მთავარი აქეთურ-იქითური

აქეთურ-იქითური

ვინ იყო ის საიდუმლო ხუთი ფეხბურთელი?

წელიწადზე მეტი გავიდა მას მერე, რაც კარლო ანჩელოტი „ბაიერნს" წვრთნიდა. 2017 წლის 27 სექტემბერს, როდესაც მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგის გერმანელთათვის ავადსახსენებელ შეხვედრაში „პარი სენ ჟერმენთან" 0:3 წააგეს, იტალიელმა თანამდებობა დატოვა. და აი, 2018 წლის 24 ოქტომბერს მან თავისი გუნდი კვლავ...

უარი საოცარ ხელფასზე

მაურისიო პოჩეტინიომ „რეალს" კიდევ ერთხელ შეუთვალა, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის" ერთგულად რჩება და „სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაბარგებას არ აპირებს. ამის წაკითხვაზე ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ 46 წლის არგენტინელის პოზიცია ახალი არ არის და მისი გამეორება სრულიად ზედმეტი იყო, მაგრამ მართალი არ...

იბრას ჩაო?

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა, ზაფხულში დაასრულოს კარიერა. შვედის ახლო გარემოცვაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლამ იმოქმედა. იბრას „მილანთან“ კონტრაქტი ზაფხულში მთავრდება და ახლის გაფორმებაზე ჯერ არაფერი ისმის. წელიწადში 7 მილიონი ევრო - ასეთი ხელფასი აქვს შვედს და სერია A-ში ამ მხრივ...

ფელიშმა გოლი დააჭაშნიკა

20 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ჟოაუ ფელიშმა მეექვსე მატჩი ჩაატარა ერონული გუნდის შემადგენლობაში და სადებიუტო გოლით გამოირჩა. ეს ხორვატისთან (4:1) მოგებულ მატჩში მოხდა. „ხან ძელს გავარტყი ბურთი, ხანაც მეკარეები თამაშობდნენ შესანიშნავად. როგორც იქნა, გამიმართლა და გავიტანე. ბედნიერი ვარ, რომ ამჯერად ყველაფერი...

რემზიმ ნეიმარი ფასდაკლებით იყიდა

წლეულს "პარი სენ ჟერმენმა" იყიდა ნეიმარი  222  მილიონ ევროდ, „მანჩესტერმა“ -  ლუკაკუ  85 მილიონად, აარონ რემზიმ  კი კარდიფის მდიდრულ უბანში  სახლი და ადგილ-მამული - 3 100 000 გირვანქად ისე, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას არ დაელოდა. ნეიმარი მსოფლიოს უძვირესი ფეხბურთელია,...

გახსოვთ ოსკარი? ბარსელონა გაგვახსენებსო

„ბარსელონამ“, შესაძლოა, ჩინეთიდან დაიმატოს ფეხბურთელი. ოღონდ, ერთ დროს მაგარ ფეხბურთელზეა საუბარი: 30 წლის ბრაზილიელ ოსკარზე, რომელიც ბრწყინვალედ იწყებდა კარიერას, მაგრამ 25 წლისა ჩინეთში წავიდა და შემორჩა. ხან ახალ კაკას ეძახდნენ, ხან ახალ ზიკოს. ოსკარმა იფრინა „ჩელსის“ რამდენიმე მატჩში, ყველაზე დასამახსოვრებელი...

ლივერპულის და ბარსას პირობა

„მირორი" წერს, რომ „ლივერპულს" და „ბარსელონას" გარიგება აქვთ. წინაისტორია ასეთია: გასულ იანვარს მერსისაიდელებმა კატალონიელებს 142 მილიონ გირვანქად ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიუ მიჰყიდეს. თავდამსხმელს „კამპ ნოუზე" გადასვლა კიდევ უფრო ადრე, 2017 წლის ზაფხულში უნდოდა, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა კატეგორიული უარი განაცხადა და როდესაც...

გრცხვენოდეთ, ავტობუსებო !

