვეყნებზე წინ დგას, როგორებიცაა ინდოეთი, გერმანია, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა...
ლიდერები ადვილად პროგნოზირებადი იყო: ჩინელების მონგარი 6...
გუნდი უკვე არის. ტიტულების დროა
ოლე გუნარ სულშერმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა 2024 წლამდე და კიდევ ერთი წლით გაგრძელების უფლებით.
შეგიძლიათ მოიწონოთ ან დაიწუნოთ კლუბის ხელმძღვანელების ეს ნაბიჯი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: „მანჩესტერი“ აღარ ჰგავს ავგიას თავლას, რომელიც ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ კაპიტალურად უნდა დაასუფთაო.
გუნდს...
ტოტენჰემის ლიდერი – არა კეინი
ლონდონის „ტოტენჰემის“ პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ კლუბმა საკუთარი თავდასხმის ლიდერთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
პირველად, ალბათ, ჰარი კეინის გვარმა და სახელმა გაგირბინათ გონებაში, მაგრამ ჰარი ამიერიდან „სიტის“ მეტოქეთა კარში გიტანს. სადღეისოდ „დეზების“ მთავარი დამრტყმელი ძალა კი სამხრეთ კორეელი სონ ხინ-მინია.
29 წლის...
კორონა ოლიმპიადასაც ამარცხებს ?
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასული დღეღამის განმავლობაში დადებითი ტესტი კორონავირუსზე ჩააბარა კიდევ 19-მა ადამიანმა იმათგან, ვინც ამა თუ იმ ფორმით დაკავებულია ოლიმპიადაზე.
ამ 19-დან 3 ოლიმპიურ სოფელში მაცხოვრებელი სპორტსმენია. სულ ოლიმპიადაზე უკვე დაფიქსირდა კოვიდის 110 შემთხვევა.
ამის ფონზე...
წკაპ და დიადი ხარ?
შემთხვევით გადავაწყდი CNN-ის მასალების მიხედვით მომზადებულ სტატიას...
„25 სპორტსმენი, რომლებსაც ტოკიოში ყურდღება უნდა მიაქციო“.
ნახევარი სია რომ ამერიკელებია - ჯანდბას... სკეიტბორდინგი... სერფინგი... მეკლდეურობა - ჯანდაბას...
25 სპორტსმენში რომ მხოლოდ ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა და კალათბურთელი კევინ დურანტი ვიცანი, ეგეც იქით იყოს...
აი, 45 წლის...
ალბამ ქამარი არ შემოიჭირა
ახალი ამბავი ნამდვილად არაა, რომ „ბარსელონას“ ფინანსური პრობლემები აქვს.
კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კი დახმარებისთვის გუნდის ვეტერანებისთვის მიემართა: ლეო მესი, ჟერარ პიკე, სერხი რობერტო, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა. თუ ესენი დათანხმდებოდნენ ხელფასის შემცირებას, მერე ახალგაზრდებიც მიბაძავდნენ.
პირველმა ოთხმა უკვე განაცხადა თანხმობა ხელფასის...
ასე იცის ევროპამ …
ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ იტალიაში კორონა ვირუსის ახალი ტალღა აგორდა...
ინგლისთან ფინალის მეორე დღეს, იტალიის ნაკრები რომში რომ ჩაფრინდა, მერე ავტობუსით შემოიარა ქუჩები. თურმე მთავრობის წევრებს ხალხი გაუფრთხილებიათ, ზეიმი ვიწრო წრეში იყოსო, თუმცა ამდენ ადამიანს, თანაც ტემპერამენტიან იტალიელებს რა დააკავებდა?!
„ჯერჯერობით...
პიერ დე კუბერტენი საფლავში ტრიალებს
ვის და რატომ დასჭირდა ოლიმპიადის გახსნამდე სამი დღით ადრე მისი ერთ-ერთი სიმბოლოს შეცვლა? რა სარგებელი?
იქნებ მუხლზე დამდგარი თეთრი ან შავკანიანი კაციც (ეგ უკვე სულ ერთია) ოლიმპიადის სიმბოლოდ გვექცია?
