მთავარი აქეთურ-იქითური

აქეთურ-იქითური

უხანგრძლივესი, ნახევარსაათიანი თათბირი

ზინედინ ზიდანმა „რეალის" ფეხბურთელები შეკრიბა და ნახევარსაათიანი თათბირი ჩაუტარა. მწვრთნელს მოთამაშეების რეაქცია აინტერესებდა. მას უნდოდა ენახა ვინ რას ფიქრობს ბოლოდროინდელ ცუდ შედეგებზე, გასულ სეზონში ხუთი ტიტულის მომგებ გუნდს ინფექციასავით რომ შეეყარა. ამასთან, ფრანგს სურდა ყველასგან პირადად გაეგო, უჭერს თუ...

ადრე ცემეს, ახლა ესროლეს

წერილი, რომელიც „დოიჩე ველეს" საიტზე გამოქვეყნდა, გერმანული ფეხბურთის ერთ დროს ამომავალი ვარსკვლავის, წარმოშობით ქურთი დენიზ ნაკის შესახებაა. ორშაბათს, 28 წლის ნაკის A4 ტრასაზე ტყვია ესროლეს. მან, რაღაც ბედად დახრა და მანქანის საავარიო ზოლზე შეყვანა მოახერხა. პოლიცია ამბობს, რომ ფეხბურთელი...

სუზუკიმ კომატცუს ჩაუყარა

იაპონელი კანოისტი იასუხირო სუზუკი ნიჩბოსნობიდან 8 წლით მოკვეთეს. მიზეზი - თანაგუნდელ სეიჯი კომატცუსთვის სასმელში აკრძალული რამ - ნივთიერება ჩაუყრია. ეს მოხდა შარშან სექტემბერში ერთ-ერთი შეჯიბრის დროს. ამ გზით უნდოდა საოლიმპიადოდ კონკურენტი მოეშორებინა და კომატცუს დოპინგ ტესტმაც დადებითი შედეგი აჩვენა. დოპინგიან ნიჩბოსანს,...

არის თუ არა ეს, ქალი სტადიონზე ?

12 იანვარი საუდის არაბეთში ისტორიული იქნება. ქალებს შეუძლიათ მივიდნენ სტადიონზე, დასხდნენ მათთვის გამოყოფილ სექტორებში და ჩემპიონატის მატჩებს უყურონ. პირველი „ქალებიანი“ შეხვედრა ერ-რიადში გამართება, „ალ აჰლი“ „ალ ბატინს“ უმასპინძლებს, მეორე მატჩი ჯიდაში შედგება, სადაც 13 იანვარს „ალ ჰილალი“- „ალ იტიჰადს“...

დაცვა ისეთი უნდა პოლიციამ რომ იცის

„კრისტალ პალასის" ფანებს პოლიციამ მრავალრიცხოვანი დაცვა დაუყენა და ასე ესკორტით მიაცილა ქალაქ ბრაიტონ ენდ ჰოუვის „ფელმერ სტედიუმამდე" (იგივე „ამერიკან ექსპრესის" სტადიონი), სადაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე მასპინძელმა „ბრაიტონმა" მათ გუნდს 2:1 მოუგო. მიზეზი: ნოემბერში, როდესაც ეს გუნდები პრემიერლიგის შეხვედრაში დაუპირისპირდნენ...

წლის გოლი ესეისაში

30 წლის გონსალო იგუაინს  534 მატჩში 271 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ დღეს დილით ბუენოს აირესში ესეისას აეროპორტში რომ გაიტანა, წლის საუკეთესო იქნება. „იუვენტუსის“ ფორვარდი მხოლოდ ფეხმოსწრებული კი არა, სიტყვამოსწრებულიც ყოფილა. „კალიარისთან“ სტუმრად მოგების შემდეგ  „იუვე“ საშვებულებოდ დაიშალა და „პიპიტა“ იგუაინმაც...

მიფრინავენ ფლოსტები

საცოდავ  70 ათას გირვანქას თუ მოგიგდებენ  კვირაში და ძლივს შესწვდები „გუჩის“  675 გირვანქიან ფლოსტებს, განა რა დაშავდება? არც არაფერი - თქვა მარკოს როხომ და თავისი ღარიბული ფლოსტები თვითმფრინავში გადაღებული სურათით გაგვაცნო. კენგურუს ტყავით გაწყობილი „გუჩი“ „მანჩესტერის“ არგენტინელ მცველთან ერთად დუბაიში გაფრინდა...