სამარცხვინო უწოდა ჯეიმი კარაგერმა იმ გუნდების თამაშს, რომლებიც  პრემიერლიგის ტოპ ექვსეულთან საშინაო მატჩებში დაცვას „ავტობუსებით“ ამაგრებენ. „ლივერპულის“ ყოფილი მცველი რაფაელ ბენიტესმა გააბრაზა.  „ნიუკასლი“- „სიტის“ მატჩის (0:1) შემდეგ კარაგერმა ბენიტესის არჩეული ტაქტიკა გაკენწლა და სხვებიც გადასწვდა: „მხოლოდ „ნიუკასლი“ კი არა,  თითქმის...

რაში გამოადგება ბარსას არტურო ვიდალი?

რამდენიმე დღეა ინტენსიურად ლაპარაკობენ, რომ „ბარსელონა" ჩილელ არტურო ვიდალს შეიძენს. აქამდე ამბობდნენ, რომ 31 წლის ნახევარმცველი „ინტერში" გადასვლასთან იყო ახლოს. ესპანური „მარკა" ამტკიცებს, რომ ვიდალის შეძენით ერნესტო ვალვერდეს გუნდი მხოლოდ მოიგებს და ამ მოსაზრების დასამტკიცებლად ხუთი არგუმენტი მოჰყავს. ვფიქრობთ, ეს...

ლებრონის რეკორდები

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა, ლებრონ ჯეიმსმა „მაიამი ჰიტისთან“ NBA-ს ფინალური სერიის ბოლო მატჩში სამმაგი დუბლი მიითვალა – 28 ქულა, 14 მოხსნა 10 პასი. მთელი სერიის მანძილზე მისი მაჩვენებელიც სამმაგს უახლოვდება – 29,8 ქულა, 11,8 მოხსნა და 8,5 პასი. არანაკლებ...

ორი ღამურა ყატარში

გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელთაგან მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში უგო გილამონი და ხოსე ლუის გაია მიემგზავრებიან. გილამონი 22 წლისაა, ის ბასკეთში, სან სებასტიანშია დაბადებული, თუმცა „ვალენსიას" აღზრდილია. ის ნახევარმცველია, მას „ლა როხას" შემადგენლობაში 3 თამაში აქვს ჩატარებული. ხოსე გაია კი „ღამურების"...

რასპადორი — ახალი იტალიის სახე

დაახლოებით ხუთი წლის წინ, „სან სიროზე", „სკუადრა აძურამ" შვეიცარიასთან 0:0 ითამაშა და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. ეს იყო იტალიური ფეხბურთის სევდიანი დღე. და აი, ხუთი წლის შემდეგ მილანის სტადიონმა მასპინძლებს გაუღიმა — მათ ერთა ლიგის შეხვედრაში 1:0...

სომეხი ფეხბურთელი: ჩვენს მთავრობას ფეხბურთელები ჯარში სჭირდება

  სომეხი ფეხბურთელის, ოვიკ ნერსისიანის სახელ-გვარი არაფერს გეუბნებათ. მან თავისი განცხადებით მიიქცია ყურადღება. 23 წლის ოვიკი ადრე ერევნის „პიუნიკში“ თამაშობდა, ამჟამად კი ინგლისის ერთერთ უმდაბლეს დივიზიონში (კლუბი „უილჩერჩ ალპორტი“) გამოდის. ის თავშესაფარს ითხოვს დიდ ბრიტანეთში, რადგან სამშობლოში არმიაში წასვლა არ სურს. “სომხეთში ფეხბურთელს არმიაში...

მესი ხელფასის გაზრდას ითხოვს

პსჟ-ის არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კლუბს ხელფასების გაზრდა სთხოვა, რადგან ის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოლაპარაკების დასრულებამდე ჯერ შორს არის. მხარეებმა შარშან მიაღწიეს სიტყვიერ შეთანხმებას, მაგრამ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გამარჯვების შემდეგ, თავდამსხმელმა ხელფასის გაზრდა მოითხოვა. პარიზული კლუბის...

მესიმ ვერატის უკან ჩახედა…

ფრანგული ლიგა 1-ის მე-5 ტურის მატჩის წინ, პარი სენ-ჟერმენსა და ტულუზას შორის (3:0), გულშემატკივრები უჩვეულო ამბის მომსწრე გახდნენ. პსჟ-ის ფეხბურთელები მოედანზე გასასვლელ გვირაბში იდგნენ. ამ დროს ლეო მესიმ წინ მდგარ მარკო ვერატის შორტი გამოუწია და უკანალში ჩახედა… ცხადია, ყველა გაკვირვებული...