მოკლედ: დღეს ტოკიოში სერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად იმაზეც...
რონალდუს ცვლიანო?
არ არის ეს ბიჭი ბუნებით სკანდალისტი, მაგრამ მუდმივად ყურაღების ცენტრშია და მის მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა ათგვარად იშიფრება...
ამჯერადაც დიდი არაფერი. რონიმ სოცქსელში ფოტო დადო საკუთარი „როლს-როისის“ფონზე და მიაწერა: „გადაწყვეტილების მიღების დღე“.
მაშინვე წავიდა ხმები: „რა გადაწყვეტილების? კარიერას ასრულებს თუ ნაკრებიდან...
მილანმა თავდასხმა აამაღლა
იტალიურმა „მილანმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა ლონდონის „ჩელსიდან“ ოლივიე ჟირუს ტრანსფერის შესახებ.
გარიგების დეტალები არ თქმულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 34 წლის ფრანგი ფორვარდი „სან სიროზე“ 2 წელიწადს ითამაშებს.
ოლივიე ჟირუმ ფრანგული „ტურის“ და „მონპელიეს“ შემდეგ, 2012 წელს ინგლისს მიაშურა და ჯერ...
ოლიმპიანდემია
იპონური სააგენტოების ცნობით, ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში კოვიდით კიდევ ორი სპორტსმენი დაავადდა. ისინი ერთი ქვეყნიდან არიან. დაავადდა მეხუთეც, რომელიც ოლიმპიურ სოფელში არ ცხოვრობდა. ის პირველი ორის თანამემამულე არ არის, მაგრამ სამივე ერთი სახეობის წარმომადგენელია.
კოვიდი ასევე დაუდგინდათ: ერთ ჟურნალისტს, ოლიმპიური ობიექტის...
სიტიმ ლიდერები გაიმეტა
დიდი ალბათობით, „სიტი“ ლიდერებს სატრანსფერო ბაზარზე გამოფენს. საუბარია გუნდის წამყვან ნახევარველებზე - რაჰიმ სტერლინგსა და რიად მაჰრეზიზე.
„სიტის“ სამიზნეში კი ჰარი კეინი და ჯეკ გრილიში ჰყავს ამოღებული. ორივე ერთად კი უზარმაზარი თანხა ღირს. იმისათვის, რომ ფინანსური წესებით განსაზღვრული ბალანსი არ...
რა უნდა ბარსას გასახდელში კრიშტიანუს?
მართლაცდა, რა დარჩენია „ბარსელონას" საწვრთნელ ცენტრში, რომელსაც ჟოან გამპერის სახელობის სპორტული ქალაქი ჰქვია, წლების მანძილზე კატალონიური გუნდის მთავარ გამღიზიანებელ კრიშტიანუ რონალდუს? მას, არაფერი. აი, ესპანურმა გაზეთმა AS-მა კი ერთ-ერთ ფოტოზე შეამჩნია, რომ „გამპერის ცენტრის" კედელზე მიკრულ ქაღალდზე მისი ლოგოა...
ჩელსის ლევანდოვსკი მოუნდა
ინგლისური პრესის თანახმად „ჩელსი" „ბაიერნისგან" 50 მილიონ გირვანქად რობერტ ლევანდოვსკის გამოსყიდვას შეეცდება.
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პოლონელზე იმიტომ გადაერთო, რომ „დორტმუნდის" ერლინგ ჰოლანდთან ვერაფერი გააწყო. ჰოლანდის ფასი გახლდათ 150 მილიონი გირვანქა, თუმცა „ჩელსის" სურდა მასში ფულს პლუს ფეხბურთელი გადაეხადა.
დასავლეთ ლონდონელთა გერმანელ...