იობი და ნარკოტიკი ნაქირავებ ბინაში

ინგლისში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც „არსენალის" 21 წლის ფეხბურთელის, ალექს იობის დროსტარებაა გადაღებული. კამპანია ცეკვავს, სვამს, კანაფს ეწევა და, როგორც „სანი წერს", სამხიარულო გაზს სუნთქვას. ჩანაწერში ჩანს, რომ ეს ყველაფერი ღამის 2 საათსა და 37 წუთზე ხდება. ამბობენ, რომ წვეულება...

20 წლის შემდეგ  (კოუტინიოს მემუარებიდან)

... აი, როგორ იყო სინამდვილეში „ბარსელონაში“ ჩემი გადასვლის ამბავი: 2017 წლის დეკემბრის ბოლოს ნეიმარმა დამირეკა,  15 მილიონი ევრო  მასესხეო. ვუპასუხე არ მაქვს მეთქი,  იანვარში „ბარსელონაში“ მინდა გადასვლა და 15 მე უნდა დავუმატო „ბარსას“,  ფული არ ჰყოფნით  და თუ დამეხმარები გადასვლაში,...

ძაღლამდე პენალტი დააკლდა

ჩემპიონშიპის „ნოტინგემ ფორესტმა"   ასოციაციის თასიდან „არსენალი" გააგდო - 4:2 მოუგო.  მასპინძელმა ერიკ ლიხაიმ დუბლი შეასრულა - პირველი და მეორე გაიტანა -  და მესამეც რომ მიეთვალა, ცოლი ძაღლს აჩუქებდა. მე-3 და მე-4 გოლები „ნოტინგემმა" პენალტებით შეაგდო, მაგრამ ლიხაის აღარ დაარტყმევინეს. პოლონური...

მშიერთათვის

სხვა სფეროებისა აბა, რა გითხრათ და როდესაც საქმე ფეხბურთს და კულინარიას ეხება, ლუკას პოდოლსკი თავის სიტყვას ამბობს... თუმცა, სჯობს ასე ვთქვათ — თავის წილ მსუყე ნაჭერს იჭრის. 32 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, რომელიც ნელ-ნელა კარიერის დასასრულს უახლოვდება, კიოლნში საშაურმე გახსნა. გახსნა...

პეპა გოჭით მოგებული

„რომა“ გუშინ „ატალანტასთან“ შინ დამარცხდა (1:2), სტუმართა კაპიტან ალეხანდრო გომესისთვის კი ეს მოგება იყო საჩუქარი მისი გოგოგოს დაბადების დღეზე, რომელიც 3 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით არგენტინელმა გომესმა კაპიტნის სამკლავურის დიზაინში ცვლილება შეიტანა. ოპულარული მულტფილმის  „პეპა გოჭის“  ნახატით  მკლავდამშვენებული გავიდა მოედანზე და...

მარადონასა და მესის ერთადერთი საერთო მწვრთნელის აზრით

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ალფიო ბასილემ Oral Deportiva-ს ინტერვიუ მისცა, რომლის ფრაგმენტებსაც ქვემოთ გთავაზობთ. ალფიო ბასილე არგენტინული ფეხბურთის გამორჩეული ფიგურაა. ის გახლავთ ერთადერთი სპეციალისტი, რომელსაც გაუწვრთნია როგორც დიეგო მარადონა ასევე ლეო მესი. ბასილეს ხელმძღვანელობით „ალბისელესტემ" ოთხი ტიტული მოიგო: გახდა კონფედერაციათა...

გიჟისა და გიჟის ამბის გაგრძელება

ანტონიო კონტემ ჟოზე მოურინიუს „თვალთმაქცი" და „პატარა კაცი" უწოდა — ესეც თქვენ გიჟების ამბის გაგრძელება. გიჟების იმიტომ, რომ ყველაფერი მოურინიუს ნათქვამიდან დაიწყო, ეს კონტე მოედნის კიდესთან რა გიჟივით იქცევაო. მართალია, გიჟივით იქცევა, მაგრამ თვითონ როგორ იქცეოდა? ჰოდა, ყვავმა ყვავს...

აი, სად არაა ძაღლის თავები დამარხული !