30 ივნისი ან წერტილი

პრემიერლიგის ცხრა კლუბი, რომელთა სახელებიც არ სახელდება, ჩემპიონატის ისეთ ვადებში განახლებას მოითხოვს, რომ დარჩენილი 9 ტური 30 ივნისამდე მოესწროს. მათივე აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდეს. რატომ მაინც და მაინც 30 ივნისი? მოგეხსენებათ, თითქმის ყველა კლუბი ფეხბურთელებთან კონტრაქტებს ამა თუ...

ტრავმამ ზღაპარი ჩაშალა

მოლოდინი უდიდესი იყო: რაფა ნადალი და როჯერ ფედერერი იმ ასაკში აღარ არიან, მათი უშუალო დაპირისპირების ხილვის შანსი კიდევ ბევრჯერ მოგვეცეს. ჩოგბურთის ორი გენიოსი აქამდე 38-ჯერ შეხვედრია ერთმანეთს და ჩოგბურთის გურმანი ინდიან უელსის ნახევარფინალში მორიგ სპექტაკლს ელოდა. არ გამოვიდა. კარენ ხაჩანოვთან...

დარჩით ჩვენთან!

არ გამართლდა პროგნოზი, რომ მადრიდის „რეალი“ ვეტერან ლუკა მოდრიჩს შეელეოდა. მიზეზად კი სხვა გარემოებებთან ერთად მისი მაღალი ხელფასიც სახელდებოდა. მსგავსი ხმები არ შეხებია კლუბის ლეგენდად ქცეულ სერხიო რამოსს, მაგრამ ორივე ამ ვეტერანს კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება. ბურუსი ფლორენტინო პერესმა...

ფეხბურთელების ცოლის ცრემლები

მაურო იკარდის ცოლი ვანდა ნარა ატირდა. მიზეზი: „ინტერი" ჩემპიონთა ლიგას ჩამოშორდა. ბოლო ტურში მილანელები „ეინდჰოვენს" შეხვდნენ, მათი კონკურენტი „ტოტენჰემი" კი „ბარსელონას" გაეჯიბრა. ორივე თამაში 1:1 დასრულდა. ფლეი-ოფში „ტოტენჰემი" გავიდა. არადა, „ნეროაძური" პსვ-თან ფავორიტად ითვლებოდა. სხვათა შორის, „სან სიროზე" ანგარიში პსვ-მ...

ნეაპოლური პარადოქსი: ყველაზე დაბალხელფასიანი ლიდერი

„ნაპოლიმ" „ვერონა" დაამარცხა - 2:1. ეს იყო ნეაპოლელთა რთული გამარჯვება, რომელსაც ბოლოში ერთი კაცის ხელმოწერა ამშვენებდა: ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი ფეხბურთელის მიერ შექმნილმა ავთენტურმა მარგალიტმა გუნდს ჩემპიონთა ლიგაში გასვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. მართალია ჯერ კიდევ გაჭირვებით, მაგრამ როდესაც „ნაპოლი"...

იქ ვიყავით და ვიცით !

WBC-ში სამუდამო მსოფლიო ჩემპიონი და ამჟამად კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ უკრაინელი ერი ასეთი ერთიანი არასოდეს ყოფილა. სუპერმოკრივემ უკრაინელების დღევანდელ ყოფასა და სსრკ-ში უკან დაბრუნებაზე ილაპარაკა ... „ახლა პატრიოტიზმის სასწაული ტალღა აგორდა. ყველა უკრაინელი მზადაა საბრძოლველად და მინდა გავიმეორო:...

ატალანტას მეზარბაზნეები აკლია

ბერგამოს „ატალანტას“ ასეთი სერია ბოლო წლებში არ ჰქონია... გუნდი ცნობილია იმით, რომ ბევრი გოლი გააქვს, შარშანწინდელ სეზონში სულაც 98 გოლამდე ავიდა სერია A-ში, აი, ბოლო პერიოდში კი... ამ სიტუაციას ჩვეულებრივი მიზეზი აქვს: შემტევებიდან ზოგი ტრავმირებულია, ზოგს - კორონავირუსი შეჰყრია... ბერგამოელებს ყოველ შეხვედრაში...