ჯერ სამშობლო, მერე ბარსელონა
იერუსალიმში 4 აგვისტოს დიდი ხნის ნანატრი მატჩი უნდა გამართულიყო. ადგილობრივი „ბეითარი“ სტუმრად „ბარსელონას“ ელოდა. შეხვედრა არ შედგება, რისი მიზეზიც „ბეითარის“ პრეზიდენტმა მოშე ხოგეგმა დეტალურად ახსნა:
„სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ვაუქმებთ ამხანაგურ მატჩს „ბარსელონასთან“. მე ხელმოსაწერად მომიტანეს კონტრაქტი, რომელშიც არაორაზროვნად იყო...
მე მეზიზღება რობერტო მანჩინი
ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა, 40 წლის უეინ ბრიჯმა თქვა, რომ ევრო 2020-ში იტალიის ნაკრების გამარჯვება ორმაგად ეწყინა, რადგან მას რობერტო მანჩინი ეზიზღება.
ვეტერანი 40 წლისაა. ის „სიტიში" 2009 წელს მივიდა, სწორედ მაშინ, როდესაც გუნდი რობერტო მანჩინის ჩააბარეს....
საუდეთი იტალიას მონდიალს მოუციცქნის
მსოფლიოს ერთერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანას მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს და ამის გაკეთებას კიდევ ერთ თანამასპინძელთან ერთად აპირებს.
ამერიკული კონსალტინგ კომპანია BCG მჭიდროდ თანამშრომლობს საუდეთის მთავრობასთან. ამ ჯერზეც რამდენიმე პარტნიორი ურჩია, ოპტიმალურად კი ეგვიპტესთან და მაროკოსთან საზიარო განაცხადი მიიჩნია.
თუმც...
მანჩინის ვაჟი კიბეებზე იჯდა
რობერტო მანჩინის ვაჟი ყვება, რომ 11 ივლისს, ევრო 2020-ის ფინალში, „უემბლის" სტადიონზე, თავის ადგილზე ვერ დაჯდა და პირველი ტაიმის ყურებამ კიბეებიდან მოუწია.
მიზეზი: ორგანიზატორებმა სტადიონის შესასვლელების დაცვა ვერ მოახერხეს და უბილეთო ინგლისელთა ბრბო ტრიბუნებზე შევარდა.
ანდრეა მანჩინი 28 წლისაა. ის ადრე...
რას არკვევდნენ მესი და ბარსელონა ამდენი ხანი?
„ბარსელონამ" ლეო მესისთან შეთანხმებას მიაღწია და უახლოეს დღეებში ამის შესახებ ოფიციალურად ამცნობს საზოგადოებას. შეთანხმების ძირითადი ნაწილი ის არის რომ მესი კლუბში 5 წლით რჩება, ყაბულსაა ადრინდელი ხელფასის ნახევარი გადაუხადონ და მის გამოსასყიდ თანხად დაითქვა 350 მილიონი ევრო.
„მარკა" წერს, რომ...
რობენი მართლა წავიდა
არიენ რობენმა სოციალური ქსელების მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომ ფეხბურთიდან მიდის.
მსგავსი განცხადება ორი წლის წინაც გააკეთა, მაგრამ თავის პირველ კლუბს ვერ უღალატა და პსვ - „ჩელსი“ - „რეალი“ - „ბაიერნის“ გავლით ჰოლანდიური მასშტაბებითაც კი მეტისმეტად მოკრძალებულ „გრონინგენში“ დაბრუნდა.
გადაღლილმა ორგანიზმმა ბევრჯერ...
თასი მარადონას სახელზე
უეფა და კონმებოლი (სამხრეთამერიკული ფეხბურთის კონფედერაცია) აწარმოებენ მოლაპარაკებას ახალი ტიტულის შემოღებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება საკონტინენტთაშორისო თასს, რომელიც აქამდე სულ 2-ჯერ გათამაშდა.
1985 წელს საფრანგეთის ნაკრებმა 2:0 მოუგო ურუგვაის, 1993 წელს კი არგენტინამ პენალტების სერიაში დაჯაბნა დანია (1:1, 5:4).
ჯერ უცნობია, აღდგება...
მესიმ ხელფასი გაინახევრა
ლეო მესიმ და „ბარსელონამ“ მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით, რაშიც ლომის წილი სწორედ ფეხბურთელს ეკუთვნის.