  „ბოკა ხუნიორსმა“ „ტრაბზონსფორიდან“  28 წლის მარცხენა მცველი ემანუელ მასი დაიმატა, რომელსაც მუხლებზე ძაღლის თავები ახატია. მასი არგენტინაში  ცხოველების და განსაკუთრებით ძაღლების მოყვარულადაა ცნობილი. 2008-2013 წლებში თამაშობდა სან ხუანის „სან მარტინში“, მერე „სან ლორენსოში“ და შარშან დეკემბერში „ტრაბზონსფორში“ გადასულმა  არგენტინიდან თურქეთში წაიყვანა...

გიჟმა გიჟზე თქვა გიჟიაო

ჟოზე მოურინიუ რომ არ ყოფილიყო მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოებას ვინ ასეირებდა? პორტუგალიელმა ახალი ბრძოლა წამოიწყო, ამჯერად ანტონიო კონტესთან. კონფლიქტი, რასაკვირველია „განსაკუთრებულმა" გააჩაღა, მაგრამ გუშინდელი რაუნდი იტალიელის ბრალია, რომელიც გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მწვრთნელია, საოცრად ექსცენტრული კაცი ბრძანდება. მან მოურინიუს პირველი ნაკბენი...

მე ბარსაში მოვკვდე, დავიკარგო

„ბარსელონასთან" დაახლოებულმა წყარომ ესპანურ გამოცემა „სპორტს" უთხრა, რომ ლეო მესის ახალ კონტრაქტში პოლიტიკასთან დაკავშირებული პუნქტი არ არის. ეს თემა იმიტომ წამოიწია, რომ „ელ მუნდომ" გაავრცელა ინფორმაცია თითქოს კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის შემთხვევაში არგენტინელი „ბარსელონაში" თამაშს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებს თუ კლუბი...

ნეტავ ვინ ააგო, რა ნიჭმა ააგო, ეს რა დოზანაა !

თვალი მომეცი და მაყურებინეო - ისეთი ძეგლი დაუდგეს განელ მაიკლ ესიენს მშობლიურ ქალაქ კუმასიში. გენიოსი სკლუპტორის ვინაობა უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავტორმა რამდენიმე წელი და არაერთი უძილო ღამე შეალია ამ შედევრის შექმნას და ბოლოს და ბოლოს მისმა ნაშრომმა მზის სინათლეც...

ვინ არის მარქს ლენინი?

17 წლისაა და „ფლამენგოს“ ასაკობრივ გუნდებში არა მხოლოდ კარგი თამაშით, არამედ უცნაური სახელითაც მიიქცია ყურადღება. „მართალი გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის მარქსი ან ლენინი - თქვა მარქს ლენინ დოს სანტოს გონსალვესმა - მამაჩემს ჰქვია ანტონიო მარკეს გონსალვესი. დედაჩემს...

ბიჩიაბუ გრძელი

უდიპლომო სასიძოსი არ იყოს, ბიჭიკო რომ ეთამაშება პატარა ბავშვებს, ისეა ფრანგული პსჟ-ის ფეხბურთელის ამბავი. ფოტოებზე პსჟ-ის 12-წლამდელთა გუნდია, ამ გუნდში კი ერთი კაცი მოგხვდებათ თვალში... მაგრამ კაცი კი არა, ბავშვიაო. მისი სახელ-გვარია ბიჩიაბუ ელ-ჩედაილი და დოკუმენტებიც წარმოუდგენია, რომლის მიხედვითაც 2005...

ზოგი ასე უბერავს

"სანი" წერს, რომ ხამეს როდრიგესმა ცოლი გაუშვა და ამერიკელ პორნოვარსკვლავს კენდრა ლასტს დაუმეგობრდა, ოღონდ... მათი ურთიერთობა "ტვიტერით" შემოიფარგლება და სოციალური ქსელების ფარგლებს, ალბათ ვერც გაცდება. "ბაიერნის" 26 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელის ცოლი გახლდათ ნაკრებში მისი თანაგუნდელის, "არსენალის" მეკარის დავიდ ოსპინას და,...