სერხიო რამოსი მესიზე: წარმატებები…

პირველ მარტს მადრიდის „რეალი“ საკუთარ „სანტიაგო ბერნაბეუზუ“ კატალონიურ „ბარსელონას“ მასპინძლობს. ამ გუნდების ყველა ჯახი ისედაც საფეხბურთო კლასიკაა, მაგრამ კვირა საღამოს სულ სხვა დატვირთვა ექნება. კიკე სეტიენის გუნდს ორქულიანი ფორა აქვს და თუ მოიგო, ფაქტობრივად უიმედოდ ჩამოიტოვებს სამეფო კლუბს. თავის მხრივ,...

ჰოლანდი ჯეიმი ვარდისგან თამაშს სწავლობს

ერლინგ ჰოლანდი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, რომლის შეძენაც თითქმის ყველა მდიდარ კლუბს უნდა. ეჭვი არავის ეპარება, რომ ნორვეგიელი ამ ზაფხულს „დორტმუნდიდან“ წავა. თავის მხრივ, გერმანული კლუბიც ცდილობს ფორვარდს ახალი ხელშეკრულება დაადებინოს. ჰოლანდი ფიზიკურად ძლიერია, იმავდროულად არის სწრაფი და კარში დარტყმისას...

დღეს პიკეს ბარსელონაში აგინებენ

დღეს ბარსელონაში დერბია — „ესპანიოლი" „ბარსას" მასპინძლობს და ყოველთვის, როდესაც „ბლაუგრანა" თანაქალაქელებს სტუმრად ეთამაშება, მასპინძელ გულშემატკივარს ჟერარდ პიკე ჰყავს ამოჩემებული. „ბარსელონას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე სცადა ამ „მტრობისთვის" იოლად შეეხედა და დაძაბულობა განემუხტა. „პიკე შესანიშნავ სეზონს ატარებს. იმედი მაქვს, რომ...

ლივერპულზე მეოცნებე ევერტონის მწვრთნელი

კარლო ანჩელოტი „ევერტონის" მწვრთნელი გახდება, არადა მერსისაიდური კლუბებიდან იტალიელს „ლივერპულის" სათავეში ჩადგომა ერჩივნა; ცხადია, ახლა კი არა, რამდენიმე წლის წინ. „რეჯანას", „პარმას", „იუვენტუსის", „მილანის", „ჩელსის", „პარი სენ ჟერმენის", „რეალის", „ბაიერნისა" და „ნაპოლის" ყოფილ თავკაცს „გუდისონ პარკზე" ამ დღეებში წარადგენენ. 60 წლის...

რობენი მართლა წავიდა

არიენ რობენმა სოციალური ქსელების მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომ ფეხბურთიდან მიდის. მსგავსი განცხადება ორი წლის წინაც გააკეთა, მაგრამ თავის პირველ კლუბს ვერ უღალატა და პსვ - „ჩელსი“ - „რეალი“ - „ბაიერნის“ გავლით ჰოლანდიური მასშტაბებითაც კი მეტისმეტად მოკრძალებულ „გრონინგენში“ დაბრუნდა. გადაღლილმა ორგანიზმმა ბევრჯერ...

ოსიმენი მომავალზე ალაპარაკდა

„ნაპოლის" ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა, ნეაპოლიტანურ კლუბში თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ შეხვდება საკუთარ აგენტებს, ასევე კლუბის ხელმძღვანელობას და ერთად გამონახავენ საუკეთესო გამოსავალს. შეგახსენებთ, რომ იტალიელებთან ვიქტორის მოქმედ კონტრაქს ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება. „არ ვიცი, რა მელის მომავალში....

თავ-პირის მტვრევა თურქეთში

თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურის მატჩი „ტრაბზონსა“ და „ფენერბახჩეს“ შორის (2:3) სტუმართა გუნდის ფეხბურთელებსა და მასპინძელთა გულშემატკივრებს შორის ჩხუბით დასრულდა. საფინალო სასტვენის შემდეგ „ფენერბახჩეს“ ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში გაშმაგებით იზეიმეს გამარჯვება, რაც არ მოეწონათ მასპინძელ გულშემატკივრებს, ისინი მოედანზე მასობრივად გამოცვივდნენ. ამის შემდეგ...