მესიმ დასტური მისცა „ბარსას“ ყველა წინადადებას და ხელფასის განახევრებასაც დათანხმდა.
ოღონდ, იმ პირობით, რომ კონტრაქტი არა 2, არამედ 5-წლიანი იქნება. 34 წლის ლეო საკუთარ თავში...
სპინაცოლას შემცვლელი – ბრაზილიელი მანჩესტერიდან
ლეონარდო სპინაცოლას ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის გამო აქილევსის მყესი ისე გაუხდა საოპერაციო, რომ მომავალი სეზონის დიდი ნაწილი გაუცდება.
„რომა“ იძულებულია მის შემცვლელზე იფიქროს.
თავისუფალ აგენტთა ბაზარზე „რომას“ რომ დააკმაყოფილებდა, ისეთი მარცხენა მცველი არ მოიძებნა.
სამაგიეროდ, რომაელები „მანჩესტერის“ ალექსის ტელესს აკვირდებიან, რომელმაც გუნდის...
მანჩინი – საპატიო შოტლანდიელი?
ევროპის ჩემპიონატის ფინალის წინა დღით ერთ-ერთმა შოტლანდიურმა გაზეთმა პირველ გვერდზე რობერტო მანჩინი „მამაცი გულის“ გმირი უილიამ უოლესის საჭურვლით ასახა და ტექსტი დაურთო:
„რობერტო, გვიხსენი. ჩვენ კიდევ 55 წელი ვერ ავიტანთ (იგულისხმება 1966 წელს ინგლისის მსოფლიო ჩემპიონობა და ამით მათი...
რაღა დროს ცრემლებია?!
იტალიის ნაკრების გოლკიპერი ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ში გადადის...
ეს ამბავი დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენდა, რადგან 22 წლის ფეხბურთელმა მილანი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
„მილანი“ ჩემი მეორე სახლია და ყოველთვის ამ გუნდის ქომაგად დავრჩები“, - ცრემლიანი თვალებით იძლეოდა ინტერვიუს დონარუმა და ალბათ ფიქრობდა,...
ნოლემ ოლიმპიადა გაათანაბრა
სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2021 წელს უკვე დიდი სლემის სამი ტურნირი მოიგო და თუ ამერიკის ღია პირველობაზეც იმარჯვებს, კალენდარულს სლემს შეასრულებს. კიდევ ერთი დიდი ტურნირი 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია. იქ გამარჯვების შემთხვევაში კი, ოქროს სლემს გამოჰკრავს ხელს, რაც...
სუარესი ალიყური იყო
„ბარსელონა“ არ აპირებს ანტუან გრიზმანის „ატლეტიკოში“ გაყიდვას და ამით საჩემპიონო ბრძოლაში უშუალო კონკურენტის გაძლიერებას.
როგორც ჩანს, ბარსელონაში სწორი დასკვნები გამოიტანეს ასევე „ატლეტიკოში“ გაშვებული ლუის სუარესის მიერ გაწნული სიმბოლური ალიყურიდან - სუარესის 21-მა გოლმა დიდწილად განაპირობა „ატლეტიკოს“ ჩემპიონობა.
ბუნებრივია, გრიზმანს მადრიდში დაბრუნება...
ვინ შეელევა დიეგოს?
მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა არგენტინელ მწვრთნელთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ - დიეგო სიმეონე მადრიდში 2024 წლის ივნისამდე დარჩება.
გასულ 10 წელიწადში ელ-ჩოლომ გუნდი ორჯერ გააჩემპიონა, ორჯერ მოაგებინა ევროპა ლიგა, ორჯერ ევროპის სუპერთასი და კიდევ თითოჯერ ესპანეთის თასი და...
დღე უკანასკნელი, დღე პირველი
ლეო მესის არგენტინამ ანხელ დი მარიას ერთადერთი გოლით დაამარცხა ბრაზილია და „კოპა ამერიკის“ დიდი თასი აღმართა. ეს მესის პირველი სანაკრებო ტიტულია და პირველი დღე, როცა ამ რანგში დადის.