სამპაოლი არგენტინის სანახავად ევროპაში მოდის

არგენტინის ნაკრები "რუსეთი 2018"-ზე პირველ შეხვედრას 16 ივნისს ჩაატარებს. "ოტკრიტიე არენაზე" ანუ იმავე "სპარტაკის" სტადიონზე "ალბისელესტე" ისლანდიას დაუპირისპირდება. არგენტინელთა მწვრთნელმა, 57 წლის ხორხე სამპაოლიმ თავისი წილი ჩემპიონატი უკვე დაიწყო. ის ევროპაში გაემგზავრა, რათა ნაკრების წევრებს ერთხელაც შეავლოს ტრიბუნიდან თვალი და...

არმანი, ოღონდ ფრანკო

ჯორჯო რა იყო და... ფრანკო არმანი 31 წლის არგენტინელი მეკარეა, რომელმაც ბოლო შვიდი სეზონი კოლუმბიაში, კერძოდ მედელინის "ატლეტიკო ნასიონალში" გაატარა, ახალი წლის პირველ დღეს კი წერილობით აცნობა მთელ მსოფლიოს, რომ სამშობლოში ბრუნდება — "რივერ პლეიტში" გადადის. ამაზე არგენტინულმა "ოლემ"...

ცვლილებები ლა ლიგაში

ესპანურმა "სპორტმა" კლუბებში გაიკითხ-გამოიკითხა და შეიტყო, რომ მომდევნო სეზონიდან ლა ლიგაში რამდენიმე ცვლილება იგეგმება. კეროდ, ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი პრიმერას გამარჯვებულს დაუყოვნებლივ, გამარჯვების დღესვე გადაეცემა და არა შემდეგი სეზონის პირველ ტურში. ეს ბოლოს მოუღებს დამსახურებული ჯილდოს რამდენიმეთვიან ლოდინს და გაუფასურებასო,...

ამ რეკორდს ვეღარავინ მოხსნის

სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ არსენ ვენგერის რეკორდს ვეღარავინ გააუმჯობესებს. არადა, რა მეტოქეობა ჰქონდათ თავის დროზე. „მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა თავკაცმა ფრანგ კოლეგაზე აღმატებით ხარისხში ილაპარაკა. მიზეზი: 31 დეკემბერს ვენგერმა მოხსნა მისი პრემიერლიგური რეკორდი — 810 თამაში გუნდის სათავეში. ფერგიუსონმა თქვა: "ტაშს...

რიუ ავე – ბენფიკა ჩაწყობილია ?

დღეს დილით ლისაბონურმა გაზეთმა „კორეო და მანია“-მ დაწერა, რომ პოლიცია იძიებს  „ბენფიკასგან“ „რიუ ავეს“ 4 ფეხბურთელის შესაძლო მოსყიდვის ფაქტს. 2016  წლის 24 აპრილს 31-ე ტურში „რიუ ავემ“ „ბენფიკას“ უმასპინძლა და 0:1 წააგო. წინა დღეს მოიგო „სპორტინგმა“ და გადაასწრო თანაქალაქელებს. 77...

განცხადება: ვიყიდი სახლს ბარსელონაში

ფილიპე კოუტინიო ბარსელონაში სახლს ეძებს, რადგან დარწმუნებულია, რომ „ლივერპული“ შეასრულებს მისთვის მიცემულ პირობას  და  იანვარში „ბარსელონაში“ გაუშვებს. გასულ ზაფხულს, როცა ნეიმარი „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა, „ბარსელონას“ ფული გაუჩნდა და კოუტინიოს ყიდვა სურდა, მაგრამ „ლივერპულმა“ ბრაზილიელი არ გაუშვა და იანვრამდე მოცდა...

რას მოუტანს შტუტგარტს მარიო გომესის დაბრუნება?

"შტუტგარტს" ბოლო ოთხი ტურია ბუნდესლიგაში გოლი არ გაუტანია. რატომ? მარიო გომესი აკლდა? დიახ, 22 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ 1 იანვრიდან 32 წლის მარიო გომესი "შტუტგარტში" ითამაშებს — "ვოლფსბურგიდან" სიყმაწვილის დროინდელ გუნდში ბრუნდება. სატრანსფერო თანხა საიდუმლოდ შეინახეს. გომესი მართლა კარგ დროს მიდის...

მოურინიუმ კლოპზე შური იძია

ჟოზე მოურინიუმ იურგენ კლოპს შარშანდელი ნათქვამი გაახსენა, გულში ჰქონია ჩადებული. კერძოდ, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" 105 მილიონ ევროდ პოლ პოგბა იყიდა, "ლივერპულის" თავკაცმა თქვა: "ფეხბურთელში ასეთ თანხას რომ იხდი, ხომ შეიძლება დაშავდეს? და თუ დაშავდა გამოვა, რომ ფული ქარს გაატანე....