არსენალში განხეთქილებაა

ტიერი ანრი ამბობს, რომ "არსენალის" გასახდელში ბზარია. "მეთოფეებმა" "კრისტალ პალასს" სტუმრად მოუგეს 3:2, ორი გოლი ჩილელმა ალექსის სანჩესმა გაიტანა, მაგრამ ახლო წარსულის დიდმა ვარსკვლავმა თავის ყოფილ გუნდს საგანგაშო ნიშნები შეამჩნია. "ფეხბურთელები ჯგუფებად არიან დაყოფილები. როდესაც სანჩესმა პირველი გოლი შეაგდო, მან...

დემბელე+80 მლნ.=ნეიმარი

ძალიან მარტივი ფორმულაა, რომლის ავტორებიც ფრანგული პსჟ-ის ხელმძღვანელები არიან. ეს ხალხი, როგორც სრულიად საფეხბურთო სამყარო, დაღალა „ბარსელონას“ უშედეგო მცდელობებმა, არადა ლეო მესი ნეიმარის ტრანსფერს კატეგორიულად ითხოვს. ბარსელონელებს ნეიმარის საყიდელი ფული არ აქვთ და იმთავითვე იგულისხმებოდა, რომ მის შესაძლო ტრანსფერში „ხურდად“...

შირერი ნიუკასლის წინააღმდეგ არაა

ალან შირერი მედიის არც იმდენად მოყვარულია, ნებისმიერ წვრილმანზე კომენტარები აკეთოს. როგორც ჩანს, „ნიუკასლის“ ვეტერანს (1996-2006 წ.წ.) და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს (148 გოლი პრემიერლიგაში) სათქმელი დაუგროვდა. „აღარც იმედი დარჩა და აღარც ამბიცია. სიმართლე გითხრათ, ეს უკვე მომბეზრდა. სეზონიდან სეზონამდე ერთი და...

გაუძლებს ფატი 10 ნომერს?

„მარკა“ მადრიდული გაზეთია და „ბარსელონაში“ მიმდინარე პროცესებს კრიტიკული თვალით აკვირდება. ზუსტად იმავეს აკეთებენ „რეალის“ მიმართ კატალონიური გამოცემები. ამჯერად, „მარკამ“ „ბარსას“ უნიჭიერესი ახალგაზრდა თავდამსხმელისთვის ანსუ ფატისთვის ათნომრიანი მაისურის მინიჭების გონივრულობა დააყენა ეჭვქვეშ. მოგეხსენებათ, ლეო მესის წასვლის შემდეგ, „ბარსაში“ ამბობდნენ, რომ ათ...

მკვლელიცა და მოკლულიც კამორასთან იყვნენ კავშირში

ნეაპოლის მერმა გაეტანო მანფრედიმ „ნაპოლის" მესამე ჩემპიონობასთან დაკავშირებით რადიო Kiss Kiss Napoli-ს მისცა ინტერვიუ. მანფრედიმ თქვა: „ეს გუნდი ყოველთვის ამ ქალაქთან იყო გაიგივებული. ამჯერად მან განსაკუთრებული გამარჯვება მოიპოვა, რომელიც არაფერ შუაშია იმასთან, რასაც მავანნი ფიქრობენ. ნეაპოლი დიდი ქალაქია, დიდი ისტორიითა...

ვან გაალმა ჟოზეს უყურა და მოსწყინდა

66 წლის ლუის ვან გაალმა ფეხბურთს, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ჟოზე მოურინიუს ხელში თამაშობს, მოსაწყენი უწოდა. "წითელი ეშმაკების" ყოფილმა თავკაცმა თქვა, რომ პეპ გვარდიოლასეული "მანჩესტერ სიტი" გაცილებით სანახაობრივია. მანჩესტერის ორი გუნდის შედარება მათ შორის კვირას გამართული შეხვედრის გამოძახილია. "სიტიმ" "იუნაიტედს" 2:1...

ყვითელი ბარათი მატრასს!