სამაგიეროდ, სულ სხვა სიტუაცია აქვს კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც ჯერაც ევროპის მოქმედი ჩემპიონია,...
მესის რეგისტარცია შეჩერებულია
ესპანურმა „ბარსელონამ“ ჯერ ვერ მიიღო ლა ლიგის თანხმობა ლეო მესის კონტრაქტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
ოდნავ უდროო დრო ანიჭებს ლეოს თავისუფალ აგენტობას განსაკუთრებულ ემოციას - ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ დარეგისტრირდება ლა ლიგაში, ვიდრე ეს კლუბი ფინანსურ კონტროლს არ გაივლის.
ინგლისს ფინალი 30.000 დაუჯდა
უეფამ ინგლისის ნაკრების ირგვლივ გამოძიება რომ დაიწყო, უკვე ვწერდით. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინურ საკითხთა კომიტეტმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია 30.000 ევროთი დასაჯა.
ინგლისელებს უსაქციელობის სამ ფაქტი დაუდეს და შესაბამისი სანქციებიც დააკისრეს:
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის პენალტის...
საგანგებო ოლიმპიადა
ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე, ორ მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ერთი ინფიცირებული ლიეტუვადანაა, ვინც საწვრთნელ შეკრებაზე ქალაქ ჰირაცუკაში იმყოფებოდა. ისრაელიდან ჩასულ სპორტსმენს კი, დადებითი ტესტი ტოკიოს აეროპორტშივე „ამოუვარდა“.
ბოლო დროს ინფიცირების რაოდენობამ იაპონიის დედაქალაქშიც იმატა და ქალაქის პრეფექტურამ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება,...
იტალიის ნაკრების ხინჯი
ინგლისური ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი და ნაკრების მწვრთნელი გლენ ჰოდლი ორი კვირის წინ, იტალიისა და ავსტრიის მერვედფინალურ შეხვედრას (იტალიამ მოიგო დამატებით დროში 2:1) ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს და ახლა, ფინალის წინ ამბობს, რომ იმ დღეს „სკუადრა აძურას" ხინჯი შეამჩნია.
ზემოთ ნახსენები შეხვედრის...
წელი ხუთად ფასობს
როცა ჯერ მხოლოდ 32 წლის ხარ, დაპყრობილი გაქვს ყველა საფეხბურთო მწვერვალი და მსურველი კლუბებიც არ გაკლია, ყატარში რატომ უნდა წახვიდე?
ხავი მარტინესი „ბაიერნში“ 2012 წლიდან თამაშობდა და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
ამას გარდა, ის ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო და ევროპის ორგზის...
მადა აქვთ, იცოცხლე!
რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ქვეყნის ნაკრებს სტანისლავ ჩერჩესოვი მოაშორა.
ჯერ ამბობდნენ, რომ ჩერჩესოვი პირგასამტეხლოს არ აიღებდა, დღის ბოლოს კი ითქვა, რომ დაახლოებით 300 მილიონ რუბლს გადაუხდიან.
ამასობაში კი რამდენიმე რუსმა სპეციალისტმა იუარა ჩერჩესოვის მემკვიდრეობა.
ითქვა, რომ ნაკრებს უცხოელი, უფრო გერმანელი მწვრთნელი გამოადგება. ახსენეს...
ჩილავერტი: მსაჯი ბრაზილიას მიემხრობა
პარაგვაის ფეხბურთის ლეგენდამ, ვეტერანმა მეკარემ ხოსე ლუის ჩილავერტმა კონტინენტის ფეხბურთის ასოციაციას, კონმებოლს კბილი გაჰკრა და თქვა, რომ „კოპა ამერიკას" ფინალის არბიტრი, ურუგვაელი ესტებან ოსტოიჩი არგენტინის წინააღმდეგ ანუ ბრაზილიის სასარგებლოდ იმსაჯებს.
ჩილავერტი ამბობს, რომ ლეო მესის ერთბაშად ორი მეტოქის დამარცხება მოუწევს,...