რემზიმ ნეიმარი ფასდაკლებით იყიდა

წლეულს "პარი სენ ჟერმენმა" იყიდა ნეიმარი  222  მილიონ ევროდ, „მანჩესტერმა“ -  ლუკაკუ  85 მილიონად, აარონ რემზიმ  კი კარდიფის მდიდრულ უბანში  სახლი და ადგილ-მამული - 3 100 000 გირვანქად ისე, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას არ დაელოდა. ნეიმარი მსოფლიოს უძვირესი ფეხბურთელია,...

არსენალში განხეთქილებაა

ტიერი ანრი ამბობს, რომ "არსენალის" გასახდელში ბზარია. "მეთოფეებმა" "კრისტალ პალასს" სტუმრად მოუგეს 3:2, ორი გოლი ჩილელმა ალექსის სანჩესმა გაიტანა, მაგრამ ახლო წარსულის დიდმა ვარსკვლავმა თავის ყოფილ გუნდს საგანგაშო ნიშნები შეამჩნია. "ფეხბურთელები ჯგუფებად არიან დაყოფილები. როდესაც სანჩესმა პირველი გოლი შეაგდო, მან...

გრცხვენოდეთ, ავტობუსებო !

სამარცხვინო უწოდა ჯეიმი კარაგერმა იმ გუნდების თამაშს, რომლებიც  პრემიერლიგის ტოპ ექვსეულთან საშინაო მატჩებში დაცვას „ავტობუსებით“ ამაგრებენ. „ლივერპულის“ ყოფილი მცველი რაფაელ ბენიტესმა გააბრაზა.  „ნიუკასლი“- „სიტის“ მატჩის (0:1) შემდეგ კარაგერმა ბენიტესის არჩეული ტაქტიკა გაკენწლა და სხვებიც გადასწვდა: „მხოლოდ „ნიუკასლი“ კი არა,  თითქმის...

საუკუნის თაღლითობა ეკვადორში

როგორც „ბილბაოში“ ტრადიციულად თამაშობენ მხოლოდ ბასკები, ასევე ეკვადორში კიტოს „ნასიონალს“ აქვს  ტრადიცია, გუნდში ჰყავდეს მხოლოდ ეკვადორელები. ასე იყო 1964  წლიდან სანამ წლეულს, დეკემბერში, არ გაირკვა, რომ უკვე ორი სეზონია „ნასიონალში“ 30 წლის კოლუმბიელი  რინსონ ლოპეს ლედესმა თამაშობს. აქამდე როგორ ვერ...

გვარდიოლა: ფავორიტი ის გუნდია სადაც მესი თამაშობს

"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგის ციდან ვარსკვლავების წყვეტას განაგრძობს. გუშინ, "ქალაქელებმა" ნიუკასლში გაიმარჯვეს 1:0. "მეტოქეს ვაჯობეთ. მართალია, გოლის გატანა მასაც შეეძლო, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ შევინარჩუნოთ ყურადღება. შეხვედრა იმით იყო რთული, რომ უჩვეულო დროს ჩატარდა. ყველა გუნდმა წინა დღეს ითამაშა, თან შობა-ახალი...

გოგოვ, გნახე ინსტაგრამზე !

გასულ შაბათს გალისიური დერბი „დეპორტივო“ – „სელტა“ 1:3  დამთავრდა. „დეპორის“ ქალ ფეხბურთელთა გუნდის რამდენიმე მოთამაშე დაქალებითურთ სავახშმოდ შეიკრიბა და დერბის ჩაუჯდა. მატჩის დამთავრების შემდეგ  ერთ-ერთმა, პატრისია დიას რუისმა, ინსტაგრამზე დადო  გახარებული გოგოების სურათი წარწერით: „ვზეიმობთ „სელტას“ მოგებას” !   მალე...

ეს აბრეუ ვინ ყოფილა ?

ურუგვაელმა სებასტიან აბრეუმ, რომელიც გინესის წიგნშია როგორც 25 სხვადასხვა კლუბში ნათამაშები, რეკორდი გააუმჯობესა - 25 არ ეყო და ოცდამეექვსეში გადავიდა. 41 წლის ფორვარდმა, ვისაც 400-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ჩილეს „აუდაქს იტალიანოსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აბრეუს აქამდე რეკორდის მოზიარედ...