ბრაზილიისა და სერბეთის თამაში ცხრა წუთის დაწყებული იყო, როდესაც „სელესაოსა" და „რეალის" მარცხენა მცველი მარსელო გაჭირვებით გავიდა მოედნიდან. მას სახე ტკივილისგან ჰქონდა შეწუხებული. ბრაზილიელთა გასახარად შეხვედრა 2:0 დასრულდა, მარსელომ კი ინსტაგრამზე დაწერა, რომ არაფერი სჭირს და მოედანს მალე დაუბრუნდება. „ღვთის...

მაცარიმ სქემის შეცვლის უფლება აიღო

„ბრაგასა" და „კალიარისთან" გამარჯვების შემდეგ „ნაპოლი" იტალიის თასზე შინ „ფროზინონესთან" დამარცხდა —0:4. ასეთმა ჩავარდნამ გულშემატკივარი გააღიზიანა. დაიძაბა მდგომარეობა კლუბშიც. მედიამ გამოჩხრიკა სურათები, სადაც ვიქტორ ოსიმენი ლეო ოსტიგორს და სხვა თანაგუნდელებს უბრაზდება. პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე...

მესი: ბოდიში!

ახლახან დასრულებულ კოპა ამერიკაზე, ბრაზილიის ნაკრებმა რომ შინაური კედლებიდან თასი არავის გაატანა, ფეხბურთის ქომაგს შეხსენება არ სჭირდება. ისიც კარგად გეხსომებათ, მასპინძლებმა ნახევარფინალში პრინციპულ მეტოქეს და საფეხბურთო კუთხით უმთავრეს მტერ არგენტინის ნაკრებს 2:0 რომ მოუგეს, ფინალში კი პერუ დაამარცხეს. არგენტინელებს არც ის...

პოჩეტინო მანჩესტერში ჩავიდა

მესი თუ რონალდუ? ჰკითხეს „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს, ანუ სად უფრო სურს, მანჩესტერში კრიშტიანუსთან თუ პარიზში - ლეოსთან? „მე ვცხოვრობ ფეხბურთით, ადრე თავად ვთამაშობდი და აგერ, უკვე 12 წელიწადია რაც მწვრთნელი ვარ. ვთამაშობდი პსჟ-ში და მიყვარს ეს გუნდი....

გული ბოროტებისგან გაიწმინდეთ

ალექსის სანჩესმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ მეგობარ ქალს, მაიტე როდრიგესს დაშორდა. „მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, რომლის ჯამაგირიც კვირაში 505 ათასი გირვანქაა (1 705 062 ქართული ლარი) სევდიანი სიმღერის ფონზე გულშიჩამწვდომი წერილი დაწერა. სანჩესს ინსტრაგრამზე 9,5 მილიონი მიმდევარი ჰყავს, რომელთაც ფეხბურთელის მიერ PowerPoint-ის სტილში...

თამაში ფეხებზე მეკიდა

„არსენალისა“ და „ბარსელონას“ ყოფილა საყრდენმა ნახევარმცველმა ალექს სონგმა საინტერესო ამბავი გაიხსენა თავისი კარიერიდან. პირდაპირი კაცი ყოფილა კამერუნელი - თქვა, თამაში კი არა, ფული მაინტერესებდაო... „როცა „ბარსელონას“ შემოთავაზებული კონტრაქტი ვნახე და ციფრებს შევხედე, აღარ მიფიქრია. ვიგრძენი, რომ როცა კარიერას დავასრულებდი, ჩემს...

ლუკა თუ მუკა! სახელს რა მნიშვნელობა აქვს

„რეალი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, რაშიც ლუკა მოდრიჩმა უდიდესი როლი შეასრულა. წუხელ, „სანტიაგო ბერნაბეუზე" „ჩელსი" საოცრებას სჩადიოდა: მასპინძლებს 3:0-ს უგებდა (გოლები: მეისონ მაუნტი, ანტონიო რუდიგერი, ტიმო ვერნერი) და პირველ შეხვედრაში წაგებული 1:3 საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე თითქმის ამოტრიალებულიც ჰქონდა,...

ფარეხიდან ფერარი გამოიყვანა

„ლივერპულმა" „საუთჰემპტონს" 2:1 მოუგო და „მანჩესტერ სიტის" ერთი ქულით ჩამორჩება. დარჩა ბოლო ტური. საუთჰემპტონში იურგენ კლოპმა შაბათის (ფეხბურთის ასოციაციის თასის) ფინალთან შედარებით ცხრა კაცით გადასხვაფერებული შემადგენლობა ათამაშა. მერსისაიდელები თავიდან ჩამორჩნენ — მე-13 წუთზე ნეითან რედმონდმა გახსნა ანგარიში, მაგრამ 27-ე წუთზე...

ბრაზილია და მსოფლიო

დიდი სადილის მაგიდა; სპორტული წიგნი, ბესტსელერი — შთაგონების წყარო და სამბა... აი, ჯერჯერობით ეს არის ბრაზილიის ნაკრების საიდუმლო იარაღი, რომლის მეშვეობითაც ხუთგზის ჩემპიონი ზაფხულისთვის ემზადება. სელესაო მოსკოვშია, შეკრებაზე. აქ ის ორი ამხანაგური თამაშისთვის ემზადება: პარასკევს, 23 მარტს რუსეთს ხვდება, სამშაბათს,...

რონალდუ X 3 =მესი

სამჯერ მეტია შანსი, რომ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა ლეო მესიმ მოიგოს, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუმო, თქვა ამერიკულმა საიტმა 538-მა. 538 ჩვეულებრივი საიტი არ გეგონოთ, ის 2008-ში ვინმე ნიუ-იორკელმა ნეიტ სილვერმა დააარსა და მას ABC News ფლობს. თავად ABC News კი...

აზარი – 90 მილიონით ნაკლები

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, ბელგიელი ედენ აზარის ფასი ბოლო დროს საგრძნობლად დაეცა. 2018 წლის ოქტომბრიდან 2019-ის ივნისამდე მისი სატრანსფერო ფასი 150 მილიონი ევრო იყო, მაშინ ის ლონდონის „ჩელსიში“ თამაშობდა, . შემდეგ აზარმა „სამეფო კლუბს“ მიაშურა და... მადრიდში ედენი პრობლემებსა და ტრავმებს შეეტაკა....

მოდრიჩის 400 რეალური

ლუკა მოდრიჩმა მადრიდის „რეალის“ მაისურით მე-400 მატჩი გამართა. ამ ერთგვარ იუბილეს განსაკუთრებულ ხიბლს ის სძენს, რომ „ელ კლასიკოს“ დაემთხვა. „რეალმა“ ხორვატ ნახევარმცველს ეს დღე 2:1 გამარჯვებით გაულამაზა, ლუკას ემოციები კი კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. „ეს ბრწყინვალე შედეგია, რომლითაც ვამაყობ....

დევისის ზღაპარი

როცა 21 წლისა უკვე ქვეყნის 3-გზის საუკეთესო ფეხბურთელი ხარ... ეს ალფონსო დევისია, „ბაიერნის“ კანადელი რაკეტა, მარცხენა ფლანგის ამწიოკებელი. სხვათა შორის, საუკეთესო ზედიზედ სამჯერ არ გამხდარა. 2018, 2020 და 2021. იმ 2019 წელს კი შემტევი დევიდი აღიარეს, რომელიც „გენტში“ გიორგი ჩაკვეტაძისა და...

ბენზემა = დი სტეფანო

იყო დრო, ქარიმ ბენზემას „რეალიდან“ გაშვებას ითხოვდნენ. „ან გონსალო იგუაინი უნდა წავიდეს, ან ბენზემა“, - ასეც იდგა საკითხი დაახლოებით 7-8 წლის წინათ და მერეც. თუმცა ბენზემა 33-34 წლის ასაკში მეორედ დაიბადა და ახლა უკვე „სამეფო კლუბი“ მის გარეშე წარმოუდგენელია. ბენზემამ ორი პენალტი...

კლოპის აფროხლაფორთი

„ლივერპულმა“ გადაწყვიტა რაიმე იღონოს, რათა მისი აფრიკელი ფეხბურთელები თავიანთი კონტინენტის თასზე სათამაშოდ დიდი ხნით არ წავიდნენ. ბოლოს და ბოლოს მოჰამედ სალაჰსა და სადიო მანეზეა ლაპარაკი. გასულ სეზონში მერსისაიდელთა საჩემპიონო ამბიციებს ტრავმიანობამ მიაყენა დიდი ზარალი, ახლა კი კლუბი ფეხბურთელების გარეშე შესაძლოა...