ედენის აზარით “ბარსელონას” და მესის ბადალი არ ჰყავთ.

ედენ აზარმა, რომელიც 7 იანვარს 27 წლისა ხდება, "ჩელსის" ოფიციალურ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ქედს იხრის ბოლო ეპოქის "ბარსელონასა" და მისი ლიდერის, ლეო მესის წინაშე. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის კენჭისყრამ ლონდონელები და ბარსელონელები ერთმანეთს გადაჰყარა და, შესაბამისად, ბელგიელი სწორედ...

თილისმა გარდაიცვალა

ვინ იცის, საფეხბურთო რეპორტაჟის ცქერისას რამდენჯერ გაგვჩენია კითხვა: ვინ არის ის ადამიანი კლუბის (ან შეჯიბრების) თილისმად  რომ გამოწყობილა? ვინ არის ეს ხალხი, ხან სასაცილო ცხოველებად რომ იკაზმება, ზან ფრინველებად და ხანაც რობოტებად? ბავშვები არიან თუ დიდები? მაგრამ, შემდეგ თამაში...

ყოფილი მილიონერი ხელით რეცხავს

საშინელებები ილაპარაკა ემანუელ ებუმ „მირორთან“ ინტერვიუში. „არსენალის“ ყოფილ ფეხბურთელს ცოლთან გაყრის შემდეგ გახვრეტილი გროშიც აღარ აბადია და თურმე მეგობრის სახლში იატაკზე სძინავს. ხელით რეცხავს სარეცხს და ზოგჯერ თვითმკვლელობაზეც ფიქრობს. 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი „არსენალიდან“ „გალათასარაიში“ 2011 წელს გადავიდა, 4...

“ბარსელონა” — 21 ტურით ადრე ჩემპიონი

წინ კიდევ გრძელი გზაა — "ბარსელონას" გასახდელიდან დღეს ყველაზე ხშირად ეს წინადადება ისმის, მაგრამ ფაქტია, რომ მას ლა ლიგას ლიდერები უფრო მოტივაციის შესანარჩუნებლად იმეორებენ, წერს კატალონიური სპორტული გაზეთი "მუნდო დეპორტივო". "ბარსა" მდევარ "ატლეტიკოს" 9 ქულით უსწრებს, მესამეზე მყოფ "ვალენსიას"...

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარში დარტყმა არ იცოდა

ფაბიო კაპელომ თქვა, რომ როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი "იუვენტუსში" მივიდა, მან კარში დარტყმა არ იცოდა. ეს 2004 წლის ამბავია. იბრა "იუვეში" "აიაქსიდან" გადავიდა. "იუვენტუსში" შვედმა ზედიზედ ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული, თუმცა  "კალჩოპოლის" სკანდალის გამო ტურინის კლუბს ეს ორი "სკუდეტო" ჩამოართვეს....

ავტოსამწვადე შემთხვევა

„ვალენსიას” მწვრთნელი მარსელინო გარსია ტორალი ავტომობილით გარეულ ღორს დაეჯახა. დედასთან და მეუღლესთან ერთად ხიხონში საშობაოდ მიმავალ ტორალს ლოგრონიო-ბილბაოს ავტობანზე გზააბნეულმა ტახმა გადაურბინა. დამუხრუჭება კი მოასწრო, მაგრამ შეჯახება ვერ აიცილა და შედეგად, მწვრთნელი და მისი ცოლი მსუბუქი ტრავმებით გადარჩნენ, 81...

ელ კლასიკოს ლოთები, დაალაგეს ბოთლები

„რეალთან“ მადრიდში 3:0 მოგება საკმარისზე მეტი მიზეზია 5 300 ევროს ღირებულების ღვინის ჩასაცეცხლად, რაც ჩაიდინა კიდეც შაკირას ქმარმა ჟერარ პიკემ ნამატჩევს და გამოლოკილი ბოთლების ფოტო ინსტაგრამში გამოფინა. ღვინის მცოდნეებმა არ დაიზარეს და პიკეს  ღვინოების ფასები დაადგინეს. მაშ ასე, სურათზე მარცხნიდან...

ზიდან, ჩამოეცალე გზიდან!

"სანი" წერს, რომ "ჩელსის" იტალიელ თავკაც ანტონიო კონტეს "რეალის" მწვრთნელობა უნდა. 10 მილიონ გირვანქად ღირებული კონტრაქტის თანახმად კონტეს "ლურჯებთან" კიდევ აკავშირებს წელიწადნახევარი, მაგრამ პირველივე სეზონში პრემიერლიგის მოგების შემდეგ მას "სტემფორდ ბრიჯზე" რთულად მისდის საქმე — 19 ტურის შემდეგ ლიდერ...

ნეიმარმა, ტელევიზორსაც კი არ ჩავრთავო

ეს მართლა "რეალში" ხომ არ აპირებს გადასვლას?. "ბარსელონას" ყოფილმა ვარსკვლავმა, "ელ კლასიკოების" ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა ნეიმარმა გამოაცხადა, რომ "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირების ნახვა ტელევიზორშიც კი არ უნდა — არდადეგები დაეწყო და მსოფლიოს ყველაზე ამაღელვებელი საკლუბო შეხვედრა არ აინტერესებს. უფრო სწორად,...

ბურთის ფლობა გამარჯვებას ნიშნავს?

სადაც "ბარსელონაა" ბურთის ფლობაზეც იქ მსჯელობენ.  ტიკი-ტაკამდე ვინ ითვლიდა ასეთი მონდომებით რომელი გუნდი სათამაშო დროის რამდენი პროცენტის განმავლობაში აკონტროლებდა ბურთს. ხვალინდელი "ელ კლასიკოს" წინ "ბარსას" თავკაც ერნესტო ვალვერდეს კვლავ ამ თემაზე ჩამოუგდეს სიტყვა. ვალვერდემ ასე უპასუხა: "ბურთის ფლობა გამარჯვების გარანტიას...

როგორ დასდევენ სპეცსამსახურები “ბალელშჩიკებს”, ხოლო დათვები ინგლისელებს

"სანი" წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მსოფლიოს მოახლოებულ ჩემპიონატზე უსაფრთხოების საკითხები ქვეყნის საიდუმლო პოლიციას ჩააბარა — უფრო ზუსტად,  ლაპარაკია ФСБ-ზე. არის ხულიგნობისა და ბილეთებით შავ ბაზარზე ვაჭრობის საშიშროება. ამ ორი მიმართულებით რუსთა ქცევა "ბებერ კონტინენტს" 2016 წლის ევროპის...

მადრიდის პოლიცია სეპარატისტი გვარდიოლას წინააღმდეგ

კატალონიურ პრესაში ალიაქოთი ატყდა: ესპანეთის პოლიციაში პეპ გვარდიოლას წინააღმდეგ საქმე აღძრესო. მიზეზი ოქტომბრის ცნობილი, უნებართვო რეფერენდუმის დროს წამქეზებლობა და მოჯანყეობა ყოფილა. შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმზე მისულმა მოსახლეობამ ხმა კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფას მისცა, მაგრამ კატალონიაში კიდევ ბევრი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც გამოყოფა...

“ელ კლასიკოზე” მივლინებული

უნაი ემერის შაბათს "ელ კლასიკოზე" დასასწრებად შესანიშნავი მიზეზი აქვს — ჩემპიონთა ლიგაში "პარი სენ ჟერმენის" მომავალი მეტოქე უნდა დაზვეროს. საეჭვოა, "რეალის" თამაშში იყოს თუნდაც მცირე ნიუანსი, რომელიც პარიზელთა ესპანელმა მწვრთნელმა ზედმიწევნით არ იცოდეს, მაგრამ 23 დეკემბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჯდომას...

რა დიბალობას არ გაიგებ კაცი

თუ არგენტინელი პაულო დიბალას ძმას მარიანო დიბალას დაეჯერება, სატრანსფერო ბაზარზე დიდი ვაჭრობაა მოსალოდნელი. ცხელ-ცხელი ჭორი ასეთია: ნეიმარი "პარი სენ ჟერმენიდან" "რეალში" გადავა, ხოლო საფრანგეთის დედაქალაქში მის ადგილს დიბალა დაიკავებს. მოგეხსენებათ, პოლონური წარმოშობის არგენტინელი ჯერჯერობით "იუვენტუსში" თამაშობს. ეს ამბავი იტალიურმა "კორიერე...